სამოქალაქო საპრპცესო სამართლის „შეჯიბრებითობის პრინციპი’’
·
„შეჯიბრებითობის პრინციპის ’’ შინაარსის ცალკეულ ასპექტებს შეიცავენ
სსსკ-ის 83-ე,102-ე ,127-ე, 133-ე ,134-ე ,136-ე და სხცა მუხლები
·
„საქმისთვის მნიშვნელოვანი
გარემოებების
მტკიცების ტვირთი’’[ანუ ვადებულება და ამ ვალდებულების
შედეგები] გათვალისწინებულია სსსკ-ის 102-ე,103-ე ,127-ე ,133-ე,166-ე ,167-ე,169,171-ე,172-ე
,173-ე ,178-ე,201-ე,275-ე და სხვა მუხლებით.
ხ
·
„შეჯიბრებითობა’’ - შედავებას და გამარჯვებისკენ სწრაფვას ნიშნავს[!]
·
სამოქალაქო საქმეთა განხილვა და
გადაწყვეტა სასამართლოში ხორციელდება მხარეთა“თანასწორობის ‘’ და „შეჯიბრებითობის’’
საფუძველზე.[ამას
განამტკიცებს კონსტიტუციის 62-ე მუხლი და სამოქალაქო საპეოცესო კოდექსის მე-4 მუხლი]
ხ
·
„შეჯიბრებითობა’’ მხარეთა მიერ წარმოდგენილი „მტკიცებულებების შეჯიბრს’’ გულისხმობს და არა თავად მხარეთა შეჯიბრს[!]
ხ
·
სასამართლო ხელმძღვანელობს „მტკიცებულებების შეჯიბრს’’
და ქმნის პირობებს საქმის „ფაქტობრივი გარემოებების’’ დადგენისათვის
·
ამისატვის სასამართლომ[მოსამართლემ] უნდა დაიცვას: დამოუკიდებლობა,ობიექტურობა და მიუკერძოებლობა[!]
ხ
·
სამოქალაქო პროცესის მხარეებს ურთიერთსაწინაღმდეგო მატწერიალურ-სამართლებრივი
იმტერესები აქვთ სამოქალაქო პროცესში[!]
·
როდესაც მოსარჩელე მიმართავს სასამართლოს მოპასუხის
მიერ დარღვეული სამოქალაქო უფლების აღდგენის თხოვნით,სასამართლომ უნდა გაარკვიოს:
a.
მართლა ეკუთვნის ამ მოსარჩელეს ის უფლება,რომლის აღდენასაც
ის ითხოვს თუ არა
b.
[და თუ ეკუთვნის] დაურღვია თუ არა მას ამ მოპასუხემ ეს უფლება
თუ არა
c.
მხოლოდ იმის შემდეგ,რაც დარწმუნდება ,რომ ეს ორივე საკითხი
დადებითად წყდება,სასამართლომ უნდა „შეუფარდოს კანონი’’ და „დააკმაყოფილოს მოთხოვნა’’
მაგ.
თუ ერთი პირი მეორისგან ითხოვს თანხას, უნდა გამოირკვეს
:
1) რა „იურიდიული
ფატიდან’’ წარმოიშვა ეს მოთხოვნა- სესხიდან,ზიანის მიყენებიდან,თუ სხვა საფუძვლიდან
2) რით მკიცდება
ეს. „მტკიცების რომელი საშუალებით’’
თუ გაირკვევა,რომ „მოთხოვნის საფუძველი’’
არის „სესხის ხელშეკრულება’’,მოპასუხეს შეუძლია განაცხადოს,რომ მან უკვე გადაიხადა
ვალი და წარადგინოს ამის „მტკიცებულება’’
მოპასუხეს შეუძლია უპასუხოს,რომ ეს „მტკიცებულება’’ ყალბია ან ნამდვილია
მაგრამ შეეხება სულ „სხვა’’ ვალს და ა.შ.
ხ
·
ყოველ „სამოქალაქო პროცესში’’ უნდა გამოირკვეს:
ა) „საქმის ფატობრივი მხარე’’ -ანუ „ფატობრივი გარემოებები’’ ე.ი.
„იურიდიული ფაქტები’’,საიდანაც მხარეების ურთიერთ
მოთხოვნები გამომდინარეობს და ამ ფაქტების „დამამტკიცებელი საბუთები’’
და
ბ)„საქმის იურიდიული მხარე’’-ანუ რომელი კანონი მიუდგება
„გამორკვეულ ფაქტობრივ გარემოებას’’
·
„საქმის იურიდიული მხარის’’ გამორკვევა ,სათანადო კანონის
მონახვა და შეფარდება სასამართლოს[მოსამართლის] მოვალეობაა.
