"საჯარო სამსახურის'' ცნება.საფუძვლები[კონსტიტუციური და კანონისმიერი],"საჯარო მოსამსახურე''[სახეები]
სარჩევი:
1.საჯარო სამსახურის კონსტიტუციური
საფუძვლები[კონსტ.29-ე
მუხ. 1-ლი ნაწ]
3. „საჯარო სამსახურის’’
ამოსაცნობი კრიტერიუმები
41 „სახელმწიფო თანამდებობაზე’’ დასაქმებული პირი
5. „საჯარო მოსამსახურეთა’’ -კლასიფიკაცია
1.“საჯარო სამსახურის’’ კონსტიტუციური
საფუძვლები[კონსტ.29-ე მუხ. 1-ლი
ნაწ]
· საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური გარანტია განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით, რომლის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს’’.
მუხლი 29
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს
უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
· საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ახდენს „ყველა ადამიანის თავისუფლებისა’’ და „კანონის წინაშე თანასწორობის’’ ზოგადი კონსტიტუციური ნორმის დაზუსტებას.
· საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ქმნის საჯარო სამსახურის ინსტიტუციონალურ გარანტიას, რომელიც კანონმდებელს ავალდებულებს შექმნას „სახელმწიფო თანამდებობის’’ დაკავების საკანონმდებლო საფუძვლები, უზრუნველყოს „საჯარო სამსახურის’’ -თანაბარი ხელმისაწვდომობა.[საქართველოს მოქალაქეებისთვის]
ხ
2. „საჯარო სამსახურის’’ ცნება
· „საჯარო სამსახურის სამართლის’’ ცენტრალური ცნებაა -„საჯარო სამსახური”,
· „საჯარო სამსახურის” ცნება -გულისხმობს „საქმიანობას’’ ა)სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტოში და ბ)ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში.
ხ
· 1)საკანონმდებლო, 2)აღმასრულებელი და 3)სასამართლო ხელისუფლების განმახორციელებელ, აგრეთვე 4)ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეწოდებათ - „საჯარო ხელისუფლების ორგანოები’’. [„საჯარო ხელისუფლების ორგანოების ‘’ ცნება- ზეპირად]
· „საჯარო სამსახური’’ არის „საქმიანობა’’ „საჯარო ხელისუფლების ორგანოებში’’, რომელიც იყოფა ა)“სახელმწიფო სამსახურად’’ და ბ)“სამსახურად ადგილობრივ თვითმმართველობაში’’. [„საჯარო სამსახურის’’ ცნება-ზეპირად]
ხ
3.
„საჯარო სამსახურის’’ ამოსაცნობი კრიტერიუმები
· „საჯარო სამსახურის’’ არსებობა-არასებობის განმსაზღვრელი ორი კრიტერიუმია:
1.
„ის’’ უნდა იყოს სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება,[ შექმნილი
სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით და ბიუჯეტის დაფინანსებაზე,]
2. მისი ძირითადი
ამოცანა უნდა
იყოს „საჯარო
ხელისუფლების’’ განხორციელება.
ხ
4.“საჯარო მოსამსახურე’’
· „საჯარო სამსახურს’’ ახორციელებს „საჯარო მოსამსახურე’’
· „საჯარო მოსამსახურე’’ არის პირი, რომელიც „კანონით დადგენილი წესით’’ „ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას’’ ა)„ სახელმწიფო’’ ან ბ)“ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში’’
· .“საჯარო მოსამსახურე’’ , რომელსაც აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა „სახელმწიფოსთან’’ , არის- „სახელმწიფო მოსამსახურე’’, ხოლო პირი, რომელიც სამსახურებრივ ურთიერთობაშია „ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან’’, არის- „ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურე’’.
ხ
41
„სახელმწიფო თანამდებობაზე’’ დასაქმებული პირი
· „სახელმწიფო თანამდებობა’’ არის: „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს’’ პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ადგენს მოქალაქის ა)ადგილსა და ბ)სოციალურ-შრომით როლს „საჯარო სამსახურის სისტემაში’’, მის გ)უფლებებსა და დ) მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
· „სახელმწიფო თანამდებობაზე’’ საქმიანობად ითვლება „შრომითი ურთიერთობა’’ „არჩევით’’ ან „დანიშვნით’’ თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.
ხ
5.
„საჯარო მოსამსახურეთა’’ -კლასიფიკაცია
· „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი ახდენს „საჯარო მოსამსახურეთა’’ კლასიფიკაციას:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის
პირი;
ბ) მოხელე;
გ) დამხმარე მოსამსახურე;
დ) შტატგარეშე მოსამსახურე.
· აღნიშნულ „კლასიფიკაციას’’ მნიშვნელობა აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის „მოქმედების სფეროს’’ განსაზღვრისათვის.
· აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „საჯარო სამსახური’’ და „საჯარო მოსამსახურე’’ „სრულად’’ არ არის ამ კანონის მოწესრიგების ქვეშ მოქცეული.
· ამ კანონის[„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის] მოქმედება“ სრულად’’ არ ვრცელდება ა)„სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე’’ , აგრეთვე ბ)„მართლმსაჯულების განმახორციელებელ პირებზე’’ (მოსამართლეებზე).
ხ
· „საჯარო სამსახურის კანონის’’ მთავარი ინსტიტუტია „ბ’’ – „მოხელე’’.
· „მოხელე’’ არის პირი, რომელიც „ინიშნება’’ ან „აირჩევა’’ სახაზინო[საბიუჯეტო] დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე.
·
„მოხელეები’’
იყოფიან ა)“ სახელმწიფო მოხელეებად’’ და ბ)“ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებად’’.
· „მოხელეები’’ გხვდება ხელისუფლების სამივე შტოში. მათი ძირითადი მახასიათებელია -მმართველობითი (ადმინისტრაციული) ფუნქციების განხორციელება.
ხ
· საჯარო სამსახურში მოხელის გვერდით ასევე გვხვდება:
ა. „დამხმარე
მოსამსახურე’’
, [რომელიც
არის ტექნიკური მუშაკი. ის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღება დაწესებულების
შტატით გათვალისწინებულ „დამხმარე მოსამსახურის’’ თანამდებობაზე]
ბ. „შტატგარეშე მოსამსახურე’’, [პირი, რომელიც დანიშვნით
ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა
შესასრულებლად.]
6.. „საჯარო
სამსახურის’’ „სამართლებრივი’’ საფუძველები
a. „საჯარო სამსახურის’’ შესახებ საქართველოს კანონი ა)ადგენს საქართველოში „საჯარო სამსახურის’’ ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, ბ)აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, გ)განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.
b. „ საქართველოს შრომის კანონმდებლობა’’ მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
c. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რომელიც არ წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონით, რეგულირდება „შესაბამისი [ანუ სპეციალური] კანონმდებლობით’’ (მაგ., სამსახური შს სამინისტროს სისტემაში).
Комментарии
Отправить комментарий