მუხლი 138 -ე "სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება"

 

   


მუხლი 138. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება 

 

 

1. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ

 

·        ცნებაში „სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედება’’ იგულისხმება ნებისმიერი სექსუალური ხასიათის ქმედება,რაც არაა დაკავშირებული „დაზარალებულის სხეულში სექსუალურ შეღწევასთან’’(!)

·        სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების’’  ჩადენა ხდება: ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით[ანუ იგივე ხერხების გამოყენებიტთ,რასაც დამნაშავეები იყენებენ გაუპატიურებისას]

·        სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებისგან ’’  სს-ვი დაცვის ძირითადი ობიექტია როგორც ქალის, ისე მამაკაცის  „სქესობრივი თავისუფლება’’[ანუ პირის უფლება,თვითონ აირჩიოს სქესობრივი პარტნიორი] ან „სქესობრივი ხელშეუხებლობა’’[რაც არის: ასაკის ან ფსიქიკური ან „სხვა’’ მდგომარეობის  გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფთან სქესობრივი კავშირის დაუშვებელიობა მისი თანხმობის შემთხვევაშიც კი ]

·        სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებისგან ’’  სს-ვი დაცვის დამატებითი ობიექტებია :  პირის „ჯანმრთელობა“ ან „სიცოცხლე“,აგრეთვე „მოზარდის ნორმალური ზნეობრივი და ფიზიკური განვითარება’’

·        სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების’’ ამსრულებელია 14 წელს მიღწეული ნებისმიერი შერაცხადი პირი

·        სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების’’ ობიექტური მხარე გამოიხატება:  ა)“სექსუალური ხასიათის ქმედებაში“  და ბ) „შესაბამისი ხერხის გამოყენებაში“

 

·        “სექსუალური ხასიათის ქმედებაში“ იგულისხმება :

 

a.      დამნაშავის მიერ დაზარალებულის სხეულის ინტიმურ ადგილებზე „ხელით შეხება“ ან „სხვაგვარი შეხება’’

b.      დაზარალებულის იძულება,შეეხოს დამნაშავის სხეულის რომელიმე ინტიმურ ნაწილს

c.      რაც მთავარია,ამ დროს ადგილი არ აქვს დაზარალებულის სხეულში „სექსუალურ შეღწევას’’[ამიტომ,ქმედება ამ მუხლით დაკვალიფიცირდება მაშინაც კი ,როცა ქალი ამ მუხლში მითითებული ერთ-ერთი ხერხის[მაგ. ძალადობის] გამოყენებით მამაკაცთან [ამ შემთხვევაში „დაზარალებულთან“] ამყარებს ბუნებრივ სქესობრივ კავშირს,ეს იმიტომ,რომ დამნაშავე[მოძალადე] ქალი არ ახორციელებს მამაკაცის სხეულში „სექსუალური ხასიათის შეღწევას’’]

·   თუ დამნაშავემ ძალადობით ან სხვა მარტლსაწინააღმდეგო ხერხის გამოყენებით „შეაღწია დაზარალებულის სხეულში“ და ამავე დროს მის მიმართ „სხვაგვარი სექსუალური ქმედებაც ‘’ განახორციელა[მაგ. ეხებოდა სხეულის ეროგენულ ადგილებს] ,მაშინ ქმედება დაკვალიფიცირდება მხოლოდ 137-ე მუხლის[„გაუპატიურება’’] შესაბამისი ნაწილით და არაა საჭირო დამატებითი კვალიფიკაცია 138-ე მუხლით;

·  „გაუპატიურება’’ ,უფრო მეტია ვიდრე“სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება’’,ანუ „გაუპატიურბა’’ თავის ტავში მოიცავს 138-ე მუხლით გატვალისწინებულ “სექსუალური ხასიათის ქმედებებს’’

·  რაც შეეხება“დანაშაულის ხერხს’’ ამ დანაშაულის ჩადენისას ,ისევე უნდა გავიგოთ,როგორც „გაუპატირების ‘’ დროს ,ანუ ამ დანაშაულის ჩადენის  ხერხებია:ძალადობ, ან ძალადობის მუქარ ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენება(!)

        

·  დანაშაული სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედება’’  „დამთავრებულია’’  მაშინ,როცა დამნაშავე ძალადობის ან  მუხლში მიტითებული რომელიმე სხვა ხერხის გამოყენებით დაზარალებულთან დაიწყებს“სექსუალური ხასიათის ქმედებებს’’,რაც არ არის დაკავშირებული დაზარალებულის სხეულში სექსუალურ შეღწევასთან

·        ამასთან ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის ,მნიშვნელობა არ აქვს ფაქტობრივად დაამტავრებს თუ არა იგი ამგვარი ქმედების განხორციელებას;

·        სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების’’ სუბიექტური მხარე ;

·        ამ დანაშაულის „მოტივს’’ და „მიზანს’’ არ აქვს მნიშვნელობა ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის.[თუმცა, „მოტივი’’  და „მიზანი’’ უმრავლეს შემტხვევაში სექსუალურია]

·        ამავე დროს არაა გამორიცხული სახეზე იყოს სხვა მოტივიც;[მაგ. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი ამგვარ ქმედებას ჩადის იქ მოთავსებული პირის მიმართ,რათა „ჭკუა ასწავლოს’’ მას]

·        სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედება’’ შეიძლება ჩადენილ იქნეს „პრდაპირი განზრახვით’’ [ანუ  „პირდაპირი განზრახვა’’ არის  ამ დანაშაულის „ბრალის ფორმა“]

·        ანუ პირს გაცნობიერებული აქვს მისი ქმედების მარტლწინააღმდეგობა და სურს მისი ჩადენა. კერძოდ გაცნობიერებული აქვს,რომ ძალადობით ან ძალადობის მუქარიტ,ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით ჩადის მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას და სურს ეს.

·        138-ე მუხლით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები ძირითადად ემთხვევა 137-ე  მუხლით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებს;[ამიტომ, იხილე  137-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებების  განხილვა]

 

 

         მუხლი 138. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება 

 +

 

1. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება:

) ჩადენილი არაერთგზის;

) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

) ჩადენილი ჯგუფურად;

) ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

) ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-, 139-, 140- და 141- მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

) ჩადენილი დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან  მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ;

) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3. იგივე ქმედება:

) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ;

) ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით;

) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

4. იგივე ქმედება:

) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ;

ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები