3. საკორპორაციო სამართალი ფართო და ვიწრო გაგებით.“კაპიტალური’’ ტიპის საზოგადოება და “ამხანაგური[პერსონალური]’’ ტიპის საზოგადოება

 

  

სარჩევი:

)“ორგანიზაციული წარმონაქმნები’’ და მათი სოციალურ-ეკონომიკურ-სამართლებრივი მნიშვნელობა. 1

)“მეწარმე სუბიექტთა’’ ტიპოლოგიური ბუნება. 2

)“ამხანაგური[პერსონალური]’’ ტიპის საზოგადოება. 2

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება[სპს] 3

კომანდატური საზოგადოება’’[კს] 3

)“კაპიტალური’’ ტიპის  საზოგადოება. 4

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება[შპს] 4

სააქციო საზოგადოება’’ [სს] 5

 

 

)“ორგანიზაციული წარმონაქმნები’’ და მათი სოციალურ-ეკონომიკურ-სამართლებრივი მნიშვნელობა

 

·        „საკორპორაციო სამართალი’’   -   ბრუნვაში ჩართული „იურიდიული ფორმების’’ „[შიდა]ორგანიზაციული სამართალია’’

·        „ეკონომიკური’’ და „არაეკონომიკური’’ საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია,როგორც ა)„ფიზიკური პირის ’’ ,ისე ბ) „იურიდილი პირის’’ სტატუსის მქონე და,ასევე  გ)„იურიდიული პირის სტატუსის არმქონე’’ გაერთიანებების- მიერ

 

ცალკეა გამოსაყოფი საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი დ)„საჯარო სამართლის იურიდიული პირი’’[სსიპ],რომელიც აგრეთვე ორგანიზებულად მოწყობილი ფორმაა „სხვადასხვა საქმიანობის’’ წარმართვისა და „დამოუკიდებლად’’ გამოდის  სამოქალაქო ბრუნვაში.

·        „საკორპორაცია სამართალი’’ [ „ფართო გაგებით’’] -მოიაზრებს „ბრუნვაში მონაწილეობაუნარიან’’  ნებისმიერ სოციალურ წარმონაქმნს’’,რომელიც ა)“ორგანიზებულად მოწყობილ სახეს ატარებს’’ და ბ) „თვითორგანიზების’’ და/ან „კანონისმიერი რეგულირების’’  საფუძველზე ოპერირებს „ბაზარზე’’.

 

·        საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული“საკორპორაციო სამართალი’’,როგორც „სასწავლო-მეთოდოლოგიური დისციპლინა,შეისწავლის სწორედ ამ „ორგანიზაციულ-სამარტლებრივი ფორმების’’ მოწყობის სამართალს.ე.ი. „საკორპორაციო სამართალს’’-„ვიწრო გაგებით’’

 

 

)“მეწარმე სუბიექტთა’’ ტიპოლოგიური ბუნება

 

·        „სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის’’ განხორციელება   “numerus clasus’’ პრინციპიდან გამომდინარე,“სახელმწიფოს მიერ დადგენილი’’ ერთი რომელიმე კონკრეტული „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის’’ მეშვეობით უნდა მოხდეს[!][იხ. კანონი „მეწარმეთა შესახებ’’ მუხ. მე-2 ნაწ. მე-3]

 

მუხლი 2. მეწარმის ცნება

3. სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება’’კომანდიტური საზოგადოება’’, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება’’სააქციო საზოგადოება’’, კოოპერატივი’’ - სამეწარმეო საზოგადოებაა.

 

 

·        სახელმწიუფოს „საზრუნავს’’ წარმოადგენს,რომ მე-2 მუხლის მე-3 ნაწილში ჩამოთვლილი თითოეული“ბიზნესის წარმოების ფორმა’’ საკანონმდებლო დონეზე გარკვეული თვითმყოფადი ნიშნით აღჭურვოს

·        ამით „სამეწარმეო საქმიანობის’’ მსურველდამფუძნებელ-პარტნიორებს’’ მეტი წარმოდგენა ექნებათ მათ მიერ შერჩეული ბიზნესის,მისი ფორმისა და შინაარსის თაობაზე და უკეთ გაერკვევიან,თუ რომელი „იურიდიული ფორმაა’’ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი.

·        კონტინენტური ევროპის „საკორპორაციო სამართალი’’ „მეწარმე სუბიექტთა’’ „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის’’ დაყოფას ახდენს 2 ტიპის საზოგადოებებად : 1)“ამხანაგურ[პერსონალურ] საზოგადოებებად’’ და 2)“კაპიტალურ საზოგადოებებად’’

 

            )“ამხანაგური[პერსონალური]’’ ტიპის საზოგადოება

 

·        „საკორპორაციო სამართლის’’ კურსის შესწავლა „ამხანაგური[პერსონალური] საზოგადოების’’ სამართლით იყება

·        მასში ორი „ძირითადი’’ ფორმა მოიაზრება:

1)     სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება[სპს]

2)     კომანდიტური საზოგადოება [კს]

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება[სპს]

 

·        სპს , ისტორიულად , „სავაჭრო გაერთიანების’’ „პირველი’  „იურიდიული ფორმაა’’

·        სპს  მასში გაერტიანებული“ფიზიკური პირების’’ „უნარებსა’’ და მათი „კაპიტალის’’გამოყენებაზე იყო დაფუძნებული

·        სპს-ს რენტაბელობა[ანუ ხარჯების გამართლება,მომგებიანობა] სპს-ს წევრთა „პერსონალურ ღვაწლზე’’ იყო დამოკიდებული

·        სპს-სთვის დამახასიათებელია“პერსონალური პარტნიორული სტრუქტურა’’

ეს იმას მისნავს,რომ :

a.     „საზოგადოებაში’’[სპს-ში] „მცირე რაოდენობის’’ პარტნიორი მონაწილეობს

b.     მათ შორის „ახლო’’ პიროვნული კავშირები არსებობს

c.     ისინი ერთობლივად უძღვებიან საწარმოს საქმიანობას  და იღებენ საზოგადოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს

d.     მათი პასუხისმგებლობა მე-3 პირთა წინაშე „საზოგადოების ვალდებულებებისტვის’’ სპს-ში მათი „შენატანებით’’ „შეზღუდული არ არ არის’’

·        სპს-ში „კანონისმიერი კაპიტალის’’ [„საწესდებო კაპიტალის’’] არსებობა და შენარჩუნება აუცილებელი არ არის[ეს ,რასაკვირველია,არ ნიშნავს იმას,რომ ბიზნესის დაწყებას ფინანსურ-მატერიალური რესურსები არ ესაჭიროება.რა თქმა უნდა,სპს-ს „პარტიორებმა’’ უნდა იზრუნონ „ქონებრივი სიკეთეების’’[რესურსების] მოძიებაზე,რაც მათი ბიზნესის ეკონომიკური წარმართვის საფუძველს შექმნის] შესაბამისად, სპს-ს წარმოშობაში  საწყის “კაპიტალს’’ ძირითადად „ეკონომიკური’’ და ნაკლებად „სამართლებრივი’’ დატვირთვა აქვს

·        „საკორპორაციო სამართალი’’ იცნობს სპს-ს „ირიდიულ ფორმას’’ .მას  სპეციფიკური „ეკონომიკური’’ და „პოლიტიკურ-სამართლებრივი’’ დატვირთვა აქვს.

 

          კომანდატური საზოგადოება’’[კს]

·        კს ჰიბრიდული „იურიდიული ბუნებისაა’’

·        კს,დასავლეთევროპულ ქვეყნებში სპს-ის ნაირსახეობად განიხილება.

·        თუკი დავუკვირდებით კს-ის მომწესრიგებელ „ნორმა-დებულებებს’’ ადვილად დავინახავთ,რომ მის მის მიმართ „სუბსიდიურად’’[დამხმარედ] გამოიყენება სპს-ის მუხლებიც.

·        „მეწრმეთა შესახებ’’ კანონის  კს-ისთვის განკუტვნილი „განსაკუთრებული ნაწილით’’ რეგლამენტირებული ნორმები ეხება მხოლოდ  “კომანდიტებთან’’ და „საწარმოს მართვასთან/ხელმძღვანელობასთან’’ დაკავშირებულ საკითხებს.

·        ამ იურიდიულ ფორმაში,ერთი მხრივ,გამოსაყოფია“პერსონალურად პასუხისმგებელი პატნიორი’’,რომელიც ისევე აგებს პასუხს“კრედიტორთა ‘’ წინაშე „კს-ს ვალდებულებისათვის’’,როგორც სპს-ში ხდება

·        ხოლო,მე-2 მხრივ,სახეზეა „შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი’’,რომელიც მე-3 პირთა[კრედიტორთა] წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ მის მიერ განხორციელებული „შესატანის’’[ „საგარანტიო თანხის’’]  ,ფარგლებში.

·        სწორედ ამიტომ აღინიშნა,კს-ის ერთგვარი „ჰიბრიდული ბუნების’’ შესახებ,რადაგან იგი ატარებს როგორც „ამხანაგური’’[ინდივიდუალური პასუხისმგებლობა] ,ისე „კაპიტალური’’ საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობის ნიშნებს.

·        კს-ს „ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმასაც’’ უკლებლივ ყველა ქვეყნის სამართალი იცნობს.

·        დღევანდელ დღეს კს   სპს-სთან შედარებით უფრო მეტად გავრცელებული ფორმაა მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში,რაც სამწუხაროდ,არ ითქმის საქართველოზე.

·        ყურადღება: სპს და კს ,როგორც წესი,“მცირე’’ და „საშუალო’’ ბიზნსის წარმოების ფორმას წარმოადგენს

·         ორივე მათგანი „იურიდიული პირის’’  სტატუსის მქონე „სამოქალაქო სამართლის’’ სუბიექტია [იხ. „მეწარმეთა შესახებ’’ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი]

 

მუხლი 2. მეწარმის ცნება

4. სამეწარმეო საზოგადოება’’ არის იურიდიული პირი.

 

)“კაპიტალური’’ ტიპის  საზოგადოება

 

·        „კაპიტალური’’ ტიპის საზოგადოება  რამდენიმე „იურიდიულ ფორმას’’ აერთიანებს. კერძოდ, შპს -ს და სს-ს

 

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება[შპს]

 

·        შპს ყველაზე გავრცელებული „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა’’

·        შპს საქართველოში დიდი მოწონებით სარგებლობს

·        ქვეყნის“კორპორაციული ეკონომიკის’’ უდიდესი ხვედრითი წილი სწორედ შპს-ებზე მოდის.

·        შპს-ს დაფუძნება „ამხანაგური’’ ტიპის საზოგადოებისგან განსხვავებით,შესაძლებელია -„ერთი პირის’’ მიერაც.

·        შპს-ს „პარტნიორი’’ სარგებლობს „შეზღუდული პასუხისმგებლობის ‘’ პრივილეგიით,რაც იმაში გამოიხატება,რომ მისი მხრიდან საზოგადოების წინაშე ნაკისრი „შესატანის განხორციელების-ვალდებულების’’ სრულყოფილად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში,მისი[ამ პარტნიორის]  ინდივიდუალური პირადი პასუხისმგებლობა „მთელი მისი ქონებით’ შპს-ს  კრედიტორის წინაშე -გამოირიცხება.

·        შეიძლება ითქვას ,რომ „შეზღუდული პასუხისმგებლობა’   მეტ ინტერესს აღძრავს  შპს-ს „ფორმის’’ მიმართ ინვესტორში[რომელიც მისი კაპიტალის დაბანდებას ლამობს ბიზნესში] და მეტ შესაძლებლობას აძლევს შპს-ს „პარტნიორს’’ „ხმის უფლების’’ სიძლიერე სწორედ „საზოგადოებაში დაბანდებული ინვესტიციის მოცულობაზე’’ გახადოს დამოკიდებული.

·        სწორედ ამიტომ,შპს-ში „კაპიტალით  მონაწილეობა’’ „ეკონომიკურადაც’’ და „სამართლებრივადაც’’   წინა პლანზეა წამოწეული.

·        მართალია ,შპს-ს არ მოეთხოვება „მინიმალური კანონისმიერი განთავსებული კაპიტალის’’[ანუ „საწესდებო კაპიტალის’’] არსებობა,განსხვავებით  „სააქციო საზოგადოებისგან’’[სს-ისგან[  ,თუმცა“დამფუძნებელ-პარტნიორთა’’ შეთანხმება „წილების’’ და „კაპიტალში მატი[ფინანსურ-მატერიალური] მონაწილეობის დათქმის შესახებ’’, აუცილებლად უნდა იყოს სახეზე[!]

·        შპს,როგორც წესი,“ეკონომიკის’’ ნებისმიერი სეგმენტის მიზნებისთვის გამოიყენება ,როგორც „მცირე’’ ,ისე „დიდი’’ ბიზნესების მიერ .

·        თუმცა ძირითადად  შპს-ები „საშუალო’’ ბიზნესებში ოპერირებენ

·        შპს „კაპიტალის ბაზარზე’’ „წვდომაუნარიანი სუბიექტია’’.,რაც აახლოებს მას სს-სთან,თუმცა ბევრ ასპექტში,რაც შემდეგში დეტალურად წარმოჩინდება,განასხვადება  მისგან

 

               სააქციო საზოგადოება’’ [სს]

 

·         „სააქციო საზოგადოება’’ [სს]-„დიდი ბიზნესების’’  „ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად’’ მიიჩნევა.

·        სს „კაპიტალის შემაკავშირებელი’’ ფუნქციის მატარებელი სუბიექტია

·        დიდია სს-ს ეკონომიკური მნიშვნელობა’’ ეკონომიკის  „ინდუსტრიულ’’[ანუ მრეწველობის],საბანკო და სადაზღვევო სფეროებში.

·        „სს-ს პარტნიორი’’,ანუ „აქციონერი’’,“შპს-ს პარტნიორის ‘’ მსგავსად სარგებლობს“შეზღუდული პასუხისმგებლობის’’ პრივილეგიით ,ანუ „სს-ს აქციონერს’’  „სს-ს კრედიტორების წინაშე’არ ეკისრება ‘პერსონალური პასუხისმგებლობა’’[„მთელი თავისი ქონებით’’]

·         სს-ში „სავალდებულოა’’  კანონით გათვალისწინებული „მინიმალური განთავსებული კაპიტალის’’არსებობა,რაც ადრე „საწესდებო კაპიტალის’’ სახელწოდებიტ იყო ცნობილი ქართულ „საკორპორაციო სამართალში’’

·        სს-ში შეიძლება გამოიყენებოდეს „კორპორაციული მართვის’’ ანუ „საწარმოს კონტროლის’’  -„სხვადასხვა სახის სისტემა’’,რაც  სს-ს „აქციონერთა’’ „არჩევანის თავისუფლების’’ პრინციპზეა დაფუძნებული

·        „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება’’ [შპს] და „სააქციო საზოგადოება’’ [სს]  განეკუთვნებიან „იურიდიული პირის’’ სტატუსის მქონე „ორგანიზაციულ წარმონაქმნებს’’[იხ. „მეწარმეთა შესახებ’’ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი]

 

მუხლი 2. მეწარმის ცნება

4. სამეწარმეო საზოგადოება’’ არის იურიდიული პირი.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები