ცხოველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.[მუხ.1003-ე]

 



   მუხლი 1003. ცხოველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად.

 

·        სამოქალაქო კოდექსის 1003-ე მუხლი პასუხისმგებლობას აკისრებს  ცხოველის მფლობელს  იმ ზიანისტვის,რომელიც მისმა ცხოველმა მიაყენა  სხვას.

·        ამასთან,არ აქვს მნიშვნელობა ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იყო დაკარგული იყო,თუ გაქცეული.

·        ცხოველის მფლობელი მხოლოდ მაშიმ განთავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან,თუ მან მიიღო აუცილებელი ზომები  მე-3 პირის[„სხვის’’] დასაცავად.

·        მუხლი პასუხისმგებლობას აკისრებს  ცხოველის „მფლობელს“,ეს ნიშნავს,რომ პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს  ცხოველის არამესაკუთესაც,თუ ზიანის მიყენების მომენტში ცხოველი მის მფლობელობაში იყო.[მაგ.თუ მესაკუთრემ ცხოველი მიაბარა სხვა პირს მაგ.“ძაღლის მომვლელს’’]

·        ყურადღება: სახელმწიფო რომელიც წარმოადგენს  „გარეული ცხოველების’’ მესაკუთრეს  არ აგებს პასუხს იმ ზიანისთვის ,რომელიც  დგება იმ ცხოველებისგან რომელებიც  „ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში’’ იმყოფებიან.[ეს იმიტომ,რომ ამ „მომეტებული საფრთხის წყაროებს’’[ანუ გარეულ ცხოველებს ] სახელმწიფო არ იყენებს თავის საქმიანობაში]

·        მაგრამ როცა სახელმწიფო ან პირი გარეულ ცხოველებს იყენებს  ჩვენების[დემონსტრირების] მიზნით[ზოოპარკი,ცირკი],ეს წარმოადგენს ისეთ საქმიანობას,რომელიც ქმნის „მომეტებულ საფრტხეს’’ ირგვლივ მყოფთათვის და ამ საფრთხის რეალიზაციის შემთხვევაში მას წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

ყურადღება:

·        ამრიგად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება „მომეტებული საფრტხის წყაროს’’ მფლობელს ,რომ წარმოეშვას ,იგი მას უნდა იყენებდეს(!) და  საფრთხე უნდა განხორციელდეს,რეალობად იქცეს (!) [ეს ზოგადი წესია,მარტო ცხოველებს არ ეხება]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები