ინფორმაციის გადამოწმება აუცილებელია
ინფორმაციას ვიდრე შენამდე მოაღწევდეს სხვა ადამიანები:
· კარგავენ (როცა რთული იყო და ვერ გაიგეს ან როცა გრძელი იყო და შეამოკლეს)
· მალავენ (როცა მათთვის არახელსაყრელია )
· ცვლიან (როცა რთულია,გრძელია ან არახელსაყელია მათთვის)
· ამატებენ საკუთარს (დაკარგული სიტყვების და აზრების ნაცვლად)
რატომ ხდება ასე ?
იმიტომ რომ ინფორმაციის გადაცემაში ჩართული თითოეული მონაწილე მიღებულ(მასთან მოსულ ) ინფორმაციას საკუთარი ემოციების და განწყობების ფილტრში ატარებს.
ეს ფილტრი კი ყველას სხვადასხვანაირი აქვს.ანუ ერთი და იგივე ინფორმაციას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს .
ამოტომაასაჭირო კრიტიკული აზროვნება; კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ეჭვის ქვეშ აქყენებს მთელ იმ ინფორმაციას რასაც ღებულობს ;
კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი უპირველეს ყოვლისა ახდენს მასთან მოსული ინფორმაციის წყაროს შემოწმებას;( ვინ იყო პირველწყარო,რამდენი ხელში და ვის ხელში გაიარა ინფორმაციამ ვიდრე მასთან მიაღწევდა)
შემდეგ უკვე მოწმდება ხომ არ გვაწვდიან დამახინჯებულ ინფორმაცის;
ასევე ხდება გამორკვევა მოწოდებული ინფორმაცია დამახინჯებულია(გაყალბებულია) შემთხვევით(უვიცობით) თუ დამახინჯებულია განგებ( და რა ინტერესი დგას ამის უკან);
კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის მოტყუება და გაცურება ძალიან ძნელია,რადგან ის არასოდეს ვიღაცას ცარიელ სიტყვაზე არ ენდობა .კრიტიკულად მოაზროვნე ვიღაცის ბრმა რწმენით არ მოქმედებს;
კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობა მნიშვნელოვნად დაბალია,ვიდრე ნაკლებად წინდახედული (არა კრიტიკულად მოაზროვნე,მიმნდობი,გულუბრყვილო ,ჩლუნგი) ადამიანების მიერ;
კრიტიკული აზროვნება ადამიანის თანდაყოლილი თვისება არ არის;
კრიტიკული აზროვნება ვითარდება ან პირიქით დეგრადირებს ადამიანის ცხოვრების მანძილზე;
Комментарии
Отправить комментарий