1. „ეკონომიკური საქმიანობა’’ და „სამეწარმეო საქნიანობა’’
სარჩევი:
„ეკონომიკური საქმიანობის’’- ცნება
2.„ეკონომიკური სამეწარმეო საქმიანობა’’
2.1 „საწარმო’’ [“საკორპორაციო სამართლის ‘’ მიხედვით]
2.1.1.„საწარმოს ხასიათი’’ და „საწარმოს მოცულობა’’[„საწარმოს’’ მახასიათებელი ნიშნებია]
2.2 „საწარმო’’- [„საგადასახადო სამართლის’’ მიხედვით]
3.„სამეწარმეო საქმიანობის’’ -ელემენტები[ანუ
ნიშნები]
დ) „დამოუკიდებელი საქმიანობა’’
ე) „საქმიანობა ორგანიზებულად’’
შესავალი:
·
„სამოქალაო ბრუნვისთვის’’ დამახასიათებელია“ურთიერთობის მონაწილე სუბიექტთა’’ მიერ „გარკვეული საქმიანობის’’ წარმართვა
·
მათი “საქმიანობის’’ ორი ძირითადი მიმართულება შეიძლება გამოიყოს 1)“ეკონომიკური საქმიანობა’’ 2)“არაეკონომიკური
საქმიანობა’’
ხ
·
„კერძოსამართლებრივ’’ ურთიერთობებში ძირითადი ადგილი “ეკონომიკურ საქმიანობას’’ უკავია.
ხ
·
არსებობს „ეკონომიკური საქმიანობის’’
ორი ძირითადი სახე:
ა)ისეთი „ეკონომიკური საქმიანობა’’,რომელსაც არ სჭირდება
„მეწარმე სუბიექტის’’ ჩამოყალიბება’’[იხ.
კანონი „მეწარმეთა შესახებ’’ მუხ. მე-3] [ასეთ „ეკონომიკურ საქმიანობას’’ უწოდებენ
-„არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას’’]
და ბ) ისეთი „ეკონომიკურისაქმიანობა’’ რომლისთვისაც სახელმწიფოს
მხრიდან დადგენილია სპეციალური „იურიდიული ფორმები’’[იხ. კანონი „მეწარმეთა
შესახებ’’ მუხ. მე-2 ნა. მე-3] [ასეთ „ეკონომიკურ საქმიანობას’’ უწოდებენ-. „სამეწარმეო ეკონომიკურ
საქმიანობას’’]
ხ
·
სწორედ,“ეკონომიკური სამეწარმეო
საქმიანობის’’ განმახორციელებელ “სპეციალურ იურიდიულ ფორმებს’’-
შეისწავლის „საკორპორაციო სამართალი’’
ხ
„ეკონომიკური საქმიანობის’’- ცნება
·
„ეკონომიკური საქმიანობის’’ ცნების შინაარსი მოცემულია „საგადასახადო კოდექსის’’
მე-9 მუხლში:
მუხლი 9. ეკონომიკური საქმიანობა
1. ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
·
ანუ პირის სურვილი,მიზანი,განზრახვა
მიიღოს მოგება/ან შემოსავალი/ან კომპენსაცია- აქ მთავარია[!].
არ აქვს მნიშვნელობა მისი „საქმიანობა’’
საბოლოო ჯამში მისთვის მართლაც სარფიანი აღმოჩნდება თუ არა .
პირის „საქმიანობა’’ მაინც ჩაითვლება „ეკონომიკურ საქმიანობად’’ და „საგადასახადოსამართლებრივად’’-„დაბეგვრის რეჟიმს’’ დაექვემდებარება
ხ
·
„ეკონომიკურ საქმიანობათა’’ კონკრეტული ჩამონათვალი „საგადასახადო კოდექსის’’ მე-9
მუხლის 1-ელ ნაწილში მოცემული არ არის
·
სამაგიეროდ მე-9 მუხლის მე-2 ნაწილსი ის „კონკრეტული ურთიერთობებია’’ ჩამოყალიბებული,რომლებიც
არ განეკუთვნება“ეკონომიკურ საქმიანობას’’[ზეპირად]
2. ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება:
ა) სახელმწიფო ხელისუფლების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა;
ბ) საქველმოქმედო საქმიანობა;
გ) რელიგიური საქმიანობა;
დ) დაქირავებით მუშაობა;
ე) ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე;
ვ) საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.
·
„საგადასახადო კოდექსის’’ მე-10 და შემდგომ მუხლებში განმარტებულია ამ “არაეკონომიმიკური საქმიანობების
’’- შინაარსები.
ხ
2.„ეკონომიკური სამეწარმეო საქმიანობა’’
2.1 „საწარმო’’ [“საკორპორაციო სამართლის ‘’ მიხედვით]
·
„პირის’’ „მეწარმე
სუბიექტად’’ დაკვალიფიცირებისთვის გადამწყვეტი
მნიშვნელობა ენიჭება“სამეწარმეო საქმიანობის’’ -ცნებას
·
საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ’’ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად:
მუხლი 2. მეწარმის ცნება
1. „მეწარმედ’’[ანუ „მეწარმე სუბიექტად’’] მიიჩნევა ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საწარმო.[ეს
„მეწარმის’’ ცნება-ზეპირად]
·
ამავე[ მე-2] მუხლის
მე-2 ნაწილის პირველი
წინადადება განმარტავს, „საწარმოს’’- ცნებას ,ხოლო მე-2 წინადადება განმარტავს რა არის „სამეწარმეო საქმიანობის’’ -ცნებას :
მუხლი
2. მეწარმის ცნება
1. „საწარმო’’ არის „სამეწარმეო საქმიანობის’’ განხორციელების ორგანიზებული სისტემა. [ეს „საწარმოს’’ ცნება-ზეპირად]
„სამეწარმეო საქმიანობა’’ არის „მოგების მიღების მიზნით’’ განხორციელებული ა)მართლზომიერი, ბ)არაერთჯერადი, გ)დამოუკიდებელი და დ)ორგანიზებული საქმიანობა.[ეს „სამეწარმეო საქმიანობის’’
ცნება-ზეპირად]
·
ამავე მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი
იძლევა იმ
„სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმების’’ „ამომწურავ
ჩამონათვალს’’[!] ,რომელი ფორმებითაც“უფლებაუნარიანმა’’
და „ქმედუნარიანმა’’ სუბიექტმა- „მეწარმემ’’ , შეიძლება განხორციელდეს
„სამეწარმეო საქნიანობა’’ [„სამართლებრივ-ორგანიზაციული
ფპრმების’’ ეს ჩამონათვალი ზეპირად]
მუხლი
2. მეწარმის
ცნება
3. „სამეწარმეო
საქმიანობა’’
შეიძლება
განხორციელდეს
ა)“ინდივიდუალური მეწარმის’’ ან ბ)“სამეწარმეო საზოგადოების’’ ფორმით.
ა)სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება[სპს], ბ)კომანდიტური საზოგადოება[კს],
გ)შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება[შპს],
დ)სააქციო საზოგადოება[სს],
ე)კოოპერატივი - „სამეწარმეო საზოგადოებაა’’.
ხ
2.1.1.„საწარმოს ხასიათი’’ და „საწარმოს მოცულობა’’[„საწარმოს’’ მახასიათებელი ნიშნებია]
·
„საწარმო’’ განსხვავდება „სხვა’’
„საწარმოსგან’’ ა)„ხასიათის’’ და ბ) „მოცულობის’’
მიხედვით
ა)“საწარმოს
ხასიათი’’
· „საწარმოს ხასიათი’’-
წარმოადგენს -„საწარმოს’’ „ხარისხობრივ’’ [ანუ კვალიტატურ] მახასიათებელ ნიშანს
·
ამა
თუ იმ „საწარმოს ხასიათს’’- განსაზვრავენ შემდეგი კრიტერიუმებით
: ა)კონკრეტულად რა სახის პროდუქციას აწარმოებს და სთავაზობს ბაზარსბ)რა ამოცანებს და მიზნებს ისახავს გ)იყენებს თუ არა მაღალ ტექნოლოგიებს მომსახურების ან პროდუქციის წარმოების პროცესში დ) როგორი აქვს ორგანიზაციული
სტრუქტურა ე)როგორი აქვს შიდა და გარე კომუნიკაცია ე)როგორი აქვს დაფინანსება ე)როგორი
აქვს დასაქმებული პესონალის კვალიფიკაცია ვ)როგორი აქვს სატრანსპორტო საშუალებანი და
სხვა
ბ)“საწარმოს
მოცულობა’’
· „საწარმოს მოცულობა ’’-
წარმოადგენს -„საწარმოს’’ „რაოდენობრივ’’ [კვანტიტატურ] მახასიათებელ ნიშანს
·
„საწარმოს
მოცულობაში ’’- მოიაზრება: ა)“საწარმოს’’ სიდიდე,ბ)“მომხმარებელთა’’ წრე[ანუ კლიენტთა ბაზა],გ)“საწარმოში’’ დასაქმებულთა
რაოდენობა,დ)“ბრუნვის’’ სიდიდე ე)„საწესდებო
კაპიტალის’’ მოცულობა ვ)“კაპიტალური მოწყობილობები’’[მაგ. პროდუქციის საწარმოებლად
და სხვა],ვ)“საბრუნავი კაპიტალი’’[მისი სიდიდე და ბრუნვის სიხშირე]
·
„საწარმოს
ხასიათი’’ და „საწარმოს
მოცულობა’’[ ანუ ეს მახასიათებელი ნიშნები] ,საბოლოო ჯამში,თვით „საწარმოს’’ „ეკონომიკურ ღირებულებას’’
განსაზღვრავს ბაზარზე .
·
სწორედ,
„საწარმოს ხასიათი’’ და „საწარმოს მოცულობა აღძრავს „ინვესტორებსა’’ და „სოციუმში’’ „საწარმოს’’მიმართ ნდობას და მათი დანაზოგის „საწარმოს’’
ა)“წილებსა’’ დაბ)“ფასიან ქაღალდებსი’’ ინვესტირების სურვილს
2.2
„საწარმო’’- [„საგადასახადო სამართლის’’ მიხედვით]
·
„საგადასახადო კოდექსის ‘’
21-ე მუხლი იძლევა
-„საწარმოს’’ განმარტებას
·
თუმცა,ამას „ჩამონათვალის’’ საშუალებით
ახდენს
·
კერძოდ ,ამ მუხლის 1-ლი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ზოგადად „ეკონომიკური საქმიანობის’’ განხორციელებაზე[ე.ი. როგორც „“ეკონომიკურ არასამეწარმეო’’,ისე “ეკონომიკურ
სამეწარმეო’’ საქმიანობაზე] და ჩამოთვლის იმ“წარმონაქმნებს’’
რომლებიც „საგადასახადო სამართლის’’ თვალსაზრისით „საწარმოდ’’ განიხილება.
·
საგადასახადო სამართლის თვალსაზრისით „საწარმოებია’’:
1. საწარმოდ ითვლება
შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ
საქმიანობას
ან შექმნილი არიან ეკონომიკური
საქმიანობის განსახორციელებლად:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული
პირები;
ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი „კორპორაციები’’, „კომპანიები’’,“
ფირმები’’
და
სხვა
მსგავსი
წარმონაქმნები, [მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა „იურიდიული პირის’’ სტატუსი], აგრეთვე „უცხოური საწარმოს’’ „მუდმივი დაწესებულება’’];
გ) „გაერთიანებები’’,“ ამხანაგობები’’
და
„სხვა’’ მსგავსი
წარმონაქმნები, [რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.]
2. საწარმოს არ მიეკუთვნება ინდივიდუალური მეწარმე.
[დავიმახსოვროთ
„საწარმო’’-„საგადასახადო სამართლის’’ მიხედვით.]
3.„სამეწარმეო საქმიანობის’’ -ელემენტები[ანუ ნიშნები]
·
საქართველოს კანონის“მეწარმეთა შესახებ’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით:
„.
სამეწარმეო საქმიანობა’’ არის: ა)მოგების მიღების მიზნით განხორციელებული ბ)მართლზომიერი, გ)არაერთჯერადი, დ)დამოუკიდებელი და ე)ორგანიზებული
საქმიანობა.
·
შესაბამისად,კანონი „სამეწარმეო საქმიანობის’’ სულ ურთიერთდაკავშირებულ 5 ელემენტს[ნიშანს] გამოყოფს
მუხლი 2. მეწარმის ცნება
2. საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის ა)მოგების მიღების მიზნით განხორციელებული ბ)მართლზომიერი, გ)არაერთჯერადი, დ)დამოუკიდებელი და ე)ორგანიზებული საქმიანობა.
·
ქვემოთ მიმოვიხილოთ თითოეული
ეს „ელემენტი’’
ა) „მოგების მიღების მიზანი’’
·
ქართული „საკორპორაციო სამართლის’’ თანახმად ნებისმიერი
მე-2 მუხლის მე-3 ნაწილში ნახსენები „მეწარმე
სუბიექტი’’ „მოგების მიღების მიზნით’’
იქმნება
·
ყოველი „რეგისტრირებული’’ „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა’’
–„მეწარმე სუბიექტად’’
ითვლება.ეს იმას ნიშნავს,რომ “მიუხედავად განხორციელებული
საქმიანობის შინაარსისა’’ , „რეგისტრირებული’’ „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა’’
–„მეწარმე სუბიექტის’’ სტატუსს
ავტომატურად იძენს.
·
მაგ. შპს-მ შეიძლება „საქველმოქმედო საქმიანობაც’’ განახორციელოს,თუმცა
ეს არნიშნავს,რომ იგი „მეწარმის’’ სტატუსს კარგავს
·
„რეგისტრაციით’’ შპს „მოგებაზე ორიენტირებულ’’ „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმად’’’ გვევლინება და თავიდანვე იგულისხმება,რომ
იგი „ძირითადად’’ „სამეწარმეო საქმიანობას’’
ახორციელებს[და არა „საქველმოქმედო საქმიანობას’’]
ხ
·
„მოგების მიღების მიზანში’’ იგულისხმება ’პარტნიორთა’’ „გაერთიანება’’
და „ სურვილი’’ მიიღონ - „მოგება’’
·
მოუტანს თუ არა“მეწარმე სუბიექტს’’
რეალურად მის მიერ განხორციელებული ქმედება,-ეს არარელევანტურია[ანუ ამას მნიშვნელობა
არ აქვს],რადგან აქ გადამწყვეტი „მოგების მიღების მიზნის არსებობის’’ პრეზუმფციაა.
ხ
ყურადღება:
·
„მოგების მიღების მიზანი’’ არ უნდა აგვერიოს“სამეწარმეო
საზოგადოების’’ „საქმიანობის საგანთან’’, რომლის „მითითებაც’’ „საზოგადოების[სადამფუძნებლო] ხელშეკრულებაში’’[ანუ „წესდებაში’’] კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნტის
თანახმად-აუცილებელია[!]
მუხლი 6. წესდება
1. ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების წესდება უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:
ა) სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივ ფორმას;
ბ) სამეწარმეო საზოგადოების „საქმიანობის საგანს. „საქმიანობის
საგნად’’ შეიძლება მიეთითოს როგორც ზოგადი სამეწარმეო საქმიანობა, ისე კონკრეტული საქმიანობის საგანი;
გ) პარტნიორთა შორის შეთანხმებულ შეზღუდვას წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში;
დ) ინფორმაციას პარტნიორთა შეთანხმების არსებობის თაობაზე, თუ ასეთი შეთანხმება არსებობს.
·
ადრე არსებული პრაქტიკა,როდესაც „პარტნიორები’’ „წესდებაში’’ უთითებდნენ
„მოგების მიღების მიზანს’’ -შეცვლილია
·
„წესდებაში’’ „მოგების მიღების მიზნის’’ მითითება საჭირო აღარ არის,რადგან
„ივარაუდება’’,რომ „სამეწარმეო საზოგადოების შექმნის მიზანი’’-„მოგების მიღებაა’’
·
წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 თავით
გატვალისწინებული“არასამეწარმეო[არაკომერციული]
იურიდიული პირი’’
·
რადგან სწორედ „არასამეწარმეო[არაკომერციული]
იურიდიული პირი’’ გამოიყენება „არასამეწარმეო საქმიანობის’’
განხორციელებისთვის
ხ
·
„მოგების მიღების მიზანი’’ „სამეწარმეო
საქმიანობის’’ კონსტიტუციური ,ანუ „უფლების წარმომშობი’’ ნიშანია
·
„საქმიანობის საგანი’’ „მოგების მიღების მიზნის’’
მიღწევის „კონკრეტულ საშუალებად’’ გვევლინება
·
თავად „მოგება’’ „საშუალება’’
არ არის.ის „მიზანია’’
·
„მოგების მიღების მიზანი’’ „მეწარმე სუბიექტის’’ და „სამეწარმეო
საქმიანობის’’თავიდანვე წარმოშობილი და თანდაყოლილი -ელემენტია
ხ
·
„მოგების მიღება’’ ნიშნავს “პარტნიორებზე’’
მის „განაწილებას’’ დივიდენდების სახით.[ამიტომ სურთ პარტნიორებს „მოგების მიღება’’]
·
„სანეწარმეო საზოგადოებაში’’
„ინვესტიციის განხორციელების’’ მასტიმულირებელი და „პარტნიორის’’ მონაწილეობის
მამოტივირებელი „ფაქტორი’’ სწორედ „სამეწარმეო
საზოგადოების’’ „მოგებაში’’ მონაწილეობაა[განსაკუტრებით“უმცირესობაში
მყოფი პარტნიორისთვის [შპს-ში]] ან აქციონერისათვის[სს-ში]
ხ
·
მაგრამ „პარტნიორებს’’ შორის მოგების განაწილება’’ „დივიდენდის’’ სახით
არ არის“ „პარტნიორის’’უპირობო უფლება’’
·
„დივიდენდის’’ სახით მოგების განაწილებას წინ უნდა უძღოდეს“პარტნიორტა საერტო კრებაზე’’ მიღებული გადაწყვეტილება „მოგების განაწილების’’ თაობაზე.
·
მაშასადამე,შესაძლოა „მოგება’’ საერთოდ არ განაწილდეს „პარტნიორტა’’ შორის
და მოხდეს მისი „რე-კაპიტალიზაცია’[ისევ „საწარმოში’’ დაბანდება]
·
მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ისაა,რომ“სამეწარმეო საზოგადოებაში’’ ყოველთვის
არსებობს“პარტნიორებზე’’ დივიდენდის სახით მოგების განაწილების შესაძლებლობა[თუკი სამეწარმეო
საზოგადოებას სამეურნეო წლის ბოლოს ეს „მოგება’’ აღმოაჩნდება]
·
სხვა სიტყვებით „სამეწარმეო საზოგადოების’’ პარტნიორს თავიდანვე აქვს
„მოგების განაწილების ‘’ უფლება,განსხვავებით “არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირისგან’’[ააიპ],რომელშიც ,კანონის
თანახმად,მიუხედავად ამ სუბიექტის კრედიტუნარიანობისა
და ძლიერი ფინანსური მდგომარეობისა,მისი ქონების „განაწილება’’ „მონაწილეთა’’ შორის დაუშვებელია.
·
კანონის თანახმად, “არაკომერციული
არასამეწარმეო იურიდიული პირის’’[ააიპ-ის] „ქონება’’[„მოგება’’] „სავალდებულო წესით’’ უნდა
მოხმარდეს ისევ „ააოპ-ის’’ „საქმიანობას და
მიზნის არსრულებას[!]
·
დაიმახსოვრე: სწორედ ეს არის კომერციულ და არაკომერციულ იურიდიულ
პირებს შორის ერტ-ეთი განსხვავება [!]
ხ
·
მოგების მიღების მიზანთან’’ ერთად უნდა ვახსენოთ „მოგების მიღების’’ „სასყიდლიანი
ხასიათი’’
·
“სამეწარმეო საქმიანობის’’ ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანი არის მისი-„ეკონომიურობა’’[„სასყიდლიანობა’’]
·
„ეკონომიურობა’’ ნისნავს რომ „მეწარმის’’ ქმედება/ან
„მომსახურება’’ „სასყიდლიან ხასიათს’’ უნდა ატარებდეს[ანუ“მეწარმის’’ ეკონომიკური აქტივობა „უფასო’’ არ უნდა იყოს]
·
„სამეწარმეო საქმიანობის’’ შინაარსისთვის დამახასიათებელია,რომ ასეთი
„საქმიანობის’’ საფუძველი „სასყიდლიანი’’[„ფასიანი’’] იყოს.
·
მაგ.მოხუცებულთა თავსესაფრისთვისსაჭმლის ‘’უსასყიდლო’’ დარიგება ეწინააღმდეგება“სამეწარმეო
საქმიანობის’’ შინაარსს.
·
„სასყიდლიანობა’’ ნიშნავს სამეწარმეო სუბიექტის მიერ ისეთი
საქმიანობის წარმართვას ბაზარზე,როდესაც ამ საქმიანობას“გარიგება’’ უდევს საფუძვლად და ივარაუდება,რომ ამ „გარიგებამ’’ გარკვეული[ქონებრივი] სარგებელი უნდა მოუტანოს „მეწარმეს’’
ბ) „მართლზომიერი საქმიანობა’’
·
„მეწარმე სუბიექტის’’ მიერ განხორციელებული საქმიანობა უნდა ატარებდეს
„ლეგალურ’’,ანუ „კანონიერ ‘’ ხასიათს.
·
იმისათვის,რომ „საქმიანობა’’ „სამეწარმეოდ’’ ჩაითვალოს იგი უნდა წარიმართოს ქვეყანაში
არსებული „მართლწესრიგის’’ „საფუძველზე და მის „შესაბამისად’’
·
„მართლზომიერია’’ საქმიანობა ,რომელიც ა)„არ ეწინააღმდეგება
მოქმედ კანონმდებლობას’’ ,ბ)“ნებადართ ულია’’ და გ)“არ არის აკრძალული’’ ან „უკანონოდ
გამოცხადებული’’ სასამართლოს
გადაწყვეტილებით.[ზეპირად]
·
კერძო სამართალში განმტკიცებულია პრინციპი“ნებადართულია ის,რაც კანონით პირდაპირ არ არის აკრძალული’’
·
შესაბამისად „მეწარმეს’’ შეუძლია „გარგებით’’ სამართალურთიერთობაში შევიდეს „ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით’’
„ნებისმიერ პირთან’’
·
„საქმიანობის საგნის’’ შერჩევის
თავისუფლება
მეწარმის კონსტიტუციიტ გარანტირებული უფლებაა.
·
თუმცა,„საქმიანობის საგნის’’ შერჩევისას სახეზე არ უნდა იყოს
ისეთი „საქმიანობა’’,რომელიც ა)კსისხლის სამართლის კოდექსით პირდაპირ არის აკრძალული ან ბ)მისი განხორციელებისთვის
„სპეციალური ნებართვაა’’ საჭირო
·
[შენიშვნა:„სპეციალური ნებართვის’’ მოპოვება“სპეციალური კანონის’’ საფუძველზე
ხდება. მაგ. „მეწარმე სუბიექტს’’ უფლება ეძლევა გახსნას
„იარაღის მაღაზია’’ და კანონიერად ვაჭობდეს ამ კატეგორიის პროდუქციით ან სააფთიაქო
ბიზნესის წამომადგენელ“ორგანიზაციულ- სამარტლებრივ ფორმას’’ უფლება ეძლევა გაყიდოს „ფსიქოტროპული ნივთიერება’’
მაგრამ ამისთვის აუცილებელია,რომ „მეწარმე სუბიექტმა’’ სპეციალური ნებართვა/ან ლიცენზია მოიპოვოს სახელმწიფოსგან]
·
„სპეციალური ნებართვის’’ ან „ლიცენზიის’’ გარეშე განხორციელებული
„სამეწარმეო საქმიანობა’’ „უკანონო სამეწარმეო საქმიანობად’’
მიიჩნევა და „სისხლისამართლებრივი სანქციაც’’ შეიძლება
გამოიწვიოს
ხ
·
ასევე, „კერძო სამართლებრივი გაგებით’’-„თუკი „სამეწარმეო საქმიანობა’’
„არამართლზომიერ ხასიათს’’ ატარებს, იგი
ვეღარ მოიაზრება“სამეწარმეო საქმიანობის’’
,ერთ-ერთი სავალდებულო ელემენტის-„მართლზომიერების’’ ქვეშ[იხ.კანონი „მეწარმეთა შესახებ’’ მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი].ეს
კი,“სამეწარმეო საქმიანობას’’,მისი ამ ელემენტების“კუმულაციური
ერთობიდან’’ გამომდინარე,გამოაცლის „სამეწარმეო საქმიანობად’’
განხილვის შესაძლებლობას.
გ) “არაერთჯერადი საქმიანობა’’
·
„სამეწარმეო საქმიანობის’’ შემდეგი „ელემენტი’’[ნიშანი] არის მისი- „არაერთჯერადი’’ ხასითი.
·
საქმიანობის „არაერთჯერადობაში’’ იგულისხმება,რომ : “მეწარმე’’[„მეწარმე სუბიექტი’’] საქმიანობას“გეგმაზომიერ’’ და
„ხანგრძლივ პერიოდზე’’ გათვლილ ქმედებებს ახორციელებს „გარკვეული პერიოდულობით’’.[ზეპირად]
·
„არაერთჯერადი საქმიანობა’’ ნიშნავს,რომ იგი პრინციპში,“განუსაზღვრელი
ოდენობის’’ „გარიგებების’’ დადებისკენ უნდა იყოს მიმართული,თუმცა ეს ხელს არ უშლის
იმას,რომ საქმიანობა,შემოიფარგლოს „მოკლე პერიოდითაც’’ და „განსაზღვრული’’ „გარიგებებით’’
მთავარია არსებობდეს
საქმიანობის წარმართვის „გეგმაზომიერი’’ სურვილი და
მიზანსწრაფვა.
აქედან გამომდინარეობს “ საქმიანობის
არაერთჯერადობის ’’ დაშვება[პრეზუმფცია].
ხ
·
საწარმოს“ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმის’’ შექმნა „ერთჯერადი საქმიანობისთვის’’,არ ჯდება
„სამეწარმეო საქმიანობის’’ ცნების
-შინაარსში
·
სახეზე უნდა იყოს“დამფუძნებელ -პარტნიორთა’’ შეთანხმება,რომ მათ სურთ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის’’ მეშვეობით
ბიზნესის „მრავალჯერადად’’ წარმართვა,რისთვისაც
ისინი სწორედ ამ კონკრეტულ „მეწარმე სუბიექტს’’ ქმნიან.
ხ
·
„სამეწარმეო საქმიანობა’’ ყოველთვის არის დაკავსირებული გარკვეულ „რისკთან’’
·
„რისკის’’ აბსოლუტური განეიტრალება არ
ერთ „მართლწესარიგს’’ და „ცხოვრებისეულ სიტუაციას’’
არ ძალუძს
·
„რისკში’’ იგულისხმება,რომ ბიზნესის“არენტაბელურად მიმდინარეობას’’ შედეგად
შესაძლოა მოჰყვეს „მძიმე ფინანსური მდგომარეობა’’,რამაც
შეიძლება საერთოდ შეუძლებელი გახადოს შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და ამან შედეგად“მეწარმე
სუბიექტის’’ ლიკვიდაციაც გამოიწვიოს
·
დავუშვათ რეგისტრაციაში გატარდა შპს“ქლისტორანსი’’,რომლის „საქმიანობის საგანს’’-„ავეჯის დამზადება’’
წარმოადგენს.საწარმომ შეიძინა ავეჯის დამზადებისთვის საჭირო ნედლეული[მასალა],დაამზადა
და გაიტანა „ბაზარზე’’ გასაყიდად.“ცუდი მასალის’’ და „ცუდი ხარისხის’’ გამო საქონელი
ვერ იქნა რეალიზებული,რასაც შპს-სთვის მეტად სავალალო შედეგი მოყვა.მძიმე“ფინანსური მდგომარეობის’’ გამო შპს-მ
ვეღარ შეძლო საქმიანობის გაგრძელება,რის გამოც საბოლოოდ იგი-„ლიკვიდირებული’’ იქნა და მოხდა მისი „მეწარმეთა რეესტრიდან’’ ამოშლა.
·
მოცემულ მაგალითში კარგად ჩანს,რომ „ავეჯის დამზადება და მისი ბაზარზე
გატანა’’-მხოლოდ „ერთჯერადად’’ განხორციელდა.
·
თუმცა აქ გადამყვეტია ის ,რომ „ავეჯის დამზადება-რეალიზება’’ მოაზრებული
იყო ,როგორც „არაერთჯერადი’’ საქმიანობა
და შპს-ში გაერტიანებული პირების სურვილს სწორედ საქმიანობის“სისტემატურად წარმართვა’’ წარმოადგენდა.
·
„ერთჯერადად’’ „ავეჯის დამზადება-რეალიზებისთვის’’ შპს-ს შექმნა „არაგონივრული’’ ინებოდა.
ხ
·
„არაერთჯერად საქმიანობასთან’’ ერთად
უნდა აღინიშნოს ე.წ. „სეზონური საქმიანობა’’.
·
„არაერთჯერადობაში’’[ანუ „გარკვეული დროის პერიოდში’’ „გეგმაზომიერ’’ და „სისტემატურ’’ „სამეწარმეო
საქმიანობაში’’] შედის „სეზონური საქმიანობაც’’.
·
მაგ. გუდაურის ერთ-ერთი სასტუმრო,რომელიც „სპს-ს’’ ფორმით არის ჩამოყალიბებული,სტუმრებს მხოლოდ“სათხილამურო სეზონის’’
პერიოდში იღებს. ასეთი კი წელიწადში მხოლოდ
4 თვეს შეადგენს.დანარჩენ დროს იგი დახურულია
·
დაიმახსოვრე: მსგავსი“სეზონური საქმიანობაც’’-„არაეთჯერად’’ საქმიანობად ითვლება და შესაბამისად
„სამეწარმეო საქმიანობის’’ ერთ-ერთ „სავალდებულო ელემენტად’’[ნიშნად] დაკვალიფიცირდება.
ხ
·
„არაერთჯერადი საქმიანობის’’ კონტექსტში საქმიანობის „მოცულობას’’
და რაოდენობას’’ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ „საგადასახადოსამართლებრივი’’ თვალსაზრისით[არა
„საკორპორაციო სამართლის’’ თვალსაზრისით]
დ) „დამოუკიდებელი საქმიანობა’’
·
„მეწარმე სუბიექტი’’ მძლავრი კონკურენციის პირობებში იმყოფება „ბაზარზე’’
მოქმედი მსგავსი „საქმიანობის საგნის’’ მქონე
კომპანიათა მხრიდან
·
საწარმოს „კონკურენტუნარიანობა’’ , „ფინანსური მდგომარეობა’’,“კრედიტუნარიანობა’’
მრავალ ეკონომიკურ და სოციალურ „ფაქტორზე’’ არის დამოკიდებული.
ხ
·
როგორც წესი,“სამეწარმეო სუბიექტი’’ „საკუთარი შეხედულებით’’ [ანუ დამოუკიდებლად] განსაზღვრავს:
a. „შიდაორგანიზაციულ სტრუქტურას’’
b. „მართვის მექანიზმს’’
c. „კონტროლის სისტემას’’
d. „ნიშნავს ხელმძღვანელ პირებს
თანამდებობაზე’’
e. „საკუთარი შეხედულებისამებრ[გარდა
გამონაკლისისა][1]
გარიგებას დებს მომხმარებელებთან’’
f. „ახდენს პროდუქციის ბაზრის კვლევას’’
g. „სურვილისამებრ მოქმედებს მე-3
პირებთან გარიგებაში შესვლისას’’
h. „თავისუფალია“შიდაკორპორაციული’’
ა) „ ნების ფორმირების’’ და ბ)“ორგანიზაციული ურთიერტობების’’ -დადგენაში და მოწესრიგებაში[
იგულისხმება „შინაგანაწესი’’]
i. და სხვა.
·
მოკლედ,“კერძოსამართლის სუბიექტი’’[კერძოდ,„მეწარმე
სუბიექტი’’] თავის საქმიანობაში „დამოუკიდებლობის’’
გაცილებით მაღალი სტანდარტით[ხარისხით] სარგებლობს,ვიდრე-„საჯარო სამართლის იურიდიული
პირი’’[სსიპ], „ადმინისტრაციული ორგანო’’ და ა.შ.
ხ
·
ბიზნესის „რენტაბელობა’’ წარმოუდგენელია თამამი,გაბედული და სარისკო „გადაწყვეტილებათა’’
მიღების გარეშე.
·
ეს კი ნხოლოდ საქმიანობის დამოუკიდებლად
განხორციელების მაღალი დონის პირობებშია შესაძლებელი.
·
„დამოუკიდებლობა’’ ერთ-ერთი უმნისვნელოვანესი ნიშანია,რომელიც „სამეწარმეო
საქმიანობას’’ განასხვავებს „სხვა სახის’’ საქმიანობისგამ
·
„დამოუკიდებლობაში’’ უპირველეს
ყოვლისა იგულისხმება-„სამართლებრივი
დამოუკიდებლობა’’ და არა „ეკონომიკური დამოუკიდებლობა’’[„ეკონომიკური დამოუკიდებლობა’’
„გლობალურ-საერთაშორისო ბაზრის’’ პირობებში წარმოუდგენელია]
·
„ეკონომიკური დამოკიდებულების’’მაგალითი : კორპორაცია“ტესლა’’,რომელიც ბოლო
რამდენიმე წელია ერთ-ერთ ყველაზე მზარდ დაკონკურენტუნარიან „ნანო ტექნოლოგიურ’’ საწარმოდ
მიიჩნევა,არსებითად არის დამოკიდებული მაგ.
„წინასწარ შეკვეთებზე’’ და“ელექტროძრავიანი ავტომობილების გაყიდვების მოცულობებზე’’.
·
„შეკვეტები’’ და „გაყიდვები’’ კითავის მხრივ დამოკიდებულია „მომხმარებელთა წრეზე[კლინთთა ბაზაზე]
‘’ და
„მომხმარებელტა[კლიენტთა] წრის გაფართოებაზე’’
·
აღნიშნული მაგალითი წარმოაჩენს კორპორაცია „ტესლას’’ „დამოკიდებულებას’’ მისი პროდუქციის ბაზარზე „გაყიდვებზე’’ და მის
„მომხმარებლებზე’’
ხ
·
სს „საქართველოს ბანკის’’ საქმიანობა , მისი „დადებითი ფინანსური მდგომარეობის’’
და „კორპორაციული კაპიტალის ოპტიმირების’’
წარმოსაჩენად ,გარკვეულწილად „დამოკიდებული
‘’ იქნება ამ ბანკის „აქციების საბაზრო ფასზე’’,ამ „აქციების ბრუნვის სტაბილურობაზე’’
და ამ „აქციებზე მოთხოვნაზე’’[აქციებისადმი
„კაპიტალის ბაზრის ‘’ მონაწილის ინტერესზე]
·
სს“საქრტველოს ბანკი’’ გაიტანს თუ არასაჯარო ვაჭობისათვის ბირჟაზე[იგულისხმება
ლონდონის ბირჟა] ეს თავად ბანკის გადასაწყვეტია[ესაა
„სამართლებრივი დამოუკიდებლობა’’].თუმცა აქციების „გატანის’’ და „გაყიდვის’’ შემდეგ მისი საქმიანობა ამ აქციების
„მფლობელებზე’’ ხდება -დამოკიდებული.[ესაა „ეკონომიკური დამოკიდებულება’’]
ხ
·
„მეწარმე სუბიექტის’ „სამართლებრივ დამოუკიდებლობაში’’
მოიაზრება მეწარმის უფლება ‘’ და „შესაძლებლობა’’ „შიდაკორპორაციული
გადაწყვეტილებანი’’ საკუთარიპასუხისგებლობით და შეხედულებისამებრ მიიღოს და არ იყოს
დამოკიდებული „სხვა პირის’’ მითითებების გაცემაზე[საზეპირო]
·
სამაგიეროდ „სხვა პირის’’ მითითებების გაცემაზე დამოკიდებული პირია „დასაქმებული’’
კერძოდ, „საწარმოში’’ დასაქმებული მუშა -მოსამსახურე
დამოუკიდებლად არ იღებს „გადაწყვეტილებებს’’ იგი კომპანიის „საერთო პოლიტიკას’’
ექვემდებარება
·
მაშინ ,როცა თავად „კომპანია’’ [ანუ მეწილე „პარტნიორები’’] “საწარმოს
პოლიტიკის ‘’ ჩამოყალიბებაში,აღსრულებასა და სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებაში-„სამართლებრივად
დამოუკიდებელია’’
ხ
·
ყურადღება: ე.წ. „შვილობილი კომპანია’’
შეიძლება „სამართლებრივადაც’’ და „ეკონომიკურადაც’’ დამოკიდებული
იყოს „ძირითად საწარმოზე’’[ე.წ. „დედა
კომპანიაზე’’]
ე) „საქმიანობა ორგანიზებულად’’
·
„სამეწარმეო საქმიანობის’’ ბოლო ელემენტის[ნიშნის]-„ორგანიზებულობის’’ შინარსის გაგებისთვის რამდენიმე „ქვეელემენტის’’[„ქვენიშნის’’]
გამოყოფაა საჭირო
ე.ა.)“ სამეწარმეო საქმიანობის’’ განხორციელება -„მართვის სისტემით’’
·
„სამეწარმეო საქმიანობის’’ განმახორციელებელი
„ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა’’ აუცილებლად აგებულია გარკვეულ „მართვის სისტემაზე’’
·
ყოველი „სამეწარმეო საზოგადოება’’
“მმართველობითი’’ და „ხელმღვანელ-წარმომადგენლობითი’’
ორგანოების ურთიერთ კავშირის საფუძველზე
ოპერირებს ბაზარზე.
·
„კაპიტალური’’ ტიპის „სამეწარმეო საზოგადოებას’’, „ამხანაგური’’ტიპის
„სამეწარმეო საზოგადოებისგან’’ განსხვავებით,განსაკუთრებით ესაჭიროება კორპორაციული
„მართვის სისტემა’’.
ანუ “მართვის სისტემის’’ გარეშე შპს-ს
ან სს-ს არსებობა წარმოუდგენელია.
ე.ბ.)მიმართული „ურთიერთობის
გარეთ გატანისკენ’’
·
ყოველი “სამეწარმეო საზოგადოება’’
ავტომატურად წარმოადგენს“გარე’’ და არა „შიდა’’ ურთიერთობების „საზოგადოებას’’
·
„ხელმღვანელ-წარმომადგენლობითი’’
და „მმართველობითი’’ ორგანოების ქონა აუცილებელია
„გარესამართლებრივ ურთიერთობებში’’ მონაწილეობისთვის.
·
,ქართული“საკორპორაციო სამარტლის’’ მიხედვით“იურიდიული
პრის’’ სტატუსის მქონე ყოველი
„სამეწარმეო საზოგადოება’’ „სოციალურ
წარმონაქმნად’’ არის აღიარებული.
ანუ მათი საქმიანობა
მიმართულია „მე-3 პირებთან ურთიერთობის დამყარებისკენ ‘’
ე.გ.) „სახელმწიფოს მხრიდან ლეგიტიმაცია’’
·
დაბოლოს,“ორგანიზებულობაში’’ იგულისხმება,რომ „მეწარმე’’ ექვემდებარება
„სავალდებულო რეგისტრაციას’’ - შესასაბამის სახელმწი ფო ორგანოში-„სამეწარმეო რეესტრში’’
·
იმისატვის,რომ ესა თუ ის „ორგანიზაციულ-იურიდიული
ფორმა’’ ბრუნვაში „მეწარმედ ‘’ მოგვევლინოს ,საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მისი
წარმოშობის,ანუ “იურიდიულ პირად’’ მისი
აღიარების და დადასტურების ანუ ლეგიტიმაციის „აქტი’’
·
ეს კი პარტნიორტა ან აქცინერტა არჩეული „ორგანიზაციულ-იურიდიული ფორმის’’
„სამეწარმეო
რეესტრში’’ „რეგისტრაციით’’ ხდება
·
„რეგისტრაციას’’ კონსტიტუციური,ანუ „უფლების წარმომშობი’’ იურიდიული
ძალა აქვს
·
„ორგანიზაციულ-იურიდიული ფორმის „რეგისტრაცია’’ ყველა მე-3 პირისთვის არის
-„ნამდვილი’’
[1]
„კონტრაჰირების იძულების
სამართლებრივი რეჟიმი’’-საწარმოს[მაგ.“საქართველოს რკინიგზას’’] ბაზარზე მონოპოლიური
მდგომარეობიდან გამომდინარე ევალება „ნებისმიერ მგზავრტან ‘’ გარიგების დადება.“შერჩევით’’
იგი ამას ვერ გააკეთებს
Комментарии
Отправить комментарий