8. სამოქალაქო საპროცესო სამართლის“კანონიერების პრინციპი’’ 9. სამოქალაქო საპროცესო სამართლის“დისპოზიციურობის პრინციპი’’
8. სამოქალაქო
საპროცესო სამართლის “კანონიერების პრინციპი’’
·
„კანონიერება’’ იმ საზოგადოების
ყოფის ამსახველი მდგომარეობაა
სადაც:
a. მოქმედებს არაწინააღმდეგობრივი[!]
კანონმდებლობა
b. კანონებს პატივს ცემს „ყველა’’
და ასრულებს
·
„კანონიერების’’ მტავარი ნიშანია „კანონის უზენაესობა’’
·
„კანონის დარღვევის შემტხვევაში’’ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს „დარღვეული’’
ან „სადავო’’ უფლებების დაცვა[!] ,კანონით დადგენილი „საპროცესო წესით’’ და ასევე განახორციელოს
„სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება’’
ხ
·
დაიმახსოვრე: „სამოქალაქო პროცესი’’[ანუ
სასამართლოში დავის განხილვა და გადაწყვეტა]„დარღვეული’’ ან „სადავო’’ უფლებების დაცვის
ერთ-ერთი ფორმაა[!]
ხ
·
სამოქალაქო საპროცესო სამართლის „კანონიერების’’ პრინციპი’’ „სასამართლოსგან’’ ითხოვს
,რომ მან სწორად გამოიყენოს[!]
როგორც მატერიალური სამართლის ,ისე საპროცესო სამარტლის კანონი[!]
·
სასამართლოში „საქმის სწორად განხილვა და გადაწყვეტა’’ ნიშნავს:
a. სასამართლოს მიერ იმ „იურიდიული ფაქტების’’ სწორად დადგენას და შემოწმებას
,რომელზეც „მოსარჩელე’’ ამყარებს თავის „მოთხოვნას’’[უფლებას],ხოლო „მოპასუხე’’ „შესაგებელს’’[!]
b. უტყუარად შემოწმებულ[დადგენილი]
იურიდიული ფაქტების მიმართ სათანადო კანონის[მატერიალური სამართლის ნორმის] ზუსტად
გამოყენებას[!],ანუ შეფარდებას
c. შესაბამისი „გადაწყვეტილების’’
გამოტანას
d. „სადავო იურიდიული ფაქტების’’
სწორად დადგენა
კი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
„მტკიცებულებებით’’
ხ
·
სასამართლომ თავის „გადაწყვეტილებაში’’
უნდა მიუთითოს რომელი კანონის საფუძველზე
გადაწყდა დავა
·
სასამართლო ვალდებულია მხოლოდ
კონსტიტუციის და კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტოს დავები
·
რაც შეეხება „ჩვეულებებს’’ მათ
მხოლოდ მაშინ გამოიყენებს,როცა ისინი სამართლის და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს
ან „საჯარო წესრიგს’’არ ეწინააღმდეგება[იხ. სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლი]
ხ
·
თუ „სამოქალაქო საქმის ‘’ განხილვისას სასამარტლო დაადგენს,რომ ერთმანეთს არ სეესაბამება სხვადასხვა იერარქიის
მქონე ნორმატიული აქტი,მაშინ ის გადაწყვეტილებას მიიღებს
იმ ნორმების შესაბამისად,რომლებსაც მეტი იურიდიული ძალა აქვთ[!] და ეს იქნება
„კანონიერების პრინციპის’’ შესაბამისი
ხ
·
თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით და კონვენციებით დადგენილია განსხვავებული
წესები , ვიდრე ეს გათვალიწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით
,გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებებით და კონვენციებით
დადგენილი წესები.და ეს იქნება „კანონიერების პრინციპის’’ შესაბამისი
ხ
·
სასამართლოს სამოქალაქო კოდექსი უფლებას აძლევს „სადავო სამოქალაქო ურტიერთობების’’ მოსაწერიგებლად მიმართოს „კანონის ანალოგიას’’
ან „სამართლის ანალოგიას’’ [!]და ეს იქნება „კანონიერების პრინციპის’’ შესაბამისი
ხ
·
სასამართლოში დავების გადაწყვეტა ხდება მხოლოდ
„საპროცესო კანონმდებლობით’’ დადგენილი წესებით.
და ეს არის „კანონიერების პრინციპის’’ შესაბამისი
·
ხ
·
აუცილებელია სამოქალაქო კოდექსში,
ან შრომით კოდექსში არსებული ე.წ. „საპროცესო ნორმები’’ შეესაბამებოდეს
„სამოქალაქო საპროცესო სამართლის’’
პრინციპებს[!] ამას ითხოვს „კანონიერების პრინციპი’’
ხ
·
„კანონიერების პრინციპს’’ განხორციელება უზრუნველყოფილია[გარანტირებულია]
სამოქალაქო საპროცესო სამართლის „სხვა’’ პრინციპებით,როგორებიცაა
:
a. ა)მოსამართლეთა დამოუკიდებლობის
და ბ)მხოლოდ კანონისადმი მათი მორჩილების პრინციპები
b. გ)კანონისა და დ)სასამართლოს
წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპები
c. ე)პროცესის შეჯიბრებითობის და
ვ)მხარეთა თანასწორუფლებიანობის პინციპები
d. ზ)საქმის განხილვის საქვეყნოობის
და თ)საქმის განხილვის უშუალობის პრინციპები
·
„კანონიერების პრინციპს’’ განხორციელება ასევე უზრუნველყოფილია სასამართლოს კანონიერ ძალაში
შეუსვლელი გადაწყვეტილებების აპელაციით
და კასაციით
·
ხოლო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით ან
განჩინებით დამთავრებულ საქმისწარმოებებზე
„საქმისწარმოების განახლებით’’
[შენშვნა: ეს გზები გამოიყენება
სასამარტლოს მიერ დაშვებული შეცდომების
გამოსასწორებლად და კანონიერების აღსადგენად]
ხ
·
„კანონიერების პრინციპს’’ განამტკიცების „სხვა’’ გარანტიებია:
a. „სასამართლო ვალდებულია მხარეებს
აცნობოს პროცესის დრო და ადგილი’’
b. მოსამართლის აცილების უფლება
c. პროცესზე წარმომადგენლის ყოლის
უფლება
d. კანონით ზუსტად განსაზღვრული
სარჩელის ფორმა და შინაარსი
e. სარჩელის მიღებაზე უარითქმის
საფუძვლების ამომწურავი სიის არსებობა
f. სასამართლო გადაწყვეტილების წერილობითი
ფორმის დაცვის ვალდებულება და მისი სტრუქტურის დაცვის ვალდებულება
ხ
·
„სამოქალაქო პროცესის’’ მიზანია დადგინდეს საქმის[დავის] „ფაქტობრივი გარემოებები’’ და მატ მიმართ „სწორად
იქნეს გამოყენებული’’ სამარტლის ნორმა[!]
·
იმისათვის,რომ იქნეს მატერიალური სამარტლის კანონი სწორედ გამოყენებული,უნდა
დადგინდეს: ა) რის საფუძველზე წარმოიშვა ,შეიცვალა,ან შეწყდა სამარტლებრივი ურთიერთობა
მოდავე მხარეებს შოის ე.ი. უნდა დადგინდეს „იურიდიული ფაქტები’’
·
განხორციელებულად არ ჩაითვლება „კანონიერების პრინციპი’’
თუ სასამართლო სრულად
და სწორად არ დაადგენს „ყველა ფაქტობრივ გარემოებას’’, ასევე „მხარეთა უფლება-მოვალეობებს.’’
·
საპროცესო კანონმდებლობით გატვალისწინებულია ის „მტკიცებულებები’’,რომლებითაც
ხდება დავის „ფაქტობრივი გარემოებების ‘’ დადგენა[!]
·
საპროცესო სამარტლის კანონით[კოდექსით] ასევე გატვალისწინებულა „მტკიცებულების’’ სასამარტლოსთვის
წარდგენის, მათი სხვა პირთაგან გამოთხოვის და შეფასების წესები[!]
[ ეს წესები თუ არ იქნა დაცული
ვერ ვისაუბრებთ „კანომიერების პრინციპის’’ დაცულობაზე და პროცესის კანონიერებაზე ]
ხ
·
ქმრიგაგდ, „კანონიერების პრინციპი’’ საპროცესო სამარტალში ასევე ნიშნავს ,იმას ,რომ სასამართლომ მკაცრად უნდა დაიცვას
„კანონიტ დადგენილი ფორმა’’
ე.ი. „საქმის აღძვრის’’,“პროცესის
მონაწილეტა ინფორმირბის’’ და „დაბარების’’,“საქმის მომზადების’’“სასამართლო სხდომის
წარმართვის’’,“გადაწყვეტილებატა და განჩინებათა გასაჩივრების’’ წესები[!]
[ამ წესების დარღვევა პროცესს ხდის არაკანონიერს[!] ]
ხ
9. სამოქალაქო
საპროცესო სამართლის“დისპოზიციურობის პრინციპი’’
·
სამოქალაქო პროცესის მიზანი არის ამა თუ იმ პირის უფლების დაცვა ან დარღვეული
უფლების აღდგენა[!]
ოღონდ,უფლების დაცვა
ან დარღვეული უფლების აღდგენა[!],მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ოდენობით,როდესაც და რამდენსაც მოითხოვს უფლებამოსილი პირი.
·
ყოველი სამოქალაქო უფლების[როგორიცაა
:ვალის გადახდის მოთხოვნა ,ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ვალის პატიება და ა.შ.] განხორციელება დამოკიდებულია უფლებამოსილი პირის სურვილზე[!]
·
სასამართლო ერევა პირთა შორის სამოქალაქო კონფლიქტში მხოლოდ
დაინტერესებული პირის[მოსარჩელის] თხოვნით და ამ პირის მიერ მითითებულ ფარგლებში [!],ამას ეწოდება - „დისპოზიციურობის
პრინციპი’’[ საზეპიროდ]
ხ
·
ტერმინი „დისპოზიციურობა’’ ლათინურად ნიშნავს „განკარგვას’’
·
იურიდიულ მეცნიერებაში „დისპზიციურობა’’
ნიშნავს პირის შესაძლებლობას თავისი შეხედულებით[თავისუფლად]
განკარგოს საკუტარი სამოქალაქო უფლებები[!][ ანუ დაიცვას ან არ დაიცვას ეს უფლებებო ,ან ნაწილობრივ დაიცვას]
ხ
·
პროცესის მონაწილეებს,პირველ რიგში
კი მოდავე მხარეებს შეუძლიათ
თავისუფლად განკარგონ მათთვის როგორც
მატერიალური,ისე საპროცესო სამართლით მინიჭებული „სამოქალაქო უფლებები’’ და ამ უფლებათა „დაცვის საშუალებები’’.[ამაშია ძირითადად „დისპოზიციურობის პრინციპის’’ არსი]
ხ
·
„დისპოზიციურობის პრინციპის’’ თანახმად: ა) სამოქალაქო
სამის აღძვრა ბ)სარჩელის „საგნის’’ და „საფუძვლის’’ განსაზღვრა გ)“გადაწყვეტილების
გასაჩივრება’’ დ)“გადაწყვეტილების აღსრულება’’ ყველა ეს საპროცესო მოქმედება დამოკიდებულია მხოლოდ მოსარჩელის
ნებაზე[!]
მაგ.მოსარჩელეს უფლება აქვს „საქმის აღძვრის სტადიაზე/ეტაპზე’’
შეცვალოს სარჩელის „საგანი’’ ან „საფუძველი’’, გაადიდოს ან შეამციროს „სასარჩელო მოთხოვნის
ოდენობა’’[იხ. სსსკ-ის 83-ე მუხ. ნაწ.მე-2]
მუხლი 83. მხარეთა საპროცესო უფლებები
2. მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს.
ხ
· მთელი სამოქალაქო სამართალწარმოება[ანუ ყველა მისი სტადია და საპროცესო
მოქმედება ] გამსჭვალულია „დისპოზიციურობის
პრინციპით’’[„საქმის აღძვრიდან’’ დაწყებული ,“სააღსრულებო წარმოებით’’ დამთავრებული]
მაგ.
a.
„მორიგება’’-
მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგია
b.
ხოლო „სარჩელის ცნობა’’- დამოკიდებულია
მოპასუხის ნებაზე
c.
თუ „დაინტერესებულმა პირმა
‘’ თავად არ მიმართა[!] „სარჩელით’’ ან „განცხადებით’’ სასამართლო საქმის განხილვას არ შეუდგება თავის ინიციატივით.ეს მოხდება მხოლოდ მაშინ ,როცა „დაინტერესებული
პირი’’[მოსარჩელე] გამოხატავს ამის ნებას[!]
’’.
ხ
·
ამრიგად, „სამოქალაქო უფლებათა ‘’თავისებურება ის არის, რომ
სუბიექტები მათ [ამ
თავიანთ „სამოქალაქო უფლებებს’’ თავისუფლად განკარგავენ [!]
·
თავისი სამოქალაქო უფლებების განხორციელების დროს ,ყველა
თავისუფალია და თვითონ პირის სურვილზეა დამოკიდებული ისარგებლებს თუ არა სამართლით
მინიჭებული შესაძლებლობებით.[!]
·
ყოველ პირს უფლება აქვს დაიცვას ან არ დაიცვას
საკუთარი „სამოქალაქო უფლებები’’,უარი განაცხადოს მათზე,ან
მოითხოვოს მათი შესრულება
ხელმყოფი პრებისაგან,ანდა შეეგუოს თავისი უფლებების დარღვევას[!]
·
პრინციპი „ვისაც სურს თავისი
უფლებების დაცვა თვითონვე უნდა იზრუნოს ამაზე’’ გატარებულია სსსკ-ის მე-2 მუხლში:
მუხლი 2. უფლების სასამართლო წესით დაცვა
1. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
2. განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით
ხ
„დისპოზიციურობის
პრინციპის ‘’ შინაარსი
მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი
1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში[იგულისხმება სამოქალაქო საპროცესო კოდექსი] ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით.
ისინი[თავად] განსაზღვრავენ „დავის საგანს’’ და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას „სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ’’.
2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება „მორიგებით’’ დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია „უარი თქვას სარჩელზე’’, ხოლო მოპასუხეს[შეუძლია] – „ცნოს სარჩელი
·
„დისპოზიციურობის პრინციპის
‘’ შინაარსი შეიძლება
„ელემენტებად’’ წარმოვადგინოთ[დავშალოთ],ეს „ელემენტები’’ ის „უფლებამოსილებებია’’,რომლებიც
მხარეებს აქვთ საკუთარი „სამოქალაქო უფლებების’’ და ამ უფლებების დაცვის „საპროცესო
საშუალებების’’[თანუ თავიანთი „სამოქალაქო საპროცესო უფლებების’’] განკარგვასთან დაკავშირებით[!]
იხილე ქვემოთ „დისპოზიციურობის
პრინციპის ‘’ ეს „ელემენტები’’:
1)
სსსკ-ის მე-3 მუხლის 1 ნაწილის
თანახმად, ანუ „დისპოზიციურობის პრინციპის’’
შესაბამისად თვითონ „დაინტერესებული პირი’’ [ანუ მოსარჩელე]
იღებს გადაწყვეტილებას შიტანოს თუ არა სარჩელი[ან განცხადება] სასამართლოში,დარღვეული
უფლების დასაცავად,თუ „ითმინოს’’ დარღვევა
[!].
[სასამართლოს არ აქვს უფლება
თავისი ინიციატივიტ აღძრას სამოქალაქო საქმე,თუ ამას არ მოითხოვს ის ვისაც ეს საქმე
შეეხება.
ამიტომ საქმის აღსაძვრელადს აუცილებელია სასამართლოში სარჩელის ან „განცახადების’’ შეტანა
სსსკ-ის მე-2 მუხლის თანახმად „საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.’’ ან
ამ პირის წარმომადგენლის განცხხადების
საფუძველზე[!]
ანუ
„ვერ შედგება სასამართლო მოსარჩელის გარეშე’’[ციტატა -რომის სამართლიდან]
დებულება „საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.’’ განმტკიცებულია სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილშიც:
„. მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს.“ ]
·
თავის მხრივ „დისპოზიციურობის პრინციპის’’ შესაბამისად
„მოპასუხეს’’ უფლება აქვს შეიტანოს
„შესაგებელი’’ ან „შეგებებული სარჩელი’’ ან არ შეიტანოს
ხ
·
„დისპოზიციურობის
პრინციპის’’ შესაბამისად მხარეებს ასევე
უფლება აქვთ შეიტანონ : „კერძო
საჩივარი’’ ან არ შეიტანონ.
ხ
·
„დისპოზიციურობის
პრინციპის’’ შესაბამისად მხარეებს ასევე უფლება აქვთ „შეთანხმდნენ’’
და საქმე[დავა] განსახილველად გადასცენ „არბიტრაჟს’’[და არა სასამართლოს ]
ხ
·
თუ კანონით გატვალისწინებულია
„ალტერნატიული განსჯადობა’’ მოცემული
სახის სარჩელისათვის,მაშინ „დისპოზიციურობის პრინციპის’’ შესაბამისად
„სასამართლოს ირჩევს მოსარჩელე’’
თავისი შეხედულებით[!]
ხ
·
„დისპოზიციურობის პრინციპის’’ შესაბამისად გაკეთებული „მხარის განცხადების’’ საფუძველზე ,სასამართლოს უფლება აქვს პროცესის
ნებისმიერ სტადიაზე მიიღოს „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება’’[ანუ დააყადაღოს მოპასუხის
ქონება]
ხ
2) „დისპოზიციურობის
პრინციპის’’ შესაბამისად „დაინტერესებული პირის’’[მოსარჩელის ] ნება -სურვილზეა დამოკიდებული სასარჩელო მოთხოვნათა მოცულობის[ფარგლების] და ხასიათის განსაზღვრა .
„დისპოზიციურობის პრინციპის’’ შესაბამისად ასეთივე უფლება აქვს მოპასუხესაც,მასაც შეუძლია აღძრას „შეგებებული სარჩელი’’ და მასში
თავად განსაზღვროს „დავის საგანი’’,“მოტხოვნის
ხასიათ’’ და „მოთხოვნის მოცულობა’’
სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით „მოსარჩელე’’ განსაზღვრავს
„დავის საგანს’’ და „მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს’’ ასევე „მოთხოვნის მოცულობას’’
ხ
„დისპოზიციურობის პრინციპის’’ შესაბამისად „მოსარჩელეს’’ უფლება აქვს „შეცვალოს’’ „დავის საგანი’’,ან „საფუძველი’’,გაადიდოს ან შემციროს
„მოთხოვნის ოდენობა’’
ხ
„დისპოზიციურობის პრინციპის’’ შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს ერტ სარჩელში გააერთიანოს
ერთმანეთტან დაკავშირებული ,ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოტხოვნა ერთი და იმავე
„მოპასუხის ‘’ მიმარტ.
ხ
„დისპოზიციურობის პრინციპის’’ შესაბამისად „მოპასუხეს ‘’ უფლება აქვს მისტვის სარჩელის
ასლის ჩაბარების დღიდან „საქმის ზეპირი განხილვის მომზადების“ დამთავრებამდე
აღძრას „მოსარჩელეს’’ წინააღმდეგ „შეგებებული სარჩელი’’, მოსარჩელეს პირვანდელ სარჩელტან
ერტად განსახილველად[!]
ხ
ყურადღება: „სარჩელის/შესაგებლის
საგნის’’ და „სარჩელის/შესაგებლის სამართლებრივი საფუძვლის’’ ერთდროულად შეცვლა ნიშნავს „ახალ სარჩელს’’ და ახალ
შესაგებელს’’ ამიტომ ერთდროულად მათი [საგნის და საფუძვლის] შეცვლა არ დაიშვება[!]
ხ
თითოულმა მხარემ „სარჩელის/ან შესაგებლის საგნის’’ შეცვლა ისე უნდა განახორციელოს ,რომ მოწინააღმდეგე
მხარის უფლებები არ შელახოს[!]
მართლაც,თუკი კანონი დაუშვებდა იმას,რომ მხარეს საქმის პერსპეტივისდა მიხედვით[ანუ
იმისდა მიხედვით იგებს თუ აგებს დავას] ექნებოდა დავის საგნის შეცვლის უფლება ,ამით შეილახებოდა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები
და დაირღვეოდა მხარეთა „თანასწორობის პრინციპი’’.
მხარეს[მაგ.მოსარჩელეს] დაუსაბუთებელი უპირატესობა მიენიჭებოდა მე-2 მხარესთან[მოპასუხესთან]
შედარებით თუკი იგი ხან ერთ საგანზე იდავებდა,ხან მეორეზე,ხან მე-3-ზე და ა.შ.
ხ
დაბოლოს, „სასამართლო ვერ გასდება
სასარჩელო მოთხოვნების ფარლებს’’[!]
ეს იმას ნიშნავს,რომ სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად
„სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია,
ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.’’[!]
მაგრამ,სამაგიეროდ,სასამართლოს
უფლება აქვს „მიაკუთვნოს ნაკლები ვიდრე
მხარე ითხოვს’’ ,ან
სულაც „უარი უთხრას მხარეს მის მოთხოვნაზე’’
ხ
3)
თუკი „სამოქალაქო უფლებით’’ აღჭურვილ პირს შეუძლია თავისი ეს უფლება „განკარგოს’’[!][ანუ
გამოიყენოს ან არ გამოიტენოს] „სასამართლოში
საქმის აღძვრა-მდე’’ ,მაშინ მას „უფლების განკარვის შესაძლებლობა’’ უნდა ჰქონდეს „საქმის
სასამართლოში განხილვის დროსაც’’ და „მაშინაც,როცა
სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გამოტანილა’’
ან „თუნდაც,როცა გადაწყვეტილება მიქცეულია
აღსასრულებლად’’[!] [ანუ პირს[მხარეს]
პროცესის ნებისმიერ სტადიაზე შეუძლია გამოიყენოს ან არ გამოიყენოს[ანუ
„განკარგოს’’] თავისი „სამოქალაქო უფლებები
’’ და „სამოქალაქო საპროცესო უფლებები’’]
აქედან გამომდინარე,„დისპოზიციურობის პრინციპის’’ შესაბამისად “მოსარჩელეს’’ უფლება აქვს:
a.
„უარი თქვას სარჩელზე’’
b.
„უკან გამოიხმოს სარჩელი’’
ხოლო
„მოპასუხეს’’ „დისპოზიციურობის პრინციპის’’ შესაბამისად უფლება აქვს
:
a.
„ცნოს სარჩელი მთლიანად’’
b.
„ცნოს სარჩელი ნაწილობრივ’’
ასევე
„მხარეებს ‘’ „დისპოზიციურობის პრინციპის’’ შესაბამისად უფლება აქვთ:
a. საქმისწარმოება „მორიგებით’’ დაასრულონ
ხ
4) თუკი „სამოქალაქო უფლებებით’’
აღჭურვილი პირი უფლებამოსილია დაიწყოს ან არ დაიწყოს საქმისწარმოება
სასამართლოში [ანუ მიმართოს თუ არა სასამართლოს უფლების დასაცავად],ან ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს დაწყებული სამართალწარმოება,მაშინ
იგი ასევე თავისუფლად უნდა განკარგავდეს ე.წ. „უფლების
დაცვის საპროცესო საშუალებებსაც’’
ე.წ. „უფლების დაცვის საპროცესო საშუალებები’’ მოცემულია
სსსკ-ის 83-ე[„მხარეთა საპროცესო უფლებები’’] და 831-ე[მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობა] მუხლებში.
ამრიგად,დაინტერესებული პირის’’
ნება-სურვილზეა დამოკიდებული გაასაჩივროს თუ არა გადაწყვეტილება „სააპელაციო’’ და „საკასაციო’’ წესით[!],“უარი თქვას თუ არა თავის საჩივარზე’’ და სხვა
[ესენია „უფლების დაცვის საპროცესო საშუალებები’’,რომლებსაც თავისუფლად განკარგავს
დაინტერესებული პირი,ანუ ან იყენებს მათ ან არა,ამ
„უფლების დაცვის საპროცესო საშუალებებს’’
მოგვიანებით გაეცნობი]
ხ
·
გადაწყვეტილების გამოტანის და მის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ „დისპოზიციურობის პრინციპის’’
შესაბამისად თავად „დაინტერესებული პირი’’ წყვეტს ,მოითხოვოს
თუ არა „სააღსრულებო ფურცლის’’ გამოწერა და წარადგინოს თუ არა ის „სააღსრულებლო ბიუროში’’
აღსასრულებლად[!][ ვალის იძულებით გასახდევინებლად]
·
„დაინტერესებული პირს’’ „დისპოზიციურობის პრინციპის’’
შესაბამისად უფლება აქვს „უარი თქვას იძულებით გადახდევინებაზე’’[აპატიოს
მოვალეს ] ან „მორიგება’’ დადოს მოვალესთან[ახალი
ხელშეკრულება] პროცესის ამ უკანასკნელ ანუ აღსრულების სტადიაზე [!]
ხ
·
საკასაციო და სააპელაციო სასამარტლოებს უფლება აქვთ გააუქმონ ქვემდგომი
სასამარტლოს გადაწყვეტილება მხოლოდ „დაინტერესებული პირის’’
საჩივრის საფუძველზე და მხოლოდ საჩივრის ფარგლებში[!]
ხ
·
„დისპოზიციურობის პრინციპი’’ სპეციფიკური პრინციპია.
·
დაიმახსოვრე მხოლოდ „სამოქალაქო პროცესში’’
შეუძლიათ მხარეებს ასე თავისუფლად განკარგონ თავიანთი „სამოქალაქო
უფლებები’’ და „ამ უფლებების დავის საპროცესო საშუალებები’’ ანუ თავიანტი „მოქმედებებიტ’’
გავლენა მოახდინობ „სამოქალაქო პროცესის მსვლელობაზე’’[სისხლის
სამართლის აადმინისტრაციულ პროცესებზე მათ ასეთი თავისუფლება არ აქვთ]
ხ
·
„დისპოზიციურ უფლებათა’’[ ანუ „სამოქალაქო უფლებათა’’ და „ამ უფლების დაცვის
საპროცესო საშუალებათა’’ ] თავისუფლად განკარგვა „სამოქალაქო პროცესსიც’’ ზღვარდაუდებელი არ არის[!]
·
კერძოდ,მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან
კანონით დადგენილი ფორმალობები[!].[ფორმალური წესები]
მაგ1. მხარის მიერ „დისპოზიციურ უფლებატა’’ განკარგვა სასამართლო აქტით უნდა
გაფორმდეს[!]
მაგ.2 მხარის მიერ „დისპოზიციურ უფლებატა’’ განკარგვა
შეიძლება დამოკიდებული იყოს მე-2 მხარის ნებაზეც
მაგ.3 „მხარეთა მორიგების’’ ან „მოსარჩელეს მიერ სარჩელზე
უარის თქმისას’’ სასამართლომ „განჩინება’’ უნდა გამოიტანოს საქმისწარმოების შეწყვეტის
შესახებ
მაგ.4 „სააპელაციო
საჩივარი’’ ან „საკასაციო საჩივარი’’ შეტანილ უნდა იქნეს მხოლოდ „კანონიტ დადგენილ
ვადაში’’
მაგ.5 მთავარ სხდომაზე „სარჩელის გამოხმობა’’ მოპასუხის
„თანხმობაზეა’’ დამოკიდებული
და ა.შ.
Комментарии
Отправить комментарий