ბინადრობის ნებართვის სახეები და მოქმედების ვადა

 



საკითხები:

1.     "ბინადრობის ნებართვის'' სახეები და მოქმედების ვადა;

2.    საქართველოში ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო და ბინადრობის ნებართვის გაცემის ზოგადი პირობები;

საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’

 

 

 

კარი I. ზოგადი დებულებანი

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

  

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) უცხოელიპირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;

) მოქალაქეობის არმქონე პირიპირი, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად;

) ვიზადადგენილი ფორმის პირობითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია;

) ვიზის მოქმედების ვადაპერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის უფლება;

) მოწვევასაქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების, საერთაშორისო ორგანიზაციის წერილობითი შუამდგომლობის შემცველი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი;

) სამგზავრო დოკუმენტიპასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;

) სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირებასაქართველოში უცხოელის შემოსვლისას და საქართველოდან მისი გასვლისას სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლის განხორციელება;

) ოჯახის წევრიუცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი; არასრულწლოვანი უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანის მშობელი; საქართველოს მოქალაქის უცხოელი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელი;

) ნათესავიუცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი;

) სასაზღვრო გამტარი პუნქტისაერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;

[) სასაზღვრო გამტარი პუნქტისაერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის/ვერტოდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი ;( ამოქმედდეს 2023 წლის 31 დეკემბრიდან ) ]

) სასაზღვრო ზონასაქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი;

[) სასაზღვრო ზონასაქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის/ვერტოდრომის), რკინიგზის სადგურის, საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი; ( ამოქმედდეს 2023 წლის 31 დეკემბრიდან ) ]

) თავისუფალი პროფესიის ადამიანიგარკვეული პროფესიის პირი, რომელიც პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას;

) შრომითი საქმიანობანებისმიერი საქმიანობა, რომლისთვისაც პირი იღებს ანაზღაურებას

) ტრანზიტით გავლა – საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით;

) გადამყვანი კომპანიატრანსპორტის სფეროში მომუშავე იურიდიული პირი, რომელიც დაკავებულია საქართველოში მგზავრთა ჩამოყვანით და საქართველოდან მათი გაყვანით;

) საქართველოში ყოფნის ვადასაქართველოს ვიზაში ან საქართველოში ბინადრობის ნებართვაში აღნიშნული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში ყოფნის უფლება. საქართველოში ყოფნის ვადა აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის დღიდან;

) თავშესაფრის მაძიებელი, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისაერთაშორისო დაცვის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული პირები;

) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობაპირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა თავშესაფრის მაძიებელ, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელ, აგრეთვე ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა შეიძლება გაიცეს აგრეთვე პირებზე, რომელთა მიმართაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გაცემას;

) გაძევებასახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ქმედება, რომლის მიზანია ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფა.

) კომერციული შუამავალიიურიდიული პირი, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება აქვს მინდობილი.

 

 

 

თავი IV. საქართველოში ბინადრობის ნებართვა

 

მუხლი 14. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო და ბინადრობის ნებართვის გაცემის ზოგადი პირობები

1. საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.

1​1. თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის არ ითვლება საქართველოში კანონიერად მყოფ პირად.

1​2. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე.

1​3. საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვისა) არ გაიცემა C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე.

1​4. საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვისა) არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში იმყოფება ამავე კანონის მე-10 მუხლის 3​1 პუნქტით დადგენილი წესით.

2. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 

მუხლი 15. ბინადრობის ნებართვის სახეები

საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:

) შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტი სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები და მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისთვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე;

) სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;

) ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;

) საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

) მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;

) სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებულიადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე;

) მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;

) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელმაცსაინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან  რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირისაკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოსაკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი;

დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, არის მსხვერპლი და რომლის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოცემულია შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან/და რომლის მიმართ განხორციელებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები ან/და რომელიც სარგებლობს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის მომსახურებებით;

) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირისაკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოსაკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი;

) უვადო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაშიარანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაშიარანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ან 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში აქვს ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი.

 

მუხლი 16. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა

1. ამ კანონის მე-15 მუხლის:

) „“−„დაქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები (გარდა ამ პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით;

) „ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 6 წლის ვადით;

) „ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით;

) „ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ბინადრობის ნებართვა, თუ უცხოელზე საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას საქართველოს მთავრობის წევრი წარადგენს, პირველად გაიცემა 5 წლამდე ვადით;

) „ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში ყოველწლიურად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდანშემოსავლების სამსახურიდან წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური ბრუნვის შესახებ. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს არ დაუდასტურდება მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაშიარანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაშიარანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა. 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი ვალდებულია შეინარჩუნოს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21- მუხლის 1​3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება;

) „ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს და მისი მოქმედების ვადა თითოეულ ჯერზე გაგრძელდეს 1 წლით. აღნიშნული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება;

) „ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა დაქვეპუნქტით გათვალისწინებული უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტისქვეპუნქტისა) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.

4. მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისთვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.

5. უვადო ბინადრობის ნებართვის მისაღებად იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე და რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და უნდა წარუდგინოს მას ინფორმაცია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მე-5 წლის ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მე-5 წელს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ბრუნვა, ხოლო იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის მე-5 წლის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირიდანსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (შემდგომსაჯარო რეესტრი) უნდა წარუდგინოს მას ცნობა ჯამურად 5 წლის განმავლობაში იმ უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა მასზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21- მუხლის 1​3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებული უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ.

6. თუ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს უვადო ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით მიმართავს, მას სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნარჩუნდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.


 [ საგამოცდოდ აქამდე, სათაურიდან გამომდინარე]

მუხლი 17. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა

1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად არასრულწლოვნის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი, მხარდაჭერის მიმღების განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ მხარდამჭერის დახმარებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხოლო შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ ცნობილი პირის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს შეიძლება წარედგინოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3​1. სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლების არსებობის შესამოწმებლად გადაამოწმოს დოკუმენტებში აღნიშნული ინფორმაცია მითითებულ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებით და სათანადო პირების გამოკითხვით.

4. საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემისას ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ მოწმდება. დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები და მათი წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული, სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა (ამ ნებართვის მოქმედების ვადა გრძელდება) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.

6. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო უფლებამოსილია განცხადება არასახელმწიფო ენაზედაც მიიღოს. უცხოელის პასპორტი სააგენტოს შეიძლება წარედგინოს ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

6​1. უცხოელზე, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, დროებითი ბინადრობის ნებართვას გასცემს და ამ ნებართვის მოქმედების ვადას აგრძელებს სააგენტო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.

7. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად და ამ ნებართვის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად განცხადებების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსთვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს.

8. სააგენტო ვალდებულია აცნობოს უცხოელს განცხადების განხილვის შედეგები ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

 

 

მუხლი 18. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

1. უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ:

) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;

) აღარ არსებობს ის საფუძველი, რომლის გამოც მან მოიპოვა საქართველოში ყოფნის ნებართვა;

) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;

) მას ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;

) იგი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობსსისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე;

) იგი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ამგვარ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

) მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა;

) მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;

) არ არის დაცული შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნები;

) უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც:

) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;

) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე:

.) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;

.) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;

.) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;

.) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს.

 

მუხლი 19. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების განმეორებით წარდგენა

უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, უფლება აქვს, იმავე საფუძვლით განმეორებით წარადგინოს განცხადება პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ.

 

მუხლი 20. ბინადრობის მოწმობა

1. უცხოელზე, რომელმაც მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, სააგენტო გასცემს შესაბამის ბინადრობის მოწმობას.

2. უცხოელი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში აიღოს ბინადრობის მოწმობა.

3. საქართველოში ბინადრობის მოწმობის აღების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან:

) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლები, საკონსულო დაწესებულებათა თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, სათანადო პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობენ;

) დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელი უცხოელები;

) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი დაპარტნიორობა მშვიდობისათვისპროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

) უცხოელები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. უცხოელი, რომელიც დაკავებულია ან სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით, თავისუფლების აღკვეთის პერიოდში თავისუფლდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ვალდებულებისაგან.

 

მუხლი 20​1. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

1. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ვიზის გაცემის უფლებამოსილების მქონე უწყება ვალდებულია D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა.

2. სააგენტო ვალდებულია ამ კანონის მე-15 მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ან იმავე მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.

3. საჯარო რეესტრი ვალდებულია D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების შეწყვეტის უფლებამოსილების მქონე ორგანოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.

4. საჯარო რეესტრი ვალდებულია სააგენტოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.

5. დამსაქმებელი ვალდებულია ბინადრობის ნებართვის მქონე დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში ამის შესახებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 5 დღის ვადაში შეატყობინოს სააგენტოს. დამსაქმებელს აღნიშნული ინფორმაციის შეუტყობინებლობის ან არაჯეროვანი შეტყობინების შემთხვევაში დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს  2019 წლის  30 მაისის კანონი № 4741 – ვებგვერდი,  05.06.201 9.

 

 

 

მუხლი 21. საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა

1. უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს:

) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა;

) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;

) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული;

) თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა;

) თუ აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საქართველოს ვიზა;

) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული;

) თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იგი ფიქციურად დაქორწინდა;

) თუ იგი გააძევეს საქართველოდან;

) თუ მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;

) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშე ჰქონდა აღებული;

) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში არ მიმართა სააგენტოს ბინადრობის მოწმობის ასაღებად;

) თუ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

1​1. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, აგრეთვე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში.

1​2. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ ამ ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს არ წარუდგენს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან აღნიშნულ უცხოელს მის მიერ წარდგენილი, ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციით არ უდასტურდება მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაშიარანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაშიარანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა.

1​3. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-15 მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს, რომელმაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე მიიღო, შეუწყდება იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც აქვს მიღებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. აღნიშნულ უცხოელს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არ შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუ იგი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეწყვეტამდე სააგენტოს საჯარო რეესტრიდან წარუდგენს ამონაწერს იმავე ან უფრო მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ. აღნიშნული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება დადგენილი უნდა ჰქონდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირისაკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოსაკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებულ შემფასებელს

2. პირს საქართველოში ყოფნის ვადა შეუწყდება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისთვის მოქალაქეობის არმქონე პირის ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

3. საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა აგრეთვე შეწყდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სხვა შემთხვევებში გაცემული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ორგანოსთვის გახდა ცნობილი საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძველი.

5. უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საქართველოს ვიზა და საქართველოში ბინადრობის ნებართვა ძალას კარგავს, თუ:

) უცხოელზე გაიცემა ახალი საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადას;

) უცხოელმა, რომელზედაც გაიცა საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014.

საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015.

საქართველოს  2019 წლის  30 მაისის კანონი № 4741 – ვებგვერდი,  05.06.201 9.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები