არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგებები

 



სამახსოვრო:

·        18 წლის ასაკის მიღწევისას ფიზიკურ პირს წარმოეშობა უნარითავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობებიამ უნარს ქმედუნარიანობა ეწოდებაშვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი შეზღუდულქმედუნარიანად ითვლება.

·         შეზღუდულქმედუნარიანი პირის გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაწინასწარ თანხმობას უტოლდება შემდგომი მოწონება. კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა საჭირო არაა, როცა არასრულწლოვანი დადებული გარიგებით იღებს მხოლოდ უფლებრივ სარგებელს და არ წარმოეშობა ვალდებულებები (მაგ., ჩუქების ხელშეკრულების დადებისას).

·        თუ კანონიერმა წარმომადგენელმა შეზღუდულქმედუნარიან პირს მიანიჭა უფლებადამოუკიდებლად გაუძღვეს საწარმოს (ორგანიზაციას), მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია.

·        არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება ნამდვილია მაშინაცროცა იგი გარიგებას დებს .ჯიბის ფულითანუ კანონიერი წარმომადგენლის მიერ თავისუფალი განკარგვისთვის გადაცემული საშუალებითთუმცა ამ შემთხვევაშიხელშეკრულება მხოლოდ იმ მომენტიდან არის ნამდვილიროდესაც შეზღუდულქმედუნარიანი სრულად შეასრულებს თავის სახელშეკრულებო ვალდებულებას მის თავისუფალ განკარგვაში არსებული საშუალებით.(ანუ თუ რეალურად გადაიხდის ამ „ჯიბის ფულს’’)



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები