„სასამართლო მტკიცებულებები’’- ცნება და სახეები

 

·        „სასამართლო მტკიცებულებება“[ანუ „მტკიცებულება’’]  არის - „კანონით დადგენილი წესით მოპოვებული ცნობები „ფაქტების ‘’ შესახებ“.[ცნება საზეპირო]

 

·        „ფაქტების’’ შესახებ „კანონით დადგენილი წესით მოპოვებული ცნობებით’’[ანუ  „მტკიცებულებებით’’] სასამართლო ადგენს იმ „გარემოებების’’ არსებობას ან არარსებობას,რომლებიც „ასაბუთებენ’’[ადასტურებენ][ამტკიცებენ]  მხარეთა სასარჩელო „მოთხოვნებს’’ ან „შესაგებელს’’ აგრეთვე იმ „გარემოების’’ არსებობა-არარსებობას რომელთაც „მნიშვნელობა აქვთ’’ საქმის სწორად განხილვისა და გადაწყვეტისათვის[!]  []

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება  „სასამართლო მტკიცებულებების ‘’ ცნებაში:

 

1)     „მტკიცებულეებებად’’ მიიჩნევა ცნობები „ფაქტების ‘’ შესახებ,მხოლოდ გამონაკლის შემტხვევაში ითვლება „მტკიცებულებებად’’ თავად „ფაქტები’’[ მაგ. ა)ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული „საგნის ფიზიკური ან ქიმიური თვისება“ ,ან ბ) „ადამიანის სიცოცხლე“ ,ან გ) „ადამიანის ადგილსამყოფელი’’ [მაგ.“პირის გარდაცვლილად გამოცხადების საქმეში ან მის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ საქმეში’’ ]

2)     „სასამართლო მტკიცებულება’’[„მტკიცებულება’’-ეს არის ტრიადა ა) „ცნობები ფაქტების შესახებ’’[სხვა სიტყვებით“ფაქტობრივი მონაცემები’] ბ)“მტკიცების საშუალებები’’ და გ)“სასამართლო მტკიცების საპროცესო ფორმა’’

 

შენიშვნა:

„მტკიცების საშუალებები’’ არის „ფაქტობრივი მონაცემების’’ მოპოვების  სამოქალაქპ საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გატვალისწინებული“მტკიცების  საშუალებები’’:

ა) მხარეთა ახსნა -განმარტებები

ბ) მე-3 პირთა ახსნა-განმარტებები

გ)მოწმეთა ჩვენებები

დ)“ფაქტების კონსტატაციის’’ მასალები

ე)წერილობიტი მტკიცებულებები

ვ) ნივთიერი მტკიცებულებები

ზ) ექსპერტთა დასკვნები

 

3)     „სასამართლო მტკიცებულება’’[ანუ „მტკიცებულება’’ ] სავალდებულოა:

 ა) მოპოვებული

ბ) ფიქსირებული

გ) გამოკვლეული და

 დ) შეფასებული

 იქნეს მხოლოდ „კანონით დადგენილი წესით’’[!]

 

„კანონით დადგენილი წესის“ დარღვევა [ნებისმიერ   ამ სტადიაზე ა) ბ) გ) დ) ]  მიღებულ ინფორმაციას უკარგავს „სასამარლო მტკიცებულების’’  თვისებას[!][ანუ ის აღარ გამოდგება სასამართლოში  „მტკიცებულებად’’]

 

კანონის დარღვევით მოპოვებულ „მტკიცებულებას’’ იურიდიული ძალა არ აქვს [იხ. სსსკ-ის 103-ე მუხლი].ე.ი. კანონის დარღვევით მოპოვებულ „მტკიცებულება’’ ვერ დაედება საფუძვლად სასამართლოს „გადაწყვეტილებას’’

 

 

„მტკიცებულებებთან’’ დაკავშირებიტ „კანონის დარღვევად’’ ითვლება:

a.      „ფაქტების ‘’ შესახებ ცნობების მოპვება 102-ე მუხლით გაუთვალისწინებელი[!] „მტკიცების საშუალებებიდან’’ [!]

b.      „ფაქტების ‘’ შესახებ ცნობების მოპვების „საპროცესო წესის’’ დაუცველობა სასამართლო სხდომაზე ან სხვადასხვა “საპროცესო მოქმედებების’’ შესრულებისას

c.    კანონის დარღვევით მოპოვებული „მტკიცებულებების ‘’ ჩართვა პროცესში

 

ხხხხხ

„მტკიცებულებების გამოკვლევის’’ სტადია

 

„მტკიცებულებების“ გამოკვლევა ხდება „კანონით დადგენილი“ წესით და გულისხმობს შემდეგ „საპროცესო მოქმედებებს’’:

 

ა)“ნივთიერ მტკიცებულებატა’’    -„დათვალიერება’’

a.      „ნივთიერ მტკიცებულებებს’’ ათვალიერებს სასამართლო და წარუდგენს „დასათვალიერებლად’’  „საქმის მონაწილეთ’’, მათ „წარმომადგენლებს’’,მოწმეებს,ექსპერტებს,სპეციალისტებს.

b.      „საქმის მონაწილეს’’ უფლება აქვს სასამართლოს ყურადღება მიაქციოს „დათვალიერებასთან’’ დაკავშირებულ ამა თუ იმ გარემოებას[ეს შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში]

c.      თუ „ნივთიერ მტკიცებულებატა’’ „დათვალიერება’’ სასამართლოს შენობის გარეთ ხდება,მაშინ ასეთ დროს შედგენილ ოქმს მოსამართლე აქვეყნებს სხდომაზე,რის შემდეგაც დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ სასამართლოს მისცენ „ახსნა -განმარტებები“ [ესეც“საპროცეო მოქმედებაა’’];

ბ) „ექსპერტთა დასკვნების’’ გამოკვლევა

·        „ექსპერტის დასკვნა’’ -მტკიცებულებაა ,მისი გამოკლევა კი  „საპროცესო მოქმედება’’

·        თუ ექსპერტი სასამარტლო სხდომას ესწრება ის უნდა დაკითხოს სასამართლომ,ისეთივე წესით,როგორც იკითხება მოწმე

·        თუ ექსპერტი სასამართლო სხდომას  არ ესწრება  „ექსპერტის დასკვნა’’ სასამართლო სხდომაზე ქვეყნდება ისე ,როგორც საქმის სხვა „მტკიცებულებები’’

·        ყალბი დასკვნის მიცემისთვის დგება ექსპერტის პასუხისმგებლობის საკითხი,რაზეც მას წინასწარ აფრტხილებს სასამართლო.

 

გ) „სპეციალისტის კონსულტაცია ’’

 

·        სასამართლოს შეუძლია პროცესში ჩააბას „სპეციალისტი’’ საკითხის გასამარტავად,კონსულტაციის გსაწევად,ტექნიკური დახმარების აღმოსაჩენად;

·        „სპეციალისტი’’ სასამართლოს აძლევს მხოლოდ კონსულტაციას ზეპირი ან წერილობიტი ფორმით.

 

დ)„მტკიცებულებათა ანალიზი’’

 

·        „მტკიცებულებათა ანალიზის’’ ფარგლებში სასამართლო[მოსამართლე] ადგენს „იურიდიული ფაქტების’’[ანუ „ფაქტობრივი გარემოებების’’ ] არსებობას ან არ არსებობას

·        „იურიდიული ფაქტის’’[გარემოების]  არსებობა  შედეგად იწვევს მხარეთა სადავო უფლების ან მოვალეობის წარმოშობას,ან შეცვლას,ან შეწყვეტას

·        „იურიდიული ფაქტის’’[გარემოების]  არსებობა „ასაბუთებს’’[ადასტურებს] მხარის სასარჩელო „მოთხოვნას’’ ან „შესაგებელს’’

 

ხხხხ

ცნება - „მტკიცებულებითი ფაქტები’’[  მაგ. „ალიბი’’]

·        რიგ შემთხვევებში სასამართლოს უწევს არა „იურიდიული ფაქტის’’[„ფაქობრივი გარემოების’’]  არსებობის,არამედ „სხვა გარემოების’’ არსებობის დადგენა,რომელსაც შემდეში იყენებს,როგორც საფუძველს ლოგიკური დასკვნის გამოსატანად  „დასადგენი’’ „იურიდიული ფაქტის“ შესახებ.

