კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ - მიზანი [1-ლი მუხლი ]
სარჩევი
. „საჯარო მმართველობის’’ ცნება და არსი
. ვინ ახორციელებს „საჯარო მმართველობას’’ ?
. „საჯარო სამსახურის’’ რეფორმის ქრონიკა
IV.კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ - მიზანი [მუხლი 1-ლი]
ლიტ.პ. ტურავა, ა. ფირცხალაშვილი,
მ. დვალიშვილი, ე. ქარდავა, ზ. სანიკიძე, ე.
მაკალათია, ი.წულაია, საქართველოს კანონი საჯარო
სამსახურის შესახებ, კომენტარები, რედ.ე.ქარდავა,თბ.,
2018, გვ.8-14.
შესავალი
·
2015 წლის 27 ოქტომბერს
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საჯარო
სამსახურის შესახებ“.
·
აღნიშნული კანონის მიღება განაპირობა საქართველოში
განხორციელებულმა რეფორმამ, რომლის თანახმადაც ჩამოყალიბდა
საქართველოს საჯარო სამსახურის ახალი მოდელი.
· „საჯარო სამსახურის შესახებ“ ამ ახალმა კანონმა 2017 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოაცხადა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე აქტები.
x
· მიუხედავად იმისა, რომ ახალი და ძველი კანონების სახელწოდებები იდენტურია, შინაარსობრივად მათ შორის არსებითი განსხვავებაა.
· საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი ამკვიდრებს ახლებურ მიდგომებს და ქმნის საჯარო სამსახურის ნათლად ჩამოყალიბებულ სისტემას.
· სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ახალი კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს ხელისუფლების სამ შტოს და მათ მიერ განხორციელებულ ფუნქციებს.
· აღნიშნული კანონი ემყარება მოსაზრებას, რომ აუცილებელია კანონშემოქმედების, მართლმსაჯულების და საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირების ერთმანეთისგან გამიჯვნა და მათი სტატუსების დამოუკიდებლად მოწესრიგება.
ხ
· „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის’’ ცნების ქვეშ მოიაზრებს მხოლოდ საჯარო მმართველობის განხორციელებას და, ძველი კანონისგან განსხვავებით, განსაზღვრავს საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირების სამართლებრივ სტატუსს.[ სამართლებირივი სტატუსი არის-სამართლის სუბიექტის სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მდგომარეობა, მისი უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა.]
· რამდენადაც კანონშემოქმედების და მართლმსაჯულების განმახორციელებელი პირები არ ასრულებენ საჯარო მმართველობას, მათი სამართლებრივი სტატუსი უნდა მოწესრიგდეს მათი საქმიანობის მომწესრიგებელ შესაბამის კანონებში.
ხ
· იმისათვის რომ საჯარო სამსახურის რეფორმისადმი კანონმდებლის მიდგომა გასაგები გახდეს, უნდა განვიხილოთ ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ რეფორმას:
I. „საჯარო მმართველობის’’ ცნება და არსი
· პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ „საჯარო მმართველობის’’ ცნება და მისი სახელმწიფოს „სხვა ფუნქციებისგან’’ გამიჯვნის მნიშვნელობა.
· თანამედროვე სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება „ხელისუფლების დანაწილების’’ პრინციპის საფუძველზე.
· ხელისუფლების თითოეულ შტოს აქვს თავისი ფუნქცია.
· „კანონშემოქმედება’’ და „მართლმსაჯულება’’ არის სახელმწიფოს ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სახელმწიფოს ფუნქციონირება, თუმცა მოქალაქის და სახელმწიფოს ყოველდღიური ურთიერთობა ვლინდება სახელმწიფოს ისეთი ფუნქციის განხორციელებაში, როგორიცაა „საჯარო მმართველობა’’.
· სახელმწიფო ქმნის თითოეული მოქალაქის არსებობისათვის აუცილებელ გარემოს.
· თანამედროვე სამყაროში იზრდება მოქალაქის დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი, რაც იწვევს სახელმწიფოს „მმართველობითი ფუნქციების’’ ზრდას.
ხ
· „საჯარო მმართველობა’’ მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ძირითად სფეროს, როგორიცაა: ა) მართლწესრიგის დაცვა, ბ)სოციალური სფერო, გ)განათლება, დ)გარემოს დაცვა, ე)ჯანდაცვა, ვ)კულტურა,ზ) სპორტი და ა.შ.
· იმის გათვალისწინებით, რომ „საჯარო მმართველობა’’ გავლენას ახდენს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მოქალაქის შეხედულება და განწყობა სახელმწიფოსადმი, პირველ რიგში, იქმნება საჯარო მმართველობის მიმართ მის დადებით თუ უარყოფით წარმოდგენებში.
ხ
· „საჯარო მმართველობის’’, როგორც სახელმწიფოს საქმიანობის, ძირითადი მახასიათებელია მისი -„უწყვეტობა’’.
· სახელმწიფოს სხვა ფუნქციებისგან განსხვავებით, ის ხორციელდება „უწყვეტად’’ დღე-ღამის განმავლობაში.
· მიუხედავად იმისა, თუ როგორი ამინდია, ან რა მდგომარეობაა ქვეყანაში – მშვიდობაა თუ საგანგებო ან საომარი მდგომარეობა. „საჯარო მმართველობა’’, როგორც ფუნქცია, არ ჩერდება.
· იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირების მთავარი ტვირთი „საჯარო მმართველობაზე’’ მოდის და „მოქალაქეების კმაყოფილების ხარისხი’’ ამ ფუნქციის[ანუ „საჯარო მმართველობის’’] განხორციელების ხარისხზე არის დამოკიდებული, აუცილებელი ხდება ამ ფუნქციის განმახორციელებელი პირების ცალკე გამოყოფა და მათი სტატუსის ცალკე განსაზღვრა.
ხ
·
თუ რა არის საჯარო
მმართველობა როგორც ფუნქცია, ამის „სრულყოფილი პოზიტიური
განმარტება’’ შეუძლებელია.
· ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეფინიციის თანახმად, საჯარო მმართველობა არის : -აღმასრულებელ-განმკარგულებელი საქმიანობა.
· საჯარო მმართველობა არის - კანონების აღსრულების პროცესი, მაგრამ არა მარტო.
· ამდენად, ეს დეფინიცია არ მიიჩნევა სრულყოფილ განმარტებად.
· საჯარო მმართველობის ნეგატიური განმარტება უფრო სრულყოფილად გადმოსცემს საჯარო მმართველობის არსს, რომლის თანახმადაც, საჯარო მმართველობა არის -„სახელმწიფოს საქმიანობა’’, რომელიც არ არის კანონშემოქმედება და მართლმსაჯულება.[1]
[„საჯარო მმართველობის’’ ცნების პოზიტიური და ნეგატიური განმარტებეები
-ზეპირად]
II. ვინ ახორციელებს
„საჯარო მმართველობას’’ ?
· რეფორმის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ „საჯარო მმართველობა’’, როგორც ფუნქცია, არ ხორციელდება მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ.
ხ
· საკანონმდებლო ხელისუფლება ახორციელებს კანონშემოქმედებას, მაგრამ ის, როგორც „დამხმარე ფუნქციას’’, იყენებს „საჯარო მმართველობას’’.
· კერძოდ, „ პარლამენტის აპარატი’’ უზრუნველყოფს „პარლამენტის ფუნქციონირებას’’ და „კანონშემოქმედების განხორციელებას’’.
· პარლამენტში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირებისგან შემდგარი ადმინისტრაციული აპარატი „უფრო დიდია’’, ვიდრე „პარლამენტარების (დეპუტატების) რაოდენობა’’.
ხ
· სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება მოსამართლეების მიერ, მაგრამ მათ საქმიანობას უზრუნველყოფს „აპარატი’’, რომელიც ახორციელებს „საჯარო მმართველობას.
· სასამართლო ხელისუფლებაში „მოსამართლეების რაოდენობაზე’’ „ საგრძნობლად მეტია’’ „საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირების რაოდენობა’’.
ხ
· აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონმდებელს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ ახალი კანონის მომზადებისას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნებოდა „კანონის მოქმედების სფერო’’, კანონი გავრცელდებოდა „მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ საჯარო მმართველობაზე’’ თუ „ხელისუფლების სამივე შტოზე’’.[ანუ საკანონდებლო და სასამართლო ხელისუფლებების „აპარატებზეც’’]
· მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მმართველობას საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში ახასიათებს მთელი რიგი თავისებურებები, კანონმდებელმა მხარი დაუჭირა ერთიანი საჯარო სამსახურის მოდელს, რომლის თანახმადაც, საჯარო მმართველობა, როგორც ფუნქცია, მიუხედავად იმისა, თუ ხელისუფლების რომელი შტო ახორციელებს მას, უნდა მოექცეს ერთიანი მოწესრიგების ფარგლებში.
· აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობა არ არის მხოლოდ საჯარო მმართველობა.
· კანონმდებელმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ერთმანეთისგან გამიჯნა „პოლიტიკური ნაწილი ‘’(მთავრობა) და „საჯარო მმართველობა’’.
ხ
· ახალი კანონი„საჯარო სამსახურის შესახებ“. ემყარება საჯარო მმართველობის ცნების დეფინიციას, რომლის თანახმადაც, საჯარო მმართველობა არის სახელმწიფოს საქმიანობა, რაც არ არის კანონშემოქმედება, მართლმსაჯულება და მთავრობა[ანუ პოლიტიკური მმართველობა].[ზეპირად]
ხ
· საჯარო მმართველობა, როგორც ფუნქცია,ასევე ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების’’ მიერ .
· „საჯარო სამსახურის მოწყობის მოდელის’’ შერჩევისას ქართველ კანონმდებელს პასუხი უნდა გაეცა შეკითხვაზე, მოექცეოდა თუ არა ერთიანი მოწესრიგების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული საჯარო მმართველობა.
· კანონმდებელმა აირჩია საჯარო სამსახურის მოდელი, რომლითაც უარი თქვა ძველი კანონის მიდგომაზე, რომელიც მიჯნავდა საჯარო სამსახურს სახელმწიფო ორგანოებში და თვითმმართველობაში და, შესაბამისად,სამსახურში მიღების ასაკად ადგენდა 21 და 18 წელს.
· დაუშვებელია იმის თქმა, რომ თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული საჯარო მმართველობა „უფრო ადვილია’’ ან „ნაკლებად მნიშვნელოვანია’’ და „ნაკლებ კომპეტენციას’’ მოითხოვს, ვიდრე სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებული საჯარო მმართველობა.
· საჯარო მმართველობის გამიჯვნას სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებს შორის საფუძვლად უდევს არა მათი სიმარტივე ან მნიშვნელობის ხარისხი, არამედ „კომპეტენციათა გამიჯვნის’’ პრინციპი.
ხ
· საჯარო მმართველობა ხორციელდება „ორგანიზაციული მოწყობის საჯაროსამართლებრივი ფორმის’’ – საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ (სსიპ).
· კანონმდებელს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, გავრცელდებოდა თუ არა სსიპ-ზე საჯარო სამსახურის სისტემა.
· იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რეალობაში ფართოდ გამოიყენება სსიპ-ის ფორმა, კანონმდებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჯარო სამსახურის სისტემაში მოექცია საჯარო სამართლის იურიდიული პირები[სსპი].
ხ
· თანამედროვე სახელმწიფოებში ფართოდ გამოიყენება საჯარო მმართველობის განხორციელება კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით[2] , რაც ასევე გვხვდება საქართველოს სინამდვილეშიც.
· კანონმდებელმა არ გაიზიარა მოსაზრება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედების სფეროს კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე გავრცელების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად ახორციელებენ მნიშვნელოვან მმართველობით ფუნქციას.
ხ
· მმართველობითი ფუნქციების კერძო პირებზე გადაცემის იდეა ეფუძნება „მოქნილი სახელმწიფო აპარატის’’ იდეას.რადგან რამდენადაც იზრდება სახელმწიფოს მმართველობითი ფუნქციები, იმდენად იზრდება ამ ფუნქციის განმახორციელებელი საჯარო მოხელეების რაოდენობა, რაც იწვევს ფინანსური დანახარჯების ზრდას.
· თუკი კერძო სამართლის იურიდიულ პირებში შემოვიტანთ მოხელის სტატუსს, აზრს დაკარგავს საჯარო მმართველობის პრივატიზაციის, ანუ კერძო პირებზე მმართველობითი ფუნქციების გადაცემის მოდელი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფოს განტვირთვას.
ხ
III
. „საჯარო სამსახურის’’ რეფორმის
ქრონიკა
·
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამთავრობო პროგრამა
„ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის“ [3], რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
მიმართულებაა „საჯარო სახურის’’ რეფორმა.
·
პროგრამაში მოცემულია რეფორმის ძირითადი ასპექტები: ა)პროფესიული საჯარო მოხელის
ინსტიტუტი, ბ)თანამდებობაზე დანიშვნა განუსაზღვრელი ვადით, გ)კარიერაზე დაფუძნებული
სისტემა, დ)პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ე)მოხელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის
გარანტიები, ვ)სამსახურიდან გათავისუფლება, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ხ
·
საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა რეფორმის
კონცეფციის შემუშავება. ამ მიზნით შეიქმნა 15 წევრისაგან შემდგარი საჯარო სამსახურის
რეფორმის საკოორდინაციო საბჭო4[4] , რომლის
შემადგენლობაში შედიოდნენ სამინისტროების და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები.
·
საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია მომზადდა სამოქალაქო საზოგადოებისა
და აკადემიური სასწავლებლების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან
კონსულტაციების შედეგად.
·
პროექტი [5]განხორციელდა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის
– „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ – მხარდაჭერით.
·
დისკუსიებს ფასილიტაცია გაუწია აღნიშნულმა პროგრამამ. სამუშაო პროცესში
ასევე ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები (პროფ. ჰენრიკ ჯესი, პროფ. ჰანს-აქიმ
როლი) და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (EU/OECD/SIGMA, UNDP, NATO-ს პროფესიული
განვითარების პროგრამა და პოლონეთის მთავრობა).
·
აღნიშნული კონცეფციის საფუძველზე, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი,
რომელიც საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში წარედგინა საქართველოს
პარლამენტს.
·
პარლამენტმა მიიღო აღნიშნული კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 27 ოქტომბერს,
კანონის დასკვნით დებულებებში (მუხლი 128) მოცემული დათქმის გათვალისწინებით.
IV.კანონის „საჯარო
სამსახურის შესახებ“ - მიზანი [მუხლი 1-ლი]
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს: კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, „საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის’’ ა)ჩამოყალიბებისა და ბ)ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
კომენტარი:
·
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის პირველი მუხლი
განსაზღვრავს კანონის მიღების
მიზანს.
·
კანონის მიზანია -„საჯარო სამსახურის ერთიანი
სისტემის ჩამოყალიბება’’, რომელიც ემყარება
საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის ძირითად მიდგომებს;
„საჯარო სამსახურის სისტემამ’’ უნდა უზრუნველყოს საჯარო მმართველობის განხორციელება „სამართლებრივი სახელმწიფოსათვის’’ დამახასიათებელი „ეფექტიანი ადმინისტრირების’’ პრინციპზე
დაყრდნობით, რაც უნდა ემსახურებოდეს „საჯარო სამსახურში’’ დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდას
და საჯარო მოსამსახურეებისადმი მოსახლეობის ნდობის განმტკიცებას.
ხ
·
„საჯარო სამსახურის
შესახებ“ კანონი ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს
„საქართველოს ერთიანი
საჯარო სამსახურის’’ ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის.
ხ
·
ქართული საჯარო სამსახურის სისტემის სამართლებრივი
საფუძვლების ძირითადი მახასიათებლებია: ა) კარიერულ განვითარებაზე (კარიერული
წინსვლა დამსახურების შესაბამისად) დაფუძნებული საჯარო სამსახური, სადაც ბ)საჯარო მმართველობა გამიჯნულია ქვეყნის პოლიტიკური მართვისაგან
(პოლიტიკური ნეიტრალიტეტი) და გ)ხორციელდება კეთილსინდისიერებაზე,
მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებით, რაც არის საჯარო მმართველობის უწყვეტობის (ანუ სტაბილურობის) გარანტი.
ხ
·
„საჯარო სამსახურის სისტემის
ერთიანობა’’ ეფუძნება- ა) სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოების, ბ)საჯარო
სამართლის იურიდიული პირების[სსპი] და გ)მუნიციპალიტეტების
მიერ განხორციელებულ ფუნქციას – საჯარო
მმართველობას, რომელსაც ახასიათებს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ფუნქციებისგან
(კანონშემოქმედება და მართლმსაჯულება) განსხვავებული ნიშანი – უწყვეტობა.
ხ
·
საჯარო
მმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს
ქმნის საქართველოს კონსტიტუცია,
რომელიც აყალიბებს „სახელმწიფო
ხელისუფლების დანაწილების პრინციპს’’, რაც, თავის მხრივ, ეფუძნება „ფუნქციათა გამიჯვნის პრინციპს’’.
ხ
·
„საჯარო მმართველობა’’, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი
ფუნქცია, ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის[სზაკ-ი] საფუძველზე, რომლის თანახმადაც „ნებისმიერი პირი6 , რომელიც ახორციელებს
აღნიშნულ ფუნქციას, არის ადმინისტრაციული ორგანო’’.[6]
·
ამ ფუნქციის
განმახორციელებელი პირების სტატუსის მოწესრიგება
კი ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონით.[7]
ხ
·
თანამედროვე სახელმწიფო არის მმართველი სახელმწიფო.
·
ეს ნიშნავს იმას, რომ „საჯარო მმართველობა’’ და „საჯარო
მმართველობის სამართალი’’ (ადმინისტრაციული
სამართალი) ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფეროში
შეიჭრა (დაბადება, განათლება, სოციალური დაცვა, უსაფრთხოება...).
·
როცა საუბარია საჯარო მმართველობაზე, იგულისხმება ა) უფლებამოსილების განხორციელების
ბიუროკრატიული ორგანიზაციული მოწყობა („მმართველობა’’ როგორც „ბიუროკრატია’’) და ბ)მმართველობის განხორციელება
სპეციფიკური პერსონალის (პროფესიული საჯარო მოხელის) მიერ.
·
„მმართველი სახელმწიფო’’ არის „პროფესიულ მოხელეებზე’’ დაფუძნებული
სახელმწიფო.
·
ეს სტატუსი ქმნის „ერთიანი საჯარო სამსახურის’’ სისტემას.
·
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ’’
არის „ერთიანი საჯარო სამსახურის’’ ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი.
მუხლი
2. კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ რეგულირების სფერო
[1]
დაწვრილებით იხ. პაატა ტურავა, ზოგადი ადმინისტრაციული
სამართლის სახელმძღვანელო, 2016, გვ. 9-13, აგრეთვე, კობა ყალიჩავა, წიგნში: ადმინისტრაციული მეცნიერების
სახელმძღვანელო (რედაქტორები – გიორგი ხუბუა, კობა ყალიჩავა), 2018, მე-2 თავი
[2]
საჯარო მმართველობის ორგანიზაცია საქართველოში დაწვრილებით იხ. ეკა ქარდავა, მე-7 თავი
წიგნში: ადმინისტრაციული მეცნიერების სახელმძღვანელო (რედაქტორები – გიორგი ხუბუა,
კობა ყალიჩავა), 2018
[3] სამთავრობო პროგრამა
„ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ http://www. government.gov.ge 25.03.2018
[4]
იხ. „საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის
განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება
[5]
პროექტი განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის
სკოლის, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ და „სმარტ კონსალტინგის“
კონსორციუმის მიერ
[6]
იხ. სზაკ-ის მე-2 მუხლში
მოცემული ადმინისტრაციული ორგანოს ლეგალური დეფინიცია
[7]
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო მმართველობა ხორციელდება კერძოსამართლებრივად ორგანიზებული იურიდიული პირის მიერ
Комментарии
Отправить комментарий