შინაარსი :
1.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენა
2.
სიტყვის თავისუფლება თუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
3.
ომი
4.
საქართველო და გლობალიზაცია
5.
რა უნდა ვიცოდეთ პირველ რესპუბლიკაზე
6.
რა უნდა ვიცოდეთ რუსეთის მიერ საქართველოს ანრქსიაზე
ესე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების(მასმედიის) გავლენაზე
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია;
ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია!
ვაჟა
საზოგადოებრივი აზრი არის მოსახლეობის
დიდი ჯგუფების
დამოკიდებულება აქტუალური პრობლემებისადმი.
რაიმე აქტუალურ თემაზე
საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე
გავლენას ახდენს: გავრცელებული ხმები და ჭორები,“ავტორიტეტების“ მოსაზრებები,განწყობები,საკუთრივ
ადამიანთა კომპეტენტურობის დონე,სახელმწიფო სტრუქტურები,მასობრივი
ინფორმაციის საშუალებები,ბიზნეს სტრუქტურები,რელიგიური ინსტიტუტები,ოჯახები.
ამათგან საზოგადოებრივ აზრზე გადამწყვეტ გავლენას ახდენენ ტელევიზია,რადიო, გაზეთი, ჟურნალი და ახლა უკვე ინტერნეტიც.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ადამიანებზე ზემოქმედების მთავარი
მეთოდია - მათი აღქმების სტერეოტიპიზაცია.
სტერეოტიპიზაცია გულისხმობს
სტერეოტიპების ხელოვნურად შექმნას,
რომლებმაც უნდა გამოწვიოს ადამიანში დაგეგმილი საპასუხო რეაქცია:
შიში,სიყვარული,სიძულვილი და ა.შ.
სტერეოტიპებზე დგას
ნებისმიერი იდეოლოგია.
სტერეოტიპი- ეს არის მოვლენის აღქმა ჩამოყალიბებული,შემუშავებული შეხედულებების
მიხედვით და არა გააზრებით.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იყენებენ მანიპულაციურ
შესაძლებლობებს და აჯერებენ მოსახლეობის დიდ ჯგუფებს ყველაფერში რასაც
ლაპარაკობენ ,წერენ და აჩვენებენ.
ისინი ახშობენ მოქალაქეების
ნებას
და მათ მოსაზრებებსა და მოტივებს სასურველი მიმართულებით წარმართვენ .
საზოგადოებრივი
აზრით მანიპულირება გულისხმობს :
1.
ჩაგონებას
2.
კერძო შემთხვევის განზოგადებას
3.
ჭორებით,სპეკულაციებით,შეუმოწმებელი ინფორმაციით ოპერირებას
4.
მეთოდს სახელწოდებით“გვამებია საჭირო’’ გამოყენებას,ანუ
ადამიანების ემოციურ ზომბირებას სექსის,ძალადობის,მკვლელობის
თემების გამოყენებით
5.
საზოგადოებისთვის “უმცირსეი ბოროტების ‘ არჩევის შეთავაზებას
6.
ერთი სახის ინფორმაციის დამალვას და მეორე სახის ინფორმაციის
პროპაგანდას
7.
ინფორმაციის განგებ დანაწევრებას და ინფორმაციის ნაწილის მიწოდებას
8.
.„ჰებელსის მეთოდს“ , სიცრუის სიმართლედ
გასაღებას და მის მრავალჯერად გამეორებას
9. აუდიტორიის
განზრახ შეცდომაში შეყვანას
10. ასტროტურფინგს-ეს არის მარკეტინგული ტექნოლოგია,რომელიც
მდგომარეობს ხელოვნური საზოგადოებრივი აზრის შექმნაში შეკვეთილი პუბლიკაციების და კომენტარების მეშვეობით,რაც
წარმოდგენილია როგორც კერძო პირების დამოუკიდებელი აზრი.ეს ტექნოლოგია გამოიყენება
ინტერნეტიდან რეალური ნეგატიური მოსაზრებების
გასაძევებლად,გაყალბებული სარეკლამო და PR კამპანიების
დასაორგანიზებლად ინტერნეტში
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პროპაგანდისტულ
მეთოდებს კი განეკუთვნება:
1. „დადებითი განწყობის შემქმნელი განზოგადებები“ (გასაყიდი პროდუქტის, კანდიდატის ან პოლიტიკური პროგრამის მიწოდება დადებითი ემოციების გამომწვევი სიმბოლოების თანხლებით (მაგ.
ბავშვების,ცხოველების თანხლებით) .
2. “იარლიყების მიწებება” (პროპაგანდისტი უარყოფითი ემოციის შემქმნელი სახელის შერქმევით ნეგატიურ დატვირთვას ანიჭებს მოვლენას ან პიროვნებას , რომლის წინააღმდეგაც ის გამოდის )
3. „დადასტურება” (გამოჩენილ და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამების ციტირება რაიმეს მხარდასაჭერად, ან საწინააღმდეგოდ);
4. „უბრალო ადამიანები” (პროპაგანდისტული იდეების, ან პროდუქტის იდენტიფიცირება “უბრალო ადამიანების” საჭიროებებთან);
6. „ბანქოს ჩაწყობა” (არგუმენტი, რომელშიც ფაქტები იმგვარადაა დალაგებული, რომ ადამიანს რჩება ერთადერთი “ლოგიკური” დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა);
7. „არ დაგვაგვიანდეს” (რომელიმე მოსაზრების ან პროდუქტის მხარდაჭერის მეთოდი, როდესაც პროპაგანდისტი აუდიტორიას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველა დანარჩენი უკვე ასე ფიქრობს და ამიტომ, საჭიროა დროული გაერთიანება უმრავლესობასთან მაგ. „არ დაგვაგვიანდეს სანქციებთან მიერთება“).
როგორ ავიცილოთ თავიდან
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უარყოფითი
გავლენა ?
მათ „აზრს“ ზედმეტი მნიშვნელობა
არ უნდა მივანიჭოთ და უფრო მეტად ვიკითხოთ კარგი მწერლები და პოეტები ,ვიქონიოთ საკუთარი
აზრი,გვახსოვდეს :
„ თუ გაზეთებს არ კითხულობ, არაინფორმირებული
ხარ. თუ გაზეთებს კითხულობ-
დეზინფორმირებული "- მარკ ტვენი
ხ
ესე - სიტყვის თავისუფლება თუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ?
„ავსა კაცსა ურჩევნია,ავსამცა რას ადრე სცნობდა“,- რუსთაველი
ე.წ. „დემოკრატიულ“ ქვეყანაში:
ა) ნებისმიერ პიროვნებას აქვს უფლება ,გამოთქვას საკუთარი შეხედულება(აზრი) და არ დაისაჯოს ამისთვის.
ბ) თავისუფალი მედია კი არის ერთგვარი
გარანტი იმისა,რომ საზოგადოებას ყოველთვის ექნება ინფორმაცია ქვეყნის ხელისუფლების
საქმიანობის შესახებ(!)
ხ
ე.წ.
„სიტყვისა და აზრის თავისუფლება’’ გულისხმობს არა მხოლოდ საზოგადოების
უმრავლესობისთვის ან ხელისუფლებისათვის მისაღებ იდეებსა და ინფორმაციას არამედ
ისეთსაც,რომელიც შესაძლოა მიუღებელი აღმოჩნდეს მათთვის(!)
ხ
რატომ არის „სიტყვისა და აზრის თავისუფლება’’უაღესად
მნიშვნელოვანი
დასავლური ტიპის („დემოკრატიული“) სახელმწიფოთათვის
?
რომ არ მოხდეს ქვეყანაში ერთი,რომელიმე ოლიგარქიული
ჯგუფის მიერ
ძალაუფლების ხელში ჩაგდება .
ხ
დასავლეთში
ითვლება ,რომ ძალაუფლება,რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს წარმოადგენს
ტირანიისკენ გადადგმულ ნაბიჯს (!)
ე.წ. „თავისუფალი“ მედიით ოლიგარქიული ჯგუფები
ერთმანეთს აკონტროლებენ(!)
ხხხ
„დემოკრატიუულ“ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ცხოვრება სხვების არასასურველი
ყურადღებისგან.
ხ
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში პირები უზრუნველყოფილი
არიან
1. ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის
2. სახელის საიდუმლოების
3. პირადი მონაცემების საიდუმლოების
4. საცხოვრებლის საიდუმლოების
5. ოჯახის საიდუმლოების
6. სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოების
7. მიმოწერის საიდუმლოების
8. სატელეფონო საუბრის საიდუმლოების
ხელშეუხებლობის
უფლებებით.
მაგ. ამ უფლებებს „იცავს ‘’ საქართველოს კონსტიტუციის
მე-15 მუხლი.
ხ
2011 წელს საქართველომ
მიიღო კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
კანონის თანახმად,
პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ პირს.
შენიშვნა :პირის
იდენტიფიცირება შესაძლებელია:
საიდენტიფიკაციო ნომრით (პირადი ნომერი)
პირის მახასიათებელი ფიზიკური ნიშნებით
ფიზიოლოგიური ნიშნებით
ფსიქოლოგიური ნიშნებით
ეკონომიკური ნიშნებით
კულტურული ნიშნებით
სოციალური ნიშნებით.
კანონით, ასევე განსაზღვრულია პირის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია :
პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან
პოლიტიკურ შეხედულებებთან
რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან
პროფესიულ კავშირში გაწევრიანებასთან
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან
სქესობრივ ცხოვრებასთან
ნასამართლობასთან
ადმინისტრაციულ პატიმრობასთან
პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან,
პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან
განრიდებასთან
დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან
დაზარალებულად ცნობასთან
აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები დაცვის უფრო მაღალი სტანდარტით სარგებლობს
ვიდრე პერსონალური მონაცემები;
ხ
დასავლური
ტიპის საზოგადოებაში პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა
გამართლებულია(!) ,ოღონდ , როდესაც ამ ინფორმაციის მიმართ არსებობს ე.წ. „საჯარო ინტერესი“ და როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის
უფრო „მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია“, ვიდრე ერთი კონკრეტული პირისთვის
ზიანის მიყენება.
ხ
საჯარო ინტერესი არსებობს ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა:
·
მნიშვნელოვანი დანაშაულის სააშკარაოზე გამოტანა
·
სახელმწიფო სახსრების არასათანადოდ გამოყენება
·
თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაული
·
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები
·
სახელმწიფოს სისტემური დანაშაული
·
ეროვნული უსაფრთხოების დაცვა
·
საარსებო გარემო
·
მნიშვნელოვანი დანაშაულის სააშკარაოზე გამოტანას და ა.შ.
დასავლეთში
ითვლება ,რომ უფრო
მაღალია საზოგადოებისათვის ინფორმაციის ღირებულება, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა შეიძლება
მიენიჭოს კერძო პირის პირად
ინტერსს(!)
ხ
დასავლეთში,ვინმეს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების დროს აუცილებელია
არგუმენტირებულად იყო დასაბუთებული, თუ რატომ გასაჯაროვდა (!)პირის პირადი ინფორმაცია ან(!) უნდა არსებობდეს
ამ პირის თანხმობა(!) მისი პირადი ცხოვრების დეტალების გამოქვეყნებაზე.
ხ
„ბევრი კაცი, და იქნება იმისთანა უხეირო რედაქციაც, სადმე იყოს, კაცთა საუბედუროდ,
რომელიც ძალზე იჭაჭება და ბუკითა და ნაღარით გაიძახის ამ შეუხებლობას ადამიანისას,
მაგრამ ყოველ წარამარად მოტანტალე კორესპონდენტს სიხარულით კარს უღებს და ხელს
უწყობს გამვლელი და გამომვლელი საერთოდ, და რედაქციის მიერ ნიშანში ამოღებული
საკუთრივ, ლაფში ამოსვაროს თავიდამ და ფეხამდე წინასწარ მოუკითხავად, — ვინ
მტყუანია და ვინ მართალი.
ნუთუ ეს ამისთანა საქციელი ხელშეხება არ არის და ყველა ხელშეხებაზე უფრო
საზიზღარი,უფრო შემაძრწუნებელი და უფრო საშიშარი კაცის ერთმანეთობით ადამიანურ
ცხოვრებისათვის. ნუთუ ეს არის იგი მადლცხებული თავისუფლება ბეჭდვისა, პრესისა,
რომელსაც ასე სამართლიანად შევხარით დღეს დიდი და პატარა და ასე გულმხურვალედ
და თავდადებით ვეტანებით.
ეს ხომ, თავისუფლება-კი არა, ბოროტად ხმარებაა იმ გაპატიოსნებულ ძალ-ღონისა, იმ
ძლევამოსილ შემძლებლობისა, რომელიც პრესას სამართლიანად ხელთ უპყრია და
რომლის მეოხებით დღეს გვირგვინოსანნიც -კი ქედს იხრიან სასოებით და მოწიწებით.
ნუთუ ეს ამისთანა შემძლებლობა ბეჭდვის სხივმოსილ თავისუფლებისა რედაქციამ იმაზე
უნდა ჩამოახდინოს, რომ კაცმა კაცი უთავბოლოდ გაჰპენტოს, კაცმა კაცს უთავბოლოდ
სახელი შეულახოს, ნამუსის ქუდი მოჰხადოს და ლაფში გადაუგდოს. რედაქციის კალამი
ნიჩაბი ხომ არ არის, რომ აიღოს და ვინც არ ესიამოვნება, ლაფი და ტალახი შეასხას ან
თავისის ან სხვისა ხელით.“- ილია ჭავჭავაძე „ნუთუ ?“
ხ
ჯანმრთელობის და სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს. ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება ყველა შემთხვევაში პირად ცხოვრებაში შეჭრად მიიჩნევა.
სკოლებში
და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაცულ პირად საიდუმლოებას განეკუთვნება
შემდეგი ინფორმაცია: მოსწავლის ფოტოსურათი და პერსონალური
მონაცემები, მათ შორის; მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამედიცინო
შემოწმების შედეგები; ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინური
პასუხისმგებლობის შესახებ; საკონტროლო/საგამოცდო ნაშრომები;
მოსწავლის მშობელთა ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთა პირდაპირი თანხმობა სჭირდება სხვადასხვა მიზნებისათვის შემდეგი ინფორმაციის შეგროვებას:
·
მოსწავლის ან მისი ოჯახის წევრების პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური თუ ეროვნული კუთვნილების შესახებ;
·
გონებრივი და ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ;
·
სექსუალური ქცევისა და მიდგომების შესახებ;
·
ადვოკატის, ჟურნალისტის, ექიმისა და სასულიერო პირებისათვის გამხელილი ფაქტებისა თუ მოსაზრებების შესახებ.
ხ
·
მედიისთვის „საჯარო პირს“ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ცნებით მოიაზრება ყველა, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარკვეულ ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა სფეროში იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, სპორტი…
·
საჯარო პირებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, მაღალი თანამდებობის პირებს (საჯარო მოხელეებს) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მოლოდინი ყველაზე ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. თუმცა გარკვეული ხარისხით მათაც აქვთ გარშემომყოფებისგან საკუთარი ცხოვრების დაცვის უფლება. (მაგალითად დაცულია მათი პირადი ურთიერთობები, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია თუ არ იკვეთება ამ დეტალების მიმართ საჯარო ინტერესი, რაც შეიძლება იყოს ვთქვათ, საჯარო ფინანსების ხარჯვა პირადი ურთიერთობებისთვის ან მკურნალობისთვის და აშ.)
·
„საჯარო პირის“ მიმართ არსებული ინტერესი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მცირეწლოვანი შვილები იმავე ხარისხით უნდა გაშუქდნენ მედიაში. მათი პირადი ცხოვრება უფრო მეტად არის დაცული, ვიდრე მათი მშობლების.
ხ
„ჯერ ბრალმდებელს უნდა დაასაბუთებინოთ ბრალდება იმოდენად, რომ დასაჯერი მაინც იყოს,და მას მერმეთ, დიაღ, მხოლოდ და მხოლოდ მას მერმეთ მოეკითხოს ბრალდებულს პასუხი.
უამისოდ ბრალდებულთა სკამზე დასმა ადამიანისა პასუხის საგებლად წაწყმედაა, მიწასთან გასწორებაა, პირქვე დამხობაა იმ საკაცობრიო სამართლისა, მართლმსაჯულებისა,რომელზედაც აშენებულია მთელი ადამიანური ურთიერთობა, მთელი ადამიანური ყოფა-ცხოვრება.
ეს ყველაზე უწინარეს პრესამ, ვით სალარომ ადამიანის ჭკუა-გონებისამ, უნდა იცოდეს და თვითოეულს გაზეთს თუ ჟურნალს თავის დროშაზე დიდის ასოებით ეწეროს. ეს უნდა აუცილებლად კისრად იდოს პრესამ, ამას უნდა აქეთ-იქით გადაუხვევლად ემსახურებოდეს.
ამას უნდა თავგამოდებით და უკანდაუხევლად სდევნიდეს თითონ იგი ნაწილი პრესისა,რომელსაც ძირს არ დაუშვია ყოვლად პატიოსანი დროშა ბეჭდურის სიტყვისა.
დიაღ, თვით პრესამ უნდა თავი გამოიდოს ამ შემთხვევაში, თუ სადმე მართლა ფეხადგმულია ცნობიერება და ჭკუასა და გონებას თავის ადგილი უჭირავს.
თორემ აქ აღვირის მიშვება და სადავეს მიგდება კარის გაღებაა იმ ერთგვარ
უწმინდურებისათვის, რომელსაც „შანტაჟს“(!) ეძახიან და მაშინ ძაღლიც ვეღარ იცნობს
პატრონსა: ერთი-ერთმანეთს შევეჯახებით, ერთი-ერთმანეთს თავს შევახლით,
ერთი-ერთმანეთს დავჭამთ, მაშინ ტყეში მგელთან და აფთართან ცხოვრება უკეთესი და
უფრო მოსვენებული იქნება, ვიდრე კაცთა შორის.“-ილია ჭავჭვაძე „ნუთუ ?“
ხ
·
აუცილებელია ბალანსის დაცვა „საჯარო ინტერესსა“ და უბედურ შემთხვევებში მონაწილე პირთა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამჟაღვნებას შორის.
·
დაშავებულთა, ტანჯვასა და შოკში მყოფ ადამიანთა ახლო ხედით ჩვენება გამართლებულია მაშინ, თუკი ეს წარმოაჩენს მომხდარის მასშტაბს, საჭიროა კონტექსტის საჩვენებლად და ინფორმაციის სრულად გადმოსაცემად;პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს მედია შეძლებისდაგვარად უნდა ეცადოს, რომ აქცენტი არ გააკეთოს კონკრეტული ადამიანების ტანჯვის ჩვენებაზე;
·
მედიამ უნდა იფიქროს იმაზეც, რეტრავმირებას გამოიწვევს თუ არა შემზარავი გამოსახულების მრავალჯერადად ჩვენება. ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ გარდაცვლილთა ახლობლების და გადარჩენილთა რეტრავმირება; კერძო პირთა დაკრძალვის გადასაღებად აუცილებელია ახლობელთა თანხმობა;
·
მედიამ თავი უნდა შეიკავოს დაზარალებულის, ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრებიდან ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის;
·
ჟურნალისტებს შეუძლიათ რამდენ ხანსაც სურთ იმყოფებოდნენ დაზარალებულის, ბრალდებულის სახლის სიახლოვეს, საზოგადოებრივ ადგილას, მაგალითად გზაზე, და არა სახლის კართან, მიუხედავად იმისა, ის პირი საჯარო ფიგურაა თუ არა;
·
სასამართლო დარბაზში მყოფთა მძიმე ემოციური მდგომარეობის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის გამოქვეყნება მიზანშეწონილი არ არის.
ხ
„მკითხველმა გაითვალისწინოს, —პრესას რა ცეცხლში შეუძლიან ტყუილად დასწოს და
დაჰბუგოს, ზნეობრივად სტანჯოს და აწამოს ადამიანი, თუ თავისს წმინდა
დანიშნულებას უღალატა და ადამიანის ღირსების პირქვე დასამხობლად, ადამიანის
სახელის გასატეხად საბუთად მარტო ის იხმარა, დიაღ, მარტო ის, რომ კორესპონდენტი
სწერს, ასე მიამბესო.“-ილი ჭავჭავაძე ,“ნუთუ ?“
ხ
სანამ რომელიმე „ყია მყრალი’’ ან პოლიტიკურად და
ფინანსურად
მოტივირებული
რედაქცია(!) ნიშანში ამოიღებდეს ვინმეს და
„მოტანტალეკორესპდენტებს“(ილიას
ტერმინია ) მიუსევდეს წესით უნდა
ითვალისწინებდეს
შემდეგს :
·
რას და ვის ამხელს ამ მასალით?
·
რამდენად შეუწყობს ხელს კონკრეტული
პირის ცხოვრებაში შეჭრა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დისკუსიის წამოწყებას?
·
პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალების გარეშე შეძლება თუ არა პრობლემის სრულყოფილად წარმოჩენა? მაინც რა დამატებით ინფორმაციას იძლევა პირადი
ცხოვრების ამსახველი მასალა?
·
რა ზიანი მიადგება პირს მისი პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებით?
·
გამოქვეყნებით დაკმაყოფილებული საჯარო ინტერესი გადაწონის თუ არა პირისთვის მიყენებულ ზიანს?
·
რა ალტერნატიული ხერხები არსებობს ამბის გასაშუქებლად?
·
კარგად გაიაზროს , პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხომ არ გამოიწვევს პირის სტიგმატიზებას, საზოგადოებიდან
გარიყვას, დისკრიმინაციას.
·
იფიქროს , რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, მაგალითად ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე და ა.შ.
·
აუდიტორიას გააცანოს დასაბუთებული არგუმენტები თუ რატომ გადაწყვიტა პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროება.
მაგრამ
ამის ბედნიერება ჩვენ ვინ მოგვცა...
„თავისიცა განიმაგროს,ნუ
აფოფნებს სხვის ნიფხავსა
ჭეშმარიტად ცოდვა
უძღვის კაცსა კაცის განმკითხავსა“- დავით გურამიშვილი
ხ
ესე - ომზე
"ომი დანაშაულია, რომლის გამოსყიდვა გამარჯვებით შეუძლებელია."-
ანატოლ ფრანსი ფრანგი მწერალი
შეიარაღებული ბრძოლა სახელმწიფოებს
შორის
ეკონომიკური
ან
პოლიტიკური
მიზნების
მისაღწევად უბინძურესი
დანაშაულია ,რომელსაც სახელმწიფოები ჩადიან ერთმანეთის მოსახლეობის მიმართ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო ორმოცდაათი საუკუნის
განმავლობაში მოხდა 14,500-ზე მეტი დიდი და
მცირე ომი. კაცობრიობის არსებობის განმავლობაში, მხოლოდ 300 წელი იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი.
სტატისტიკა აჩვენებს: 1601 წლიდან 1700 წლამდე ომებში
3.3 მილიონი ადამიანი დაიღუპა, 1701 წლიდან 1800 წლამდე — 5.3 მილიონი ადამიანი,
1801 წლიდან 1913 წლამდე — 5.6 მილიონი.. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სტატისტიკა დაახლოებით
72 მილიონ ადამიანს შეადგენს.
ომი გულისხმობს არა მხოლოდ უზარმაზრ ადამიანურ მსხვერპლს, არამედ უამრავ სხვა პრობლემას:
სურსათის და მედიკამენტების უკმარისობას, ეპიდემიებს,დანგრეული
საცხოვრებელ კორპუსებს , მოსახლეობის დევნილობას და მაწანწალობას,ძირის გამოთხრას ქვეყნის ეკონომიკისთვის, უმუშევრობას, სიღატაკეს,განათლების
სისტემის მოშლას,ეკოლოგიურ კატასტროფებს, სახელმწიფოს ტერიტორიის დანაწევრებას ან დამოუკიდებლობის
დაკარგვას.
"არ
არსებობს უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე არასაჭირო ომი."- ლეონ ფეიხტვანგერი ებრაული წარმოშობის გერმანელი მწერალი
გურამ გეგეშიძის რომანის „ხმა მღაღადებლისა’’ ერთ მონაკვეთში
მოქმედება მიმდინარეობს რუსეთ-ოსმალეთის სამხედრო დაპირისპირების ზონაში-პირველი მსოფლიო
ომის დროს.რუსეთის არმიის ქართველი მფრინავი-მზვერავი ვენე დაფრინავს თურქთაგან მიტაცებული
ტაო-კლარჯეთის საჰაერო სივრცეში.ომის მესამე წელია .რუსების შეტევა შეჩერებულია.ვენე
პირველ საბძოლო დავალებას იღებს.მან სოფელი უნდა დაბომბოს მტრის ზურგში,დაზვერვის მონაცემებით
იქ თურქთა ჯარია განლაგებული. დავალების შესასრულებლად გაფრენილი ვენე კაცის კვლისთვის არაა განწყობილი
: „რატომ იჩენენ ადამიანები ამდენ მონდომებას ერთმანეთის გასაჟლეტად,რატომ არ ხერხდება
თანხმობით ცხოვრება,საიდან მოდის ამდენი წინააღმდეგობა,რა ძალაა ის,რომელიც აშკარა უგუნურებას ამეფებს და აზეიმებს? რამდენ
რამეს იგონებს კაცი თავისივე მოყვასის მოსასპობად,რა მიზეზი ამ სისასტიკისა’’ - ფიქრობს ვენე. შემდეგ ვენეს ახსენდება თურქების მიერ ჩამოგდებული
მფრინავი და გრძნობს როგორ ემორჩილება იმ ძალას,რომელსაც წამის წინ აპროტესტებდა.ვენე
უკვე სამიზნე დაბის თავზეა,მაგრამ თურქების
ჯარი არსად ჩანს.მოჩანს ხალხით სავსე ბაზარი,მეჩეთი.ვენე ვერ იმეტებს მშვიდობიან დაბას
დასაბომბად,თუმცა ნაბრძანები აქვს დაბომბვა.ის
მხოლოდ დიდი სიჩქარით და ძალიან დაბალ სიმაღლეზე
გადაუფრენს ბაზარში შეკრებილ ხალხს და საშინლად შეაშინებს.როცა დარწმუნდება,რომ გვარიანი
შიში აჭამა ,უკან გაბრუნდება და ერთ ყრუ ხევში ჩაცლის ბომბებს.
„არავინ
ისე მამაცად არ იბრძვის სხვის
ომში, როგორც სულელი.“ ,-კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატის
მარჯვენა’’
დღეს ქართველების მონაწილეობა მე-2 მსოფლიო ომში „სხვის ომში’’ მონაწილეობად არის შეფასებული,რასაც
მე პირადად არ ვეთანხმები.
მე-2
მსოფლიო ომის დროს საქართველოდან გაიწვიეს ნახევარ მილიონზე მეტი კაცი
მათგან
200 ათასამდე დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
100 ათასამდე ხეიბარი დაბრუნდა.
საქართველოს
სოციალისტური რესპუბლიკის ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადავიდა.
თბილისში
გაიხსნა ქ. ტაგანროგიდან ევაკუირებული საავიაციო ქარხანა,რომელიც ავიაგამანადგურებლებს
უშვებდა
საქართველოს
თავი შეაფარა აუარებელმა ლტოლვილმა სსრკ-ს დასავლეთ რეგიონებიდან.
ომის
პერიოდში შეიქმნა რამდენიმე ქართული დივიზია.
224-ე ქართული დივიზია მონაწილეობდა ბრძოლებში ყირიმში და თითქმის მთლიანად დაიღუპა(ქერჩის კატაკომბებში -გაიგე მეტი)
242-ე 392-ე და 414-ე ქართული დივიზიები კავკასიის დასაცავად
იბრძოდნენ(გაიგე მეტი კავკასიის დაცვაზე)
ქართველები
ასევე იგზავნებოდნენ სხვა საჯარისო ნაწილებში,აქტიურად მონაწილეობდნენ პარტიზანულ ომში.(გაიგე მეტი პარტიზანულ ომზე)
ამ
ომთან დაკავშირებით გაიყო პოზიციები ქართულ ემიგრაციაში.
„ეროვნულ-დემოკრატებმა“
ფაშისტურ გერმანიას დაუჭირეს მხარი.
გერმანიის
მხარეზე იბრძოდა ქართველებისგან შედგენილი რამდენიმე სამხედრო შენაერთიც
სოციალ-დემოკრატებმა
(ჟორდანიას ხალხი) ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს,საფრანგეტის ოკუპაციის დროს მათ უარი
თქვეს გერმანელებთან თანამშრომლობაზე.
რომელი იყო ამათში სულელი ?
მე მგონი სულელია ,ის ვინც დღეს „სხვის ომად ‘’ აფასებს ამ ომს
და „ჩვენს ომად’’ რუსეთ- დასავლეთის ომს უკრაინაში.
„სადაც არის დიდი ღომი, იქანაა ჩემი ომი“- ესაა ამათი პატრიოტიზმი
მაინც ვის უხარია და ვის უნდა ეს ომი ? იმ ღორებს რომლებიც
გასუქდნენ და ოცნებობენ ნეტავი მგელს დამაჭიდაო.სპეკულიანტებს, გენერლებს, შტაბის ოფიცრებსა და მეძავებს(ნამდვილებს,ტელე
-ინტერნეტ და პოლიტიკურებს),რადგან დიდი ხანია ცნობილია ,რომ ისინი ომის დროს ისე ცხოვრობენ, როგორც
არასდროს და ფულსაც ისე შოულობენ , როგორც
არასდროს.
"ძველად
ხშირად წერდნენ იმაზე, თუ რამდენად ტკბილი და მშვენიერია სამშობლოსთვის სიკვდილი. მაგრამ
თანამედროვე ომებში ტკბილი და ლამაზი არაფერია. ძაღლივით მოკვდები, სრულიად უმიზეზოდ."-
ერნესტ ჰემინგუეი
„ომები უნდა იქნას უარყოფილი, როგორც რაღაც მხეცური, რადგან ადამიანებისთვის
შესაფერისია
მშვიდობა. არა ომები, არამედ მშვიდობა, დაისახეთ თქვენი ცხოვრების მიზნად!"- იან კომენსკი ჩეხი ეპისკოპოსი
ხ
ესე -საქართველო და გლობალიზაცია
“გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!
“ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაუწუნებენ ფრენასა!
“კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!”.- აკაკი
• ერთისმხრივ, ცხადია,რომ გლობალიზაცია მიმართულია გაერთგვაროვნებისკენ და ცხოვრების წესის სტანდარტიზაციისკენ,რაც გულისხმობს კულტურათა ორიგინალობის გაქრობას;
• მეორე მხრივ,არსებობენ საზოგადოებები ,რომელთათვისაც გლობალიზაცია წარმოადგენს განვითარების და მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრების კარგ საშუალებას; ეს ეხება მცირე კულტურებს;
ხ
• სხვათა გამოცდილების შესწავლა საშუალებას მოგვცემს ჩამოვაყალიბოთ გლობალიზაციისადმი საკუთარი მიდგომა;
ხ
• გლობალიზაციის ერაში კულტურის თვითმყოფადობისა და მისი თვისებების შენარჩუნება დამოკიდებულია ქვეყნის,ერის,მოსახლეობის ეროვნული თვითშეგნების სიძლიერეზე;
• იმაზე თუ რამდენადაა ის ერი კონსოლიდირებული,რამდენად ღრმაა მისი კულტურული მახასიათებლები,ისტორიული ფესვები,რამდენად ფასეულია ეს ტრადიციები
• რამდენად მიიღებს მისი კულტურა გარედან შემოსულ გლობალურ გარდაქმნებს;
შენიშვნა: გლობალიზაციის ,ანუ კოსმოპოლიტიზმის მიმართ თავიანთი ნარატივი ჩამოაყალიბეს ილიამ „რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ?’’ ,“ერი და ისტორია“ და ვაჟამ „ნაციონალიზმი და კოსმოპოლიტიზმი“
ხ
ტერმინი „კულტურული შოკი“- მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გვხვდება;
• აღნიშნავს დაძაბულობის,თავდაუჯერებლობის და შფოთვის იმ შეგრძნებას,რომელსაც ადამიანი (მაგ. ემიგრანტი ) განიცდის ახალ და უჩვეულო გარემოში აღმოჩენისას;
• ეს არის სიტუაცია,როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება ადამიანისთვის ჩვეული და უცხო კულტურების ფასეულობები,ნორმები,ენა და ყოველდღიური ცხოვრება;
• შოკური რეაქციის სიძლიერე განისაზღვრება კულტურათა შორის არსებული განსხვავებების ხარისხით;
• კულტურულ შოკს მეტ-ნაკლებად განიცდის ყველა,ვინც პირველად მოხვდება უცხო კულტურულ გარემოში( ტურისტები;ემიგრანტები და ა.შ.)
ხ
მაგრამ კულტურულ შოკს ადამიანი განიცდის საკუთარ ქვეყანაშიც,როდესაც ინტენსიური „კულტურული დიფუზიის’’ შედეგად წარმოიშობა კონფრონტაცია ძველ,ტრადიციულ და ახალ
(შემოსულ)ფასეულობებს,ნორმებს,ყოფაქცევის წესებს შორის.
შენიშვნა: მაგ.გაიხსენე „კულტურული დიფუზიის შედეგები“ შარვალ ჩახდილი პოლიტიკოსები ,პრაიდები,სტუმარ-მასპინძლობის კომერციალიზაცია, უფროსი თაობის უპატივცემულობა , ისტორიის ,ენის და ეროვნული ტრადიციების მიზანმიმართული გმობის,დასავლეთის მიმართ სერვილიზმის ფონზე;
ხ
დასავლური კულტურით „დაშოკილები“ კონტროლირებადი სოციალური ქსელებით და კონტროლირებადი მედიით გვიმტკიცებენ „კულტურული შოკი“ ეროვნულ კულტურაში დადებით როლს თამაშობსო;
„კულტურული შოკი „ ხელს უწყობს კულტურათა ურთიერთქმედებასა და ურთიერთგამდიდრებასო(!!!!)
„კულტურული შოკი“ ხელს უწყობს სხვა კულტურულ ელემენტთა ინტეგრაციას ტრადიციულ კულტურაშიო და ამ ტრადიციული კულტურების ღიაობის ზრდასო;
გლობალიზაციას და ერებსა და კულტურებს შორის საზღვრების
წაშლას არ მიუღია თანაბარმიმართული(!) პროცესის სახე;
ზოგიერთმა, და განსაკუთერბით,დასავლურმა კულტურებმა
დომინანტობა(!) მოიპოვეს;
კულტურული ფენომენები : მუსიკა,კინო,ხელოვნება,სპორტი,მოდა
დღეისათვის გლობალური ეკონომიკური ბაზრის პროდუქტებია;
მათი კომერციალიზაცია იწვევს მათი კულტურული
ღირებულების გაუფასურებას,რაც ნეგატიური პროცესია;
ჩნდება ბევრი ქვეყნის ამა თუ იმ კულტურული მახასიათებლის დაკარგვის
საშიშროება მხოლოდ იმიტომ,რომ მას არ მიიღებს გლობალური,კომერციული
ბაზარი.(ანუ „არ გაიყიდება „ და რატომ ჩავდოთ ამ დარგში ფული ?
მაგ. ქართული კინო)
ხ
დღეს გლობალისტები ავრცელებენ ნარატივს,რომ
სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური
საზღვრები უწინდელ მნიშვნელობას კარგავს..
დღეს სახელმწიფოებრობას და სუვერენიტეტს ,ანუ „მამულს“ ყავლი გასდის...
ზოგიერთ მეტად გლობალიზებულ ქვეყანაში სარწმუნოება ვეღარ ახერხებს საოგადოების კონსოლიდაციას ეროვნული სახელმწიფოს იდეის გარშემო
ასეთ ქვეყნებში ეროვნულ იდენტიფიკაციის უმთავრეს
ფაქტორად დღეს ეროვნული კულტურაღა რჩება(!)
მაგრამ გლობალიზაცია კულტურათა გლობალიზაციასაც გულისმობს;
• „დიდი ერების“ კულტურასთან დაახლოების და ასიმილაციის საყოველთაო ტენდენცია უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს;(!)
• ბევრი ქვეყანა მიიჩნევს,რომ დიდი და მაღალგანვითარებული ქვეყნები ასუსტებენ მათ კულტურას,რადგან თავს საკუთარ კულტურას ახვევენ,რასაც კულტურული იმპერიალიზმის სახე აქვს(!)
• მაგ. ბევრ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ამერიკული კულტურული იმპერიალიზმი არის საფრთხე სხვა კულტურებისთვის;(!)
• დღეს ეროვნული კულტურები ვეღარ ინარჩუნებენ საკუთარ იდენტობას.
• მაგრამ კულტურული იმპერიალიზმი არ არის ახალი ფენომენი; ის გლობალიზაციის თანმდევი ფენომენია;( გაიხსენე მსოფლიო იმპერიები)
კულტურული გლობალიზაცია(!) მიზნად ისახავს რელიგიური,ეთნიკური,ეროვნული და კულტურული განსხვავებების წაშლას და ერთსახოვანი გლობალური კულტურის ფორმირებას;(!)
