ქრონოლოგიურად დალაგებული მოვლენები- 2012-2021 ტესტები ისტორიაში

 


ქრონოლოგიურად დაალაგეთ ისტორიული მოვლენები და პიროვნებები. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცელზე მოცემულ უჯრებში. გაითვალისწინეთ, რომ უჯრაში იწერება მხოლოდ დასახელებული მოვლენის ან პიროვნების შესაბამისი ციფრი. პირველ უჯრაში იწერება ის ციფრი, რომლითაც ყველაზე ადრე მომხდარი მოვლენაა აღნიშნული და ა.შ. შესაბამისად, ბოლო, მესამე უჯრაში ის ციფრი ჩაიწერება, რომლითაც ყველაზე გვიან მომხდარი მოვლენა აღინიშნა. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.


2021 წელი


(1) 16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ქართლის სამეფოსთან დაკავშირებული მოვლენები.

 

 

1. მირიან მეფის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება

2. ვახტანგ გორგასლის მიერ ანტიირანული აჯანყების დაწყება

3. ფარსმან II-ის დაპირისპირება რომის იმპერატორთან

 

                                     3,1,2


(1) 17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ რეფორმაციის ეპოქაში განვითარებული მოვლენები.

 

 

1. 95 თეზისის გამოქვეყნება

2. ტრიენტის კრების მოწვევა

3. აუგსბურგის ზავის გაფორმება

 

                                     1,2,3


(1) 18. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ამერიკელი პოლიტიკოსები მათ მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების დროის მიხედვით.

 

1. ჰარი ტრუმენი

2. რიჩარდ ნიქსონი

3. ვუდრო ვილსონი

 

 

                                                3,1,2

 

16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ სასანურ ირანთან დაკავშირებული მოვლენები.

 

 

1. მარცხი ჰერაკლე კეისართან ომში

2. ქართლში მარზპანის დანიშვნა

3. ქალაქ ნისიბინში რომის იმპერიასთან ზავის გაფორმება

 

 

 

                            3,2,1


17. ქრონოლოგიურად          დაალაგეთ წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოები მათი ჩამოყალიბების დროის მიხედვით.

 

1. პარლამენტის შეკრება ინგლისში

2. გენერალური შტატების მოწვევა საფრანგეთში

3. კორტესების ჩამოყალიბება ესპანეთში

 

                                 3,1,2


18. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ბრიტანელი პოლიტიკოსები მათ მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების დროის მიხედვით.

 

1. ნევილ ჩემბერლენი

2. უინსტონ ჩერჩილი

3. დევიდ ლოიდ ჯორჯი

 

 

                        3,1,2


(1) 16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ქართლის სამეფოსთან დაკავშირებული მოვლენები.

1. არტაგსა და პომპეუსს შორის ზავის გაფორმება

2. ფარნავაზის მიერ საერისთავოების ჩამოყალიბება

3. ფარსმან I-ის მცდელობა, გავლენის ქვეშ მოექცია სომხეთი       

 

16.

 

                             2 1 3


17.ქრონოლოგიურად დაალაგეთ ოსმალეთის სახელმწიფოს

ისტორიასთან  დაკავშირებული მოვლენები.

 

1. ევროპელთა გაერთიანებული ჯარის დამარცხება ნიკოპოლთან

2. გამარჯვება ქალაქ მოჰაჩთან გამართულ ბრძოლაში

3. სულთნის ტყვედ ჩავარდნა ანკარის ბრძოლაში

 

                                 1 3 2


18.ქრონოლოგიურად    დაალაგეთ XX საუკუნეში მოღვაწე პოლიტიკოსები    მათი                 სახელმწიფოს სათავეში მოსვლის დროის მიხედვით.

 

1. ფრანსისკო ფრანკო

2. ადოლფ ჰიტლერი

3. ბენიტო მუსოლინი

 

 

                                   3 2 1


(1) 16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ძვ. წ. IV საუკუნეში განვითარებული მოვლენები.