·
„საქმის ფაქტობრივი
გარემოებების[რაც არის „ფაქტები’’ და „დამამტკიცებელი საბუთები’’] გამორკვევა და წარდგენა’’ კი „მხარეთა’’ მოვალეობაა
ხ
·
სასამართლოში
შეჯიბრის წესი გამოიხატება შემდეგში:
ა)თვითონ
სასამართლო საკუთარი ინიციატივით არ აგროვებს „მტკიცებულებებს’’
ბ)სამოქალაქო
საქმეს[დავას] წყვეტს მხოლოდ იმ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით,რასაც მას წარუდგენენ
მხარეები
გ)სამოქალაქო
საქმის[დავის] გადაწვეტის დროს სასამართლოს არ აქვს უფლება იხელმძღვანელოს ,“სხვა’’ ,თუნდაც მნიშვმელოვანი „მტკიცებულებებით’’,თუკი ეს მტკიცებულებები
მხარემ საქმეში არ მიუთითა.
დ)სასამართლო
ვალდებულია დაამყაროს თავისი გადაწყვეტილება მხოლოდ იმაზე ,რაც „მოთხოვნილი და დამტკიცებული იყო’’,თუნდაც ესეთი გადაწყვეტილება
ეწინააღმდეგებოდეს მის[მოსამართლის] სინდისს[!]
ხ
·
ამრიგად,სანამ პროცესში ხდება სასამართლოსთვის „ფატობრივი
მასალის’’ მიწოდება -სასამართლო[მოსამართლე] პასიურია[!],იგი თითქოს მაყურებელია
მის წინაშე მიმდინარე ბრძოლისა
·
სასამართლოს აქტიურობა იწყება,მხოლოდ მას შემდეგ რაც
ის შეუდგება მიწოდებული „ფატობრივი გარემოებების’’[ანუ „იურიდიული ფაქტების’’ და მათი
„დამამტკიცებელი საბუთების’’ ]შეფასებას და დასკვნის მომზადებას.
ხ
რას უზრუნველყოფს „შეჯიბრებითობის პრინციპი’’ ?
·
„შეჯიბრებითობის
პრინციპი’’ უზრუნველყოფს მოსასამართლესთან
„იურიდიული ფაქტების’’ და მათი „დამამტკიცებელი საბუთების’’ თავმოყრას [!]
·
„სისხლის სამართლის პროცესისგან’’ განსხვავებით „სამოქალაქო
პროცესში’’ არ არიან ჩართლნი „საგამოძიებო
ორგანოები’’
ეს
იმიტომ რომ „სამოქალაქო დავის’’ „ფაქტობრივ
მასალას’’ თვითონ მხარეები ყველა ორგანოებზე უკეთ იცნობენ.
·
ფაქტობრივ მასალებს[ფაქტებს და მათ მტკიცებულებებს] თვითონ სამოქალაქო საქმის მხარეები ფლობენ[!]
·
პირველ ყოვლისა,სწორედ მათ ევალებათ წარმოადინონ მოსამართლესთან
„მტკიცებითი მასალები’’[ანუ „მტკიცებულებები’’]და მიუთითონ საქმის „ფაქტობრივ გარემოებებზე’’
·
პირველ ყოვლისა,თვითონ
„დაინტერესებულმა პირმა’’[ანუ „სამართალურთიერთობის მხარემ’’] უნდა წინასწარ იზრუნოს
,რომ
მომავალში „უფლების შესახებ დავის წარმოშობის“ შემთხვევაში
ხელთ ჰქონდეს :ა) გარიგების დადების ბ)მის
მიერ ვალდებულების შესრულების და ა.შ. დამადასტურებელი „მტკიცებულებები’’. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
102-ე მუხლი და ა 103-ე მუხლი სწორედ ამაზრე
მიგვანიშნებენ
მუხლი 102. მტკიცების ტვირთი. მტკიცებულებათა დასაშვებობა
+
1.
თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
2.
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
3.
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მუხლი 103. მტკიცებულებათა შეგროვება
1.
მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
2.
თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.
3.
კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.
4.
საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით.
ხ
·
თუ მხარის მიერ წარმოდგრნილი მტკიცებულება არ არის საკმარისი „საქმისთვის მნიშვნელოვანი „იურიდიული ფაქტის’’
დასამტკიცებლად ,მაშინ სასამარტლო შესტავაზებს მხარეებს წარმოადგინონ „დამატებითი მტკიცებულებები’’
·
ან სასამართლო
თვითონ გამოითხოვს ,თვითონ მოაგროვებს „მტკიცებულებებს’’ მხარის მიერ სასამართლოს
წინაშე დაყენებული „შუამდგომლობის საფუძველზე’’,თუ მხარეს არ შეუძლია „მტკიცებულებათა
წარდგენა’’ -ასაკის,ავადმყოფობის ან სხვა გარემოების გამო [!]
ხ
სასამართლოს
დახმარება „მტკიცებულებების შეგროვებაში’’ [წესები]
·
სასამართლო ვალდებულია დაეხმაროს აქმის მონაწილე პირებს
არა მარტო „დამატებითი მტკიცებულებების’’ არამედ „ნებისმიერი [მათ შორის ძირითადი]
მტკიცებულებების’’ შეგროვებაშიც,როცა მათი მოპოვება და წარდგენა პირისთვის გართულებულია[იხ.სსსკ-ის 107-ე 108-ე,109-ე
,110-ე და 111-ე მუხლები]
ხ
·
სასამარტლომ უნდა გამოითხოვოს მხოლოდ ის მტკიცებულებები ,რომლებიც
პასუხობენ „დასაშვებობის’’ და „შესახებობის’’ მოთხოვნებს [იხ. სსსკ-ის 102(3)-ე და 104-ე მუხლები]
ხ
·
თუ სასამართლო ეჭვობს,რომ „ფატის აღიარება’’ მხარის მიერ მოხდა მისი[ამ მხარის] მოტყუების,იძულების,მუქარის ან შეცდომის შედეგად, „ფაქტის აღიარებას’’
სასამართლო მნიშვნელობას აღარ მიანიჭებს და
ასეთ
შემტხვევაში ეს საეჭვო „აღირებული ფაქტი’’ უნდა „დამტკიცდეს ‘’ საერთო წესების მიხედვით[ იხ. სსკის 131 და
133-ე მუხლები]
ხ
·
მთელი საქმისწარმოება სმოქალაქო საქმეზე მიმდინარეობს:
ა)„დავის’’ ფორმით[!],ბ)კანონით დადგენილი
საპროცესო წესების დაცვით[!] და გ)პროცესის მონაწილეთათვის მინიჭებული უფლებების და
ვალდებულებების გამოყენებით[!]
·
ამასთან „დავას’’ -აქვს შეჯიბრებითობის ხასიათი[ანუ თითოეული
მხარე ცდილობს სასამართლოს წინასე დაამტკიცოს ის
„ფაქტობრივი გარემოებები’’,რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნებს[ამას ცდილობს მოსარჩელე] თუ შესაგებელს[ხოლო ამას
ცდილობს მოპასუხე]
·
მართალია სსსკ-ის მე-4 და 103-ე მუხლით დადგენილი წესების
ადრესატები „მხარეები’’ არიან,მაგრამ ეს
იმას არ ნიშნავს ,რო „შეჯინრებითობის პრინციპის’’ მოქმედება არ ვრცელდება პროცესის
„სხვა’’ მონაწილებზეც.ისინიც ვალდებულები არიან „დაამტკიცონ’’ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებზეც ამყარებენ თავიანთ პოზიციებს.
მაგ.1“დამოუკიდებელი
მოთხოვნის’’ უფლების მქონე მე-3 პიმა’’ უნდა დაამტკიცოს[დასაბუთოს] თავისი „მოთხოვნის საფუძველი’’[!][ვინაიდან მას
ზუსტად ის უფლება -მოვალებები ეკისრება ,რაც „მოსარჩელეს’’]
მაგ.2“დამოუკიდებელი
მოთხოვნის’’ უფლების არმქონე მე-3 პიმა’’ უნდა დაამტკიცოს ის „ფაქტები’’ ,რომლებიც გავლენას
ახდენენ პროცესში მის მხარესთან ურთიერთობაზე
მაგ.3 ის პირები რომლებიც აღძრავენ სარჩელს თავიანტი სახელით,მაგრამ
„სხვა პირების უფლებების დასაცავად’’ მოვალენი არიან დაამტკიცონ „მოთხოვნის საფუძველი’’
ხ
·
„შეჯიბრებიტობის
პრინციპის’’ საფუძველზე :
a.
მხარეები აქტიურობენ პროცესში ,თავიანტი უფლებების დაცვის
მიზნით
b.
მიუთითებენ საქმის „ფაქტობრივ გარემოებებზე’’
c.
წარმოადგენენ მტკიცებულებებს
d. მონაწილეობენ
„მტკიცებულობების’’ განხილვაში
e.
შუამდგომლობენ[სასამართლოსთან]
f.
აზრს გამოთქვამენ
მთლიანად საქმის[დავის] შესახებ
g.
აზრს გამოთქვამენ
ცალკეული საკითხების შესახებ,რომელიც
პროცესს ეხება
ხ
·
მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით:
ა)დასააბუთონ თავიანთი მოთხოვნები,ბ)უარყონ თუ გააქარწყლონ მე-2 მხარის მიერ წამოყენებული
მოთხოვნები,მოსაზრებები,მტკიცებულებები
·
მხარეები თვიტონ განსაზღვრავენ რომელი „ფაქტი’’ დაედოს საფუძვლად მათ „მოთხოვნებს’’[ალბათ
ის რომლის დამტკიცებაც არ გაუჭირდებათ] და რომელი „მტკიცებულებებით’’ უნდა დადასტურდეს
ეს „ფაქტები’’
ხ
·
„შეჯიბრებითია’’ არა მხოლოდ „მტკიცებულებების’’ წარდგენა
და გამოკვლევა,არამედ მთელი „სამოქალაქო პროცესი’’
მიმდინარეობს „დავის ფორმატით’’
·
სამოქალაქო სამარტალწარმოების წესები იმგვარად არის
მოწესრიგებული,რომ სასამართლოს მიერ ნებისმიერი
საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია იმ
კონკრეტული საკითხის პროცესში მონაწილე ყველა
პირის მიერ
მხოლოდ [!]
ყოველმხრივი განსჯის შემდეგ[!] [იხ სსსკ-ის 83-ე ,127-ე ,217-ე ,და
228-ე მუხლები]
ხ
·
„შეჯიბრებითობის პრინციპი’’ მჭიდროდაა დაკავშირებული
„კანონიერების და „დისპოზიციურობის პრინციპებტთან
·
„მხარეთა საპროცესო თანაწორუფლებიანობის ‘’ პრინციოპი
კი საერთოდ „შეჯიბრებითობის პრინციპის ‘’ საფუძველია[!]
·
„მხარეთა საპროცესო თანასწორობა’’, „შეჯიბრებითობის
პრინციპის’’ განხორციელების წინაპირობაა ,[მხოლოდ მაშინ ეძლევათ მხარეებს „მტკიცებულებებით’’
[ანუ სამართლებრივი არგუმენტებით] შეებრძოლონ[შეეჯიბრონ] ერთმანეთს პროცესში,როდესაც მათ
თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ მინიჭებული,მხოლოდ მაშინ აქვს შებრძოლებას აზრი საკუთარი უფლებების და ინტერესების
დასაცავად,როდესაც მხარეები ერთნაირ სამართლებრივ პირობებში არიან ჩაყენებული და თანაბარი საპროცესო უფლებებით სარგებლობენ[!]
ხ
ყურადღება:
სამოქალაქო საპროცესო სამარტლის „შეჯიბრებითობის პრინციპი’’ შეიძლება წინააღმდეგობაში
შევიდეს „სამართლიანობასთან’’ ეს ხდება მაშინ,როცა:
„სამოქალაქო პროცესის მხარეები თანაბარი შესაძლებლობების მქონე
მოწინააღმდეგენი არ არიან,თუ მაგალითად ერთი მხარეს წარმოადგენილია განათლებული,ხოლო
მეორე მხარეს- უმეცარი ადამიანი,ან თუ ერთ მხარეს ეხმარება გამოცდილი და მცოდნე ადვოკატი
,ხოლო მეორე მხარე თავს იცავს პირადად ,არ გააჩნია სამართლებრივი ცოდნა და სასამართლო
პროცესში გამოდის პირველად ,მაშინ „შეჯიბრებითობის
პრინციპი’’ იქნება მხოლოდ „ძლიერი მხარის’’ ზეიმი „სუსტ მხარეზე’’,მდიდრისა,რომელსაც
შესაძლებლობა აქვს დაიქირავოს კარგი ადვოკატები,ღარიბზე,რომელიც იძულებულია თავისი
საქმე თვითონ აწარმოოს,ეს კი ეწინააღმდეგება სამართლიანობას’’
·
სწორედ ამიტომ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია
„სუსტი მხარის’’ დაცვის გარანტიები - მაგ. „კანონიერების
პრინციპი’’
ხ
·
ასევე თუ „სუსტ მხარეს’’ არ შეუძლია წამოადგინოს „მტკიცებულება’’,მაშინ
მისი
შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო
თავად გამოითხოვს „მტკიცებულებებს’’
ხ
·
ასევე მოსამართლე წარმართავს „შეჯიბრებითობას’’,რათა
უზრუნველყოს მხარეთა თანაბარ პირობებში ყოფნა[!]
ხ
·
ხოლო თუ მხარეს არ შეუძლია „ადვოკატის ხარჯების’’ ანაზღაურება
,მაშინ სასამართლო ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვევს ადვოკატს
სახელმწიფოს
ხარჯზე,თუ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა საქმეში
მიზანშეწონილია [სსსკ-ის მუხ. 47-ე]
მუხლი 47. სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან განთავისუფლება სასამართლოს მიერ
+
1. სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
2. თუ მხარე გადახდისუუნაროა და, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ამ საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა მიზანშეწონილია, სასამართლოს უფლება აქვს, აღნიშნული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლით დადგენილ ფარგლებში დანიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება და მიმართავს იურიდიული დახმარების სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით. ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის წესი და პროცედურა განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის შესახებ.
22. იურიდიული დახმარების სახელმწიფოს ხარჯზე გაწევისათვის იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატისა და მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.
ამასთან დაკავშირებით ,
იხ. „სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის’’ ვებ-გვერდი: https://www.legalaid.ge/ka/p/123/general-conditions
ხ
სასამართლოს როლი და ადგილი
„შეჯიბრებითობის პრინციპის’’ განხორციელებისას
·
„შეჯიბრებითობის პრინციპის’’ განხორციელების დროს კანონი
განსაზღვრულ როლს და ადგილს
მიუჩენს სასამართლოსაც[მოსამართლესაც],რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონიერება
·
საქარტველოს სამოქალაქო საპროცესო სამარტალში „წმინდა’’
„შეჯიბრებითობა’’ არ არსებობს[!]
·
სსსკ-ის მე-4 მუხლის[რომელიც სწორედ „შეჯიბრებითობის
პრინციპს’’ განსაზღვრავს] მე-2 ნაწილში აღნიშნულია ,რომ :
„ საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ [სხვადასხვა]ღონისძიებებს. ‘’
· მაგ. საოჯაჯახო-საქორწინო
დავების განხილვისას სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ
„ფატობრივ გარემოებათა’’ წრე.[ანუ „მტკიცების
საგანი’’ ] და მხარეტა ახსნა-განმარტებეწბის მოსმენის შემდეგ თვითონ გამოითხოვოს ის მტკიცებულებები,რომლებზეც მხარეებს „არ მიუთითებიათ’’[!][ანუ
არ წარუდგენიატ სასამარტლოსთვის]
ხ
· ასევე ,სასამარტლო „არ მიიღებს’’,“არ გამოიტხოვს’’, ან „საქმიდან ამოიღებს’’ იმ მტკიცებულებებს,რომლებსაც საქმისტვის მნიშვნელობა
არ აქვთ[!][ამას ჰქვია „სასამართლო ამოწმებს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საქმესთან
„შესახებობას’’]
ხ
· ასევე, სასამართლო
განსაზღვრავს იმ საკითხთა წრეს ,როლლებზეც საჭიროა „ექსპერტის დასკვნა’’
· სსსკ-ის
162-ე მუხლით საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს უფლება აქვს „თავისი
ინიციატივით ‘’ დანიშნოს ექსპერტიზა[ანუ მოიპოვოს ამ სახის „მტკიცებულება’’]
ხ
· „შეჯიბრებითობის
პრინციპი’’ ყველაზე ნათლად იკვეთება სსსკ-ის 102-ე და 103- ე მუხლებში.ეს მუხლები განსაზღვრავენ
იმ გარემოებათა მტკიცების წესს ,რომლებიც „მოთხოვნის’’ და „შესაგებლის’’ საფუძვლებს
წარმოადგენენ[!]
ხ
·
სსსკ-ის 83-ე მუხლით მხარეებს მინიჭებული აქვთ საპრცესო
უფლებები ,რატა მათ იაქტიურონ,დაასაბუტონ თავიანთი პოზიცია,ურყონ მოწინააღმდეგის მტკიცებულებები
და არგუმენტები[ რანუ 83-ე მუხლი არის სწორედ
„შეჯიბრებითობის’’ უზრუნველყოფა სამოქალაქო პროცესში]
ხ
„მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარის’’ შედეგები
მუხლი 136. სასამართლოსათვის წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის სავალდებულოობა
5. თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი[მხარე] გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი[ვალდებულება] გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს „წერილობითი მტკიცებულების’’ წარდგენაზე.[!]
ხ
ასეთივე წესია დადგენილი,ასეთივე
შედეგი დგება როდესაც მხარე სასამართლოს მოტხოვნით არ წარადგენს მის ხელთ
არსებულ „ნივთიერ მტკიცებულებას’’ [სსსკ-ის მუხ.157-ე]
მუხლი 157. მხარის მიერ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე უარის თქმა
+
თუ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ[ნივთიერი] მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს მის ხელთ არსებული ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე.
·
თუ მხარე თავს არიდებს „საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების
გამოკვლევას’’,რომელტა დადგენაც შესაძლებელია მხოლოდ მის ხელთ არსებული წერილობითი
ან ნივთიერი მტკიცებულებით,მხარის ასეთი მოქმედება სამართალში ფასდება როგორც „უფლების ბოროტად გამოყენება’’ ან როგორც
მხარის „უარი მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრებიტ
პროცესში’’
·
ზემოაღნიშნულ შემთხვევებში [ანუ 136-ე მუხლს მე-5 ნაწილით
და 157-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში],სასამართლოს უფლებააქვს დაადგინოს რომ
სასამართლოსთვის დამალულ“მტკიცებულებაში ასახული ცნობები საქმისთვის მნიშვნელოვანი
გარემოებების შესახებ’’, ამ მხარემ „აღიარა’’ ამას კი მოსდევს სსსკ-ის
131-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი
+
ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
ხ
·
სადავო ურთიერთობის ნორმათა ანალიზის მიხედვით სასამართლო
არკვევს თუ როგორ უნდა განაწილდეს „მტკიცების ტვირთი ‘’ პროცესის
მონაწილე მხარეებს შორის
·
სამოქალაქო კოდექსის ან შრომის კოდექსის ზოგიერთი ნორმა კი პირდაპირ მითითებებს შეიცავს ამის თაობაზე მაგ სამოქალაქო კოდექსია
1012 -ე მუხლი
ხ
·
სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
მუხლი 105. მტკიცებულებათა შეფასება
2.
სასამართლო[მოსამართლე] აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ[მტკიცებულებების] ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების’’ არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ხ
·
სასამართლო სხდომას „შეჯიბრებიტი ხასიათი’’ ,რომ აქვს
ვლინდება იმაშიც,რომ განსაზღვრული რიგითობაა დადგენილი პროცესზე მხარეთა გამოსვლისათვის,“შეჯიბრებიტობა’’
ვლინდება აგრეთვე „მტკიცებულებათა ‘’ გამოკვლევის წესში.
ხ
ყურადღება:
·
„უდავო წარმოებისთვის’’ – „შეჯიბრებითობა’’
არ არის დამახასიატებელი[!]
·
„გამარტივებული
წარმოებისთვის’’ – „შეჯიბრებითობის პრინციპი ‘’ მოქმედებს,მაგრამ ის აქ სპეციფიკური
ფორმიტ ვლინდება.
ხხხხხხ
„შეჯიბრებითობის პრინციპის’’ რეალურ ცხოვრებაში განხორციელებას ემსახურება:
a.
„სამოქალაქო პროცესში წარმომადგენელთა წრის გაფართოება’’
[სსსკ-ის 94-ე მუხლი]
b.
„მტკიცებულებების’’ ინსტიტუტი
c.
„მოწმის იუმუნიტეტი’’[მუხ.141-ე]
d. „ექსპეტიზის’’
მომწესრიგებელი ნორმები
e.
„შეტყობინების და დაბარების’’ ინსტიტუტი
f.
„ჯარიმების’’ ინსტიტუტი
g.
„აცილების’’ ინსტიტუტი[ სსსკ-ის 29-ე -36-ე მუხლები]
h. „საქმის წარმოების
შეჩერება’’ [სსსკ-ის 279-ე-283-ე მუხლები]
i.
„სარჩელის განუხილველად დატოვება’’[სსსკ-ის 275-ე-278-ე მუხლები]
j.
„საქმის შეწყვეტა’’[სსსკ-ის 272-ე-274-ე მუხლები]
k. მრავალ სხვა
ინსტიტუტი თუ ნორმა[!]
Комментарии
Отправить комментарий