ხ
• გლობალური კულტურა დასავლური სამყაროს პირმშოა და მასთან დაკავშირებული პროცესები მომდინარეობს თანამედროვე მსოფლიოს ძლიერი მეტროპოლიებიდან და კულტურის უმსხვილესი ცენტრებიდან;
• ესენია თანამედროვე ახალი კულტურული იმპერიები’’
• ჯინსი,კოკა-კოლა და მაკდონალდსი კულტურული გლობალიზაციის ძველი სიმბოლოებია;(!)
• უნდა აღინიშნოს ,რომ გლობალური კულტურა და იდეები ყოველთვის წინააღმდეგობაშია ეროვნული სახელმწიფოს პოლიტიკასა და თითოეული ქვეყნის კულტურულ მახასიათებლებთან(!)
ზოგიერთ ქვეყანაში კულტურული გლობალიზაციის პროცესი დიდ
წინააღმდეგობას აწყდება;
როგორ ეწინააღმდეგება ეროვნული კულტურა გლობალურ კულტურას ?
ეროვნული კულტურა გამოირჩევა საკუთარი : ბუნებით,სპეციფიკით,თვითმყოფადობით,ისტორიით,თვისებებითა და ტრადიციებით,ღირებულებებით;
• სწორედ ესენი აფერხებენ ე.წ. კულტურული იმპერიალიზმის მზარდ პროცესს;
• მიუხედავად გარედან ძლიერი გავლენისა,ქვეყნის,ერის კულტურა მაინც ინარჩუნებს საკუთარ ბუნებას,რადგან მას გლობალიზაციის მავნე პროცესებისგან გარკვეული სახის „თავდაცვითი მექანიზმები’’ გააჩნია;
• „თავდაცვითი მექანიზმებში“ იგულისხმება: ეროვნული ხასიათი,ისტორია,ერისადმი კუთვნილების აღქმა და განცდა;დროის ფაქტორი;გარკვეულ სივრცეში არსებობა;ენა და არავერბალური კომუნიკაცია;ღირებულებანი და ფასეულობანი; ქცევის ნორმები და წესები,ტრადიციები დაჩვეულებები;სოციალური ჯგუფები;გაერთიანებები და კავშირები;
შენიშვნა: სწორედ ამ თავდაცვით მექანიზმებზე ხორციელდება შეტევები თანაც ადგილობრივი „ღამურების“(აკაკი) მეშვეობით
ხ
• მსოფლიოში არ არსებობს ორი იდენტური კულტურის მატარებელი ერი;
• ერთიანი კულტურის დამკვიდრება მსოფლიოში უტოპიური და არარეალურია;
ხ
• მაგრამ ხდება ისე,რომ გლობალიზაციის ეპოქაში ამა თუ იმ ქვეყნის კულტურა იზღუდება,იჩრდილება ,იჩქმალება ან „ღამურების“ ხელში ჩავარდნილი ცვლილებებს განიცდის (!)
ხ
დაფიქრდი რამდენად შეგეხო პირადად გლობალიზაცია?
დააკვირდი საკუთარ და გარშემო მყოფთა ცხოვრების წესს და რეჟიმს:
მიაქციე ყურადღება :
1. როგორი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი აცვიათ ?
2. როგორ გამოიყურებიან ?
3. რა პროდუქტებით და კერძებით იკვებებიან?
4. რა წიგნებს კითხულობენ?
5. რომელ არხებს და ტელეგადაცემებს უყურებენ?
6. რომელ ფილმებს ნახულობენ ?
7. რომელ საიტებზე შედიან ინტერნეტში?
8. რა მუსიკას უსმენენ დაა.შ.
9. რომელ უცხო ენებს სწავლობენ ?
10. რომელ ვალუტას ანიჭებენ უპირატესობას ?
11. რომელ ქვეყნებში მიდიან სასწავლებლად,სამუშაოდ,საცხოვრებლად
12. რა დღესასწაულებს ზეიმობენ ?
13. საერთაშორისო კონფლიქტებში ვის გულშემატკივრობენ?
14. სპორტულ შეჯიბრში ვის გულშემატკივრობენ?
15. რას ფიქრობენ ეროვნულ ისტორიაზე?
16. რას ფიქრობენ ეროვნული კულტურის მოღვაწეებზე ?
17. ვის მხარეზე ომობენ და იხოცებიან
18. როგორი დიზაინის ინტერიერებს ანიჭებენ უპირატესობას?
19. სადაურ ავტომობილებს ყიდულობენ ?
20. სადაურ ქალებს და კაცებს ეტრფიან ? და ა.შ.
ხ
ასევე გაიხსენე საქართველოს სხვადასხვა მხარისათვის ადრე დამახასიათებელი ტრადიციები და ფოლკლორი; რა ცვლილებებს ატყობ ?
შენი აზრით რამდენად გლობალიზებულია კულტურის მხრივ საქართველო?
როგორ ფიქრობ რა არის ის რისი დათმობის უფლებაც არ აქვს ერს გლობალიზაციის
ეპოქაში ?
ხ
როგორ შევაფასოთ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესი ?
გლობალიზაციას ფართოდ გავუღოთ კარი თუ ჩავუკეტოთ ?
• გლობალიზაციის პროცესის არც ნეგატიურად შეფასება შეიძლება და არც პოზიტიურად(!)
• მას არც ფართოდ უნდა გავუღოთ კარი და არც უნდა ჩავუკეტოთ
• ზუსტად ისევე უნდა მოვექცეთ,როგორც ევროკავშირი და ნატო ექცევა საქაქართველოს .
• საქართველოში გლობალიზაციისთვის კარი ღია უნდა იყოს ოღონდ,მხოლოდ ნაწილობრივ .
ხ
რა უნდა ვიცოდეთ პირველ რესპუბლიკაზე
"ცხრაას თვრამეტის ვიგონებ აპრილს
და თათრებიდან დაქცეულ ბათომს.
ვხედავ ქართველ ჯარს იარაღაყრილს
და ეს სირცხვილი დღესაც ძვალს ათბობს.
გვიდუღდა სული შურისძიების,
ამ ცა და ქვეყნის გადარევაში
ჩვენი წყურვილი იყო - ეგების
აგვეღო თათრის ერთი რევანში."
ტიციან ტაბიძე
სართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზეზი 1918 წლის 26 მაისს იყო ის, რომ ამ გზით შეიძლებოდა საქართველოს თავიდან აეცილებინა 1877-1878 წლების რუსთ-თურქეთის ომის შემდეგ საქართველოსთან შემოერთებული ტერიტორიების (მათ შორის აჭარის) დაკარგვა .
პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მხარეს ჩართული ოსმალეთი ბოლშევიკურ რუსეთს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებდა ბრესტ-ლიტოვსკში და ლენინი უბრუნებდა კიდეც ამ ტერიტორიებს.
1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით რუსეთმა იკისრა ვალდებულებაგაეყვანა,პირველი მსოფლიო ომის დროს შეყვანილი თავისი ჯარები ანატოლიიდან და ასევე ბათუმიდან;
ბრესტ-ლიტოვსკის ზავით ამ რეგიონების მომავალი ბედი ადგილობრივი„მოსახლეობის ნების საფუძველზე“,თურქეთის მიერ „მეზობელი ქვეყნების შუამავლობით“(!) უნდა გადაწყვეტილიყო.
სადავო რეგიონების მოსახლეობისათვის“თვითგამორკვევის უფლების’’ მინიჭება პრაქტიკულად ამ ტერიტორიების(მათ შორის აჭარის) თურქეთისთვის დათმობას(!) ნიშნავდა;
ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ხელმოწერის დროისთვის სამხრეთ
კავკასიაში არ არსებობდა დამოუკიდებელი სახელმწიფოები .
ხ
მოკლედ რომ ვთქვათ , საქართველომ იმიტომ გამოაცხადა
დამოუკიდებლობა,რომ ოსმალეთის „უფროსი“ მოკავშირის ,გერმანიის, პროტექტორატში შესულიყო(!!!!)
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით მიეცა საშუალება მიეღო დახმარება მსოფლიო ომში ჩაბმული გერმანიის იმპერიისაგან.(!)
(ეს იყო დამოუკიდებლობის გამოცხადების ნამდვილი მიზეზი და არა სხვა რამ )
იმ დროს გერმანია ჯერ კიდევ იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე და გამარჯვების იმედიც არ ჰქონდა დაკარგული;
კავკასიაში გერმანიამ გადაწყვიტა დაყრდნობოდა „ახალ ქართულ“ სახელმწიფოს,რომელსაც გარკვეულ დახმარებას უწევდა;
საქართველოში კი იმედი ჰქონდათ,რომ გერმანია შეეწინააღმდეგებოდა თავისი მოკავშირის ოსმალეთის ჭარბ ტერიტორიულ პრეტენზიებს;
საქართველომ გააფორმა ხელშეკრულება გერმანიასთან და დათანხმდა მის პროტექორატზე(!) დიპლომატიური აღიარებისა და თურქეთის ტერიტორიული პრეტენზიების შეკავების სანაცვლოდ(!)
გერმანელებს ეძლეოდათ საქართველოს რკინიგზისა და ნავსადგურების გამოყენების უფლება;
დაიშვებოდა გერმანული ფულის თავისუფალი მიმოქცევა
საქართველოს ტერიტორიაზე;
გერმანიას ენიჭებოდა მონოპოლია წიაღისეულისა და ნედლეულის ექსპორტზე;
1918 წლის 10 ივნისს თბილისში გერმანული ჯარი შემოვიდა.
საქართველო მაინც (!)იძულებული გახდა დაედო ხელშეკრულება ოსმალეთთანაც და უარი ეთქვა(!) ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებზე.(!!!)
ოსმალეთს ასევე მიეცა საქართველოს რკინიგზის გამოყენების უფლება.სანაცვლოდ,ოსმალეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა(!);
გერმანიის პროტექტორატი ძალიან ხანმოკლე გამოდგა.(!)
1918 წლის ნოემბერში გერმანია დამარცხდა მსოფლიო ომში და მისი მცირერიცხოვანი სამხედრო ნაწილები კავკასიიდან გავიდნენ.
ხ
რამ აიძულა ოსმალეთი უარი ეთქვა საქართველოს მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე ?
პასუხია: დამარცხებამ 1 მსოფლი ომში!
1919 წელს დასავლეთ ანატოლიაში შეიჭრა საბერძნეთის არმია.
ოსმალეთის უკანასკნელი სულთანი მეჰმეთ მე-4 და მისი მთავრობა ყველანაირ პოლიტიკურ მოთხოვნას უსრულებდა გამარჯვებულ ანტანტის სახელმწიფოებს,რომელთაც სტამბოლის ოკუპაცია მოახდინეს.
სულთანი დათანხმდა 1920 წელს სევრში ხელმოწერილი შეთანხმების პირობებით(„სერვის ზავი’’) ანატოლიის დანაწევრებას(!)
თურქეთს ამ პერიოდში საქართველოსთვის აღარ ეცალა- თვითონ იშლებოდა;
ხ
ამ დროისათვის რუსეთშიც იწყებოდა სამოქალაქო ომი და რუსეთსაც საქართველოსთვის არ ეცალა;
ხ
სამაგიეროდ გერმანიათან პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „მეგობრული“ დამოკიდებულება ხელს უშლიდა საქრთველოს მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში გერმანიის მტრებთან, გამარჯვებულ ანტანტის ქვეყნებთან, განსაკუთრებით, საფრანგეთთან;(!)
ხ
„ანტანტის’’(ანუ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი) მთავრობებს არ ჰქონდათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა კავკასიის მიმართ კავკასიას ისინი მიიჩნევდნენ რუსეთის პერიფერიად;
მათი აზრით,ეს ტერიტორია რაღაც ფორმით უნდა დაბრუნებულიყო იმ რუსეთის შემადგენლობაში,რომელსაც ჩამოაყალიბებდნენ სამოქალაქო ომში მონაწილე ანტიბოლშევიკური ძალები, ე.წ.“თეთრები“
ლონდონში და პარიზში,სადაც ბოლშევიკების რეჟიმს ანომალიად აღიქვამდნენ,იმედს ამყარებდნენ-ადმირალ კოლჩაკზე,გენერალ დენიკინზე და სხვებზე;
საქართველო და კავკასია მათი ამ მოლოდინების დროს „ანტანტისთვის“ არაფერს ნიშნავდა.
როდესაც უკვე ნათელი გახდა,რომ „თეთრები’’ ვერ გაიმარჯვებდნენ,ანტანტის ქვეყნებმა გადაწყვიტეს მეტი ყურადღება მიექციათ კავკასიისათვის და 1920 წლის 12 იანვარს დე-ფაქტო სცნეს ჯერ საქართველოს და აზერბაიჯანის,ხოლო ერთი კვირის შემდეგ სომხეთის მთავრობები.
არავითარი რეალური დახმარება ამ ქვეყნებისათვის „ანტანტას“ არ გაუწევია.(!)
ხ
„თუკი მათ სურთ თვითონ გამოიჭრან ყელი,ხელს ნუ
შევუშლით...
მე მინდა ვთქვა,რომ მთელი ჩვენი ფული და ადამიანური რესურსები არ უნდა დავხარჯოთ იმ მცირე რაოდენობის ხალხების ცივილიზებისათვის,რომელთაც არ სურთ ცივილიზებუნი იყვნენ.ჩვენ უნდა დავიცვათ ბათუმი,ბაქო და რკინიგზა მათ შორის,ასევე ნავთობსადენი“
ლორდი ბალფური,ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1918 წელი
შენიშვნა: ამ დროს მიდიოდა სომხეთ-საქართველოს ომი.
დამოუკიდებელი სომხეთი დამოუკიდებელ საქრთველოს უყენებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს ტაო- კლარჯეთსა და ლორეს ოლქში.ბრიტანეთმა დააშორიშორა მხარეები ლორე ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა. სომხურ-ქართულ ომზე გაიგე მეტი იხ. ვიდეო იუთუბზე.
შენიშვნა: ლორე იქცა მოგვიანებით წითელი მე-11 არმიის საქართველოში შემოჭრის ფორმალურ საბაბად
ხ
დიდი ბრიტანეთის საგარეო სამეთა მინისტრი ლორდი კერზონი,რომელმაც ამ პოსტზე შეცვალა ლორდი ბალფური,სამხრეთ კავკასიის,კერძოდ საქართველოს და აზერბაიჯანის , მხარდასაჭერად იყო განწყობილი;
მისი ინიციატივით 1919 წელს თბილისში ბრიტანეთის მთავარ კომისრად გამოიგზავნა ჯონ ოლივერ უორდროპი („ვეფხისტყაოსნის’’ ინგლისურად მთარგმნელის ,მერჯორი უორდროპის ძმა),რომელიც საკმაოდ პროქართულად იყო განწყობილი.
ამავე დროს,ბრიტანეთის სამხედრო მინისტრი უინსტონ ჩერჩილი(!) სამხრეთ კავკასიის კავკასიის დამოუკიდებლობისთვის მხარდაჭერის საჭიროებას ვერ ხედავდა.(!)
ნავთობის დიდი საბადო ანგლო-სპარსულმა ნავთობის კომპანიამ(დღევანდელი „ბრითიშ პეტროლიმი ანუ „ბი-პი’’) ჯერ კიდევ მსოფლიო ომის დაწყებამდე მონახა სამხრეთ სპარსეთში;
იქვე,ქალაქ აბადანში,ბრიტანელების მიერ აგებულ მსოფლიოში
უდიდეს ნავთობგასდამამუშავებელი ქარხნის პროდუქციის სუეცის არხის გავლით ტრანსპორტირება ბრიტანეთისათვის ეკონომიკურად უფრო ხელსაყრელი იყო,ვიდრე ბათუმის მეშვეობით ბაქოს ნავთობის გამოზიდვა;
ნავთობის დიდი საბადოები აღმოჩნდა მოსულის ვილაიეთშიც,
რომელიც დიდმა ბრიტანეთმა თავის სამანდატო ტერიტორიას, ერაყს შეუერთა;
ასე რომ,ლონდონს ბაქო საერთოდ აღარ სჭირდებოდა.კავკასიაში კი მას სხვა არაფერი აინტერესებდა;
საქრთველოს მთავრობა არ იქნებოდა წინააღმდეგი,რომ ერთა ლიგას მანდატი საქართველოს მართვაზე მიეცა ევროპის რომელიმე დიდი სახელმწიფოსათვის;
ერთხანს ასეთად მიაჩნდათ იტალია.მაგრამ იტალიამ საბოლოოდ უარი თქვა საქართველში შემოსვლაზე;(!)
(შენიშვნა: ვიქნებოდით იტალიელი ფაშისტების კოლონია ეთიოპიასავით)
არც საფრანგეთს გამოუჩენია ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ;
აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი ძალიან ცდილობდა ,რომ აშშ-ს მიეღო მანდატი სომხეთის მართვაზე,მაგრამ სენატი ამას არ დაეთანხმა;
ბრიტანული სამხედრო ნაწილები,რომლებიც 1918 წლის ბოლოდან იყვნენ სამხრეთ კავკასიაში(ბაქოში და ბათუმში), 1920 წლის 9 ივნისს საბოლოოდ გავიდნენ კავკასიიდან;
ბრიტანელებმა ყველაზე ბოლოს ბათუმი დატოვეს.ბათუმი საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.
ხ
სოციალურ-ეკონომიკური ვითარება საქართველოს პირველ რესუბლიკაში
• მენშევიკური მთავრობის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ისახავდა კერძო,სახელმწიფო და კოოპერატიული (!) სექტორების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას და ჰარმონიულ განვითარებას.
• საქართველოში არ მომხდარა კერძო სექტორის შეზღუდვა ან მისთვის არახელსაყრელი პირობების შექმნა, მაგრამ სახელმწიფო ეკონომიკის სფეროში ჩარევას ცდილობდა,მაგ. შეიქმნა “ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოება’’,რომელსაც მოგების 35% უნდა გადაეცა სახელმწიფოსთვის.
• მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალ-დემოკრატიული მთავრობა საშინაო პოლიტიკის გატარებას სოციალისტური იდეალების პოზიციებიდან ცდილობდა;
• 1919 წლის იანვარში პარლამენტმა მიიღო კანონი,
რომელიც სახელმწიფო(სახაზინო) მიწების კერძო საკუთრებაში
გადაცემას ითვალისწინებდა.
• გარდა ამისა, ყოფილ თავად-აზნაურობას(ტიტულები გაუუქმდა) ჩამოერთვა მიწის ნაწილი და დაურიგდა გლეხობას.(იხ.„ჯაყოს ხიზნები’’ამ დროს "დაერხათ თეიმურაზებს’’)
• მიწა უნდა გადასცემოდა იმ გლეხებს,რომელთა არსებობის მთავარ წყაროსაც სასოფლო-სამეურნეო შრომა წარმოადგენდა.
• მთავრობის ჩანაფიქრით,ამ კანონს ხელი უნდა შეეწყო ფერმერული მეურნეობის განვითარებისათვის.(ამის დრო ამ მთავრობას არ მიეცა.)
• გარკვეული წარმატებები იყო განათლების სფეროში,სადაც ძალიან სწრაფად დამკვიდრდა ქართულენოვანი სწავლება.
• 1918 წლის დასაწყისში თბილისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი.
• მაგრამ პირველი მსოფლიო ომის მძიმე შედეგების,
ტრადიციული ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის და
მუდმივი საგარეო საფრთხის პირობებში ქვეყანაში მძიმე
ეკონომიკური ვითრება შეიქმნა;
• ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვას მთავრობა ბონების(!) გამოშვებით ცდილობდა.
• ბონები სწრაფად უფასურდებოდა.ქვეყანაში ინფლაციამ დაისადგურა.
• არასტაბილურ რეგიონში უცხოელები ერიდებოდნენ
კაპიტალდაბანდებას.
ხ
ჟორდანიას მენშევიკური მთავრობის საშინაო პოლიტიკა
• პირველ რესპუბლიკას მოუხდა სახელმწიფო ინსტიტუტების დაარსება(!) და ჩამოყალიბება
• 1919 წ-ს ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები,
რომელშიც უმრავლესობა (109 დეპუტატი 130-დან) სოციალ-
დემოკრატებმა (!) შეადგინეს.
• დამფუძნებელმა კრებამ საჭიროდ არ მიიჩნია რესპუბლიკის
პრეზიდენტის არჩევა, მაგრამ გააფართოვა მთავრობის
თავმჯდომარის უფლებამოსილებანი.
• მთავრობის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს.(გაიხსენე
ილიას აზრი ჟორდანიაზე „უმეცრობის ფართი-ფურთი“)
• მთავრობა მთლიანად მენშევიკებით დაკომპლექტდა;
• პარლამენტი და მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას
აქცევდა შინაგან საქმეთა და იუსტიციი სამინისტროების
გაძლიერებას, ადმინისტრაციის და მილიციის
ჩამოყალიბებას, ადგილობრივი ხელისუფლების
დაკომპლექტებას.
• დიდი სამუშაო ჩატარდა სასამართლოს რეფორმირებისათვის;
პარლამენტმა მიიღო კანონი ნაფიც მსაჯულთთა
სასამართლოს ორგანიზაციის თაობაზე
• დამტკიცდა უზენაესის საკასაციო და კანონდამცველი
დაწესებულების -„სენატის’’ დებულება.
• 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია,რომელიც იმ
დროისათვის საკმაოდ პროგრესული იყო.
• საქართველოს არ მოუხდა ამ კონსტიტუციის შესაბამისად
ცხოვრება(!)
• 4 დღის შემდეგ რუსეთის მე-11 არმიის დახმარებით
თბილისი აიღეს ბოლშევიკებმა და იქ საბჭოთა
ხელისუფლება გამოცხადდა.
ხ
• საქართველოს დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობის
აღდგენას წინააღმდეგობები შეხვდა საქართველოს
ტერიტორიაზე მცხოვრები ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის
მხრიდან.
• იმ ჯერზე ახალგაზრდა ქართულმა სახელმწიფომ შეძლო(!)
ჯავახეთის სომხური,მესხეთის“თათრული’’,ასევე აფხაზური
და ოსური ნაციონალ-სეპარატიზმის მოთოკვა იმის
წყალობითაც,რომ სეპარატიზმის მხარდამჭერი გარე
ძალები(რუსეთი,თურქეთი,სომხეთი) იმ პერიოდში,
განსაკუთრებით 1918 წლის ბოლოდან 1920 წლის
დასაწყისამდე,დასუსტებულები იყვნენ და სრული ძალით
ვერ გამოდიოდნენ სეპარატისტების დასაცავად.
ხ
რატომ გადადო ბოლშევიკურმა რუსეთმა იმპერიალისტური ზრახვები და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან?
ამ ხელშეკრულების დადებას რუსეთის ჯერ დაუმთავრებელმა
სამოქალაქო ომმა და საერთაშორისო ვითარებამ შეუწყო ხელი; ა)„თეთრი ‘’ გენერალი ვრანგელი ჯერაც ყირიმში იყო გამაგრებული;
ბ)1920 წელს საბჭოთა რუსეთს ომი ჰქონდა პოლონეთთან;
8 მაისს პოლონეთის მომავალმა პრეზიდენტმა და მარშალმა
იუზეფ პლასუდსკიმ კიევი აიღო.
ამიტომ,ბოლშევიკებმა გადადეს საქრთველოს წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოსთან (მენშევიკებთან)მოსკოვში1920 წლის 7 მაისს გააფორმეს ხელშეკრულება;
(შენიშვნა: რუსეთს ამჟამად ისევ არ სცალია საქართველოსთვის უკრაინაში ომის და დასავლეთთან დაპირისპირების გამო.თუ გაიმარჯვა აუცილებლად მოიცლის)
რუსეთ-საქართველოს ხელშეკულების
(ანუ ამ მე-2 „ტრაქტატის“ )
ძირითადი მუხლები შემდეგი სახის იყო:
1.ერთა თვითგამორკვევის პრინციპის საფუძველზე საბჭოთა რუსეთი ცნობს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ყოფილი ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების ,ბათუმის ოლქის,ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგების ფარგლებში
(ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად,სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის ფსოუზე(!) გადიოდა; ეს იმას ნიშნავდა,რომ 1904 წლიდან რუსეთის იმპერიის შავი ზღვის გუბერნიაში(!) შემავალი გაგრის რაიონიც(ანუ აფხაზეთი(!)) საქართველოს უერთდებოდა;(!)
2. რუსეთი უარს ამბობს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაზე
3. რუსეთი ვალდებულებას კისრულობს თავის ტერიტორიაზე
არ დაუშვას საქართველოს მთავრობის დამხობისთვის
მებრძოლი პირები და ორგანიზაციები.
4. საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს განაიარაღოს
და რუსეთს გადასცეს საბჭოთა ხელისუფლებასთან
მებრძოლი ყველა პირი და ჯგუფი და მასვე გადასცეს მათ
ხელთ მყოფი შეიარაღება სდა სამხედრო ქონება.
5. საქართველოს მთავრობა ვალდებულია გაათავისუფლოს
საბჭოთა რუსეთისა და მისი კომპარტიის სასარგებლო
საქმიანობისთვის დასჯილი პირები და მოახდინოს
კომუნისტური პარტიის ლეგალიზაცია.
6. იქმნება ზაქათალის ოკრუგისა და აზერბაიჯანთან სხვა
სასაზღვრო სადავო ტერიტორიების მომწესრიგებელი
კომისია რსფსრ-ის წარმომადგენლი თავმჯდომარეობით.
კომენტარი:
• რეალურად,რუსეთი იტოვებდა საქართველოს შიდა და
ნაწილობრივ,საგარეო საქმეებში ჩარევის უფლებას.
• აღსანიშნავია,რომ საქართველოსთან ხელშეკრულების
ხელმოწერის დროისათვის ბაქოში უკვე საბჭოთა
ხელისუფლება იყო(1920-ის 28 აპრილიდან) და
აზერბაიჯანის ინტერესებსაც რსფსრ იცავდა.
• 1920 წელს დასრულდა აზეერბაიჯანისა და სომხეთის
დამოუკიდებელი რესპუბლიკების არსებობა და იქ საბჭოთა
ხელისუფლება დამყარდა.
• ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ქართველმა
კომუნისტებმა არ დააყოვნეს იატაკქვეშეთიდან გამოსვლა
და კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ
ძირგამომთხრელი მუშაობის გაჩაღება;
მათ კოორდინაციას უწევდა საქართველოში რუსეთის
საელჩო,სრულუფლებიანი წარმომადგენლის,(ელჩის)
სერგეი კიროვის(!) ხელმძღვანელობით.
(შენიშვნა: 1937-ში მასობრივი რეპრესიები სსრ-კში
სწორედ კიროვის მკვლელობის შემდეგ დაიწყო)
ხ
1920 წლის მიწურულს(!) საქართველომ ვერ მოაგროვა
აუცილებელი ხმები ერთა ლიგის წევრობისათვის:საჭირო იყო
სულ ცოტა 16 ქვეყნის თანხმობა,მაშინ როცა საქართველოს
მიღებას ერთა ლიგაში მხოლოდ 10-მა ქვეყანამ დაუჭირა
მხარი;
• ევროპის უძლიერესი სახელმწიფოების,უპირველესად დიდი
ბრიტანეთის და საფრანგეთის,უარის თქმის მიზეზი იყო ერთა
ლიგის წედების მეათე პუნქტი(!),რომლის თანახმადაც ერთა
ლიგას უნდა ეკისრა ახალი წევრების ტერიტორიის დაცვა
უცხო სახელმწიფოს თავდასხმისაგან და მისი საერთაშორისო
უფლებების გარანტიები.
(შენიშვნა:ამჟამად მიზეზია ნატოს წესდების მე-5 პუნქტი;
ევროპაში ასეთი „პუნქტები“ ყოველთვის მოიძევება)
• საბჭოთა რუსეთის კავკასიაში მკვეთრი გააქტიურების
პირობებში საქართველოს მიღება ერთა ლიგაში მათთვის
რუსეთთან სამხედრო კონფლიქტს ნიშნავდა.
• 1920 წლის ბოლოს მოსკოვში სწორად გაიგეს,რომ ევროპა
თანახმა იყო საქართველოს გასაბჭოებაზე.
(შენიშვნა: ახლაც ასე გაიგებენ თუ ევროპა არ მიანიჭებს
საქართველოს „ასოცირებული წევრის ‘’ სტატუსს)
1920 წლის ბოლოს საქართველო რეგიონში გაძლიერებული
ბოლშევიკური რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის წინაშე
მარტო დარჩა.(!)
წითელი არმიის ინტერვენცია და საქართველოს ოკუპაცია
• ფორმალურად ბოლშევიკურ რუსეთს საქართველოსათვის ომი
არ გამოუცხადებია
• ინტერვენციისთვის საბაბად გამოიყენა მის მიერვე
პროვოცირებული „აჯანყება’’ ლორეს ნეიტრალური ოლქის
რუსულ და სომხურ სოფლებში,სადაც მენშევიკურმა
მთავრობამ 1920 წლის ნოემბერში შეიყვანა მცირე სამხედრო
კონტინგენტი.(!)
( მაშინაც საბაბი მიუციათ,არ უნდა შეეყვანათ შეადარე 2008
წლის ინტერვენციის საბაბს)
• სინამდვილეში, წითელი მე-11 არმია საგანგებოდ ემზადებოდა
საქართველოს ოკუპაციისთვის და კრემლიდან ელოდა
სიგნალს.
• 16 თებერვალს დაბა შულავერში შეიქმნა საქართველოს
„რევოლუციური კომიტეტი’’(რევკომი)
• რევკომმა „საქართველოს აჯანყებული პროლეტარიატისათვის
დასახმარებლად მოიწვია“ საბჭოთა რუსეთი.(როგორც
დონბასელებმა „მოიწვიეს“ პუტინი უკრაინაში)
• რუსეთის მე-11 არმია 15 თებერვალს გასაბჭოებული სომხეთის
მხრიდან უკვე შემოსული იყო .
• რევკომის („შულავერის კომიტეტის“-ანუ მე-5 კოლონის)მიერ
მოწვევის შემდეგ რუსული სამხედრო ნაწილები
ერთდროულად შემოვიდნენ აზერბაიჯანიდან,ჩრდილო
კავკასიიდან-მამისონის უღელტეხილით და სოჭიდან-
აფხაზეთში.
• 1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან,კოჯორ-
ტაბახმელასთან,წითელ არმიას სამხედრო წინააღმდეგობის
დაძლევა მოუხდა,ვიდრე თბილისს აიღებდა.
• საქართველოს დამოუკიდებლობას მოხალისე(!) კადეტები და
იუნკრები იცავდნენ.
• ბევრი მათგანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
• მენშევიკურმა მთავრობამ არ გამოაცხადა სრული
მობილიზაცია(!) და საყოველთაო წინააღმდეგობისათვის
ხალხს არ მოუწოდა.(!)
• გმირობა და თავგანწირვა არც ერთ მენშევიკ მინისტრს არ
უცდია.(ზუსტად ასე მოიქცა სააკაშვილის მთავრობა 2008
წელს,როცა პუტინი ოსებმა „მოიწვიეს“)
• არ ივარგა არც რუსეთის იმპერიის არმიაში ნამსახური
გენერალიტეტის დიდმა ნაწილმა.
• 24 თებერვლის ღამეს მენშევიკურმა მთავრობამ ნოე
ჟორდანიას მეთაურობით დატოვა თბილისი და ბათუმში გადავიდა.
• 1921 წლის 17 მარტს მთავრობა ბათუმიდან საფრანგეთში
გაიქცა.
ხ
ქართველი მენშევიკების საქმიანობის შეფასება:
„სულმოკლეობასა და უმეცრების გამო არ უნდოდათ გულდასმით მოეწყოთ შესაძლებელი თავდასხმისათვის საჭირო შეიარაღებული ძალა.
აგრარულმა რეფორმამ ზოგი დასცა და ბოგანოდ გახადა (თეიმურაზები „ჯაყოს ხიზნები’’),ზოგი დაასაჩუქრა მნიშვნელოვანი ფინანსური და სამხედრო ბეგარის დაუკისრებლად.("ჯაყოები").
ასეთმა პირობებმა მეტად გააძნელა სულ მცირე ჯარის მოწყობა იმ ქვეყანაში ,რომელიც მდიდარი იყო მწყობრი ჯარის ოფიცრებით...
საქართველოს დემოკრატია 1918-1921 წლებში იყო დიქტატურა(!) სოციალ-დემოკრატიისა ე.ი. მარქსიზმის მემარჯვენე ფრთისა(!) და იგი იყო საქართველოში საბჭოთა დიქტატურის მომამზადებელი ხანა’’,- ზურაბ ავალიშვილი „საქართველოს დამოუკიდებლობა“
ხ
„ჩვენი მთავრობის პირველშობილი შეცდომა ის არის,რომ სოციალისტური პოლიტიკის და ეკონომიკის მოციქულებმა იკისრეს არასოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობა ‘’,- გრიგოლ ვეშაპელი,“ეროვნულ-დემოკრატი“
ხ
„ერთი მითხარი, თავის ხასიათით და სულიერ აგებულებით ქართველი ხალხი დემოკრატია თუ არისტოკრატი?
- ვისაც ვუცნივართ, არისტოკრატებში ჩაურიცხივართ.
- გიშველა ღმერთმა! მაშ ცხადია, რომ ქართველი ხალხი საშინელ ძალას ატანს და ამახინჯებს თავის თავს. ერთი გამაგებინე, როგორ მოხდა ასეთი უცნაური სასწაული: ზნე-ჩვეულებით, სულითა და სისხლით არისტოკრატმა ქართველმა როგორ
მოახერხა დამყარება უდემოკრატიულეს რესპუბლიკისა? ხომ გახსოვს, რამდენიმე წლის წინათ მთელი ქვეყანა რომ შევსძარით რიხიან ყვირილით და ბაქიობით: მოდით, გვნახეთ და ჩვენგან ისწავლეთ ნამდვილი დ...დემოკრატიული რესპუბლიკის აშენება და ნამდვილი ხალხოსნური წესრიგიო?! შუა აზიაში(!) მეორე შვეიცარიის შექმნა განვიზრახეთ. ხა-ხა! სასაცილოა. მაგრამ სატირალიც არის ეს ამბავი, ჩემო ივანე.
იგი ცხადად ამტკიცებს ჩვენს ფლიდურს, ორპირსა და ორგულ ბუნებას. ეს იყო ყირამალა დგომა და საკუთარ ქერქიდან ამოხტომა. ჩვენ ჩვენს თავსაც ვატყუებდით და ქ...ქქვეყანასაც.
ესეც ჩვენი კუდაბზიკურ-აზნაურული მაიმუნობა გახლავთ.(!)
ბოლოსდაბოლოს, საქ...ქართველოს ეს მაიმუნობა დაჰღუპავს,(!)
თუ დროზე არ ვუშველით ჩვენს თავს. წამბაძველობის ნიჭი, ჩემო ივანე, უუდიდესი საჩუქარია, მაგრამ ღმერთმა გადააჭარბა: ჭკუა დაგვაკლო და წაბაძვის ნიჭი ნაჭ...ჭარბევად მოგვცა. ჩვენც ამიტომ დავემსგავსეთ მაიმუნს. სადაც არ გვყოფნის საკუთვარი ჭკუა, მხნეობა, გამძლეობა და ნებისყოფა, იქ უცხოელთა წაბაძვით ვლამობთ ფონის გასვლას და ლელოს გატანას(!). უწინაც ეგრე იყო. ისტორიაში განმეორების მეტი არაფერია. დღევანდელი დღე წარსულის მეათე თუ მეასე შენიშვნაა - არც მეტი, არც ნაკლები.
ივანემ კვლავ გაიცინა.“
- მიხეილ ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნები“
ხ
ბოლშევიკთა ხელისუფლების დამყარება საქართველოში
• 25 თებერვალს ბოლშევიკური არმია უბრძოლველად შევიდა
თბილისში და იქ საბჭოთა ხელისუფლების დამყარება
გამოაცხადა.
• საქართველოს რევკომში შედიოდნენ: ფილიპე
მახარაძე(თავმჯდომარე),მამია ორახელაშვილი,შალვა
ელიავა,მიხეილ ოკუჯავა,საშა გეგეჭკორი და სხვები.
• ფორმალურად ახალ მთავრობას ისევ ქართველები ქმნიდნენ
• საქართველოს დამოუკიდებლობა რუსული ინტერვენციის
პირველ ეტაპზე არ გაუქმებულა.(!)
• რუსული დიპლომატია საქმეს ისე წარმოაჩენდა თითქოს
საქართველოში აჯანყებას ადგილობრივი რევკომი
ხელმძღვანელობდა.
• ამის გამო,რიგით ევროპელს ,ან ამერიკელს უნდა შექმნოდა
შთაბეჭდილება,რომ შორეულ პატარა ქვეყანაში სამხედრო
გადატრიალების გზით სათავეში მოვიდა ახალი
მთავრობა,რომელსაც მეზობელმა დახმარება აღმოუჩინა.(!)
• თანაც ყოფილი ერთიანი სოციალ-დემოკრატიული
პარტიის ერთი,მემარჯვენე ფრთა, მეორემ-მემარცხენემ,
შეცვალა.
• ეს ამბავი ქართველ ხალხსაც აბნევდა:პირდაპირი უცხოური
აგრესია არ ჩანდა.
• თბილისის იქით წითელ არმიას კეთილგანწყობა არ უგვრძნია,
მაგრამ არც შეიარაღებული წინააღმდეგობა შეხვედრია(!).
ხ
• ის კი არა,ბათუმის გასათავისუფლებლად თურქებისგან,
რომლებიც,ნომინალურად მაინც,ბოლშევიკების მოკავშირეები
იყვნენ,წითელი არმია ქართული ჯარის ნაწილებთან ერთად
შეთანხმებულადაც მოქმედებდა.
• არ დგვავიწყდეს,რომ 1921 წლის 16 მარტის მოსკოვში
გაფორმებული ხელშეკრულებით ბათუმს თურქები
„საქართველოს უთმობდნენ’’.,მაგრამ არ ეთმობოდათ და
ძალის გამოყენება გახდა საჭირო;
ხ
• ფაქტიურად რუსეთის ჯარის ინტერვენციამ(შეჭრამ) გამოიწვია საქართველოს ჯერ ოკუპაცია(დაკავება) საბჭოთა რუსეთის მიერ,შემდეგ კი გარკვეული დროის შემდეგ მისი ანექსია
(მიერთება) რუსეთთან.
ხ
• დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ პარიზში
გააგრძელა საქმიანობა.
• მან არაერთი თხოვნა დაუგზავნა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში
დახმარების თხოვნით,მაგრამ ამაოდ.
• არცერთი ევროპული სახელმწიფო არ წავიდოდა რუსეთთან
კონფლიქტზე საქართველოს ინტერესების დასაცავად.(!)
• 1924 წლისთვის ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ სცნო
კომუნისტური მთავრობა მოსკოვში და დიპლომატიური
ურთიერთობა დაამყარა მასთან.
ხ
• გასაბჭოების შემდეგაც საქართველო ფორმალურად
ინარჩუნებდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ატრიბუტებს
და ნომინალურად „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ‘’ რჩებოდა
• 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ,გრძელდებოდა
საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა
(მექსიკა,პანამა,ჰაიტი,ლიბერია,ტაილანდი)
• მაგრამ რეალურად საქართველო ოკუპირებული იყო წითელი
არმიის მიერ და მისი ახალი მთავრობა,თუნდაც ეთნიკური
ქართველებით დაკომპლექტებული,ექვემდებარებოდა
მოსკოვში მყოფ ხელისუფლებას;
• იძულებით გასაბჭოებულ საქართველოში,ისევე,როგორც
აზერბაიჯანსა და სომხეთში რეალურ ხელისუფლებას
წარმოადგენდა რუსეთის კომუნისტური პარტიის
(ბოლშევიკთა) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის
ბიურო(ე.წ.“კავბიურო’’)
• კავბიუროს სერგო ორჯონიკიძე(!) თავმჯდომარეობდა
მას ემორჩილებოდა საქართველოს რევკომი.
ხ
• მე-11 არმიას სახელი შეუცვალეს და უწოდეს „კავკასიის
განსაკუთრებული არმია’’.
• ეს არმია საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა და
ოკუპაციის ძირითადი ინსტრუმენტი გახდა.
ხელისუფლების ახალი ორგანოების- საბჭოების შექმნა საქართველოში
• 1921 წლის მარტში რევკომმა მიიღო გადაწყვეტილება
დაეშალა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო-
დამფუძნებელი კრება,მაშინ როცა თვით რევკომი
თვითნებურად იყო შექმნილი,ხალხის თანხმობის გარეშე.(!)
• ასევე არალეგიტიმური იყო რევკომის ბრძანებით
აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების,
ადგილობრივი თვითმმართველობის, ეროვნული ჯარის
გაუქმება.
• მაგრამ ყველა ამ უკანონობას სამხედრო ძალა-რუსეთის
წითელი არმია-უმაგრებდა ზურგს.
• გაუქმებული მმართველობის ორგანოების სანაცვლოდ
საოკუპაციო ხელისუფლებამ მალევე შექმნა საკუთარი
მმართველობითი ორგანოები ყველა დონეზე.
• ეს ორგანოები იყო:
რესპუბლიკური,საოლქო,სამაზრო,საქალაქო და სასოფლო
მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოები(!)
• ჩამოაყალიბა საბჭოთა სასამართლო;
• ოკუპაციის ერთი წლისთავზე თბილისში ჩატარდა
საქართველოს საბჭოების პირველი ყრილობა,რომელმაც
მიიღო „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკის კონსტიტუცია’’
• უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდა საქართველოს
საბჭოების ყრილობა(!).
• ყრილობიდან ყრილობამდე კი კანონშემოქმედებას
ხელმძღვანელობდა ცენტრალური აღმასრულებელი
კომიტეტი ანუ ცაკ-ი(!)
• აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენდა
ყრილობის მიერ არჩეული სახალხო
კომისართა (მინისტრთა) საბჭო ანუ სახკომსაბჭო;
• სახკომსაბჭო დარგობრივ სახალხო
კომისარიატებს(სამინისტროებს) ხელმძღვანელობდა.
• მალე საქართველოში დაშლილად გამოცხადდა ყველა
პოლიტიკური პარტია(!),გარდა საქართველოს
კომუნისტური პარტიისა,რომელიც რუსეთის კომპარტიის
რეგიონალურ ორგანიზაციას წარმოადგენდა.
• ასეთ ვითარებაში კავბიუროს(ორჯონიკიძე)
გადაწყვეტილებით შეიცვალა საბჭოთა საქართველოს გარე
და შიდა საზღვრები.(!)
• აზრბაიჯანს გადაეცა იქამდე სადავო ზაქათალის
ოკრუგი(ანუ საინგილო),
სომხეთს-ლორეს რაიონი.(უნდა აღინიშნოს,რომ ლორეს
რაიონში არცერთი ქართული სოფელი არ იყო.იყო მხოლოდ
სომხური და რუსული სოფლები)
ხ
მოსკოვის და ყარსის ხელშეკრულებები(კაკასიის გაყოფა)
1921 წლის 16 მარტს თურქეთმა (ქემალისტებმა) საბჭოთა
რუსეთთან დადო „ხელშეკრულება მეგობრობისა და ძმობის
შესახებ’’(ე.წ. „მოსკოვის ხელშეკრულება’’).
• ფორმალურად თურქეთსა და რუსეთს საერთო საზღვარი არ
ჰქონდათ:მათ შორის საქართველო იყო,რომლის
დამოუკიდებლობა იქამდე ორივე ქვეყანამ აღიარა.
• მაგრამ საქართველო ამ დროისთვის რუსეთს უკვე
დაპყრობილი ჰქონდა და მოსკოვის ხელშეკრულებით
მან(რუსეთმა) დაადგინა საქართველოს(აგრეთვე-სომხეთის)
საზღვრები თურქეთთან.(!)
• მოსკოვის ხელშეკრულებით თურქეთმა დაიბრუნა იმ
ტერიტორიის დიდი ნაწილი(!),რომელსაც 1878 წლამდე
ფლობდა ოსმალეთის იმპერია.(ვერ დაიბრუნა მხოლოდ
ბათუმი და აჭარა) !
ხ
ახალი თურქეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ
თურქეთი უთმობდა ბოლშევიკურ რუსეთს სამხრეთ კავკასიას ;
ბათუმს „თმობდა“ გარკვეული პირობებით უხალისოდ და
ითხოვდა სანაცვლოდ პრივილეგიებს;
მოსკოვს უნდა დაეთანხმებინა სომხეთი და საქართველო ეცნოთ თურქეთსა და რუსეთს შორის შეთანხმებული საზღვრები.
რაც შესრულდა კიდეც(ყარსში 1921 წლის 13 ნოემბერს საბჭოთა სომხეთს და საბჭოთა საქართველოსაც მოაწერინეს იმ ხელშეკრულებაზე ხელი რაც მოსკოვში დადეს რუსეთმა და თურქეთმა)
შენიშვნა:
მე-2 მსოფლიო ომის დროს თურქეთი ელოდა ხელსაყრელ მომენტს,მაგრამ სტალინგრადის კავკასიისათვის ბრძოლების შემდეგ იმედები გაუცრუვდა.
თურქებს ბათუმზე და აჭარაზე თვალი დღემდე უჭირავთ და თავის დროს ელოდებიან:
„თვალი მიჭირავს შენზედა,
როგორც მიმინოს მწყერზედა,
ნეტავი შემატყობინა
შენ რა გული გაქვს ჩემზედა?
იგი დღე რა დღე იქნება
რო გეხვეოდე ყელზედა "
ხ
რა უნდა ვიცოდეთ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიაზე
„ვით ახალგაზრდა
ჭავჭავაძის
რომანტიულ სულს
სამშობლო მხარის
დამპყრობელის
სივერაგე სძულს.
რომ თვით ჯალათებს,
გადაქცეულს
სმენად და ჭვრეტად,
მცოდნეთ: რა ძალა,
რა სიმტკიცე
ჰღვივის გზნებისთვის,
შიშის ზარს სცემდა
პოეზია
უფრორე მეტად,
ვინემ ფერმკრთალი
შეთქმულება
აჯანყებისთვის.“
(შენიშვნა : იგულისხმება ალექსანდრე ჭავჭავაძე )
როცა ერეკლე მე-2 გარადაიცვალა ქართლ-კახეთის სამეფოში ბევრი დაიბნა.გიორგი მე-12-ს დარეჯანის(დედინაცვლის) ვაჟები აეშალნენ და დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. შევიწროვებული გიორგი მე-12 იძულებული გახდა რუსეთის მფარველობა და მხარდეჭერა ეძებნა.ტახტის შესანარჩუნებლად ლეკებიც კი დაიქირავა.გიორგი მე-12 კვდებოდა . სხვადასხვა ბატონიშვილები და მათი მიმდევრები კი ტახტისთვის
(ძალაუფლებისთვის) ერთმანეთს ისევ უპირისპირდებოდნენ.
ასეთ ხელსაყრელ ვითარებაში რუსეთის იმპერიამ (პროტექტორმა) ქართლ-კახეთში მეფობა გააუქმა და პირდაპირი რუსული სამხედრო მმართველობა შემოიღო.
რუსული მმართველობის დამყარებას მოჰყვა ქართლ-კახეთის სახელმწიფო სტრუქტურის შეცვლა;
რუსიფიკაციის შედეგად ქართული ენა განიდევნა საჯარო ადმინისტრაციიდან
სამართლწარმოება მოსახლეობისათვის გაუგებარ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა;
ნებისმიერი დოკუმენტი რუსულ ენაზე უნდა შედგენილიყო;
რუსული მმართველობა თანდათანობით ეროვნული ჩაგვრის იარაღად იქცა,რაც შეეხო უკლებლივ ყველა სოციალურ ფენას.
რუსეთიდან გამოგზავნილი ჩინოვნიკების განუკითხავი მოქმედება მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.
(წაიკითხე ალექსანდრე ყაზბეგის რომანი „ელგუჯა’’ მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი’’)
ქართველ ფეოდალთა დიდი ნაწილიც ასევე უკმაყოფილო იყო რუსული მმართველობით
ცარისტული რეჟიმის გეგმით საქართველო უნდა გამხდარიყო საყრდენი პუნქტი რუსეთის ექსპანსიისთვის კავკასიასასა და ახლო აღმოსავლეთში.
ქართული თავად-აზნაურობა ორ დაპირისპირებულ ჯგუფად გაიყო;
პრორუსული ორიენტაციის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ,რომ საქართველოს არ შეეძლო დამოუკიდებლად არსებობა და ემხრობოდნენ რუსეთთან კავშირს,თუმცა მოითხოვდნენ,რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ ფართო ავტონომია იმპერიის შიგნით.
ამ ჯგუფის შეხედულებით,ავტონომიურ ადმინისტრაციას შეეძლო გაეძლიერებინა რუსეთის დახმარებით გაერთიანებული საქართველო და მხოლოდ ამის შემდეგ შიძლებოდა
დამოუკიდებლობის აღდგენაზე ფიქრი.
მეორე, ნაციონალისტური ჯგუფი სხვა მიზნებს ისახავდა.ისინი იბრძოდნენ ქვეყნის გასათავისუფლებლად და ტახტზე ბაგრატიონთა დინასტიის აღსადგენად.ამისათვის ისინი თურქეთისა და სპარსეთის დახმარებაზე ამყარებდნენ იმედს.
რამდენიმე მცირე მასშტაბიანი აჯანყების შემდეგ,რომელთა უკანაც ბატონიშვილები იდგნენ,ყოფილ სამეფოში სიტუაცია დასტაბილურდა.
20-30-იან წლებში იმპერიის მთავრობამ სამხრეთ კავკასიის მიმართ საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა ჩამოაყალიბა.
საქართველო და სამხრეთ კავკასია უნდა გამხდარიყო რუსული სამრეწველო საქონლის გასაღების ბაზარი ამიტომ არ ხდებოდა აქ ინდუსტრილიზაციის ხელშეწყობა.ნებადართული იყო მხოლოდ სოფლის მეურნეობის იმ დარგებისგანვითარება,
რომლებიც ნედლეულით ამარაგებდა რუსეთის მრეწველობას;
მე-19 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ევროპაში დაიწყო ბრძოლები ეროვნული დამოუკიდებლობისთვის;
ამ მოძრაობებზე დიდი გავლენა მოახდინა საფრანგეთის დიდი რევოლუციის თავისუფლების და პატრიოტიზმის სულისკვეთებამ.
ევროპაში ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა,უპირველეს ყოვლისა,დაიწყო ოსმალეთის იმპერიის ევროპულ სამფლობელოებში-ბალკანეთის ნახევარკუნძულზე;
1829 წ. სერბეთი და საბერძნეთი აუჯანყდნენ ოსმალეთის იმპერიას და სუვერენულ სამეფობად იქცნენ ;
1825 წ-ს რუსეთში წარუმატებლად დასრულდა ე.წ.“დეკაბრისტების’’ ამბოხი,რომლის მიზანს მონარქიის გაუქმება და რესპუბლიკის დაფუძნება წარმოადგენდა.
დეკაბრისტთა ნაწილი სამხრეთ კავკასიაში(„თბილ ციმბირში’’) გადმოასახლეს.
თბილისში მათ ურთიერთობა ჰქონდათ ქართულ განათლებულ საზოგადოებასთან
(ალ.ჭავჭავაძე;გ.ერისთავი;ს.დოდაშვილი და სხვ.)
დეკაბრისტთაა აჯანყების გარდა ქართველ პატრიოტებზე დიდი გავლენა მოახდინა საფრანგეთის 1830 წლის საფრანგეთის რევოლუციამ(გაიხსენე „სახელოვანი სამი დღე’’ და მეფე ბურჟუა)
მათზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა 1830-31 წლების პოლონეთის აჯანყებამ;
ამ დროისათვის ქართულად ითარგმნებოდა მოწინავე ევროპული და რუსი მოაზროვნეების თხზულებები.
ევროპული განმანათლებლობის იდეოლოგია საფუძვლად დაედო ქართულ ეროვნულ და სოციალურ მოძრაობას;
ქართულ ინტელექტუალურ წრეებში გამოიკვეთა აზრი რუსული მმართველობის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის აუცილებლობის შესახებ.
ხ
„წამბაძველობის ნიჭი, ჩემო ივანე, უუდიდესი საჩუქარია, მაგრამ ღმერთმა გადააჭარბა: ჭკუა დაგვაკლო და წაბაძვის
ნიჭი ნაჭ...ჭარბევად მოგვცა. ჩვენც ამიტომ დავემსგავსეთ მაიმუნს.სადაც არ გვყოფნის საკუთვარი ჭკუა, მხნეობა, გამძლეობა და ნებისყოფა, იქ უცხოელთა წაბაძვით ვლამობთ ფონის გასვლას და ლელოს გატანას(!). უწინაც ეგრე იყო. ‘’
-მიხეილ ჯავახისვილი,“ჯაყოს ხიზნები’’
ხ
მე-19 საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს ქართულ თავადაზნაურობაში სამი დაჯგუფება გამოიყო;
ერთნი ნაადრევად მიიჩნევდნენ რუსეთისგან გამოყოფას და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შექმნას,რადგან ფიქრობდნენ,რომ კვლავ არსებობდა საფრთხე თურქეთისა და ირანის მხრიდან.ამ ჯგუფში შედიოდნენ: ი.აფხაზი,ალ.ჭავჭავაძე და სხვები.
მე-2 ჯგუფის(ს.დოდაშვილი გრ. ორბელიანი და სხვები) შეხედულებით უკვე არსებობდა ყველა პირობა საქართველოს
დამოუკიდებლობის აღსადგენად და საჭიროიყო ბრძოლის
დაწყება განთავისუფლებისათვის. (რესპუბლიკის მომხრეები)
მე-3 ჯგუფის აზრით კი,საჭირო იყო 1783 წლის ტრაქტატის პირობების აღდგენა;(მონარქიის მომხრეები)
ქართველი უფლისწულები|(ბატონიშვილები),ოქროპირი და
დიმიტრი,რომლებიც იმ ხანებში სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდნენ, ფიქრობდნენ საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას;
1829-30 წლებში შეთქმულების ცენტრმა სანკტ-პეტერბურგიდან თბილისში გადმოინაცვლა,შეთქმულებმა კი მომზადება დაიწყეს.ისინი იმედოვნებდნენ,რომ რუსეთის წინააღმდეგ მთელი სამხრეთ კავკასია აღდგებოდა
1831 წლის სექტემბერში რუსეთმა ჩაახშო პოლონეთის აჯანყება .ამან შეთქმულთა ნაწილი დაარწმუნა აჯანყების მოწყობის ამაოებაში; მეორე ნაწილმა კი გადაწყვიტა გაეგრძელებინა ბრძოლა;
საბოლოოდ შეთქმულება გასცეს და 38 შეთქმული დააპატიმრეს;მრავალიმათგანი რუსეთის შორეულ
პროვინციებში გადაასახლეს.
შეთქმულებს არც ერთიანი პროგრამა,არც ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა და არც ფართო სოციალური დასაყრდენი არ ჰქონდათ.ამდენად,მათი გამარჯვება თავიდანვე სათუო იყო;(!)
მერე, როცა გაგვიჭირდა
ყოფნა უცხო ხალხის ხელში,
როს საშველად მოწვეულმა
წაგვიჭირა თოკი ყელში, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მაშინ მივხვდით, რომ ყველანი
ერთს ტაფაში ვიწვებოდით.
მერე, როცა ამ წვა-დაგვამ
დღენი ჩვენი მოგვაწბილა;
ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ,
სინიდისმაც გაგვამხილა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- შერცხვენილნი და დამწვარნი
აქა-იქა ვჩურჩულობდით.
მერე, როცა ეგ ჩურჩული
შეგვიტყვეს თუ შეგვამჩნიეს,
როცა ცხვრისა ფარასავით
მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ფერმიხდილნი ბეზღობაში
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.
მერე, როცა მაგ ბეზღობით
ზოგმა თავი გადვირჩინეთ,
ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი
ჩვენ თავიდამ ავიცდინეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მოვყევით და სიხარულით
ყოველდღე ვბედოვლათობდით.
1845 წ-ს კავკასიაში შემოიღეს რუსეთის მეფის ნაცვლის თანამდებობა;
მეფის ნაცვალი უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა და საქართველოსა და კავკასიის მმართველობაში შეუზღუდავი
უფლებებით სარგებლობდა;
რუსეთის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი 1844-1854 წ.(რუსეთს ამ დროს ომი ჰქონდა ჩრდილოკავკასიელებთან )
საქართველოში მოქნილ პოლიტიკას ატარებდა.(!)(„რბილი
ძალის პოლიტიკა“ ჰქვია დღეს)
მისი მმართველობის დროს აღდგა ქართული თეატრი,გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა,დაარსდა გაზეთი, გაიხსნა ოპერა და ა.შ.
ქართველი თავადაზნაურების შვილები,რუსულის ათვისების მიზნით,იგზავნებოდნენ სასწავლებლად მოსკოვსა და პეტერბურგში.
30 000 პირს დაუმტკიცდა თავადაზნაურული წოდება და მიიღო შესაბამისი პრივილეგიები,რაც დიდად უწყობდა ხელს მათი ლოიალობის გამტკიცებას რუსული სახელმწიფოსადმი;
(შეადარე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში)
სწორედ ამ დროს გაიყიდნენ „ჩინ-მედლებზე“ ქართველი თავად-აზნაურები.
მერე, როს ბეთოვლადობით
საქმე ხელთ არ მოდიოდა,
რაც რამ გვქონდა, სულ გავფლანგეთ,
არარა შემოგვდიოდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ერთმანეთს უსინიდისოდ
მამულებს ვეცილებოდით.
მერე, როცა მაგ ცილობით
ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,
ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს
ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჭკვიანურად იმ ცეცხლი წინ
ვისხედით და ხელს ვითბობდით.
მერე, როს ხელთ სათბობადაც
ჩვენი სახლი აღარ ვარგდა,
როცა დიდი და პატარა
გაღარიბდა, გაღატაკდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- თვით შევსხედით მაღლა თაროს,
დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით.
მერე, როცა ის ყმებიცა
დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ
და ცხოვრების ჩვენის წყარო
მაგ გზებითაც თითქო შესწყდნენ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ...
ვტიროდით, ვიხოცებოდით!..
მერე, როცა მაგ ტირილით
ყმები აღარ დაგვიბრუნდა
და ყმებისა მოშორების
გულს ტკივილი დაგივყუჩდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- რაღაც ბანკი მოვიგონეთ
და მასზედ ვლაზღანდარობით.
1864 წელს ნბატონყმობა საქართველოშიც გაუქმდარეფორმა
ითვალისწინებდა გლეხისთვის მიწის მცირე ნაკვეთის „ნადელის“გადაცემას,მაგრამ ამ ნაკვეთის მესაკუთრედ დროებით კვლავ მემამულე რჩებოდა,სანამ მას გლეხი არ გამოისყიდიდა გლეხი ითვლებოდა ე.წ. დროებით ვალდებულად;
მიწის გამოსყიდვამდე გლეხს ყოფილი ბატონისათვის ადრე არსებული ბეგარა და გადასახადები უნდა ეხადა;
საქართველოში ბატონყმობის გაუქმება მებატონეთათვის უფრო ხელსაყრელ პირობებში გატარდა ვიდრე რუსეთში.(!)
1919 წლის იანვარში(!) საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტმა(!) მიიღო კანონი,რომელიც სახელმწიფო მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებდა.
ყოფილ თავად-აზნაურობას(ტიტულები გაუუქმდა(!)) ჩამოერთვა მიწის ნაწილი(!) და დაურიგდა გლეხობას.
(შენიშვნა : იხ.„ჯაყოს ხიზნები’’ სწორედ ამ დროს გააყიდინა თეიმურაზს ჯაყომ მიწის ნაწილი და ტყე „ბრინკაზე“)
ჩანაფიქრით,მიწა უნდა გადასცემოდა იმ გლეხებს,რომელთა არსებობის მთავარ წყაროსაც სასოფლო-სამეურნეო შრომა წარმოადგენდა.
ამ კანონს ხელი უნდა შეეწყო საქართველოში ფერმერული მეურნეობის განვითარებისათვის.(!)მაგრამ ამის ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ რამდენიმე წელიწადში იქნებოდა შესამჩნევი. ეს დრო კი მენშევიკურ მთავრობას არ მიეცა.
1921 წლის 6 აპრილს ახალგასაბჭოებული საქართველოს რევკომმა (!) კომუნისტური იდეოლოგიის შესაბამისად მოახდინა მიწის სრული ნაციონალიზაცია(!)(სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადება) და აკრძალა მისი ყიდვა-გაყიდვა ან იჯარით გაცემა.
მოხდა ყოფილი სახაზინო,თავადაზნაურების(!) და საეკლესიო მიწის კონფისკაცია(ჩამორთმევა),რომელიც მიწის სახელმწიფო ფონდმა სამართავად გადასცა ადგილობრივ საბჭოებს.
(შენიშვნა: ამ დროს ჩამოართვეს ჯაყოსაც თეიმურაზიგან მიტაცებული მიწა)
სახელმწიფო ფონდის მიწები, სსრკს დაშლის და გამსახურდიას დამხობის შემდეგ "ახალი ჯაყოების" ხელში აღმოჩნდა.
"- დედას გიტირებ, დედასა! დაგაცადე ჯაყოსა! ჩემი დროც მოხვალ - და ცერას ფრჩხილით კბილი აილაწუნა - დედას გიტირებ მაშინა, დედასა! "
.
"ჯაყოს დრო" - 30 წელია მოსულია ...
Комментарии
Отправить комментарий