 

მაგ .ერთ-ერთი  ასეთი „მტკიცებულებითი ფაქტია“ - „ალიბი“ .

 

პირის ამა თუ იმ ადგილას დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ყოფნის ფაქტი , ამტკიცებს ამ პირის მიერ რაიმე მოქმედების პირადად შესრულების შეუძლებლობას „სხვა ადგილას’’,მოცემული დროის პერიოდის განმავლობაში.[„ალიბი’’ -ცნება]

·        ერთი ფაქტის არსებობის  შესახებ ცოდნიდან შეიძლება ადამიანმა გამოიტანოს დასკვნა „სხვა ფაქტის’’ არსებობა-არარსებობის შესახებ.

·        სასამართლო იკვლევს საქმის „ფაქტობრივ’’ მხარეს

წს იმას ნიშნავს,რომ  სასამართლო მისთვის „ცნობილ[ანუ დადგენილ] ფაქტებს“ შეაპირისპირებს საქმეზე „დასადგენ’’[!] „სხვა ფაქტებტან“

·        სასამართლო ასევე აანალიზებს .თუ რა ურთიერთმიმარტება არსებობს „ცნობილ’’ და „დასადგენ‘’ ფაქტებს შორის.

·        „ფაქტებს’’ როგორც წესი ადგილი აქვთ პროცესამდე,ამიტომ მათი შეცნობა სასამარტლოს შეუძლია მხოლოდ მათზე ცნობების ანუ „მტკიცებულებების’’ საშუალებით.

·        მაგ. „ალიბის ‘’ დროს სასამართლოს უნდა წარედგინოს ცნობა[მტკიცებულება] იმის შესახებ,თუ სად  იმყოფებოდა ეს პირი სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში,რას აკეტებდა ამ დროს და რა გარემოებები გამორიცხავდა „სამართალდარღვევის  ადგილას’’ მისი ყოფნის შესაძლებლობას;

·        ე.ი. „ალიბი’’ როგორც „იურიდიული ფაქტი’’  საჭიროებს დადასტურბას მტკიცებულების მეშვეობით.

 

მაგალითი:

აღიძრა სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ „ზიანის ანაზღაურების“თაობაზე;

მოპასუხეს აქვს „ალიბი’’- არ იმყოფებოდა ზიანის მიყენების დროისთვის ზიანის მიყენების ადგილას და იყო სხვაგან;

ეს გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ,რომ მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის ზიანის მიყენებაში.

 

ან თუ  ბავშვის „სავარაუდო მამა’’ ბავშვის ჩასახვის მომენტში იმყოფებოდა ისეთ ადგილას,რაც გამორიცხავდა მის ურთიერთობას ბავშვის დედასთან’ შეგვიძლია დავასკვნატ,რომ ის არ არის ბავშვის მამა

 

·        ამრიგად,ჯერ  მტკიცებულებათა მეშვეობით დადგინდება“ალიბის’’ უტყუარობა ,ამის შემდეგ ის თავად გამოიყენება მტკიცებულებად[!],რომელიც ადასტურებს „დასადგენი ფაქტის’’ არსებობას[მაგ. „ მოპასუხის არაბრალეულობას ზიანის მიყენებაში“ ან „სისხლისმიერი კავშირის არარსებობას მოპასუხეს და ბავშვს შორის“]

·        ყურადღება: „ალიბისნაირ’’ წინასწარ დასამტკიცებელ ფაქტებს ეწოდებათ სწორედ „მტკიცებულებითი ფაქტები’’[ან „მტკიცებულებითი გარემოებები’’]

·        ამიტომ, სასამართლო ვალდებულია“იურიდიული ფაქტების’’ გარდა დაადგინოს „მტკიცებულებითი ფაქტებიც’’

·        „მტკიცებულებითი ფაქტები’’ არ არის იგივე ,რაც „იურიდიული ფაქტები’’

·        „მტკიცებულებითი ფაქტები’’ საშუალებას იძლევა გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა „იურიდიული ფაქტების’’ შესახებ.

·        „მტკიცებულებითი ფაქტი’’ ჯერ უნდა დამტკიცდეს ,ხოლო შემდეგ თვითონ იქცევა „იურიდიული ფაქტის’’ „მტკიცების საშუალებად’’

·        ამრიგად,“მტკიცებულებითი ფაქტებს’’ ორი ნიშანი ახასიათებთ:

 ა) ისინი დამტკიცებას საჭიროებენ და

ბ)მას შემდეგ რაც „მტკიცებულებათა საშუალებით“[იხ.ზემოთ] დამტკიცდება მათი[„მტკიცებულებითი ფაქტების’’  უტყუარობა,ისინი თვითონ გამოიყენება „მტკიცებულებებად’’ და ადასტურებენ დასადგენი „იურიდიული ფაქტის’’ [„გარემოების’’]  არსებობას ან არარსებობას

·        „მტკიცებულებითი ფაქტები ’’ ასრულებენ  ერთგვარ დამაკავშირებელ როლს „მტკიცებულებებს’’ და დასადგენ  იმ „იურიდიულ ფაქტებს’’ შორის,როლებიც  „მტკიცების საგანში’’ წარმოადგენენ.[იხ. ფაილი „მტკიცების საგანი’’]

„სასამართლო მტკიცებულებათა ‘’ სახეები

 

1.“მტკიცებულებათა’’ კლასიფიკაცია „მტკიცებულების ფაქტთან კავშირის  მიხედვით’’

 

ა) „პირდაპირი მტკიცებულებები’’

·        “პირდაპირი მტკიცებულება’’ ეწოდება „ფაქტის  შესახებ იმ ცნობას’’,რომელიც ა)უშუალოდ მიუთითებს  „იურიდიულ ფაქტზე’’ და ბ)აქვს უშუალო კავშირი ამ იურიდიულ ფაქტთან’’

 

·        ე.წ. „შესახებობის’’ მოთხოვნები პირველ რიგში სწორედ „პირდაპირ მტკიცებულებებს’’ წაეყენება

მაგ. თუ „მამობის დადგენის’’ საქმეზე მოპასუხე მიუთითებს ,რომ „ბავშვის დაბადებამდე წლინახევრით ადრე იმყოფებოდა საზღვარგარეთ და არ ხვდებოდა ბავშვის დედას“, მაშინ მისი „არყოფნის’’ უტყარი და დადასტურებული „იურიდიული ფაქტი“ იქნება  „პირდაპირი მტკიცებულებაა’’  იმისა რომ ის არ არის „ბავშვის მამა’’ [რადგან ბავშვი მაქსიმუმ  9 თვეში ჩნდება]

 

ამ მაგალითში  პირის „არყოფნას’’  [„ფაქტის შესახებ ცნობას“ ანუ  „მტკიცებულებას“ ] და „მამობის ფაქტს] ’’ იურიდიულ ფაქტს ‘’] შორის პირდაპირი კავშირია ,ოღონდ  ეს „პირდაპირი  კავშირი“ ატარებს უარყოფით ხასიათს-ანუ ერთი   ფაქტის შესახებ ცნობა[„არყოფნა’’] გამორიცხავს მეორე ფაქტის არსებობას[„მამობას“].

 

ბ) „არაპირდაპირი [ირიბი]მტკიცებულება’’

 

·        „არაპირდაპირი ეწოდება’’ ისეთ მტკიცებულებას,რომელსაც დასამტკიცებელ ფაქტთან არაპირდაპირი კავშირი აქვს,ანუ „არაპირდაპრია[ირიბია] მტკიცებულება’’,რომელიც იძლევა მხოლოდ „ვარაუდს’’  დასამტკიცებელი „იურიდიული ფაქტის’’ არსებობა-არარსებობის შესახებ[და არა უტყუარ მტკიცებას]

·        „არაპირდაპირი [ირიბი]მტკიცებულება’’ საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ მხოლოდ „სავარაუდო დასკვნა’’ საქმის გარემოების [ანუ დასამტკიცებელ ფაქტის] არსებობა-არასებობის შესახებ

·        „არაპირდაპირი [ირიბი]მტკიცებულებების’’ რაოდენობა და შემადგენლობა დამოკიდებულია კონლრეტული განსახილველ საქმის გარემოებებზე[ფაქტებზე]

·        მაგ. სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლიში მითიტებულია „არაპირდაპირი[ირიბი] მტკიცებულებები’’,რომელთა საშუალებით შეიძლება „მამობის ფაქტის დადგენა’’ ესენია:ა) ბავშვის დედის და მოპასუხის ერთად ცხოვრება,ბ) საერთო მეურნეობის წარმოება ბავშვის დაბადებამდე  გ) ბავშვის ერტად აღზრდა დ) ბავშვის რჩენა სავარაუდო მამის მიერ

·        ყურადღება: ცალკე აღებული ერთი რომელიმე ირიბი[არაპირდაპირი] მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

·        სწორედ ამიტომ სჭიროა ,რომ სასამარტლომ შეკრიბოს საკმაო ოდენობით „ირიბი მ[არაპირდაპირი] მტკიცებულებები’’] და შეკრიბოს იმდენი,რამდენიც იძლევა სარწმუნო დასკვნას ამ ფაქტის შესახებ.

·        1190-ე მუხლის მოყვანილ მაგალითში,ცალ-ცალკე აღებულ რომელიმე მტკიცებულებაზე დაყრდნობიტ უტყუარი დასკვნის გამოტანა მოპასუხის „მამობაზე’’ შეუძლებელია,ხოლო ოთხივე ერთად აღებული შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანას -მოპასუხე „მამაა’’

ყურადღება:

·         „პირდაპირი მტკიცებულების’’ უტყუარობა უზრუნველყოფს  „დასადგენი ფაქტის’’ უტყუარობასაც[!]

·        „არაპირდაპირი [ირიბი]მტკიცებულება’’ კი არ უზრუნველყოფს „დასადგენი ფაქტის’’ უტყუარობას;

ფაქტის უტყუარად დასადგენად აუცილებელია „რამდენიმე’’ „არაპირდაპირი მტკიცებულება’’

·        ცალკე აღებული ერთი  „არაპირდაპირი [ირიბი]მტკიცებულების ’’ საფუძველზე შეიძლება გამოვიტანოთ მხოლოდ „სავარაუდო’’ დასკვნა „ფაქტის’’ არსებობის შესახებ[!]

·        ამიტომ, იურისტებმა[მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა]  შეიმუშავეს „ირიბი [არაპირდაპირი] მტკიცებულებების’’ გამოყენების წესები:

 

a.      სასამართლო უპირატესობას ანიჭებს „პირდაპირ მტკიცებულებებს’’. „ირიბ მტკიცებულებებს’’ იყენებს მხოლოდ „პირდაპირი მტკიცებულებების’’ არარსებობის შემთხვევაში

b.    იმისათვის,რომ „ირიბი მტკცებულებების’’ საფუძველზე გამოვიტანოტ უტყუარი დასკვმა ,ყოველთვის საჭიროა ვიქონიოთ არა ერთი ,არამედ რამდენიმე „ირირიბი მტკიცებულება’’

c.      არც ერთი „ირიბი მტკიცებულების’’ უტყუარობამ არ უნდა გამოიწვიოს და დაუტოვოს სასამართლოს მცირედი ეჭვიც კი.

d.     არც ერთი ირიბი მტკიცებულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „სხვა ირიბ  მტკიცებულებებს’’.

e.      ერთად აღებული ყველა ირიბი მტკიცებულების საფუძველზე გამოტანილი უნდა იქნეს მხოლოდ ერთადერთი დასკვნა პროცესის მონაწილეთა ურთერთობების[ანუ დასადგენი ფაქტების] შესახებ

f.       ყველა შემთხვევაში „მტკიცებულებები’’  პირდაპირიც’’ და „რიბიც’’ – „უტყუარი’’ უნდა იყოს.მხოლოდ ამ პრობიტმათი გამოყენება.

 

2)მტკიცებულებათა კლასიფიკაცია „მტკიცებულებათა წარმოშობის საშუალების ‘’ მიხედვით

 

ა) „პირველადი მტკიცებულებები’’[ანუ  დედნები’’ ]

·        „პირველადია მტკიცებულება’’,რომელიც მიღებულია „პირველი წყაროდან’’

·        „პირველადი მტკიცებულება’’ პირდაპირ ასახავს „მტკიცების საგნის’’  „ფაქტს’’

·        „პირველადი მტკიცებულება’’ შეიძლება იყოს,ისეთი „ფატობრივი მონაცემი’’ როგორიცაა  დოკუმენტის „დედანი’’ [ანუ დოკუმენტის „პირველი პირი“]:

 

a.      ხელშეკრულების ტექსტის დედანი

b.      დაბადების მოწმობის დედანი

c.      გარდაცვალების მოწმობის დედანი

d.     ქორწინების მოწმობის დედანი

e.      თვითმხილველი მოწმის ჩვენება

f.       თვითონ სადავო საგანი[ნივთი]

ბ)  “ წარმოებული მტკიცებულებები’’ანუ [„ასლები’’]

·        „ფაქტების’’ შესახებ მონაცემები,[რომლებიც აისახება რაიმე სახის ‘“მტკიცებულებაში“ მაგ.ა) მოწმეთა ჩვენებებში ბ)ნივთიერ მტკიცებულებებში გ) წერილობით მტკიცებულებებში და ა.შ,] წარმოიშობა მოვლენის ან გარემოების ადამიანის ცნობიერებაში ასახვის ან რაიმე  უსულო საგანზე[ე.წ. „ინფორმაციის მატარებელზე“ მაგ.დისკზე ] ასახვის გზით

·        ინფორმაციის მატარებელზე ან ადამიანის ცნობიერებაში აღბეჭდილი „ფაქტი’’ შეიძლება „ნაწარმოები გზით’’ ხელმეორედ აისახოს: მაგ. ა) იმან,ვინც უშუალოდ აღიქვა ფაქტი,შესაძლოაამ ფაქტის შესახებ სხვებს მოუტთხროს ბ) რაიმე ამბის,ან მოვლენის თვითმხილველს შეუძლია ჩაიწეროს თავისი შთაბეჭდილება დღიურში,გადმოსცეს წერილში, ან გ) საგანი რომელზეც დატოვებულია კვალი[დედანი] შეიძლება ფოტგრაფირებული იქნეს,გადაიღონ კინოფირზე და ა.შ.

·        ამრიგად, „წარმოებულია მტკიცებულება’’,რომელიც მიღებულია ,ასე ვთთქვათ „მეორე ხელიდან’’[ცნება]

·        „წარმოებული მტკიცებულებებია’’ :

a.      დოკუმენტის ასლი

b.      ნივთმტკიცების ფოტოსურათი

c.      ცნობები,რომელიც მიღებულია იმ მოწმის ჩვენებიდან,რომელსაც უშუალოდ არ უხილავს ფაქტი,მაგრამ ამ ფაქტის შესახებ იცის „სხვა პირისგან’’[მაგ. უშუალო მოწმისგან’’ და სხვა.

 

„პირველადი მტკიცებულებების’’[დედნების’] შედარება „წარმოებულ მტკიცებულებებთან’’

·        „პირველად მტკიცებულებებს’’  უპირატესობა გააჩნიათ „ნაწარმოებ მტკიცებულებებთან ‘’ შედარებით

·        ამიტომ,სასამართლომ ჯერ უნდა გამოიკვლიოს „პირველადი მტკიცებულებები’’[ივარაუდება რომ ამით უფრო სწორად და სრულად იქნება აღქმული „ფაქტი’’,რადგან „პირველადი მტკიცებულებები’’ ყოველთვის პირველწყაროდან“ წარმოიშობა[!]

·        „პირველადი მტკიცებულება’’ არის „ნამდვილი’’[ანუ უტყუარი] „დოკუმენტი“,ან „სხვა’’ სახის რაიმე უტყუარი მტკიცებულება

·        „ნაწარმოები მტკიცებულება’’  „პირველადი მტკიცებულების’’[ანუ დედნის] საფუძველზე წარმოიშობა

·        თუმცა,ეს გარემოება არ გამორიცხავს „წარმოებული მტკიცებულების’’[ასლის] გამოყენებას სასამარტლო პროცესში,ვინაიდან ასეთი მტკიცებულებაც შეიძლება იყოს „უტყუარი’’[ნამდვილი]

·        თუმცა,„წარმოებული მტკიცებულების’’[ასლის] გამოყენებას საჭიროა მეტი სიფრთხილე სასამარტლოს მხრივ.

·       საერთოდ, „პირველადი მტკიცებულებაც ’’ და „წარმოებული მტკიცებულებაც’უნდა შეამოწმოს სასამართლომ მატი „უტყუარობის’’ კუთხით [!]

·        ყურადღება:

·        „წარმოებული მტკიცებულების’’ გამოყენების შემდეგი წესებია დადგენილი „სასამართლო პრაქტიკაში’’:

a.      „წარმოებული მტკიცებულება ‘’ შეიძლება იყოს „თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია: ა)ქსეროასლი ბ)სადავო ნივტის ფოტოსურატი გ)ნახაზი და სხვა

b.      თუ უნობია „ინფორმაციის პირველწყარო’’,მაშინ სახეზე არ გვექნება არც „წარმოებული მტკიცებულება’’[მაგ. თუ მოწმე ვერ ასახელებს ცნობების მიღების წყაროს ,სასამართლო ვალდებულია უარყოს [არ მიიღოს] ასეთი ინფორმაცია,რადგან ის ვერ ჩაიტვლება  უტყუარ „მტკიცებულებად’’

c.      რაც უფრო ბევრი „შუალედური წყაროა’’ „პირველად ‘’ და „წარმოებულ’’ მტკიცებულებებს შორის,ანუ რაც უფრო დაშორებულია წარმოებული მტკიცებულება პირველადისგან,მიტ უფრო დიდია მისი უზუსტობის ალბათობა[!][იხ. ამაზე https://axalikakhetitours.blogspot.com/2021/02/blog-post_72.html აუცილებელი წასაკითხი]

 

d.     სასამართლო პრაქტიკაში უპირატესობას ანიჭებენ „პირველად მტკიცებულებებს’’[დედნებს] .“წარმოებული მტკიცებულებები’’[ასლები] კი სასამართლოს შეუძლია გამოიტხოვოს მხოლოდ მაშინ,როცა ხელთ არ აქვს[არ არსებობენ] „პირველადი მტკიცებულებები’’; ამიტომ, სამართალწარმოებაში კონკრეტულ საქმეზე „პირვანდელი’’ და „წარმოებული ‘’ მტკიცებულებების ერთდროულად გამოყენებას აზრი არ აქვს და „დაუშვებელია’’ [!]

3. მტკიცებულებათა კლასიფიკაცია „პირველწყაროს მიხედვით’’

ე) „პირადი მტკიცებულებები’’

·        „პირადი მტკიცებულებები’’ ეს ისეთ მტკიცებულებებია რომელთა პირველწყაროები არიან ადამიანები: ა)მხარეები ბ) მე-3 პირები გ) წარმომადგენლები დ) მოწმები ე) ექსპერტები ვ) ამა თუ იმ „დოკუმენტის’’ შემდგენლები

ვ)  „ნივთიერი მტკიცებულებები’’

·        „ნივთიერი მტკიცებულებები’’ მაშინ არის სახეზე ,როდესაც „ცნობები ფაქტების შესახებ’’ ასახულია საგნებზე ანუ ნივთებზე

·        არსებობს : ა) „წერილობითი მტკიცებულებები’’ და ბ)“ნივთიერი მტკიცებულებები“

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები