ესე 1
შინაარსი :
1.
ჯაყო
2.
თეიმურაზი
3.
მარგო
4.
ქორწინება
5.
პასუხისმგებლობა
6.
თავისუფლება და პასუხისმგებლობა
7.
აღმზრდელის პასუხისმგებლობა
8.
მოძალადის აღმზრდელი
9.
პროსოციალური ქცევა
10.
დისკრიმინაციის ტიპები
11.
ქსენოფობია
12.
დემოკრატია-საკუთარი თავისულების შეზღუდვა სხვის სასარგებლოდ
13.
დისკრიმინაცია
14.
ცუდ საზოგადოებაში ცხოვრების წესი
15.
ტოტალიტარიზმის გავლენა საზოგადოებაზე
16.
ადამიანის ცოდნით დაჩაგვრა
17.
სოციალური უთანასწორობა და ახალგაზრდობა
ჯაყო - მოძალადე და მედროვე
„ვაჟკაცური’’ იერი. იარაღის დემონსტრირება
ჯაყოს სტრატეგიაა,რაც გარშემო მყოფთა დაშინებას
ემსახურება
ჯაყო პერიოდულად საჯაროდ „ძალის დემონსტრირებას“ ახდენს. უმისამართო მუქარა და
გარშემომყოფთა დაშინება
იმავე მიზანს ემსახურება
ჯაყო „საერთო საქმის“ მომგვარებელი კაცია.
ოღონდ, საერთო საქმეების მოგვარებისას ,ყოველთვის, პირად
სარგებელს ღებულობს.
ჯაყო პატრონის ნდობას და სტატუსს თავიდან მისი „ერთგულებით“ ,
„ საქმის გამკეთებლობით’’, თუ „შემსრულებლბით’’
მოიპოვებს.
ჯაყო,პატრონის ნდობის მპოვების შემდეგ,ნელ-ნელა იწყებს მისი ნდობით
ბოროტად სარგებლობას,აწყობს საკუთარ ბინესს.
ჯაყო პატრონის
ხარჯზე აწყობილ „ბიზნესში’’ არავის ჩაირევს.მის სარგებელს
თუ შემცირება დაემუქრა აუცილებლად კონტრზომებს მიმართავს.
ჯაყო სადავო საკითხებს ძირითადად ძალით და
მუქარით აგვარებს და არა მოლაპარაკებით.
ჯაყოს პატრონთან და ხელქვითებთან ურთიერთობის საკუთარი სისტემა აქვს.
თუ ჯაყოს პატრონის ცოლი მოეწონა მისი სტრატეგია მასთან დაახლოება და ნდობის მოპოვებაა,ამას ის „ყურადღების გამოჩენით“
და „პატივისცემის’’ გამოხატვით,მცირე ძღვენის მირთმევით
ახერხებს.
ჯაყო ყოველთვის მარჯვე
დროს არჩევს და როგორც კი სათანადო ვითარება შეიქმნება ქვეყანაში (ანუ ხელსაყრელი კრიმინალური
ვითარება) პატონის მიბარებულ ქონებას ხელთ იგდებს.(მაშინ როცა მიტაცების
დამტკიცება მიმბარებლისათვის ფაქტიურად შეუძლებელი
ხდება)
ჯაყო , ქვეყანაში რეჟიმების ცვლის დროს (ანუ არეულ დროში),ყოველ ჯერზე, თვალდადგმულ ქონებას გააფთრებული იცავს შეიარაღებულ ბოგანოთა რაზმით „სხვა ბოგანოთა ან სხვა ჯაყოთა “ ხელყოფისაგან . ხოლო ,ქონების
იარაღის ძალით დაპატრონების შემდეგ პირში ჩალაგამოვლებულ „სხვებს“ „საკომპენსაციოდ’’ ძვალს მიუგდებს ხოლმე -რამდენჯერმე
უმასპინძლდება.ახალ და ჯერ კიდევ სუსტ ხელისუფლებებს მაშინვე მხარში უდგება(ეტმასნება)
. ხელისუფლებასა და ადგილობრივებს შორის,რომლებმაც დააგვიანეს ლოიალობის გამოხატვა
შუამავალი ხდება.იარაღასხმული
მოძრაობს, ხან იმუქრება,ხან იხვეწება და სოფლის სქმეებს „აგვარებს’’,მაგრამ არა უანგაროდ.
ჯაყო სუფრასთან ღვინოს და სხვის ქალს ბილწად ეტანება.
ჯაყო ქალს დაიმარტოხელებს
ხოლმე ,რომ შემდეგ მასზე იძალადოს .ასეთ დროს სიტუაცია წინასწარაა ჯაყოს მიერ დაგეგმილი.
ჯაყოს სისხლის დაღვრა შეუძლია .ეს არის
მისი მთავარი უპირატესობა თეიმურაზთან.
ჯაყომ იცის, ამ უპირატესობას აუცილებლად დემონტრირება სჭირდება წასართმევი ქალის
თანდასწრებით.
ჯაყოს გამრავლება შეუძლია
,ეს არის მისი კიდევ ერთი უპირატესობა თეიმურაზთან. ჯაყო ხაზს უსვამს ამ თავის ამ უპირატესობასაც .
ჯაყო თავისი ხასის-მარგოს „გასუქებას“ და იმავდროულად ხასის ქმრის თეიმურაზის სამადლოდ რჩენა- დამცირებას იწყებს;
ჯაყო „ახალი დროის აზნაურია“,ხოლო გაკრეჭილი მღვდელი ივანე ამ „ახალი
დროის აზნაურის“ ანგარებიანი ,ქლესა მეხოტბე.
ჯაყო „უშიშარი“
„რისკიანი’’ კუროა.
ჯაყო ტირანი ქმარია.
ჯაყო „ყურადღებიანი“ საყვარელია.
ჯაყო „მგზნებარე’’ და „ხურუშიანი“ საყვარელია.
„ახალი“ ჯაყო ცდილობს მარგოს საყვარლის
და ადგილობრივი ავტორიტეტის(ლიდერის) სტატუსს შეესაბამებოდეს.ჯაყოს
იმიჯს შესაბამისად უცვლის მარგო.
ჯაყო საყვარლის ქმარს „ასაქმებს “ და თავიდან იცილებს;
ჯაყო სოფლის წუწკი აშიკია.
ჯაყოებს გაოცებული მონებივით შეჰყურებენ მარგოები,
ჯაყო თავის ღარიბ ნათესავებს არ
კადრულობს.
ჯაყოები ცოლებს ართმევენ თიმურაზებს
როცა ჯაყოს თეიმურაზი(სუსტი)
უპირისპრდება, ჯიქურ შეტევაზე გადადის.
როცა ჯაყოს სოფელი(ძლიერი) უპირისპირდება
, უკან იხევს და თავს იკატუნებს;
ჯაყო მიიჩნევს
,რომ ქალი ძლიერისაა.
ჯაყო და სამართალი.ჯაყო
მხოლოდ ძალის უფლებას აღიარებს.
ჯაყო იარაღით აშინებს მარგოს და გავლენას ახდენს მის არჩევანზე
ჯაყოს დრო წავიდა ? არა, ახლა სწორედ რომ ჯაყოების
დროა .
თეიმურაზი - ღირსება აყრილი,თავმოყვარეობა დაკარგული კაცი
თეიმურაზი არის „ნა“-ნათავადარი, ნამამულევი, ნამოღვაწარი და ნავექილარი.
თეიმურაზის დაკარგული საკუთრება
თეიმურაზი „ლბილი“
მემამულე იყო ანუ ლიბერალი
მემამულე.
თეიმურაზი ქართველი „საზოგადო მოღვაწე“ იყო
თეიმურაზს „პროგრესული“ პოლიტიკური მრწამსი ჰქონდა
თეიმურაზის საზოგადოებაში „იმიჯი’’ ჰქონდა
თეიმურაზის
„უგზო-უკვლოდ“ განათლებული იყო
თეიმურაზი ადვოკატობდა
თეიმურაზს „ერთგული’’ და „სანდო’’
მოურავი ჰყავდა
თეიმურაზი „გააჭენე ბიჭი’’ ანუ ღრუბლებში მფრინავი „პროგრესული’’ იდეებით გაჟღენთილი
მემამულეა
დიდი
გაუგებრობა თეიმურაზის მყუდრო ცხოვრებაში
თეიმურაზი დუნედ „ეძებს’’ საცოლეს, რადგან ობლობა იგრძნო
მარგოს გაცნობა ანუ საცოლის „თვზე წადგომა“
თეიმურაზი
სულსწრაფობას იჩენს და ორი კვირის შემდეგ მარგოს ცოლობას სთხოვს
თეიმურაზი
ნიშნობის პერიოდში
თეიმურაზი
ქორწილში- ირკვევა რომ ცოლს მხოლოდ გასამრავლებლად ირთავს
თეიმურაზი და მარგო ნაშინდარში.მარგო
მოურავს თვალში მოსდის.
თეიმურაზის და მარგოს ცოლ-ქმრობა რევოლუციამდე
თეიმურაზის
ცხოვრება რევოლუციამდე
თეიმურაზს და მარგოს შვილი არ უჩნდებათ(როგორც
ლუარსაბს და დარეჯანს)
თეიმურაზის „ტემპერამენტი’’ და "ვნება"
თეიმურაზი და რუსეთის რევოლუცია(თებერვლის)
თეიმურაზს მემკვიდრეობა ხელიდან ეცლება. მიზეზი ჯერ მისი ბედოვლათობაა,მერე მენშევიკების ეკონომიკური პოლიტიკა
მარგომ იცის ვინ არის მისი ქმარი- ნაცარქექია
თეიმურაზი ნივთების გაყიდვით
არჩენს მარგოს და საკუთარ თავს.
თეიმურაზის ყველზე ძვირფასი
განძი -წიგნები
თეიმურაზი საკომისიო მაღაზიებში გრძნობს
,რომ „მიმავალია“
თეიმურაზის ახალი „იმიჯი“-გაკოტრებულ მეწვრილმანე ურიას ემსგავსება.
თეიმურაზს საკუთარი ბინიდან ასახლებენ(როგორც კონტრევოლუციურ
ელემენტს)
თეიმურაზი სამუშაოს ეძებს
თეიმურაზი ოქროს გაყიდვას და
ვალუტის გაცვლას იწყებს ერევნის მოედანზე
თეიმურაზი „ახლობლებს“ და „მეგობრებს“ სთხოვს დახმარებას
თეიმურაზის და მარგოს ცოლქმრობა გაჭირვებაში
თეიმურაზმა ბოლშევიკების რეჟიმისთვის ლოიალობის გამოცხადებას ყოფილი მოურავის ხიზნობა ამჯობინა(ბოლშევიკები არ მოწონს)
თეიმურაზი ჯაყოს ცოლს ანდობს
თეიმურაზი ცოლს ვერაფერს
ამჩნევს
თეიმურაზს სისხლის ეშინია.
თეიმურაზი სტერილურია .
ხიზანი თეიმურაზი თეიმურაზი
აღარ არის,ის ბრინკად იქცა.
მამის ყოფილი მოურავისთვის
თეიმურაზი ერთ-ერთი „გააჭენე ბიჭია“(ანუ მემამულეებიდან გამოსული „მონანიე ინტელიგენტი’’-ლიბერალი)
მარგოს აზრები ქმარზე ღალატის
შემდეგ- მომხდარში მარგო ქმარს ადანაშაულებს
სოფლელელი ხუმარების და
მარგოს აზრით თეიმურაზი საფრთხობელაა
თეიმურაზი „ქალთა უფლებების“ დუნე დამცველიცაა.
თეიმურაზი ცოლზე არ ეჭვიანობს ,რადგან „ის ნანატრი დრო მოდის“ და ცოლისთვის არ სცალია
ქალებში გამოუცდელი თეიმურაზი
ვერაფერს ხვდება.
თეიმურაზს საყვარლები თავიდან იშორებენ. გულუბრყვილო თეიმურაზი ვერაფერს ხვდება.
მარგო თეიმურაზს კითხვების
დასმას უკრძალავს.თეიმურაზი თანახმაა,რადგან არ უნდა მარგო გაუნაწყენდეს.
თეიმურაზს მარგოსთვის არც
სოფელში სცალია.მარგოს თეიმურაზის ყურადღება ისევ არ ექცევა
ბრინკა-თეიმურაზი ჯაყოს დუქნის დახლიდარი ხდება.
თეიმურაზს ეჭვი პირველად
გაუჩნდა.ხვდება რომ თავიდან მოიშორეს.
თეიმურაზის ეჭვიანობის
ღამე და მარგოს ღალატის ნიშნების
კლასიფიკაცია
ეჭვით შეპყრობილი თეიმურაზი
მარგოს ნაშინდარიდან წასვლას სთავაზობს.
„ვექილი“ თეიმურაზი ღალატის
მტკიცებულებებს აგროვებს- საუბარი თომასთან
თეიმურაზი მარგოს პირველად „განიკითხავს’’
თეიმურაზის ერთი კვირიანი
„პობეგი’’ გორში
თეიმურაზი გორის ციხეზე
თეიმურაზი მარგოზე
აყრილი გულის მოსაბრუნებელ არგუმენტებს და მაგალითებს ეძებს და
პოულობს
თეიმურაზი მარგოს ღალატს
საკუთარ თავს აბრალებს
თეიმურაზმა მამაკაცური
თავმოყვარეობა გორის ციხეზე დასძლია
უხერხემლო თეიმურაზს
მარტო დარჩენის უფრო ეშინია ვიდრე თავმოყვარეობის შელახვის.!!!!
მშიშარა თეიმურაზში „სულიწმინდა
ჩაფრინდა“. მრუში დედაკაცის იგავი.
„რწმენა
გამთელებული’’ თეიმურაზი მარგოს წამოსაყვანად მიდის
თეიმურაზის „ბავშვობის“
ოთახი.თეიმურაზს შიშისაგან გული მისდის.
თეიმურაზი ცოლს ღალატს „პატიობს“და ჯაყოს ემუქრება
დავა მარგოზე. მარგოს(მრუში
დედაკაცის) საბოლოო არჩევანი.
თეიმურაზი თავსაც ვერ
იკლავს
თეიმურაზი თავის მოკვლის
მცდელობის შემდეგ
თეიმურაზის უკიდურესი თვითდამცირება
გაყრის წინ.
თეიმურაზი მარგოს და ჯაყოს
ჯვრისწერაზე.თეიმურაზის დაქვეითებული თვითშეფასება
თეიმურაზის „ბატკნებისა და თევზების“ სარწმუნოება.
თეიმურაზი „განიკითხავს“ „მრუშ დედაკაცს“.მარგოს
განკითხვას გაკრეჭილი მღვდელი ესწრება.
თეიმურაზი ახალი ბედის საძებნელად მიდის.
დარწმუნებულია ,რომ „განახლებულია“ .
ახალ აზრებს ივანესთან (ახალ ცხოვრებას შეგუებულ
კაცთან) “ამოწმებს’’
თავმოყვარეობა
დაკარგული თეიმურაზი დამარცხებული ბრუნდება
თეიმურაზს
მარგო ბრალს სდებს მის „გაუბედურებაში’’ და აგდებს
თეიმურაზი მარგოს ,მოჯამაგირე-ცოლის, ამბავს გებულობს.
თეიმურაზმა ბოლშევიკების რეჟიმს ლოიალობა გამოუცხადა
,კოპერატივში დაიწყო მუშაობა და მარგოს გაუმეზობლდა.
თეიმურაზს იმედი აქვს რომ ჯაყო მარგოს გამოაგდებს და
ის ისევ თეიმურაზთან მივა.(იმედი რა თქმა უნდა ფუჭია)
მარგო ცნობილი თავადური გვარის( უკანასკნელი) წარმომადგენელია
მარგო გათხოვებამდე
გასათხოვარი მარგოს „ღირსებები“ ასეთია:
მარგოს გონივრული რჩევის მიცემა შეუძლია(ამით მოხიბლა სწორედ ყველაზე მეტად თეიმურაზი)
მარგოს „კარგად“ გათხოვება უნდა
:
მარგოს საკუთარი
ყაფლანიშვილების გვარის გაგრძელება სურს, ეს აქვს
მას „საერთო’’
თეიმურაზ ხევისთავთან(ასევე თავის გვარში უკანასკნელთან):
მარგო კმაყოფილია თეიმურაზის მამულით(მარგოს
თავისი მამული აღარ აქვს)
სოფელში თეიმურაზის
მოურავს მაშინვე მოეწონა მარგო და ცდილობს ასიამოვნოს და
თავიდანვე მისი კეთილგანყობა მოიპოვოს,მისთვის
ხელმისაწვდომი საშუალებებით:
ჯაყო მარგოს
ადვილად უახლოვდება. დაახლოების „გამოცდილი“
საშუალება,ხომ დამოყვრებაა:
მარგო გათხოვებამდე იყო: ფუსფუსა,საქველმოქმედო
ღონისძიებების მონაწილე და აქტივისი,
ქვეყნის გაბედნიერების მოსურნე.
მაგომ გათხოვების შემდეგ „ქვეყნის გაბედნიერების’’ ინტერესი დაკარგა.
მარგო გათხოვების შემდეგ გაზარმაცდა,გაუსაქმურდა:
ცოლობის პირველი
ეტაპი .თეიმურაზი სათაყვანებელი კერპია
ცოლობის მე-2
ეტაპი.კერპი გაცვდა.მარგო გართობაზეა გადასული.
ცოლობის მე-3 ეტაპი .მარგოს მოსწყინდა.
მარგოს ცხოვრების
წესი:
მარგოს უღიმღამო
თეიმურაზის ცოლობა ცხოვრების ხალისს უკარგავს.
თეიმურაზს მარგოსთვის არასოდეს
სცალია.
თეიმურაზს მარგო ვნებას ვერ
უღვიძებს.
მარგო თავს უბედურად გრძნობს.
მარგო სიცილს გადაეჩვია,თეიმურაზი ვერაფერს
ამჩნევს
უშვილობა მარგოს დაბრალდა
მარგოს „სექსუალური ცხოვრება“
თეიმურაზთან
მარგომ საკუთარი თავი დააჯერა რომ
ასეთი „უმი’’ სექსი ნორმაა
როცა საგვარეულო განძიც დაიკარგა
მარგო მიხვდა რომ დიდ შარშია ,
მისი
ქმარი ნაცარქექია აღმოჩნდა.
მარგოს წამების
ეტაპები(რევოლუციის შემდეგ)
მარგო ბრძოლის უუნაროა(თეიმურაზივით).მარგო პირველი დამორჩილდა
ბედს.
მარგო ითმენს,მაგრამ გული შხამით ევსება.
ბოროტი ინსტიქტები იღვიძებენ.(მაგ. ბოროტი ინსტიქტია შურისძიების სურვილი).გაკერპებული
მარგო დუმილით ფარავს ბალღამის შადრევანს.
მარგომ ზიზღის შადრევანი გახსნა
ასეთ ვითარებაში ჩნდება მარგოს ცხოვრებაში
ჯაყო მეორედ .მარგო ჯაყოს პირადი ცხოვრების კურსშია.
ჯაყო „სამჭიქიანი სადღეგრძელოთი“
თავხედურად აცხადებს მარგოსადმი თავის „სიმპატიას“ .
ჯაყომ თეიმურაზის ხელში „გაუცინარ“ მარგოს ნერვული კისკისი
დააწყებინა.
მარგოს კისკისმა ჯაყო გაათამამა
და რაღაცას „სათავისოს’’ მიახვედრა:
თეიმურაზის „ჯაყოს ხიზნობის“ არგუმენტებზე მარგო გესლიანად იღიმება
მარგო ბოლო რჩევას აძლევს თეიმურაზს და ხელებს იბანს
მარგო ჰაერში ჩამოეკიდა.
მარგო ჯაყოს ხელში ვარდება
ყურადღებას გადაჩვეული მარგო ჯაყოს ხეპრულ არშიყს ღებულობს, აქეზებს კიდეც
მარგო გაუპატიურების
წინ :იცის რაც მოელის „წაქეზების“ შემდეგ . შფოთავს
,მაგრამ ელოდება .
მარგო პირველად
გაუპატირებისას .ეწინააღმდეგებასავით.
მარგო პირველი გაუპატიურების შემდეგ
გლოვობს,სიმწრისგან იკლაკნება და ვითომ შურისძიებაზე ოცნებობს
მარგო მეორე გაუპატიურებისას
მარგო მეორე გაუპატიურების
შემდეგ
ნთლიდედის და ნათლიმამის „ჰარმონიული“ სექსი
მარგოს “უცნაური“ ცვლილება.მარგოს სხეული
გაიფურჩქნა.
მარგო ყოყმანობს ,მერე
კი, თეიმურაზს უმალავს მომხდარს.
მარგომ პირველად
ცხოვრებაში იგრძნო ფლიდობის სიმწვავე და ღალატის სირცხვილი
მარგოს ესიამოვნა ქმრის დამცირება და მაშინვე, თქმა
გადაიფიქრა.
მარგოს უკვე ახალისებს ქმრის დამცირება.
დაკმაყოფილებულ მარგოს ისევ საცეკვაოდ აქვს საქმე.
მარგო გედივით მისცურავს საცეკვაო მოედანზე.
მაშ, მაშა! აგრე ვიცის მარგომა!
მარგო ექსტრემალურ სექსზე გადადის
მარგო ადარებს ჯაყოს და თეიმურაზს
მარგომ გააცნობიერა რომ ჯაყოს ხასად გადაიქცა.
მარგო მომხდარში თეიმურაზს
ადანაშაულებს.ისიც იცის რომ მან და თეიმურაზმა „პატიოსნება გაყიდეს“ ლუკმა-პურზე.(არადა,თეიმურაზი ასე არ ფიქრობს)
მარგო მ იცის ,რომ უკვე ჯაყოს
საკუთრებაა,ახლა მხოლოდ საქვეყნოდ თავის მოჭრა არ უნდა
მარგომ
გადაწყვიტა თეიმურაზს თავი არ დაანებოს,რადგან მისი
საყვარელი ჯაყო „არაპრესტიჟულია“ ,დაბალი
კასტაა.
მარგო მიხვდა,რომ ახალ დროში მასზე მოთხოვნილება არსებობს.
ხასად ქცევით მარგო ახალ ცხოვრებას „შეეგუა“.მარგომ აგრძნობინა ჯაყოს,რომ მისით კმაყოფილია და თანახმაა
თავის ახალ სტატუსზე.
მარგო ჯაყომ დედოფლად დაისვა
მარგომ ჩაიცვა
5 დღის შემდეგ
დაბრუნებული მარგო ქმარს თავიდან
იშორებს
ჯაყო მარგოს „რწყვს“და ფურჩქვნის:
ჯაყო მარგოს
კომფორტს უქმნის ნაქურდალის ხარჯზე.მარგო ჯაყოს მადლიერია.
მარგო თეიმურაზს აჩუმებს.თანდათან თეიმურაზის დაკარგული ნივთები ჩნდება.
მარგომ თავის ჯაყოს საცვლები შეუკერა და იერი(„იმიჯი“) გამოუცვალა წერა-კითხვა ასწავლა:
მარგო ღამით ჯაყოსთან
იპარება
მარგო ჯაყოსთან საწოლში მშვენივრად
გრძნობს თავს
მარგო თეიმურაზს ეთანხმება. ყველაფერი „ჯაყოს ბრალია“.
მარგო ჯაყოს ამშვიდებს
მარგო „არჩევანს აკეთებს’’.მარგო ჯაყოსთან რჩება.
მარგოს სინდისი ქენჯნის
მარგოს უჭირს კავშირის
საბოლოოდ გაწყვეტა თეიმურაზთან, საბაბს ეძებს.
მარგომ გაყრის გადაწყვეტილება მიიღო,საბაბი
ნაპოვნია.
მარგო ჯაყოს ნებით მიჰყვება ცოლად
მარგოს ხევისთავთა საგანძური „დაუბრუნა’’ ჯაყომ
მარგოს უცნაური გრძნობა თეიმურაზის
მიმართ.
ქორწილის დღეს მარგოს თეიმურაზი საკუთარ დუნე ზიზღს
ანთხევს.
ჯაყოსთან ქორწილიდან რამდენიმე თვეში მარგოს
მდგომარეობა
მარგომ ჯაყოს შვილი გაუჩინა და
კიდევ უფრო გაამრავლა.
თეიმურაზს ჯაყომ
კინაღამ გვარიც დაათმობინა.
მარგო თავის უბედურებაში თეიმურაზს ადანაშაულებს და
სახლიდან აგდებს
მარგოს სასჯელი და
ბოლო სტატუსი ცოლი-მოჯამაგირე.
თეიმურაზი ელოდება როდის
გამოაგდებს ჯაყო მარგოს.
ხ
თანაცხოვრება თანაპასუხისმგებლობაა და სულიერ ერთობას
ეფუძნება- ესე ცოლ-ქმრობზე
„სანამ ვინმეზე დაქორწინდებით,დარწმუნდით,რომ ერთსა და იმავეზე იცინით“,-
ჯერომ დევიდ სელინჯერი
ქალის და კაცის ერთად ცხოვრება ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობლობას
და საერთო ღირებულებების ქონას გულისხმობს.
მე ვეთანხმები მოსაზრებას,რომ
წყვილის ერთსულოვნება და საერთო ფასეულობები ოჯხის სიმტკიცეს განაპირობებს..
"-თანასწორობა,სრული თანასწორობა-აი ,სადღისო ლოზუნგი!პაიმი ნაკონეც პოიმი!''-
ეს ცუცქიას სიტყვებია რომანიდან
„თეთრი საყელო“ (მიხეილ ჯავახიშვილი)
ქალთა კრებიდან დაბრუნებული ცუცქია ქმარს ისე უყურებს „.. როგორც მრისხანე ხელისუფალი ჯიბგირს’’ , „მრისხანე გამომძიებელივით ზის და ბრალდებულს მოტეხას ურჩევს’’.
სინამდვილეში ცუცქია
თანსწორობისთვის კი არა დომინირებისთვის „ეომება“ ქმარს. საომარ განწყობას ის ქალთა კრებაზე
იქმნის:
„...ქალთა კრებიდან ცუცქია გვიან დაბრუნდა-ამრეზილ-აშლილი და უცნაური ბრაზით გატენილი..’’
ქორწინება ცუცქიასათვის
ომია რომელშიც
გამარჯვების მოპვებას აპირებს,ხოლო ქმარი მტერი,რომლის
გვერდითაც ჯერ-ჯერობით ისევ წევს.მსგავსი „ცოლ-ქმრული
ომები“ მიმდინარეობს იმ ოჯახებში ,სადაც ცოლ-ქმარს შორის ერთსულოვნება არ არის..
თანამედროვე ქორწინებების უმრავლესობა ბედნიერ
არა ,მაგრამ „მაძღარ“ კავშირად შეიძლება მივიჩნიოთო.ქალი
პურის ნატეხს,ხოლო კაცი ხორცის ნაჭერს შოულობს და შემდეგ ჭამენ ერთმანეთსო-წერდა მე-20
საუკუნის დასაწყისში რუსი ისტორიკოსი კლუჩევსკი,დღეს პირიქითაც ხდება.ამრიგად, ანგარება
ერთი მიზეზია ,მე-2 მიზეზი „ცოლ-ქმრული’’ ომების კი დაუდევრობაა: "ცხენების ,ძაღლების,ხარების და.შ. შეჯვარების წინ ადამიანი სკურპულოზურად
სწავლობს მათ ჯიშებს და წინაპრებს,ხოლო როცა საქმე მის საკუთარ ქორწინებას ეხება ის
იშვიათად ავლენს ასეთ წინდახედულებას" -დარვინი
უნდა აღინიშნოს ,რომ დღეს „ცუცქიების“ დროა ,რადგან მამაკაცის დომინანტური
როლი ქორწინებაში მინიმუმამდეა დაყვანილი :“ „ქორწინებაში მამაკაცის დომინირება მისი
ეკონომიკური დომინირების მარტივი შედეგია და ამ უკანასკნელთან ერთად თავისთავად ქრება,“
-წერდა ფრიდრიხ ენგელსი..
რა არის ქორწინება
?
"სიყვარულზე და ნდობაზე
დამყარებული სულიერი კავშირი" -ჰეგელი,
"ქალის და კაცის ერთმანეთისათვის
მიცემული პირობა,რომ შვილები მხოლოდ ერთმანეთისგან ეყოლებათ "-ტოლსტოი
"დედის და მამის ჰეროიკული შრომა ბავშვების ფეხზე დასაყენებლად" -ბერნარდ შოუ
"ქორწინების უფლება არ უნდა მიეცეთ იმათ, ვინც ერთმანეთს იცნობენ 6 თვეზე ნაკლები დროით''-ნაპოლეონი
მე ამათ ვეთანხმები,თუმცა ,ქორწინებაზე არსებობს სხვა ტიპის მოსაზრებებიც..
"ბუნება
ქორწინებას არ ითვალისწინებს''- ნაპოლეონი
"ნამდვილი სიყვარული
ქორწინებით არასოდეს სრულდება"-ბუნინი
"ქორწინებაში სიყვარულისგან რჩება მხოლოდ მკვახე ხილის გემო"-ემერსონი
და ა.შ.
სოკრატე ქორწინებას
„აუცილებელ ბოროტებას“ უწოდებდა.უსიყვარულო ქორწინებას პროსტიტუციას ადარებდა მორუა,ბაირონი კი დაძმარებულ ღვინოს,ქორწინების უღელი იმდენად მძიმეა სამი ადამიანია საჭიროო ქილიკობდა
ალექსანდრე დიუმა(შვილი),მშობლებმა ჩამინერგეს პატივისცემა
ქორწინებისადმი,ამიტომ ყოველ ჯერზე ვთხოვდებოდი.ახლა კი ბოზს მეძახიანო ,წუწუნებდა
ელიზაბეთ ტეილორი,რომელიც 6-ჯერ გათხოვდა.ერთსქესიანთა
ქორწინება ლეგალურია 6 შტატში,ხოლო ცხენთან სექსი -ოცდასამში.შესანიშნავია,ამერიკაო,ცინიკოსობს
კომედიური მსახიობი ჯიმ კერი.
მაგრამ მე მაინც,ამერიკელი მწერლის ეს აზრი მომწონს:
„სანამ ვინმეზე დაქორწინდებით,დარწმუნდით,რომ ერთსა და იმავეზე იცინით“,-
ჯერომ დევიდ სელინჯერი
პასუხუსმგებლობა
სოციალური უნარია(!). ის წარმატებული
ცხოვრების საფუძველია.
ადამიანები პასუხისმგებლობით
არ იბადებიან,პასუხისმგებლიანები ხდებიან.
მისი აღზრდა ადამიანში მოზარდობიდან იწყება.
პასუხისმგებლობა ადამინისთვის საშვია დიდი უფლებებისა(!) და შესაძლებლობებისაკენ(!).
პასუხისმგებლიან ადამიანს უფრო
მაღალი თვითშეფასება(!) და უკეთესი ცხოვრებისეული პერსპეტივები(!) აქვს.
პასუხისმგებლიანი ადამიანები სჭირდება საზოგადოებას.
ვიღაცა ცოლს ირთავს. თუ ის ვიღაც პასუხისმგებლიანია იგი მზადაა არა მარტო(!) სიამოვნ მისაღებად ,არამედ ყოფითი პრობლემების მოსაგბარებლადაც(!).
ვიღაცა თხოვდება.თუ ის ვიღაც პასუხისმგებლიანია მზადაა არა მარტო სიამოვნების მისაღებად, არამედ იმისთვისაც რომ იყოს „კარგი ცოლი“ და „კარგი დედა“
პასუხისმგებლიანი
მუშაკები სჭირდებათ სამსახურებში(!) ხელმძღვანელებს.ასეთ მუშაკებს საქმეს როცა ავალებენ ,ისინი მას სწრაფად და ხარისხიანად ასრულებენ(!)
პასუხისმგებლიანი
ხელმძღვანელები(პატრონები)(!) სჭირდებათ მუშაკებს.ასეთი ხელმძღვანელები სიტყვას არ
ტეხენ და დაპირებულს დათქმულ ვადაში ასრულებენ(!).
პასუხისმგებლიან ადამიანებს სჭირდებათ ერთმანეთი.ისინი ჯერ მოილაპარაკებენ და მერე ასრულებენ იმას რასაც ერთმანეთს დაპირდებიან.(!)(ბიზნესი)
პასუხისმგებლიანი ადამიანი არის ის,
ვინც ყველასფერს პასუხისმგებლობით უდგება. ის,ვინც ცხოვრებისეულ რთულ
სიტუაციებში ისე იქცევა,როგორც მისგან მოელიან.
ის, ვინც საკუთარ
სირთულეებს და პრობლემებს გარშემომყოფებს არ აკისრებს.
პასუხისმგებლიანი ადამიანი პასუხს აგებს :თავისი მიზნების და
საშუალებების არჩევაზე(!).თავის ნათქვამ
სიტყვაზე(!).თავის მოქმედებაზე(!),თავის უმოქმედობაზე(!), საკუთარ ინიციატივებზე(!),საქმის
ბოლომდე მიყვანაზე(!),
მიღებულ
შედეგზე(!) და იმაზე რაც ამ შედეგს მოჰყვება შემდეგში.(!)
პასუხისმგებლიანი
ადამიანი არის ადამიანი განვითარებული პასუხისმგებლობის
გრძნობით,რომელსაც შეუძლია ატაროს პასუხისმგებლობის
ტვირთი.ეს არის დამოუკიდებელი ადამიანი(!),პრობლემების მომგვარებელი(!),საიმედო.(!)
პასუხისმგებლიან ადამიანს მიიჩნევენ გაბედულ,პატიოსან,აკურატულ,მონდომებულ და ა.შ. ადამიანად.
მაგრამ....
ადამიანების უმრავლესობა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ტვირთის აღებას
გაურბის(!).
ჩვეულებრივი ადამიანები პასუხს
აგებენ მხოლოდ იმაზე, რაზეც შეგნებულად „ხელს აწერენ, ‘’ ანუ იმაზე, რაც შედის
მათი პირადი ინტერესების სფეროში, სხვა დანარჩენზე, თავად ასე თვლიან,პასუხს არ
აგებენ.
პასუხისმგებლობა ტვირთია და ეს ტვირთი
რომ ატაროს ადამიანს სჭირდება :ძალა,მზაობა და ცოდნა(!).
არსებობს ასეთი ცნება : „პასუხიმგებელი
პირი’’. ეს არის ის, ვისზეც
იურიდიულადაა დაკისრებული ესა თუ ის ვალდებულება,ვისაც აქვს მინიჭებული შესაბამისი უფლებები და ვინც რამე ისე
თუ არ მოხდა როგორც საჭიროა პასუხს აგებს პირადად.
პასუხისმგებელი პირის დანიშვნა-ესაა იმ ადამიანის განსაზღვრა რომელმაც უშუალოდ უნდა აკეთოს ესა თუ ის საქმე.
პასუხისმგებლობის ვალდებულებას,როგორც
წესი თან ახლავს გარკვეული უფლებების მინიჭებაც (!)ასეთი პირისთვის.
პასუხისმგებელი პირი ქართულ რეალობაში
სამწუხაროდ ხშირად არ გახლავთ პასუხისმგებლიანი ადამიანი.
საქართველოში ამის მიზეზია ნეპოტიზმი.
გონიერ საზოგადოებებში კი პასუხისმგებლობის
ტვირთი ეკისრება
მხოლოდ იმას, ვინც :
ა)ფიზიკურად და მორალურად(სულიერად) მზადაა(!)
ბ)შუძლია დაკისრებული ამოცანის გადაჭრა (!)
გ) და ამოცანის
გადაჭრა მის ძალებს არ აღემატება(!)
მე-19 საუკუნესი იყო ასეთი წესი,
ინჟინერი და მშენებლები ,რომლებმაც ხიდი ააგეს, დგებოდნენ მის ქვეშ ვიდრე ხიდზე მატარებელი მოძრაობდა.ამას ჰქვია პასუხისმგებლობა შედეგზე, ანუ მზად
ყოფნა შედეგისთვის გადაიხადო საფასური
საკუთარი სიცოცხლით.
მეცნიერი-ფარმაცევტი
,რომელიც ქმნიდა ახალ წამალს ცდიდა მას საკუთარ თავზე .ის იღებდა პასუხისმგებლობას
შედეგზე და მზად იყო გადაეხადა საფასური თავისი ჯანმრთელობით.
იაპონელი შეფ-მზრეული
,რომელიც კერძს ამზადებს შხამიანი თევზი ფუგუსგან ჯერ თავად სინჯავს
დელიკატესს.ესეც პასუხისმგებლობაა შედეგზე.თუ შედეგი დადებითი არ აღმოჩნდება,
მზარეული გადაიხდის საფასურს საკუთარი სიცოცხლით.
პასუხისმგებლიანი
ადამიანი, როცა
პასუხისმგებლობას იღებს შედეგზე ,მიაღწევს იმ შედეგს ,რაც არ უნდა დაუჯდეს იგი(!)
მაგრამ
პასუხის მგებლობის აღება შედეგზე (“ მე გავაკეთებ ამას ‘’) ,როცა არ გაქვს
100%-იანი რწმენა არის უპასუხისმგებლობა(!)
ასე ხშირად
იქცევიან გამოუცდელი(მცირე
პრაქტიკის მქონე): ხელოსნები ,ექიმები, მასწავლებლები,მშენებლები,მძღოლები,
საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსები ,ამიტომ ,უფრთხილდი მათ,შედეგი
იქნება .... ცუდი.
ხ
არსებობს მოსაზრება, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება შეუძლებელია დიდი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის შეგნების გარეშე. - ესე თავისუფლებაზე
რა არის თავისუფლება?
მოცემული ცნების ზუსტი განმარტება არ არსებობს.
თავისუფლება შეფასებითი კატეგორიაა და ყველა ადამიანს შესაძლოა ,სხვაგვარად ესმოდეს
იგი .
მაგ. ერთი
შეიძლება თავისუფლებას ყოველგვარი წესის გარეშე ცხოვრებაში ხედავდეს,მაშინ როცა
მეორესთვის თავისუფლება წესების და კანონების განუხრელ დაცვაში მდგომარეობდეს.
თუმცა,თავად
სიტყვა გვეუბნება,რომ თავისუფლება არის ისეთი მდგომარეობა(ან მომენტი მაგ. გმირობის მომენტი),როდესაც
ადამიანი საკუთარი თავის უფალია,ანუ თავად განაგებს თავის ბედსა და
ცხოვრებას,თვითონ წყვეტს,იცხოვროს ასე თუ
იცხოვროს ისე.
სხვაგვარად რომ ვთქვათ,ადამიანი
თავისუფალია მაშინ როდესაც მოქმედებს საკუთარი ნების(!) შესაბამისად და არჩევანს(!) საკუთარი სურვილის მიხედვით აკეთებს და არა
ვინმეს ჩაგონებით(!) ან იძულებით(!).
„ეს შენ
გააკეთე ?“
ადამიანის
ნებისმიერი პასუხი ამ კითხვაზე „კი მე გავაკეთე“ ან „არა ,მე არ გამიკეთებია ‘’
ადასტურებს ადამიანის პასუხისმგებლობას არჩევანზე(!).(ანუ იღებს თუ არა პასუხისმგებლობას გაკეთებულ
არჩევანზე)
"რისთვის
გააკეთე ეს?''
ამ
კითხვაზე ადამიანის პასუხი იქნება მისი პასუხისმგებლობა
მიზნის არჩევაზე.(!)(ანუ იღებს თუ არა პასუხისმგებლობას არჩეულ მიზანზე)
"როგორ
გააკეთე ?''
ამ
კითხვაზე ადამიანის პასუხი იქნება მისი პასუხისმგებლობა
საშუალების არჩევაზე(!)(ანუ იღებს თუ არა პასუხისმგებლობას არჩეულ მეთოდებზე)
ხშირად ,ადამიანმა ,რომელმაც აირჩია რაიმე
მიზანი,შეიძლება ამ მიზნით გაამართლოს არჩეული საშუალებები ,რომლებსაც
ის მიზნის მისაღწევად იყენებს.
(„მიზანი
ამართლებს საშუალებებს"- მაკიაველის მიეწერება ეს ფრაზა)
სხვა სიტყვებითადამიანმა შეიძლება არ აიღოს პასუხისმგებლობა
არჩეულ საშუალებებზე(!) და აიღოს პასუხისმგებლობა მხოლოდ მიზანზე.(!)(
თვითნება სააკაშვილი შვრებოდა
ასე და ასევე აგრძელებენ მისი მიმდევარი სხვადასხვა უპასუხისმგებლო ტიპაჟები)
პირიქითაც ხდება,ადამიანიმა თუ ძალიან დიდი ყურადღება დაუთმო საშუალებების არჩევას ,შეიძლება დასახულ მიზანს ვერ
მიაღწიოს და ვერ შეასრულოს თავისი მოვალეობა(აღმოჩნდეს სოციალურად
უპასუხისმგებლო- მაგ. ბიძინას "ოცნებას" ქვეყნის შიგნით ბრალს
სდებენ უნიათობაში,რომ საჭიროზე
მეტ ყურადღებას უთმობს საშუალებების არჩევას ,რაც განპირობებულია გარედან უზარმაზრი კონტროლით და ზეწოლით)
თუ ადამიანის
არჩევანი თავისუფალია,მაშინ ის ყოველთვის პასუხისმგებელია(!) მის მიერ გაკეთებულ არჩევანზე.(!!!)
ამასთან,პასუხიმგებელია საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობით ,ფულით და ქონებით
,რეპუტაციით , თანამდებობის ან თავისუფლების დაკარგვით, საკუთარი ან ახლობლების ან სიცოცხლით - გააჩნია მისი არჩევანის საბოლოო შედეგს.
თავისუფლება მოითხოვს ადამიანისგან პასუხისმგებლობას(!) (ანუ ვალდებულებების შესრულებას)
საზოგადოების წინაშე;
პასუხისმგებლობა გვევლინება თავისუფლების ორგანულ ნაწილად(!) .
თვითნებობა იმიტომ არ არის თავისუფლება,რომ
არ გულისხმობს პასუხისმგებლობას.
პირად თავისუფლებას(!) საზღვრებს უწესებს პასუხისმგებლობა(!)(მოვალეობის გრძნობა) და პიროვნების სინდისი(!) ,ხოლო თვითნებობას(!) სახელმწიფო კანონი ან დაუწერელი კანონები(ტრადიციები და ადათები)
"ვერც ჯადომ მიგდო ხიფათი,
ვერც მომერია თილისმა,
ვერც გამაკვირვა სიცოცხლემ -
ვარდ-მაისობის დილისამ.
ვერც გამაგიჟა ლამაზმა,
ვერც დამაქცია ღვინის სმამ.
ვერცა - მძვინვარე ზამთარმა,
ვერცა - თაკარა ივლისმა.
და მხოლოდ შემკრა, შემბოჭა
ჩემმა კაცურმა სინდისმა!"
ხ
ადამიანის
ამა თუ იმ ქმედების გამო ზნეობრივ პასუხისმგებლობას მის ოჯახსაც აკისრებენ
-ესე აღმზრდელის პასუხისმგებლობაზე
თუ
ადამიანის ქმედება ცუდად "ეხება"
გრშემო მყოფებს,მათ დიდი ალბათობით შეიძლება ანგარიშების გასწორება(!) მოითხოვონ მისგან.
ასეთ დროს
დგება ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი მისი ქმედებისთვის.
პასუხისმგებლობა
ქმედებისთვის გულისხმობს:
ადამიანი სანამ რამეს მოიმოქმდებს ან რამე საქმეს მოეკიდება მან უნდა შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები: “თავს გავართმევ ?“ „იმედებს ხომ არ გავუცრუებ?’’
„რამე ხომ არ მომივა ?’’
თუ ბოლოს აღმოჩნდება, რომ საქმე ისე არ გაკეთდა როგორც საჭირო იყო, ამ ადამიანისთვის დადგება
ნეგატიური შედეგები-მას მოუწევს საფასურის გადახდა დაუფიქრებლობისთვის(!) და უპასუხისმგებლობისთვის(!).(
ფიზიკური ჯანმრთელობით- ის უბრალოდ
გაილახება,ან გადაიხდის ფულით,ან გადაიხდის რეპუტაციის შელახვით,ან
თანამდებობის,ან თავისუფლების დაკარგვით,ან სიცოცხლით -გააჩნია შედეგის სიმძიმეს)
„პასუხისმგებლობა ქმედებისთვის“ მოიცავს:
პასუხისმგებლობას საქციელისთვის
პასუხისმგებლობას უმოქმედობისთვის
პასუხისმგებლობას ნათქვამი სიტყვისთვის
(მაგ .ციხეში პასუხს ითხოვენ
არამატო "არაკაცურ საქციელზე" არამედ უპასუხისმგებლოდ
"ნათქვამ სიტყვაზეც", “
ამ სიტყვაზე პასუხს აგებ ?“) ხოლო საფასურის გადახდა ციხეში ხდება (ფიზიკური
ჯანმრთელობით,ფულით, სტატუსით, ზოგჯერ სიცოცხლით),
პასუხისმგებლობას დაპირებისთვის
პასუხისმგებლობას ინიციატივისთვის
პასუხიმგებლობას ინიციატივის არ ქონისთვის
პასუხისმგებლობას ლაჩრობისთვის (!) (ომში
ან ჩხუბში)
პასუხისმგებლობას დაბეზღებისთვის
პასუხისმგებლობას ღალატისთვის და ა.შ.
ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღზრდა ბავშვობიდანაა
საჭირო
როგორ
მივაჩვიოთ ბავშვები რომ მათი „ მინდა '' უბრალოდ მათი გადაწყვეტილება
კი არა მათი არჩევანია და რომ ამ
გადაწყვეტილებისათვის საჭიროა საფასურის გადახდა ანუ პასუხისგება.
თუ ბავშვი
ძალიან პატარა არ არის მას მშობელმა უნდა უჩვენოს:
ა) მისი
ქმედების ვარიანტის შესაძლო შედეგები
ბ) შესთავაზოს
ქმედების ალტერნატიული
ვარიანტი და
აუხსნას ახლა
უკვე ამის შედეგი
გ) მისცეს
ბავშვს უფლება თავად გააკეთოს არჩევანი ვარიანტებს შორის
დ) არ შეეწინააღმდეგოს მოვლენების განვითარებას და მისცეს
საშუალება
გარდაუვლად დადგეს შესაბამისი შედეგი
ამ შემთხვევაში ბავშვი გაეცნობა მთავარ ცხოვრებისეულ პრინციპს :
„გინდა იყოს
შენებურად ,მაშინ მზად იყავი „საფასურის“ გადასახდელად დამდგარი შედეგების გამო“ !
ხ
უამრავი შემთხვევაა, როდესაც სასტიკი მკვლელობის ჩამდენი პირის ნათესავები
ამბობენ: მას არ შეეძლო ამის გაკეთება, ის სრულიად ნორმალური იყო... და ა.შ.
შეუძლია მკვლელს ნორმალური ადამიანის იმიჯის შექმნა?
თუ საქმე იმაშია,რომ ნათესავები
შეგნებულად „ვერ ამჩნევენ“ უცნაურობას მის
ქცევაში?
არსებობს ასეთი გამოთქმა: „საკუთარ განავალი არ ყარს“
როდესაც „თქვენი
საკუთარი განავალი“ ცემს ან დაჭრის
რომელიმე ბიჭს, სხვის ბიჭს, ეს ისე
საშინელი არ არის. მაგრამ თუ ის თავის დას ურტყამს-ეს უკვე სერიოზულია.
როგორც წესი,მკვლელის ოჯახი მორალური განვითარების იმავე დონეზეა, როგორზეც მკვლელი.
თუ ოჯახი იცავს სხვის
ბიჭს, ისევე როგორც საკუთარ შვილს, არ
დახუჭავს თვალს მის უცნაურობებზე, ასეთი
ოჯახი არ დაუშვებს მკვლელი -მანიაკის გაზრდას. ( გაიხსენე გვეგვე -„სამოსელი პირველი’’-დან და უგო-
ლამაზქალაქელი გიჟი)
მოდით შევხედოთ, როგორ
იქცევიან მაღალ თანამდებობებზე მყოფი მამები და დედები, როდესაც მათი შვილი
კრიმინალი აღმოჩნდება. თუ ადამიანი მორალური განვითარების მაღალი დონისაა, მაშინ
იტყვის — დაე,გაასამართლონ, მე ამაში არ ჩავერევი.(ზურაბ ჟვანიას ცოლი)
მაგრამ თუ ადამიანი,
მაღალი თანამდებობის მიუხედავად, მორალური თვალსაზრისით შორს არ წასულა, ის
გადაარჩენს თავის შვილს , რადგან ის შვილია, სხვა გზა „არ არსებობს“.(მირზა
სუელიანი -მკვლელობა ხორავას ქუჩაზე)
კრიმინალური
ფსიქოლოგების აზრით უკვე
ორი ან სამი წლის ასაკში წყვეტს ბავშვი გახდეს
მოძალადე თუ არა. ბავშვის არჩევანი გადამწყვეტ როლს
ასრულებს.
საბედნიეროდ არსებობს
შესაძლებლობა, წარიმართოს ბავშვი სწორი მიმართულებით ,ოღონდ ეს შესაძლებლობა ოჯახმა ხელიდან არ უნდა
გაუშვას.
არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვი თავიდანვე მკაცრად უნდა შეიზღუდოს. ისე,
რომ მან გაიგოს, რომ მას არ შეუძლია მიითვისოს სხვისი სათამაშო. მაგალითად. როცა ბავშვი
ხელს იწვდის სხვისი სათამაშოს ასაღებად, ნორმალური მშობელი მას აჩერებს და პატრონს
უკან უბრუნებს.
კრიმინალის შვილი შეიძლება გახდეს კრიმინალი მხოლოდ იმიტომ, რომ ხედავს მშობლის მაგალითს და კოპირებას
უკეთებს ქცევის ძალადობრივ მოდელს.ოღონდ თუ მას წარმატებული(!) ქცევის მოდელი აქვს თვალწინ.
თუ მამამისს ყოველდღე წიხლებით
სცემენ ციხეში, რატომ აიღებს მაგალითს მისგან ? რატომ უნდა გახდება ადამიანი, რომელაც სცემენ და სცემენ ? თუ მან ცხოვრებაში ერთხელ მოიპარა და მაშინვე ციხეში ჩასვეს ?
წარუმატებელი მაგალითის დროს
, ბავშვი პირიქით იქცევა -მე არ ვიქნები ალკოჰოლიკი ან ნარკომანი, როგორც მამა.
მაგრამ თუ ბავშვმა გააკეთა თავისი
არჩევანი და ძალადობრივი ქცევის მოდელი უკვე გადაიღო,რადგან ის მას ეფექტურად ეჩვენება
,მაშინ ის ფიქრობს რატომ უნდა ვიცხოვრო, როგორც ლუზერმა? რატომ უნდა ვიმუშაო იმისთვის, რომ
მერე რაღაც ვიყიდო?როდესაც მე შემიძლია წავიდე უბრალოდ მივარტყა სხვა ბავშვს სახეში და წავართვა
?
არსებობს პოპულარული მოსაზრება, რომ ბავშვი მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისკენ,
თუ ის საწოლში იფსავს, ადრეულ ბავშვობაში აწამებს ცხოველებს, ცეცხლს უკიდებს .. რა უნდა გააკეთონ პატრონებმა, როდესაც ბავშვი აკეთებს რაღაცას ამ ტრიადიდან ?
პატრონებმა ასეთი ქმედებები არ უნდა წაახალისონ .მკაცრი ბარიერები უნდა
დაუყენონ.
კრიმინალებად არ იბადებიან ,კრიმინალები
ხდებიან.
არც გამომწვევი სიტუაცია, არც საცხოვრებელი ადგილი და არც გარემო ვერ აიძულებს ადამიანს ამორალური
ქმედების ჩადენას.
საბოლოო ჯამში, თავად ადამიანი წყვეტს, თანაც უკვე ბავშვობაში, შეუძლია თუ არა მას დანაშაულის ჩადენა.
ძალადობის მთესველი ძალადობას მოიმკის - ესე მოძალადის
აღმზრდელზე
„ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა“
ვაჟა-ფშაველა
ძალადობის გენი არ არსებობს.
ყველა ქცევა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ჩვენი
არჩევანია.
თუ ბავშვს რომელიმე ოჯახის წევრის „წარმატებული“ ძალადობრივი ქცევის მოდელი აქვს თვალწინ ის მოახდენს ამ
მოდელის კოპირებას და გაიზრდება მოძალადე.
მოცემულ მონაკვეთში ედიშერ ყიფიანის რომანიდან „ცაში ასროლილი ქუდები“ ვეცნობით შვილიშვილზე ფსიქოლოგიურად
მოძალადე ზორბა ბებიას.ეპიზოდი ხდება სასადილოს ეზოში. პესონაჟი უტიფარი მზერით ათვალიერებს
შემსვლელსა და გამსვლელს“ ლორნეტიღა აკლდა“ - შენიშნავს ავტორი. ქალს უღირსად და თავისთვის
შეუფერებლად ეჩვენება ის გარემო და საზოგადოება
,სადაც იმყოფება და ზვიადად ატარებს მზერას ირგვლივ. ის არ ერიდება იქ მყოფ ხალხს,მაგიდას მრისხანედ
ჩამოკრავს ხელს და კატისკენ სათამაშოდ გაქცეულ შვილიშვილს,5-6 წლის ოქროსთმიან ბიჭუნას,
ყვირილით უკან მოაბრუნებს:“შენ ბებიამ სადილი გაჭამა და მადლობას არ იხდი? გავიწყდება
? მადლობას არ იხდი?’’ შეშინებული ბიჭუნა ხელზე
რამდენჯერმე კოცნის მრისხანე ბებიას. ბავშვის ღირსების შელახვით და ფსიქოლოგიური ძალადობით აღშფოთებული ზაალი (მთხრობელი) და მისი მეგობარი
(მათ გოგონებიც ახლავთ) სთხოვენ ქალს სასწრაფოდ დატოვოს იქაურობა.
ქალი ჯერ მშვიდად ათვალიერებს ახალგაზრდებს,შემდეგ ხმამაღლა ყველას გასაგონად
ამბობს:
„ოფიციანტო,ამხანაგო ოფიციანტო,დაუძახეთ მილიციას! ეს არამზადები შეურაცხყოფას
მაყენებენ’’.
ქალის საშველად რამდენიმე კაცი დგება,სხვადასხვა მაგიდებიდან.
მეგობრებს თავის მართლება უწევთ გამშველებლებთან.
უეცრად ზაალს კოჭში ნასროლი ქვაც ხვდება.გამწარებულს ქალის შვილიშვილი შერჩება ხელში.
„ახლა კი ნამდვილად თავზარი დამცა ბავშვის საქციელმა.არა,ბებიას არ გამოექომაგა
იგი;მონა იცავდა ბატონს,რომ ხვალაც და ზეგაც დაეპურებინა. ტირილი მომინდა ამ უიმედოდ
დამახინჯებული ბუთხუზას გამო’’
იქაურობის დატოვება თავად ახალგაზრდებს
უწევთ,ბებია გამარჯვებული რჩება.
ბებიას პერსონაჟი მოძალადე ადამიანის
ტიპაჟია,თავხედი და თანაც ცბიერი.
მწერლის სათქმელი ამ ეპიზოდში ისაა,რომ თავხედი დაუსჯელი მოძალადის მონა
თავადაც მოძალადე იქნება.
ბევრ სერიულ მკვლელს და მოძალადეს საკუთარი სასტიკი ისტორია აქვს, ბევრი მოძალადე
სცემეს ან გააუპატიურეს საკუთარმა ოჯახის
წევრებმა.
თუ ოჯახში ბავშვზე ძალადობენ და ამისთვის არ ისჯებიან, მაშინ ბავშვი
გადაიღებს ასეთი ქცევის მოდელს და ეტყვის საკუთარ თავს: „მე გავიზრდები და მეც ასეთი ვიქნები“.
ასეთი ბავშვი შეიძლება მართლაც გაიზარდოს, მას შესძულდება მოძალადე ოჯახის წევრი, მან შეიძლება მოკლას კიდეც იგი , მაგრამ ზუსტად გადაიღებს მის ქცევას.
ნაძალადევი ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ
მან ძალადობა განიცადა, მაინც აირჩევს არ იყოს
ცხოვრებაში ვიღაცის მსხვერპლი.
ის უბრალოდ დაელოდება შესაფერის მომენტს და თავად გახდება ვინმეზე მოძალადე .
ერთიც არის,მოძალადის და მსხვერპლის ხანგრძლივ,ჩამოყალიბებულ ურთიერთობებში ჩარევა კარგს არაფერს მოიტანს.(სტოკჰოლმის სინდრომი)
"მე რომ ადამიანს და მის ზნეს ვხედავ, მოსე-ბატონო, ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, არ უნდა შეუშალოს ხელი. შენ გატანჯული გგონია და მას უხარია და მოსწონს, თურმე, თავისი დღე და ხვედრი.
ჩემი ბრალია ყველაფერი. იქ რომ მითხარი, უნდა, ალბათ, მაგ ხალხს ყმობა და მონობაო, - მასე ყოფილა მართლაც. აგერ შენ, აგერ მე და იქ, მაღლა ღმერთი – ფიცი დამიდვია, აღარ ჩავერევი აღარავის საქმეში, სანამდე არ დავრწმუნდები, ჩარევა ჯობს თუ ჩაურევლობა. მგონია, არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე მისთანა, სხვისი ჩარევის და დახმარების ღირსი რომ იყოს"
ჭაბუა ამირეჯიბი,"დათა თუთაშხია''
არის მე-2 აზრიც:
„ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდან
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.“
ვაჟა-ფშაველა
ხ
ესე სხვის დახმარებაზე
ტერმინი პროსოციალური ქცევა გაჩნდა 1970 წელს და განისაზღვრება, როგორც ქცევა, რომელიც სხვა ადამიანების კეთილდღეობისკენაა მიმართული.
არის თუა არა ყოველგვარი პროსოციალური ქცევა ჭეშმარიტად უანგარო?
როდესაც მათხოვარს ვინმე გარკვეულ თანხას უწყალობებს,ეს საქციელი ამ ადამიანისთვის ნამდვილად დამახასიათებელ გულკეთილობას გამოხატავს თუ შინაგანად განცდილი უხერხულობის გაქარწყლების სურვილით ან მოჩვენებითი სულგრძელობით (ფარისევლობით) არის განპირობებული?
1)
სოციობიოლოგიური კონცეფციის თანახმად,პროსოციალური ქცევის დროს ადამიანი ჭეშმარიტ უანგარობას ამჟღავნებს,სხვათა გულშემატკივრობა მის ბუნებრივ,თანდაყოლილ თვისებას წარმოადგენს(ასეთია მაგ. ილია ჭავჭავაძის ტიპური სახე, გიორგი, „ოთარაანთ ქვრივი’’)
2)
პროსოციალური ქცევის განმსაზღვრელ ფაქტორად თანაგრძნობას,ანუ ემპატიას მიიჩნევენ
3)პროსოციალური ქცევა(სხვისი დახმარება)სუბიექტს სიამოვნებას ანიჭებს,ხოლო უსიამოვნებას(მომავალში) თავიდან არიდებს.
ეთიკური ჰედონიზმის კონცეფციის თანახმად ,სწორედ ესაა პროსოციალური ქცევის საფუძველი
ამ კონცეფციის თანახმად პროსოციალური ქცევა მატერიალურ და სოციალურ სარგებელთან, მაგ. საჩუქართან, შექებასთან, საზოგადოებაში პატივისცემის დამსახურებასთანაა დაკავშირებული.
4)მაგრამ ხშირად ადამიანი სხვას იმიტომ ეხმარება რომ უბრალოდ ვალდებულია, სწორედ ამგვარად მოიქცეს.
მაგ. მამაკაცმა კარში ჯერ მანდილოსანი უნდა გაატაროს,ახალგაზრდამ ტრანსპორტში მგზავრობისას ადგილი ბავშვებს და მოხუცებს უნდა დაუთმოს,ჯარისკაცმა საბრძოლო ვითარებაში დაჭრილებს დახმარება უნდა აღმოუჩინოს და ა.შ .
ყოველივე ეს ნორმატიული ქცევის ნორმებია;
სოციალური ნორმები ადამიანს გარკვეული ქცევის განხორციელებას ავალდებულებს.
ხ
ლატანემ და დარმა აღწერეს ხუთი ეტაპი,რომელსაც ადამიანი გადის ვიდრე მიიღებდეს გადაწყვეტილებას დაეხმაროს ვინმეს თუ არა.
ამასთან,ქვემოთ ჩამოთვლილ თითოეულ ეტაპზე მისი ყველაზე იოლი არჩევანია - არაფერი მოიმოქმედოს და არ დაეხმაროს.
ლატანეს და დარის მიხედვით ვინმეს დახმარებამდე გარეშე დამკვირვებელი გადის ხუთ ეტაპს :
1. თავიდან აცნობიერებს : რა ხდება?, ანუ ზოგადად დახმარება სჭიროა თუ არა?
2 . ახდენს არსებული ვითარების ინტერპრეტაციას,როგორც საგანგებო სიტუაციისას.
3 . იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას მომავალ ქმედებაზე(ჩარევაზე).
(შენიშვნა: პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილი ერთ-ერთი ახსნაა გრეშე დამკვირვებლების პასიურობის ,ანუ უმოქმედობის )
4. ზუსტად იცის რის გაკეთებას აპირებს
5. იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დახმარების შესახებ
ყურადღება:
თუნდაც ხუთივე ეტაპზე დადებითი პასუხის გაცემისას,გარეშე დამკვირვებელი ხშირად ვერ ბედავს აღმოუჩინოს დახმარება მსხვერპლს ,რადგან ეშინია არ გამოიწვიოს რაიმე უფრო უარყოფითი შედეგი.
მაგ. რუსეთმა უკრაინაში შეჭრამდე გააფრთხილა უკრაინის გულშემატკივრები აქტიური ჩარევის შემთხვევაში „მათ საკუთარ ისტორიაში არნახული უარყოფითი შედეგების შესახებ’’.
ყურადღება:
სხვისთვის დახმარების (პროსოციალური ქცევის) ალბათობა იზრდება იმ შემთხვევაში თუ დამხმარე :
ა)ქმედით უნარიანია
ა) კეთილ განწყობილია მსხვერპლის მიმართ
ბ) თუ იგი ახლახანს იყო მსგავსი ქცევის მოწმე
გ) თუ მსხვერპლი ნამდვილად იმსახურებს შველას(!!!)
დ) თუ მსხვერპლი რაიმეთი წააგავს ამ დამხმარეს და ა.შ.
ყურადღება:
მაგრამ ,რაც უფრო აქტუალურია დამხმარესათვის საკუთარი მიზნების განხორციელება მით უფრო ნაკლებადა მოსალოდნელი მისგან პროსოციალური ქცევის განხორციელება...(!)
ანუ ასეთ დროს მოქმედებს პრინციპი:
"ოქროს სარაიას აგიშენებ ჩემსას რომ მოვრჩები მერე"-პოლიკარპე კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი’’
მეეჭვება,რომ ეს ყველაფერი „არ იცოდნენ“ უკრაინაში იმათ,ვინც ახლა "მეტ" დახმარებას ითხოვს საქართველოსგან.
ხ
დისკრიმინაციის ყველაზე გავრცელებული ტიპები
1-რასბრივი დისკრიმინაცია ანუ
რასიზმი
რასისტებს მიაჩნიათ მიაჩნიათ, რომ
ადამიანთა ზოგიერთი რასა სხვებს ჩამოუვარდება.
ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა რასიზმი შავი რასის
წინააღმდეგ, მაგრამ რასობრივი დისკრიმინაცია ასევე ვრცელდება სხვა რასებზე;
აპარტეიდი- საერთაშორისო დანაშაულია. გენოციდისაგან(!) განსხვავებით იგი არ არის მიმართული ეროვნული თუ ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი ჯგუფების ფიზიკური განადგურებისაკენ(!), არამედ მიზანდ ისახავს ასეთი ჯგუფების, მათი წევრების საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან იზოლირებას(!) (იხ.სეგრეგაცია) .
აპარტეიდი რასობრივი დისკრიმინაციის ნაირსახეობაა(!). იგი აშკარად გამოიხატება გაბატონებული ეროვნების მხრიდან დისკრიმინირებული ჯგუფების ექსპლუატაციის ყველაზე ყველაზე ულმობელი და არაადამიანური პოლიტიკითა და სათანადო მექანიზმების შექმნით.
აპარტეიდი მძინვარდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში XX საუკუნის 90–იან წლებამდე – ერვოპიდან გადმოსახლებულმა მოსახლოებამ დაამწყვდია აფრიკის, აზიის და სხვა კონტინენტის ფერადკანიანები (მოსახელობის 80%) ე.წ. ბანტუსტანებში, საკონცენტრაციო ბანაკებში (!)და შემოიღო ამ ბანაკებში მცხოვრები მოსახლეობისათვის განცალკევებული საზოგადოებრივი ცხოვრების წესები, სწავლა–განათლების უვარგისი სისტემა.
ა–სთან ბრძოლა სისხლისმღვრელი შეტაკებებით სრულდებოდა, ხოლო მებრძოლთა ლიდერებს სამუდამო პატიმრობას უსჯიდნენ (მათ შორის იყო დღევანდელი პრეზიდენტი მანდელა).
გაერო აქტიურად იბრძოდა ა–ის რეჟიმის წინააღმდეგ, გაეროს უსიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელმა მსოფლიომ შეწყვიტა სამხრეთ აფრიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული, სპორტული ურთიერთობანი.
1973 წელს დაიდო კონვენცია ა–ის დანაშაულების აღკვეთისა და დასჯის შესახებ, რომელიც ა–ს მიაკუთვნებს საერთაშორისო დანაშაულთა რიცხვს, კერძოდ, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას(!)
გაეროსა და სხვა რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციის ძალისხმევით, თეთრკანიანთა რეჟიმი იძულებული გახდა, გაეუქმებინა ა–ის რეჟიმი და მიეცა მოსახლეობის უმრავლესობისათვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სრული რეალიზაციის უფლება. ეს პროცესი დაიწყო 1994 წლიდან.
ხ
2-დისკრიმინაცია ეროვნების ან ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე
ამ ტიპის
დისკრიმინაციას უფრო ხშირად ქსენოფობიას(!) უწოდებენ, ეს სხვა არაფერია, თუ არა მიუღებლობა(სიძულვილი)
ან მტრობა უცხოელის(!) მიმართ მისი უბრალოდ არსებობის
ფაქტის გამო, რასის ან კანის ფერის მიუხედავად;
ეს მტრობა ხშირად უცხოელთა მიმართ სტერეოტიპულ აღქმებს ემყარება
და არა ობიექტურ რეალობას , მაგალითად სტერეოტიპია:"
ყველა გალიციელი უხეშია", " ყველა კოლუმბიელი ნარკორეალიზატორია " და
ა.შ.
ეს ასევე ეხება ეთნიკურ ჯგუფებს, ადგილობრივ
თემებს და/ან ადგილობრივ ხალხებს..
მაგალითი:
ქსენოფობიას ადგილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის ხელმძღვანელობით. ნაცისტები "გერმანული რასის" ან "უმაღლესი
არიის"სიწმინდეს „იცავდნენ“ და ფიზიკურად სპობდნენ ბოშებს(ციგნებს), აფრო-გერმანელ ბავშვებს და ებრაელებს,
ამ უკანასკნელებს ყველაზე მეტად ;
ხ
დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე
ჰომოფობია(!) არის -ზიზღი ჰომოსექსუალის მიმართ, იქნება ეს
კაცი თუ ქალი და ცოტა ამ ბოლო დროს იგი
ასევე მოიცავს ტრანსსექსუალებს, ბისექსუალებს, მეტროსექსუალებს და ყველას, ვისაც
აქვს ურთიერთობა ან ქცევა, რომელიც,
დისკრიმინატორის აზრით, არ შეესაბამება მათ სქესს.
ხ
.
4-გენდერული დისკრიმინაცია
ეს არის ადამიანის მიუღებლობა იმ უბრალო ფაქტის გამო , რომ ის არის
კაცი ან ქალი. თუმცა
ასეთი დამოკიდებულება ძირითადად ვლინდება ქალების მიმართ, როგორც მამაკაცებზე ფიძიკურად სუსტების მიმართ ან მამაკაცებზე ნაკლები გონებრივი შესაძლებლობების
მქონეების მიმართ;
ასეთი დამოკიდებულება ძირითადად გამოწვეულია დასავლური საზოგადოებების
უმეტესობის პატრიარქალური და მაჩო კულტურებით,
რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ქალებს მეორეხარისხოვან და ძირითადად რეპროდუქციულ(შვილების გაჩენა) როლს აკისრებდნენ..
ეს არის დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა,
რომელსაც მთელი მსოფლიო დაუღალავად ებრძვის .შეიმჩნევა ოდნავი მაგრამ იმედის მომცემი
ცვლილებები;
ხ
5- ქალების დისკრიმინაცია სამუშაოზე
ქალები
დისკრიმინირებულნი იყვნენ საუკუნეების განმავლობაში . მაგრამ მას შემდეგ, რაც
მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა მასობრივად დაიწყეს მუშაობა , ამან გამოიწვია
სხვა ტიპის დისკრიმინაცია..
ქალების
დისკრმინაცია სამუშაო ადგილზე გადაიტანეს(!), რაც მათი უფრო დაბალ პოზიციებში(თანამდებობებში) გამოხატა , ვიდრე ეკავათ მამაკაცებს, ან იგივე პოზიციებში, მაგრამ უფრო
დაბალი ხელფასიებით..
ასევე შესაძლებელია
შევნიშნოთ, რომ ქალებს ნაკლებად
აწინაურებენ ვიდრე მამაკაცებს
ხ
6- მომავალი დედების დისკრიმინაცია
მთავარი მიზეზი, რის
გამოც ზოგიერთი კომპანია თავს არიდებს ქალების დაქირავებას და ამჯობინებს ამ
პოზიციებზე მამაკაცების აყვანას, არის ის რომ ახალგაზრდა ქალი პოტენციური დედაა;
ითვლება, რომ ამან
შეიძლება გამოიწვიოს გაცდენების ზრდა , სამუშაო სიმძლავრის შემცირება, რაც გამოიწვევს
წარმოების შემცირებას.
გარდა ამისა, ქვეყნების უმეტესობას აქვს კანონები, რომლებიც დედებს მშობიარობის შემდეგ ანაზღაურებადი შვებულების მიღების საშუალებას აძლევს, რაც იწვევს კომპანიის ხარჯების ზრდას.ამიტომ ზოგიერთი კომპანია თავ
არიდებს მომავალი დედების სამსახურში აყვანას;
7-დისკრიმინაცია ასაკობრივი ნიშნით
ეს ის შემთხვევაა როცა
ადამიანები დისკრიმინირებულია მათი ასაკის მიხედვით,
იქნება ეს მოზრდილები, ბავშვები თუ
თინეიჯერები;
დღევანდელ დასავლურ
საზოგადოებებში არსებობს ახალგაზრდობის
კულტი, ეს კულტი მოხუცებს არაფრად
აგდებს ან ამცირებს, იმის გაზრების გარეშე, რომ მრავალი წლის გამოცდილება
ფასდაუდებელი აქტივია;
ხანდაზმული
ადამიანების დისკრიმინაცია უმეტეს შემთხვევაში სამუშაო
ადგილებზე ხდება (ანუ მათ უბრალოდ უმუშევრად ტოვებენ)
შენიშვნა: საქართველოში
ასაკობრივი დისკრიმინაცია ე.წ.“ ვრდების რევოლუციის“ შემდეგ შემოიღეს ;სოროსელებმა (ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა
ჯგუფებმა ) 40 წლის ზევით ვინც იყო საჯარო სამსახურები დაატოვებინეს და უმუშევრად
დატოვეს,რათა თავისი აქტივისტები დაესაქმებინათ და მოემადლიერებინათ;
ხ
8-შრომითი
დისკრიმინაცია
საერთოდ,ამ სფეროში
მრავალი სახის
დისკრიმინაცია ხორციელდება, რაც ერთგვარ
წარმოდგენას ქმნის
საზოგადოების ზოგადი
მდგომარეობის მასშტაბებზე.
დასაქმების სფეროში ,შეიძლება აღმოაჩინოთ დისკრიმინაცია : ა)
რასობრივი ნიშნით ბ)სქესის გ) ასაკის მიხედვით ; მაგ.ადამიანები 50- წელს ზემოთ
ითვლებიან მოხუცებად და კარგავენ სამუშოს მიღების შანსებს;
ამჟამინდელი დასავლური ტენდენციაა ახალგაზრდების დაქირავება, რომლებიც შეიძლება" ჩამოყალიბდნენ " კომპანიების შეხედულების და მოთხოვნების შესაბამისად..
ამასთან, სამუშაოზე
აყვანისას არსებობს დისკრიმინაცია იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებსაც გამოცდილება
საერთოდ არ აქვთ;დამსაქმებლები ითხოვენ გამოცდილებას,
მაგრამ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს შეიძინონ იგი, თუ არავინ აიყვანს მათ ?
ისეთი ფაქტორები, როგორიცაა რასა, ასაკი, სქესი ან გარეგნობა, დასაქმების დროს დისკრიმინაციის ყველაზე თვალსაჩინო ფაქტორებია, მსოფლიოში ადამიანების უმეტესობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდის დისკრიმინაციას სამუშაოზე
აყვანისას და დასაქმებისას;
ხ
9-სახელფასო
დისკრიმინაცია
კომპანიები თვლიან, რომ ერთმა ადამიანმა არ უნდა გამიმუშაოს იმდენი, რამდენსაც სხვა ადამიანი
გამოიმუშავებს იმავე საქმის
კეთებისას, ქალის სტატუსის, განსხვავებული
რასის და ა.შ. მიზეზთა გამო .
ამ „მიზეზებით“ ერთი და იგივე
პოზიციის მქონე ორმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ხელფასი.
მიუხედავად იმისა, რომ ორივეს აქვს ერთი და იგივე ფიზიკური ან ინტელექტუალური უნარი
.
შენიშვნა : სახელფასო დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შემთხვევა ადამიანების გენდერულ სტატუსს უკავშირდება..
მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ქალები იღებენ მნიშვნელოვნად დაბალ ხელფასებს, ვიდრე მამაკაცები იგივე დავალებების შესრულებისთვის
10-დისკრიმინაცია
გარეგნობის საფუძველზე
მსუქანი, ალბინოსი, რაიმე ნიშნების ან ნაწიბურების მქონე ადამიანები,
ტატუ ან პერფორაცია კანზე და ა.შ. ასეთი კანდიდატები , როგორც წესი, აპრიორი
უარყოფილია სამუშაოზე აყვანისას.
მაგალითი:
ხილული ტატუების მქონე ადამიანები გარეგნობის გამო ყველაზე
გამორჩეულები არიან სამუშაო ადგილზე;
ამგვარი დისკრიმინაცია
ვლინდება მაშინ , როდესაც დამსაქმებლები
ადამიანს სთხოვენ მათი ტატუს
დაფარვას გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად, რადგან ისინი მათი აზრით უხამსად გამოიყურება
.
11-დისკრიმინაცია
ინვალიდობის ან ავადმყოფობის საფუძველზე
მეოცე საუკუნემ მოიტანა დისკრიმინაციის თანამედროვე ფორმა- რაიმე ქრონიკული დაავადების მიხედვით; მაგ. შიდსმა გარიყა საზოგადოებიდან ადამიანები, რომლებიც ამ დაავადებით იტანჯებიან.
თავიდან ეს ხდებოდა დეზინფორმაციისა და
უცოდინრობის გამო, შემდეგ უბრალო უნდობლობის გამო.
სხვა დაავადებების მქონე ადამიანები, როგორიცაა დაუნის სინდრომი, აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი, ცერებრალური
დამბლა ან ინვალიდობა, კვლავ რჩებიან მარგინალურ მდგომარეობაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
მონაცემებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური ჯგუფი(!)
ინვალიდებია. ითვლება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირები ძირითადად შეზღუდულია დანარჩენი საზოგადოების მიერ და არა მათი სხეულებით.
ეს ნათლად ჩანს ჯანმოს მიერ 2013 წლის სექტემბერში მოწოდებული სტატისტიკიდან, სადაც შშმ პირებს(!)
უმუშევრობისა და სიღარიბის
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ
12-რელიგიური დისკრიმინაცია
ისტორიის განმავლობაში
ცხადი იყო, რომ ყველაზე სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობდა რომელიმე ღმერთის
სახელით..
ეს ხდება დღესც იგივე
ან მეტი ენერგიით, ვიდრე ადრე. ადამიანი შეიძლება უარყოფილი და დამცირებული აღმოჩნდეს თავისი რელიგიური მრწამსისა და მასთან დაკავშირებული
წეს-ჩვეულებების გამო..
რელიგიური
ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი საუკეთესო
მაგალითია ქორწინების აკრძალვა სხვადასხვა რელიგიის ადამიანებს შორის,განსაკუთრებით ებრაულ,
მუსულმანურ და ინდუისტურ რელიგიებში ექცევა ამას მკაცრი ყურადღება;
..
13-იდეოლოგიური დისკრიმინაცია
ეს ალბათ, რელიგიურ
დისკრიმინაციასთან ერთად, დღეს დისკრიმინაციის ყველაზე გავრცელებული და მავნე
ფორმაა.
ვლინდება ცალკეული ჯგუფების მიმართ უარის თქმაში , განსხვავებულად
აზროვნების გამო. უფრო ზუსტად,იმის გამო, რომ მათი პოლიტიკური პოზიციები ან შეხედულებები
განსხვავდება ან ეწინააღმდეგება ამათსას..
მაგ. ნაციზმი
-გერმანიაში ,ფაშიზმი -იტალიაში ,კომუნიზმი-სსრკში დაუშვებლად მიიჩნევდა სხვა
იდეოლოგიების არსებობას;
ხ
14-ენობრივი
დისკრიმინაცია
ეს არის დისკრიმინაცია ,როდესაც ადამიანი ან
სოციალური ჯგუფი უარყოფილია მათი ენის, აქცენტის ან დიალექტის გამო. (საერთოდ
,უცხოელებისთვის დამახასიათებელია
სასაცილო აქცენტი)
დამსაქმებელს არ შეუძლია არ
აიყვანოს პირი მისი აქცენტის გამო, თუ ეს ხელს არ უშლის სამუშაოს ჯეროვნად შესრულებაში
მაგრამ ზოგიერთი
კომპანია , სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მუშაობენ , კრძალავს ორგანიზაციის
ოფიციალური ენების გარდა სხვა ენების გამოყენებას.
ამ დისკრიმინაციას, როგორც წესი, იყენებენ კომპანიები, რომელთაც სურთ თავი დააღწიონ სხვადასხვა ეროვნების თანამშრომლებს,
როგორიცაა ლათინოები, ჩინელები ან ინდოელები;
.
15-კულტურული
დისკრიმინაცია
ამ ტიპის დისკრიმინაცია ჩვეულებრივ ხდება ეთნოცენტრიზმით გამოწვეულ რასობრივ ან ეთნიკურ დისკრიმინაციასთან ერთად.
მისი ყველაზე გავრცელებული გამოხატულებაა ადგილობრივი თემების უარყოფა, რომლებიც უმცირესობათა
ჯგუფებად იქცევიან.დისკრიმინატორთათვის მათი ტანსაცმელი, ენა და ტრადიციები და.შ. გაუგებარი და
არა პატივისცემია.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კულტურულად მდიდარი და დისკრიმინირებული საზოგადოებაა ბოშები .ისეთ
ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი, ყოველწლიურად ბოშების დისკრიმინაციის უამრავი
შემთხვევა ფიქსირდება
ესპანეთში ბოშების 75% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და ნაკლები
შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ქვეყნის სხვა მაცხოვრებლებს
16-ეკონომიკური დისკრიმინაცია
ამ ტიპს
დისკრიმინაცია განასხვავებს ხალხს ფულის ან
საქონლის ოდენობის მიხედვით და ჩვეულებრივ იწვევს დისკრიმინაციას სოციალური კლასის მიხედვით
მექსიკაში ეკონომიკური დისკრიმინაცია არის მკაფიო სოციალური დაყოფის ფაქტორი. მექსიკელთა 60% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განსხვავება ქვეყანაში დისკრიმინაციის მთავარი მიზეზია
17-დისკრიმინაცია სოციალური კლასის საფუძველზე
ამ სახის დისკრიმინაცია ადამიანების ნაწილს ართმევს
იმ სარგებელს, რაც
მათ შეეძლოთ
მიეიღოთ
საზოგადოებაში. როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური დისკრიმინაცია გამოწვეულია შემოსავლების ან საგანმანათლებლო შესაძლებლობების უთანასწორობით. ამ
მიზეზების გამო
სოციალური დისკრიმინაციის(!) ყველაზე დამამცირებელი ფორმაა მონობა.
18-დისკრიმინაცია სკოლებში
იზრდება დისკრიმინაცია სკოლებში, რომელსაც ცოტა
ხნის წინ
"ბულინგი"(!) უწოდეს, ამ ტიპის დისკრიმინაცია
წარმოადგენს თანატოლების მიერ
სკოლაში ზოგიერთ ბავშვზე
განხორციელებულ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ
ძალადობას,
რადგან ისინი "განსხვავდებიან" იმისგან, რასაც „სასკოლო საზოგადოება ‘’ მიიჩნევს მიღებულად, საინტერესოდ ან სასაცილოდ.
შენიშვნა :ბულინგის მსხვერპლები ზოგჯერ თვითმკვლელობამდე მიდიან;.
19-ასიმეტრიულობის დისკრიმინაცია
ეს არის დისკრიმინაცია, რომელიც არსებობს მემარჯვენე და მემარცხენე(ცაცია) ადამიანებს შორის. საუკუნეების მანძილზე მემარცხენეები იშვიათობას წარმოადგენდნენ
და მათ დემონურ თვისებებს მიაწერდნენ..
მაგალითი:
ამ ტიპის დისკრიმინაციის მაგალითია, როდესაც მასწავლებელი აიძულებს ცაცია მოსწავლეებს დაწერონ მარჯვენა ხელით.
ხ
ვისა აქვს მისგან განსხვავებული
ადამიანის შეზღუდვის ამ დამცირების უფლება ?
ქსენოფობები ფიქრობენ,რომ
მათ აქვთ ამის უფლება.
ქსენოფობების ენა სიძულვილის ენაა.
თავიანთ სიძულვილს ისინი
გამოხატავენ ტელევიზიით, გაზეთში, საჯარო
შეკრების დროს,
სკოლაში, სამსახურში ან სამეზობლოში, ქუჩაში ან
ოჯახში, ინტერნეტში, ვებ-გვერდებზე,
აპლიკაციებში, ბლოგებზე,
სოციალურ მედიაში,
იმეილში ან
ჩატში.
სიძულვილის შემცველი
ვიდეოების, გამოსახულებების, სიმღერების, კარიკატურების, ფოტოების ,პოსტების გაზიარებით ქსენოფობები ინტერნეტსაც თავიანთი სიძულვილის გასავრცელებლად იყენებენ.
სიძულვილის
ასეთი გამოხატვა საფრთხეს უქმნის მიზანში ამოღებული ადამიანის ან ჯგუფის უფლებებს.
სიძულვილის ენა ხელს უწყობს „ცუდი“
ადამიანების და ჯგუფების გაუცხოებას, მარგინალიზაციას და ლახავს მათ ღირსებას, უფრო ხშირად კი
იმ ადამიანების
და ჯგუფების , რომლებიც ისედაც მოწყვლად მდგომარეობაში არიან.
თავისუფალ სიტყვასა
და სიძულვილის ენას შორის
ზღვარი თითქმის შეუმჩნეველია,მაგრამ ის მაინც არსებობს.
თავისუფალი სიტყვა
ხელს უწყობს
დისკუსიას, ხოლო
სიძულვილის ენა
აქეზებს ძალადობას.
დაორგანიზებული სიძულვილის სამიზნე, შესაძლოა,
აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი.
ევროპაში რამდენიმე ჯგუფი სიძულვილის ენის სისტემატური სამიზნეა: ლგბტი
ადამიანები, ებრაელები,
მუსლიმები ან
სხვა რელიგიური
ჯგუფები, ქალები,
მიგრანტები და
ეთნიკური უმცირესობები, ბოშები, უსახლკაროები, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე
პირები და
ა.შ.
სამიზნე ჯგუფები
განსხვავდება ქვეყნების
მიხედვით.
მაგ.საქართველოში სიძულვილის ენის მუდმივი
სამიზნეებია : პუტინი,რუსები,სააკაშვილი,პატრიარქი,ღარიბაშვილი,ნაცმოძრაობა,კობახიძე,ირანელები,სომხები,არაბები,თურქები,ოსები,აფხაზები,აზერბაიჯანელები,ბენზინის
იმპორტიორები,თბილისის მერი, ჩოგბურთელი ბასილაშვილი და ა.შ.
COVID-19
პანდემიამ წარმოშვა
სიძულვილის ენის,
დისკრიმინაციის და
სტიგმების ახალი
ტალღა. პანდემიის
დასაწყისში ვირუსის
გავრცელებას აბრალებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ეთნიკურ
ჩინელებად ან
აზიელებად, მიგრანტებად და უცხოელებად იყვნენ აღქმულნი.
ამ პანდემიამ ასევე
შექმნა ახალი
მოწყვლადი ჯგუფები:
კორონავირუსით ინფიცირებული პირები ხდებიან
სოციალური გარიყვის,
იზოლაციის, სტიგმისა
და სიძულვილის ენის მსხვერპლი.
იმისათვის, რომ ადამიანთა ჯგუფები
წააქეზო სიძულვილისკენ, საჭიროა მათი
დარწმუნება, რომ
სხვა ადამიანი
ან ადამიანთა
ჯგუფი ბოროტი
ან საშიშია.
მხოლოდ ამ მიზნით ვრცელდება ყოველდღიურად
სიძულვილის ენით გაჟღენთილი ცხელ-ცხელი „ახალი ამბები’’ და „პოლიტიკური
მიმოხილვები’’
როდესაც ვსაუბრობთ
ქსენოფობებზე ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რა გავლენა
და ზიანი
მოაქვთ მათ საზოგადოებისათვის.
ეს გავლენა
განსაკუთრებით მძაფრია
საჯარო სივრცეში,სადაც საჯარო პირებს
ფართო აუდიტორიაზე აქვთ წვდომა.სწორედ ამიტომ,
მათ მოეთხოვებათ თავი შეიკავონ
სიძულვილისა და
სტიგმატიზაციის ენის
გამოყენებისგან და
დაგმონ სხვების
მიერ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები.
სამწუხაროდ ,სიძულვილი თანამედროვე საზოგადოებებში საოცრად გამძაფრებული და წახალისებულია.
გაავებული ადამიანები ყოველდღე უპირისპირდებიან მედია პლატფორმებზე
ერთმანეთს ,შეურაცხყოფენ ,თანამედროვეობის
უდიდეს ტექნიკურ მიღწევებს მოწინააღმდეგის პიროვნული განადგურებისთვის
იყენებენ. მათ იციან,ვინაიდან მედია პლატფორმებს ფართო აუდიტორია ჰყავთ, სიძულვილის ენის გამოყენების შედეგად, შესაძლოა, გაიზარდოს
მათი მიმდევრების რაოდენობა და
ჩართულობა.
ქსენოფობიური განწყობები საზოგადოებაში ძლიერდება, როცა სუსტდება სახელმწიფო, ხელისუფლება და მწვავდება სოციალური პრობლემები (მუსოლინის მოსვლა ხელისუფლებაში,ჰიტლერის მოსვლა ხელისუფლებაში,გამსახურდიას მოსვლა ხელისუფლებაში და ა.შ.)
რატომ უნდა
ვიმოქმედოთ ქსენოფობების წინააღმდეგ აქტიურად ?
ადამიანის უფლებების
მძიმე დარღვევების თავიდან ასაცილებლად,შეიარაღებული კონფლიქტების, სასტიკი ძალადობრივი ქმედებებისა და
სხვა დანაშაულების თავიდან ასაცილებლად.
სიძულვილი ასაზრდოებს რასიზმს, სექსიზმს და ნეგატიურ სტერეოტიპებს.
თუ ჩვენ
მას თავიდანვე
არ დავუპირისპირდებით, ის დამკვიდრდება ჩვენს საზოგადოებაში, გაამყარებს სტერეოტიპებს და
გადაიზრდება უფრო
საშიშ ქმედებებში, მათ შორის,
ფიზიკურ ძალადობაში.
ამ შემთხვევაში, სიძულვილის ენა
გადაიზრდება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულში.
ადამიანის უფლებების
მასშტაბურ დარღვევებს, როგორიცაა მაგალითად
გენოციდი და
ეთნიკური წმენდა,
ყოველთვის წინ უსწრებდა ან თან
ახლდა სიძულვილის ენა.
სიძულვილი და ქსენოფობია იწყება მიზანში ამოღებულ ადამიანზე
ან ადამიანთა ჯგუფზე ხუმრობებით,ჭორებით,
სტერეოტიპული აზრების გამოთქმით ,
მათდამი მტრობის გამოხატვით ,მათ
მიმართ იქედნური შენიშვნებით , მათი დადანაშაულებით, იგნორირებით, დაცინვით, დეჰუმანიზაციით,დამაკნინებელი სახელების
შერქმევა/დაძახებით,გრძელდება მისი ან მათი
განათლების,დასაქმების,საცხოვრებელი ადგილი არჩევის უფლებების დისკრიმინაციით,შევიწროებით
და საზოგადოებისან გარიყვით და მთავრდება ძალადობრივი ქმედებებით :მუქარით,თავდასხმით,გაუპატიურებით,ვანდალიზმით,
ცეცხლის წაკიდებით,სიწმინდეების წაბილწვით,ტერორიზმით,მკვლელობით,ამ მთელი
ჯგუფის სისტემური განადგურებით-გენოციდით.(გავიხსენოთ თუნდაც აფხაზეთის და ოსეთის ეთნო-კონფლიქტების
დინამიკა)
როგორი რაგირება მოვახდინოთ ქსენოფობთა სიძულვილის
გამოვლინებებზე?
უნდა გვახსოვდეს,რომ ზოგჯერ
ადამიანები განცხადებებს აკეთებენ დაუფიქრებლად, განსაკუთრებით, ონლაინ სივრცეში,
ან უნებლიედ
აყენებენ სხვებს
შეურაცხყოფას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და
ხშირად უკან
მიაქვთ ნათქვამი
სიტყვები.
თუმცა, ზოგ შემთხვევაში, სიძულვილის ენის
გავრცელება ხდება
განზრახ, მაგალითად,
სიძულვილის წამახალისებელი დაფინანსებული კამპანიის ფარგლებში.
სიძულვილის ენის
წინააღმდეგ ადამიანებს სხვადასხვა ქმედებების განხორციელება შეუძლიათ,
მანამდეც კი,
სანამ სიძულვილის ენის გამოყენებას ექნება ადგილი!
მაგ. ევროპაში ასე იქცევიან:
ზოგი სიძულვილის ენას საწინააღმდეგო არგუმენტებით უპირისპირდება;
სხვები უზრუნველყოფენ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, რათა
ისინი პატივისცემით მოექცნენ განსხვავებულ ადამიანებს;
ზოგიერთი ადამიანი
სიძულვილის სამიზნე
ჯგუფების მიმართ
სოლიდარობას და
მხარდაჭერას იჩენს;
სხვები კი
აპროტესტებენ უსამართლობას და ამისათვის
საპირისპირო ნარატივებს იყენებენ;
ზოგიერთი ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს
სიძულვილის ენის
შემთხვევებს;
ზოგიერთ ადამიანს
სასამართლოში შეაქვს
სარჩელი სიძულვილის ენის წინააღმდეგ;
ზოგიერთი დაწესებულება სანქციებს აკისრებს სიძულვილის გამავრცელებელ სატელევიზიო არხებს და სოციალურ მედიასაც კი.
სიძულვილის ენასთან
საბრძოლველად უნდა
გავერთიანდეთ: პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოება, განათლების სფეროს
მუშაკები, მედია,
რელიგიური გაერთიანებები, ახალგაზრდები, პოლიცია და
ა.შ.
„ჩვენ ყველას დაბადებიდან გვაქვს როგორც
აგრესიის, ისე
თანაგრძნობის გამოხატვის უნარი. ის, თუ რომელ
მათგანს მივემხრობით, დამოკიდებულია ინდივიდების, ოჯახების,
საზოგადოების და
ზოგადად, ჩვენი
კულტურის გონივრულ
არჩევანზე. სიძულვილის დაძლევის გასაღები განათლებაშია: სახლში,
სკოლებში და
საზოგადოებაში.“
ფსიქოლოგი ბერნარდ
გოლდენი
„აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას, —
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი, კაცურს.
დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული. ‘
ილია
ჭავჭავაძე „ქართვლის დედას’’.
ხ
დემოკრატია – საკუთარი თავისუფლების შეზღუდვაა სხვის სასარგებლოდ
„რაც არა გწადდეს იგი ქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა“,- რუსთაველი
იმისათვის,რომ ადამიანმა შეძლოს ცხოვრება,როგორც
საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა მისი უფლებები გარანტირებული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან(!);
ე.წ. „სამართლებრივ სახელმწიფოში“ არცერთ პირს
აქვს უფლება:
პატივი და ღირსება შეულახოს სხვას;
სიცოცხლე წაართვას სხვას;
ჩაერიოს სხვის პირად(ინტიმურ) ცხოვრებაში;
თავისუფლება შეუზღუდოს ან აღუკვეთოს სხვას;
შეუზღუდოს ან აუკრძალოს აზრის გამოხატვა სხვას;
შეუზღუდოს ან აუკრძალოს რელიგიური მრწამსის თავისუფლება;
ხელყოს სხვისი საკუთრება;
აუკრძალოს შრომა და საქმიანობა სხვას;
აუკრძალოს გაფიცვაში მონაწილეობა სხვას;
ხელი შეუშალოს განათლების მიღებაში სხვას;
არავის აქვს უფლება ხელყოს სხვისი ჯანმრთელობა;
არავის აქვს უფლება შეუზღუდოს ან ჩამოართვას კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება სხვას;
არავის აქვს უფლება შეუზღუდოს ან ჩამოართვას სამეცნიერო პროგრესის შედეგებით სარგებლობის უფლება სხვას;
ხ
დემოკრატიულ
სამართლებრივ სახელმწიფოშიყველა ადამიანი,
განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების,რასის,სქესის,კანის
ფერის,პოლიტიკური მრწამსის,სოციალური მდგომარეობის,პირადი შეხედულებების,არის
მისთვის მინიჭებულ უფლებათა მატარებელი.(!)
დაუშვებელია ვინმეს შეზღუდვა და შევიწროვება მისი განსხვავებულობის გამო(!)
ხ
დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეს თავისი უფლებების და თავისუფლებების თვითშეზღუდვა(!) მოეთხოვება;
ბუნებისგან(თუ
ღმერთისგან) და კანონით(!) მინიჭებული უფლებებით(!) და თავისუფლებებით (!) სარგებლობისას,მას ეკისრება ვალდებულებაც(!) არ შელახოს სხვისი უფლებები;
ხ
საკუთარი ნებით ვინ იზღუდავს საკუთარ უფლებებს ?
შეგნებული,განათლებული,კულტურული მოქალაქე ,ადამიანი რომელმაც:
ა)იცის საკუთარი
უფლებები(!)
ბ)პატივს
ცემს გვერდზე მყოფთა უფლებებს(!)
გ)პატივს ცემს კანონს(!)
დ)ესმის საკუთარი მოვალეობებიც (!) სახელმწიფოს და საზოგადოების
წინაშე(!);
რა ხდება მაშინ ,როცა „შეუგნებელი“(!) მოქალაქე საკუთარი ნებით არ იზღუდავს თავის უფლებებს , პატივს არ სცემს სხვათა უფლებებს ?
ასეთ შემთხვევაში
დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო ვალდებულია,მიიღოს გარკვეული ზომები
სხვა ადამიანთა უფლებების დასაცავად;
წესრიგი ადამიანთა საზოგადოების არსებობის აუცილებელი პირობაა;
წესრიგი ქმნის საზოგადოებაში სტაბილურობისა (!) და უსაფრთხოების (!) განცდას.
საზოგადოება ვერ
განვითარდება ისეთ პირობებში,როდესაც ადამიანებს ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ,როდესაც
არ არსებობს გარანტიები მათი სიცოცხლის,საკუთრების დაცვის და მშვიდობიანი,უკონფლიქტო
ცხოვრებისთვის.
ქვეყანაში წესრიგის უზრუნველსაყოფად,სულ მცირე ,სამი რამ არის საჭირო:
1. გარკვეული წესების - კანონების არსებობა
2. კანონების აღსრულება სახელმწიფოს მიერ
3. კანონებისადმი საზოგადოების
მორჩილება
კანონი,რომელიც არ სრულდება
სახელმწიფოს მიერ,კარგავს საზოგადოების პატივისცემას და ,აქედან გამომდინარე უნარს უზრუნველყოს წესრიგი საზოგადოებაში;
მხოლოდ შიში
კანონის მიმართ არ უზრუნველყოფს წესრიგს ქვეყანაში.
ადამიანები
კანონს პატივსაც უნდა სცემდნენ,მათ უნდა ესმოდეთ(!),რომ კანონის დარღვევა
მათთვისვე მავნებელია.
საჭიროა უფრო მეტი „შეგნებული“ ადამიანი საზოგადოებაში.რაც
მეტი მით უკეთესი..
ხ
ესე- დისკრიმინაცია
დისკრიმინაცია არის საზოგადოების ერთი
ჯგუფის მიერ
მეორე ჯგუფის(ან ჯგუფი მიერ ადამიანის,ან ადამიანის მიერ ადამიანის) უფლებების
შეზღუდვა ან
დარღვევა მასზე
უპირატესობის მოპოვების
მიზნით.
დისკრიმინაციის სხვადასხვა ტიპი არსებობს. მიმოვიხილოთ
საქართველოში გავრცელებული დისკრიმინაციის ტიპები.
მტრობა
უცხოელთა მიმართ-ქსენოფობია - ხშირად სტერეოტიპულ აღქმებს ემყარება და არა ობიექტურ რეალობას , მაგალითად სტერეოტიპია:
" ყველა რუსი ოკუპანტია", " ყველა აზერბაიჯანელი ნარკორეალიზატორია
",“ყველა სომეხი მოღალატეა’’, და ა.შ.
სტერეოტიპიზაცია
ასევე ეხება ეთნიკურ უმცირესობებს ან ადგილობრივ თემებს ან ადგილობრივ ხალხებს.. „ყველა მეგრელი აფერისტია’’,“ყველა გურული გიჟია’’ ,“ყველა ოსი და აფხაზი მოღალატეა’’ და ა.შ.
ჰომოფობია(!) - ჰომოსექსუალის მიმართ ,იქნება ეს კაცი თუ ქალი, ზიზღი გამოწვეულია ქცევით, რომელიც მათი დისკრიმინატორების აზრით, არ შეესაბამება მათ სქესს.
„ ქალი მამაკაცებზე ფიზიკურად სუსტი და ნაკლები გონებრივი შესაძლებლობების მქონეა.ქალი მამაკაცს უნდა
ემორჩილებოდეს “-ასეთი დამოკიდებულება
ძირითადად გამოწვეულია საზოგადოების პატრიარქალური
კულტურით, რომელიც საუკუნეების
განმავლობაში ქალებს მეორეხარისხოვან და ძირითადად რეპროდუქციულ(შვილების გაჩენა) როლს აკისრებდა.
სამსახურებში ქალებს დაბალ პოზიციებს და
დაბალ ხელფასებს სთავაზობენ.მათ იშვიათად
აწინაურებენ.
ზოგიერთი კომპანია საერთოდ თავს არიდებს ახალგაზრდა ქალების დაქირავებას და ამჯობინებს ვაკანსიაზე
მამაკაცის აყვანას, მიზეზი არის ის რომ ახალგაზრდა ქალი პოტენციური
დედაა;ითვლება, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს გაცდენების ზრდა და კომპანიის
ზარალი.
დღევანდელ დასავლურ საზოგადოებებში(ახლა უკვე ქართულშიც) არსებობს
ახალგაზრდობის კულტი, ეს კულტი მოხუცებს არაფრად აგდებს ან ამცირებს, იმის
გაზრების გარეშე, რომ მათი მრავალწლიანი
გამოცდილება ფასდაუდებელი აქტივია;
ხანდაზმული ადამიანების
დისკრიმინაცია უმეტეს შემთხვევაში სამუშაო
ადგილებზე ხდება (ანუ მათ სამსახურებიდან
ისტუმრებენ)
მაგ. საქართველოში ასაკობრივი დისკრიმინაცია ე.წ.“ ვრდების
რევოლუციის“ შემდეგ დაინერგა ;სოროსელებმა (ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა
ჯგუფებმა ) 40 წლის ზევით(!) ვინც იყო ,ყველას საჯარო სამსახურები დაატოვებინეს და
უმუშევრად დატოვეს,რათა თავისი ახალგაზრდა
აქტივისტები დაესაქმებინათ და მოემადლიერებინათ;
შრომით სფეროშიც საქართველოში მრავალი
სახის დისკრიმინაცია ხორციელდება, რაც ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის საზოგადოების ზოგადი მდგომარეობის შესახებ.
დასაქმების სფეროში ,შეიძლება აღმოაჩინოთ
დისკრიმინაცია : ა) ეთნიკური ნიშნით
ბ)სქესის გ) ასაკის მიხედვით ; მაგ.ადამიანები 50- წელს ზემოთ ითვლებიან მოხუცებად
და კარგავენ სამუშოს მიღების შანსებს;
ამჟამინდელი, დასავლეთიდან კოპირებული ტენდენციაა ახალგაზრდების დაქირავება, რომლებიც შეიძლება" ჩამოყალიბდნენ " კომპანიების შეხედულების(!) და მოთხოვნების(!) შესაბამისად..
ამასთან, სამუშაოზე
აყვანისას არსებობს დისკრიმინაცია იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებსაც გამოცდილება
საერთოდ არ აქვთ; დამსაქმებლები ითხოვენ გამოცდილებას(!),
მაგრამ როგორ შეუძლიათ დამწყებ ახალგაზრდებს შეიძინონ იგი, თუ არავინ აიყვანს მათ ?
ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ეროვნება, ასაკი, სქესი ან გარეგნობა, დასაქმების(სამუშაოზე აყვანის) დროს დისკრიმინაციის ყველაზე თვალსაჩინო ფაქტორებია
საქართველოში ცალკეული ჯგუფები განსხვავებულად აზროვნების გამო უპირისპირდებიან ერთმანეთს .დაპირისპირებაში დამარცხებულები ექვემდებარებიან იდეოლოგიურ დისკრიმინაციას .პარტიულ
დაპირისპირებებს უფრო სასტიკი და
სისხლიანი სახე ჰქონდა გასულ
საუკუნეში,მაგრამ დღესაც არანაკლებ დაუნდობელი და სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს
ხელისუფლებისთვის.
დისკრიმინაცია
რომელიც ყოფს ხალხს
საქართველოში საკუთრების მიხედვით არის ეკონომიკური დისკრიმინაცია .
შემოსავლების ან საგანმანათლებლო შესაძლებლობების უთანასწორობით
გამოწვეული დისკრიმინაცია კი არის სოციალური დისკრიმინაცია.
იზრდება
დისკრიმინაცია
სკოლებში,
რომელსაც
ცოტა
ხნის
წინ
"ბულინგი"(!) უწოდეს, ამ ტიპის დისკრიმინაცია
წარმოადგენს თანატოლების
მიერ
სკოლაში
ზოგიერთ
ბავშვზე განხორციელებულ ფიზიკურ
ან
ფსიქოლოგიურ ძალადობას,
რადგან
ისინი
"განსხვავდებიან"
იმისგან,
რასაც
„სასკოლო საზოგადოება
‘’ მიიჩნევს მიღებულად, საინტერესოდ ან სასაცილოდ.ბულინგის მსხვერპლი თანატოლებს ზოგჯერ თვითმკვლელობამდე
მიჰყავთ;.
პოლიტიკური მოწინააღმდეგეების
დისკრიმინატორები ადრე თუ
გვიან თავად ხდებიან
ახალი ძალის მსხვერპლი.
სტერეოტიპებით მოაზროვნე ქსენოფობები,ჰომოფობები,ქალებზე მოძალადეები
საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციების და პროპაგანდის ა, პატრიარქალური ტრადიციების და
საკუთარი კომპლექსების მსხვერპლები არიან;
შრომით სფეროში
ხანდაზმულების,მომავალ დედების და დამწყებ ახალგაზრდა მამაკაცების დისკრიმინატორები კი სიხარბის
, მომხვეჭელობის და კონკურენციის შიშის და უპასუხისმგებლობის მსხვერპლები .
დისკრიმინაციის ყველა ფორმას უნდა ვებრძოლოთ !
„
შენ იქ იდექი, ამბობ, იმ დროსა
და იქამდინა მიუშვი მტერი,
რომ აცემინე მამა ბებერი?!
მითხარ, დედალო, რას აკეთებდი,
რას გეუბნოდა გული იმ დროსა?
იქ რომ მდგარვიყავ, ჩაგაძაღლებდი
ჯერ შენ და მერე იმ შენს ბატონსა…
რას უყურებდი? ნუთუ სეირსა, —
როგორ სწუწვნიდნენ მამა-შენს სისხლსა!..
ფუ, შენს ნამუსსა, მამა-შვილობას,
ფუ, შენს სახელსა, შენს ვაჟკაცობას!..
მამას გიკლავდნენ, არ იღებდი ხმას…
შენ იქ იდექი, გულით იძუნწე!
რა ოხრობასა აქნევდი მაგ ხმალს,
რომ ნაჭერ-ნაჭერ ხმლით არ აჰკუწე
სულწაწყმედილი შენი ბატონი!
ემაგ შერცხვენილ ხმლისა პატრონი
ჩემთან მოსვლასა როგორ ჰბედავდი?
ნუ მარცხვენ ყაჩაღს, გამეცა წადი…
შენ, ძმავ, ყაჩაღად არ ვარგებულხარ,
შენ დედაკაცად დაბადებულხარ,
ფუ, მაგ კაცობას! ‘’-
ილია ჭავჭავაძე, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ’’
ხ
ესე- ცუდ საზოგადოებაში ცხოვრებაზე
"თუ მგლებთან ცხოვრობ მგელივით უნდა იყმუვლო ."- რუსული ანდაზა
ბევრჯერ გვსმენია: "მგლებთან თუ ცხოვრობ ,
მგელივით უნდა იყმუვლო“ .
ეს ნიშნავს: გახდე ისეთივე, როგორიც საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობ, მოახდინო
ადაპტირება და იცხოვრო მისი წესებით,რათა გადარჩე.
ეს რუსული ანადაზა მიუთითებს ცუდ (აგრესიულ) საზოგადოებასთან
ურთიერთობის წესზე .ის ითხოვს ადამიანისგან დაიცვას საზოგადოების წესები.ცუდი, მაგრამ მაინც წესები.
ადამიანი ბუნებით არის სოციალური არსება,
ამიტომ ცდილობს იყოს საზოგადოების ნაწილი. ამისათვის ადამიანი ცდილობს როგორმე მიუდგეს
გარშემომყოფ ხალხს: ცდილობს თავი მოაწონოს მათ,
მოახდინოს მათზე კარგი შთაბეჭდილება , მიბაძოს სხვათა ქცევას, მოერგოს სხვათა
ინტერესებს და მიიღოს მათი წესები.
მაგრამ ეს ზოგჯერ დიდი შეცდომაა. ცუდ
საზოგადოებასთან ადაპტირება ნიშნავს გახდე მისი ნაწილი. გახდე ისეთივე , როგორც ის. შეიცვლო უარესისკენ . მიიღო და გაითავისო: ცუდი
თვისებები, ცუდი ქცევის წესები, ცუდი კოლექტიური აზრი . ეს კი ნიშნავს მოახდინო ასეთი საზოგადოების წახალისება.
არ არის აუცილებელი ცუდ საზოგადოებასთან ადაპტირება და გადარჩენის
გულისთვის საკუთარი თავის შეცვლა. გარშემო თქვენნაირი ბევრი ადამიანია. თქვენ
ყოველთვის შეგიძლიათ დატოვოთ ცუდი და იპოვოთ კარგი საზოგადოება. ინტერესებით,
მორალური თვისებებით და ქცევის ნორმებით თქვენთვის უფრო შესაფერისი და კომფორტული.
ხშირად გამოთქმა: „"მგლებთან თუ ცხოვრობ ,
მგელივით უნდა იყმუვლო“ , გამოიყენება ცუდი საქმეების გასამართლებლად. ეს
არასწორია, მორალური თვალსაზრისით. ეს ანდაზა იმათთვის არის სახელმძღვანელო, ვისაც პირადი სარგებლის
მიღება სურს. ასეთი ანდაზით თავის გამართლება ყოველთვის
ადვილია. უწმინდური საქმეები, რომლისაც ადამიანს
უნდა რცხვენოდეს, ხშირად მართლდება იმით რომ : " მე კი არ ვარ ასეთი, ცხოვრებაა ასეთი".
და შემდეგ კი იწყება „მგლური’’ ცხოვრების წესებით ცხოვრება: სხვების თავზე გადავლა,
ღალატი, მოპარვა, მოტყუება, დაპირისპირება, სხვა ადამიანების დარტყმის ქვეშ
დაყენება. საკუთარი თავის დარწმუნება , რომ " ყველა ასე
აკეთებს,ამიტომ მეც ასე მოვიქცევი."
მცდარია
მოსაზრება,რომ სამყარო „მგლური კანონით“
არის მოწყობილი .
ადამიანი თავად ირჩევს ვინ უნდა იყოს და რა სახის სამყაროში იცხოვროს .
მას ყოველთვის შეუძლია აირჩიოს უკეთესი საზოგადოება, რომელიც მისთვის უფრო შესაფერისია.
ცუდი საზოგადოება
ცდილობს მოგდრიკოთ, გაგხადოთ ისეთივე ,როგორიც თავად არის,რათა იმ წყეული საზოგადოების წევრები კომფორტულად
იყვნენ და თქვენ შეწყვიტოთ მათი ხელის შეშლა.ცუდი
საზოგადოება ეცდება , რომ თქვენ კი არ გეზიზღებოდეთ
მათი ქმედებები, არამედ პირიქით, მხარს
უჭერდეთ მათ. ეცდება , რომ იგივეს აკეთებდეთ ,რასაც ისინი აკეთებენ. ისინი გეტყვიან, რომ ეს არის ცხოვრება,
რომ ასე არის სამყაროში მიღებული და მოდი შენც
იცხოვრე ამ წესებით, რომ არ იყო გარიყული,მოკვეთილი,გაძევებული ან მოსპობილი.
მაგრამ არჩევანი
თქვენზეა.
ყველაფერი იწყება თქვენიდან . აჩვენეთ კარგი მაგალითით, როგორი უნდა იყოს ადამიანი და სხვები შეეცდებიან მოგბბაძონ თქვენ. თქვენს გარშემო ხალხი დაიწყებს შეცვლას, თქვენი მაგალითის შესაბამისად. იმ გზით, რასაც თქვენ აჩვენებთ და გარემო უკეთესობისკენ შეიცვლება. გამოიჩინეთ სიკეთე და ადამიანები უფრო კეთილები გახდებიან. გამოიჩინეთ თანაგრძნობა და ისინიც გამოიჩენენ. იზრუნეთ - და ისინიც იზრუნებენ. პატივიეცით -და პატივსგცემენ.
სანამ თქვენც ამორალურად იქცევით, ირგვლივ თქვენნაირებს
ამრავლებთ. თქვენ ცუდ მაგალითს უჩვენებთ ადამიანებს ,მერე კი გიკვირთ , რატომ არის ამდენი ბოროტება გარშემო. ეს ეხება
მათ, ვინც არასწორ არჩევანს აკეთებს ,როცა
აღმოჩნდება ბოროტების წინაშე. ვინც ხდება ისეთივე,
ნაცვლად იმისა ,რომ არ გახდეს ბოროტების თანაზიარი. თქვენ ყოველთვის უნდა დარჩეთ
ადამიანად და არ დაემსგავსოთ ცხოველებს,
როდესაც ამას თქვენგან მოითხოვს ცუდი საზოგადოება.
„დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,
აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არავინ არ სწყალობს,
წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ,
გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,
ხან შავაბიჯებ სერ-სერა;
დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს
ათასჯერ, განა ერთხელა;
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე ვმღეროდი…
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაიწეროდი!
ბარო, წარბნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაიკეროდი!..
ისევ მტერი ვარ იმისა,
ვისაც დღესნამდე ვმტერობდი,
იგივე მიყვარს, იგივე,
ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი.
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს, -
კეთილსა ვყვანდე ზიარად;
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზიანად…
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, -
ჯერ ისევა ვარ ფხიანად.“
ვაჟა ფშაველა
ხ
ტოტალიტარიზმი საზოგადოებას აავადებს- ესე ტოტალიტარიზმის საზოგადოებაზე გავლენაზე
„დიდი
ძმა გიყურებს!“ -ჯორჯ ორუელი,“1984’’
ისეთ სახელმწიფოებს,რომლებიც სრულად აკონტროლებენ თავიანთი მოქალაქეების ქცევას და აზროვნებას,ტოტალიტარულს უწოდებენ.
ტოტალიტარიზმი ევროპაში მე-20 საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში ყვაოდა.
ამჟამად ,მსოფლიოს სახელმწიფოებიდან ტოტალიტარულად ,რატომღაც
,მხოლოდ ჩრდილოთ კორეა ითვლება.
ჩემი აზრით,saxelmwifo, sadac ar xdeba adamianis uflebaTa xelyofa, ar arsebobs, უბრალოდ adamianis uflebaTa xelyofis sixSire gansxvavდება sxvadasxva qveyanaSi.
ძალმომრეობის და უსამართლობის პირობებში ცხოვრებისას ხალხი ტყუილს ეჩვევა.
ნაწყვეტში ,დემნა შენგელაიას რომანიდან „ბათა ქექია’’ , აღწერილია გადასახადის აკრება ცარიზმის დროს.ბათას ცემის შეეშინდა და მამასახლისს თავისი ერთადერთი (კაჭალი)თუმნიანი გადასცა.შემდეგ ეპიზოდში ბათა შურს იძიებს ხუცესზე,რომელმაც ამასწინათ თხა მოპარა,და მისგან ნათხოვარ იადგარის ფურცლებს ,ჩაფრებს და მამასახლისს ხელსახოცებად და თუთუნის გასახვევ ქაღალდებად ურიგებს.სახელმწიფო, რომელშიც ბათა ქექია ცხოვრობს ,ძალადობს საზოგადოებაზე.ბათამ იცის ,რომ ჩაფრები და მამასახლისი მასთან სულ ივლიან.ავტორი ტექსტში აღწერს ზნეობრივად დაცემულ საზოგადოებას. „სად არის ღმერთი ?სად არის სამართალი იმ თავისი მოყვასის სიყვარულით?“,-კითხულობს ბათა . ბათა ქექია ძალადობას და უსამართლობას ტყუილს და „კუდის ქიცინს“ ,ანუ მოჩვენებით ლოიალობას უპირისპირებს.
ტყუილი, ტყუილი, ტყუილი... ტყუილი-ხსნისთვის, ტყუილი- ცოდვის გამოსყიდვისთვის, ტყუილი-მიზნის მისაღწევად, ტყუილი-კარიერისთვის, კეთილდღეობისთვის, ბინისთვის... მთელი რუსეთი სიცრუით არის დაფარული, როგორც მუნით."- ვასილი შუკშინი ,რუსი მწერალი და კინორეჟისორი, სსრკ სამოცდაათიანი წლები
როცა მმართველი ძალა კარგავს მართვის უნარს,ის ძალაუფლებას ძალადობით და თაღლითობით ებღაუჭება.ხალხი კი ამ დროს ეშმაკობას და თაღლითობას იწყებს .ესეც ტოტალიტარიზმია ოღონდ უკვე გახრწნილი ტოტალიტარიზმი.ამის საუკეთესო მაგალითია ლეონიდ ბრეჟნევის საბჭოთა კავშირი.(ე.წ. „უძრაობის ხანა’’).
ცოლის მოტყუება უზნებაა,კლიენტის მოტყუება თაღლითობა,ხალხის მოყტუება პოლიტიკო,-თქვა მიხეილ ზადორნოვმა
თანამედროვე საზოგადოება,სადაც ყველა რატომღაც ისევ იტყუება-უზნეო, ტოტალიტარული საზოგადოებაა...
გვესმის : მტერი მოყვარეა,ქვეყანა დამოუკიდებელია ,ადამიანის უფლებები დაცულია ... მოღალატე გმირია ... და სხვა
როგორც ჩანს,ადამიანების უმეტესობა იდიოტია, მზად არის წავიდეს სიცრუეზე და თვის მოტყუებაზე, ყველაფრი უარყოს საკუთარ თავში უკანასკნელ მომენტამდე , ოღონდ სიმართლემ არ გაანადგუროს მათი წარმოსახვითი სამყარო...
„დაძლეთ
სიძულვილი სიყვარულით,სიცრუე-სიმართლით,ძალადობა-მოთმინებით,“-გვასწავლის მაჰათმა განდი
ხ
ესე - ადამიანის ცოდნით დაჩაგვრაზე
ცოდნას ადამიანი ადამიანის დაჩაგვრისა და მასზე ძალაუფლების მოპოვების ინსტრუმენტად იყენებდა და იყენებს..
ხ
„-სერაპიონამ ქე იცის ასოების გარჩევა,მოგეხმარებათ სერაპიონა.
-ახლა დავიღუპეთ ფესვიანად და ცოლშვილიანად.წელებს დაგვწყვეტს სერაპიონა მისი წილი მიწის თრევით !
-ვინ მისცემს მაგის ნებას! იცის ასოები და უნდა მოგვეხმაროს უსასყიდლოდ,აპა,რავა!
-კი ,აბა! მე წუღის შეკერვაც მეხერხება.რა ვქნა აწი,წუღებიც უსასყიდლოდ გიკეროთ თუ ?“- ჭაბუა ამირეჯიბი „დათა თუთაშხია“
ხ
განათლების ყველაზე განთქმული კერა იყო ათენის აკადემია(!),რომელიც ძ. წ. მე-4 საუკუნეში დაარსა პლატონმა და სადაც სახელგანთქმული წარმართი ფილოსოფოსები ასწავლიდნენ
სტუდენტები,რომლებიც ათენში სწავლობდნენ,იმდენად ამაყობდნენ თავიანთი განათლების სიღრმითა და ბრწყინვალებით,რომ მე-5 საუკუნის ერთ-ერთი ავტორის შენიშვნით"თავის თავს ნახევრად ღმერთებად მიიჩნევენ,ყველა დანარჩენს ნახევრად-ვირებად"(!)
ხ
პორტუგალიელებს,ისევე როგორც სხვა ევროპელ ზღვაოსნებს,გემებზე ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი-ქვემეხები და არკებუზები,მაშინ როცა არც ერთ ქვეყანაში აფრიკაში,აზიასა და ამერიკაში,სადაც ისინი მივიდნენ ასეთი იარაღი არ აღმოაჩნდათ.ეს ევროპელებს გადამწყვეტ უპირატესობას აძლევდა;
ხ
იმპერიალიზმის ეპოქაში ევროპელთა ბევრი კოლონიური სამფლობელო არაპირდაპირი წესით იმართებოდა:
კოლონიაში იქმნებოდა ახალი ბიუროკრატიული ადგილობრივი ელიტა,რომელსაც შეზღუდული ავტონომია ენიჭებოდა.
კოლონიების მკვიდრნი ახლადგახსნილ სკოლებში იზრდებოდნენ,სადაც მათ ევროპელ ხელისუფალთა მიმართ მოკრძალებასა და მორჩილებას აჩვევდნენ.
ხ
ცოდნით შეიარაღებული ევროპა აზიას,აფრიკას და ამერიკას ღვთის რისხვად მოევლინა:
"ქაჯნი სახელად მით ჰქვიან,არიან ერთად კრებულნი
კაცნი,გრძნებისა მცოდნენი,ზედა გახელოვნებულნი,
ყოველთა კაცთა მავნენი,ზედა გახელოვნებულნი
მათი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი,დაწბილებულნი.
„იქმენ რასმე საკვირველსა,მტერსა თვალსა დაუბრმობენ
ქართა აღძვრენ საშინელთა,ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
ვითა ხმელსა გაირბენენ,წყალსა წმიდად დააშრობენ,
სწადდეს -დღესა ბნელად იქმენ,სწადდეს -ბნელსა ანათობენ"
- რუსთაველი
ხ
სადუნი (გასომხებული ქურთი და მერე გაქართველებული) ტიპური მედროვე იყო, მან გაიძვერობით მლიქვნელობით და მონღოლურის ცოდნით და თარჯიმნობით მიაღწია იმას რომ საქართველოს მეფის ათაბაგად დანიშნეს. დემეტრეს მცირეწლოვნების დროს სწორედ სადუნი გახდა ქვეყნის მმართველი, მან პირადი ქონება განუზომლად გაზარდა.(თელავი,დმანისი,ყარსი ამისი იყო ამ დროს) მან დემეტრესთან დანათესავებაც მოახერხა. მეფის და ცოლად ჰყავდა,( მეფის დას არ მოსწონდა წარმართი მონღოლის ცოლობა, გამოექცა და თავი მთიულეთს შეაფარა , მანამდე სადუნმა მონღოლისგან იყიდა ეს გაქცეული ცოლი და ასე შეირთო); სადუნის ასეთი გაძლიერება არ მოსწონდათ ქართველ დიდებულებს მაგრამ მასთან ბრძოლა ძალზედ რთული იყო, რადგან სადუნს ზურგს მონღოლები უმაგრებდნენ. სადუნს სურდა მისდამი ასეთი უარყოფითი განწყობა შეენელებინა, ამიტომ ის მონღოლ გადასახადების ამკრეფებს(„ბასკაკებს“) ნამეტანი უსამართლობის ნებას არ აძლევდა. ეკლესიებსაც ბევრ შესაწირავს აძლევდა.(მაგ გარეჯის მონასტრებს)
ნეტა ვის ჰგავს ,ჰა ?
ხ
„ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყანა არ მენახა. ოთხი წელიწედი!..იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელესა და სინათლეს შუა ბედისაგან გადებული. მაგრამ ყველასთვის კი არა, მარტო იმისათვის, ვინც რუსეთში წასულა, რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს,- ფეხი აადგმევინოს. ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინსა და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომლიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლ- ყურძენაცა... ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთა-ქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა.“,- ილია ჭავჭავაძე "მგზავრის წერილები"
ხ
დღეს ქაჯეთში ასოებ ნასწავლი სერაპიონები ანუ „ნახევრად-ღმერთი“ ჭაბუკები და ასულები „ნახევრად-ვირ“ თანამემამულეთა დასაჩაგრად და ქაჯთა ინტერესების დასაცავად '"კოლონია-მამულში'' ბრუნდებიან...
იმედი აქვთ უცხოელთა მორჩილებას და მოკრძალებას ჩვეული „ბედნიერი ერი“ მათი წილი მიწის თრევითაც მოიწყვეტს წელს...ტყუილი იმედი აქვთ...თუმცა, ვინ იცის ...
ხ
დღევანდელ
ახალგაზრდობას
უფრო
მეტად
აღელვებს
სოციალური უთანასწორობით გამოწვეული პრობლემები,
ვიდრე
მათი მშობლების თაობას. -ესე სოციალურ უთანასწორობაზე
მიზეზია დარღვეული ბალანსი , მდიდრებისა
და ღარიბების ინტერესებს შორის, მდიდრების სასარგებლოდ.
დღეს სოციალური უთანასწორობა
ერთ-ერთი პრობლემაა ქართული საზოგადოების.
ხ
სოციალური უთანასწორობა არის ადამიანების დაყოფა საზოგადოებაში მათი სტატუსების
საფუძველზე, რაც იწვევს მატერიალური სიკეთეების მოხმარების არათანაბარი შესაძლებლობების გაჩენას.
ხ
სოციალური უთანასწორობა შეიძლება გამოვლინდეს
სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ამ ფორმათაგან ძირითადია
მოსახლეობის დაყოფა ღარიბებად და მდიდრებად.
ხ
სოციალური უთანასწორობის ნიშნები დამახასიათებელია
კაცობრიობის განვითარების ყველა პერიოდისთვის,
გამონაკლისის გარეშე. თუ პრიმიტიულ საზოგადოებაში საზოგადოების ფენებს შორის უთანასწორობა
მინიმალური იყო და მხოლოდ ბელადებს და ქურუმებს
ჰქონდათ გარკვეული პრივილეგიები, შემდეგში პროცესმა დაიწყო გაღრმავება. მონობის გაჩენა , ფენებად ან
კასტებად დაყოფა დამახასიათებელი იყო ქვეყნების
უმეტესობისთვის, ხოლო ინდოეთში კასტების სისტემა
დღემდე არსებობს.
ხ
დღეს საკუთარი თავის წარმატებული რეალიზაცია ახალგაზრდა ადამიანისთვის
შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს გარკვეული უნარები(!), რაც მას
საშუალებას მისცემს მიაღწიოს სასურველ სტატუსს(პოზიციას,მდგომარეობას)
საზოგადოებაში.
უნარებში არ იგულისხმება მხოლოდ პროფესიული უნარები და ცოდნა(!)
( ანუ მხოლოდ ეს საკმარის არ არის), არამედ პირადი თვისებებიც(!), რომლებიც
საშუალებას მისცემს მას განავითაროს კარიერა.(მაგ. საჭიროა პირადი თვისებებია:
კომუნიკაბელურობა, ემოციების მართვა,იუმორი და ა.შ.)
დღეს მიზანდასახული
ახალგაზრა ადამიანები ცდილობენ აიმაღლონ თავიანთი სტატუსები, რადგან
მაღალი სტატუსები გულისხმობენ : ფინანსური
კეთილდღეობას, შესაძლოა სახელისუფლებო უფლებამოსილებასაც, მაღალ წრეებში კავშირებს
და ა.შ.
ხ
თანამედროვე საზოგადოებას ახასიათებს
ადამიანების დაყოფა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით(ანუ აი, რითი ფასდება დღევანდელ ქართულ
საზოგადოებაში ადამიანი):
· შემოსავალი- გამოხატული ფულადი ფორმით, და მიღებული შრომის
სანაცვლოდ ან
საკუთრების ფლობით (იჯარა,რენტა)
·
ძალაუფლება -ინდივიდის
გარშემო მყოფი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ექვემდებარებიან მის გადაწყვეტილებებს მათი ნების საწინააღმდეგოდ;
·
განათლება-ცოდნისა და უნარების შეძენაზე დახარჯული დროის ოდენობა, ასევე საზოგადოებაში ამ ცოდნის
და ამ უნარების მნიშვნელობის ხარისხი;
·
პრესტიჟი -ხალხის პატივისცემის დონე კონკრეტული
ადამიანის სოციალური სტატუსის მიმართ.
ხ
სოციალური უთანასწორობა არის
გლობალური პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოზე.
სოციალურ უთანასწორობას
პირდაპირი კავშირი
აქვს ისეთ
სოციალურად ნეგატიურ
მოვლენებთან, როგორიცაა:
* კრიმინალი
;
* ოჯახური
ძალადობა ;
* ალკოჰოლიზმი და ნარკომანია ;
*
ფსიქიკური და
ფიზიკური ჯანმრთელობის
დარღვევები.
სოციალური უთანასწორობის შედეგად, ქვეყანაში
წარმოიქმნება სოციალური დაძაბულობა ,რამაც
მომავალში შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ქმედებები,
კონფლიქტები, როგორც მოქალაქეებს შორის, ასევე მოსახლეობასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის;
ეკონომიკაში სოციალური უსამართლობა
გამოიხატება შემოსავლის
ოდენობასა და ჩადებულ შრომას შორის შეუსაბამობაში.(!) ადამიანები, რომლებიც რეალურად მუშაობენ ფიზიკურად და ხარჯავენ
მნიშვნელოვან ძალისხმევას, ბევრჯერ ნაკლებს იღებენ, ვიდრე წარმოებისა საშუალებების(მეწარმეები) და ფინანსური კაპიტალის(ბანკირები) მფლობელები.
„ვინა ჰშრომობდა და ვინა ჰძღება,
ღმერთო, სად არის აქ სამართალი?!.“
ილია ჭავჭავაძე „აჩრდილი“
ხ
შესაძლებელია თუ არა სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა?
მსოფლიო ისტორიაში არ არსებობდა
პერიოდი, როდესაც არ ხდებოდა საზოგადოების
დაყოფა სოციალური თვალსაზრისით, მაგრამ სიტუაცია მართლაც უარყოფითი ხდება მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გამოხატული მიკერძოება ერთი მიმართულებით(მდიდრებისკენ
ან ღარიბებისკენ).
სოციალური
უთანასწორობა(!) მოითხოვს მდიდრების და ღარიბების ინტერესების ისეთ
ბალანსს(!), რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება
საზოგადოებისა და ეკონომიკის დინამიური განვითარება.
ხ
დღეს გლობალურ კონტექსტში რამდენიმე ძირითადი ტენდენციაა:
·
საზოგადოებებში
სოციალური უთანასწორობის გაღრმავება:
შეზღუდული წრის ხელში კაპიტალის კონცენტრაცია ,მაშინ როცა კაცობრიობის მნიშვნელოვან ნაწილი ვერ იკმაყოფილებს
მოთხოვნილებების მინიმუმს (საკვები, სუფთა წყალი, განათლება, მედიცინა).
· შემოსავლების უთანასწორობის
ზრდა:
ე.წ.„ტოპ“ მენეჯერების ხელფასების ზრდის მაღალი ტემპები და მუშათა კლასის წარმომადგენლების ხელფასის ზრდის დაბალი ტემპი
·
უმუშევრობის
ზრდა:
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს მსოფლიოში მინიმუმ 400 მილიონი უმუშევარი იყო
ხ
დღევანდელი სახელმწიფოები სოციალურ უთანასწორობის დაბალანსებას
ასე ცდილობენ:
* აფართოებენ სოციალური მომსახურების სფეროს;
( მაგ. ღარიბაშვილი პოლიციელებს და სამხედროებს და დევნილებს
ბინებს უშენებს)
* ანვითარებენ უფასო მედიცინასა და განათლებას
შენიშვნა : არადა სსრკში- უმაღლესი განათლებაც უფასო
იყო,არა მარტო ჯანდაცვა
* ცდილობენ
დაიცვან მოსახლეობის მოწყვლადი სეგმენტების სოციალური უფლებები
* გამოყოფენ მოსახლეობის პრივილეგირებულ კატეგორიებს და ახდენენ
მათი დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს ფორმირებას;
* ქმნიან
სამუშაო ადგილებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის;
* კრძალავენ დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით სამუშაოზე
აყვანისას
და
სხვა.
„არ არსებობს საზოგადოება ქონებრივი უთანასწორობის გარეშე.ამდენად
საზოგადოება ვერ იარსებებს რელიგიის გარეშე,რადგან შეუძლებელია დაარწმუნო ადამიანი,რომელიც
შიმშილით კვდება,მაშინ,როცა სხვა მის გვერდით ფუფუნებაში ცხოვრობს,შეეგუოს ამ უსამართლობას,თუ
არ იარსებებს ავტორიტეტი,რომელიც ეტყვის მას:
„ღმერთმა ინება ასე,რომ ამქვეტყნად მდიდრები და ღარიბები არსებობდნენ,სამაგიეროდ,იმქვეყნად
გელით ცხონება... მე რელიგიაში ღვთიური განსახიერების საიდუმლოს კი არა,საზოგადოებრივი
წყობის საიდუმლოს ვხედავ’’ ,-
ნაპოლეონ ბონაპარტი
Комментарии
Отправить комментарий