 

 

1. ეგვიპტეში ქალაქ ალექსანდრიის დაარსება

2. დიადოქოსებს შორის ბრძოლის წამოწყება

3. მაკედონური ფალანგის ჩამოყალიბება

 

 3 1 2

(1) 17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის მოვლენები.

 

 

1. მაგელანის ექსპედიციის დასრულება

2. ტორდესილასის ხელშეკრულების გაფორმება

3. ვასკო და გამას ექსპედიცია ინდოეთში

 

 

2 3 1


(1) 18. ქრონოლოგიურად დაალაგეთ XX საუკუნეში მოღვაწე პოლიტიკოსები სახელმწიფოს სათავეში მოსვლის დროის მიხედვით.

 

1. მიხეილ გორბაჩოვი

2. იოსებ სტალინი

3. ნიკიტა ხრუშჩოვი

 

 

2 3 1


(1) 16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ აქემენიანი მმართველები მათი მოღვაწეობის დროის მიხედვით.

 

 

1. ქსერქსე

2. დარიოს I

3. კიროს II

 

3 2 1


(1) 17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ევროპის ისტორიაში მომხდარი მოვლენები.


1. გუტენბერგის მიერ წიგნის საბეჭდი დაზგის გამოგონება

2. ბოლონიის უნივერსიტეტის დაარსება

3. მარტინ ლუთერის მიერ ბიბლიის გერმანულად თარგმნა

 

 

2 1 3


(1) 18. ქრონოლოგიურად დაალაგეთ XIX საუკუნეში საქართველოში განვითარებული მოვლენები.


1. აჯანყება კახეთში რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ

2. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება

3. მეფისნაცვლის თანამდებობის დაწესება კავკასიაში

 

1 3 2


2020 წელი


16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ძველი აღმოსავლეთის ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები:

 

                            3,1,2

1. ასურეთის სამეფოს განადგურება;

2. ურარტუს სამეფოს დაცემა;

3. ხეთების სამეფოს განადგურება.


17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ მონღოლთა ლაშქრობებთან დაკავშირებული მოვლენები:

 

                           2,3,1

1. ქალაქ ბაღდადის აღება;

2. ხორეზმის სახელმწიფოს დაპყრობა;

3. საქართველოს სამეფოსთან დაზავება.


18. ქრონოლოგიურად დაალაგეთ I მსოფლიო ომთან დაკავშირებული მოვლენები:

 

                            3,1,2

1. ვერდენის ბრძოლა;

2. რუსეთში იმპერატორის გადადგომა;

3. დიდი ბრიტანეთის ჩართვა მსოფლიო ომში.


16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ძველი აღმოსავლეთის ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები:

 

                    123

1. ხამურაბის კანონების შექმნა;

2. ამენჰოტეპ IV-ის რელიგიური რეფორმა;

3. ნაბუქოდონოსორის ლაშქრობები.


17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროინდელი მოვლენები:

 

                         3,1,2

1. რესპუბლიკის გამოცხადება;

2. თერმიდორული გადატრიალება;

3. ბასტილიის აღება.


18.   ქრონოლოგიურად დაალაგეთ   1918-1921  წლების   საქართველოს    ისტორიასთან   დაკავშირებული მოვლენები:

                       3,2,1

1. კონსტიტუციის მიღება;

2. ხელშეკრულების დადება საბჭოთა რუსეთთან;

3. სომხეთ-საქართველოს ომი.


16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ძველი რომის ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები:


1. კონსულების არჩევნების დაწესება;

2. პირველი ტრიუმვირატის შექმნა;

3. სენატის დაფუძნება.

 

3 1 2


17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ევროპაში რელიგიური ომების ეპოქასთან დაკავშირებული მოვლენები:

 

1. აუგსბურგის რელიგიური ზავი;

2. ბურბონთა დინასტიის გამეფება;

3. ბართლომეს ღამე.


1;3;2


18.ქრონოლოგიურად დაალაგეთ XVIII  საუკუნის       II                            ნახევარში                საქართველოში      განვითარებული მოვლენები:

1. „მორიგე ლაშქრის“ შექმნა;

2. კრწანისის ბრძოლა;

3. „გეორგიევსკის ტრაქტატის“ გაფორმება.


1 3 2


16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ძველ საბერძნეთთან დაკავშირებული მოვლენები:


1. მარათონის ბრძოლა;

2. კლისთენეს რეფორმა;

3. პელოპონესის ომი.

 

2;1;3

17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ XIX საუკუნეში ევროპაში მომხდარი მოვლენები:

1. პრუსია-ავსტრიის ომი;

2. უნგრეთის აჯანყება ჰაბსბურგთა წინააღმდეგ;

3. გარიბალდის სამხედრო ექსპედიცია სიცილიაზე.


2;3;1

18.ქრონოლოგიურად დაალაგეთ 1917-1921 წლების საქართველოს ისტორიასთან  დაკავშირებული მოვლენები:

 

1. დამფუძნებელი კრების არჩევნები;

2. ერთა ლიგაში მიღების საკითხის განხილვა;

3. ეროვნული ყრილობის მოწვევა.

 

3;1;2


2019  წელი


30. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქის მოვლენები.


1. ვანდალების მიერ რომის აღება

2. ბრძოლა კატალაუნის ველზე

3. ოდოაკრის მიერ რომის იმპერატორის ჩამოგდება


2;1;3


31. ქრონოლოგიურად დაალაგეთ პეტრე I-ის მმართველობისას მომხდარი მოვლენები.


1. „ჩრდილოეთის ომის“ დაწყება

2. აზოვის ციხის აღება

3. ლაშქრობა კასპიისპირეთში

 

2;1;3


32. ქრონოლოგიურად დაალაგეთ მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი მოვლენები.


1. იალტის კონფერენცია

2. ოპერაცია „ბარბაროსას“ დაწყება

3. „უცნაური ომი“

3;2;1


30. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ქრისტიანობის ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები.

1. ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების ჩატარება

2. ხატმებრძოლეობის დასრულება

3. „მილანის ედიქტის“ გამოქვეყნება

3;1;2


31. ქრონოლოგიურად დაალაგეთ რუსეთში XVI საუკუნეში მომხდარი მოვლენები.

 

1. ყაზანისა და ასტრახანის სახანოების დაპყრობა

2. ლივონიის ომის დასრულება

3. მეფის ტიტულის შემოღება

3; 1;2


32. ქრონოლოგიურად დაალაგეთ მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი მოვლენები.

1. სტალინგრადის ბრძოლა

2. იაპონიის თავდასხმა პერლ-ჰარბორზე

3. ოპერაცია „ოვერლორდი“

2;1;3


2018 წელი

30. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ჯვაროსნულ ეპოქასთან დაკავშირებული მოვლენები:


1. ფრიდრიხ I ბარბაროსას დაღუპვა

2. ტამპლიერთა ორდენის დაარსება

3. სალადინის მიერ იერუსალიმის აღება

2;3;1


31. ქრონოლოგიურად დაალაგეთ XIX საუკუნის II ნახევარში იტალიაში განვითარებული მოვლენები:


1. გარიბალდის სამხედრო ექსპედიცია კუნძულ სიცილიაზე

2. პაპის ოლქის შესვლა იტალიის სამეფოს შემადგენლობაში

3. კავურის დანიშვნა სარდინიის პრემიერ-მინისტრად

 

3;1;2


32. ქრონოლოგიურად დაალაგეთ 1914-1918 წლებში მომხდარი მოვლენები:


1. იუტლანდის საზღვაო ბრძოლა

2. ოსმალეთის ჩაბმა მსოფლიო ომში

3. ბრესტ-ლიტოვსკის ზავის დადება


2;1;3


30. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ჯვაროსნულ ეპოქასთან დაკავშირებული მოვლენები:

1. ზავის დადება რიჩარდ ლომგულსა და სალადინს შორის

2. კლერმონის საეკლესიო კრება

3. ჰოსპიტალიერთა ორდენის დაარსება

 

2;3;1

31. ქრონოლოგიურად დაალაგეთ XIX საუკუნის II ნახევარში გერმანიაში მომხდარი მოვლენები:


1. სედანის ბრძოლა

2. ბისმარკის დანიშვნა პრუსიის პრემიერ-მინისტრად

3. სადოვას ბრძოლა

 

2;3; 1

32. ქრონოლოგიურად დაალაგეთ 1914-1918 წლებში მომხდარი მოვლენები:

1. სარიყამიშის ბრძოლა

2. ერცჰერცოგ ფრანც-ფერდინანდის მკვლელობა

3. აშშ-ს ჩაბმა მსოფლიო ომში

2;1;3

2017 წელი

30. დაალაგეთ ქრონოლოგიურად რომის სახელმწიფოში განვითარებული მოვლენები:

 

1. ტეტრარქიის შემოღება

2. I ტრიუმვირატის ჩამოყალიბება

3. პრინციპატის დამყარება


2;3;1


31.დაალაგეთ ქრონოლოგიურად XVII

საუკუნის ინგლისის ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები:

 

1. მეფის მიერ ლონდონის დატოვება და ჩრდილოეთში წასვლა

2. კრომველის მიერ ჰოლანდიის დამარცხება

3. „ხანგრძლივი პარლამენტის“ შეკრება

 

3;1;2

32. დაალაგეთ ქრონოლოგიურად XIX საუკუნის საქართველოში მომხდარი მოვლენები:


1. საჯარო ბიბლიოთეკის დაარსება თბილისში

2. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა

3. რუსეთის ხელისუფლების მიერ აფხაზეთის სამთავროს გაუქმება

 

1;3;2


30. დაალაგეთ ქრონოლოგიურად ძველი საბერძნეთის ისტორიასთან დაკავშირებული პიროვნებები მათი მოღვაწეობის დროის მიხედვით:


1. პერიკლე

2. კლისთენე

3. სოლონი

3;2;1


31.დაალაგეთ ქრონოლოგიურად XVII საუკუნის 

 ინგლისის ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები:

 

1. კრომველის ერთპიროვნული მმართველობის ანუ პროტექტორატის დაწესება

2. „ახალი ნიმუშის“ ანუ „ახალი მოდელის“ არმიის ჩამოყალიბება

3. ინგლისის რესპუბლიკად გამოცხადება

 

2;3;1


32. დაალაგეთ ქრონოლოგიურად XIX საუკუნის საქართველოში მომხდარი მოვლენები:


1. ქართული თეატრის აღდგენა

2. სათავადაზნაურო ბანკის დაარსება თბილისში

3. რუსეთის ხელისუფლების მიერ გურიის სამთავროს გაუქმება;

 

3;1;2

2016 წელი

30. ქრონოლოგიურად დაალაგეთ სელჩუკთა ლაშქრობებთან დაკავშირებული მოვლენები:


1. სელჩუკთა პირველი შემოჭრა საქართველოში

2. მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტიელთა დამარცხება

3. სელჩუკთა მიერ ბაღდადის აღება

3;1;2


31. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ვახტანგ VI-სთან დაკავშირებული მოვლენები:

 

1. შაჰის მოთხოვნით ირანში გამგზავრება

2. დიდი ამალითურთ რუსეთში გადასახლება

3. სულხან-საბას ევროპაში გაგზავნა საგანგებო დავალებით

 

1;3;2

32. ქრონოლოგიურად დაალაგეთ 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული მოვლენები:

1. საბჭოთა რუსეთთან ხელშეკრულების დადება

2. კონსტიტუციის მიღება

3. სომხეთთან ომი

 

3;1;2

2016 წელი


30. ქრონოლოგიურად დაალაგეთ არაბთა ლაშქრობებთან დაკავშირებული მოვლენები:

 

 

1. არაბთა პირველი გამოჩენა საქართველოში

2. პირენეის ნახევარკუნძულის დაპყრობა

3. ფრანკებთან მარცხი პუატიეს ბრძოლაში

1;2;3

31. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ერეკლე II-სთან დაკავშირებული მოვლენები:

 

 

1. მორიგე ჯარის შემოღება

2. ქართლ-კახეთის მეფედ გახდომა

3. ასპინძის ბრძოლა

 

 

2; 3;1;

32. ქრონოლოგიურად დაალაგეთ 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული მოვლენები:

 

1. ერთა ლიგის მიერ საქართველოს წევრად მიღების საკითხის განხილვა

2. სომხეთთან ომი

3. დამფუძნებელი კრების არჩევნები


2;3;1

2015 წელი

ძველი რომის ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები:

1. კრასუსის მოღვაწეობა

2. რომის მიერ კართაგენის დანგრევა

3. ზამასთან ბრძოლა

3;2;1


მე-17-მე-18 საუკუნეების ოსმალეთთან დაკავშირებული მოვლენები

 

1. იან სობესკის მეთაურობით ოსმალთა დამარცხება

2. ოსმალთა მიერ ქალაქ ვენის აღების პირველი მცდელობა

3. სულეიმან კანონმდებლის მმართველობის დაწყება

 

 3;2;1


ერეკლე მე-2-ის დროს მომხდარი მოვლენები

 

1. მორიგე ჯარის შექმნა

2. ხელშეკრულების დადება სოლომონ I-თან

3. ასპინძის ბრძოლა

2;3;1


მე-20 საუკუნის მოვლენები

 

1. ჩრდილოატლანტიკური კავშირის ჩამოყალიბება

2. ჰელსინკის შეთანხმება

3. ვარშავის პაქტის გაფორმებ

1;3;2



        ირანის ძველ ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები :

 

1. სასანიანთა სახელმწიფოს შექმნა

2. ბერძენ-სპარსელთა ომები

3. აქემენიანთა სახელმწიფოს განადგურება

2;3;1


მე-17 საუკუნის ინგლისში განვითარებული მოვლენები :

 

1. კრომველის ერთპიროვნული მმართველობის დაწყება

2. „ხანგრძლივი პარლამენტის“ მუშაობის დაწყება

3. ინგლისის რესპუბლიკად გამოცხადება

2;3;1



მე-16 -მე-17 საუკუნეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები

 

1. სიმონ I-ის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ

2. ლუარსაბ I-ის ბრძოლა ყიზილბაშთა წინააღმდეგ

3. ქართველების მასობრივი გასახლება კახეთიდან ირანში

               

                 2;1;3

 

  მე-20 საუკუნეში მომხდარი მოვლენები

 

 

1. ჰელსინკის შეთანხმება

2. კორეის ომი

3. ვიეტნამის ომი


                2;3;1


2014 წელი 

ძველი ეგვიპტის ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები:

 

1. ასურელების მიერ ეგვიპტის დაპყრობა

2. ჰიქსოსების შემოსევა ეგვიპტეში

3. ფარაონ ეხნატონის მოღვაწეობა

 

2;3 ;1



„დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები“ :

 

1. ფერნანდო მაგელანის ექსპედიციის მიერ დედამიწის გარშემოვლა

2. ინკების იმპერიის განადგურება

3. ვასკო და გამას მიერ ინდოეთში საზღვაო გზის აღმოჩენა

 

 3;1;2;



მე-2 მსოფლიო ომის დროს მომხდარი მოვლენები :

 

1. ელ-ალამეინის ბრძოლა

2. პოტსდამის კონფერენცია

3. გერმანიის მიერ დანიისა და ნორვეგიის ოკუპაცია

ძველი აღმოსავლეთის ისტორიიდან:

 

1. ასურეთის სახელმწიფოს შექმნა

2. კიროს II-ის მიერ ქალაქ ბაბილონის აღება

3. ნაბუქოდონოსორის მეფობა

 1;3;2;

 

„დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების“  ისტორიიდან :

1. ბარტოლომეო დიაშის მიერ აფრიკის უკიდურეს სამხრეთ წერტილამდე მიღწევა

2. აცტეკების სახელმწიფოს განადგურება

3. კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენა

 

1;3;2

 

მე-2 მსოფლიო ომის ისტორიიდან:

 

1. სტალინგრადის ბრძოლა

2. იალტის კონფერენცია

3. სსრკ-ის მიერ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ანექსი

             3;1;2;


      2012 წელი

 

25. დაალაგეთ თანმიმდევრობით ისტორიული პიროვნებები მათი მოღვაწეობის დროის მიხედვით:

1. იმპერატორი ადრიანე

2. იმპერატორი იუსტინიანე

3. გნეუს პომპეუსი

3,1,2

 

26. დაალაგეთ თანმიმდევრობით არაბი სარდლები საქართველოში მათი შემოჭრის დროის მიხედვით:

1. მურვან ყრუ

2. ბუღა თურქი

3. ჰაბიბ იბნ მასლამა

3,1,2

 

27. დაალაგეთ თანმიმდევრობით XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოში მომხდარი მოვლენები:

1. ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება

2. ბატონყმობის გაუქმება

3. თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დაარსება

 

2,3,1


28. დაალაგეთ თანმიმდევრობით II მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი მოვლენები:

1. „მარშალის გეგმის“ შემუშავება

2. „ვარშავის პაქტის“ ხელმოწერა

3. ნატოს“ შექმნა

1,3,2

29. დაალაგეთ თანმიმდევრობით XX საუკუნის II ნახევარში  მომხდარი  მოვლენები:

1. ეუთოს ჩამოყალიბება

2. საბჭოთა კავშირის დაშლა

3. ბერლინის კედლის დანგრევა

1,3,2

 ხ

25.   დაალაგეთ თანმიმდევრობით           VI-VII           საუკუნეების        საქართველოში                       მიმდინარე მოვლენები:

1. ჰერაკლე კეისრის ლაშქრობა საქართველოში

2. ირანელთა მიერ მეფობის გაუქმება ქართლში

3. ირან-ბიზანტიის ომი ეგრისისათვის

2,3,1

 

26. დაალაგეთ თანმიმდევრობით ისტორიული პიროვნებები მათი მოღვაწეობის                 დროის მიხედვით:

1. ანტონიუს პიუსი

2. კონსტანტინე დიდი

3. მითრიდატე VI

3,1,2

 

 

27. დაალაგეთ თანმიმდევრობით საქართველოში რუსული მმართველობის დამყარებასთან დაკავშირებული მოვლენები:

1. მეფისნაცვლის თანამდებობის შემოღება(ვორონცოვი)

2. გურიის სამთავროს გაუქმება

3. ბატონყმობის გაუქმება

2,1,3


28. დაალაგეთ თანმიმდევრობით XX საუკუნის I ნახევარში მომხდარი ისტორიული მოვლენები:

1. სსრკ–ფინეთის ომი

2. სსრკ–გერმანიის თავდაუსხმელობის პაქტის დადება

3. სამოქალაქო ომის დაწყება ესპანეთში

3,2,1

 

29. დაალაგეთ თანმიმდევრობით XX საუკუნის II ნახევარში მომხდარი ისტორიული მოვლენები:

1. „გარდაქმნის“ პოლიტიკის დასაწყისი

2. გერმანიის გაერთიანება

3. გაეროს შექმნა

 

3,1,2

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები