1.ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი -"ზოგადი დებულებები''

 

   

სარჩევი:

მუხლი 1კანონის  მოქმედების სფერო.. 1

მუხლი 2. ადგილობრივი თვითმმართველობის’’ [ნაწ.1-ლი]დათვითმმართველი ერთეულის’’ [ნაწ.მე-2]-   ცნებები. 2

მუხლი 3მუნიციპალიტეტები  - ა)თვითმმართველი ქალაქი’’ და  ბ)თვითმმართველი თემი’’ 3

მუხლი 4.  ა)„მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული’’ და  ბ)„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული’’ 3

მუხლი 5. „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ განხორციელებისსამართლებრივი საფუძვლები’’ დადათქმები’’ 5

მუხლი 6. „საქართველოს მოქალაქეთა ‘’მიერ  ადგილობრივი თვითმმართველობის’’ განხორციელების- უფლება. 5

მუხლი 7. „მუნიციპალიტეტის’’ უფლებამოსილებათა -განხორციელების გარანტიები. 6

მუხლი 8. მუნიციპალიტეტის სიმბოლოები. 7

მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენა. 7

 

 

 

შესავალი

·        საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მიღებულია 2014 წლის 5 თებერვალს.

·        აღნიშნული კანონის მიღებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ".

 

 

მუხლი 1კანონის  მოქმედების სფერო

 

·        წინამდებარე  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ განსაზღვრავს:

 

a.      ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს,

b.      ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს,

c.      ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  შექმნისა და საქმიანობის წესებს,

d.       ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  ფინანსებსა და ქონებას,

e.      ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობებს მოქალაქეებთან,

f.       ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან

g.      ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  ურთიერთობებს საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან,

h.     აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის წესებს   

i.       პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის’’ განხორციელების წესებს.

 

 

მუხლი 2. ადგილობრივი თვითმმართველობის’’ [ნაწ.1-ლი]დათვითმმართველი ერთეულის’’ [ნაწ.მე-2]-   ცნებები

 

1.     ადგილობრივი თვითმმართველობა’’ არის:  თვითმმართველ ერთეულში’’ რეგისტრირებულ’’   საქართველოს მოქალაქეთა’’  უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების’’ მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე’’ გადაწყვიტონ 

ადგილობრივი მნიშვნელობის’’ საკითხები.

 

[„ადგილობრივი თვითმმართველობის’’-ცნება-ზეპრად]

 

 

2.     თვითმმართველი ერთეული’’ არის- მუნიციპალიტეტი’’.

 

მუნიციპალიტეტი’’ არის :

 

a.      ან „დასახლება’’ (ე.ი. ან თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები’’,

b.     ან დასახლებათა ერთობლიობა’’ (ე.ი. ან  თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები’’  და ადმინისტრაციული ცენტრი’’.

„მუნიციპალიტეტს:

 

a.      გააჩნია „არჩევითი’’ ა) წარმომადგენლობითი’’ და ბ)„აღმასრულებელი’’ ორგანოები (შემდგომში მუნიციპალიტეტის ორგანოები’’ან “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები’’ ),

b.      ჰყავს [მის „ტერიტორიაზე’’ ანუ „ადმინისტრაციულ საზღვრებში’’  ] რეგისტრირებული მოსახლეობა’’

c.    აქვს საკუთარი ქონება’’, ბიუჯეტი’’, შემოსულობები’’[ანუ შემოსავლები].

 

 მუნიციპალიტეტი: დამოუკიდებელი’’ საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[სსპი-ა]

 

 

 

მუხლი 3მუნიციპალიტეტები  - ა)თვითმმართველი ქალაქი’’ და  ბ)თვითმმართველი თემი’’

 

1. „ადგილობრივი თვითმმართველობა’’[იხ.მუხ.მე-2 ნაწ-1ლი]  ხორციელდება [მხოლოდ] „მუნიციპალიტეტებში’’ − ე..ი.  ა)“თვითმმართველ ქალაქსა’’ და ბ)“თვითმმართველ თემში’’.

2. „თვითმმართველი ქალაქი’’ არის-  „ქალაქის’’ კატეგორიის დასახლება, რომელსაც „ამ კანონის’’  შესაბამისად [უკვე] მინიჭებული აქვს ან მიენიჭება „მუნიციპალიტეტის’’ სტატუსი. 3. „თვითმმართველი თემი’’ არის - „რამდენიმე „დასახლების’’ ერთობლიობა’’, რომელსაც „ამ კანონის’’ შესაბამისად  [უკვე]მინიჭებული აქვს ან მიენიჭება „მუნიციპალიტეტის’’ სტატუსი.

 

 

მუხლი 4.  ა)მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული’’ და  ბ)მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული’’

 

1.      მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული’’ არის-

დასახლება’’, რომელსაც აქვს:   ა)სახელწოდება, ბ)ადმინისტრაციული საზღვრები, გ)ტერიტორია და დ)ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა.

 

 დასახლების’’ კატეგორიებია:

 

 ა) „სოფელი’’„დასახლება’’, რომლის „საზღვრებშიც’’ ძირითადად მოქცეულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა’’ და „სხვა ბუნებრივი რესურსები’’ და რომლის „ინფრასტრუქტურა’’ არსებითად ორიენტირებულია „სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის’’ განხორციელებაზე;  

 

ბ) „დაბა’’ – „დასახლება’’, რომლის „ტერიტორიაზედაც’’ განლაგებულია „სამრეწველო საწარმოები’’ ან/და „ტურისტული და საკურორტო დაწესებულებები’’  ან/და „სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებები’’ და რომელიც ასრულებს „ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის’’ ფუნქციებს.

„დაბის’ „ინფრასტრუქტურა’’ არსებითად ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე.

 

„დაბის’’ კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს „დასახლება’’, თუ იგი „თვითმმართველი ერთეულის’’[ანუ „მუნიციპალიტეტის’’]  „ადმინისტრაციული ცენტრია’’ ან მას „აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა’’[მაგ. ბაკურიანი- ასეთი „დაბაა’’]

 

 გ) „ქალაქი’’ „დასახლება’’, რომლის „ტერიტორიაზედაც’’ განლაგებულია „სამრეწველო საწარმოები’’ და „ტურისტულ, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი’’ და რომელიც ასრულებს „ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის’’ ფუნქციებს.

„ ქალაქის’’ „ინფრასტრუქტურა’’ ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე.

 

„ქალაქის’’ კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს „დასახლება’’, რომლის „რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5000-ზე მეტია’’.

 

დასახლებას’’, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია’,  „ქალაქის’’ კატეგორია შეიძლება მიენიჭოს: ა) „თუ იგი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრია’’ ან ბ) „მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა’’, ანდა გ) ის ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია, როგორც-  „თვითმმართველი ქალაქი’’.  

2. „დასახლების’’  „შექმნისა’’ და „გაუქმების’’, დასახლებისთვის  „შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა’’ და „მინიჭებული კატეგორიის შეცვლის’’, აგრეთვე „დასახლების’’  „ადმინისტრაციული საზღვრების’’ შეცვლის წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.[!]  

 

3.მართვის ოპტიმიზაციისათვის „მუნიციპალიტეტი’’ შეიძლება დაიყოს

„ადმინისტრაციულ ერთეულებად’’.

 

„ თვითმმართველ თემში’’   „ადმინისტრაციული ერთეულის’’ ტერიტორია  „ერთი’ [ან რამდენიმე]  „ დასახლების’’ ტერიტორიას ემთხვევა.

 

თვითმმართველ ქალაქში’’„ადმინისტრაციული ერთეული’’ „ დასახლების’’ ნაწილია.

 

2.      ა) „მუნიციპალიტეტის’’ „ადმინისტრაციული ერთეულის’’  „შექმნისა’’ და „გაუქმების’’, აგრეთვე ბ) „თვითმმართველი ქალაქის’’ „ადმინისტრაციული ერთეულის’’ „საზღვრების შეცვლის’’  შესახებ  გადაწყვეტილებებს , „მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის’’ ან „მუნიციპალიტეტის საკრებულოს’’ წევრთა „არანაკლებ ერთი მესამედის’’  წარდგინებით, „სრული შემადგენლობის უმრავლესობით’’[!], „დადგენილებით’’[!] , იღებს -„მუნიციპალიტეტის საკრებულო’’.

 

მუხლი 5. „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ განხორციელებისსამართლებრივი საფუძვლები’’ დადათქმები’’

 

1.      ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების „სამართლებრივი საფუძვლებია’’:  ა)“საქართველოს კონსტიტუცია’’, ბ)„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, გ)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები’’, დ) ეს „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, 

ე)საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

2.      აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში’’ „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების’’ უფლებამოსილება განისაზღვრება ა) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, ბ)„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონისა და  გ) ამ „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ ნორმების გათვალისწინებით.

3.       „ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე’’  „დგილობრივი თვითმმართველობის’’ განხორციელების საკითხები განისაზღვრება შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.  

4.      „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების’’[ანუ „მუნიციპალიტეტების’’ „წარმომადგენლობითი’’ და „აღმასრულებელი ‘’ ორგანოების]  უფლებამოსილება არ ვრცელდება „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზ’’[თიზ-ებზე]

 

 

 

მუხლი 6. საქართველოს მოქალაქეთა ‘’მიერ  ადგილობრივი თვითმმართველობის’’ განხორციელების- უფლება  

 

1.“ საქართველოს მოქალაქენი’’ „ადგილობრივ თვითმმართველობას’’ ახორციელებენ ა)საქართველოს კონსტიტუციის, ბ)„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, გ)საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ და დ)საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.  

 

2. საქართველოს მოქალაქეებს,განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, უფლება აქვთ,  1)„საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით’’ და  2) „საარჩევნო კანონმდებლობით’’ დადგენილი წესით: ა)აირჩიონ  „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები’’ და ბ)არჩეულ იქნენ „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში’’  

 

 

მუხლი 7. „მუნიციპალიტეტის’’ უფლებამოსილებათა -განხორციელების გარანტიები

 

1. „სახელმწიფოსა’’ და „მუნიციპალიტეტის ორგანოების’’ ურთიერთობა ემყარება „ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს’’.

2. „მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა’’ განხორციელების უზრუნველსაყოფად „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები’’ ვალდებული არიან, შექმნან  „შესაბამისი’’ ა)სამართლებრივი,ბ) საფინანსოეკონომიკური და გ)ორგანიზაციული „პირობები’’.

 

3. „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები’’ ვალდებული არიან,  „იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებიც შეეხება „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით’’ დადგენილ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს’’, „წინასწარი კონსულტაციები’’ გამართონ იმ „არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან’’,[ააიპ-ებთან] რომლებიც ქვეყნის „მუნიციპალიტეტების’’ 

ნახევარზე მეტს „აერთიანებენ’’.  [? ეს გაუგებარია „არასათავრობო ორგანიზაციებთან’’ უნდა გამართოს  ხელისუფლებამ „წინასწარი კონსულტაციები’’ ?]

 

4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს  იმ „ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებისა’’ და „ქმედებების’’[რეალაქტების] გასასაჩივრებლად’’, რომლებიც „ზღუდავს’’ „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.

 

 5. „მუნიციპალიტეტის საკრებულო’’ უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს’’ საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე  თავთან მიმართებით „ნორმატიული აქტების’’ „კონსტიტუციურობის’’ საკითხის განსახილველად.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს „სრული შემადგენლობის უმრავლესობით’’.  

 

5.           თუ „მუნიციპალიტეტის საკრებულომ’’ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო, საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მუნიციპალიტეტს „წარმოადგენს’’ : „მუნიციპალიტეტის გამგებელი/ან მერი’’

 ან „მის მიერ’- „უფლებამოსილი პირი’’.

 

 

 

 

მუხლი 8. მუნიციპალიტეტის სიმბოლოები

 

1. მუნიციპალიტეტს აქვს გერბი და დროშა. მას შეიძლება ჰქონდეს სხვა სიმბოლოებიც’’.

 

 2. მუნიციპალიტეტის გერბს, დროშას და სხვა სიმბოლოებს’’, მათი ა)გამოსახვის ფორმებსა და ბ)აღწერილობებს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან’’  წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე და მისი თანხმობით ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 

 სავალდებულოა მუნიციპალიტეტის სიმბოლოების’’ სახელმწიფო რეგისტრაცია ‘’ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

3.      მუნიციპალიტეტის სიმბოლოთა’’[გერბი ,დროსა და სხვა სიმბოლოები]  გამოყენების წესი’’  განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით’’.

 

 

მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენა  

 

მუნიციპალიტეტის ორგანოების’’ სამუშაო’’ და საქმისწარმოების’’ ენაა  საქართველოს სახელმწიფო ენა.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები