მუხლი “ ხელშეკრულების საგანი“

 

 მუხლი “ ხელშეკრულების საგანი

·        როგორც წესი, „საშუალო სირთულის“ ან „რთული“ ფორმატით ხელშეკრულების სტრუქტურირებისას, ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი იწყება პირველ მუხლად დანომრილი ხელშეკრულების საგნის შესახებ მუხლით, [თუ ხელშეკრულება არ განსაზღვრავს მუხლს „ტერმინთა განმარტების“ შესახებ.]

 უკანასკნელ შემთხვევაში, მუხლი „ხელშეკრულების საგანი“ განისაზღვრება „ტერმინთა განმარტების“ მუხლის შემდგომ.[ანუ ექნება მე-2 ნომერი]

·         ლოგიკურია, რომ ხელშეკრულების შინაარსის’’ განსაზღვრის შემდეგ  მხარეთა შორის შეთანხმებული არსებითი პირობები, როგორც წესი, იწყება „ხელშეკრულების საგნად“ დასათაურებული მუხლით (მხოლოდ „შედარებით რთული“ ან „რთული“ ფორმატით სტრუქტურირებისას).

·        თავად მუხლის სათაურიდან გამომდინარე, მუხლში ლაკონიურად განისაზღვრება იმგვარი დებულებები, რომლებიც მოკლედ ასახავს ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას[!] და გვაწვდის ზოგად ინფორმაციას პირობებზე,[!] რომელთა დაკონკრეტება მოხდება ამ მუხლის შემდგომ  მუხლებში, პუნქტებსა თუ ქვეპუნქტებში.

·        „ხელშეკრულების საგნის“ მუხლის დებულებების ფორმულირება შეიძლება სხვადასხვანაირად  განხორციელდეს.

 

მაგ1.

ხელშეკრულების საგანი შრომით ხელშეკრულებაში „ტერმინთა განმარტების“ მუხლის არსებობისა

 

მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი

 

2.1. „ხელშეკრულების“ საგანია „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად „დასაქმებულის“ მიერ „დამსაქმებლის“ სასარგებლოდ „სამუშაოს“ შესრულება „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული ანაზღაურების სანაცვლოდ.

როგორც ვხედავთ ,2.1. პუნქტი ლაკონიურად აყალიბებს ინფორმაციას ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების შესახებ – ხელშეკრულება შრომითი ხელშეკრულებაა და, შესაბამისად, უკვე დასაწყისშივე ცნობილია, რომ ეს  ხელშეკრულება’’ დაარეგულირებს შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ მხარეთა შორის შეთანხმებულ არსებით პირობებს.

 

მაგ.2: ხელშეკრულების საგანი’’ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაშ

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

 

1.1. ხელშეკრულების საფუძველზე ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით გამყიდველი გადასცემს საკუთრების უფლებას მყიდველს მის საკუთრებაში არსებულ

1.2. მუხლით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე (შემდგომში „ნასყიდობის საგანი“), ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს გამყიდველს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის ფასი.

 

1.2. ნასყიდობის საგნის მახასიათებლებია:

 მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა ნუცუბიძე 400

• საკადასტრო კოდი: 99.99.00.000.000.00.000

• საკუთრება: ბინა 18; ფართი 107.30 კვ.მ.

შენიშვნა:

ხელშეკრულების საგანში’’  ჩამოყალიბებული პირობები ლაკონიურად განსაზღვრავს ინფორმაციას ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების შესახებ კერძოდ,ეს ხელშეკრულება დაარეგულირებს მხარეთა შორის უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამასთანავე, იქვე აკონკრეტებს ნასყიდობის საგანს, რომელზედაც, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, უნდა განხორციელდეს საკუთრების უფლების გადაცემა.

 

მაგ.3  ხელშეკრულების საგანი’’ სუროგაციის ხელშეკრულებაშიტერმინთა განმარტების“ მუხლის არსებობისა[ყურადღება მიაქციე მუხლის ნომერს]

 

მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი

 

2.1. ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად:

 

2.1.1.სუროგატი დედა კისრულობს ვალდებულებას, მის მიერ გამოხატული თავისუფალი და ინფორმირებული ნებისა და მზადყოფნის საფუძველზე, დაორსულდეს ემბრიონ(ებ)ის გადატანის გზით, მუცლად ატაროს და გააჩინოს ბავშვ(ებ)ი პოტენციური მშობლებისათვის გადასაცემად კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვით; და

 

2.1.2.პოტენციური მშობლები კისრულობენ ვალდებულებას, გადაუხადონ სუროგატ დედას ხელშეკრულებით დადგენილი ანაზღაურება ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით და უზრუნველყონ ის პირობები, რომლებიც აუცილებელია სუროგატი დედის ორსულობისა და მშობიარობისათვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულის შესაბამისად.

შენიშვნა:

ხელშეკრულების საგანში’’ ჩამოყალიბებული პირობები ლაკონიურად განსაზღვრავს ინფორმაციას ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებისა და ზოგადი ფორმულირებით ჩამოყალიბებული მხარეთა იმ ძირითადი ვალდებულებების შესახებ, რომელთა კონკრეტიზაცია განხორციელდება ხელშეკრულების დანარჩენ მუხლებსა თუ პუნქტებში.

 

 

სავარჯიშო #14 (პასუხით)

მხარეებს (გამყიდველსა და მყიდველს) შორის ფორმდება ხელშეკრულება გამყიდველის საკუთრებაში მყოფი ავტომანქანის (ლექსუს NX 300; საიდენტიფიკაციო ნომერი: JTJBARBZ2F202888304; გამოშვების წელი: 2020) ნასყიდობაზე.

 

დავალება: ჩამოაყალიბეთ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი „ხელშეკრულების ტექსტში განმარტების მეთოდით“ რამდენიმე ვარიანტად.

 

სავარჯიშო #15 (პასუხით)

საადვოკატო ბიუროსა და კლიენტს შორის იდება მომსახურების ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც საადვოკატო ბიურო გაუწევს იურიდიულ მომსახურებას კლიენტს, კერძოდ, წარმოადგენს მისი, როგორც მოპასუხის, ინტერესებს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავაში (საქმის ნომერი: 2/69784; მოსამართლე: თემიდა სამართლიანი), რისთვისაც კლიენტი ბიუროს გადაუხდის ანაზღაურებას 6000 ლარის ოდენობით.

 

დავალება: ჩამოაყალიბეთ იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საგანი „ხელშეკრულების ტექსტში განმარტების მეთოდით“.

 

სავარჯიშო #16 (პასუხის გარეშე)

მხარეებს, იპოთეკარსა და მესაკუთრეს, შორის ფორმდება იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მესაკუთრე იპოთეკით დატვირთავს უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ვაზისუბნის ქუჩა 500/36; საკადასტრო კოდი: 00.99.99.999.999.99.99.999; ფართი (მშენებარე) სართული 5, ბინა 12, 220.0 კვ.მ. იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნება იმავე მხარეებს შორის 2024 წლის 10 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამსესხებლის მოთხოვნები.

 

დავალება: ჩამოაყალიბეთ იპოთეკის ხელშეკრულების საგანი „ხელშეკრულების ტექსტში განმარტების მეთოდით“

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები