პასუხისმგებლობა უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის [1009-1016-ე მუხლები]

 



·        საქართველოს სამოქალაქო კოდექსის  კარის"დელიქტური ვალდებულებანის" მეორე თავი შეეხება პასუხისმგებლობას უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის.

რა არის პროდუქტი ?

·        თავდაპირველად განვმარტოთ, თუ რა არის პროდუქტ.

·        პროდუქტია ყველა მოძრავი ნივთი და ამ ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, [თუნდაც ეს მოძრავი ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი].

·       ცნება  პროდუქტიასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.

 

      მუხლი 1011. პროდუქტის ცნება

 

1. პროდუქტი არის ყველა მოძრავი ნივთი და ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვისნივთიარ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტიასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.

 

რას ნიშნავს „უხარისხო’’  და „უსაფრთხო’’ პროდუქტი ?

 

·       პროდუქტი ითვლება უხარისხოდ[წუნდებულად], თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც ყველა გარემოების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან.

·       „ძველი“ პროდუქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ უხარისხოდ, თუ მოგვიანებით უკეთესი „ახალი“ პროდუქტი იქნა ბრუნვაში გაშვებული.

 

მუხლი 1010. წუნდებული პროდუქტის ცნება

 

1. პროდუქტი წუნდებულად მიიჩნევა, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც, ყველა გარემოების გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან.

2. პროდუქტი არ მიიჩნევა წუნდებულად მხოლოდ იმის გამო, რომ მოგვიანებით უფრო უკეთესი პროდუქტი იქნა ბრუნვაში შეტანილ

·       უსაფრთხო პროდუქტად ითვლება, რომელიც დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისიანობის დაცვისას არ შეიცავს რისკს, ან შეიცავს მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ მინიმალურ რისკს.

 

 

უხარისხო პროდუქტის წარმოების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებ

 

მუხლი 1009. წუნდებული პროდუქტის მწარმოებლის პასუხისმგებლობა

 

1. წუნდებული პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა:

) მას ეს პროდუქტი არ გაუტანია სარეალიზაციოდ;

) საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ნაკლი, რომელმაც ზიანი გამოიწვია, პროდუქტს არ ჰქონდა სარეალიზაციოდ გატანისას;

) მწარმოებელს პროდუქტი არ უწარმოებია არც გასაყიდად ან სხვა კომერციული მიზნით, არც თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში;

) პროდუქტს აქვს ნაკლი, რომელიც სარეალიზაციოდ მისი გატანისას შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ ნორმებს;

) შეუძლებელი იყო ნაკლის აღმოჩენა მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა სარეალიზაციოდ პროდუქტის გატანისას.

2. პროდუქტის ნაწილის მწარმოებლის პასუხისმგებლობა ასევე გამორიცხულია, თუ ნაკლი გამოწვეულია იმ პროდუქტის კონსტრუქციით, რომლის შემადგენელიც გახდა ეს ნაწილი.

3. მწარმოებლის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მცირდება ან საერთოდ გამოირიცხება, თუ ზიანის დადგომა გამოიწვია დაზარალებულის ან მის ნაცვლად პასუხისმგებელი პირის ბრალეულმა მოქმედებამ.

4. მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ მცირდება, თუ ზიანი გამოწვეულია პროდუქტის ნაკლით და იმავდროულად მესამე პირის მოქმედებით.

 

           „მწარმოებელი’’[განმარტება]

·        მნიშვნელოვანია განვმარტოთ, თუ ვინ ითვლება მწარმოებლად’’.

·        მწარმოებლად მიიჩნევა პირი, ვინც აწარმოვა ა)საბოლოო, ძირითადი ელემენტი ან ბ)პროდუქტის ძირითადი ნაწილი.

·        ასევემწარმოებლად ითვლება  ყველა, ვინც საკუთარი სახელით, სასაქონლო ან სხვაგვარი განმასხვავებელი ნიშნით გამოდის ბაზარზე , როგორც მწარმოებელი.

·        თუ მწარმოებლის მიკვლევა[დადგენა] შეუძლებელია, თუნდაც პროდუქტზე მითითებული იყოს მისი სახელი, მაშინ პროდუქტის ბაზარზე ფაქტობრივად განმათავსებელი“[გამყიდველი] ითვლება ამ პროდუქტის მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში ატყობინებს დაზარალებულს მწარმოებლის ან იმ პირის ადგილსამყოფელს, რომელმაც მას ეს წუნდებული  პროდუქტი მიაწოდა.

 

მუხლი 1011. პროდუქტის ცნება

2. მწარმოებლად მიიჩნევა პირი, რომელმაც აწარმოვა საბოლოო პროდუქტი, ძირითადი ელემენტი ან პროდუქტის ნაწილი. მწარმოებლად მიიჩნევა ასევე ყველა, ვინც საკუთარი სახელით, სასაქონლო ან სხვაგვარი განმასხვავებელი ნიშნით გამოდის, როგორც მწარმოებელი.

3. მწარმოებლად მიიჩნევა აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გააქვს გაყიდვის, გაქირავების ან სხვა ფორმით, სამეურნეო მიზნით, თავისი საქმიანობის სფეროში, ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

 4. თუ შეუძლებელია მწარმოებლის ვინაობის დადგენა, მაშინ[პროდუქტის] ყოველი მიმწოდებელი მიიჩნევა მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი დაზარალებულს მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს მწარმოებელს ან იმ პირს, რომელმაც მას ეს[უხარისხო] პროდუქტი მიაწოდა. ეს წესი გამოიყენება საიმპორტო საქონლის მიმართაც, როცა შეუძლებელია თავდაპირველი გამსაღებლის ვინაობის დადგენა, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლის სახელი ცნობილია.

 

·        პროდუქტის მწარმოებელი ვალდებულია  აანაზღაუროს ზიანი,როდესაც   უხარისხო პრდუქტი გამოიწვევს გარდაცვალებას, სხეულის ან/და ჯანმრთელობის დაზიანებას

 

მუხლი 1014. ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

 

ამ კოდექსის 1009- მუხლის მიხედვით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვრცელდება ზიანზე, რომელიც წარმოიშვა სიკვდილით ან სხეულის ანდა ჯანმრთელობის დაზიანებით.

ზიანის მიდგომის[მავნე შედეგის]  მტკიცების ტვირთი დაზარალებულს ეკისრება. დაზარალებული ასევე ვალდებულია დაამტკიცოს წუნდებულ პროდუქტსა და მიყენებულ ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი.

 

 მუხლი 1012. მტკიცების ტვირთი

 

წუნდებული[უხარისხო] პროდუქტით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობისას მტკიცების ტვირთი ეკისრება დაზარალებულს.

 

·        თუ რამდენიმე მწარმოებელია პასუხისმგებელი მიყენებული ზიანისათვის ისინი პასუხს აგებენ სოლიდარულად.

 

მუხლი 1013. წუნდებული პროდუქციის მწარმოებელთა სოლიდარული პასუხისმგებლობა

 

თუ ერთი და იმავე ზიანისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება რამდენიმე მწარმოებელს, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

·        არ შეიძლება წინასწარ გამოირიცხოს [ან/და შეიზრუდოს] მწარმოებლის პასუხისმგებლობა უხარისხო პროდუქტისათვის. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება არის ბათილი.

 

 

მუხლი 1016. მწარმოებლის პასუხისმგებლობის წინასწარ გამორიცხვისა და შეზღუდვის დაუშვებლობა

 

მწარმოებლის პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის არ შეიძლება წინასწარ არც გამოირიცხოს და არც შეიზღუდოს. საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.

 

 

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც აქვს თუ არა მყიდველს უფლება მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება მაღაზიას[გამყიდველს] უხარისხო პროდუქტისათვის.[და არა მწარმოებელს]

 

·       ამ შემთხვევაში დაზარალებულმა ზიანის ანაზღაურება უნდა მოსთხოვოს მაღაზიას, თუ უხარისხო პროდუქტი (მაგ: ვადაგასული) მაღაზიაში არის გაყიდვაში.

·        მაღაზია არის პასუხისმგებელი, რადგან რეალიზაციას უკეთებდა უხარისხო პროდუქტს.

·       მყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მაღაზიას ზიანის ანაზღაურება.

·        აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, როდესაც თავად მიმწოდებელი აწვდის მაღაზიას უხარისხო პროდუქტს და ამის შესახებ მაღაზიამ არ იცის.

·       დაზარალებული, რომელიც უჩივის მაღაზიას უხარისო პროდუქტისათვის და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, მაღაზიამ უნდა დააკმაყოფილოს იგი.

·       მაღაზიას თავის მხრივ აქვს მოთხოვნის უფლება (რეგრესის წესით) მწარმოებელის მიმართ იმ თანხის ოდენობით, რომელიც მან აუნაზღაურა დაზარალებულს, რადგან მაღაზიას მიაწოდა უხარისხო პროდუქტი.

·       მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი.

·       მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს თავისი უფლებები და მისი დარღვევის შემთხვევაში მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ

 

 მუხლი 1015. მოთხოვნის ხანდაზმულობა

 

1. ამ კოდექსის 1009- მუხლის მიხედვით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი იმ მომენტიდან, როცა ზიანის ანაზღაურების უფლების მქონემ გაიგო ან უნდა გაეგო ზიანის, ნაკლის ანდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

2. ამ კოდექსის 1009- მუხლის მიხედვით მოთხოვნა ქარწყლდება იმ მომენტიდან 10 წლის შემდეგ, როცა მწარმოებელმა ზიანის გამომწვევი პროდუქტი სარეალიზაციოდ გაიტანა.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები