უკანონო ფორმირების შექმნა,ხელმძღვანელობა,გაწევრიანება,მონაწილეობა ან მის სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება[მუხ.223-ე]

 

   

·        ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის ობიექტია : „საზოგადოებრივი უშიშროება’’

 

·        საქარტველოში „შეიარაღებული ფორმირების’’ შექმნა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა.

·        სხვა არცერთ ორგანოს [ავტონომიურ რესპუბლიკებში,ქალაქში ან რაიონში] არა აქვს უფლება ჩამოაყალიბოს ან დაიქვემდებაროს „შეიარაღებული ფორმირება’’

·        „შეიარაღებული ფორმირების“ შექმნის უფლება მიტ უმეტეს არ აქვს „კერძო პირს’’

·        ამ დანაშაულის „ამსრულებელია’’ : ან „საერთო სუბიექტი’’ , ან „სპეციციალური სუბიექტი’’[იხ. ამ მუხლის მე-5 ნაწილი]

„ობიექტური მხარე’’

·        ეს დანაშაული გამოიხატება სხვადასხვა ქმედებაში. ეს ქმედებები გადმოცემულია მუხლის სხვადასხვა ნაწილში

 

1.    223-ე მუხლის 1-ლი ნაწილი[ „შექმნა’’ ან „ხელმძღვანელობა’’]

 

    მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება

 +

1. უკანონო ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

 

·        „ფორმირება“[ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი] „უკანონოდ’’ ჩაითვლება,როცა იგი შექმნილია საქარტველოს შესაბამისი კომპეტენტური „ორგანოს“ ან „პირის’’[მაგ. „პრეზიდენტის’’,“თავდაცვის სამინისტროს’’,შინაგან საქმეთა სამინისტროს’’] სატანადო „ნებართვის’’ გარეშე;

·        ყურადღება: დღეს მოქმედი კანონმდებლობით „უკანონო ფორმირების’’ „შექმნა’’ ყველა შემთხვევაში არაა სს-ვი წესით „დასჯადი’’ ქმედება.

·        ამ მუხლის „შენიშვნაში’’ [ნაწ.1-ლი] განმარტებულია „უკანონო ფორმირების’’ არსი:

 

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისათვისუკანონო ფორმირება“ (ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი) გულისხმობს ნებისმიერ ფორმირებას (გარდა სახელმწიფო ორგანოს გამგებლობაში არსებული ფორმირებისა), რომელიც შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ისეთი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად, თუ ასეთი ფორმირება დანაშაულებრივი მიზნით არის შექმნილი.

·        ანუ „შეიარაღეწბული ფორმირების’’ „შექმნა’’ მხოლოდ „ნაწილობრივაა’’ კრიმინალური ქმედება

·        რადგან,როცა „შეიარაღებული ფორმირება’’ მართალია შექმნილია „უკანონოდ’’,მაგრამ მისი მიზანი არაა „დანაშაულებრივი’’[მაგ. იგი შექმნილია „პატრიოტული მიზნით’’ ,ვთქვათ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი მოსახლების უფლებების დასაცავად[ე.წ. „პარტიზანული რაზმი’’],პირი[ „შემქმნელი’’ ან „ხელმძღვანელი’“ ან  სხვა მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი]  არ დაექვემდებარება  სს-ივ პასუხისმგებლობას 223-ე მუხლით.

·        არა „დანაშაულებრივი მიზნით’’  „შეიარაღებული ფორმირების’’ „შექმნა’’ და სხვა „შეიარაღებული ფორმირებასთან ‘’ დაკავშირებული ქმედებები შეიძლება დაკვალიფიცირდეს სსკ „სვა მუხლით’’

[მაგ.“ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,-შენახვა,ტარება,დამზადება,გადაზიდვა,გადაგზავნა ან გასაღება’’ მუხ. 236-ე]

 

ხხხხხხხხხხხხხხ

„უკანონო შეიარაღებული ფორმირების’’  ნიშნებია:

 

1)     უნდა შედგებოდეს არანაკლებ 10 პირისაგან[!][რადგან ოფიციალური ფორმირება მინიმუმ „ათეულისგან ‘’ შედგება]

2)     უნდა ჰყავდეს „ხელმძღვანელი’’,რომლის ბრძანება „ფორმირების წევრებისთვის’’ სავალდებულოა

3)     ფორმირება აუცილებლად უნდა იყოს „შეიარაღებული’’[ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ისეთი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად]

 

შენიშვმა:საგანი რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად’’ შეიძლება  იყოს: დიდი ქვები,ჟაჭვები,რკინის ჯოხები და.შ.

 

ყურადღება: მნიშვნელობა არ აქვს“იარაღი’’  „ფორმირების წევრებს’’ „კანონიერად აქვთ შეძენილი თუ უკანონოდ’’.მთავარია,რომ თავად „ფორმირებაა უკანონო ‘’[მაგ. „უკანონო ფორმირება’’ შეიძლება შექმნან პოლიციის ან სმხედრო ნაწილის თანამშრომლებმა,რომლებსაც იარაღი „კანონიერად ‘’ აქვთ შეძენილი.]

 

ამდენად,რადგამ“შეიარაღება’’ ამ დანაშაულის არსებითი ნიშანია,ეს დანაშაული მოიცავს იარაღთან დაკავშირებულ ამა თუ იმ „მართლსაწინააღმდეგო ქმედებას’’[მაგ „იარაღის უკანონო ტარებას’’] და აღარაა საჭირო „დამატებითი კვალიფიკაცია’’ 236-ე მუხლით.[!]

4)     არ შეიძლება „შეიარაღებულ პირთა’’ ჯგუფი ჩაითვალის „შეარაღებულ ფორმირება’’ ,თუ მისი მიზანია „ერთჯერადი’’ , ან “დაუყონებლივი მოქმედება’’ და „არ აქვს შინაგანი დისციპლინა’’[იერარქიული სტრუქტურა და წესრიგი][შენიშვნა:223-ე მუხლი ამ ნიშანზე პირდაპირ არ მიუთიტებს] ამრიგად „სიმყარე’’ და „ხანგრძლივი დროით’’ არსებობა „შეიარაღებული ფორმირების’’ ერთ-ერთი ნიშანია

 

[შენიშვნა: ამ ნიშნების მქონე  „შეიარაღებული ფორმირებები’’ უამრავი  „შეიქმნა’’ საქართველოში სსრ კავშირის[სახელმწიფოს]  დაშლის შემდეგ[!]]

ა) „უკანონო ფორმირების შექმნა’’

·        „უკანონო ფორმირების’’ „შექმნა’’ ნიშნავს ამ „ფორმირების წევრების’’: ა) გამოძებნას,ან ბ) მათ გადაბირებას,გ) მათთვის იარაღის შეძენას ,დ)მათი „შეკრების ადგილის’’  განსაზღვრას და მოძიებას ე) ფორმირების წესდების შექმნას და ა.შ.

 

ბ)“უკანონო ფორმირების ხელმძღვანელობა’’

 

·        „უკანონო ფორმირების’’ ხელმძღვანელობა’’ გულისხმობს: ა) მის „წევრებს’’ შორის ფუნქციების განაწილებას,ბ) ბრძანებების გაცემას გ)ბრძანებების შესრულებაზე კონტროლს გ) სამოქმედო გეგმის შემუშავებას,დ) ურჩ წევრთა დასჯას და ა.შ.

·        შესაძლებელია, ერთმა პირმა „შექმნას’’ „შეიარაღებული ფორმირება’’,ხოლო „სხვამ’’ „უხელმძღვანელოს’’ მას.

·        ასევე შესაძლებელია ეს ორივე „ფუნქცია’’ „ერთმა პირმა’’ შეასრულოს

·        როცა პირი „შემქმნელიც ‘’ არის და ხელმძღვანელიც’’ სახეზე არაა „დანაშაულტა ერთობლიობა’’ ,არამედ სახეზეა „ერთიანი დანაშაული ალტერნატიული ქმედებებით’’,მისი ქმედება დაკვალიფიცირდება მხოლოდ 223-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,ხოლო ბრალად წარედგინება ,როგორც“შექმნა’’,ისე „ხელმძღვანელობა’’,რაც ზეგავლენას მოახდენს საჯელის  ზომის განსაზღვრაზე

·        რადგან ეს დანაშაული არის „ორგანიზებული დანაშაულის’’ ერთ-ერთი სახე, „უკანონო შეიარაღებული ფორმირების’’ „ხელმძღვანელს’’ პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ ფორმირების მიერ ჩადენილი „ყველა ქმედებისთვის’’,თუ ამ ქმედებებს მოიცავდა მისი „განზრახვა’’[იმისდა მიუხედავად ,თავად მონაწილლეობდა თუ არა ამ ქმედებებში[27-ე მუხლის მე-4 ნაწ.]

ყურადღბა:

·        223-ე მუხლით გათვალისწინებული  „ორგანიზებული დანაშაულის“ ჩადენა ხდება მხოლოდ „თანაამსრულებლობის’’ ფორმით

·        ანუ ამ მუხლით გათვალისწინებული „ნებისმიერი ქმედება’’[ქმედებები განაწილებულია მუხლის სხვადასხვა ნაწილებში] წარმოადგენს ამ დანაშაულის „ამსრულებლობას’’[ და არა მასში „თანამონაწილეობას’’]

·        223-ე მუხლით გათვალისწინებული  „ორგანიზებული დანაშაული’’ „ფორმალური შემადგენლობისაა’’

·        ეს დანაშაული „დამთავრებულია’’ „შეიარაღებული ფორმირების’’ „ შექმნის მომენტიდან’’ ,ან მაშინ როცა პირი დაიწყებს „სხვის მიერ’’ შექმნილი შეიარაღებული ფორმირების „ხელმძღვანელობას’’

·        ამ დანაშაულის „დამთავრებულად’’ ცნობისთვის „მძიმე შედეგის დადგომა’’ სავალდებულო არ არის.[ანუ სახეზეა ე.წ. „აბსტრაქტული საფრთხის დელიქტი’’]

·        223-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ამსრულებელი’’ შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი 14 წლის ასაკიდან

 

 

2.    223-ე მუხლის მე-2  ნაწილი[ „გაწევრება’’ ან „მონაწილეობა’’,“წვრთნის გავლა’’ „გადაბირება’’,“გაწვრთნა’’, “შეგროვება’’]

 

   მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება

 +

2. უკანონო ფორმირებაში გაწევრება ან/და მონაწილეობა, ასეთი ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა, ამგვარ ფორმირებაში გაწევრების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება, გაწვრთნა ან პირთა შეგროვება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

 

მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირდება შემდეგი  დანაშაულებრივი   ქმედებები:

 

ა) „ფორმირებაში გაწევრება’’

 

·        „ფორმირებაში გაწევრება’’-  ამ დანაშაულის „დამთავრებულად’’ ცნობისთვის საკმარისია,პირი გახდეს „ფორმირების წევრი’’ და არაა აუცილებელი,რაიმე ქმედება განახორციელოს ფორმირების სასარგებლოდ.

ბ)„ფორმირებაში მონაწილეობა’’

 

·        „ფორმირებაში მონაწილეობა’’ -ასეტ მონაწილეობას ადგილი აქვს მაშინ,როცა პირი დაიწყებს „ხელმძღვანელის’’ „დავალების შესრულებას’’.ამასთან,პირმა „ნამდვილად უნდა იცოდეს’’,რომ ა)ეს ფორმირება „უკანონოდ არსებობს’’ და ბ)იგი შეიარაღებულია[რაიმე საგნით];

·        ამრიგად, პირი  შეიძლება ჯერ გახდეს“ფორმირების წევრი’’ და შემდეგ დაიწყოს „დავალების შესრულება’’[ანუ  „ფორმირებაში მონაწილეობა’’]

·        თუმცა არც ისაა გამორიცხული,პირი ისე  „მონაწილეობდეს’’ [ანუ „ასრულებდეს დავალებებს’’]უკანონო ფორმირებაში,რომე მისი „წევრი“ არც იყოს

გ) ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა’’

·        აქ იგულისხმება ქმედება,როცა თავად პირი არაა  „წვრთნის ორგანიზატორი’’,არამედ წინასწარი შეცნობით’’  მხოლოდ მონაწილეობს „შეიარაღებული ფორმირების მიერ ორგანიზებულ’’  „წვრთნაში’’

·        ხოლო „წვრთნის ორგანიზატორი’’ კი პასუხს აგებს „ფორმირების ხელმძღვანელობისთვის’’[223-ე მუხ.1-ლი ნაწ.] ,რადგან“წვრტნის ორგანიზება’’ „ფორმირების ხელმძღვანელობის ერთ-ერთი გამოვლინებაა

 

დ) „პირის გადაბირება ,გაწვრთნა,ან შეგროვება’’

 

·        დანაშაულებრივი’'ქმედებების : „პირის გადაბირების[„ვერბოვკა’’],“გაწვრთვნის’’,ან „შეგროვების’’ ,ჩადენის მიზანია ფორმირების საქმიანობისთვის -„ხელშეწყობა’’

·        ამ შემთხვევაში სახეზეა223-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაშაულის  ამსრულებელი ,რომელიც შესაძლოა,არც იყოს „ფორმირების წევრი’’,მაგრამ ხელი შეუწყოს მის[ფორმირების] საქმიანობას,იმით,რომ „გადაიბიროს’’ ან „გაწვრთნას’’ ვინმე,ანდა „შეაგროვოს’’ პირთა ჯგუფი.

 

 

3.     223-ე მუხლის მე-3  ნაწილი[„საინფორმაციო მასალის და სიმბოლიკის გავრცელება’’]

 

3. უკანონო ფორმირებაში გაწევრებასთან ან/და მონაწილეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან გამოყენება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

·        გავრცელებული სააგიტაციო „მასალა’’ უნდა შეიცავდეს „ინფორმაციას’’  „უკანონო ფორმირებაში’’ „გაწევრიანების’’ ან მასში „მონაწილეობის’’ საკითხებზე.

·        სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს „მასალა’’ „გზამკვლევი’’ უნდა იყოს „უკანონო ფორმირებაში’’ გაწევრიანების მსურველთათვის,ფაქტობრივად უნდა ასრულებდეს „რეკლამის’’ ფუნქციას[!]

·        უკანონო „საინფორმაციო მასალა’’ „გავრცელებულად’’ ჩაითვლება,მაშინ როცა ის ხელმისაწვდომი გახდება გარეშე[ანუ „ფორმირების არაწევრი’’] პირებისთვის.

·        „საინფორმაციო მასალასთან’’ ერთად ასევე შეიძლება გავრცელდეს ,იგივე შინაარსის „სიმბოლიკა’’[მაგ. „შევრონები’’,მაისურები,კეპები და ა.შ.]

·        ყურადღება: სააგიტაციო „საინფორნაციო მასალა’’[მაგ. ბუკლეტები] თუ „სიმბოლიკა’’ შეიძლება გაავრცელოს’’ ან „გამოიყენოს’’ არა მარტო „ფორმირების წევრმა’’,არამედ „სხვა პირმაც’’,რომლისთვისაც „ცნობილია’’ მათი შინაარსი და დანიშნულება.

·        ყურადღება: მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება[ანუ „საინფორმაციო მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან გამოყენება’’] დასჯადია მხოლოდ მაშინ,თუ იგი ქმნის „კანონსაწინააღმდეგო შედეგის’’ დადგომის ა) „აშკარა’’ ,ბ)პირდაპირ/უშუალო[და არა გარკვეული დროის შემდეგ] და გ) „არსებით’’საფრთხეს

·        ანუ მე-3 ნაწილის დანაშაული [განსხვავებით 1-ლი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისგან] არის ე.წ. „კონკრეტული საფრთხის დელიქტი’’[და არა „აბსტრაქტული საფრთხის დელიქტი’’ როგორც 1-ელ და მე-2 ნაწილებშია]

 

4.223-ე მუხლის მე-4  ნაწილი[„უკანონო ფორმირების დაფინანსება’’]

 

4. უკანონო ფორმირების დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უკანონო ფორმირების საქმიანობისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

 

·        სიტყვები „შესაზლებელია გამოყენებული იქნეს’’ ნიშნავს იმას,რო „ბრალის’’ ფორმის მიხედვით ამ მუხლის მე-4 ნაწილის ჩადენა შესაძლებელია“არაპირდაპირი განზრახვითაც’’

·        მოცემულ შემთხვევაში იგი შემდეგნაირად უნდა განიმარტოს“პირს გაცნობიერებული აქვს,რომ ფინანსებს გადასცემს „უკანონო ფორმირებას’’,მაგრამ დანამდვილებით არ იცის,იგი მას გამოიყენებს თუ არა ამ ფორმირების საქმიანობისთვის.

·        მაგრამ თუკი პირმა „დანამდვილებით არ იცოდა’’,რომ ის მესამე პირი,ვისაც ფინანსები მიაწოდა „უკანონო ფორმირება’’ იყო თუ არა მისი სს-ვი პასუხისმგებლობა არ დადგება

 

 

5.    223-ე მუხლის მე-5  ნაწილი[„სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’

 

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

 

·        ამ დანაშაულის „ამსრულებლად’’ შეიძლება მოგვევლინოს მხოლოდ „მოხელე’’ ,ან „მასთან გათანაბრებული პირი’’,ან „სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი’’[ანუ ამ ნაწილში სახეზეა მხოლოდ  „სპეციალური ამსრულებელი’’]

·        „ფორმირების შექმნა’ ან მისი „ხელმძღვანელობა’’   კონკრეტულ მოხელეთა სამსახრებრივ ფუნქციაა;მაგრამ ეს ფუნქცია მოხელემ „შეიძლება გამოიყენოს ბოროტად’’

·        მაგ. სამხედრო მაღალჩინოსანმა[მაგ. გენერალმა],სამსახურებრივი რესურსის უკანონო გამოყენებით შექმნა „უკანონო ფორმირება’’ ან დაიწყო „სხვის მიერ შექმნილი უკანონო ფორმირების’’ „ხელმძღვანელობა. ორივე შემთხვევაში მისი ქმედება დაკვალიფიცირდება 223-ე მუხლის მე-5 ნაწილით.[საჯელი 8-დან 15 წლამდე]

 

6. 223-ე მუხლის მე-6  ნაწილი[„ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისკენ საჯარო მოწოდება’’]

 

6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისაკენ საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

·        ამ ნაწილით გათვალისწინებული „საჯარო მოწოდება’’ დასჯადია არა მოწოდების მომენტიდან,არამედ მხოლოდ მაშინ ,თუ ამგვარმა მოწოდებამ „შექმნა’’ აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხე [ანუ მუხლისმე-6  ნაწილი არის „კონკრეტული საფრთხის დელიქტი’’

 

ხხხხ

223-ე მუხლის  დანაშაულის „სუბიექტური მხარე’’

·        ამსრულებლის „მოტივი’’ არაა ამ დანაშაულისთვის „მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობის

·        რაც შეეხება „მიზანს’’- „ფორმირება’’ „შექმნილი’’ უნდა იყოს „დანაშაულებრივი მიზნით’’

ყურადღება:

·        „არ შეიძლება’’ „უკანონო ფორმირების მიზანი’’ იყოს „თავდასხმა პირზე ან ოგანიზაციაზე’’[რადგან ეს“ ბანდიტიზმია’’ და არა „უკანონო ფორმირება’’ ],ანუ ესეთი  მიზანი უნდა იყოს გამორიცხული,როცა 223-ე მუხლით ხდება ქმედების  კვალიფიკაცია,წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მუხლიტ კვალიფიკაცია არ შეიძლება

·        ასევე არ შეიძლება ამსრულებლის  მიზანი იყოს „ტერორისტული დანაშაულის’’

ჩადენა;“ტერორისტული მიზნის“ არებობისას  ქმედება დაკვალიფიცირდება327-ე მუხლით

·        223-ე მუხლის დანაშაულის[ ანუ „უკანონო ფორმირების შექმნის“]  ჩამდენთა ერთ-ერთი  მიზანი შეიძლება იყოს შეიარაღებული „ამბოხება’’[!]  [ მაგ.კიტოვანი-იოსელიანის „ამბოხება’’ -ანუ „პუტჩი’’ მხარდაჭრილი აშშ-დან და რუსეთიდან]

 

·        ყურადღება: 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილი „შეთქმულება’’ ვერ მოიცავს „უკანონო ფორმირების შექმნას’’

 

 

·        „უკანონო ფორმირების შექმნის’’ „მიზანი“ ასევე შეიძლება იყოს „ზეწოლა სახელმწიფო ორგანოზე’’,რაც გამოხატება ადგილზე [მაგ. „ავტონომიურ რესპუბლიკაში’’] ცენტრალური ხელისუფლების გავლენის შესუსტების მიზანში[სწორედ ამას ჰქონდა აჭარაში ,ასლან აბაშიძეს ყავდა „უკანონო ფორმირება’’ და უპირისპირდებოდა შევარდნაძის ცენტრალურ ხელისუფლებას]

·        თუ „უკანონო ფორმირება’’ შექმნილია „ხელისუფლების დამხობის მიზნით’’,ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს „დანაშაულთა ერთობლიობით’’ – 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით „შეთქმულება’’ და „უკანონო ფორმირების შექმნა’’[მუხ. 323-ე]

·        ხოლო თუკი „უკანონო ფორმირებამ’’ „უკვე დაიწყო  შეტევა ხელისუფლების ორგანოებზე მისი დამხობის მიზნით“ ,მაშინაც სახეზეა „დანაშაულთა ერთობლიობა’’ -315-ე მუხლის მე-2 ნაწილი „ამბოხება ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ‘’  და „უკანონო ფორმირების შექმნა’’[მუხ. 323-ე]

 

223-ე მუხლის  დანაშაულის „ბრალის ‘’  ფორმა

·        „ბრალის ‘’ ფორმის მიხედვით  ეს დანაშაული „განზრახია’’

·        მისისი ჩადენა[ გარდა მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ბრალი „დამამძიმებელი გარემოებებისა’’]შესაძლებელია მხოლოდ „პირდაპირი  განზრახვით’’

·        ანუ ა) პირს გაცნობიერებული აქვს ,რომ  „ქმნის“[ან ხელნმძღვანელობს] უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას,“მონაწილეობას ღებულობს მასში’’ ან „ახორციელებს ფორმირებასთან დაკავშირებულ სვადასხვა უკანონო ქმედებას’’ და ბ) „სურს“  ეს

 

223-ე მუხლის პოსტ-კრიმინალური „წამახალისებელი’’   „შენიშვნა’’

·        პირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდება ,თუ დაცული იქნება შემდეგი სამი პირობა:

1)     პირმა „ნებაყოფლობით უნდა შეწყვიტოს’’ საქმიანობა „უკანონო ფორმირებაში’’

შენიშვნა:“საქმიანობა ნებაყოფლობით შეწყვეტილად ჩაითვლება’’,მაშინ ,როცა ა)პირს „ფაქტობრივი შესაძლებლობა“ ჰქონდა გაეგრძელებინა ეს საქმიანობა და ბ) სს-ვი დევნა მის მიმართ ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული.

შენიშვნა: „ნებაყოფლობით შეწყვეტილად’’ უნდა ჩავტვალოთ ისეთი შემთხვევაც,როდესაც ა)პირი დარწმუნებულია იმაში,რომ მას შეუძლია გააგრძელოს „საქმიანობა უკანონო ფორმირებაში’’ და ბ) არ იცის,რომ სს-ვი დევნა „უკვე დაწყებულია’’

 

2)     პირმა „ნებაყოფლობით უნდა ჩააბაროს იარაღი“ ,რომელსაც ფლობს

3)     პირის ქმედებაში არ უნდა იყოს „სხვა დანაშაულის’’ ნიშნები

 

თუკი პიეის ქმედებებში „უკანონო ფორმირებებში’’ მისი მონაწილეობის დღიდან არის რომელიმე“სხვა დანაშაულის’’ ნიშნები,იგი სს-ვი პასუხისმგებლობისგამნ იმ დანაშულებზე არ გათავისუფლდება.მას პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ დანაშაულისთვის,რაც ჩაიდინა „უკანონო ფორმირების’’ წევრად ყოფნისას[მაგ. მკვლელობისათვის]

 

·        223-ე მუხლის „შენიშვნა’’ ეხება ,როგორც „ფორმირების მონაწილესა’’,ისე მის „შემქმნელს’’ და „ხელმძღვანელს’’

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები