„ქურდულ შეკრებაში’’ მონაწილეობა[მუხ. 223-ე 2 პრიმი]
მუხლი 2232. „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა
„ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
·
ამ მუხლის მიზანია იმ პირთათვის სს პასუხიმგებლობის დაწესება,რომელიც,მართალია ,არაა „ქურდული სამყაროს’’ წევრი ან „კანონიერი
ქურდი’’ ,მაგრამ „ქურდულ შეკრებაში’’ მონაწილეობით
ხელს უწყობს ამ სამყაროს საქმიანობას.
ხ
·
„ამსრულებელი’’ - ნებისმიერი სს-ვი “პასუხისმგებლობის ასაკს’’[14 წელს]
მიღწეული ბრალუნარიანი[შერაცხადი] პირი,რომელიც არაა „ქურდული სამყაროს წევრი’’ ან
„კანონიერი ქურდი’’
ხ
·
„ქმედება’’- „ქურდულ შეკრებაში’’ მონაწილეობა
ხ
„ქურდული შეკრება’’
·
2018 წლის კანონის“ორგანიზებული დანაშაულის და რეკეტის შესახებ’’ მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად „ქურდული შეკრება’’
არის :
· ორი ან მეტი პირის [„ქურდული სამყაროს
წევრის’’ და „კანონიერი ქურდის’’ ] შეკრება ან დაკავშირება[ანუ კომუნიკაცია] ნებისმიერი
ფორმით[მათ შორის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით]
ა)პირთა
„ქურდულ სამყაროში გაწევრების’’ .ბ)“წევრობის შეწყვეტის’’ გ) „სტატუსის შეცვლის ან
დ)“ქურდული სამყაროს’’ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის[მატ შორის,ფინანსურ-მატერიალური
რესურსის[ანუ „ობშჩიაკის’’ რუს.] განკარგვის საკითხის] განხილვა-გადაწყვეტის მიზნით
·
მაგ.“ქურდული სამყაროს’’ წევრ პირთა
გარკვეული ჯგუფი ინტერნეტის გამოყენებით
თათბირობს,თუ რა გზით შეიძლება ფინანსების მოპოვების „ახალი წყაროს’’ გამონახვა.[ესეთი
„თათბირი“ ჩაითვლება „ქურდულ შეკრებად’’]
·
ამ მაგ. „ქურდული სამყაროს’’ წევრ
პირთა ჯგუფი კომპიუტერების[ინტერნეტის] საშუალებით „თათბირობს’’ ,იმსახურებს თუ არა
ესა თუ ის პირი „ქურდულ სამყაროში’’ გაწევრიანებას.
ხ
·
ყურადღება: „ქურდულ შეკრებაში’’ მონაწილეობისთვის
2232-ე მუხლის მიხედვით არ დაიჯება „ქურდული სამყაროს წევრი’’ და არც ‘კანონიერი
ქურდი’’
·
მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ 2231-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით
·
2232-ე მუხლით პასუხისმგებლობა
დაეკისრება იმ პირს,რომელიც არაა „ქურდული სამყაროს წევრი’’,მაგრამ ა) გაცნობიერებული
აქვს,რომ სახეზეა „ქურდული შეკრება’’ და ბ)თავადაც იღებს მასში მონაწილეობას
·
ეს შეიძლება იყოს პირი ,რომელსაც „მომავალში ‘’ სურს ამ „ქურდულ სამყაროში’’ გაწევრიანება
·
ანდა პირი,რომელიც დაინტერესებულია ამ შეკრებაზე განხილული საკითხის
შესახებ გადაწყვეტილებით .
·
ამასთან , „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“
,უნდა გვესმოდეს არა როგორც „პასიური დასწრება ქურდულ შეკრებაზე’’,არამედ როგორც „აქტიური მონაწილეობა
ქურდულ შეკრებაში’’[!]
ხ
·
ეს დანაშაული „დამთავრებულია’’ „ქურდულ შეკრებაში’’ მონაწილეობის
„დაწყების მომენტიდან’’ და არა აქვს მნიშვნელობა ა)„დამთავრდა თუ არა ასეთი შეკრება’’,ან ბ)„შეძლეს თუ არა „ქურდული შეკრების’’ მონაწილეებმა განსახილველი საკითხის
გადაწყვეტა“
·
ანუ 2232-ე
მუხლით სახეზეა „შედეგგარეშე’’[ფორმალური] დანაშაული.[ანუ „აბსტრაქტული საფრთხის დელიქტი’’]
ხ
„ქურდულ
შეკრებაში მონაწილეობის ‘’[მუხ. 2232-ე] – „სუბიექტური მხარე“
·
„ქურდულ შეკრებაში’’ „ მონაწილის“ მოტივი და მიზანს არ აქვს მნიშვნელობა
მისი ქმედების 2232-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის
·
მოტივი და მიზანი შეიძლება იყოს;ანგარება,
„შიში[ქურდული სამყაროსი],შურისძიება ვინმეს
მიმართ[რისთვისაც პირი იყენებს „ქურდულ სამყაროს’’] და სხვ.
ხ
„ქურდულ
შეკრებაში მონაწილეობის ‘’[მუხ. 2232-ე] – „ბრალის ‘’ ფორმა
·
„ბრალის’’ ფორმის მიხედვით სახეზეა „განზრახი’’ დანაშაული
·
კერძოდ,ამ დანაშაულის ჩადენა შეიძლება „პირდაპირი განზრახვით’’
·
ანუ პირს ა) გაცნობიერებული აქვს,რომ მონაწილეობას იღებს „ქურდული სამყაროს
შეკრებაში’ და ბ) „სურს’’ ეს
„ქურდულ შეკრებაში
მონაწილეობის ‘’[მუხ. 2232-ე]- „სასჯელი’’
·
2232-ე მუხლით დადგენილი
„სასჯელი’’ იდენტურია „ქურდული სამყაროს წევრობისთვის’’[2231-ე
მუხლის 1-ლი ნაწილი] გატვალისწინებული სანქციისა
„თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ’’
·
სახელმძღვანელოს ავტორის აზრით
2232-ე მუხლით დადგენილი „სასჯელი’’ ვერ
აკმაყოფილებს „სამართლიანობის’’ და „პროპორციულობის ‘’ მოთხოვნებს და ამას ამ მუხლის
ნაკლად მიიჩნევს
Комментарии
Отправить комментарий