ცივი ომი- მოვლენები,თარიღები

 


 

 

იზოლაციონიზმი-აშშ-ს საგარეო პოლიტიკური ტრადიცია სახელმწიფოს დაარსების დღიდან მოყოლებული,რომლის მიხედვითაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მოქმედების სფერო იფარგლება ამერიკის კონტინენტით.იზოლაციონიზმი განმტკიცდა 1823 წ. პრეზიდენტ მონროს დოქტრინის -„ამერიკა ამერიკელებს’’- გამოცხადებით.ამ დოქტრინის თანახმად აშშ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გარეშე ძალების(ევროპის) შეჭრას „ახალ სამყაროში’’ და თავის მხრივ უარს ამბობდა ევროპის საქმეებში ჩარევაზე.იზოლაციონიზმის პოლიტიკა დაირღვა პირველი მსოფლიო ომის დროს,დროებით ისევ აღდგა ორ მსოფლიო ომს შუა პერიოდში და კვლავ დაირღვა შეერტებული შტატების ჩართვით მე-2 მსოფლიო ომში.

 

                                       „ატლანტიკის ქარტია’’

 

1941 წლის აგვისტოში რუზველტისა და ჩერჩილის მიერ ხელმოწერილი „ატლანტიკის ქარტია’’,რომელსაც მოგვიანებით საბჭოთა კავშირიც შეუერთდა.

 

ატლანტიკის ქარტიის ზოგადი პრინციპები იყო:

ა. ერთა თვითგამორკვევის უფლება

ბ.მათი პოლიტიკური არჩევანის თავისუფლება;

გ.“ღია კარის’’ პრინციპი მსოფლიო ვაჭრობაში;

დ.საზღვაო მიმოსვლის თავისუფლება

ე.ძალისმიერი პოლიტიკის საყოველთაო უარყოფა

მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო წესრიგის დამკვიდრება;

ქარტიის ბევრი პრინციპი პრეზიდენტ  ვ.უილსონის „14 პუნქტის“ ძირითად დებულებებს იმეორებდა.

 

                                                         „ცივი ომი’’

 

„ცივი ომი“- ტერმინი აღნიშნავს კონფრონტაციას შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის გარშემო შეკრულ ორ ბლოკს შორის.

თერმობირთვული კატასტროფის შიშით დაპირისპრებულ მხარეებს უშუალოდ ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღი არ გამოუყენებიათ,ანუ საქმე“ცხელ ომამდე’’ არ მიუყვანიათ.

·        მე-2 მსოფლიო ომით დაუძლურებულმა საფრანგეთმა და ინგლისმა პირველობა აშშ-ს დაუთმეს;

·        ამერიკელებმა იტვირთეს დასავლური სამყაროს ლიდერის  ფუნქცია;

მათი ტრადიციული იზოლაციონიზმი წარსულს ჩაბარდა;

 

                                                      „ერთიანი მსოფლიო ს‘’ კონცეფცია

 

აშშ-ს წარმოდგენა ახალ მსოფლიო წესრიგზე ჩამოყალიბდა „ერთიანი მსოფლიოს’’ კონცეფციის სახით;

„ერთიან მსოფლიოშ’’ მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი „ერთიანი თავისუფალი ბაზარი“ უნდა გამხდარიყო;

კონცეფციის მიხედვით,  „ერთიან,თავისუფალ სამყაროში’’ დემოკრატიის, სამრეწველო-ტექნიკური და სოციალური პროგრესის გამავრცელებელი აშშ უნდა ყოფილიყო;

                                                ცივი ომის პირველი მიზეზი

 

·        მაგრამ,სწორედ „ერთიანი მსოფლიოს,ერთი შეხედვით ლიბერალურ საეთაშორისო სისტემაში იმალებოდა წინააღმდეგობა,რომელიც“ცივი ომის’’ მიზეზი გახდა;

·        კერძოდ,ე.წ.“თავისუფალი ბაზარი’’ კარს ფართოდ  უღებდა ამერიკულ ეკონომიკურ იმპერიალიზმს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში;

 

·        ახლად მოპოვებულ ბაზრებს შენარჩუნება უნდოდა,ასე რომ ეს ქვეყნები ექცეოდნენ შეერთებული შტატების პოლიტიკური ,ზოგჯერ კი სამხედრო გავლენის ქვეშ;

 

                                                      ცივი ომის მე-2 მიზეზი

 

·        მეორე მხრივ, ომში ყოფილი მოკავშირეების შეურიგებელ მოწინააღმდეგებად გადაქცევის და მათ შორის „ცივი ომის’’ დაწყების მიზეზი საბჭოთა ექსპანსონიზმი გახდა.

·        საბჭოთა კავშირმა უგულებელყო „ატლანტიკური ქარტიის“ ერთ-ერთი მთავარი პრინციპი,შელახა  ერთა თვითგამორკვევის უფლება,ისარგებლა ომში გამარჯვებულის მდგომარეობით და სამხედრო ძალით დაიწყო საკუთარი გავლენის სფეოს მოპოვება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში;

·        ამ რეგიონების სახელმწიფოებში კრემლის მორჩილი რეჟიმების შექმნით,საბჭოთა კავშირმა დასავლეთის გავლენის გავრცელებისგან თავი შემოიზღუდა იძულებით მოკავშირეთა სარტყელით.(ბუფერული ქვეყნებით)

 

 

                  შენიშვნა: ამჟამად რუსეთი ცდილობს უკრაინა ბუფერულ ქვეყნად აქციოს

 

 

                                      რკინის ფარდა

 

·        დასავლეთი კომუნისტური ექსპანსიის გავრცელების შიშმა შეიპყრო და ჩერჩილმა ქ. ფულტონშ(აშშ.) გამოსვლისას 1946 წ.-ს,მოუწოდა მსოფლიოს თავისუფალ ერებს ჯვაროსნული ლაშქობისკენ კომუნიზმის წინააღმდეგ;

 

·        ჩერჩილის თქმით,“აღმოსავლეთ ევროპას რკინის ფარდა ჩამოეფარა“

 

 

                                              „შეკავების’’(containment) დოქტრინა“

 

·        ამ დოქტრინის ავტორი იყო აშშ-ს ყოფილი ელჩი სსრკ-ში ჯორჯ ფ.კენანი

 

·        მისი აზრით სსრკ-ს ექსპანსია დასავლეთს,კერძოდ აშშ-ს,უნდა შეეკავებინა ძალისმიერი პოლიტიკით,ხოლო მოსკოვის გავლენის რბილი ძალით გავრცელება(კომუნისტური პარტიების ამოქმედება) დასავლეთ ევროპის ქვეყნებში(საფრანგეთი,იტალია)- ამ ქვეყნების უხვი ეკონომიკური დახმარებით;

 

            კენანის დოქტრინა ამოქმედდა,როცა“გაწითლების’’ საფრთხე საბერძნეთსაც დაემუქრა;

 

                                             „ტრუმენის დოქტრინა’’

 

·        1947 წ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა გამოაცხადა მზადყოფნა ყოველმხრივ დახმარებოდა არა მხოლოდ ამ ბალკანურ ქვეყანას,არამედ ზოგადად „თავისუფალ ერებს’’ მათ ბრძოლაში შინაური შეიარაღებული უმცირესობისა თუ გარეშე ძალების წინააღმდეგ.

·        „ტრუმენის დოქტრით’’ გათვალისწინებულმა სამხედრო და ეკონომიკურმა დახმარებამ დასავლეთისთვის სასურველი შედეგი გამოიღო საბერძნეთში ,ბერძენი კომუნისტები დამარცხდნენ;

·        შეერთებულმა შტატებმა შეძლო ბალკანეთზე საბჭოთა გავლენის გაფართების შეჩერება;

 

 

                                                                      მარშალის გეგმა !!!!

 

·        სსრკს- ექსპანსიის „შეკავების’’ კიდევ ერთი ხერხი დასავლეთ ევროპის მე-2 მსოფლიო ომისშემდეგ  დანგრეული ეკონომიკის აღდგენა იყო.

 

·        ეკონომიკურად ძლიერი ევროპა კომუნიზმისთვის გადაულახავ სიმაგრედ უნდა ქცეულიყო.

·        1947 წ. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა,ევრპას ეკონომიკის აღდგენის პროგრამა შესთავაზა.

·               ევროპის სახელმწიფოებმა კი 1948 წ-ს შექმნეს „ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია’’ OEEC-მარშალის გეგმის მაკოორდინირებელი ორგანო;

·        1948-52 წ-ში ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა აშშ-სგან მიიღეს 14 მილიარდ დოლარად შეფასებული დახმარება ნედლეულის,საქონლის და კაპიტალის სახით;

 

 

 

კომინფორმი-„კომუნისტური საინფორმაციო ბიურო’’-კომინტერნის მემკვიდრე ორგანიზაცია. სსრკ-ს და აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური პარტიების  გარდა მასში მონაწილეობდნენ იტალიის და საფრანგეთის კომპარტიების ლიდერები;

 

                                                     ორი  დაპირისპირებული ბანაკის თეორია.

 

„მსოფლიო გაყოფილია ორ ურთიერთდაპირისპირებულ კაპიტალისტურ(იმპერიალისტურ) და სოციალისტურ ბანაკად.“

 განაცხადა 1947 წ-ს კომინფორმის დამფუძნებელ კონფერენციაზე საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟდანოვმა.

·         საბოლოოდ გაქარწყლდა საბჭოთა კავშირთან „ერთიანი  მსოფლიოს“ კონცეფციით გათვალისწინებული თანამშრომლობის იმედი.

·        დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთობა აშკარა,შეუფარავ კონფრონტაციაში გადაიზარდა;

·        მსოფლიო ჯერ ეკონომიკურ ბლოკებად გაყოფილი აღმოჩნდა;

                               „ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო“

 

·        საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები „ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოში “ გააერთიანა

·        ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები გახდნენ : საბჭოთა კავშირი,ბულგარეთი,უნგრეთი,რუმინეთი,პოლონეთი,ალბანეთი,ჩეხოსლოვაკია,

·        1950 წ-ს კავშირს შეუერთდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ანუ გდრ-ი

 

ბენილუქსი- სამი ევროპული სახელმწიფოს -ბელგია ,ნიდერლანდი,ლუქსემბურგი- ერთიანი, შემოკლებული სახელწოდება

 

                                                       „ნატო“ და „ვარშავის პაქტი“- ბიპოლარიზაცია

 

·        დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის(„ნატოს“) შექმნას ბიძგი მისცა 1948 წელს მომხდარმა ორმა მოვლენამ-სახელმწიფო გადატრიალებამ ჩეხოსლოვაკიაში,სადაც საბჭოთა კავშირის ზეწოლით,მრავალპარტიული,დემოკრატიული მთავრობა მოსკოვის მორჩილი კომუნისტური რეჟიმით შეიცვალა და,საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ბერლინის ბლოკირებამ;

 

·        1948 წელს 5 ევროპული სახელმწიფოს-დიდი ბრიტანეთის,საფრანგეთის, და ბენილუქსის ქვეყნების წარმომაგენლები შეიკრიბნენ ბრიუსელში და დადეს ევროპაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდაცვისა და ურთიერთდახმარების პირობა.

 

·        ერთი თვის შემდეგ,ხელისმომწერმა სახელმწიფოებმა მხარდაჭერის თხოვნით მიმართეს აშშ-ს.

 

·        მომავალი სამხედრო-პოლიტიკური კავშირის კონკრეტული ფორმის საკმაოდ ხანგრძლივი ძიების შემდეგ,1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში ორმა ამერიკულმა(შშ,კანადა) და ათმა ევროპულმა(ბრიუსელის პაქტის წევრი 5 ქვეყანა,იტალია,დანია,ისლანდია,ნორვეგია,პორტუგალია) სახელმწიფომ შეკრა „ჩრდილო ატლანტიკური კავშირი-ნატო’’.(North Atlantic Treaty Organization)

 

·        1955 წ.-ს,ნატოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გაწევრიანების შემდეგ,საბჭოთა კავშირმა შექმნა

 

სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია “ვარშავის კავშირი’’(1955  წლის 14 მაისი)

 

„ვარშავის კავშირში შევიდნენ:

 

პოლონეთი,ბულგარეთი,ჩეხოსლოვაკია,რუმინეთი,გდრ,ალბანეთი(გავიდა კავშირიდან 1968 წ-ს)

 

·        ნატოს  და „ვარშავის ხელშეკრულების“ შექმნით მსოფლიოში დასრულდა ბიპოლარიზაციის (ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკად,ორ პოლუსად დაყოფის ) პროცესი.

 

 

შენიშვნა:

ამჟამად რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ იქცნენ ერთპოლუსიანი მსოფლიოს(აშშ)  კიდევ ორ პოლუსად ; ეს არის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების  შესაძლო შედეგი;

·        1949 წლის აგვისტოში საბჭოთა კავშირში გამოსცადეს ატომური ბომბი(ნატოს შექმნიდან რამდენიმე თვეში)

.აშშ-ს ატომურ მონოპოლიას 4 წელიწადში ბოლო მოეღო.

·        1949 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა.

·        კომუნიზმი არა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე,არამედ აზიაშიც გავრცელდა.

·        დასავლეთი  „მსოფლიო კომუნიზმის“ შიშმა შეიპყრო.

 

                              „ცივი ომის“ ცხელი შემადგენელი. ომი კორეაში

 

·        იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ კორეა(1910 წლიდან იაპონიის კოლონია),ისევე,როგორც გერმანია, საოკუპაციო ზონებად დაიყო

·        38-ე პარალელის ჩრდილოეთით მდებარეობდა საბჭოთა,სამხრეთით კი ამერიკული საოკუპაციო ზონა.

·        1948 წელა ჩრდილოეთ კორეა“სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკად’’ გამოცხადდა.ხელისუფლების სათავეში კომუნისტები მოვიდნენ.

·        სამხრეთს კი პროამერიკული ავტოკრატიული საპრეზიდენტო რეჟიმი(ავტოკრატიული-ერთპიროვნული,შეუზღუდავი ძალაუფლება) მართავდა.

·        1949 წელს საბჭოთა საოკუპაციო ჯარებმა დატოვეს ქვეყანა.

·        კორეა გაყოფილი რჩებოდა.(!)

·        1950 წლის ივნისში ჩრდილოეთ კორეამ,საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით,წამოიწყო ლაშქრობა სამხრეთის წინააღმდეგ,მისი მარიონეტული რეჟიმისგან გათავისუფლების და ქვეყნის მთლიანობის აღდგენის მოტივით.

·        ბუნებრივია,კორეის ერთიანი სახელმწიფო კომუნისტური უნდა გამხდარიყო.

·        გაერომ(!)ჩრდილოეთ კორეას ბრძოლის შეწყვეტა და დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება მოსთხოვა.

·        ჩრდილოეთ კორეა ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

·        გაერომ იქ საერთაშორისო ჯარები გაგზავნა.(!)

·        გაეროს სამხედრო ოპერაციას(!) ამერიკელი გენერალი დაგლას მაკარტური ხელმძღვანელობდა.(!)

·        ინტერნაციონალურმა ჯარებმა გაათავისუფლეს სამხრეთ კორეა,გადალახეს საზღვარი(38-ე პარალელი) და განაგრძეს ბრძოლა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე(!)

·        მაშინ კომუნისტური კორეის დასახმარებლად ჩინეთიდან 300 000  „მოხალისე’’ დაიძრა.

·        გენერალი მაკარტური და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები ვაშინგტონში ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის სრულ განადგურებას და ჩინეთზე ატომური იერიშის მიტანას მოითხოვდნენ(!)

·        მაკარტური და მისი თანამოაზრეები მოითხოვდნენ ამ ომში ატომური იარაღის გამოყენებას.(!)

·        მაგრამ პრეზიდენტმა ტრუმენმა,რომელსაც ასევე ბევრი თანამოაზრე ჰყავდა ,როგორც შეერთებულ შტატებში,ისე ევროპაში,არ დაუშვა ლოკალური კონფლიქტის მსოფლიო ომად გადაქცევა.(!)

·        ორ კორეულ სახელმწიფოს შორის აღდგა სადერმაკაციო ხაზი.

·        1953 წ-ს კი დაიდო საზავო ხელშეკრულება.

 

შენიშვნა:

უკრაინის ომი ალბათ ასეთი სადერმაკაციო ხაზის გავლებით და უკრაინის გაყოფით დასრულდება

 

                                                 აშშ-ს       ‘’უკუგდების დოქტრინა’’

 

·        50-იანი წლების პირველ ნახევარში(სტალინის სიკვდილის შემდეგ) კიდევ უფრო გამკაცრდა დასავლეთის პოლიტიკა აღმოსავლეთის მიმართ;

·        1954 წელს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ფ. დალესმა გამოაცხადა „უკუგდების(roll back)  ახალი დოქტრინა;

·        დასავლეთს არა თუ ხელი უნდა შეეშალა კომუნიზმის გავრცელებისთვის(ტრუმენის „შეკავების დოქტრინა’’),არამედ შეესუსტებინა მისი პოზიციები უკვე დაპყრობილ ტერიტორიაზე,შეევიწროვებინა კომუნიზმი მის გავლენის სფეროებში;

·        „უკუგდების’’ პოლიტიკურ დოქტრინას თან ერთვოდა „მასირებული შურისგების’’(massive retaliation) სამხედრო დოქტრინა,რომლის თანახმადაც აშშ-ს,ან მისი მოკავშირეთა წინააღმდეგ მიმართული აგრესიისათვის,აშშ-ს თავდამსხმელისათვის ატომური დარტყმით უნდა მიეგო სანაცვლო;

·        „უკუგდების დოქტრინის“ შესაბამისად,დასავლეთმა დაიწყო ნატო-ს განმტკიცება.

·        50-იანი წლების პირველ ნახევარში შეიქმნა სხვა რეგიონული სამხედრო-პოლიტიკური კავშირები;

·        კორეის ომის ერთ-ერთი შედეგი იყო შორეული აღმოსავლეთის რეგიონში თავდაცვითი ორგანიზაციის შექმნა;

·        1954 წელს აშშ-მ,ინგლისმა,საფრანგეთმა,ავსტრალიამ,ახლმა ზელანდიამ,პაკისტანმა,ტაილანდმა და ფილიპინებმა დადეს ხელშეკრულება „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კავშირის“-სეატოს შექმნის შესახებ.(Southeast Asia Treaty Organization)

·        სეატო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უსაფრთხოების გარანტი უნდა ყოფილიყო;

·        1955 წელს მსგავსი კავშირი შეიკრა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სახელმწიფოებთან;

·        ერაყმა,თურქეთმა,ირანმა,პაკისტანმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს „ბაღდადის პაქტს’’.აშშ ამ ორგანიზაციაში „დამკვირვებლის’’ სტატუსით გაწევრიანდა(!)

·        1958 წ-ს ორგანიზაცია დატოვა ერაყმა(ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად)

·        1959 წლიდან კავშირი არსებობდა“ცენტრალური კავშირის“ -სენტო-ს სახელწოდებით

·        სენტო-მ იარსება 1978 წლამდე;

 

 

                                                      „შიშის წონასწორობა“

 

·        ორი მტრული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ან ბანაკის საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ (1955),მათ შორის დაიწყო შეჯიბრი  შეიარაღებაში.(ე.წ.. გამალებული შეიარაღება)

·        1952 წ-ს აშშ-ს უკვე ჰქონდა-წყალბადის ბომბი; ერთი წლის წემდეგ ასეთივე იარაღი შექმნა საბჭოთა კავშირმაც;

·        1952 წლიდან დიდი ბრიტანეთი

·        19960 წლიდან  საფრანგეთი

·        1964 წლიდან ჩინეთი

·        1974 წლიდან ინდოეთი

·        1998 წლიდან პაკისტანი

გახდნენ ატომური სახელმწიფოები

·        ატომური იარაღი აქვს ასევე ისრაელს.

 

·        50-იანი წლების მე-2 ნახევარში იქმნება  ატომური იარაღის მატარებელი სისტემები;

·        სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავები;

·        წყალქვეშა ნავები

·        რაკეტები(მცირე და საშუალო რადიუსის მქონე(5500 კმ-მდე) და სტრატეგიული კონტინენტთაშორისი 5500-კმ.-დან და ზევით)

·        აშშ   ხელმისაწვდომი გახდა საბჭოთა კონტინენტთაშორისი რაკეტებისათვის და პირიქით.

·        შესაბამისად,“მასირებული შურისგების’’ სამხედრო დოქტრინამ  აზრი და ძალა დაკარგა;

             ხ

·        1957 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა,რამაც დასავლეთში ნამდვილი“სპუტნიკ-შოკი’’ გამოწვია;

·        მსოფლიოში დამყარდა ე.წ. „შიშის წონასწორობა’’.

 

                                              აშშ-ს   „უკუგდების დოქტრინის“ კრახი

 

·        50-იანი წლების მე-2 ნახევრის მოვლენებმა  (1953 წლის გდრ-ის და 1956- წლის უნგრეთის) გამოავლინა აგრეთვე  დალესის |“უკუგდების’’ დოქტრინის უმოქმედობაც;

·        აშშ-მ ვერ გაბედა სამხედრო ძალით დახმარებოდა გერმანელებს და უნგრელებს მათ ბრძოლაში თავსმოხვეული კომუნისტური რეჟიმების და მათი დამცველი საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ;

 

შენიშვნა : ცოცხალი სამხედრო ძალით ახლაც ვერ ბედავენ უკრაინის დახმარებას.

 

                                             „მშვიდობიანი თანაარსებობის’’  პრინციპი -ხრუშჩოვის დოქტრინა

 

·        50-იანი წლების მე-2 ნახევარში ახალმა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა სსრკ-ს საგარეო დოქტრინის(პოლიტიკის) საფუძვლად „კაპიტალისტური’’ და „სოციალისტური’’ სისტემების „მშვიდობიანი თანაარსებობის’’ ლენინური პრინციპი გამოაცხადა;

·        ორ სისტემას შორის სამხედრო კონფრონტაცია მათ შორის ეკონომიკური შეჯიბრებით უნდა შეცვლილიყო;

·        ამასთანავე,არ უნდა შემწყდარიყო „იდეოლოგიური ბრძოლა’’(დღეს საინფორმაციო ომს ეძახიან) „კაპიტალისტურ ბანაკთან’’.

 

 

                                              კუბის რევოლუცია და კარიბის კრიზისი

 

·        1959 წელს კუბაში დაემხო ბატისტას დიქტატორული,მაგრამ პროამერიკული რეჟიმი.

·        ძალაუფლება ხელში აჯანყებულთა ლიდერმა ფიდელ  კასტრომ აიღო.

·        შეერთებულმა შტატებმა არ ცნო კასტროს ხელისუფლება.

·        მაშინ კუბის ახალმა მთავრობამ სხვა მფარველებს დაუწყო ძებნა და მალე საბჭოთა გავლენის ქვეშ მოექცა.

·        1960 წელს დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა კუბასა და საბჭოთა კავშირს შორის

·        აშშ-მ ამ კავშირს კუნძულის ეკონომიკური ბლოკადით(სანქციებით) უპასუხა.

·        აშშ-მ უარი თქვა კუბური ლერწმის შაქრის შესყიდვაზე,რაც დაღუპვას უქადდა კუნძულის მონოკულტურულ მეურნეობას(კუბა ერთადერთი აგრარული პროდუქტის-შაქრის ლერწმის- ექსპორტით ცხოვრობდა)

·        კუბურ შაქარს გამოუჩნდა მყიდველი საბჭოთა კავშირის სახით;

·        თანდათან იზრდებოდა კუბის დამოკიდებულება საბჭოთა კავშირზე;

·        1961 წლის დასაწყისში კასტრომ თავის აჯანყრბას“მუშათა და გლეხთა რევოლუცია’’ უწოდა,კუბა კი მარქსიზმ-ლენინიზმზე დაფუძნებულ სოციალისტურ სახელმწიფოდ გამოცხადდა;

·        1961 წლის იანვარში აშშ-მ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა კუბასთან.

·        პრეზიდენტ ეიზენჰაუერის განკარგულებით გვატემალაში დაიწყო ანტიკასტრო  კუბელი ემიგრანტების სამხედრო წვრთნა;მათი ხელით აპირებდა აშშ კასტროს რეჟიმის დამხობას;

·        ამ გეგმის განხორციელება მოუხდა ახალ პრეზიდენტს კენედის;

·        1961 წელს შეერტებულმა შტატებმა კუბელი ემიგრანტებისგან შემდგარი დესანტი გადასხა კუბაზე,მაგრამ ფიდელ კასტროს რაზმებმა უკუაქციეს მომხდურები.

·        ერთი ზესახელმწიფოს მარცხით ისარგებლა მეორემ ( სსრკმ) და კუბა სამხედრო ბაზად აქცია.

·        1962 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ამერიკელმა მზვერავმა თვითმფრინავებმა კუბაზე,ფლორიდიდან სულ რაღაც 90 მილის დაშორებით,აშშ-ზე დამიზნებული საშუალო მანძილზე მოქმედი საბჭოთა რაკეტები აღმოაჩინეს;

·        პრეზიდენტ კენედის პირდაპირი სამხედრო მოქმედება(კუნძულზე ჯარების შეყვანა,საბჭოთა ბაზების განადგურება) სახიფათოდ მოეჩვენა და ამიტომ კუბის საზღვაო ბლოკადას მიმართა.

·        კარიბის ზღვაში ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა ატომური იარაღით აღჭურვილი საბჭოთა და ამერიკული სამხედრო ხომალდები;

·        1962 წლის ოქტომბერში მსოფლიო რამდენიმე დღის განმავლობაში ატომური ომის ზღურბლზე იდგა.

·        საბედნიეროდ,საღმა აზრმა გაიმარჯვა.

·        მიღწეული იქნა შეთანხმება: ხრუშჩოვი დათანხმდა კუბაზე სამხედრო ბაზების ლიკვიდაციას,კენედი კი სანაცვლო მოთხოვნას,გამოეტანა ამერიკული რაკეტები თურქეთიდან და მიეცა კუბის ხელშეუხებლობის გარანტია.

·        „კარიბის კრიზისი“ მშვიდობიანად დასრულდა.

 

 

 

                                   „დაძაბულობის შენელების“ პირველი ფაზა

 

·        ატომური კატასტროფის საფრთხემ გაუმძაფრა ზესახელმწიფოებს მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა.

·        კარიბის კრიზისის ზეგავლენით დაიწყო დაძაბულობის შენელების პირველი ფაზა

 

·        1962 წ-ს ჟენევაში გაიხნა განიარაღების მუდმივმოქმედი კონფერენცია

 

·        1963 წ-ს ზესახელმწიფოებს შორის დაიდო „ცხელი ხაზის’’

შეთანხმება.ანუ დამყარდა უშუალო სატელეგრაფო კავშირი თეთრ სახლსა და კრემლს შორის.შეიქმნა კრიტიკული ვითარების უმოკლეს ვადაში განმუხტვის შესაძლებლობა.

 

·        იმავე 1963 წელს დადებული ხელშეკრულებით აიკრძალა ატომური იარაღის გამოცდა სამ სფეოში:ატმოსფეროში,კოსმოსში და წყალქვეშ

(იხ. იუთუბზე  კენედის სიტყვა 1963 წ  ვაშინგტონის უნივერსიტეტში)

 

·        1968 წ-ს აიკრძალა ატომური იარაღის გავრცელება.

 

 

 

                                                 ‘’მოქნილი რეაგირების ‘’ დოქტრინა

 

·        1967 წელს ნატომ მიიღო ახალი სტრატეგიული დოქტრინა სახელწოდებით „მოქნილი რეაგირება“(flexible response)

·        ახალი დოქტრინა მოითხოვდა თავდასხმელისათვის მისი „აგრესიის ფორმის შესაბამისი პასუხის გაცემას“  და, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში,ატომური იარაღის გამოყენებას.

·        პარალელურად ბლოკები განაგრძობდნენ სამხედრო ძალის ზრდასა და სრულყოფას.

·        60-იანი წლების ბოლოსათვის ორივე ზესახელმწიფოს ჰქონდა მეორე დარტყმის მიყენების შესაძლებლობა,ანუ ორივე მათგანს შეეძლო გაეძლო პირველი ატომური იერიშისთვის და საპასუხო დარტყმა მიეყენებინა მოწინააღმდეგისათვის;

 

 

 

                                                       აშშ-ს ომი ვიეტნამში  (1964-1973 )

 

·        მე-19 საუკუნის შუახანებიდან მოყოლებული,ინდოჩინეთი კოლონიური სამფლობელო იყო.

·        მეორე მსოფლიო ომის დროს თავად ოკუპირებულმა საფრანგეთმა ვეღარ მოიცალა კოლონიისათვის;

·        ინდოჩინეთი იაპონიის გავლენის ქვეშ მოექცა;

·        ომის შემდეგ საფრანგეთი ვიეტნამში პოზიციის აღდგენას შეეცადა,მაგრამ ვიეტნამელთა წინააღმდეგობას წააწყდა.

·        წინააღმდეგობა მეტროპოლიასა და კოლონიას შორის რვაწლიან ომში გადაიზარდა,რომელიც 1954 წელს ფრანგების მარცხით დასრულდა;

 

·        1954 წელს ჟენევაში მოწვეული კონფერენციის გადაწყვეტილებით,ვიეტნამი(კორეის მსგავსად) ორ ნაწილად გაიყო;

·        საზღვარი მე-17 პარალელის გასწვრივ გაიდო;

·        ჩრდილოეთ ვიეტნამს(დედაქალაქი ჰანოი) ჰო ში მინის კომუნისტური,სამხრეთს(დედაქალაქი საიგონი) კი ანტიკომუნისტური,მაგრამ ავტორიტარული რეჟიმი მართავდა(იმპერატორმა ბაო დაიმ ხელისუფლება მთავრობის მეთაურს,ნგო დინ დიემს ჩააბარა)

·        1960 წლს სამხრეთ ვიეტნამში(აშშ-ს კონტროლირებად ზონაში)  შეიქმნა“ეროვნული განთავისუფლების ფრონტი’’,რომელიც მსოფლიოსთვის“ვიეტკონგის’’ სახელწოდებით გახდა ცნობილი;

·        „ვიეტკონგი’’ კომუნისტური ჩრდილო ვიეტნამიდან იღებდა დახმარებას, ხოლო ჩრდილოეთ ვიეტნამი-საბჭოთა კავშირიდან.

·        სამხრეთ ვიეტნამის არმია,ამერიკელების დახმარების მიუხედავად,ვერ უწევდა სათანადო წინააღმდეგობას ვიეტკონგელ პარტიზანებს.

·        შეიქმნა კომუნიზმის ვიეტნამის მთელ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე.

·        შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაბმულიყო ვიეტნამის ომში.

·        1964 წლიდან შეერთებული შტატების ავიაციამ დაიწყო ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვა.(კენედი უკვე მოკლულია)

·        ქვეყნის სამხრეთში შევიდა ამერიკული ჯარი.

·        1968 წლისთვის ვიეტნამში ნახევარ მილიონზე მეტი ამერიკელი იბრძოდა.

·        სპეციალისტების დაანგარიშებით ომის განმავლობაში აშშ-ს მიერ ვიეტნამის მიწაზე ჩამოგდებული ბომბების რაოდენობა სამჯერ აღემატებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ბომბებისას.

·        ამერიკელები ქიმიურ იარაღსაც იყენებდნენ.

·        წამლვდნენ ტყის მასივებს,სადაც „ვიეტკონგელები’’ ეგულებოდათ;

·        ომში სხვადასხვა შეფასებით ერთიდან ხუთ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

·        ვიეტკონგის ტაქტიკა პარტიზანული ომი იყო,აგებული მოულოდნელ თავდასხმაზე და ჯუნგლებში სწრაფ გაუჩინარებაზე.

·        ბრძოლის ამ ფორმის წინაშე უძლური აღმოჩნდა ზესახელმწიფოს არმია,აღჭურვილი უმძლავრესი იარაღით;

·        გაჭიანურებულმა ომმა,ნანახმა სისასტიკემ,გაუმართლებელმა სისხლისღვრამ ამერიკული ჯარის დემორალიზაცია გამოიწვია.

·        აშშ- მთავრობისათვის ნათელი გახდა,რომ ვიეტნამში სამხედრო ესკალაციის გარეშე შეუძლებელი იყო მოწინააღმდეგის დამარცხება;

·        მაგრამ ეს ნაბიჯი გაზრდიდა საბჭოთა კავსირთან პირდაპირი კონფრონტაციის რისკს.

·        ამ მოტივმა,ასევე გამძაფრებულმა ომის საწინააღმდეგო განწყობილებამ ქვეყნის შიგნით(აშშ-ში),აიძულა შეერთებული შტატების ადმინისტრაცია 1968 წლიდან დაეწყო სამშვიდობო მოლაპარაკება ჩრდილოეთ ვიეტნამთან.

·        ხანგრძლივი და მძიმე მოლაპარაკების შემდეგ ,1973  წელს პარიზში,როგორც იქნა გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება.

                                            ხ

·        შეერთებულ შტატებს ვიეტნამის ომი ძვირად დაუჯდა:

·        ომის ხარჯმა 150 მილიარდ დოლარს გადააჭარბა;

·        დაიღუპა 58 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი და ოფიცერი

·        153 000 მძიმედ და ამდენივე მსუბუქად დაშავდა;

·        ვიეტნამში გაცდილმა მარცხმა მძიმე დარტყმა მიაყენა აშშ-ს,როგორც ზესახელმწიფოს და „თავისუფალი სამყაროს’’ დამცველის,პრესტიჟს.

·        მარცხი ვიეტნამში იყო „ძალის უძლურების“ გაცხადება.

·        ზესახელმწიფოს არმიამ,აღჭურვილმა ყველაზე სრულყოფილი და მძლავრი თანამედროვე იარაღით,ვერ შეძლო ჯუნგლებს შეფარებული პარტიზანული რაზმების დამარცხება და ამ ომში გამარჯვების მოპოვება;

·        აშშ-მ ვერ იხმარა და არ იხმარა მასობრივი განადგურების იარაღი.

 

  შენიშვნა:  ომი კენედიმ დაიწყო და ნიქსონმა დაამთავრა

 

                                                   „დაძაბულობის შენელება’’- ნიქსონის დოქტრინა

 

·        ვიეტნამის ომმა დაარწმუნა დასავლეთი „ძალის უძლურებაში’’.

·        1970 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას ჩამოაყალიბა ახალი საგარეო-პოლიტიკური კონცეფცია -“ნიქსონის დოქტრინა’’

·        აშშ-მ უარი უნდა თქვას „გლობალურ პასუხისმგებლობაზე’’

·        „ამერიკას არ შეუძლია და არც სურს,მთლიანად აიღოს თავის თავზე მსოფლიოს ერების დაცვა’’.ამიტომ უნდა დასრულდეს აღმოსავლეთთან(სსრკ-ს და მის მოკავშირეებთან) კონფრონტაციის ეპოქა და დაიწყოს მასთან მოლაპარაკების ხანა მშვიდობის სტაბილური სტრუქტურის შესაქმნელად.(ტრამპს ჰქონდა დაახლოებით ასეთი პოლიტიკა)

·        აღმოსავლეთთან მოლაპარაკების უმთავრესი თემა შეიარაღების შეზღუდვა უნდა გამხდარიყო.

·        საბჭოთა კავშირს სამხედრო ხარჯების შემცირებისა და გამოთავისუფლებული სახსრებით ეკონომიკური პრობლემების მოგვარების საშუალება ეძლეოდა;

·        საბჭოთა ხელმძღვანელობამ გაიხსენა ხრუშჩოვის დროინდელი „მშვიდობიანი თანაარსებობის „ პრინციპი და სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის საფუძვლად გამოაცხადა.

·        მაგრამ,ამასთანავე,საბჭოთა კომპარტიის ახალი  ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი განმარტავდა,რომ „დაძაბულობის შენელების“ პოლიტიკა ვერ  გააუქმებდა კლასობრივი ბრძოლის კანონს.

·        „დაძაბულობის შენელების ‘’ პოლიტიკა იშვა არა ზესახელმწიფების კეთილი ნებით,არამედ მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობით.

·        „დაძაბულობის შენელება’’ არ სპობდა აღმოსავლეთ და დავლეთ ბლოკების მეტოქეობას,უბრალოდ,უფრო უსაფღთხოს ხდიდა მათ თანაარსებობას.

·        1972 წ-ს დაიდო ხელშეკრულება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების რაოდენობის შეზღუდვის შესახებ

·        1974 წ. შეიზღუდა ბირთვული იარაღის გამოცდები

·        „შეიარაღების შეზღუდვის’’ პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხელშეკრულებები „სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვების შესახებ’’

·        პირველი ასეთი დოკუმენტი გაფორმდა 1972 წ-ს. ნიქსონის მოსკოვში ვიზიტის დროს,ხოლო მეორე 1979 წელს ვენაში.

·        ლიმიტირება შეეხო მხოლოდ უკვე არსებულ იარაღს და მის სამომავლო წარმოებას,მაგრამ არაფერი უშლიდა ხელს ხარისხობრივად ახალი,გაუმჯობესებული,უფრო ეფექტური იარაღის შექმნას;

·        ასე რომ ,ამ მხრივ მსოფლიო არ გამხდარა უფრო „უსაფრთხო’’.

·        ამ ხელშეკრულებების გაფორმებას ჰქონდა პოლიტიკური მნიშვნელობა,ზესახელმწიფოემა მათი სამხედრო-პოლიტიკური ძალების თანასწორობა აღიარეს;

 

 

 

 

                                                     „ჰელსინკის პროცესი’’  (1973-1975)

 

·        განმუხტვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება იყო უშიშროებისა და თანამშრომლობის პირობების შექმნა ევროპაში

·        ამ საკთხზე მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით სსრკ  გამოვიდა

 

·        სსრკ-ს  აღმოსავლეთ ევროპაზე საკუთარი გავლენის,ევროპაში სტატუს ქვოს(არსებული მდგომარეობის) განმტკიცების სურვილი ამოძრავებდა

·        აშშ-მ მცირე ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა პროექტში მონაწილეობა;

·        აშშ-მ პარალელურად წამოიწყო მოლაპარაკება აღმოსავლეთ ბლოკთან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ.

·        ამ საკითხზე მოლაპარაკება ნატოსა და ვარშავის ორგანიზაციას შორის  1973 წელს ვენაში დაიწყო;

·        „ჰელსინკის პროცესი ‘’- ანუ „ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის’’ მოწვევა 1973 წლიდან დაიწყო და რამდენიმე ეტაპად წარიმართა: ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს პოზიცია.

·        შემდეგ 1973-1975 წლებში ჟენევაში მიმდინარე კონფერენციაზე საბოლოოდ ჩამოაყალიბეს მისაღები ძირითადი დოკუმენტის ტექსტი.

·        პროცესიის მე-3 ეტაპი ფინეთის დედაქალაქში(ჰელსინკი), „ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის’’ მოწვევა იყო,რომელიც დასრულდა 1975 წლის 1 აგვისტოს დასკვნითი დოკუმენტის „ჰელსინკის აქტის’’  მიღებით.

·        „ჰელსინკის აქტს’’ ხელი მოაწერა 35 -მა სახელმწიფომ : აშშ-მ და საბჭოთა კავშირმა,კანადამ,აღმოსავლეთ და დასავლეთ ბლოკში შემავალმა  ევროპულმა ქვეყნებმა;

·        „ჰელსინკის აქტში“ გამოცხდებული იყო 10 ძირითადი პრინციპი,რომლებიც ევროპაში მშვიდობის საფუძველი უნდა გამხდარიყო.ეს პრინციპებია:

1.      საზღვრების ურღვევობა

2.      სახელმწიფოთა სუვერენიტეტი და თანასწორუფლებიანობა;სუვერენიტეტის პატივისცემა

3.      ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა

4.      სახელმწიფოთა შინაგან საქმეებში ჩაურევლობა

5.      ძალის გამოყენებაზე ან მუქარაზე უარის თქმა

6.      სადავო საკითხების მშვიდობიანი მოგვარება

7.      ერთა თვითგამორკვევის უფლება

8.      ადამიანის უფლებების და თავისუფლებების პატივისცემა

9.      სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა

10.   საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმების კეთილსინდისიერი დაცვა.

·              „ჰელსინკის აქტით“მოხდა ევროპაში არსებული საზღვრების ურღვევობის საერთაშორისო-სამართლებრივ დონეზე აღიარება.

·              ამით,საბჭოთა კავშირმა განიმტკიცა პოზიცია და მიიღო არსებული მდგომარეობის(სტატუს ქვოს) ხელშეუხებლობის გარანტია;

·              ხოლო დასავლეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჰელსინკის აქტში ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპის ჩართვას.ამით,დასავლეთს საბჭოთა კავშირზე და აღმოსავლეთ ბლოკზე ზეწოლის საშუალება მიეცა.(!!!)

·              „სოციალისტური ბანაკის  ქვეყნებში დისიდენტურ მოძრაობას ზურგი გაუმაგრდა.(შენიშვნა : დისიდენტები იყვნენ  მაშინდელი სოროსელები)

·              მიუხედავად ჰელსინკის შეთანხმებისა  , სსრკ-ში და ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში უხეშად  ირღვეოდა ადამიანის უფლებები და შესაბამისად,უგულებელყოფილი იყო ჰელსინკის დოკუმენტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა.

·        ჰელსინკში დაწყებული პროცესი გააგრძელა „ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის“ ბელგრადის(1977),მადრიდის(1980-83); ვენის (1986); პარიზის(1990)  კონფერენციებმა.

 

·        ყურადღება: 1992 წელს ჰელსინკის პროცესს შეუერთდა საქართველო

(სსრკ-ს დაშლის შემდეგ)

·        1994 წლის ბუდაპეშტის სამიტის(შეხვედრის) გადაწყვეტილებით,1995 წლიდან „ევროპაში უშიშროებისა დათანამშრომლობის თათბირი’’ საერთაშორისო ორგანიზაციად გადაიქცა. დღეს ეს ოგანიზაცია ცნობილია როგორც ეუთო(„ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია’’)

 

                  შენიშვნა:

დღევანდელი  ეუთო ეუთო(„ევროპაში უშიშროებისა და   თანამშრომლობის ორგანიზაცია’’

არის ჰელსინკის პროცესის  მემკვიდრე;

 

 

 

                                  აღმოსავლეთ-დასავლეთის „ცივი ომი’’  მე-3 სამყაროში

 

·        განმუხტვის პოლიტიკამ ევროპა კი აქცია შედარებით მშვიდობიან ზონად,მაგრამ აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირებას ბოლო არ გამოუჩნდა

·        დაპირისპირების სიმძიმემ ევროპიდან მე-3 სამყაროს ქვეყნებში გადაინაცვლა;

 

 

·        საბჭოთა კავირმა აფრიკის კონტინენტზე: ანგოლაში,მოზამბიკში,ეთიოპასა და სომალიში აკუთარი იარაღით და ზოგჯერ კუბელი ჯარისკაცების ხელით შეძლო პროსაბჭოური რეჟიმების შექმნა;

 

·        აამავე პერიოდში საბჭოთა გავლენა გავრცელდა სამხრეთ იემენზეც;

·        1972 წელს ერაყსა და სირიასთან ხელშეკრულების გაფორმებით,რომელიც,სხვათა შორი,ამ ქვეყნებისათვის საბჭოთა იარაღის მიწოდებას ითვალისწინებდა,საბჭოთა კავშირმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონშიც მოიკიდა ფეხი;

 

·        აშშ-,თავის მხრივ, მხარს უჭერდა პროსაბჭოური რეჟიმების წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობებს აფრიკის ქვეყნებში

·        აშშ-ს პოლიტიკის აშკარა წარმატება იყო ის,რომ სსრკ-მ დაკარგა მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტი არაბულ სამყაროში-ეგვიპტე;

·        1976 წ- ეგვიპტის პრეზიდენტმა სადათმა გააუქმა ეგვიპტე-საბჭოთა კავშირის ხელშეკრულება მეგობრობის შესახებ და ორიენტაცია აშშ-ზე აიღო

აშშ -ეგვიპტის ურთიერთობა განმტკიცდა ეგვიპტესა და ისრაელს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებისას(კემპ-დევიდის შეხვედრა),როცა აშშ-მ შუამავლის ფუნქცია იკისრა(აშშ პრეზიდენტი კარტერი.სრაელის პრემიერ-მინისტრი მენახიმ ბეგინი ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი)

        ჰენრი კისინჯერი -აშშს  პოლიტიკა  ჩინეთის მიმართ

 

·        დასავლეთ-აღმოსავლეთის „მშვიდობიანი თანაარსებობის“ შანსი შეამცირა აშშ-ს წარმატებულმა „სამკუთხა დიპლომატიამ’’ ჩინეთის მიმართ

·        „სამკუთხა დიპლომატიის’’ ავტორი იყო პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში,შემდეგ კი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი;

·        კისინჯერის აზრით,ზესახელმწიფოებს შორის თანაფარდობის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ჩინეთის,როგორც დიდი სახელმწიფოს ,მსოფლიო პოლიტიკაში ჩაბმა;

·        დიპლომატიურ სამკუთხედში აშშ-ჩინეთი-სსრკ,ჩინეთს ბალანსის ფუნქცია ეკისრებოდა;

·        აშშ-ჩინეთის დაახლოებას  ჩინეთ-სსრკ-ს ურთიერთობების გაუარესებამაც შეუწყო ხელი.(დღეს რუსეთი და ჩინეთი ისევ უახლოვდებიან ,რაზეც აშშ ძალიან ნერვიულობს)

·        იდეოლოგიური წინააღმდგობა ორ კომუნისტურ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ დაძაბულობაში გადაიზარდა და 60-იანი წლებიდან მოყოლებული,დროდადრო ვლინდებოდა სახელმწიფოებს შორის სასაზღვრო შეიარაღებული კონფლიქტების სახით;

·        1971 წ-ს აშშ-მ გააუქმა „წითელი ჩინეთის’’ მიმართ 21 წლიანი სავაჭრო ემბარგო

·        იმავე წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მიიღეს გაეროში;

·        მანამდე ჩინეთს საერთაშორისო დონეზე ტაივანზე შექმნილი ჩინური რესპუბლიკა წარმოადგენდა

·        1972 წელს პრეზიდენტი ნიქსონი ეწვია ჩინეთს;

·        ჩინეთთან დაახლოების პოლიტიკა პრეზიდენტებმა ფორდმა და კარტერმაც გააგრძელეს

·        1979 წ-ს დამყარდა სრული დიპლომატიური ურთიერთობა აშშ-სა და ჩინეთს შორის;

·        1978 წლიდან ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულება დადო ევროპის თანამეგობრობამ;

·        მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან ფართოვდებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა ჩინეთსა და იაპონიას შორის;

·        1978 წ-ს გაფორმდა ხელშეკრულება მეგობრობის შესახებ,რომლის მიზანია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის დაცვა ნებისმიერი ძალის ჰეგემონიისაგან;

·        აშშ-ს ზეწოლით და ჩინეთის თანხმობით დაიწყო იაპონიის შეიარაღების ზრდა;

·        1979-წ-ს ჩინეთმა გააუქმა ხელშეკრულება სსრკ-სთან მეგობრობის შესახებ(1950 წლიდან მოქმედებდა)

სსრკს  შეჭრა  ავღანეთში

 

·        70-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირმა თავი გლობალურ ალყაში მოქცეულად იგრძნო : დასავლეთით ნატო,აღმოსავლეთით  სამთა კოალიცია აშშ--ჩინეთი-იაპონია;შერყეული პოზიციები ახლო აღმოსავლეთში(დაკარგა ეგვიპტე).

·        ამ ალყის გარღვევის სურვილი ამოძრავებდა საბჭოთა ხელმძღვანელობას,როცა მან 1979 წელს ავღანეთში ჯარი შეიყვანა.(!)

 

(შენიშვნა: სსრკ-ში შეეშინდათ ავღანეთში პროამერიკული რეჟიმის დამყარების)

 

·        ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციამ ბოლო მოუღო „დაძაბულობის შენელების და მშვიდობიანი თანაარსებობის პოლიტიკას’’

·        დასავლეთი აღმოსავლეთის მიმართ ძალისმიერ პოლიტიკას დაუბრუნდა;

 

                     აღმოსავლეთ-დასავლეთის „ცივი ომის“ ახალი ფაზა

 

 

·        სსრკ-ს ავღანეთში ინტერვენციაზე აშშ-ს რეაქცია ასეთი იყო:

 

ა.ამაერიკულ აგრარულ ექსპორტზე ემბარგოს დაწესება

ბ.1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტირება

გ.“სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის’’ 1979 წლის ხელ\შეკრულების რატიფიცირებაზე უარის თქმა

(რატიფიკაცია- პარლამენტის ან კონგრესის მიერ დადებული ხეშეკრულების დამტკიცება,რის შემდეგაც ხელშეკრულება შედის ძალაში)

დ.სამხედრო უპირატესობის მიღწევის მიზნად დასახვა

ე.საბჭოთა ექსპანსიის აღკვეთა ძალით(თალიბების სამხედრო დახმარება)

ვ.სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა

ზ. ასევე ნატოს-ს ყველა წევრ ქვეყანას უნდა გაეზარდა სამხედრო ბიუჯეტები 3%-ით.

 

შენიშვნა :

იგივე ხდება ამჟამად    უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო-მსგავსი რეაქცია აქვს აშშ-ს და და ევროპას უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე;

 

 

                                 „ძალისმიერი მშვიდობა“    შულცის  დოქტრინა

 

·        1981 წელს აშშ-ს ხელისუფლების სათავეში ჩაუდგა  ახალი პრეზიდენტი-რონალდ რეიგანი;

·        რეიგანმა საბჭოთა კავშირი „ბოროტების იმპერიად’’ გამოაცხადა და დასავლეთს მის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქორბისკენ’’ მოუწოდა(1982 წ. დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას)

·        რეიგანი არ ზოგავდა სახსრებს შეიარაღების გაზრდასა და მოდერნიზაციაზე (1,6 ტრილიონი დოლარი მიმართა 1982-96 წლებში სამხედრო ხარჯებზე)

·        1983 წელს აშშ-მ გადაწყვიტა დაეწყო სრულყოფილი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შექმნა

·        ეს იყო ყველაზე ძვირადღირებული და სადავო პროგრამა,სახელწოდებით“სტრატეგიული თავდაცვითი  ინიციციატივა’’.

·        პროგრამა ითვალისწინებდა მე-20 საუკუნის ბოლოსათვის ფანტასტიკური იარაღით(ლაზერული იარაღი,“მკვლელი თანამგზავრები’’,რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები და სხვ) აღჭურვილი თავდაცვითი ფარის შექმნას კოსმოსში.

·        ამ პროგრამას ზოგჯერ“ვარსკვლავურ ომებსაც’’ (Star Wars) უწოდებენ.

·        იმავე 1983  წელს გადაწყდა გაუმჯობესებული კონტინენტთაშორისი რაკეტების(“ემ-ექს’’ (MX)ტიპის რაკეტები განთავსება.

·        აშშ-მ 80-იანი წლების პირველ ნახევარში სამხედრო უპირატესობას მიაღწია;(!)

·        იმავე დროს,რეიგანის ადმინისტრაციამ აკრძალა დასავლეთიდან აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების(კომპიუტერები და სხვა) ექსპორტირება.

·        1982 წელს  ნატოს ქვეყნების საკოორდინაციო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს ასაკრძალი საექსპორტო საქონლის სია  ე.წ. „კოორდინაციული კომიტეტის’’ ანუ „კოკომის სია’’.

·        აშშ-მ გადაწყვიტა წინ აღდგომოდა სსრკ-ს ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში (ეს იყო ე.წ. „შულცის დოქტრინა“. ჯ შულცი იყო სახელმწიფო მდივანი რეიგანის ადმინისტრაციაში)

·        ამ დოქტრინას აშშ სხვადასხვა ფორმით ახორციელებდა:

ა. შეიარაღების ზრდით და სრულყოფით

ბ.ანტიკომუნისტური რეჟიმების მხარდაჭერით მაგ. სალვადორში;

გ. მრავალეროვნულ სამშვიდობო ძალებში მონაწილეობით მაგ. ლიბანში

დ. სამხედრო ოპერაციით  მაგ. კუნძულ გრენადაზე 1983 წ.-ს (საბჭოთა-კუბური ბაზის განადგურება)

 

შენიშვნა:

ამჟამად მსგავს მკაცრ პოლიტიკას ატარებს ბაიდენის  ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ

 

                              ნატოს „ორმაგი გადაწყვეტილება’’

 

·             80-იანი წლების დასაწყისში  აშშ-ს დასავლეთ ევროპის უსაფრთხოების დაცვაც დასჭირდა

·             70-იანი წლების მეორე ნახევარში სსრკმ თავისი ტერიტორიის ევროპულ ნაწილში საშუალო მანძილზე 5000-5500 კმ მოქმედი ახალი ტიპის რაკეტების (CC-20)დაყენება დაიწყო

·             დასავლეთ ევროპამ  აშშ-ს მოსთხოვა მიეღო ზომები;

·             1979 წელს ნატომ მიიღო ე.წ. „ორმაგი  გადაწყვეტილება’’.

1.           სსრკ სთავაზობდა მოლაპარაკების დაწყებას საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების შეზღუდვის თაობაზე;(გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ჰელმუტ შმიდტის წინადადება)

2.           თუ ვერ შეთანხმდებოდნენ,მაშინ 1983 წლის ბოლოდან აშშ დაიწყებდა დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე საკუთარი წარმოების (პერშინგ-ïï) საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების განთავსებას(დიდ ბრიტანეთში,გფრ-ში,ჰოლანდიაში,ბელგიასა და იტალიაში)

·             1981 წ-ს ჟენევაში დაწყებული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

·             აშშ შეუდგა  ევროპაში პერშინგების განთავსებას

·             საპასუხოდ,სსრკ-მ გდრ-ის და ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე სასწრაფოდ განალაგა 500  და 900 კმ მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტები.

                                           

       „ახალი პოლიტიკური აზროვნება“-  მიხეილ გორბაჩოვი

 

 

·        1985 წლისთვის პოლიტიკური ვითარება მსოფლიოში უკიდურესად დაიძაბა;

·        შეწყდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ადრე დაწყებული მოლაპარაკება შეიარაღების შეზღუდვის ან შემცირების თაობაზე;

·        1986 წლისთვის აშშ-დ ა15 ათასი ბირთვული ჭურვი ჰქონდა სსრკ-ს 10 ათასი

·        1986 წლის ჩერნობილის ტრაგედიამ კიდევ უდფრო გაამძაფრა ატომური კატასტროფის შიში (ნახე ფილმი“ ჩერნობილი“)

 

·        საბჭოთა კავშირის ახალმა ხელმძღვანელმა მიხეილ გორბაჩოვმა დასავლეთს „ახალი პოლიტიკური აზროვნება“ შესთავაზა

·         

·        „ახალი აზროვნების’’ თანახმად,დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობა უნდა წარმართულიყო თანასწორ და ურთიერთხელსაყრელ საფუძველზე აგებული მშვიდობიანი შეჯიბრების ფორმით;

·        ახალი საბჭოთა დოქტრინის წარმოქმნის მთავარ მიზეზად სახელდებოდა კაცობრიობის თვითმკვლელობის თავიდან აცილების სურვილი;

·        მაგრამ სინამდვილეში სსრკ-ს  საგარეო პოლიტიკის შეცვლა ეკონომიკური ხასიათის პრობლემებით იყო ნაკარნახევი

·        მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ეჭვის ქვეშ დადგა მეურნეობის სოციალისტური სისტემის არსებობის გახანგრძლივების შესაძლებლობა;

·        სსრკ ცალმხრივი ინიციატივით გამოვიდა და გამოაცხადა მორატორიუმი(მორატორიუმი- ქმედების დროებით შეჩერება) ატომური იარაღის გამოცდაზე

·        1985 წელს შესაძლებელი გახდა გორბაჩოვ-რეიგანის პირველი შეხვედრის მოწყობა ჟენევაში;

·        პარალელურად აშშ-მ მოაწყო ძალის დემონსტრირება ლიბიის მიმართ,1986 წლის აპრილში აშშ-ს სამხედრო ხომალდებმა და ავიაციამ დაბომბა ტრიპოლი და ბენღაზი,ევროპაში ამერიკელ სამხედროებზე ლიბიელი ტერორისტების მიერ ორგანიზებული თავდასხმის საპასუხოდ;

·        აშშ ეხმარებოდა „კონტრას“ ნიკარაგუაში პროსაბჭოური მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში

·        რეიკიავიკის(ისლანდია) 1986 წლის   გორბაჩოვ-რეიგანის მეორე შეხვედრის  შემდეგ გამოიკვეთა განიარაღების ორი ძირითადი საკითხი:

1.      ევროპის გათავისუფლება რაკეტებისგან

2.      სტრატეგიული იარაღის განახევრება

 

 

პირველ საკითხზე ზესახელმწიფოები შეთანხმდნენ  1987 წ დეკემბერში ვაშინგტონში.

·        ვაშინგტონის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მოქმედების მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების(500-5500 კმ) მოსპობას;

·        უნდა განადგურებულიყო საბჭოთა 1500 და 500 ამერიკული რაკეტა

·        ეს იყო მხოლოდ 3-4% არსებული მარაგის,მაგრამამ შეთანხმებას დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა.პირველად დაიდო ხელშეკრულება,რომელმაც რეალური განიარაღება მოიტანა;

                         ხ

 

·        1988 წლის მაის-ივნისში მოსკოვში უმაღლეს დონეზე შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს სარატიფიკაციო სიგელები,რაც ვაშინგტონის ხელშეკრულების ძალაში შესვლას ნიშნავდა;

 

„ცივი ომი“ 1990 წელს დამთავრებულად გამოაცხადეს .

 

·        1990 წლის ნოემბერში,პარიზში „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის’’ წევრმა 34-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების თაობაზე“ატლანტიკიდან ურალამდე’’

 

·        პარიზის შეხვედრის მონაწილეებმა საზეიმოდ გამოაცხადეს მსოფლიოში“ცივი ომის’’ დასრულება.

 

                         ხ

·        1991 წლის ივლისში მოსკოვში გორბაჩოვ-ბუშის შეხვედრისას დაიდო უკანასკნელი ხელშეკრულება სსრკ-ს და აშშ-ს შორის განიარაღების სფეროში.ხელშეკრულება ითვალისწინებდა სტრატეგიული საეთაშორისო იარაღის შემცირებას 30-40%-ით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები