მუხლი „ხელშეკრულების მიზანი ‘’
მუხლი „ხელშეკრულების მიზანი ‘’
· „ხელშეკრულების მიზნის“ შესახებ მუხლი ხელშეკრულებაში საჭიროების მიხედვით შეიტანება , [როდესაც მიზანზე მითითება არსებითი მნიშვნელობისაა]
·
მაგალითად, იჯარის ხელშეკრულებით საიჯარო
ქონებით სარგებლობის მიზანი შეიძლება ა)დაკონკრეტდეს ან ბ)შეიზღუდოს ან
გ)განისაზღვროს, რომ „საიჯარო ქონებით სარგებლობა დასაშვებია
კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი მიზნით’’.
მაგ. ხელშეკრულების მიზანი
|
მაგალითი 1. მუხლი
2. ხელშეკრულების მიზანი 1.1. „საიჯარო ფართი“ „მოიჯარეს“ გადაეცემა ნებისმიერი კომერციული და ეკონომიკური
საქმიანობისათვის, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით (შემდგომში
„იჯარის მიზანი“). |
|
შენიშვნა: საქმიანობა შეზღუდულია „კომერციული
და ეკონომიკური საქმიანობით“, თუმცა შეუზღუდავია საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული
„კომერციული და ეკონომიკური საქმიანობის“ ფარგლებში. |
|
მაგალითი 2. მუხლი 2. ხელშეკრულების მიზანი 1.1. „საიჯარო ფართი“ „მოიჯარეს“ გადაეცემა მხოლოდ სამედიცინო საქმიანობის
განხორციელების მიზნებისათვის (შემდგომში „იჯარის
მიზანი“). |
|
შენიშვნა: განსაზღვრულია „კონკრეტული საქმიანობა’’ და მხოლოდ ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენება
საიჯარო ფართი. |
|
მაგალითი 3. მუხლი
2. ხელშეკრულების მიზანი 1.1. „საიჯარო ფართი“ „მოიჯარეს“ გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული
ნებისმიერი საქმიანობის განხორციელების მიზნებისათვის, გარდა სამედიცინო საქმიანობისა
(შემდგომში „იჯარის მიზანი“). |
|
შენიშვნა: საქმიანობა შეზღუდულია მხოლოდ სამედიცინო
საქმიანობით, შესაბამისად, საიჯარო ფართის გამოყენება შეიძლება საქართველოს
კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობისათვის,
გარდა სამედიცინო საქმიანობისა |
|
|
იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების
საგანსა და ხელშეკრულების მიზანში
ასახული პირობები ურთიერთდაკავშირებულია, შესაძლებელია ხელშეკრულების მიზანი არ გამოიყოს დამოუკიდებელ მუხლად და მისი პირობა ხელშეკრულების საგნის
ერთ-ერთ პუნქტად ჩამოყალიბდეს.
მაგ4. ხელშეკრულების მიზანი/შედარება
|
იჯარის ხელშეკრულებაში „ხელშეკრულების მიზნის“ შესახებ
ცალკე მუხლი |
იჯარის ხელშეკრულებაში ხელშეკრულების მიზნის შესახებ
პირობა ჩამოყალიბებულია მუხლ „ხელშეკრულების საგანში’’ |
|
მუხლი
1. ხელშეკრულების საგანი 1.1. „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად
„მეიჯარე“ გადასცემს, ხოლო „მოიჯარე“ დროებით სარგებლობაში იჯარით იღებს „მეიჯარის“
საკუთრებაში არსებულ. ქ. თბილისში, ნატახტარის შესახვევი 1-ში მდებარე კომერციულ
ფართს (ს/კ 99.99.00.000.000.00.000), სულ 120 კვ.მ. (შემდგომში „საიჯარო ფართი“).
მუხლი 2.
ხელშეკრულების მიზანი 2.1. „საიჯარო ფართი“ „მოიჯარეს“ გადაეცემა
ნებისმიერი კომერციული და ეკონომიკური საქმიანობისათვის, რომელიც არ არის აკრძალული
საქართველოს კანონმდებლობით (შემდგომში „იჯარის მიზანი“). |
მუხლი
1. ხელშეკრულების საგანი 1.1. „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად
„მეიჯარე“ გადასცემს, ხოლო „მოიჯარე“ დროებით სარგებლობაში იჯარით იღებს „მეიჯარის“
საკუთრებაში არსებულ. ქ. თბილისში, ნატახტარის შესახვევი 1-ში მდებარე კომერციულ
ფართს (ს/კ 99.99.00.000.000.00.000), სულ 120 კვ.მ. (შემდგომში „საიჯარო ფართი“).
1.2. „საიჯარო ფართი“ „მოიჯარეს“ გადაეცემა
ნებისმიერი კომერციული და ეკონომიკური საქმიანობისათვის, რომელიც არ არის აკრძალული
საქართველოს კანონმდებლობით (შემდგომში „იჯარის მიზანი“). |
სავარჯიშო #17 (პასუხის გარეშე)
|
საქართველოს მოქალაქე გიორგი დევდარიანს, როგორც გამქირავებელსა და საქართველოს
მოქალაქე შალვა შალვაშვილს, როგორც დამქირავებელს, შორის 2024 წლის 01 თებერვალს
იდება ქირავნობის ხელშეკრულება 2 წლის ვადით. ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად,
დამქირავებელს დროებით სარგებლობაში, ქირის გადახდის სანაცვლოდ გადაეცემა გიორგი
დევდარიანის საკუთრებაში არსებული ფართი ინვენტარის გარეშე, სულ 250 (ორას ორმოცდაათი)
კვ.მ. (ფართის შესახებ ინფორმაცია იხ. დანართი #7). მხარეები თანხმდებიან, რომ ქირავნობის ფართის გამოყენება დასაშვებია
მხოლოდ საცხოვრებელი მიზნებისათვის და მხოლოდ დამქირავებლისა და მისი ოჯახის წევრების
– მეუღლისა და ორი შვილისათვის. რეკვიზიტები: (1) გიორგი დევდარიანის მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაცია
არის შემდეგი: პირადი ნომერი: 99999002582; მის: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 400, ბ.
8; ელ.ფოსტა: devdarianididiGeorge999@gmail. com; ტელეფონი: 1999 8899987; საბანკო
ინფორმაცია: ბანკის დასახელება: სს „ეიბისი ბანკი“; ბანკის კოდი: ABC577; ანგარიშის
ნომერი: ABC12345678901333; (2) შალვა შალვაშვილის მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაცია
არის შემდეგი: პირადი ნომერი: 99999002999; მის: თბილისი, ხეთაგურის ქ. 400, ბ.
56; ელ.ფოსტა: shalvashalvashalvashvili9@gmail.com; ტელეფონი: 1999 5599987; საბანკო
ინფორმაცია: ბანკის დასახელება: სს „ეიბისი ბანკი“; ბანკის კოდი: ABC577; ანგარიშის
ნომერი: ABC12345678901444. დავალება: შეადგინეთ ქირავნობის ხელშეკრულების
შესავალი ნაწილი, ძირითად ნაწილში კი განსაზღვრეთ ხელშეკრულების საგნისა და მიზნის
შესახებ სახელშეკრულებო პირობები. ამ ეტაპზე ხელშეკრულებას სრულად არ ადგენთ. |
Комментарии
Отправить комментарий