1.საკორპორაციო სამართლის ცნება და რეგულირების სფერო
სარჩევი:
1.რატომ არის „საკორპორაციო სამართლის’’ შესწავლა აუცილებელი ?
2.“საკორპორაციო სამართლის’’ ცნება
3. რა ურთიერთობებს არეგულირებს „საკორპორაციო სამართალი’’ ?
4.“ხელშეკრულებით’’ ან „წესდებით’’ დაფუძნებული ურთიერთობის „იურიდიული ძალის’’ საკითხი
5.„საკორპორაციო სამართლის’’ „რეგულირების საგანი’’
6.„მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი-„საკორპორაციო სამართლის’’ ძირითადი წყარო
1.რატომ არის „საკორპორაციო სამართლის’’ შესწავლა აუცილებელი ?
·
„საკორპორაციო სამართლის ‘’ შესწავლა აუცილებელია „ადვოკატის’’,“ნოტარიუსის’’,“პრრკურორის’’,“მოსამართლის’’
პროფესიიების წარმომადგენელთა მიერ თანამდებობების დასაკავებლად.[ამის ცოდნა
ბიზნეს კომპანიებში სამუშაო ადგილის მაძიებლებს კონკურსებში მოეთხოვებათ]
ხ
·
„საკორპორაციო სამართალი’’ დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას შეიმეცნოს
„მეწარმე სუბიექტის’’ :
a. „რაობის’’
b. „დაფუძნების’’
c. „შიდაორგანიზაციული მმართველობის’’
d. „ორგანოთა სრუქტურის’’
e. „პარტნიორთა’’ უფლება-მოვალეობების
შესრულების
f. „პარტნიორთა’’ უფლებების დაცვის
g. „ხელმძღვანელ პირთა’’ და პარტნიორთა’’
პასუხიმგებლობის
h. „ქონების’’ მოზიდვის და შენარჩუნების
i. „მოგების განაწილების’’
j. „გარდასახვის’’ და „დაშლის’’
k. „ლიკვიდაციის’’
l. და „სხვა’’ „კორპორაციულსამართლებრივი’’
საკითხები.
ხ
2.“საკორპორაციო სამართლის’’ ცნება
·
საქართველოში ესა თუ ის „ეკონომიკური’’ თუ „არაეკონომიკური’’ აქტივობა გარკვეული „საზოგადოებრივად სასარგებლო’’ საქმიანობის საფუძველზე წარრიმართება.
·
„საზოგადოებრივად სასარგებლო’’ საქმიანობაში ჩართულნი არიან:
1. ფიზიკური პირები
2. იურიდიული პირები
3. იურიდიული პირის სტატუსის არმქნე
გაერტიანებები
4. სახელმწიფო ორგანიზაციები
5. არასამტავრობო ორგანიზაციები[?]
6.
საჯარო სამარტლის იურიდიული პირები
·
თუმცა „საკორპორაციო სამართალს’’ აინტერესებს მხოლოდ
„კერძოსამარტალურტიერთობის ფარგლებში’’
, “ნების ავტონომიისა’’’ და „სრული სახელსეკრულებო თავისუფლების’’ პირობებში
,“გარიგების’’ საფუძველზე ჩამოყალიბებული -„იურიდიული კონსტრუქციები’’[ისეთები როგორიცაა :სოლიდარული
პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს),კომანდიტური საზოგადოება (კს),შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) , ან „სააქციო საზოგადოება’’[სს]] და რომელებიც კანომდებლის მიერ“ეკონომიკური სამეწარმეო ურთიერთობის’’ „სუბიექტებად ’’ არიან აღიარებული და რომელთა მიერ - ე.წ. “ეკონომიკური სამეწარმეო საქმიანობა’’[ბიზნესსაქმიანობა] ხორციელდება.
·
ამრიგად, „საკორპორაციო სამართალი’’ არის-„ „პირთა კერძოსამართლებრივი გაერთიანებების’’
სამართალი ,რომელებიც „გარიგების’’ საფუძველზე „გარკვეული’’ „საერთო მიზნის’’
მისაღწევად არიან შექმნილნი.[„საკორპორაციო
სამართლის’’ ცნება-საზეპიროდ]
ხ
·
„პირთა გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული’- „სამართლებრივ-ორგანიზაციული წარმონაქმნი’’: [ რაც საქართველოში შეიძლება იყოს: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს),ან კომანდიტური საზოგადოება
(კს),ან შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება (შპს) ,
ან „სააქციო საზოგადოება’’[სს] ,როგორც“ერთიანი მთელი ორგანიზმი’’
ისე მონაწილეობს „სამართალბრუნვაში’’ და ხდება“უფლება-მოვალეობების’’
დამოუკიდებლად
მატარებელი-“სამართლის სუბიექტი’’
ხ
3.
რა ურთიერთობებს არეგულირებს „საკორპორაციო სამართალი’’ ?
·
უნდა გავმიჯნოთ„საკორპორაციო სამართალით’’ რეგულირებული როგორც „შიდა’’ და ისე „გარე ‘’ „კორპორაციულ სამართლებრივი’’
ურთიერთობები .
ხ
·
„საკორპორაციო სამართალით’’ რეგულირებულ „შიდა ორგანიზაციულ ურთიერთობებში’’ მოიაზრება:
a. „პარტნიორთა’’ შორის საწარმოს
ის „შიდა’’ შეთანხმებები,რომლებსაც“მბოჭავი
ხასიათი’’ აქვთ „მხოლოდ მათთვის[„პარტნიორებისათვის’’] [მაგ.“ვალდებულების აღება
„შესატანის’’განხორციელებაზე და მისი შესრულება ‘’ ან „პარტნიორთა შიდა „ორგანიზაციული
უფლებების’’ დადგენა დაკავშირებული „მოგების განაწილებასტან’’ ან „ქონებისდისტიბუციასტან’’,
ან“რომელიმე პარტნიორისთვის უპირატესი „ხმის
უფლების ’’ მიცემასთან
ხ
·
„საკორპორაციო სამართალით’’ მოწესრიგებულ „გარე ორგანიზაციულ
ურთიერთობებს ’’ კი მიეკუთვნება:
b. „მეწარმე სუბიექტის სახელით’’
გარესამართალურთიერთობაში გამოსვლის უფლებამოსილების[ანუ „წარმომადგენლობის უფლებამოსილების
’’] საკითხი’’ ,ან „ საწარმოს რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის
დროს კრედიტორთა ინფორმირებისა და დაკმაყოფილების საკითხები’’ და სხვა.
[„საკორპორაციო სამართალით’’ მოწესრიგებულ ამ და მსგავს „საკითხებში’’ მნიშვნელოვანია ის,თუ როგორ უნდა იქნეს ახსნილი და განმარტებული“მეწარმე საუბიექტის’’[ანუ „საზოგადოების’’]
ურთიერთობა „მე-3 პირებთან’’ ]
ამ მხრივ საყურადღებოა
„საკორპორაციო სამართლის’’ ის ნორმები და დებულებები,რომლებიც
ადგენენ ა)თუ ვის აქვს უფლება „სმეწარმეო საზოგადოების სახელით’’ გამოვიდეს“კერძოსამართლებრივ
ურთიერთობაში’’,ბ)“შეიძლება თუ არა ეს უფლება შეიზრუდოს “კონტრაჰენტთან ურთიერთობაში’’
და თუ შესაძლებელია,მაშინ უნდა იყოს თუ არა ამ „შეზღუდვის’’ ფარგლები დაწესებული ასევე „ბრუნვის მონაწილე მე-3 პირისთვის?’’
ხ
·
„გარე ორგანიზაციულ ურთიერთობების ‘’ მოსაწესრიგებლად
ასევე მნიშვნელოვანია “გამოქვეყნების’’ და“გასაჯაროვების’’
ნორმები,რომელთაც მოიცავს „საკორპორაციო სამართალი’’
და რომლებიც „ბრუნვაში ჩართული მე-3 პირის’’ ინტერესებს ემსახურება მისთვის[მე-3
პირისთვის] „მეწარმე სუბიექტის ‘’ თაობაზე საჭირო ინფორმაციის მიწოდების კონტექსტში]
·
„ბრუნვის სტაბილურობისათვის’’ არანაკლებ მნიშვნელოვანია“სრული და უტყუარი მონაცემების განდობა მე-3 პირისთვის’’,რომელიც
ამ ინფორმაციას დაეყრდნობა და მისთვის სასურველად გამიყენებს.
·
ეს „სამართლებრივი უსაფრთხოების’’
კონცეფციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
ხ
4.“ხელშეკრულებით’’ ან „წესდებით’’ დაფუძნებული ურთიერთობის „იურიდიული ძალის’’ საკითხი
·
„საკორპორაციო სამართალი’’ ასევე ადგენს “ხელშეკრულებით’’ ან „წესდებით’’ დაფუძნებული ურთიერთობის „იურიდიული ძალის’’ საკითხებს,რომლებიც „სამეწარმეო სუბიექტის’’ შიდა და გარე ურთიერთობის საკითხებს
უკავშირდება
·
მაგ“სპს’-ს წესდება შეიძლება შეიცავდეს დათქმას,რომლის
მიხედვითაც“საწარმოს ერთ-ერთი პარტნიორის პასუხიმგებლობა განისაზღვრება არა მისი „მთელი
ქონებით’’,არამედ მხოლოდ „ამ ქონების „გარკვეული ნაწილით’’; არადა,
„პრინციპების დონეზეა’’ აღიარებული „კომლემენტარის’’ პირდაპირი და უშუალო პასუხისმგებლობა“მთელი
თავისი ქონებით’’ საზოგადოების ვალდებულებისათვის მე-3 პირის წინაშე[„მეწარმეთა
შესახებ ‘’ კანონი 94-ე მუხლის 1-ლი პუნქტი]
მსგავს
შემთხვევაში „წესდების’’ აღნიშნული ჩანაწერი ,მისი „ნამდვილობის’’ თვალსაზრისით, „პრობლემას’’ არ წარმოადგენს „შიდაორგანიზაციულ
დონეზე’’[ანუ „სამეწარმეო სუბიექტის’’
შიგნით],მაგრამ იგი[ჩანაწერი] „ბათილი’’
იქნება „გარესამართლებრივ ურთიერთობებში’’
მე-3 პირთათვის.
ანუ
დავიმახსოვროთ ,რომ “ხელშეკრულებით’’ ან „წესდებით’’ დაფუძნებული გარკვეული „იურიდიული
ფაქტი’’ შეიძლება „ბათილი’’ იყოს „გარეკორპორაციულ
ურთიერთობებში’’,მაგრამ „შიდაკორპორაციულ ურთიერთობებში’’ სრულად იყოს „იურიდიული ძალის’’ მქონე
ხ
5.„საკორპორაციო სამართლის’’ „რეგულირების საგანი’’
·
„საკორპორაციო
სამართლის’’ „რეგულირების საგანს’’ წარმოადგენს“სამოქალაქოსამართლებრივი
გარიგების’’ საფუძველზე შექმნილი „გაერთიანების’’ ე.ი.მხოლოდ „კერძო ორგანიზაციული სრუქტურის’’ „შიდა ურრთიერთობების ‘’ მოწესრიგება
·
ანუ „საკორპორაციო
სამართლის’’ „რეგულირების საგანში’’ არ მოიაზრება სახელმწიფო,ადმინისტრაციული[საჯარო]
აქტის საფუძველზე შექმნილი „ორგანიზაციული წარმონაქმნების’’ საქმიანობა,უფრო სწორად
მათი „შიდაორგანიზაციული მოწყობა’’ და ამასთან დაკავშირებული საკიტხები.
·
მაშასადამე“საკორპორაციო
სამართალი’’ შეისწავლის მხოლოდ
კერძო სამართლის იმ სუბიექთტთა
„მოწყობასა’’ და მათ „იურიდიულ ფორმებს’’,რომლებიც „ეკონომიკური სამეწარმეო საქმიანობისთვის’’ ‘’ არიან
განკუთვნილი საქართველოში[!] [ეს დაიმახსოვრე]
ხ
6.„მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი-„საკორპორაციო სამართლის’’ ძირითადი წყარო
·
„მეწარმეთა შესახებ’’
საქართველოს კანონი „საკორპორაციო
სამართლის’’ ძირითადი წყაროა საქარტველოში.
·
ამ კანონის
1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს „მეწარმეთა
შესახებ’’ საქართველოს კანონის -„გამოყენების სფეროს’’ და აღნიშნავს
,რომ:
ეს კანონი აწესრიგებს მეწარმის ა)სამართლებრივ ფორმებს, ბ)მათი დაფუძნებისა და რეგისტრაციის პროცედურებს და გ)მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
თუ აღნიშნული პროცედურა ან საკითხი განსხვავებულად წესრიგდება სხვა საკანონმდებლო აქტით ან სხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებული/გამოცემული საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით, მოქმედებს ეს სხვა საკანონმდებლო აქტი/ ან საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
·
აღნიშნული ნომიდან გამომდინარეობს ,რომ „საკორპორაციო
სამართალი ‘’ აწესრიგებს“ბიზნესსუბიექტთა’[ანუსამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა]:
1.
“ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმებს’’ ;’მათი „დაფუძნების’’,მათი
„რეორგანიზაციის’’მათი“დაშლის’’,მათი „ლიკვიდაციის’’ საკითხებს
2.
„წილის’’ და მისგან გამომდინარე „უფლება-მოვალეობების’’
საკითხებს
3.
„პარტნიორთა’’ პასუხისმგებლობის საკითხებს.
4.
სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა
ორგანიზაციული სტრუქტურის და მოწყობის საკითხებს
5.
სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა
„ქონების მოზიდვის’’,“მისი შევსების’’ და „შენარჩუნების’’ საკითხებს
6.
„მოგების განაწილების’’ საკითხებს
7.
კრედიტორთა დაკმაყოფილების საკითხებს
·
ეს არის“საკორპორაციო სამართლით’’ რეგულირებულ „საკითხთა’’ არა ამომწურავი ჩამონათვალი
Комментарии
Отправить комментарий