უფლების განხორციელება- სამოქალაქო კოდექსის მუხლები 115-120

 

უფლების განხორციელება

  მუხლი 115.

 

უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა

სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია [საკუთარი სამოქალაქო]უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

მუხლი 116.

 

 აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მიყენებული ზიანი

1. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული მოქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და ამ დროს[თავდამსხმელისთვის] დამდგარი ზიანი არ ანაზღაურდება.

2. აუცილებელ მოგერიებად ჩაითვლება ისეთი თავდაცვა, რომელიც აუცილებელია საკუთარ თავზე ან სხვებზე

რეალური, მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის მოსაგერიებლად.

 

 

 

მუხლი 117.

 

უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული ზიანი

1. იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიყენებული ზიანი, რომელიც მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა თავიდან აცდენილი ყოფილიყო სხვა საშუალებით და, თუ მიყენებული ზიანი აცდენილ ზიანზე ნაკლებ მნიშვნელოვანია, უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა (უკიდურესი აუცილებლობა).

2. იმ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებშიც მიყენებული იყო ზიანი, მისი ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მესამე პირს, რომლის ინტერესებისთვისაც ზიანის მიმყენებელი მოქმედებდა, ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლდეს ანაზღაურებისაგან როგორც მესამე პირი, ისე ზიანის მიმყენებელიც.

 

   მუხლი 118.

 

თვითდახმარება

თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება, რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს, ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა აღკვეთავს ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას[ამ ვალდებულს]უნდა შეესრულებინა

მუხლი 119.

თვითდახმარების ფარგლები

1. თვითდახმარება არ შეიძლება გასცდეს იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

2.[ვალდებული პირისთვის] ნივთის წართმევის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ გაკეთდეს განცხადება ნივთზე ყადაღის დადების შესახებ.

3. ვალდებული პირის შეპყრობის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სათანადო ორგანოებს.

 

   მუხლი 120.

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

პირი, რომელიც 118- მუხლში გათვალისწინებულ მოქმედებას განახორციელებს იმ მცდარი ვარაუდით, თითქოს ეს აუცილებელი იყო მართლსაწინააღმდეგო მოქმედების თავიდან ასაცილებლად, ვალდებულია მეორე მხარეს[ანუ მიგან დაზარალებულ ვალდებულ პირს] აუნაზღაუროს ამ დროს წარმოშობილი ზიანი.

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები