მუხლი -„კომუნიკაცია მხარეთა შორის“

 


·        მხარეთა კომუნიკაციის შესახებ  სახელშეკრულებო პირობები ითვალისწინებს მათ შორის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაციის განხორციელების წესს

·         ამ მუხლს მნიშვნელობა მიენიჭება შესაძლო დავის  სასამართლო განხილვის ეტაპზე მხარეთა მიერ ამა თუ იმ შეტყობინების განხორციელების მტკიცებისას სასამართლოში.

·         კომუნიკაციის შესახებ'' რაიმე „სპეციალური პირობების მითითება ყველა ტიპის ხელშეკრულებისთვის შეიძლება არ იყოს სავალდებულო.[ანუ ეს მუხლი ყველა შეტანხმებისთვის არაა სავალდებულოო]

·         მაგალითად, შეთანხმებაში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, რომელიც კონკრეტულ საკითხზე შეთანხმების ფაქტობრივად, დადასტურებას  გულისხმობს

·        ამ შეთანხმებით მხარეთა დამატებითი საკომუნიკაციო მონაცემები შეიძლება არ განისაზღვროს, რადგან მხარეები დამატებით ვალდებულებებს ამ შეთანხმებით არ კისრულობენ და შემდგომში ერთმანეთთან კომუნიკაციას არ ისახავენ მიზნად.

·        მხარეთა კომუნიკაციის შესახებსახელშეკრულებო  პირობები უნდა მოიცავდეს კომუნიკაციის განხორციელების ფორმას, რომელიც მიზანშეწონილია, განისაზღვროს წერილობით[!]

·        ასევე, რეკომენდებულია, თავად წერილობითი ფორმის განხორციელების საშუალებების გათვალისწინებაც.

მაგალითად კომუნიკაცია საფოსტო გზავნილით ან/და კურიერით ან/და ელექტრონული კომუნიკაციების გამოყენებით. [!]

·        თუ მხარეთა  საკომუნიკაციო რეკვიზიტები ხელშეკრულების შესავალ ან დასკვნით ნაწილში არ არის განსაზღვრული, რეკომენდებულია, მათი მითითება კომუნიკაციის შესახებ შესაბამის მუხლში

·        და იმავე მუხლში , მხარეების ვალდებულების განსაზღვრა, ნებისმიერი საკომუნიკაციო რეკვიზიტის ‘’ ცვლილების შესახებ შეტყობინების განხორციელებისა და შეტყობინების განუხორციელებლობის შედეგების შესახებ.

 

მაგალითი 75:  კომუნიკაცია მხარეთა შორი

შენიშვნა:

საილუსტრაციოდ წარმოდგენილია სოლომონ დიდებულიძესა და შპს „შაქროეულს“ შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მე-8 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს კომუნიკაციის შესახებ პირობებს.

                             მუხლი 8. კომუნიკაცია მხარეთა შორის

 

8.1. თუ ხელშეკრულება არ ადგენს კომუნიკაციის სხვა ფორმას კონკრეტულ საკითხზე ან თუ მხარეები არ შეთანხმდებიან კომუნიკაციის განსხვავებულ წესზე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაცია მხარეთა შორის წარმოებს წერილობითი ფორმით ხელშეკრულების 8.3. პუნქტით განსაზღვრულ მხარეთა საკონტაქტო რეკვიზიტებზე ან სხვა ნებისმიერ საკონტაქტო რეკვიზიტზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორე მხარეს წერილობით წინამდებარე მე-8 მუხლით დადგენილი წესით.

 

 8.2. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს წერილობით კურიერის ან საფოსტო გზავნილის ან ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ხელშეკრულების 8.3. პუნქტით განსაზღვრულ მხარეთა საკონტაქტო რეკვიზიტ(ებ)ზე ან ხელშეკრულების 8.4. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – მხარის იმ უკანასკნელ საკონტაქტო რეკვიზიტ(ებ)ზე, რომელსაც მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს წინამდებარე მე-8 მუხლით დადგენილი წესით.

 

8.3. ხელშეკრულების საფუძველზე კომუნიკაციის მიზნებისათვის გამოიყენება მხარეების შემდეგი საკონტაქტო რეკვიზიტები:

 

 8.3.1.გამყიდველის საკონტაქტო რეკვიზიტები: მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 400, ბ. 8 ელ.ფოსტა: Solomondidi999@gmail.com ტელეფონი: 1999 9999987

 

 8.3.2.მყიდველის საკონტაქტო რეკვიზიტები: მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. 500, I სართული საკონტაქტო პირი: სახელი, გვარი: შაქრო შარიქაშვილი თანამდებობა: დირექტორი ელ.ფოსტა: Shakrosharika456@gmail.com ტელეფონი: 8764 8882229

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები