კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა ანუ აზრის თავისუფლება - გურამ დოჩანაშვილი

 



1.     როგორ განუსაზღვრა სოციოლოგიური გამოკვლევის ხელმძღვანელმა ხელქვეითს მისი მომავალი ნაშრომის მიზანი ?

 

- თქვენს მომავალ ნაშრომში უნდა აისახოს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ მუშა-მოსამსახურეთა ყოველდღიური საქციელის ასპექტების ასახვა და გამომჟღავნდეს კანონზომიერებანი, რომლებიც განსაზღვრავენ მის დამოკიდებულებას ცხოვრების პირობებისადმი. საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების იმ მხარეებში, რომელსაც ამჟამად გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე აქამდე, პატარა ადგილს როდი იჭერს ყოფა-ცხოვრება, წარმოების გარეთა სფერო ადამიანის საქციელსა და მოქმედებაში. ასანთი ხომ არა გაქვს?
 
მე ჩემი ბედი... - არა მქონდა.

 

ადამიანის ცხოვრებისეულ მოქმედებაში წარმოების გარეთ, მისი საქციელი ყოველდღიურ საქმიანობაში თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება მის ყოფა-ცხოვრებაში. და ამიტომაც ხაზგასმული ყურადღება უნდა მიექცეს მის თავისუფალ დროს, რომლის სფეროც განისაზღვრება ჯერ ერთი, იმით, რომ წარმოადგენს ადამიანის ფორმირების ერთ-ერთ ფაქტორს შედის რა კომპონენტად მისი ცხოვრებისა და მოქმედების კომპლექსში; მეორე - რომ ასეთი გამოკვლევა გვეხმარება ადამიანზე სასარგებლოდ ზემოქმედების მნიშვნელოვანი მექანიზმების გამოვლენაში მთლიანად; დაა, მესამე - რომ ეს სფერო ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე ეკონომიური და სოციალური განვითარების სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტები.
 
პატარა ხანს შეჩერდა და მე ვთქვი:
 
- დიახ. ‘’

 

 

2.     რა უფრო იგრძნობა ხელმძღვანელის მსჯელობაში-ცოდნა,ლოგიკური აზროვნების უნარი თუ უსულგულობა და ზერელობა ?

სულ სხვაა უჭკუო უმეცარი, მერე თუ ყბედობის საღერღელიც აქვს აშლილი. უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერობაზე, და რამოდენადაც ამისთანა ვაჟბატონი ჭკუაზე თხლად არის, რამოდენადაც უფრო სქელი ლიბრი აქვს გონების თვალზე გადაკრული,მით უფრო თამამია, მით უფრო კადნიერია. მითამ რა დაუშლის! არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლო საღეჭავად არ გახადოს მსმენელთა სააბეზაროდ. რაც ენაზედ მოადგება, ჰროშავს გამარჯვებულსავით დოინჯშემოყრილი და თავმოწონებული, მაღალფარდებიან სიტყვებს ჰხმარობს უანგარიშოდ, განუკითხველად, მოგაყრით ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებს, რომელიც არც თითონ ესმის და არც მსმენელს გაეგება და ჰყოყოჩობს, აი რაები მცოდნია და რა ბრძენი კაცი ვარო! ბალღებს, რასაკვირველია, გაბერილი, გაუგებარი ფრაზები სავსე ჰგონიათ, როგორც გაბერილი ტიკი, და უკვირთ როგორც ერთი რამ უტყუარი ნიშანი აუარებელის სიბრძნისა და მეცნიერობისა, ჭკუადამჯდარს კაცს-კი ეს სამასხარო ოინები სასაცილოდაც არა ჰყოფნის  -ილია ჭავჭავაძე „უმეცრობის  ფართი-ფურთი“

 

 

ხელმძღვანელს სვიტერი ეცვა, მშვენივრად ნაქსოვი, ძლიერი სხეული გამოკვეთოდა, გიჟდებიან ქალები - ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ნაწილი მაინც. უცხომ რომ შეხედოს, ნამდვილი ათლეტია, მეცნიერი და ასეთი აღნაგობა? საუბარიც რომ დამაჯერებელი აქვს - ტერმინებით აღსავსე, რთული და მახვილი, რანაირი გამოთქმა გინდა იმან რომ არ იცოდეს, ნამდვილი უცხო სიტყვათა ლექსიკონია. ერთი ვერ გამიგია - თუმცა ლამაზი თვალ-წარბი აქვს, მაინც ძალიან უყვარს მზის საწინააღმდეგო სათვალის ტარება, ახლაც უკეთია, სავარძელში ზის, ჩემს მიერ მიწოდებულ ანკეტას კითხულობს და დროდადრო ამბობს: „საინტერესოა, საინტერესოა...“ მე, გაბადრული, ადგილზე ვცმუკავ, ბოლო ანკეტაზეა, საცაა - შემაქებს.“- გურამ დოჩანაშვილი „კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“

 

 

 ძალიან კარგია, როცა ხელმძღვანელი არის ასეთი ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი, ათლეტი, როგორც იტყვიან, და ამასთანავე ზომიერადაა აყოლილი მოდას - ოდნავ, ძალიან ოდნავ ჩამოგრძელებული ბაკენბარდებით, ასევე წელში ოდნავ გამოყვანილი პიჯაკითა და ოთხკუთხაცხვირიანი ფეხსაცმელებით, გულის გარეთა ჯიბეში კი - ჰალსტუხის ფერის იდენტური ცხვირსახოცი  - (უმეცარი ხელმძღვანელის პორტრეტი)

 

3.     ხელმძღვანელის ბუნდოვანი,გაუმართავი მსჯელობიდან შეეცადეთ გამოიტანოთ აზრი და რამდენიმე გასაგები წინადადებით მოკლედ გადმოსცეთ იგი ?

 

სოციოლოგიური გამოკვლევის ხელმძღვანელი ავალებს ხელქვეითს ჩაატაროს ანკეტური გამოკითხვა ქალაქში მცხოვრები მუშა-მოსამსახრეების. კვლევის მიზანია  კავშირის დადგენა  მუშა-მოსამსახურეთა საყოფაცხოვრებო პირობებსა და არასამუშო საათებში მათ ქცევას შორის.

 

თქვენ უნდა შეისწავლოთ ყოველდღიური წარმოების გარეთა საქციელი და მისი დამოკიდებულება ცხოვრებისეული პირობებისაგან’’ 

 

 

4.     რისი „თავისუფლება“ მიენიჭა მას ?

უნდა შემოვიფარგლოთ გარკვეული პროფესიის ადამიანების კონკრეტიზირებით, ხოლო პროფესიის არჩევა თქვენთვის მომინდია.
 

5.     როგორ უნდა მოიქცეს ხელქვეითი-რესპოდენტისთვის დასმული კითხვები თვითონ უნდა მოიფიქროს თუ მხოლოდ წინასწარ მოფიქრებული კითხვარით დაკმაყოფილდეს ?

- ხოლო რაც შეეხება იმ კითხვებს, რომლებიც თქვენ უნდა დაუსვათ თქვენს მიერ არჩეული პროფესიის ადამიანებს, ესე იგი, რესპოდენტებს, აი ამ ხუთ გვერდზეა მოცემული. მათი პასუხები უნდა იყოს მკაფიო, მოკლე და ამოწურული.
 
- ერთდროულად?
 

 

6.     რა ნიშნით აიირჩია მან რესპოდენტად ფოტოგრაფები ?

ფოტოგრაფები კომუნიკაბელურები,მოცლილები და რეალისტები არიანო.

 

მაგრამ მეორე დღეს, დილით, რესპოდენტთა პროფესიის შერჩევა გამიჭირდა. ქარხნები - ხმაურიანია და თანაც დაღლილი ადამიანები ამომწურავად არ გპასუხობენ, გამყიდველებს სადა სცალიათ - ათასგვარ სურსათ-სანოვაგეს სწონიან, სახლებში კი ვერ ჩამოუვლი, რასაკვირველია; მძღოლები შენთვის ვერ დაკარგავენ ძვირფას დროს, ექთან-ექიმთა რესპოდენტობა გამორიცხულია, რადგან ისინი ხანდახან დილიდან საღამომდე მორიგეობენ, მე კი მაინტერესებს ისეთი პროფესიის ხალხი, რომლებიც მუდამ ერთსა და იმავე დროს იწყებენ და ამთავრებენ სამუშაოს. კარგა ხანს ვიწვალე, და გონებას ისევ მზერამ აჯობა - ერთ წყნარ ქუჩაზე ფოტოვიტრინას მოვკარი თვალი. ოო, სწორედ ეს გამომადგებოდა - ფოტოგრაფები უმთავრესად ხალისიანი, მოლაპარაკე ხალხია, და თმადავარცხნილი მუშტრის მოლოდინში დროც საკმარისი აქვთ, ანკეტა რომ საფუძვლიანად შეივსოს. ამასთანავე ისინი რეალურად უყურებენ ცხოვრებას, ყოველივეს ზუსტად მაფიქსირებელი ფოტოობიექტივის საშუალებით, მე მხნედ შევაღე კარი, შევაბიჯე, ვთქვი: „გამარჯობათ“, მომესმა სასურველიგაგიმარჯოს“, ვკითხე: „გცალიათ?“ - იმან კი მითხრა: „მა რისთვისა ვარ“, მაგრამ ჩემი მისვლის მიზეზი რომ ავუხსენი, ცოტათი შეცბა.

 

 

7.     ანკეტების პირველი შედეგებით კმაყოფილმა ხელმძღვანელმა რა „არსებითი“ შენიშვნა მისცა თანამშრომელს ?

კარგად გიმუშავია, კარგად, - თქვა ხელმძღვანელმა, - ოღონდ კომუნალური პირობები ორ ჯგუფად კი არ უნდა დაგეყო, როგორც ეს შენა გაქვს აღნიშნული - კარგ და ცუდ ქვეჯგუფებად, არამედ სამად - პირველი: უზრუნველყოფილნი ყველა კომუნალური მომსახურებით, როგორიცაა - წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ცენტრალური გათბობა, გაზი, აბაზანა ან შხაპი და ცხელი წყალი; მეორე: უზრუნველყოფილნი ძირითადი კომუნალური მომსახურებით, როგორიცაა წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ცენტრალუტი გათბობა და მესამე - უკანალიზაციოები, ისე კი, კარგად გიმუშავია, ასე თუ განაგრძობ, ძალიან კარგი იქნება, აბა, შენ იცი, როგორ არიან თქვენები?..“ (უმეცარი ხელმძღვანელის „არსებითი“ შენიშვნა)

 

ასე გულთბილად მესაუბრებოდა, გადასწვდა სხვადასხვა ამბებს, მშვენიერ გუნებაზე იყო,
მერე, არ ვიცი, რა გაახსენდა, პატარა ხანს ჩაფიქრდა, მზის საწინააღმდეგო სათვალე გაიკეთა, მკერდზე დაიბჯინა ნიკაპი და მკაცრად თქვა:
 
- და როგორც უკვე გითხარით, თავისუფალი დროის გატარება ორი რიგის მაჩვენებლებით ხასიათდება:
 - საქმიანობის ჩამოთვლით, საქციელის სახეობებით დაა, ბე - მონაცემებით ხანგრძლივობის, ინტენსიობისა და ასე შემდეგ ამ საქმიანობათა რაოდენობრივი პერიმეტრების.

 

8.     ხელქვეითმა „შენიშვნები’’,ცხადია აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.რა დამოკიდებულება უჩნდება ამ „შენიშვნების’’ მიმართ მკითხველს ?

 

მკითხველი ხვდება რომ  ეს არის უმეცარის ფართი-ფურთი.

 

9.     რა უსიამოვნება ელოდა ახალგაზრდა ინტერვიუერს ?

 

ვასიკო კეჟერაძესთან  შეხვედრა

 

10.  რით განსხვავდება ფოტოგრაფი ვასიკო კეჟერაძე მისი კოლეგებისგან ?

 

ინტელექტით

ინტელექტ- (ინტელექტისა) [ლათ. intellectus გაგებაწიგნადამიანის აზროვნების უნარი, – გონება, ჭკუა; გონებრივი განვითარების დონე

 

11.  რამ გააღიზიანა ინტერვიუერი ?

 

რესპოდენტის    კითხვებმა,მინიშნებამ ,რომ ადამიანი პირად ცხოვრებაში შეჭრა ასე უცერემონიოდ(თავხედურად)  არ შეიძლება:

ყურადღებით მისმენდა და ეტყობოდა, მყისვე რომ ხვდებოდა ყველაფერს, მაგრამ მაინც გამაწყვეტინა:
 
- ბოდიში, თქვენ თავად გადასწყვიტეთ თუ... - და დააყოლა: - ღმერთო, როგორ მაგონებთ ვიღაცას...
 
- არა, ხელმძღვანელმა გამომგაზავნა.
 
- მაპატიეთ, მაგრამ... უნდა ვიცოდე, ვინაა ის ხელმძღვანელი, რა კაცია... ნეტავ ვის ჰგავხართ...
 
- რა, ხელმძღვანელი აქ მოვიყვანო? - ჰუმორით ვკითხე, თუმცა უკვე ოდნავ გაღიზიანებულიც ვიყავ.
 
- არა, არა, მოყვანა რა რაჭიროა, ორიოდ სიტყვით დაახასიათეთ, წარმოდგენა რომ მქონდეს, ფაქტიურად ვისთან მაქვს საქმე...
 
- აბა, როგორ გითხრათ... ახალგაზრდა კაცია, ახოვანი, ენერგიული, თანამედროვე... ახალგაზრდობის მიუხედავად, რამდენიმე თანამშრომელი მიგვაბარეს და ჩვენთან მუშაობა ძალიან კარგად დაიწყო.
 
- ძალიან კარგად დაიწყო? - გამაწყვეტინა.
 
- დიახ! - და გაბრაზებულმა გავუმეორე, - ძა-ალიან კარგად დაიწყო.

 

12.  ვინ არის აურელიანო სქელი ,ვისაც ვასიკო კეჟერაძე სტუმარს ამსგავსებს ?

 

გურამ დოჩანაშვილის რომანის „სამოსელი პირველის’’ პერსონაჟი

მარშალ ედმონდო ბეტანკურის ბიძაშვილი

(წაიკითხე დომენიკო  კამორაში)

 

 

13.  რა „შეშურდა“ ლიტერატურის მოყვარულ ფოტოგრაფს ?

 

- ააა, მივხვდი, თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, არა, ხომ?
 
- არა, - მივუგე, - ბოლოს და ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ, პასუხი რომ გამცეთ კითხვებზე?
 
- სიამოვნებით, სიამოვნებით... ბოდიში, და არც ანსელმოიანი რომანი? ლჲოსასი, მარიო ვარგასის...
 
- ... არა.
 
- და... კორტასარი?
 
- ეეე... არა.
 
მეგონა, გამკიცხავდა, მაგრამ შურით ამათვალიერა:
 
- ბედნიერი კაცი ყოფილხართ!
 
- რატომ?
 
- რატომ და წინ ისეთი დიდი ბედნიერება გელით, მე კი ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს. ეეჰ...
 
- რა ბედნიერება?
 
- პირველად წაკითხვის. ‘’

 

14.  ხელმძღვანელის კატეგორიული მოთხოვნით,ანკეტირების დროს პასუხები მკაფიო,მოკლე და ამოწურული უნდა ყოფილიყო.რმდენად აკმაყოფილებდა ვასიკო კეჟრაძის პასუხები ამ მოთხოვნას ?

არ აკმაყოფილებს.კეჟერაძის პასუხები  არასტანდარტულია.კეჟერაძეს ყველაფერზე საკუთარი აზრი გააჩნია.

ოჰო! - ხელებს იფშვნეტს ხელმძღვანელი, - ეს კაცი არ უნდა დავკარგოთ...“ ისევ ბოლთასა სცემს, „უყურე შენ, - დაფიქრებული მიმზერს, და უცებ კითხვას კითხვაზე მაყრის, - და თქვენ გგონიათ, რომ მასიურ, შაბლონურ პასუხებს გაცილებით არა სჯობს ინდივიდის არსებობა? რომელიც მთელ ამ კომპლექსს პასუხობს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, სურვილისდა მიხედვით ამორჩეული საქმიანობის კუთხით? და თქვენ გგონიათ, რომ მხატვრული ლიტერატურა ხელწამოსაკრავია, როგორც ასეთი? რა სჯობია ხანდახან, სიგრილეში, მაგალითად, დიკენსის კითხვას? და განა ლიტერატურა კულტურული დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არ არის?“ აქ კი ხელმძღვანელი ჩერდება და აშკარად ეტყობა, რომ თავის საკუთარ, მომავალ ნაშრომზე ფიქრობს, რადგან ასეთ დროს თავს სწორედ ასე, ოდნავ გვერდულად და ზემოთკენ შემართავს ხოლმე, და ხდება ჯიუტი, სწორუპოვარი, მუქი სათვალიდან მის გამჭოლ, სუსხიან მზერასა გვრძნობ, და, წარმოგიდგენიათ? - მკაცრად მეუბნება: „დღესვე მიბრძანდით ხსენებულ რესპოდენტთან და შეავსეთ ანკეტა მისი პასუხისა და სურვილის მიხედვით და გახსოვდეთ, რომ ხანდახან საინტერესო ინდივიდის ჩვენებანი შესაძლოა მეტ ინტერესს მოიცავდეს, ვიდრე ათობით ადამიანის მდგრადი პასუხი. მაგრამ მე ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ იმ კაცს მართლაცდა ზედმიწევნით(?) უყვარს ლიტერატურა, ესე იგი, კულტურული დასვენების ესა თუ ის დარგი და შემდგომ, თუკი მხატვრული ლიტერატურა მართლაცდა მუქ წითელ ხაზად გასდევს მთელ მის ცხოვრებას, უნდა გამოვარკვიოთ - რატომ, - და ოდნავ მოლბა, - აბა, შენ იცი, წადი...

 

 

 

 

 

15.  რა ჰმართებს თურმე ლიტერატურის ნამდვილ მოყვარულს წიგნის წაკითხვის შემდეგ ?

 

წაკითხულის გააზრება.

- თქვენ ლიტერატურის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ წიგნის კითხვა გგონიათ? და ყოველივე იმას, რასაც წაიკითხავ, გააზრება არ უნდა? დიდი ამბავი, ტრამვაიში თუ დაჯდები ან დადგები, ყირამალა დგომისასაც კი შეიძლება ფიქრი“. „კი მაგრამ, რაზე?“ „რაზე და რასაც წაიკითხავ, იმაზეან, რაც გაგახსენდება…“
 
ოოხ, ხელმძღვანელიმაინც განვაგრძობ:
 
- და თუ ხასიათზე არა ბრძანდებით?
 
- ჰეე, - ეღიმება, - სწორედ მაშინ უფროა საჭირო, როცა ხასიათზე არა ხარ.
 
- რატომ?
 
- ხასიათზე რომ მოხვიდე.
 
გიჟია, ვიღაცაა, ოხერი

 

16.  რატომ შეადარა კეჟერაძემ ერთმანეთს გომბეშოსა და ადამიანის ტვინი ?

 

შეადარა ადამიანი ,რომელიც არ აზროვნებს და ადამიანი, რომელიც აზროვნებს

 

თურმე გომბეშო უმოძრაო მწერს ვერა ხედავს, და მხოლოდ მაშინ შენიშნავს, თვალწინ თუ ჩაუფრენს და მაშინვე გადასანსლავს, და თუ შორიახლოს მწერი არაა, გომბეშოს თვალწინ ნაცრისფერი ეკრანი აქვს, და მხოლოდ მაშინ გაუცოცხლდება მზერა, მწერი რომ ჩაუფრენს. და თურმე ასე იმიტომაა, ყოველთვის რომ უყურებდეს გარემოს და ფერებს აღიქვამდეს, დაღლილობას ვერ გაუძლებს და მოკვდება, რადგან ტვინი ძალიან მარტივადა აქვს მოწყობილი
 
- ადამიანი კი, - ამბობს, - ადამიანის ტვინი პირიქითაა, თუ არ იფიქრა, თუ არ დაინახა და არ იოცნება, სწორედ მაშინ იფიტება და კვდება, და რიგში დგომა რა ისეთი გაჭირვება და დროის დაკარგვაა - იდექი და იფიქრე შენთვის, ფიქრს ვინ დაგიშლის

 

 

17.  რა კლავს თურმე ადამიანის ტვინს ?

 

უქმად ყოფნა.

 

18.  რომელი ახალი პერსონაჟი გამოჩნდა მოთხრობაში ?

ასისტენტი (დამხმარე)- კლიმი

ახალგაზრდა, იქნებოდა ასე, თვრამეტი-ოცი წლის, თმა გვერდზე გადაევარცხნა, წარმოუდგენლად დაბალი იყო და ცქვიტი, გამწარებული ისვამდა ჯაგრისს დასვრილ სახელოზე და აი, მაშინ კი მართლაც ძალიან გამიკვირდა, საიდან გაჩნდა-მეთქი, დავიბენი და, კიდევ კარგი, რესპოდენტმა მითხრა: „ეს ჩემი თანაშემწეა, კლიმი“.

 

19.  კეჟერაძეს მხოლოდ ფოტოლაბორატორიაში მუშაობის დროს უწევს დახმარებას,თუ მას სხვა როლოც ეკისრება ?

 

20.  რა ურთულესი კითხვა დაუსვა თამაზმა ვასიკოს სურათების  გამჟღავნებისას ?

ვისარგებლე და ძალიან რთული შეკითხვა დავუსვი, რომელზედაც უცებ, ერთბაშად ვერავინ პასუხობს: „მოგწონთ ცხოვრება?“ 

 

 

21.  როგორი უსწრაფესი პასუხი მოისმინა მან ?

იმან კი მაშინვე ასე მომიგო: „გააჩნია, იმ დღეს როგორი ავტორი შემხვდება...“
 
22.   რატომ არ დადის და არ გამოდის კრებებზე ?
 
გამოვდივარ თუ არა კრებებზე? არა, არა, ჯერ ეგ ერთი, ფოტოგრაფებს იშვიათად გვიწვევენ კრებებზე, და გინდაც ყოველდღე გვქონდეს, მაინც არ გამოვალ სიტყვით - არ შემიძლია ერთნაირად მივმართო სხვადასხვა განათლებისა და ხასიათის ადამიანებს, როგორ შეიძლება მიმართო ორ კაცს ერთნაირად, მაშინ, როდესაც ერთს წაკითხული არა აქვს... რომელიმე დიდი მწერალი დაასახელე, კლიმ... ჰო, აი თუ ერთს არ წაუკითხავს სტენდალი, მეორეს კი გადაბულბულებული აქვს, განა შეიძლება ამ ორ კაცს ერთი და იგივე სიტყვებით მიმართო?
 
 

შენიშვნა:

მხატვრული ფოტოგრაფი - მწერალი უნდა ვიგულისმოთ (ვასიკო კეჟერაძე მწერლის ალტერ-ეგოა)

 

23.  როგორი ადამიანი არ უყვარს ყველაზე მეტად ლიტერატურის მოტვარულ კაცს ?

 

თვითკმაყოფილი

ეს ვისი სახეა, ღმერთო ჩემო, კლიმ, ეს რა თვითკმაყოფილი გამომეტყველება აქვს, წარმოუდგენელია, - ნედლ სურათს დასცქერის, - ახლა, ამ კაცის რა უნდა ირწმუნო, ნეტავ ვინაა, ან როგორ იქცევა სამსახურში, ოჯახში, ეს სურათი ერთხელაც დაბეჭდე, კლიმ, კაბინეტში ჩამოვკიდოთ, თვალნათლივ ადგილას - მაგის შემხედვარე, ყველა მიხვდება, თვითკმაყოფილება როგორი ცუდია

 

24.  რატომ მოუნდა ვასიკო კეჟარაძეს „საუკუნეთა წიაღში გასეირნება’’ ?

სერვანტესი მოიგონა,მე-16-მე-17 საუკუნეების დიდი ესპანელი მწერალი   ავტორი თანამედროვე გაგებით პირველი რომანისა მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი.

 

25.  მისი აზრით,ერთს მომატაბული ერთი როდის არ უდრის ორს ?

აი, ვთქვათ, დგას ქუჩაში ის ვაჟბატონი, ნაფუფუნებარი(თვიკმაყოფილი), და მის გვერდით კი... ვინმე დიდი მწერალი დაასახელე, კლიმ, ძალიან დიდი... ოო, მაგაზე უკეთესს რას მეტყოდი, ჰოდა, ვთქვათ, დგანან ერთად უნებურად ამაყი, ჩამოძენძილი, მშიერი, ხელგამხმარი, დიდებული ესპანელი ინვალიდი და გვერდით კი უდგას ეს ჩვენი ნაცნობი, ვიგინდარა, წეღან რომ დაგიხასიათეთ, მერე რა, სხვადასხვა ეპოქაში რომ ცხოვრობდნენ, მაშინაც კი იქნებოდა ვინმე ასეთი, ვთქვათ, ერთად დგანან - ოცნებით სავსებით შეიძლება საუკუნეთა წიაღში გასეირნება - ჰოდა, მოივლის იმდროინდელი ჩამორჩენილი, ანდა, შესაძლოა, ნიჭიერი მათემატიკოსიც კი და რომ ჰკითხავენ - რამდენი კაცი დგას ქუჩაში? - იტყვის: „ორი...“ აბა, გეკითხებით, განა ეს პასუხია? როგორ თუორი“ - ის და ის - ესე იგი - ერთი პლუს ერთია? აჰ, არა, არა, ხანდახან არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება, ლიტერატურაში კი, ჩემო კარგო, ეჰ, ასეთი უზუსტობა არასოდეს არ მოხდება, ყველაზე უკანონები მეცნიერება თუმცაღა კია... „უკანონებოამ შემთხვევაში სულ სხვა სიტყვაა, ტკბილო... ვერავინ იტყვის, ესპანეთში ერთ დროს ორი მხედარი რომ დაბორიალობდა - არა, ერთი, მაღალი, გამხდარი - დაბორიალობდა და მეორე - დაბალი, მსუქანი - დაჰყვებოდა..“(იგულისხმება დონ კიხოტი და სანჩო პანსა- წაიკითხე)
 
გამოთქმულია აზრი:
 
"კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის" - რუსთველი 
 
ანუ, ადამიანები გონებით, უნარებითა და შესაძლებლობებით,ღირებულებებით  ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

 

 

26.  რა უსიამოვნო ამბავი გაიხსენა ვასიკომ თავისი წარსულიდან ?

საცოლე გასთხოვებია

ცოლ-შვილი თუ მყავს? არა, არა მყავს, საცოლე კი, გაგიხარია, მყავდა. მაგრამ მე იმის შემდეგ ცოლს ვეღარ მოვიყვან, ისე კი, რა დაგიმალოთ და ქალებში კი დავდივარ ხანდახან, ორგანიზმი მაინც თავისას ითხოვს, ცოლის მომყვანი კი... არა, აღარ ვარ. გინდა, გიამბო? ყველაფერს გეტყვით - ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა... ვისზედაც უნდოდა, იმაზე გავეცვალე, ნებისმიერ ადამიანზე - იქნებოდა ეს ტანმორჩილი, გამხდარი ინტელიგენტი თუ დიდხელება გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი თუ მუშა, ალალი ღიმილით სახეზე, ანდა, თუნდაც ფიზიკოს-ლირიკოსი, ბოლო დროს გაჩნდა ადამიანთა ასეთი კატეგორიაც, არ ვიცი, რა აქვთ საერთო ერთმანეთთან, რითმის გარდა და, მოკლედ, ვინც გინდა ის ყოფილიყო, მაგრამ არა, არაა, სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაზე, ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან - თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას...

 

 

27.  რომელ ზედსართვ სახელს,ზმნასა და კავშირს შეადარა ვასიკომ თავისი ყოფილი საცოლე,მისი რჩეული თვითკმაყოფილი მამაკაცი და საკუთარ თავი ?

ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა... „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა... „გავძეხი, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვამაშასადამე...“

 

კეჟერაძეს მხოლოდ წიგნებში აღწერილი ამბები არ აინტერესებს ის სიტყვის დახვეწილი აღმქმელიცაა .

 

28.  რა სათავისო ფიქრი დაეუფლა ხელმძღვანელს,როცა ფოტოატელიედან დაბრუნებული თამაზის ანგარიში მოისმინა ?

 

ხელმძღვანელი დაკვირვებით მიმზერს, მზის საწინააღმდეგო სათვალეც კი მოუხსნია და ასე მიყურებს, პირდაპირ, ჯიქურ, მე ანკეტას ვაცნობ, ყველა პასუხი - ეს რაღაც საერთოა მხატვრულ ლიტერატურასთან, როგორც ასეთი, ხელმძღვანელი ხან მე მისმენს, ხანდახან კი აშკარად თავის მომავალ ნაშრომზე ფიქრობს, რადგან დროდადრო თავს სწორედ ასე, ოდნავ გვერდულად და ზემოთკენ შემართავს ხოლმე და შორეულ სივრცეში ცალწარბაწეული იყურება, და დროდადრო მკვირცხლად ამბობს: „აჰაჰა... ჰაჰა... კარგია, კარგი...
 
 მე ვრცლად ჩაწერილ პასუხებს ვაცნობ - დასახელებულ რესპოდენტს არ უყვარს მათემატიკა, რადგან მწერალი სერვანტესი პლუს ვინმე ვიგინდარა არ არის ორი, ესე იგი ერთი პლუს ერთი; რომ საცოლე წაართვა კაცმა, რომელიც ჰგავდა სიტყვასგავძეხი“; მიაჩნია, რომ იოტისოდენადაც კი არ ჰკარგავს თავისუფალ დროს, რადგან გაჭედილ ტრამვაიში მგზავრობისას ფიქრობს ლიტერატურაზე, ოღონდ ვიწრო გაგებით, ისევ და ისევ მხოლოდ მხატვრულზე, და ყველაფერს თანმიმდევრულად ვეუბნები ხელმძღვანელს, ისიც დროდადრო გულდასმით მისმენს, ფაქტების კონსტატირებას ვახდენთ. „არ მეკარგებაო, არა?“ - ხმადაბლა, იდუმალი ხმით მეკითხება ხელმძღვანელი, - „არაო, არა, - ვეუბნები, - წარმოგიდგენიათ?“

 

 

29.  ვის უწოდა ხელმძღვანელმა „პერიმეტრიულად მკვეთრი,მკაფიოდ გამოხატული ინდივიდი ‘’ ?

რა ვუწოდოთ ამგვარ შეფასებას-ზუსტი მეცნიერული მსჯელობა თუ ზერელობით შეჯერებული „მეცნიერული ჟარგონი“ ?

 

ეს ხომ შესანიშნავია, შესანიშნავი, - ამბობს, - აი, ინდივიდი - მესმის... და თქვენ თუ გესმით, რომ გადავაწყდით პერიმეტრიულად ისეთ მკვეთრ, მკაფიოდ გამოხატულ ინდივიდს, რომელიც შესძლებდა ეპასუხა კითხვებზე, რომლის წიაღიცაა გაცილებით უფრო მნიშნველოვანი სფერო და განა მხატვრული ლიტერატურა ხელწამოსაკრავია, როგორც ასეთი? განა მხატვრულ ლიტერატურას არ ემსახურებოდნენ კალმით ტოლსტოი, გერცენი, ეე... და მთელი რიგი საქვეყნოდ გამოჩენილი ადამიანებისა? კარგია, კმარა, - ამბობს და მიმზერს, - მოდით, წავიდეთ, დასახელებული რესპონდენტი დიახაც რომ რთული კითხვებისთვისაა ზედგამოჭრილი, - და ოდნავ ღელავს, - ადგილზევე ვნახოთ... ნეტავ, სამსახურში თუ იქნება...“ აბა სად იქნება, - ვამშვიდებ, - სად უნდა იყოს, თუ არ“... „კარგით, წავიდეთ...“ - მკაცრად მეუბნებ

 

30.  რა გადაწყვიტა ხელმძღვანელმა ?

კეჟერაძესთვის რთული კითხვების პირადად დასმა

 

ქუჩაში მივაბიჯებთ, ორნი, ხელმძღვანელი და მე. თუმც აღელვებულია, ნაბიჯი მაინც მტკიცე აქვს, გამართულია, პალტო კოხტად აზის ათლეტურ ტანზე, აქოჩრილი თმა აქვს, გამჭოლი მზერა, რაღაცით არწივსა ჰგავს, გაბედული. მე მსიამოვნებს, მიხარია ხელმძღვანელთან ერთად სიარული, ასე, ტოლივით გვერდიგვერდ და მხარდამხარ, იმასაც ვნატრობ, ნეტავ ვინმე ნაცნობმა დამინახოს. ჩვენ მივუყვებით ქალაქის ქუჩებს, ვუახლოვდებით კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ხელმძღვანელი იდაყვზე ხელს მკიდებს, და თავის გეგმებს მიზიარებს - ჯერ რამდენიმე მარტივ შეკითხვას დაუსვამს, რა თქმა უნდა, ლიტერატურასთან დაკავშირებით... არა ზოგად ლიტერატურასთან დაკავშირებით, არამედ ვიწრო გაგებით... და მე არ უნდა ჩავერიო მათ საუბარში, თუკი არ მომმართავენ - აქ შეიძლება ერთადერთმა წინდაუხედავმა სიტყვამაც კი გააფუჭოს მდგომარეობა... გასაგებია? „რა თქმა უნდა“. ასე. და თვალებშიაც არ უნდა მივაჩერდე რესპოდენტს. თავი უხერხულად რომ არ იგრძნოს, „ქვეყანა რომ გადაბრუნდეს, - მწარედ მეღიმება, - ეგ უხერხულობას არ იგრძნობს...“ „რატომ?“ „რა ვიცი...“ „საინტერესოა ესეც, - ამბობს ხელმძღვანელი, და მაინც, ნუ შეაცქერდები...“ „სულ არ შევხედავ“. „არა, ესეც არაა საჭირო... ხაზგასმა... უკიდურესობაში არ უნდა ჩავარდეთ... ხანდახან უნდა შეხედოთ...“ „ხანდახან შევხედავ, - ვპირდები, - აიი, იქაა...“ „აჰა! - ამბობს ხელმძღვანელი და მკლავზე მაგრად მიჭერს ხელს, - იცით რა, თამაზ? მე გარეთ დაგელოდებით, თქვენ კი წინასწარ უთხარით, რომ მასთან საუბარი სურს თქვენს კოლეგას, ასაკითა და თანამდებობით უფროსს - წინასწარ რომ გავაფრთხილებთ, უფრო სიმპათიით განეწყობა, მე კი ისეთ პოზიციას დავიკავებ, რომ მისი ფანჯრიდან გამოვჩნდე, ავივლი, ჩავივლი, გასაგებია? - და უცებ ამბობს: - თუმცა, არა, არა შევიდეთ ერთად...“

 

 

31.  რა ახალი თვისებით წარმოდგა ხელმძღვანელი დეკოლტირებულ ქალბატონთან ურთირთობისას ?

მექალთანეა

ხელმძღვანელი, თავაზიანი ღიმილით, ბეწვისსაყელოიანი პალტოთი ხელში, შემცივნულ ქალს უახლოვდება, პალტოს ქალის შიშველი მხრების სიმაღლეზე სწევს, ეუბნება: „ჩაიცვით, ქალბატონო, არ გაცივდეთ... დააა...“ ქალმა ერთი კი ახედა, სანამ პალტოს ჩასაცმელად შეტრიალდებოდა და ახლა კეფაზედაც კი, ზვინად დადგმულ თმაზედაც კი - წარმოგიდგენიათ? - ეტობა, რომ მოსწონს... „ვერ იპოვეთ?“ „ვერა, კლიმ, - შეწუხებულა კაცი, - ქვითარი რითი გამოვწერო...“ „ძალიან გციოდათ?“ - მომხიბვლელად ეკითხება ხელმძღვანელი, ხმას იტკბობს, ლამაზია, ეშხიანი. „-არა, არც ისე“, - ამბობს ქალი, ლამაზია, ბუნჩულა. „უჯრაში ნახეთ?“ „კი, და არაა“. „სად უნდა იყოს“, შეწუხებულა კლიმიც, ხელმძვანელი კი - „ახლა ხომ გათბით?“ - ამბობს. ქალი თავდახრილი დგას, ხელმძღვანელი შუა თითით მაჯიდან განზე სწევს ლამაზი პერანგის სახელოს, საათზე ამაყად იხედება, ქალი დროს შოულობს და წამით თვალს ავლებს სახეზე, სულ ერთი წამით, მაგრამ ახლა, ისევ თავდახრილმა, ზეპირად იცის, წარბი როგორი აქვს ხელმძღვანელს, ცხვირი და ტუჩი, და მოსწონს, მოსწონს, აჰ, როგორ მოსწონს, კაცს კი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, სულაც არ მოსწონს, ფანქარი რომ გაქრა, საგონებელშია ჩავარდნილი. „აი, ახლა ყელზედაც კი გეტყობათ, რომ გათბით, - ამბობს ხელმძღვანელი, - თქვენ არასოდეს არ უნდა შეგცივდეთ, მუდამ თბილად უნდა იყოთ“, ეუბნება, უყურებს, უყურებს, თვალებით ელოლიავება. ქალს ლოყა ბეწვის საყელოზე უდევს, ხელმძღვანელს თითქოს თვალს არიდებს, მაგრამ მოსწონს, მოსწონს, უჰ, როგორ მოსწონს, და ჩვენ რომ არა, აქავე დაეძგერებოდნენ ერთმანეთს, „ეგებ აურელიანოსა აქვს კალმისტარი?“ - აზრს აწვდის კლიმი, „ოოო, მართლა, - უხარია კაცს და მაშინვე ახსენდება, - არა, არა, მაგისას გასდის... და ამას რომ ვკითხოთ?“ - ხელძღვანელზე ამბობს. ის კი ქალისკენ გადახრილა, და შიგ თვალებში ჩაჰღიმის, „ბოდიში, კალმისტარი ხომ არ...“ - ამბობს კაცი, მაგრამ ხელმძღვანელს არ ესმის, გართულაი, ყოჩაღი კლიმი კი პოულობს რომელიღაც წიგნში ჩადებულ ფანქარს, კაცი ქვითარს ავსებს, თავაზიანად აწვდის კლიენტს, ისიც, წასასვლელად ემზადება - სქელ, ფუმფულა თავშალს იხვევს, ხელმძღვანელი კარს უღებს და ქალს ორ პატარა საფეხურზე ასვლას შველის - მის იდაყვს პეშვში ისვამს, ამბობს: „დროებით...“ და ოთხნიღა ვრჩებით, ორი - ორზე, მაგრამ კაცმა ჯერ არ იცის, ჩვენ რომ ერთად ვართ, კლიენტი ჰგონია, ეკითხება: „თქვენ პასპორტისთვის თუ...“ ხელმძღვანელი კი გულიანად უღიმის: „არა, არა, მე ჩემს თანამშრომელს მოვყევი...“ „თამაზის? - უკვირს კაცს და უცებ ახსენდება: - აა, ეს თქვენა ხართ, ხელმძღვანელი, ახალგაზრდა და ენერგიული, რომელმაც, თამაზის სიტყვით, ძალიან კარგად დაიწყო?

 

32.  რამ დააბნია თავდაჯერებული ხელმძღვანელი ?

კეჟერაძის და კლიმის  რეაქციამ მის დანახვაზე

 

და უცებ, გაოგნებული კაცი ამბობს:
 
- კლიმ, მეჩვენება თუ...
 
- არა, არა...
 
- რეები ხდება... როგორა ჰგავს, ? კოპიოა, კოპიო...
 
- აბა? - უკვირს კლიმსაც და ბარძაყზე ხელს ირტყამს, - როგორა ჰგავს, საკვირველია...
 
- მე?.. ვის, ? - შემკრთალია, მაგრამ არ იმჩნევს ხელმძღვანელი, ვითომცდა გულგრილად ინტერესდება, - კინოფილმიდან?
 
- აჰ, არა, არა... - ხელს ასავსავებს კაცი.
 
- აბა?
 
- წიგნიდან, წიგნიდან... სასწაული გამიგია, მაგრამ ასეთი?! - კლიმ, ხომ ზედგამოჭრილი ჯანჯაკომო სემინარიოა, , ნუთუ არ გენიშნა, კლიმ?
 
- მენიშნა კი არა, ისაა და ეგ არის, - ყოჩაღად პასუხობს კლიმი.
 
- ბოდიში, ეგ რომელი?.. - ამბობს ხელმძღვანელი, ჯერ კიდევ კარგად უჭირავს თავი.
 
- აიი, პირველი შვილი, მარშალის უფროსი ძმა.
 
- ვინ მარშალი...
 
- ვინ და ბეტანკური! აბა ეს კი არა, - ჩემზე უთითებს, წარმოგიდგენიათ? და უცებ აღფრთოვანებული ამბობს, - იცით, მსგავსებას თუ დავუჯერებთ, თქვენ თამაზისი რა გამოდიხართ?
 
- რა...
 
- პაპა!
 
- ეს როგორ?
 
- ჯანჯაკომო ხომ არიადნა კარრასკოსგან ჰყავდა, არა? - მეხსიერებას იმოწმებს კლიმი.
 
- ვინ ჯანჯაკომო, რა მარშალი... - ახლაღა იბნევა ხელმძღვანელი. არეულობაა - მტრისას... ოთხივენი გაკვირვებულნი შევცქერით ერთმანეთს.
 
- ააა, მივხვდი, - ამბობს კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, - თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, არა, ხომ?
 
- -არა, ხომ... - ამბობს ხელმძღვანელი, მშვიდდება, - არა ტყუილი რა საჭიროა... ნაწარმოებია ასეთი?
 
- ჰე! არის და... და არც ლჲოსა? მარიო ვარგასი...
 
- ეეე... არა,
 
- და კორტასარი?
 
- მმუ... არა.
 

 

33.  ჩვეულებისამებრ,რა მიულოცა ვასიკო კეჟერაძემ სტუმარს ?

 

და უცებ კაცი ღონივრად ართმევს ხელს:
 
- მომილოცავს, მომილოცავს, ბედნიერი კაცი ყოფილხართ, ბედნიერი...
 
- რატომ?! - უკვირს ხელმძღვანელს.
 
- რატომ და ისეთი დიდი სიამოვნება გელით...
 
- რა სიამოვნებაა?
 
კაცი კი ამბობს:
 
- პირველად წაკითხვის.

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

34.  რა მოლოდინს უქმნის მკითხველს მე-10 თავის პირველი წინადადება ?

აქამდე რაც იყო, არაფერიც არ იყო, მთავარი ახლა იწყება - მე და კლიმი სეკუნდანტებივითა ვართ, ხელმძღვანელი და ახირებული რესპონდენტი პირისპირ სხედან.

სეკუნდანტ- (სეკჯნდანტისა) [ლათsecundans-იდან დამხმარე] 1. ძვმოწმე და შუამავალი პირი, რომელიც დუელის თითოეულ მონაწილეს ახლდა. «ამოირჩიე შენი სეკუნდანტები!» – მითხრა დუმბაძემ (. კლდ.). «აი, რევაზიც მოდის თავის სეკუნდანტებით და მკურნალით» (. არაგვ.). 2. ბოქსში, ფარიკაობაში და სპორტის ზოგ სხვა სახეშიშუამავალი და დამხმარე პირი, რომელიც ემსახურება სპორტსმენს შესვენების დროს.

 

35.  რა სურათი დაიხატა 1 აბზაცში ?- რამდენმა პერსონაჟმა მოიყარა თავი ფოტოატელიეს ჭერქვეშ?

 

სუყველაფერი გამზადებულია: კალმისტარი - მომარჯვებული, ანკეტა - გადაშლილი, რესპონდენტი სმენადაა ქცეული, ხელმძღვანელი თვალმოჭუტული უყურებს, და არა ჩქარობს, არა, იმას უნდობლად უმზერს კლიმი, მე კი დაეჭვებული შევცქერი რესპოდენტს - ორი - ორზე ვართ.

 

36.  რა მიანიშნებს  მოსალოდნელ „ორთაბრძოლებზე“?

 

37.  ხელმძღვანელი,ჩვეულებისამებრ,ცდილობს ხელიდან არ გაუშვას საუბრის სადავეები.როგორ დაიწყო მან თავისი „შესავალი სიტყვა’’ ?

 

- მოცემულ ანკეტაში უმნიშვნელოვანესი ფუნქციონირება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრადიციულ შეკითხვათა ხერხემალზე დაყრდნობით, რაც თავისთავად დაკავშირებული იქნება ყოფა-ცხოვრებისა და, საერთოდ, ცხოვრების წესის გათვალისწინებით, და მაშასადამე მათი ადგილი უნდა დაიკავოს გარემოს ურბანიზაციის კომპლექსური მაჩვენებლების...
 
აქ კი რესპონდენტი აწყვეტინებს:
 
- კი ბატონო, მკითხეთ...
 
- რა გკითხოთ?! - განცვიფრებულია ხელმძღვანელი, ოდნავ ღიზიანდება, არ უყვარს, როცა აწყვეტინებენ (!), - ჯერ ეს ერთი, რა იცით, რა უნდა გკითხოთ...
 
- არ მითქვამს ვიცი-მეთქი... თუმცა, როგორ არ ვიცი, - ამბობს რესპონდენტი, - თქვენ უნდა შეისწავლოთ ჩემი თავისუფალი დრო და ჩემივე ყოფა-ცხოვრება მომავალი აღმავლობისათვის, თუ არა ვცდები, არა?
 
- და ყოველგვარი შესავლის გარეშე გკითხოთ?
 
- რა თქმა უნდა, შესავალი - ეს ხომ თამაზმა ჩაატარა უკვე. და ისიც ვიცი, რომ მე - რესპონდენტი ვარ, და ინტერვიუერი - თქვენ.
 
- კაარგით, - ცივად უღიმის ხელმძღვანელი, - ესე იგი, თქვენ გიყვართ მხატვრული ლიტერატურა, არა?
 
- რა დასამალია და, ძლიერ.

 

 

38.  მოთხრობის რომელ ნაწილში შეგვხვდა ამგვარი მსჯელობის მაგალითი ?

1 ნაწილში

 

39.  გართობათა რა რიგში მიუჩინა ადგილი მხატვრული ლიტერატურის კითხვას ურბანიზაციის პროცესში მშრომელთა თავისუფალი დროის პრობლემით დაინტერესებულმა ხელმძღვანელმა ?

- აი, ის ფაქტი, თქვენ რომ ლიტერატურა გიყვართ, ძალიან კარგია, ეს არის კულტურული დასვენების ერთ-ერთი გამართლებული საშუალება. ერთ-ერთი-მეთქი, ვამბობ, - ამბობს ხელმძღვანელი, - მაგრამ რა დააშავა, მაგალითად, სახვითამ ხელოვნებამ, ანდა სუფთა ჰაერზე გასეირნებამ, ანდა დიდებული მუსიკის მოსმენამ, როგორიცაა სხვადასხვა გამოჩენილი კომპოზიტორები, დიახ... ანდა სამეჯლისო ცეკვებზედაც ხომ შეიძლება სიარული, რადიოს მოსმენა, ტელევიზოტი, თავისი საინტერესო გადაცემებით მრავალფეროვან თემებზე, ან სპორტის რაიმე სახეობა, ვთქვათ, ჭადრაკი, ანდა მხატვრული ლიტერატურის კითხვა... - და უცებ ახსენდება, - თუმცა არა, არა, ეს ხომ გაქვთ... და, დიახ, იმას ვამბობდი, აი, ჭადრაკი, მეტად კარგია და საერთოდაც...
 
სიჩუმეა, ვიცდით.

 

 

40.  როგორ მოქცა კლიმი?როგორ გამოხატა მან თავისი ირონიული დამოკიდებულება ?

„ - განაგრძეთ, განაგრძეთ, - ამბობს უცებ კლიმი - ხელმძღვანელს ასწავლის, რა ქნას და რა არა, თავხედი გამიგია, მაგრამ ასეთი? კაცს მაინც ჰგავდეს, დაბალია, დიდთავა, პატარა, ლაწირაკი, დაფეხვილი...

 

41.  რა „ურთულეს კითხვაზე „ გადადის თავდაჯერებული ხელმძღვანელი ?

 

- თქვენს ნება-სურვილზე რომ იყოს, - ამბობს ხელმძღვანელი, - ცხოვრებას როგორ მოაწყობდით...
 
- ჩემსას, საკუათარს?
 
- აარა, გენაცვალე, - ინადით ეუბნება ხელმძღვანელი, - საზოგადოების!
 
- ღმერთო ჩემო... - მღელვარედ წარმოსთქვამს რესპონდენტი, - მომეყურა თუ... მთელი ცხოვრება ამ შეკითხვას ველოდებოდი!
 
- მართლა? - განცვიფრებულია ხელმძღვანელი, - გიფიქრიათ ამაზე?
 
- სხვა რა მიკეთებია, - დაფიქრებული ამბობს რესპონდენტი და უცებ მხნევდება, - გიამბოთ? ‘’

 

ინად- (ინადისა) ძვჯიბრი, ქიშპი; «შური» (. ჩუბინ.). ნათქვამია: «ერთმანეთისა ინადითა, სახლი აივსო ნაგვითაო» (. არდაზ.).

 

 

როგორ მოვაწყობდი? - კაბინეტში დადის, დაიარება, ბოლთასა სცემს, სურათებს შესცქერის: ღრმა დეკოლტეიან ქალებს, როგორც წესი, სერიოზული გამომეტყველება აქვთ, ალბათ, თამამი დეკოლტეს გასაწონასწორებლად, მკერდდაფარულნი - იღიმებიან, არის გამონაკლისიც - ღიმილი და დეკოლტე ერთად, ორიოდ ქალს ყალბი ტრაგიზმი აღბეჭდია სახეზე, აგერ, ის კაციც, გუშინ სამჯერ რომ გააშავეს, თვალსაჩინო ადგილზეა სტენდში, აქავეა ვიღაც ყმაწვილი, ბოროტად იღიმება, ისიც თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი, ცოტათი ქვემოთ - ვიღაცაა, სუფთა გაიძვერა, იმის გვერდით კი უნდობლად იმზირება წვრილტუჩა კაცი. არის კეთილი სახეებიც, ბავშვი იღიმება, 


გაიძვერა (გაიძვერასი) ცბიერი, გაქნილი, ეშმაკი, ქვეშქვეშაწუწკ ფაშას თან დაჰყვება ქართლ-კახეთის მოურავი, უჩურჩულებს რაღაცაებს გაიძვერა, სულით ავი (. ერისთ.). ბახვა იმდენად დამნაშავე არ არის, როგორც მისი გაიძვერა ვექილი (. წერეთ.).

 

42.  რა პასუხი მოისმინა მან ვასიკო კეჟერაძისგან ?

 

როგორ მოვაწყობდი? - ამბობს რესპონდენტი, ცოცხლდება, - როგორ და მთელ ქალაქ კარცერებით მოვფენდი“. 
 
რაო? - ყურს არ უჯერებს ხელმძღვანელი, - როგორ თუ... ეს რა - დესპოტიზმია?“

 

 

43.  რისთვის სჭირდება კეჟჯერაძეს საოცნებო კარცერ- ლუქსები ? როგორი წარმოუდგენია კარცერი-ლუქსი ვასიკო კეჟერაძეს ?

 

ყმაწვილილი უსაქმურებისთვის- „ ჯეელებისთვის’’ და არა მხოლოდ ...

- არა, გეთაყვათ, დესპოტიზმისაგან ღმერთმა დამიფაროს, - ღიმილით ამშვიდებს რესპონდენტი, - ეს არ იქნება კარცერი ჩვეულებრივი გაგებით, ეს იქნება კარცერ-ლუქსი...
 
           - როგორ თუ ლუქსი?!
 
- თქვენი გაკვირვება სამართლიანია, - ეთანხმება რესპონდენტი, - არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალზედ ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა, სადკარცერი“, და სადლუქსი“, მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა, - ეს იქნებოდა კარცერი-ლუქსი, წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა - სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი - ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის, რას იზამ, ყველას არ შეუძლია ბიბლიოთეკაში კითხვა, და ვინც თავისი ფეხით შევა ჩემს მიერ შემოღებულ მოწყობილობაში, მაშინ ეს ოთახი იქნება უბრალოდ - ლუქსი, მრავალთათვის კი - კარცერი-ლუქსი... აი, სწორედ აქედან უნდა დამეწყო - მე და ჩემნაირები, ეე, ჩემნაირები - ეს იქნებოდა უთვალავი კლიმი, ქუჩა-ქუჩა ვივლიდით, აი, ვთქვათ, მივდივართ... მივდივართ, ავიარეთ, ჩავიარეთ, კედელს ორი ჯეელი მიყუდებია, დგანან, მასლაათობენ, იფურთხებიან, დგანან, არსად არ აპირებენ წასვლას, ფეხებზე ჰკიდიათ, რომელი საათია, რა დროა, ღამეა თუ შუადღე, დგანან, გოგოებს ეანგლებიან, წაუსტვენენ, წაუღიღინებენ, ხანდახან ერთმანეთს გაეხუმრებიან თავისებურად - პანღურს ამოარტყამენ ერთურთს, იკრიჭებიან და სწორედ ამ დროს მე და ჩემნაირები - ტაც! - ხელს ვსტაცებთ და ზემოაღწერილ კარცერში მიგვყავს...
 
- ძალით? - აინტერესებს ხელმძღვანელს, და პირველად იწერს რაღაცას.
 
          

 

44.  როგორ აქცია ვასიკო კეჟერაძემ კლიმი „რომელიმე კლიმად’’ ?

- დიახ, დიახ, ძალისძალათი. - მტკიცედ ამბობს რესპონდენტი, შეუვალია, - შესაძლოა, ხელის ამოტრიალებაც კი დაგვჭირდეს. იცით რა, გეთაყვათ, ზოგს მშობლების ზემოქმედებისა სჯერა, ზოგს - სკოლის, ზოგს - ორგანიზაციის, სხვას - უჯრედისა, ზოგს - ცემა-ტყეპისა და კიდევ რა ვიცი რისა აღარ, მაგრამ, ჩემის აზრით, ეს ჩემი ლუქსი, აჰ, უბადლოა - დგას ჩვენი ჯეელი, რაღა თქმა უნდა, ცალკე ვათავსებთ, ამ ჩვენს კარცერში, ჭერში შტერივით იყურება, ფანჯარაზე გისოსებია აკრული, კარიც, რასაკვირველია, დახშულია, გარეთ რომელიმე - რომელიმე კლიმი დარაჯობს, სკამზე ჩამომჯდარი, მუხლებზე - წიგნით, ჩვენი ჯეელი კი უყურებს მაგიდას, სკამსა და... კარადა-თაროებს, მაგრამ ჯერჯერობით - არაფერი. მიდის ქათქათა საწოლთან, წვება, იყურება, იყურება, თვალი უშტერდება და იძინებს. მშობლები, რა თქმა უნდა, გაფრთხილებულნი არიან, „ნუ გეშინიათ, ქალბატონო, თქვენი შვილი კარცერ-ლუქსშია“, „კი ბატონო, კი, ოღონდ ეგ ქუჩა-ქუჩა წანწალს გადაეჩვიოს და...“ ჯეელი იღვიძებს, უყრებს ჭერს, შია... რა მოგართვათ, ეკითხება გარედან რომელიმე კლიმი, ჩაი, რძე, კაკაო... კაკაო იყოს, ამბობს ჯეელი, რატომ დამიჭირეთ... მაგრამ რომელიმე კლიმი ამ შეკითხვაზე არა პასუხობს, სულ სხვა რამეს ეუბნება - რამდენი კოვზი შაქარი გნებავთ? ოთხი, ამბობს ჯეელი, რატომ დამიჭირეთ, რომელიმე კლიმი კი - ყველი რომელი გიყვართ, გუდის, იმერული თუ სულგუნი? სულგუნი, რატომ დამიჭირეთ... რომელიმე კლიმი კი საუზმეს უმძრახად აწვდის, ჯეელი საუზმობს, პურზე კარაქს უსვამს, კვერცხს ნაჭუჭს აცლის, ცოტათი ერთობა, სიგარეტი ნებავს? კი ბატონო, სიამოვნებით, „მზიური“, „კოლხიდა“, „ლუქსი“. მაგრამ სხვა რამ გასართობი? - აჰ, არა, არა, აპაპაპაპა - არავითარი რადიო, ტელევიზორი, ტელეფონი, ჩვენი ოთახი მხოლოდ ლუქსი კი არა, კარცერიცაა ცოტათი... ჩვენი ჯეელი კი აბოლებს და ჭერში იყურება... ჭერი კი ანბანითაა მოხატული - , , , , ... ხომ კარგი აზრია, კლიმ?
 
          კლიმი რას იტყვის - რა თქმა უნდა, „შესანიშნავიაო“ - ამბობს.
 
- მერე მოდის სადილობის დროც... პირველი თავი, მეორე, მესამე, სალათა როგორი გნებავთ, ზეთით, ძმრიანი თუ უძმრო, რატომ დამიჭირეთ, ! არაა შენი საქმე - რომელიმე კლიმი - და აქ თუ ღრიალი და ხელ-ფეხის ქნევა ატეხა, უნდა უთხრათ: „თუთ!..“ - და ისადილებს. მერე ისევ ახედავს ჭერს, ჭერზე - ანბანია, და ამ დროს ნებისმიერი კლიმი დაუდევრად ეტყვის - თუ გინდა გადაფურცლე რამე, აი იქ კარადაში, წიგნებია... გამოაღებს, ჯერ საბავშვო წიგნები იქნება, დიდასოებიანი, ნახატებიანი, „თხა და გიგო“, „მელია და მწყერჩიტა“, ვთქვათ... და თუ თავისი ნება-სურვილით გადაიკითხავს, ხომ კარგი და თუ კითხვას გულს ვერ დაუდებს, რომელიმე კლიმი კატეგორიულად ეტყვის: „იქამდე არ გაგანთავისუფლებთ, სანამ სანამ კარადაში მოთავსეულ წიგნებს არ წაიკითხავთ...“
 

 

45.  რა ფუნქცია მიენიჭათ განზოგადოებულ „კლიმებს’’ ?

 

ჯეელების ზედამხედველების

 

46.  როგორ რეაგირებს ხელმძღვანელი კეჟერაძის სიტყვებზე ?

- ეს ხომ ძალადობაა, - ამბობს ხელმძღვანელი, - კონკრეტულმა პიროვნებამ საკუთარი ინიციატივით უნდა შეირჩიოს ამა თუ იმ საზოგადოებრივ ღონისძიებათაგან...
 
- მე ჯერ მხოლოდ ყმაწვილ-უსაქმურზე მოგახსენეთ, ბატონო, - უხსნის რესპონდენტი, - აბა მე რა უფლება მაქვს, ვინმე პატიოსან ქიმიკოსს ვსტაცო ხელი და დავამწყვდიო... - და უცებ ღრმად ჩაფიქრებული ამბობს, - ისე კი, უწიგნურ ქიმიკოსსაც თუ აწყინოს, მამაძაღლი ვიყო...

 

 

47.  რამდენად წრფელია იგი,როცა ძალადობის წინააღმდეგ ილაშქრებს ?

 

არ არის გულწრფელი ,თავად მოძალადე სისტემის წარმომადგენელია,სოციოლოგიურ კვლევასაც იმიტომ ატარებს ,რომ მუშა-მოსამსახურეებზე „სასარგებლო ზემოქმედება’’ მოახდინოს.

 

48.  შეინიშნება თუ არა მის მეტყველებაში ცვლილება ?

 

დიახ

49.  რა ენობრივი სავარჯიშოებით დატვირთული გაკვეთილი ჩაუტარა კეჟერაძემ თავდაჯერებულ ინტერვიუერს?

 

სიტყვით გართობა

 

- კი მაგრამ, რომელიმე კლიმმა რაღა დააშავა, მთელი დღე რად უნდა უყარაულოს და მოემსახუროს უსაქმურს?
 
- ჯერ ეს ერთი, მე აღვნიშნე, რომ მუხლებზე წიგნი ექნება გადაშლილი, მეორეც, ყოველთვის შეიძება უწყინარი გართობა...
 
- როგორ?
 
- სიტყვით.
 
- როგორ თუ სიტყვით?!.
 
- ახლავე აგიხსნით. აი, ვთქვათ, აი... ჰო, აი თუნდაც თამაზი ავიღოთ, ჩვენი. რა თანამდებობა აქვს?
 
- უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია.
 
- ძალიან კარგი. ადრე ვინ იყო...
 
- ადრე - ლაბორანტი.
 
- აჰაა... და დააწინაურეთ?
 
- დიახ.
 
- აჰა!.. ესე იგი, სიტყვა უმცროსი ამ შემთხვევაში დაწინაურებას ნიშნავს?
 
- დიახ.
 
- ჰოდა, საგულისხმო გამოთქმას მივიღებთ - გავაუმცროსთანამშრომლეთ...“
 
აი, აქ კი ხელმძღვანელმა მესამედ დამიბღვირა.
 
- ახლა საწინააღმდეგო მაგალითი ავიღოთ - ვთქვათ, თამაზი კვლავ ლაბორანტია. როგორ გამოთქვამდა თავისი პირით ამას?
 
- ისევ ლაბორანტი გავხდი, - ამას ხელმძღვანელი ამბობს...
 
- არა, რომ ჩამოაქვეთეს, ისიც უნდა იგრძნობოდეს.
 
- ისევ ლაბორანტად ჩამომაქვეითეს.
 
- მოკლედ!
 
- ლაბორანტად ჩამომაქვეითეს.
 
- უფრო მოკლედ!
 
- ჩამომაქვეითეს.
 
- ლაბორანტი სადღაა?! ერთი, ერთადერთი სიტყვით უდნა გამოთქვათ, ისე რომ ჩამოქვეითებაცა და ლაბორანტობაც გამოიხატებოდეს.
 
- ერთი სიტყვით შეუძლებელია.
 
- რატომ?
 
- აბა, თქვება სცადეთ, თუ შესაძლებელია.
 
კაცი კი ამბობს:
 
- შესანიშნავ სიტყვას მივიღებთ: „ჩამომალაბორანტეს - ხომ შესაძლებელი ყოფილა? აი, ასე ითამაშებდა სიტყვით რომელიმე კლიმი.
 
ხოლო კლიმი: - კარგი ხართ, მაესტრო, - ამბობს.
 
აჰ, ხელმძღვანელი... მეოთხედ დამიბღვირა.

 

50.  რა უსიამოვნო აზრობრივი შეფერილობა შეიძინა თამაზისთვის კეჟერაძის მიერ შექმნილმა ზმნის უჩვეულო ფორმამ „ჩამომალაბორანტეს’’ ?

 

თამაზს უსიამოვნო წინათგრძნობა უჩნდება:

სიჩუმეა, კლიმი აღტაცებული შესცქერის რესპონდენტს, რესპონდნეტი თავისას ფიქრობს, თავისასვე ფიქრობს ხელმძღვანელი, და მხოლოდ მე არ ვიცი, რა ვქნა, რა გავაკეთო, ჰალსტუხს ვაწვალებ, და მახსენდება საშინელი, საზარელი სიტყვაჩამომალაბორანტეს...“ არა, ეს მაინც ვის გადავაწყდით, ჩამევლო ჩემთვის, არხეინად, რა იქნებოდა, თუმცა, რა ვიცოდი, ახლა კი გვიანღაა - ხელმძღვანელია დაინტერესებული, მაგრამ, მგონი, ისიც ნანობს, აქ რომ მოვიდა და მაინც, ასე ამბობს, ენერგიულია, დალოცვილი:
 
- ლიტერატურას როგორ შეარჩევდით?

 

 

51.  როგორ აპირებს ვასიკო კეჟერაძე უსაქმური ჯეელების „ლიტერატურულ გარდაქმნას’’-მომენტალურად თუ თანდათანობით?

 

- თავიდან? როგორც უნდა, ჯანდაბას, თვითონ შეირჩიოს, იქნება ეს სკეტჩები, სიმენონი თუ დასტად აკინძული ჟურნალინიანგი“, ისე კი, ჟიულ ვერნით დაწყება ყველაფერსა სჯობს, მთავარია, ჯერ მაგიდასთან ჯდომა ისწავლოს, ფეხების ხან სკამქვეშ შეკეცვა, ხან კი - გაშლა, წიგნის გადაფურცვლა ისწავლოს, სარჩევის თვალიერება, მერე თანდათან მივაწვდით... აბა, კლიმ... ჰო, „სამ მუშკეტერს“, მარკ ტვენს, რომელიც რა ვქნა, მომკალი და არ მიყვარს,  ჰენრის, მერე წამოვიდოდნენ უფრო სერიოზული მწერლები, კლიმ, ორი კაცი მომაწოდე... მშვენიერია - ჯეკ ლონდონი, რომელიც ორმხრივ დააინტერესებს და რა თქმა უნდა, შეიძლება ჰიუგოს პროზაც, რომანტიულს რომ ეძახიან, სწორედ ისაა და თან ოდნავ ძნელი წასაკითხი, მერე კი ცოტას ამოვასუნთქებდი, „უთავო მხედარი“, „აივენგო“, ვთქვათ... და მოდი, კლიმ, ახლა კი ვუბოძოთ ის დიდი მწერლები, რომლებიც საოცრად ადვილად იკითხებიან... ჰოო, მერიმე, ჩეხოვი... ერთიც! სწორია, სწორი - ესე იგი. მივცემდით მერიმეს, ჩეხოვსა და მოპასანს, შემდეგ კი რისკის დროც დადგებოდა, რაიმე ძნელი, ოღონდ რომანი არა, ნამეტანი იქნება - ჯერ მოთხრობა შევუგდოთ, კლიმ... აჰ, არა, არა, რა დროს მაგისისიკვდილი ვენეციაშია“, რას ამბობ, კაცო... მოკლედ დაიმე ისეთი, და მერე ისევ შედარებით ადვილი, შედარებით-მეთქი, ოდნავ ძველმოდური... ჰოო, თუნდაც დიკენსი...
 
- ოო, დიკენსი კარგია, კარგი, - უხარია ხელმძღვანელს, - დავიდ კოპერფილდი.
 
- ვითომ? - აგდებულად შესცქერის რესპონდენტი, მაგრამ ხელმძვანელი ისეა გახარებული, ვერაფერს ამჩნევს. ამბობს: - რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, კარგი, ჩრდილში, ხანდახან დიკენსი...
 
- ხანდახან დიკენსი და აქა-იქ ტოლსტოი, არა? - დამცინავად უყურებს კლიმი, პატარა, კრუხის პალო, ლაწირაკი, რესპონდენტი კი ამბობს:
 
- მწერლების ჩამოთვლას აღარა აქვს აზრი, სავსებით საკმარისია... ახლა მხოლოდ სახეზე უნდა შევხედოთ ჯეელს. როგორი გამომეტყველებით კითხულობს... და თუ საკმარისადაა ჩაფლული, გავუშვებთ.

 

 

52.  ქაოტურია ავტორებისა და ნაწარმოებების მისეული ჩამონათვალი,თუ მასში შერჩევის გარკვეული წესი იგრძნობა ?

 

შერჩევის წესი იგრძნობა იოლად აღსაქმელიდან რთულად აღსაქმელისაკენ

 

53.  რომელი მწერლის გვარი მოიშველია ხელმძღვანელმა ლიტერატურაში განსწავლულობის საილუსტრაციოდ ?

დიკენსის

54.  ირწმუნეს თუ არა ვასიკომ და კლიმმა მისი თავგამოდება ?

არა

55.  რა არის ვასიკო კეჟერაძის მიზანი ?

 

წიგნის კითხვას მიაჩვიოს უსაქმური ჯეელები.

ახლა მხოლოდ სახეზე უნდა შევხედოთ ჯეელს. როგორი გამომეტყველებით კითხულობს... და თუ საკმარისადაა ჩაფლული, გავუშვებთ.
 
- როგორ მიხვდებით?..
 
- გამომეტყველებით.
 
- მერედა, რა გამოვა ამით?..
 
- ვისგან?
 
- თქვენი ჯეელისგან?..
 
აქ კი რესპონდენტი საზეიმოდ აცხადებს:
 
- რა გამოვა, და... რომელიმე კლიმი!

 

56.  რა სიკეთე უნდა მოჰყვეს ნორმალური მოთხრობის წაკითხვას ?

 

პატარა ხანს ჩუმად არიან, მერე კი ხელმძღვანელი ჯიუტად განაგრძობს:
 
- და ამით რაღა გამოვა?..
 
- რომელიმე კლიმისაგან? მეტი რაღა უნდა გამოვიდეს, დალოცვილო - მივიღებთ ადამიანს, ვისაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა.
 
- ლიტერატურა, ლიტერატურა, - ღიზიანდება ხელმძღვანელი, - დიდი ამბავი!..
 
- რაო? რა? - ყურს არ უჯერებს განცვიფრებული რესპონდენტი, - ნუთუ ამის ახსნაც საჭიროა?
 
 
- სცადეთ, - მე გისმენთ.
 
- ვცადო? - დაფიქრებული ამბობს რესპონდენტი, თვალებში უყურებს, - ვცადო? მაშინ, ჯერ მარტივად აგიხსნით - ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი, და, სხვათა შორის, - აქ ეღიმება, - მე თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანისათვის საჭიროა ჭკუა... - და სახე უმკაცრდება, - ეს, როგორც მოგახსენეთ, მარტივი ახსნაა, მაგრამ ესეც საკმარისია - უკეთესი ხდები... ახლა კი შედარებით რთულად აგიხსნით...
 

 

 

57.  როგორ გგონიათ,სრულიად გადმოგვცა მან თავისი სათქმელი ?

სავსებით.

 

 

 

58.  წინა თავში მოთხრობის მთავარი გმირი ცდილობდა ხელმძღვანელისთვის მარტივად ეჩვენებინს,რა ძალა აქვს მხატვრული ლიტერატურის კითხვას.ამჯერად იგი თავის თვალსზრისს „შედარებით რთულად’’ ასაბუთებს.კეჟერაძის აზრით „არსებულ ხმაურთაგან’’ რომელია ყველაზე საშინელი ?

 

- ქვეყნად არსებულ ხმაურთაგან ერთს გამოვყოფდი - ხმადაბლა, კრძალვით ამბობს რესპონდენტი, - ყველაზე საშინელს, უსიამოს, გულდამწყვეტსა და ვინ იცის, კიდევ რა - ესაა პირველი გორახის დაცემა საფლავში ჩადგმულ კუბოს სახურავზე, გაგახსენდათ, არა? ყრუ ხმაურია, საზარლად ფშვნადი... ‘’

 

 

 

59.  რაზე ფიქრობს ადამიანი გამუდმებით ?

 

შეუძლებელია, ხანდახან ძილი არ გაგიტყდეს და, ბნელი ღამით, უეცრად დაღვიძებულს, უცნაური, განსხვავებული სიცხადით წარმოგიდგება სიკვდილი, რომელიც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ და, მოვა... ‘’

 

60.  ჩვეულებისამებრ,რა პირობითობაზეა დამყარებული ადამიანთა ურთიერთობა ?

უმცროს-უფროსობაზე ანუ უთანასწორობაზე

 

ერთმანეთს ხვდებით და ზოგი - უფროსი ბრძანდებით, ზოგიც - უმცროსი, არ არსებობს მხოლოდ ტოლი, ეს თქვენთვის, უმეტესობისათვის, მისალოცთათვის ¾ მისალოცი“, ხომ იცით, ჩემებურად რასაც ნიშნავს - ვისაც პირველად წაკითხვის მრავალი ბედნიერება წინა აქვს ‘’
 

 

61.  უფროს-უმცროსობისაგან განსხვავებით,რა ანიჭებს ადამიანების ერთ ნაწილს ერთიანობის,“ტოლობის’’ განცდას ?

 

62.  რატომ არიან ვასიკო კეჟერაძე და კლიმი ერთნი ?

 

მათ ლიტერატურის სიყვარული აერთიანებთ

 

63.  ამქვეყნად ვინ ცხოვრობს ნამდვილი მრავალფეროვანი ცხოვრებით ?

ის ვისაც ლიტერატურა უყვარს

 

და მე და კლიმი კი, აბა, რამ გაგვყო, მიწოდეთ მე თუნდათ ფოტოკაბინეტის მთავარი დირექტორი და იმას - თანაშემწე, მაინც ერთნი ვართ, რადგან: ჩვენ ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა, და თქვენგან, მისალოცთაგან განსხვავებით, დაწინაურებას სულაც არ ვცდილობთ, და სიკვდილისაც ნაკლებად გვეშინია, რადგან მრავალჯერ მოვმკვდარვართ და ყველაფერი, აჰ, ყველაფერი გამოგვიცდია - მეფედ ვუკურთხებივართ, სიკეთისთვის ხის ხმლით გვიბრძვია, ხან დაფნა დაგვიდგამს თავზე, ხანაც - ეკალი, სქელი ხალიჩაც გაუშლიათ ჩვენს სავალ გზაზე, ყვავილ-მოყრილი და ნაკვერჩხლებზეც შიშველი ფეხისგულებით გვივლია... ქარაფშუტულად გვიქაქანია, მოცლილნი, ენას ვატლიკინებდით და ესეც მომხდარა, ბაგედახშულთ, უთქმელთ, დიდხანს გვიტარებია უცხო საიდუმლო, ეჰ, ის ხმაური მაინც გვესმოდა... და ბევრი, ბევრი სიცოცხლე გვინდოდა, ბევრნაირი, სხვადასხვა და ჩვენ-ჩვენს ოთახებში, მაგიდისაკენ თავდახრილნი, ათასნაირი სიკვდილით მოვმკვდარვართ, - ზღვაში ჩავძირულვართ, ქუსლში დავჭრილვართ, გილიოტინაზე ავსულვართ, ფათერაკგადახდილნი, საწოლში მშვიდად გარდავცვლილვართ, დავღუპულვართ გარშემორტყმულნი, კატისთვალება ვაჟკაცის - ელ სორდოს გვერდით, სხვაც მოგვიკლავს და მერე გვინანია, ოოო, რა უცნაურად... როგორ... მიწისთვის გვიკოცნია და მისი წმიდათაწმიდა ნამცეცები აგვყოლია ტუჩზე, შურის საძიებლად ავმხედრებულვართ, გვივლია, გვივლია, გვიწანწალნია დაკლაკნილ გზებზე, წვიმა გვინახავს - ჰეე, ბევრნაირი, და მაინც, კლიმ, მგონია, რომ ყველაზე უკეთ ბუნინთან წვმიდა, თოვლად მოგვსვლია მსუბუქი სევდა, და ყინვა - მჭახე, კრიალა, გლუვი... 

 

64.  ლიტერატურის მოყვარულ ადამიანებს სიკვდილზე ფიქრი თრგუნავს თუ,პირიქით,იმედს მატებს ?

 

ლიტერატურის მოყვარულ ადამიანს სიკვდილზე ფიქრი ვერ თრგუნავს,პირიქით იმედს მატებს

 

ის ხმა კი, ის ხმა მაინც გვესმოდა, დილაადრიან გამოვდიოდით, სისხამი დილით ქუჩებში მუდამ უცნაური ხალხია - მათ გამოუძინებელ, მოწყენილ სახეებზე მაინც იგრძნობა რაღაც სურვილი, ბუნდოვანი ძალა, იმედად გვეწვეთება ვიღაცისგაუმარჯოს“, და ქუჩაში უმიზნოდ, უმიზეზოდ დახეტიალობ, რადგან ყველაფერში - დაბნეულად შეყვარებული ხარ, ადამიანის ფასიც იცი და გახსენდება, მაინც რომ აუცილებელია ხანდახან სიმარტოვე და რომ შეიძლება ხანდახან ქალაქგარეთ გასეირნება, რომ კიდევ არსებობს ღულელებისა და ნიჩბისის ტყე, და ღრმა გამოქვაბულები, სადაც შეგიძლია დიდხანს იჯდე, მოკუნტული, სიბნელესა და სინოტივეში და მერე, გამოსვლისას, მზის ძალუმ შუქზე თვალები ახამხამო და, ხელმეორედ დაბადებულმა, გაიფიქრო რომ ქვეყანა - დიდია და მშვენიერი, და როცა ათასგვარ სიკეთეს იგემებ, დაწყებულს უბრალოთი, როგორიცაა, ვთქვათ, გაგანია სიცხეში ზღვა და გათავებულს ზოგადი, ჭეშმარიტი ბედნიერებით, რომლის გამხელაც ბოდიში და, არ შეიძლება - თვითონ უნდა მიხვდეთ და, მიმხვდარი, შეიძლება პირქუშიც გახდე, მაგრამ ეს - სიყვარულის სიპირქუშეა, ეჰ... ოკეანე ხარ, დიდი, მოქნილი თევზებით სავსე, ხან - გაცოფებული, თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ, ხანაც - მშვიდი, ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები, ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ აუცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ... მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო, გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე, რა არ გადაგვხდენია და, ღმერთო ჩემო, სულ რომ არაფერი, რამდენი ქალი გვყვარებია, ვინაა ჩვენთან მარანია და ტენორიო, რადგან მთავარი დონ ჟუანები - ეს ჩვენა ვართ, მე და რომელიმე კლიმი - დონ ჟუან მკითხველები, ჰეეი, ვინ არ გვყვარებია, რანაირიღა ქალი - ნატაშა, ლაღი, პირველ სამ წიგნში თავდავიწყებით, მეოთხეში კი, რა ვქნა და - აღარ, სონეჩკა მყვარებია, უსპეტაკესი, ლაფში ამოსვრილი, ტონკა, უტყვი, უთქმელი, შორეული და მაინც ისე, ისე ახლობელი... ემე თანატოგენოსი - ყველაზე მტკივნეულად და ემა ბოვარიც კი, ის საძაგელი... ანტონია, ჩემი საბრალო, ყველაზე უცნაურად, ყველაზე მწვავედ და სელინა, კვამლში აცეკვებული... კლაუდია, ქალბატონი შოშა, ოო, ამაყი და პილარი, ოღონდ ტერნერა, საშიშ წკვარამში, იმ ბოლის სუნით... და მზია, მზია ჭინჭარაული, ხევსურის ქალი, ეჰ, მე კი არა, კიბეს, კედელსა და სკივრსაც უყვარდა და ვინ იცის, კიდევ რამდენი... სად არ ვყოფილვარ, მისალოცებო, რა არ მომივლია, გაღუნული დანით - მაჩეტეთი ეკლიანი ბუჩქები - კაატინგა მიკაფია, ოკეანეში თეთრ მტრედს დავდევდი, მგონი, მიყვარდა, მთათა მწვერვალზე მიოცნებია და ამისათვის ოო, როგორ ვუწამებივართ, კატას - ცხრა სიცოცხლე აქვს, მე კი, ვისაც ასე მიყვარს ყოველივე ეს, ჰეე, რამდენი, რამდენნაირი სიცოცხლე მინახავს და თქვენ კი, მისალოც ინტერვიუერებს, გაინტერესებთ თუ რამდენ წუთს ვკარგავ ვერმიშელის რიგში, მე კი სწორედ მაშინ, ვინ იცის, სად და როგორ დავბოდიალობ - დიდებული რამაა თვალი, მაგრამ სულ სხვაა ფანტაზია, ასყურა და ასთვალიანი და კაცი ვერ იტყვის, თუ ვინაა ჭეშმარიტად ნამყოფი პერუსა და ნიგერიაში, მე, თუ რომელიმე ჩიბუხგაჩრილი ლოცმანი, რომელმაც გემით მთელი მსოფლიო შემოიარა.
 
- ნიგერია საიდანღა იცით? - ჯუქურ ეკითხება ხელმძღვანელი, მგონია, რომ სიტყვაზე გამოიჭირა, მაგრამ რესპონდენტი ამბობს:
 
- ნიგერიაში, საყვარელო, სამი კარგი მწერალია - შიიონკა, ჩინუა აჩებე და გაბრიელ 'ხარა.

 

 

 

65.  ვასიკო კეჟერაძის მიერ ჩამოტვლილ მრავალრიცხოვან პერსონაჟთაგან რამდენი აღმოჩნდა თქვენთვის ნაცნობი ?

 

 

66.  რას ანიჭებს უპირატესობას ვასიკო კეჟერაძე - საკუთარი თვალით ნანახს თუ წარმოსახვით გაცოცხლებულს ?

წარმოსახვით გაცოცხლებულს

 

67.  რა საწაულებრივი ძალა ჰქონია მწერლის მიერ აღწერილ მხატვრულ სინამდვილეს ?(რა მაგალითი მოიხმო ვასიკო კეჟერაძემ ?)

 

 

- იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი - ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს - სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.
 
- რა ინება? - ამბობს ხელმძღვანელი, დაბნეულია.
 
- იყო ტომარაში.
 
- რატომ ინება?..
 
- იმიტომ, რომ აღწერა, - უხსნის რესპონდენტი.

 

 

 

68.  როგორ თავისუფლებას გვანიჭებს თურმე კითხვა ?

- არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის, მე მგონი ის, რომ ორივეს ეგრეთ წოდებული პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი - მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამამაღლებელი, გესმით?
 
შენიშვნა : ერთი პერიოდი სვამდა გურამ დოჩანაშვილი 
 

69.  რისთვის მოიხმო ვასიკო კეჟერაძემ „დონ კიხოტი’’ და შვლის ნუკრის ნაამბობი ‘’?

 

ოო, რა სიამოვნებით გამოვამწყვდევდი ლოთებს ჩემს კარცერ-ლუქსში, რადგან თავისუფლებისადმი გარკვეული მისწრაფება აქვთ, იმათ კი მსხვილ-მსხვილ ვაჭრებს მივაყოლებდი, პატარა ვაჭრუკანებს კი არა, არამედ მსხვილებს, მსხვიილებს, და თუ იცით, რატომ? აჰ, რარიგ მიყვარს ისინი, და როგორი გულშემატკივარი ვარ მათი, თქვენ ხომ არ იცით. ნუ მიგაჩნიათ ისინი ბედნიერებად, და რაც მთავარია, ძვირფასებო, ნუ გშურთ იმათი - რაც არ უნდა მაღლა ასწიონ ცხვირი, რაგინდ თავხედნი და გაბღენძილნი იყვნენ, მაინც ?არა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით... ნუ გშურთ იმათი ნურც იშვიათი საჭმელ-სასმელი, როცა, საფუძვლიანად დანაყრებულთ, ბუნდოვნად ხახვი და პური ენატრებათ და ვერც კი ხვდებიან; და ჩვენ, მკითხველებს, არც იმათი ქონება შეგვშურდება, რადგან დონ კიხოტი უფრო რეალურია, ვიდრე ყველა ბეჭედი და შკაფი-მაფი დედამიწის ზურგზე, რადგან დონ კიხოტი - იდეალურია... ისე კი, სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და ფიზიკოსები თუ ვერასოდეს შექმნიან პრეპენტუუმ მობილეს“, ლიტერატურამ უკვე შექმნა - ეს სწორედდონ კიხოტია...“ იმიტომ კი არა, რომ უფრო ადვილია, არა - უბრალოდ, ლიტერატურას შესაძლებლობა აქვს მეტი, ვიდრე ათასნაირ ლაბორატორიებსა და დანადგარებს, ჰოდა, იმას მოგახსენებდით, მოვათავსებდი მსხვილმან-მსხვილმანებს ჩემს კარცერ-ლუქსში, სულ ანა-ბანათი დავაწყებინებდი - იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არა, თანმიმდევრულ მეთოდშია საქმე - და იქამდე მეყოლებიან გამოკეტილნი, სანამ შვლის ნუკრის ნაამბობის კითხვისას შვლის მწვადი კი არ გაახსენდებოდათ, არამედ სულ სხვა რამ, უფრო მთავარი...

 

 

70.  ვის მიიჩნევს იგი იდეალურ მწერლად ?

- ჯერ ეს ერთი, - აწყვეტინებს ხელმძღვანელი, გაღიზიანებულია, - რა იცით თქვენ, რომელია დიდი მწერალი და რომელი - არა? ამის გაგებას ხანდახან საუკუნეები სჭირდება!
 
- ოო, ეს ნამდვილად კარგი შეკითხვა იყო, სრულიად ბუნებრივია თქვენი ინტერესი, ახლავე აგიხსნით... საიდან დავიწყო... რაღა თქმა უნდა, არიან სუსტები, თავ-თავიანთი უსიცოცხლო, უცხვირპირო პერსონაჟებით, რომლებიც ისევე ზედმეტნი და არაფრისმაქნისნი არიან ჩვენთვის, როგორც... რაიმე ახირებული შედარება, კლიმ... ოო, შენ რა გითხარი - ზედმეტნი, როგორც ჭეშმარიტი ვაჟკაცისათვის ცუდი გინეკოლოგი, ეს რა მოიგონე, შენ რა გითხარი, კლიმ... რასაკვირველია, როგორც ყველგან, მწერლებშიაც გვხვდებიან სპეკულანტები, ადვილ და მომგებიან, კარგბეწვიან ნადირთა მხოცველნი, როგორიცაა სხვა, და სხვა, მაგრამ თუ ნამდვილი მკითხველი ხარ, მშვენივრად მიხვდები, რომელია უფრო ძნელი და რომელი - მომგებიანი, ადვილი თემა, რადგან არსებობს მწერალი - ვაჟკაცი, რაღაცნაირად დინჯად თავზეხელაღებული, ეს უცნაური მომთვინიერებალი, რომელიც ლომს ხახაში თავს უყოფს, და აგერ, სხვა მომთვინიერებლებიც - რგოლში ახტუნებს პატარა, ჩახუჭუჭებულ, ყელბაფთიან ძაღლებს, და არიან სხვა, ჭეშმარიტი მომთვინიერებლებიც - მგლის გახედნა, უბრალოდ, შეუძლებელია, და ისიც საქმეა, მგელს პატარა ხნით კუდზე სტაცო ხელი, ვიდრე ლომს ხახაში თავი შეუყო და მერე რა, მგელს შეჭიდებული კაცი ხანდახან ჩამოფლეთილი, მათხოვარივით ჩამოძენძილი და გაძევებულიც რომ ყოფილა და ძაღლის გამწვრთნელებს კი მამაც ჰუსართა ბრჭყვიალა ტანსაცმელი აცვიათ ხოლმე, და თუ მწერლის ჩემეული იდაელიც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ესაა მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე - ისიც არ იწვრთნებაო ამბობენ... დაბოლოს, მარტივად და გასაგებად გეტყვით, რომ დიდი მწერალი ისაა, ვინც დიდ ნაწარმოებს წერს

 

71.  რა სუბიექტური „საზომით’’ ამოწმებს ვასიკო კეჟერაძე მხატვრული ნაწარმოების ავკარგიანობას ?

- და მეორეც ერთი, - კვლავ აწყვეტინებს ხელმძღვანელი, გაბრაზებულია, - რა იცით თქვენ, რომელიც დიდი ნაწარმოები და რომელი - არა?
 
- მე, საყვარელო, - უცნაურად უღიმის რესპონდენტი, - ჩემი იშვიათი ფიქსატორი მაქვს, რომელსაც ვერც ერთი უზუსტესი ხელსაწყო ვერ შეედრება - როცა ნამდვილად ღირებულ რაიმეს წავიკითხავ, იქნება ეს ნაწარმოები მთლიანად თუ ერთი პატარა ეპითეტი ან შედარება, ვიმეორებ, თუ მართლა კარგი და ღირებულია, მაშინ მარცხენა ხელზე, მაჯიდან იდაყვამდე, აუცილებლად დამბურძგლავს... რა, არა გჯერათ? - და რესპონტენტი პერანგის სახელოს მაღლა იწევს, ამბობს: - „დონ კიხოტი“, - მკლავს გვაჩვენებს და, სიმათლე - სიმართლედ: დაბურძგლულია...
 
 
შენიშვნა:
 
კეჟერაძის  და კლიმის შთაბეჭდილება ხელმძღვანელზე:
 
დეე-და, დედა... ეს რა მისალოცი ყოფილა, ვიღაცაა, არა, კლიმ?
 
- მისალოცი კი არა, ჰაერშია ასაგდები, ოლიმპიური ჩემპიონივით, - ამბობს კლიმი.
 

 

 

72.  რა ადგილი უჭირავს,მისი აზრით,საქართველოს „მსოფლიო პოეტურ რუკაზე ‘’ ?

 

- და მაინც, მაინც იძულებული ვარ, სიმართლე გითხრათ, - დანაღვლიანებული შესცქერის რესპონდენტი, - ჩემი კარცერ-ლუქსების რეალობისა მაინცდამაინც არა მჯერა, იმიტომ კი არა, რომ ღირსი არაა - არა... და ისიც სიცრუეა, რომ თუ ბევრს ნახავ და უამრავი რამ გადაგხდება, სიკვდილის აღარ შეგეშინდება - პირიქით, უფრო გაგიძნელდება სიცოცხლესთან განშორება, მაგრამ ის მაინც გეცოდინება, სავსე ცხოვრება რომ გქონდა, ნაწანწალი და ყოვლის მნახველი... და ჩემისთანამ სიკვდილის წინ, უღონომ, სარეცელზე, შეიძლება ასე წარმოთქვას: ეჰ, კარგი იყო, ოხერი...“ და თქვენისთანამ კი ჯანმრთელმა, შესაძლოა ნიშნის მოგებით მკითხოს: „რა - სიცოცხლე თუ ლიტერატურა...“ მე კი, გაინტერესებთ, რას გეტყვით?
 
- რას მეტყვით?.. - ეკითხება ხელმძღვანელი, აფორიაქებულია.
 
- მე კი მოგიგებთ: და განა სულერთი არ იყო?“
 
- კარგი ხართ, მაესტრო, - აღფრთოვანებულია კლიმი, რესპონდენტი კი განაგრძობს:
 
- მე მაინც ვცდილობდი, ბოლომდე არ მეგრძნობინებინა თქვენთვის, მისალოცთათვის, ჩემი უპირატესობა და პოეზიაზე კრინტიც არ დამცდენია - გიფრთხილდებოდით... ეს იმიტომ რომ, ჩვენი პაწია საქართველო მსოფლიოს პოეზიურ რუკაზე ერთ-ერთი დიდი, ძლევამოსილი სახელმწიფოა...
 

73.  როდის მიაღწია მოთხრობაში კონფლიქტმა უმაღლეს წერტილს?

 

- პოეზია, პოეზია, - დიდი ამბავი, - ამბობს ხელმძღვანელი, - ლაქები აყრია სახეზე.

 

 

 

74.  გალაკტიონის სტრიქონების მოსმენის შემდეგ ნატქვამი რომელი სამი სიტყვით გამოიხატა ხელმძღვანელის სრული უსუგულობა ?

 

- ქალაქში, მტვერში, წაიქცა ბავშვი, - ჩურჩულებს რესპონდენტი, - რა უნდა იყოს ამაზე საზარელი, ამაზე იდუმალი რამ...
 
- წაიქცა, წაიქცა, - ინადით იძახის ხელმძღვანელი, - დიდი ამბავი, თუ წაიქცა... წაიქცა და კეთილი გამვლელები კვლავ წამოაყენებენ... ბავშვობაში ვინ არ წავქცეულვართ, მაგრამ დადებითი გამვლელების მეშვეობით ისევ წამოვმდგარვართ, დიდი ამბავი...
 
- ღმერთო, ეს რა თქვა! - ხელები ჭერისაკენ აქვს აპყრობილი რესპონდენტს, - გაიგე, კლიმ? ღმერთო, ეს რა საშინლად ახსნა... და მღელვარედ ეკითხება: - შეგიძლიათ თუ არა, კვლავ გაიმეოროთ ეს?
 
- რატომაც არა! - არ იხევს ხელმძღვანელი, მაინც შეუპოვარია, ჯიქური.
 

75.  რა ინატრა აღშფოთებულმა ვასიკომ ? როგორ უცვალა მან სახე შექსპირის ცნობილ ფრაზას ?

 

- კლიმ! გევედრები, კლიმ, ოცდასამ ნომერში მიირბინე, ვანოსთან, შინ თუ არ დაგხვდა, აჰა, ჩემი პასპორტი წაიღე და გირაოდ დაუტოვე ვინმეს, ეგებ მაგნიტოფონი გვათხოვონ, სულ ათი წუთით, ეს წინადადება ჩავიწეროთ და მაშინვე დავუბრუნებთ, კლიმ, გაიქეცი, აჰა, პასპორტი, - უცნაურად აღტყინებულია, მაგრამ თითქოს ხუმრობს კიდევაც, - მაგნიტოფონი! ნახევარ სამეფოს მაგნიტოფონში ვაძლევ, კლიმ, მაგნიტოფონში, ეს რა თქვა, ღმერთო, დადებითი გამვლელების მეშვეობითო, აბა, გაფრინდი...
 
- ტყუილად ნუ შეაწუხებთ, - ამბობს ხელმძღვანელი, ხმა უკანკალებს, - ახლავე წავალთ.
 
დგება, მეც ვდგები, კარისაკენ მივემართებით, ჰალსტუხებს ვისწორებთ, პალტოებს ვიცვამთ, პერანგისამარა რესპონდენტი კი დარჩენას გვევედრება, ლამისაა, გალოიგლოჯოს ყელი, მაგრამ ხელმძღვანელი შეუვალია, სახელურისაკენ მტკიცედ მიიწევს, მეექვსედ მიბღვერს, რესპონდენტი კი, ჰოიი, თავხედი, ახლა სურათის გადაღებას გვთავაზობს: „თქვენი ჭირიმეთ, მაშინ სურათი მაინც გადაიღეთ, ეს ჩემი კოლექციისათვის საუკუნის სურათი იქნება - აურელიანო-სქელი - გასქელებამდე და პოლკოვნიკი ჯანჯაკომო სემინარიო - ერთად!

 

 

 

76.  როგორ მოიქცა ათლეტური აღნაგობის მქონე თვითკმაყოფილი ხელმძღვანელი გამწვავებული კონფლიქტის დროს ?

 

ხელმძღვანელი კი გაცოფებულია, უხეშად იცილებს მუდარადქცეულ კაცს, ის კი სამფეხა აპარატს ჩვენსკენ ატრიალებს, მაგიდასთან მირბის ფირის ასაღებად, მაგრამ ხელმძღვანელი ეუბნება: „ჩვენ არ გვსურს, არა, გესმით?“ და რკინის თითებს მარწუხებივით უჭერს მაჯაზე. კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ტკივილისაგან ეღრიცება სახე, ფირი ისევ მაგიდაზე ეცემა, მე და ხელმძღვანელი კი, არა, ჯერ ხელმძღვანელი და შემდეგ - მე, ქუჩაში გამოვდივართ, და კაციც მოგვდევს, აპარატით ხელში, ეს, რა თქმა უნდა, ის დიდი სამფეხა აპარატი არაა, ესაა რომელიღაც ჩვეულებრივი, მომცრო აპარატი, „ფედითუზორკი“, რაღაცას ეძახიან, და ჩვენ გვიმიზნებს, ხელმძღვანელი პალტოს საყელოს მაღლა იწევს და სახეზე იფარებს, მე გაოგნებული ვდგავარ, ხელებჩამოყრილი, და ვღელავ, ვღელავ, საცაა - მთქნარება ამიტყდება, ხელმძღვანელი კი აგურის კედელთან მიდის და სახეს თითქმის ადებს, ასე დგას, აგურის კედელთან, ხელებაწეული - პალტოს საყელოს იფარებს ლოყებზე, და თავის მუქ სათვალესაც ცალი ხელით იკეთებს, კაცი კი, რომელსაც ლიტერატურა... და ასე შემდეგ, ეძახის კლიმს, კლიმიც, რა თქმა უნდა, სახეზეა, კაცი ფოტოაპარატს აწვდის კლიმს, და ჩემს ხელმძღვანელს, ისეთ ღონიერსა და ენერგიულს, მხრებზე ეჯაჯგურება - შემობრუნებას უპირებს, თავისი ჭკუით... და მე კი ერთხანს მიკვირს, რომ ხელმძღვანელი, ნამდვილი ათლეტი და მრისხანე თანაც, რატომ არ გაუქანებს და არ მიუფშვნის ყბას, მაგრამ მაშინვე ვხვდები, რომ არ შეიძლება დღისით, მზისით, შუა ქუჩაში რესპონდენტს ყბაში გლიჯო, რაგინდ არ უნდა გაგაბრაზოს, რადგან ეს - ინციდენტი იქნება ქუჩაში, ინციდენეტი კი, აბა, ვის აწყობს, და რესპონდენტი თუნდაც რეგისტრირებული გიჟი აღმოჩნდეეს, მაინც, სად წავა საქმე, ყველა გიჟს და სულელს ყბაში რომ ლეწო, რესპონდენტი კი ისევ ამაოდ ეჯაჯგურება და თუმცა პატარა, ვიწრო ქუჩაა, მაინც იკრიბება თითო-ოროლა გამვლელი, ფანჯრებიდან იყურებიან, ალბათ უცნაური შესახედავები ვართ: 1) მზის საწინააღმდეგო სათვალიანი ათლეტი, პირმიქცეული აგურის კედელთან, ხელებაწეული, 2) მისი პალტოს სახელოს დაჯაჯგურებული, ამ შუა ზამთარში პერანგისამარა კაცი, 3) მე, მღელვარებისგან მთქნარებაატეხილი ახალგაზრდა და 4) პაწია კლიმი, ცალ მუხლზე ჩაცუცქული და აპარატმომარჯვებული - შუა ქუჩაში! და უცებ ვხვდები, რასაც ფიქრობენ გამვლელები ჩვენზე, ალბათ ქურდი, ოხერი და სპეკულანტები თუ ვგონივართ, სულ მცირე - მოძრაობის წესების დამრღვევნი, თორემ ისე, სხვას აბა ვის უღებენ ძალისძალათი ფოტოსურათებს ქუჩაში და კლიმი, ჩაცუცქული, ჯიუტად იცდის, ხელმძღვანელი კი გამოსავალს პოულობს - ზურგშექცეული, კედელ-კედელ მიჰყვება ქუჩას, ჩვენი კომპეტენტური დაწესებულებისაკენ, მეც, მისი ხათრით, გვერდულად მივსდევ, და უცებ რესპონდენტის შემზარავი, ტრაგიკული ყვირილი გვესმის: „ვაიმე, კლიმი! ვაიი, კლიმს მანქანა დაეჯახა!“

 

77.  ვინ დარჩა გამარჯვებული ?

ვასიკო კეჟერაძე და კლიმი

შეშფოთებულნი ვტრიალდებით და სანამ გავარკვევდეთ, რაშია საქმე, ჩაცუცქული კლიმი ფეხზე დგება, რა მანქანა, რის მანქანა, კლიმი კი მზრუნველად კეტავს ფოტოაპარატს, რომლიდანაც ორიოდე წამის უკან გაისმა ჩვენთვის, მისკენ მიტრიალებულთათვის საზარელი, იმათთვის კი სასურველიჩხაკ...“ და, ოდნავ დარცხვენილნი იმით, რომ მაინც თავისი გაიტანეს, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და იმისი თანაშემწე, კლიმი, სირბილით ეფარებიან თვალს.

 

78.  რა ხერხებს იყენებს მწერალი მოთხრობის ფინალში?

რეპორტაჟი

 

რეპორტაჟი

Rus. репортаж

საგაზეთო და საჟურნალო სტატია, რადიო და სატელევიზიო გადაცემა ან კინოსურათი, რომელშიც თვითმხილველის მიერ თანმიმდევრულად  მოთხრობილია მომხდარი ფაქტი, შემთხვევა.

 

 

79.  რატომ შეგვახსენა მან ხელმძღვანელის მიერ მოთხრობის დასაწყისში წარმოთქმული ფრაზა ?

 

ეს ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა და თქვა: „და ამიტომაც ხაზგასმული ყურადღება უნდა მიექცეს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ ადამიანთა თავისუფალ დროს, რომლის სფეროც განისაზღვრება, ჯერ ერთი, იმით, რომ წარმოადგენს ადამიანის ფორმირების ერთ-ერთ ფაქტორს, შედის რა კომპონენტად მისი ცხოვრებისა და მოქმედების კომპლექსში; მეეორე - რომ ასეთი გამოკვლევა გვეხმარება...“
 
მომხდარის მიზეზი გაგვახსენა. გაგვახსენა ვინ იყო ინიციატორი.

 

80.  ქართულ სიტყვებთან დამეგობრებული ვასიკო კეჟერაძის მიერ აღმოჩენილი რომელი უჩვეულო ზმნური ფორმით მთავრდება მოთხრობა ?

ჩამომალაბორანტეს

81.  რა მნიშვნელობა შეიძინა ამ ზმნამ ?

თამაზი ხელმძღვანელმა დააქვეითა


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები