ძველი მსოფლიოს სახელმწიფოები- მოვლენები ,თარიღები

 



·        შუმერებს მიაჩნდათ რომ მათი სახელმწიფო(სამეფო) ღმერთის მიერ იყო შექმნილი და სამეფოს საზღვარებიც ღმერთის დადგენილი იყო.

 

·        ძველ  საბერძნეთში გავრცელებული იყო რწმენა რომ ქალაქ-სახელმწიფოებს გმირი აარსებდა.

·        ბერძნული პოლისების (ქალაქ-სახელმწიფოების) დაარსების ამბები მითებშია გადმოცემული.მითების სქემა საერთოა:

1.      რომელიღაც წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებს გმირის დაბადებას;

2.      მეფე, რომელსაც ეშინია ძალაუფლების დაკარგვის ბრძანებას გასცემს ,იპოვონ არასასურველი ახალშობილი და მოკლან;

3.      ახალშობილი რაღაც სასწაულით გადარჩება;

4.      მტრის(ძველი მეფის) თვალს მოფარებელი გაიზრდება და დავაჟკაცდება;

5.      ასრულებს წინასწარმეტყველებას და თვად გამეფდებ;ა

ამგვარადვე მოგვითხრობენ ისტორიული წყაროები სარგინ აქადელის,მიკენის პირველი მეფის პერსევსის,რომის დამაარსებლის რომულუსის,სპარსეთის იმპერიის შემქმნელის კიროსის,ქართლის პირველი მეფის ფარნავაზის და სხვა მრავალი გმირის შესახებ.

მსგავსი სქემებია მოსეს და ქრისტეს ცხოვრებაშიც აღწერილი.

 

·        სახელმწიფოს წარმოშობის მიზეზებზე,მექანიზმზე და ფუნქციებზე პირველად ძველი ბერძნები დაფიქრდნენ

·        ისინი ეძებდნენ თავიანთი პოლისების მართვის ოპტიმალურ ვარიანტს.

·        მათ.ძვ წ. მე-7-მე-6 საუკუნეებში ბერძნებმა ბევრი მმართველობის  რეფორმა გაატარეს 

·        მაგ. ცნობილია ათენელი სოლონის რეფორმები (ძვ.წ. 638-558წ)

 

                 პლატონი( ძვ.წ.424-348)

 

·        სახელმწიფოს სწავლობდნენ ძველი ბერძენი ფილოსოფოსებიც.

·        პლატონმა შექმნა იდეალური სახელმწიფოს მოდელი.

·        იდეალურ სახელმწიფოში მმართველობა სპეციალურად შერჩეულ და აღზრდილ ადამიანებს ფილოსოფოსებს აქვთ ჩაბარებული.ბოროტად რომ არ ისარგებლონ ძალაუფლებით მმართველებს ეკრძალებათ ოჯახის ყოლა და საკუთრების ქონა.

ქალაქ სირაკუზში კუნძულ სიცილიაზე სცადეს პლატონის იდეების პრაქტიკაში განხორციელება.ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა.

ყურადღება: პლატონის მოდელის ცალკეული ელემენტები გამოყენებულია თანამედროვე სახელმწიფოს მოწყობაში კერძოდ:

1.      მომავალ სახელმწიფო მოხელეთა სპეციალური შერჩევა და განათლება

2.      მათი პირადი ცხოვრების გამჭვირვალობა და ქონებრივი მდგომარეობების დეკლარირება

3.      ინტერესთა კონფლიქტის ცნება და სხვა.

 

არისტოტელე(ძვ.წ. 384-322)

არისტოტელე პოლისს თვლიდა უმაღლეს ღირებულებად.

პოლისი(ქალაქი- სახელმწიფო) ოჯახზე და ცალკეულ ინდივიდზე მაღლა დგას.პოლისი ქმნის საერთო სიკეთეებს.პოლისი საშულებას აძლევს ცალკეულ ინდივიდს თავი გამოიჩინოს პოლისის სამსახურში.

 

სახელმწიფოს წარმოშობის მიზეზებზე,მექანიზმზე და ფუნქციებზე მე-18 საუკუნეშიც ბევრს ფიქრობდნენ

 

·        ჟან-ჟაკ რუსო(1712-1778) თვლიდა რომ მისი თანამედროვე სახელმწიფო არღვევდა ადამიანის ბუნებრივ უფლებებს და თავისუფლებებს და ამაში სახელმწიფოს მხარს უჭერდა ეკლესია.

მისი აზრით სახელმწიფო უნდა დაყრდნობოდა ადამიანის ბუნებრივ უფლებებს და თავისუფლებებს,ასევე „სოციალურ კონტრაქტს“

 

·            ჯონ ლოკი(1632-1704) შარლ დე ლუი მონტესკიე(1689-1756)

ამათ გაანალიზეს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი.

მონტესკიე სახელმწიფო ხელისუფლებას ყოფს საკანონმდებლო,აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად.

მისი აზრით ასეთი დაყოფა გამორიცხავს მთელი ძალაუფლების ერთი პირის ხელში თავმოყრას და მის არამართებულად გამოყენებას

 

·        ადამ სმიტი 1723-1790 თვლიდა რომ ეკონომიკური განვითარების სტადიებს შეესაბამებოდა საზოგადოებრივი განვითარების სტადიები;

 

შემგროვებლობას და მონადირეობას- ველურობის სტადია

მესაქონლეობას- ბარბაროსობის სტადია

მიწათმოქმედებას- ფეოდალიზმის სტადია

კომერციას-ცივილიზაციის სტადია

 

ველურობის სტადიაზე- საზოგადოება დემოკრატიულია.

მესაქონლეობის სტადიაზე- ჩნდება საკუთრება და მმართველობის ჩანასახოვანი ფორმები(ტომთა ბელადები)

მიწათმოქმედების სტადიაზე- მმართველობის ფორმების მთელი სპექტრია

ბელადიდან-მონარქამდე.

ადამ სმიტის მიხედვით კომერციის  სტადიაზე -გვაქვს ცივილიზებული სახელმწიფო.

 

კარლ მარქსი (1818-1883) მისი თეორიაც ეკონომიკურ საფუძველს ემყარება.

მარქსის მიხედვით გამოიყოფა ადამიანთა საზოგადოების განვითარების შემდეგი სტადიები(სტადიებს მარქსი სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციებს უწოდებს)

1.      პირველყოფილი თემური წყობილება( გვაროვნული წყობა)

2.      მონათმფლობელობა

3.      ფეოდალიზმი

4.      კაპიტალიზმი

5.      სოციალიზმი

6.      კომუნიზმი

მარქსის თეორიის  მიხედვით პირველყოფილი თემური წყობილება და კომუნიზმი იდეალური წყობილებებია,უკლასო საზოგადოებები,მიწიერი სამოთხე.

მონათმფლობელობა,ფეოდალიზმი და კაპიტალიზმი-ეფუძნება,

ექსპლუატატორებისა და ექსპლუატირებულების დაპირისპირებულობას, თანანაცხოვრებას და ჭიდილს. მარქსის მიხედვით  მონათმლობელურ,ფეოდალურ და კაპიტალისტურ სახელმწიფოებში მიმდინარეობს კლასთა დაპირისპირება  ,თანაცხოვრება და ჭიდილი,ზოგჯერ აშკარა ბრძოლა.

 

ექსპლატატორთა კლასები :მონათმფლობელები,ფეოდალები,კაპიტალისტები და ბურჟუები

        ექსპლუატირებულთა კლასები:მონები,ყმა-გლეხები,მუშები

 

  მარქსის მიხედვით სოციალიზმის დროს კლასები ჯერ კიდევ არსებობს,მაგრამ მათ   შორის აღარაა მწვავე დაპირისპირება ანუ ანტაგონიზმი.

 

მარქსის მიხედვით

 სახელმწიფო არის ერთი კლასის მეორეზე ბატონობის იარაღი.(!)

სახელმწიფო არსებობს მონათმფლობელობის.ფეოდალიზმის და კაპიტალიზმის სტადიაზე.

სოციალიზმის დროს სახელმწიფო თანდათან ფუნქციას დაკარგავს და გაქრობას დაიწყებს როცა ეს მოხდება დადგება კომუნიზმი უკლასო საზოგადოება.

 

        

 

სოციოლოგია- მეცნიერებაა რომელიც საზოგადოებას და მასში მიმდინარე პროცესებს სწავლობს.სოციოლოგია მთავარ ყურადღებას აწმყოს ანალიზს აქცევს და ეძებს მისი გაუმჯობესების საშულებებს.

სოციოლოგიას წარსული  და ძველი სახელმწიფოები მხოლოდ იმიტომ აინტერესებს აინტერესებს რომ რაიმე გამოსადეგი ნახოს დღევანდელობისთვის.

 

სოციოლოგთა აზრით პირველი(მონათმფლობელური)  სახელმწიფოების გაჩენა ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლამ და ქონებრივი განსხვავებების გაჩენამ გამოწვია.ანუ „ნეოლითურმა რევოლუციამ“(!!!!!)-დაიმახსოვრე

 

 

                                    სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებლები

 

·        სახელმწიფო წარმოადგენს მაღალორგანიზებულ საზოგადოებრივ ერთობას

·        მოგვყავს „სახელმწიფოს“ მაქს ვებერის დეფინიცია(დეფინიცია არის რაიმეს განსაზღვრა ყველა არსებითი ნიშნის საშუალებით)

 

ვებერის მიხედვით სახელმწიფო არის:

 

ა)იძულებითი(!) პოლიტიკური გაერთიანება

ბ)ცენტრალიზებული მმართველობით (!)

გ)რომელსაც აქვს ძალის გამოყენების  მონოპოლიური უფლება(!) გარკვეულ ტერიტორიაზე.(!)

შენიშვნა :

(მონოპოლიური-განსაკუთრებული უფლება რაც ეკუთვნის ერთ პირს,ჯგუფს ან სახელმწიფოს)

 

ვებერის მიხედვით სახელმწიფოს აქვს :

1.      მმართველობა რომლის ხელისუფლებასაც აღიარებს საზოგადოება

2.      ტერიტორია რომელზეც ეს ხელისუფლება ხორციელდება

3.      სამართლებრივი ბაზა რის საფუძველზეც მოქმედებს ხელისუფლება

 

ვებერის მიხედვით ხელისუფლების ლეგიტიმაციის 3 წყარო არსებობს

(ანუ რომელიმე ხელისუფლების უფლებას მართოს სახელმწიფო უდავოდ ხდის 3 რამ ):

 

1.       ტრადიცია.

(სახელმწიფოში არსებული მმართველობა მიჩნეულია ღვთაებრივი წესრიგის ნაწილად. ითვლება რომ ის ყოველთვის იყო და იქნება. მაგ რომელიმე სამეფო დინასტია.)

2.       ქარიზმატული ლიდერი.

(წინამძღოლი,რომლის ავტორიტეტი ემყარება ხალხის რწმენას მისი“ზეადამიანური „ შესაძლებლობების,განსაკუთრებული თვისებების შესახებ)

3.       ავტორიტეტი.

(ხელისუფლების ავტორიტეტი ეფუძნება მმართველის  ხელისუფლებაში მოსვლას კანონიერი მექანიზმების საშუალებით და მის მიერ ხელისუფლების განხორციელებას კანონების მიხედვით).

 

                 სახელმწიფოს ფუნქციები

1.    მოქალაქეების სიცოცხლისა და ქონების დაცვა

2.    მოქალაქეებს შორის თანაცხოვრების წესების (მართლწესრიგის(!)) დადგენა და ამ წესების განხორციელების უზრუნველყოფა.(აღსრულება)

3.    კოლექტიური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება

4.    ინდივიდუალური აქტივობისთვის(მაგ.ბიზნესისთვის) ხელშეწყობა

ყოველივეამის სანაცვლოდ ადამიანი თანახმაა შეელიოს საკუთარი უფლებების და თავისუფლებების ნაწილს და სახელმწიფოს „ძალადობას’’  შეეგუოს.

ესაა სოციალური კონტრაქტი ადამიანსა და სახელმწიფოს შორის.

სხვადასხვა სახელმწიფოში სოციალური კონტრაქტის პირობები სხვადასხვაა (!).

რიგითი ადამიანის ,დაბალიფენის წარმომადგენლის თანხმობა  სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებზე პასიურია.რიგითი  ადამიანი არ და ვერ  უწევს წინააღმდეგობას სახელმწიფოს  დადგენილ წესებს.

მას შეიძლება არ მოსწონდეს მაგრამ ემორჩილებოდეს|(!).ესეც  თანხმობაა.ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი .ყველაზე უუფლებო ადამიანსაც , მონასაც კი ქონდა არჩევანი-მას შეეძლო გაქცეულიყო ან აჯანყებულიყო.

ზოგ  სახელმწიფოში სოციალური კონტრაქტი სავსებით რეალური იყო (ანუ ნორმალური და მისაღები ყველასთვის).

ეს ხდება და ხდებოდა მაშინ როცა სოციალური კონტრაქტის შემუშავებაში დაინტერესებული მხარეები(ჯგუფები) აქტიურად მონაწილეობენ /მონაწილეობდნენ  და ურთიერთხელსაყრელ შეთანხმებას აღწევენ/აღწევდნენ.

მაგ. ასეთი რეალური სოციალური კონტრაქტები დადებული ქონდათ:

·        ბერძნულ პოლისებში;მოქალაქეებს მეტ-ნაკლებად თანასწორი უფლებები ჰქონდათ.

·        ფეოდალიზმის დროს  სოციალურიკონტრაქტი არსებობდა  პატრონსა და ყმას შორის ,სიუზერენსა და ვასალს შორის.ეს კონტრაქტი ომში ურთიერთანადგომის გარდა,გარკვეულ ეკონომიკურ ურთიერთვალდებულებებსაც გულისხმობდა. გარანტად ერთის მხრივ ფიცი და მერეს მხრივ კანონმდებლობა გამოდიოდა.

 

         სახელმწიფოს ორგანიზაცია

 

·        ველა სახელმწიფოს ძველსაც და ახალსაც,ჰქონდა:

 

ა)მართველობის ინსტიტუტები-ანუ მმართველი ბიუროკრატია

ბ)სამართლებრივი სისტემა(!)

გ)სამხედრო ორგანიზაცია

დ) რელიგიური ორგანიზაცია

 

 

უძველესი სახელმწიფოს გაჩენა სხვადასხვა ტერიტორიებზე დასტურდება გარკვეული ნიშნებით:

 

·        რაიმე ტერიტორიაზე სახელმწიფოს არსებობის პირველი ნიშანია

ქონებრივი დიფერენციაცისა და სამხედრო საქმიანობის ნაკვალევის აღმოჩენა არქეოლოგების მიერ.

ქონებრივი დიფერენციაცია- ვლინდება სამარხების ინვენტარში,ნასახლარების დაგეგმარებასა და ზომაში

სამხედრო საქმიანობის  ნიშანია- აღმოჩენილი საბრძოლო იარაღები,აგგრეთვე იარაღის ზემოქმედების კვალი აღმოჩენილ ჩონჩხხებზე.

·        რაიმე ტერიტორიაზე სახელმწიფოს არსებობის მეორე ნიშანი არქიტექტურაა.

ცალკეული ნაგებობის დაგეგმარება

მთელი დასახლების დაგეგმარება

საჯარო თავშეყრის ადგილი

საკულტო(რელიგირი) ნაგებობა/ან ნაგებობები

საერთო სამეურნეო დანიშნულების სივრცეები

 

 

ურთიერთ დაკავშირებული სახლები რომლებსაც საერთო ფორტიფიკაციები(ფორტიფიკაციები არის თავდაცვითი ზღუდეები და თხრილები,კედლები და კოშკები)იცავდა.

 

აშკარა მტკიცებულებებია-სახელმწიფოს არსებობის იმ ტერიტორიაზე.

 

ყურადღება:

სწორედ ამგვარი  ნიშნების მრავლად აღმოჩენამ განაპირობა რომ სახელმწიფოების წარმოშობის თარიღმა გადაიწია ნეოლითის სიღრმეში(ანუ ადრეულ ნეოლითში )

 

მაგრამ გარეგნული ნიშნები   ნიშნები შეიძლება არ იყოს მთლად სანდო(სპარტას მაგალითი )

 

ცივილიზაცია-ტერმინი  ნაწარმოებია ლათინურიდან civis-მოქალაქე  civitas-ქალაქი civilis-სამოქალაქო. ადრე განვითარების დონეს აღნიშნავდა ადამიანური საზოგადოების. ამჟამად „ცივილიზებული“ მაღალგანვითარებულ საზოგადოებას ეწოდება.

ცივილიზებული უპირისპირდება,ველურს ან ბარბაროსულს ან პრიმიტიულს

 

ცივილიზებული საზოგაბა- ისეთ საზოგადოებას აღნიშნავს,რომელსაც აქვს ქალაქები,დამწერლობა,მრავადარგოვანი მეურნეობა(!)

 

უძველესი  ცივილიზაციები დიდი მდინარეების ნაპირებზე(!) აღმოცენდა:

ეგვიპტე,-ნილოსის;

შუმერი,ბაბილონი,ასურეთი- ტიგროსის და ევფრატის;

ინდოეთი -ინდის და განგის;

ჩინეთი-ხუანხესა და იანძის.

მდინარეების როლი ამ ცივილიზაციებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო;

 

მდინარე უზუნველყოფდა :

·        მდინარის მიმდებარე ტერიტორიების ნაყოფიერებას;

·        ადამიანს ორგანიზებულ შრომას აჩვევდა(წყალდიდობებისგან მომდინარე საფრთხეების არიდება და მდინარეების სიკეთეების გამოყენება მხოლოდ კარგად ორგანიზებული შრომით იყო შესაძლებელი )

ადამიანები აშენებდნენ : დამცავ ზღუდეებს;დამბებს;გაჰყავდათ სარწყავი და სადრენაჟე არხები;ამით მიიღწეოდა 2-3 მოსავალი წელიწადში,უზრუნველყოფილი ცხოვრება და დაცული სახლი; ამგვარ სამუშაობს ესაჭირეობოდა კვალიფიციური სპეციალისტები და დიდძალი მუშახელი.,გამოცდილი ხელმძღვანელები და მმართველები,შეიარაღებული ხალხი ვინც მუშახელის მორჩილებას და ჭირნახულის მომხდურთაგან დაცვას უზრუნველყოფდა. სწორედ ამიტომ დიდი მდინარეების ნაპირებზე ყველაზე ადრე ჩნდება სახელმწიფოებრიობის ნიშნები

 

·        ძვ.წ.მე-4 ათასწლეულის მიწურულს შუამდინარეთსა და ეგვიპტეში პირველი სახემწიფოები  გაჩნდა.

 

                                                                   ეგვიპტე

 

·        გარე სამყაროსგან იზოლირებულმა ამ სახელმწიფომ 4 ათასწლეული იარსება.

·        მთელი ეს დრო უმნიშვნელოვანესი კულტურის კერა იყო: მათი ცოდნა ასტრონომიაში,არქიტექტურაში,მედიცინაში და სხვა მრავალ სფეროში უბადლო იყო თანამედროვეთა შორის

·        ბერძნები მოწიწებით ეკიდებოდნენ ეგვიპტეს და ბევრ რამეში მასწავლებლად მიჩნეევდნენ.(!)

·        ეგვიპტური ისტორიული მასალა წარმოადგენს საძირკველს ძველი სამყაროს ისტორიის დასადგენად.

·        ეგვიპტურმა პაპირუსებმა შემოგვინახეს ეგვიპტელთა და მრავალი ანტიკური ხანის ავტორთა ნაწერები.

·        მრავალათასწლიანი უწყვეტი ტრადიციამ სახელმწიფოებრიობის და მწიგნობრობის, ასევე მშრალმა კლიმატმა ხელი შეუწყო ისტორიული წყაროების დაგროვებას და გადარჩენას.

·        ეგვიპტური ცივილიზაციის სიმბოლოა ეგვიპტური პირამიდები.

 

სად  შეიქმნა ეგვიპტის სახელმწიფო?

მდინარე ნილოსის აუზში

 

·        ნილოსის ნაპირებზე განლაგებული დასახლებები ძვ.წ.მე-4 ათასწლეულში გაერთიანდნენ ჯერ ორ სამეფოში.

·        ნილოსის დელტაში შეიქმნა ქვემო ანუ ჩრდილოეთის სამეფო;

·        ნილოსის პირველი ჭორომიდან დელტამდე კი ზემო ანუ სამხრეთ სამეფო.

·        სამეფოების გაერთიანების შემდეგ  მეფე-ანუ ფარაონი ორივე სამეფოს მფლობელის ტიტულებს და გვირგვინებს ატარებდა.(მთელი 4 ათასი წელი)

·        ეგვიპტელები ფარაონს ღმერთად მიიჩნევდნენ ;მთელ მოსახლეობას მის მსახურებად

·        ღმერთებისა და ფარაონის წინაშე ყველა თანასწორი იყო.

·        ძველ ეგვიპტეში ადამიანის წინსვლა მის პირად ღირსებებსა და მიღებულ განათლებაზე იყო დამოკიდებული.

 

 

                რელიგია

·        ეგვიპტელები ამ ქვეყნად ყოფნას საიქიოსთვის მზადებად აღიქვამდნენ.

·        შემუშავდა გარკვეული ზნეობრივი ნორმები რომელთა დაცვა სავალდებულო გახდა

·        ეგვიპტეში გარდაცვლილთა სხეულების სპეციალური დამუავება ხდებოდა რათა არ გახრწნილიყო და პატრონს საიქიოშიც გამოსდგომოდა.

·        ამგვარად შენახულ ცხედარს მუმია ეწოდებოდა.

·        მუმიების დამზადება მაღალ დონეზე ავიდა.არსებობდა სხვადასხვა კატეგორიის და ფასის მომსახურება .

·        მაღალი კატეგორიების მუმიებმა ათასწლეულებს გაუძლეს და ჩვენამდე საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მოაღწიეს .დღეს მათ სხვადასხვა ანალიზებს უტარებენ

·        მუმიებს ოქრო-ვერცხლს და ნივთებს ატანდნენ და ისეთ სამარხებს უგებდნენ,რომლებიც მათ ამქვეყნიურ სახლებს აღემატებოდა

·        პირამიდები სწორედ  ფარაონთა სამარხებია.

 

ძველი ეგვიპტის ომები

 

·        ეგვიპტე მრავალი ათასი წელი  გარე სამყაროსგან იზოლირებულად ვითარდებოდა

 

·        ეგვიპტეს დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან უდაბნოები,ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა და სამხრეთით ნილოსის ჭორომები აკრავს

 

·        ფარაონები სჯერდებოდნენ ლაშქრობებს უდაბნოებში არსებული ოაზისების და ნილოსის აღმა მდებარე ნუბიის (დღევანდელი ეთიოპია) წინააღმდეგ

·        ეგვიპტისთვის ნუბია იყო ოქროსა და სპილოს ძვლის  აგრეთვე ტყვეების წყარო.

 

 

                                       ჰიქსოსები

 

·        ძვ.წ. მე-17 საუკუნეში ეგვიპტე დაიპყრეს აზიიდან მოსულმა ტომებმა-ჰიქსოსებმა

·        ბერძნული სიტყვა ჰიქსოსი წარმოსდგება ეგვიპტური „უცხოელი მმართველებიდან ‘’

·        ანტიკურ ხანაში ჰიქსოსებს ბერძნები მომთაბარე ებრაელებად მიიჩნევდნენ.(!)

·        სამხედრო აღჭურვილობაში დიდი უპირატესობის გამო(შორს მსროლელი მშვილდი,საბრძოლო ეტლები,ჯაჭვის პერანგები) ჰიქსოსებმა იოლად დაამარცხეს ეგვიპტე და დაეპატრონენ მის ჩრდილოეთ ნაწილს-ნილოსის დელტას.

·        სამაგიეროდ ეგვიპტელებმა მოახერხეს მათი კულტურული ასიმილაცია(!),მოგვიანებით კი დამარცხება და ძალაუფლებისგან ჩამოშორება(!)

·        ჰიქსოსების  შეტანილი სამხედრო აღჭურვილობა,განსაკუთრებით კი საბრძოლო ეტლი ეგვიპტელებმა გამოიყენეს შორეული წარმატებული ლაშქრობების საწარმოებლად.

·        ეტლი გახდა ელიტარული ნაწილების სწრაფი გადასროლის საშუალება შორ მანძილზე,მან მცირე რაზმს დიდი დამრტყმელი ძალა მიანიჭა.

·        ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის შუა ხანებიდან იწყება შორეული დაპყრობების და იმპერიული ტიპის სახელმწიფოების პერიოდი.

 

·        ძვ.წ. მე-15-მე-13 საუკუნეებში ეგვიპტელემა ფეხი მოიკიდეს აზიაში დაიპყრეს სირია-პალესტინა.  ამ რეგინში ეგვიპტელების მეტოქეები იყვნენ ხურიტების და ხეთების სამეფოები

·        ყველაზე შორს ეგვიპტის ძალაუფლება თოტმეს-მე-3 -მ განავრცო ძვ. წ. მე-15 საუკუნეში.

 

                                                  ამენხოტეპ მე-4-ის რეფორმა

 

·        რეფორმატორი ფარაონი ამენხოტეპ მე-4 ეგვიპტეს ძვ. წ. მე-14 საუკუნეში(!) მართავდა

·        გაატარა რელიგიური რეფორმა,რის შედეგადაც ურიცხვ ღვთაებებს ერთი ღმერთი(!)-ატონი ჩაენაცვლა.

·        ააგო ამ ღმერთის სახელზე ქალაქი ახეტატონი

·        თვითონაც გადაირქვა სახელი და ეხნატონად(!) იწოდებოდა,

·        მხატვრებს დაუდგინა რომ ღმერთი მზის დისკოს სახით დაეხატათ,ხოლო ადამიანის პორტრეტი ზუსტი უნდა ყოფილიყო.(!)

·        ამ ნახატების მიხედვით ეხნატონი არ გამოირჩეოდა კარგი აღნაგობით,ხოლო მისი მეუღლე ნეფერტიტი თუ მისი ქანდაკებით ვიმსჯელებთ ულამაზესი ქალი ყოფილა.

·        მრავალრიცხოვანი ტაძრების ქურუმებს არ სურდათ შემოსავლის დაკარგვა ამიტომ ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ ქურუმებმა ისარგებლეს მემკვიდრის ტუტანხამონის მცირეწლოვნებით და ეხნატონის რეფორმა გააუქმეს(!)

ეხნატონის და მისი ღმერთის სახელი მოსპეს,ხოლო ქალაქი ახეტატონი მიტოვებულ იქნა.

ტუტანხამონი მხოლოდ იმითაა ცნობილი რომ მხოლოდ მისმა სამარხმა მოაღწია ჩვენამდე გაუძარცვავად.

 

 

                              ეგვიპტისა და ხეთების ომი

 

·        ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა ძველ სამყაროში

ძვ.წ. 1274 წ. ქადეშის მახლობლად ფარაონმა რამსეს მე-2 -მ  გადაიხადა ხეთების მეფესთან მუვათალთან

·        ხეთებმა ხაფანგში შეიმწყვდიეს ეგვიპტელთა მოწინავე რაზმი,რომელსაც რამსესი თავად მიუძღოდა და თითქმის მთლიანად გაანადგურეს.

·        რამსესმა ლომივით იომა და მოახერხა ალყიდან თავის დაღწევა,მუვათალი სასიკვდილოდ დაიჭრა და ხეთებმა ვერ შეძლეს გამარჯვების ბოლომდე მიყვანა.

·        შედეგად ეგვიპტესა და ხეთებს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება.იგი მიჩნეულია თანასწორი და ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულების ნიმუშად(!).ხელშეკრულების ასლი გაეროს შტაბბინას ამშვენებს.

 

·        ძვ.წ. მე-13 საუკუნიდან ჩამოყალიბებული ჩანს საერთაშორისო სამართლის (!)გარკვეული სისტემა.მას საფუძვლად უდევს რამდენიმე დიდი სახელმწიფოს(ბრინჯაოს ხანის რამოდენიმე იმპერიის)თანასწორობის(!) და ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევის(!) იდეა.

ეს სახელმწიფოებია  : ეგვიპტე,ბაბილონი და ასურეთი-შუამდინარეთში;ხეთების სამეფო მცირე აზიაში;აქველთა სამეფო-სამთავროთა გაერთიანება ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და ეგეოსის ზღვის აუზში.

·        ძვ.წ. მე-13 საუკუნის შემდეგ ეგიპტე სუსტდება და თანდათან ექცევა აღმავლობის გზაზე მდგომი მსოფლიო იმპერიების გავლენის სფეროში.

·        ეგვიპტეს ჯერ ასურეთი (!)იმორჩილებს,შემდეგ სპარსეთი,მაკედონია,რომი(!) და ბოლოს ახ.წ. მე-7 საუკუნეში არაბები(!)

·        არაბების დაპყრობის შემდეგ ძველი ეგვიპტე როგორც კულტურული და პოლიტიკური ფენომენი საბოლოოდ წყვეტს არსებობას.(!)

·        ძველ ეგვიპტელთა პირდაპირ მემკვიდრეებად დღევანდელ ეგვიპტეში -კოპტები (!)არიან მიჩნეული

 

შუმერების ქალაქ-სახელმწიფოები

 

·         ევფრატსა და ტიგროს შორის ქალაქ-სახელმწიფოები ნეოლითში ჩნდება

 

·         ძვ.წ.აღ. მე-4-მე-3 ათასწლულებში სამხრეთ შუამდინარეთში(ანუ მესოპოტამიაში)  

     შუმერული ცივილიზაცია ჰყვაოდა

·         შუმერები უცნობი წარმოშობის ხალხია.(!)

·         მათ ჩაანაცვლეს მესოპოტამიაში ადრეული ბინადრები

·         შუმერების  შექმნილია ლურსმული დამწერლობა(!)

·         პირველი კანონები(!) და დაწერილდოკუმენტები(!)(სასამართლო დადგენილებები,ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტები) შუმერებს უკავშირდება

 კანონები ადგენდა ადამიანთა თანაცხოვრების,ადამიანის და სახელმწიფოს ურთიერთობის  წესებს. შუმერული კანონები ფრაგმენტულად არის შემორჩენილი. აღსანიშნავია კანონები  „სავალო კაბალაზე“(!)(ბაბილონის მეფის ხამურაბის კანონებში შემდეგში დაზუსტდა ვალის გადახდის პირობები,ვერგადამხდელებს „სამწლიანი მონობა“,ანუ  იძულებითი შრომა ელოდათ კრედიტორის მეურნეობაში(!).

 

 

·        შუმერები დამოუკიდებელ(!) ქალაქ-სახელმწიფოებში ცხოვრობდნენ

·        ერთ-ერთი შუმერული ქალაქ-სახელმწიფოს  ურუქის(!) მეფე იყო გილგამეში ძვ.წ 27-ე საუკუნე

·        შუმერების მიერ  ძვ.წ.აღ მე-3 ათასწლეულში შექმნილი ლეგენდები გაერთიანდა მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ტექსტში(ლურსმული დამწერლობა)

·        ამ აქადური ტექსტის აღმოჩენისთანავე მეცნიერებმა მაშინვე მიაქციეს ყურადღება ტექსტის ცალკეული პასაჟების მსგავსებას ებრაელთა „ძველ აღთქმასთან“

·        უთნაფიშმითის(!) ამბავი ძალიან გავს ბიბლიური წარღვნის და ნოეს კიდობანის ამბავს

·        ენქიდუს შექმნა და შამხათის მიერ მისი ზიარება ცივილიზაციასთან კი ადამის შექმნის და ევას მიერ მის ცდუნების ამბავს მოგვაგონებს.

ძვ.წ.აღ.მე-  3 ათასწლულის შუახანებიდან ხან ერთი ქალაქის მეფე ახეხებდა სხვების დამორჩილებას  და შუმერის გართიანებას ხან მეორე.

 

                                                     აქადის სამეფო

 

·        პირველი დიდი გაერთიანება რომელიც გასცდა(!) მესოპოტამიას ძვ.წ. 24-ე საუკუნეში აქადის  მეფე სარგონ დიდის დროს მოხდა.

·        აქადელები სემიტური წარმშობის ხალხი იყო ისინი შუმერების მეზობლად სახლობდნენ

·        ძვ.წ.აღ.მე-  3 ათასწლულის ბოლოდან სემიტური

 

ტომები(აქდელები,ასურელები,ებრაელები,არაბები) ინტენსიურად შემოდიან მესოპოტამიაში  და შუმერების ასიმილაციას(!) ახდენენ.(სახელწოდება სემიტური- ბიბლიური ნოეს ერთ-ერთი შვილის სემის სახელის მიხედვით)

·        შუმერული ენა(!) რჩებოდა მწერლობის და მეცნიერების ენად,მის  გვერდზე დადგა აქადური ენა(!)

·        აქადურის ცალკეულ დიალექტებზე ლაპარაკობდნენ ასურელები(!),ბაბილონელები(!)  და სხვა ხალხები

·        ძვ.წ.მე-2 ათასწლეულის მე-2 ნახევარში აქადური საერთასორისო ენა გახდა დიდ სამეფოებს სორის მიმოწერა აქდურ ენაზე ხდებოდა.

 

                             ბაბილონის სამეფო

·        ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის პირველ ნახევარში  შუამდინარეთში ორი სახელმწიფო ყალიბდება ასურეთი(!)(ჩრდილოეთ მესოპოტამიაში) და ბაბილონი(!)(სამხრეთ მესოპოტამიაში).მათი ბრძოლა შუამდინარეთში პირველობისათვის 1000-წელზე მეტი გაგრძელდა.

·        ქალაქ-სახელმწიფო ბაბილონის ლოკაცია ვაჭრობისათვის ძალზე მოსახერხებელი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო.ის მდებარეობდა  სამხრეთ შუამდინარეთსი ,იქ სადაც ტიგროსი და ევფრატი მაქსიმალურად უახლოვდებიან ერთმანეთს;

·        ბაბილონის აღზევება ძვ.წ მე-18 საუკუნე მეფე ხამურაბის უკავშირდება.ხამურაბიმ მოახერხა და ქალაქი-სახელმწიფო მესოპოტამიის ბატონად აქცია. მაგრამ ხამურაბი უპირველესყოვლისა თავისი კანონებითაა ცნობილი.

·        დიორიტის(შავი ქვის) სტელაზე დაწერილი  ტექსტი ჩვენამდე სრულად მოღწეულთაგან ყველაზე  ძველი კანონთა კრებულია.(!)

·        ამ კანონებით შეისწავლეს  ბაბილონის სახელმწიფო.

·        ბაბილონი 8 კვადრატულ კილომეტრზე იყო განფენილი და იმდროინდელ მსოფლიოში უდიდეს ქალაქს წამოადგენდა.

·        ძვ.წ.1531 წ ხეთების მარბიელმა ლაშქრობამ ბაბილონში ბოლო მოუღო ხამურაბის დინასტიას

·        ქალაქი ბაბილონი  ძვ.წ.689-ში ასურელებმა(!) დაანგრიეს.

·        ძვ.წ.605-562 წ. ბაბილონის მეფე იყო ნაბუქოდონოსორი(ჯუზეპე ვერდის ოპერა ნაბუქო)

·        ძვ.წ 539 წელს სპარსელების მიერ დაპყრობის შემდეგ(!) ბაბილონმა დამოუკიდებლობა დაკარგა

·        სპარსეთის იმპერიის განადგურების შემდეგ ბაბილონი მცირე ხნით ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დედაქალაქი იყო.(!)

ბაბილონი-დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე(!) მდებარეობს.

                                                 ასურეთის იმპერია

 

·      შუამდინარეთსი  შეიქმნა   მსოფლიოში პირველი მილიტარისტული სახელმწიფო( ანუ იმპერია)- ასურეთი(!)

·      ასურეთის სამეფო ჩრდილო მესოპოტამიაში, მდინარტიგროსის შუაწელზე ძვ.წ. მე-2 ათასწლეულში  შეიქმნა.ასურელების სემიტურმა ტომმა აქ ქალაქი-სახელმწიფო დაარსა და მას საკუთარი ღმერთის სახელი-აშური(!) დაარქვა.

 

·      ასურეთი (აშური) წინა აზიის ნამდვილ ჰეგემონად ძვ. წ. 883-612 წლებში იქცა.(!) -დაიმახსოვრე

·      ამ პერიდში ასურელმა მეფეებმა დაიპყრეს:

1.    არამ-დამასკო(ძვ.წ.732)

2.    ისრაელი (ძვ.წ.722)

3.    ურარტუ (ძვ.წ.714)

4.    მოხარკედ გაიხადეს კვიპროსი(ძვ,წ. 709)

5.    დაანგრიეს ბაბილონი (ძვ.წ.689)

6.    ეგვიპტე(დროებით) (ძვ.წ.671)

·      ასურეთის იმპერია შეაჩერა და ბოლო მოუღო კოალიციამ:(ახლბაბილონურმა სამეფომ და მიდიამ მათ დაიხმარეს სკვითები)

·      მათ დაანგრიეს ასურეთის ორივე დედაქალაქი აშური (ძვ.წ.614) და ნინევია(ძვ.წ.612) -დაიმახსოვრე

·      ასურელები პირველები იყვნენ კაცობრიობის ისტორიაში  რომლებმაც მოფიქრეს საიმედო ხერხები ტერიტორიების დასაპყრობად და მათ შესანარჩუნებლად.

·      მათია პირველობა სამხედრო ხელოვნებაში და იმპერიის მართვაში

·      სამხედრო ხელოვნებაში მათი გამოგონებებია : საალყო მანქანები,ხეთებისგან გადმოღებული რკინის იარაღი,ორთვალა საბრძოლო ეტლები(ცხენზე ჯერ ვერ ჯდებოდნენ იმ დროს) ,სამხედრო გზები და ხიდები.

·      განსაკუთრებული „გამოგონებაა“ დაპყრობილი ხალხების მასობრივი დეპორტაცია(!) იმპერიაში მათი იძულებითი ასიმილაციის(!) მიზნით. დეპორტაცია  იყო საბოლოო დამორჩილების და განადგურების წესი(!)

 

გაიხსენე: კახელების დეპორტაცია ირანში შაჰ-აბასის დროს;სტალინის დეპორტაციები:(თურქი-მესხები,გერმანელები,ჩეჩნები,ინგუშები)

·      ბიბლიაში აღწერილია ასურელების მიერ ისრაელის ხალხის დეპორტაციის ამბავი ძვ.წ. 722 წელს წელს.(!)

      შენიშვნა :ებრაელების დეპორტაცია იუდეის სამეფოდან ძვ.წ. 586- წელს ახალბაბილონური სამეფოს მეფე ნაბუქოდონოსორმაც განახორციელა.ებრაელები „ბაბილონური ტყვეობიდან“ ძვ.წ 539 წელს  სპარსეთის იმპერიის შემქმნელმა კიროსმა გაანთავისუფლა და იუდას ტომი იერუსალიმში დააბრუნა.

·      იმპერიის მოწყობის ასურული  წესი,მემკვიდრეობით გადაეცემოდა სხვადასხვა იმპერიებს სხვადასხვა ეპოქაში.

·      იმპერიის მოწყობის ეს წესი ეფუძნება ცენტრის(მეტროპოლიის) და პერიფერიების მკაცრ ბიუროკრატიულ გამგებლობას.იმპერიის ორივე დედაქალაზე აშურსა და ნინევიაზე და მიმდებარე პროვინციებზე ვრცელდებოდა პირდაპირი ცენტრალური მმართველობა.პერიფერიულ ვასალურ ქვეყნებს კი უნარჩუნდებოდათ შიდა ავტონომია.მაგრამ ეკისრებოდათ ხარკი და სამხედრო ვალდებულება. ეს წესი მოქმედებს დღესაც.(!)

·      ასურეთის იმპერია სამხედრო ნადავლისა და ხარკის ხარჯზე ცხოვრობდა,დიდძალი რესურსი იხარჯებოდა გაუთავებელ ომებზე და იფლანგებოდა გრანდიოზულ მშენებლობებზე მაგ სარგონ მე-2-ის ქალაქი შარუქინი(დღეს ხორსაბადი).პარაზიტული ეკონომიკა ასურეთის იმპერიის დასუსტების და დაცემის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

 

 

                              ხეთების სამეფო

 

·        მცირე აზია ანუ დღევანდელი თურქეთის ტერიტორია ასევე უძველესი ცივილიზაციების კერაა

·        ძვ,წ, მე-2 ათასწლეულის დასწყისში(!)  აქაც სხვადასხვა ხალხის მიერ შექმნილი  მრავალი  ქალაქ-სახელმწიფო იყო.

·        ამ ქალაქ სახელმწიფოებს შორის  საერთაშორისო ვაჭრობას ასურელთა სავაჭრო დასახლებები-კოლონიები აწარმოებდნენ. მცირე აზიაში საერთაშორისო ვაჭრობა ასურელთა ხელში იყო.(!)

·        ინდოევროპული წარმოშობის ხალხმა -ხეთების  ტომმა ქალაქ ქანესის მეფე ანითას(!)  მეთაურობით მოახერხეს მთელი მცირე აზიის დიდი ნაწილის ერთ სამეფოში მოქცევა/გაერთიანება.(პირველი ტომი ვინც ხეთებმა დაიპყრეს იყვვნენ ხათები(პროტო ხეთები)

·        ხეთების სამეფო მარბიელ ლაშქრობებს აწყობდა სირიასა და შუამდინარეთში.როგორც ვთქვით, ერთი ასეთი ლაშქრობისას ბაბილონამდე ჩააღწიეს და ხამურაბის დინასტიას ბოლო მოუღეს  იქ.

·        თავის მხრივ ხეთებს გაუთავებლად თავს ესხმოდნენ-ჩრდილო-აღმოსავლეთიდაქასქების მომთაბარე ტომები.

 

·        ხათებიც და ქასქებიც დაუდგენელი წარმოშობის ხალხებია.

·        ზოგი მეცნიერი ვარაუდობს მათ ნათესაობას  კავკასიურ ტომებთან:ქართველებთან,აფხაზურ-ადიღეურთან.ნახურ-დაღესტნურთან)

 

·        ხეთებს მჭიდრო კონტაქტი ქონდათ აგრეთვე აცი-ხაიასასთან ,ამათ ზოგი მეცნიერი სომხებს უკავშირებს,ზოგი დაიაენ-დიაოხს ანუ ასურულ და ურარტულ წყაროებში მოხსენიებულ ტაოს.

·        ძვ.წ. მე-14-მე-13 საუკუნეებში ხეთების სამეფო ძლიერების მწვერვალ აღწევს და იმ დროისმსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოთა  რიგში ექცევა.

·        ხეთების მეფე სუფილულიამა1 (!)ეგვიპტეს ეცილება სირიაზე ბატონობაში

·        ძვ.წ.1274 წელს ეგვიპტის ფარაონი რამზესმე-2(!) და ხეთების მეფე მუვათალი(!) ებრძვიან ერთმანეთს სირიისათვის, ქადეშთან(!). ხეთების მეფე სასიკვდილო ჭრილობითიღუპება.ეგვიპტელთა ჯარი კი ნადგურდება იდება ზავი.

·        ხეთების მომდევნო მეფე ხათუსილ მე-3(!)(რომელმაც ტახტსჩამოაცილა მუვათალის მემკვიდრე)  ქალიშვილს აძლევს ცოლად ეგვიპტის ფარაონს რამზეს მე-2-ს.

 

·        ძვ.წ. 13 საუკუნის მიწურულს ხეთების სამეფო დაასსუსტა ტახტისთვის ბრძოლებმა და „ზღვის ხალხების“ და ქასქების შემოსევებმა,ხეთების იმპერია  ეცემა და რამდენიმე პატარა სამეფოდ იშლება.(!)

 

                                                          ურარტუ

 

·        მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილში ვანის ტბის მიდამოებში აღმოცენდა ურარტუს სამეფო(გაიხსენე.“გოგჩა“.ალ.ჭავჭავაძე)

·        ურარტუ ძვ.წ. მე-9 -მე-7 საუკუნეებში(!)  რეგიონში მნიშვნელოვანი ძალა იყო.

·        ურარტუ მეტოქეობას უწევდა ასურეთს და და ავრცელებდა თავის გავლენას სამხრეთ კავკასიის(!) ვრცელ ნაწილზე.

·        თავდაპირველად ურარტუ ე.წ. ნაირის ქვეყნების კოალიციაში იყო.

·        ძვ.წ. მე-9-დან მას უჩნდება კოალიციაში პირველობის პრეტენზია.

·        ასურეთის მეფე სამანსარ მე-3-მ  ძვ.წ. მე-9 შუა ხანებში დალაშქრა  ურარტუ დაამარცხა მისი მეფე არამუ და მოსპო დედაქალაქი არზაშკუნი.

·        ასურეთს ურარტუს წინააღმდეგ ეხმარებოდა ნაირის ქვეყნებში პირველობის მოსურნე დაიაენის მეფე(დიაოხი)

·        ურარტუ მალე კვლავ გაძლიერდა და დაიწყო ექსპანსია სხვადასხვა მიმართულებით.

·        ძვ.წ. მე-9-ს მიწურულს ურარტუს მეფე მენუა ლაშქრობს ჩრდილოეთით და ავიწროებს დიაოხს

·        მომდევნო მეფეები არგიშთი 1 და სადური მე-2 ძვ.წ. მე-8 საუკუნის პირველ ნახევარში იპყრობენ სამხრეთ კავკასიას;მათ შორის ქართულ ტომებს და წარმატებასაღწევენ ასურელებთან ბრძოლაშიც.

·        ძვ.წ. მე-8 შუა ხანებში ვითარება იცვლება ჩრდილოეთიდან შემოჭრენ კიმერიელები(გმირი,თრიალეთი) ხოლო ასურეთი ისევ გაძლიერდა.

·        ძვ.წ.714-ში სარგონ მე-2-მ სასტიკად დაამარცხა ურარტუელები დაარბია და გადაწვა საკულტო ცენტრი მუსასირი.

·        დიდი დანაკარგების მიუხედავად ურარტუ კიდევ დიდხანს ინარჩუნებდა რეგიონში ძლიერი მოთამაშის სტსტუსს.

·        მართალია ურარტუმ ხელი აიღო შორეულ დაპყრობით ლასქრობებზე  დაცდილობდა არსებულის  შენარჩუნებას და ინტეგრაციას

·        ეს ეხება პირველ რიგში დღევანდელი სომხეთის ტერიტორიას .აქ ურარტუელებმა არაერთი ქალაქი ააშენეს,მათ  შორის ერევანი სომხეთის დღევანდელი დედაქალაქი.

x

·        ძვ. წ.590 წელს ურარტუს სახელმწიფო  გაანადგურეს მიდიელებმა(!).

 

სახელმწიფო მიდია ჩამოყალიბდა ირანის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.მიდიელები ერთ-ერთი ირანული ტომი იყო.

x

·        მანამდე კი   ძვ.წ. მე 7- ს ბოლოს მიდიამ და ახალმა ბაბილონმა(!) გაანადგურეს ასურეთის იმპერია(!) და გაიყვეს მისი ტერიტორიები;ასურეთის  ჩრდილო პროვინციები მიდიამ შეიერთა.

·        ძვ.წ. 590-ში მიდიელებმა,ანუ მე-6-ს დასაწყისში,(!) ბოლო მოუღეს ურარტუს სამეფოს.ურარტუს ცენტალური ნაწილი მიდიაში შევიდა(!).

·        ურარტუს განადგურებაში დიდი წვლილი შეიტანეს  სკვითებმა(!),ასევე სამხრეთ კავკასიის ტომებმა ,შეიძლება ქართველურმა ტომებმაც.

 

 

 

                                          დაიაენი/დიაოხი

 

 

·          ქართული ტომები წინა აზიაში(დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) ძვ.წ. მე-13 საუკუნიდან ჩანან ისტორიულ წყაროებში;

·          ისინი აქ გამოჩნდნენ მას შემდეგ რაც მათგან სამხრეთით განადგურდა ორი ძლიერი სახელმწიფო : ხეთების იმპერია და მითანის(ხურიტების) სამეფო.(ამათგან განთავისუფლდნენ,როგრც ჩანს)

·          ხეთების სახელმწიფო  გაანადგურეს ეგეოსის ზღვიდან  შემოჭრილმა „ზღვის ხალხებმა’’.

·          ხეთების დასუსტების შემდეგ მათ  აღმოსავლეთით დამკვიდრდნენ მუშქები(!)-მესხების ქართული ტომის წინაპრები.

·          ხეთების სამხრეთით მდებარე მითანის(ხურიტების) სამეფო კი ასურეთმა(!) გაანადგურა.

·          ძვ. წ.1112 წელს ასურეთის მილიტარისტულმა სახელმწიფომ  ,

        მეფე ტიგლათფალასარ 1,დაიწყო შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით ქართულ ტომთა გაერთიანების -დაიაენის წინააღმდეგ.(!)

·          ურარტულ წარწერებში ამ ტომთა გაერთიანებას (დაიაენს)-დიაოხი ეწოდება.

·          ბერძნები კი ტაოხებს უწოდებდნენ.

·          სამივე დასახელებაში ძირი ერთი და იგივეა (ტაო,დიაო) ეს სახელი შემონახულია ძველი საქართველოს ამ რეგიონის ერთ-ერთი პროვინციის -ტაოს სახელწოდებაში.(იხ.გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება)

·          დაიაენი ანუ დიაოხი „ქართულ’’ ტომთა სახელმწიფოს მსგავსი გაერთიანება იყო.

·          სამხრეთით მისი ტერიტორია  დღევანდელი თურქული ქალაქის ერზრუმის მიდამოებსაც მოიცავდა

·          ჩრდილოეთით ჯავახეთი ესაზღვრებოდა

·          ხოლო ჩრდილო-დასავლეთით შავი ზღვა

·          ასურეთის მეფეს ,ტიგლათფალასარ 1-ს,ჩრდილოეთით ლაშქრობისას  დაუპირისპირდა დაიენის მეფე სიენი,რომელსაც ეხმარებოდა მეზობელი ქვეყნების 60“მეფის“(სავარაუდოდ ტომთა ბელადები) ლაშქარი. ასურეთის მეფემ გაიმარჯვა,დამარცხებული მეფე სიენი დატყვევებული წაიყვანა თავის დედაქალაქ აშურში და მორჩილების პირობის ჩამორთმევის შემდეგ გაათავისუფლა.

·          ტიგლათფალასარ 1-ის შემდეგ,ასურეთის გავლენა ჩრდილოეთის ქვეყნებზე შესუსტდა.

·          დიაოხს ახლა ასურეთის ჩრდილოეთით  ახლადწარმოქმნილი ურარტუს სახელმწიფო ავიწროებს.

·          ურარტუს მეფე მენუა კლდეზე ამოკვეთილ ერთ-ერთ თავის ნაწერში მოგვითხრობს დიაოხის წინააღმდეგ ლაშქრობებზე.მენუას დაურბევია დიაოხის ქვეყანა,მეფე უტუფურსი დაუმორჩილებია.

·          ურარტუს მეფეებმა დიაოხს ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი წაართვეს და იქ ციხესიმაგრეები ააგეს.

·          ურარტუს შემოსევებმა დაასუსტა დიაოხი.

·          დიაოხის საბოლოო განადგურებაში მონაწილეობა მიიღო მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა,მეორე დიდმა ტომთა სახელმწიფოს მსგავსმა გაერთიანებამ- კოლხამ.

·          ძვ. წ. მე-8 საუკუნეში დიაოხმა შეწყვიტა არსებობა.(!)

·          მისი ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი ურარტუს შემადგენლობაში  შევიდა,ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი კოლხას შემადგენლობაში.

 

 

                                                                    კოლხა

·        კოლხეთი და კოლხების ტომი ძ.წ. მე-14 საუკუნის და ძვ.წ. მე-12 საუკუნის ასურულ ტექსტებში მოიხსენიებიან.(!)

·        ძვ.წ.მე-11-მე-მე-9 საუკუნეებში  შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ძლიერი და მაღალკულტურული

სახელმწიფო  კოლხეთის სამეფო

·        ძ.წ. მე-9 -მე-8 სს-ში კოლხეთის სამეფომ გავლენაა გაავრცელა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და ურარტუსთან ერთად გაანადგურა დიაოხი და მისი ჩრდილოეთი ნაწილი შეიერთა და ურარტუს ჩრდილოეთიდან გაუმეზობლდა

·        ამ კოლხეთის სამეფოს სიძლიერე და სიმდიდრე ასახულია ძველ ბერძნულ მითში-არგონავტების შესახებ.(არგონავტების მითი ძვ. წ. მე-11-მე-8 საუკუნეების კოლხეთს ეხება.

·        კოლხეთის სამეფოს ურარტუსთან ალიანსი დიდხანს არ გაგრძელებულა .

·        ძვ.წ.მე-8 საუკუნიდან კოლხას წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს ურარტუ.

·        ურარტუს მეფე სარდური მე-2-მ (!)ორჯერ დალაშქრა კოლხა,ამლაშქრობებმა დაასუსტა კოლხეთის სამეფო.

·        ამას ზედ დაერთო ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარე-მეომარი ტომების- კიმერიელების(!) შავი ზღვის სანაპიროთი შემოსევები.

·        კოლხა (ძველი კოლხური სამეფო ) ძვ.წ.მე-8-ს ბოლოს გაანადგურეს ჩრდილოეთიდან შემოსეულმა კიმერიელებმა

 

 

კიმერიელები და სკვითები

 

·        ძვ.წ. მე-8-ს მე-2 ნახევარში დაიწყო კიმერიელების და სკვითების შემოსევები კავკასიაში  და მცირე აზიაში .ეს შემოსევები რამდენიმე ნაკადად განხორციელდა.

·        კიმერიელები მცირე აზიას შავი ზღვის აღმოსაცლეთ სანაპიროთი პირველად ძვ.წ მე-8 -ის 30-იანებში  შემოესიენ

·         უფრო გვიან სკვითები კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროთი, დერბენდის გავლით

·        სკვითები  სხვა გადასასვლელებითაც შემოიჭრენ: დარიალით და სხვა.

·        კიმერიელებმა სასტიკად დაამარცხეს ურარტუ,დასახლდნენ მცირე აზიის აღმოსავლეთ რეგიონში-კაპადოკიაში.სამხრეთ კავკასიაში კი  თრიალეთის ქედზე (სახელი თრიალეთი მოდის კიმერიელთა ტომის ტრერების სახელიდან რომელიც აქ დასახლდა).

·        მაგრამ ურარტუმდე კიმერიელებმა კოლხა(კოლხეთის სამეფო) გაანადგურეს.

·        კოლხას განადგურების მერე ისარგებლეს კოლხას მეზობელმა მთიელებმა და კოლხას ტერიტორიებზე დასახლდნენ ამ დროს დასხლდნენ კლარჯები(სადაური ტომია?) შავ ზღვასთან ხოლო ვტერუხებმა(სადაური ტომია?) (იგივე ზღვისპირა ბიძერები ჩრდილოეთით გადაინაცვლეს ურარტუს სამხრეთიდან ზღვისკენ)

 

                                        ხალიბები

 

·        ძვ.წ. მე-7 დასაწყისიდან ყოფილი დიაოხის ტერიტორიაზე იქმნება ახალი ტომთა გაერთიანება ხალიბების მეთაურობით .ეს გაერთიანება ებრძვის ურარტუს.

შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს  მთიანეთში რკინის მდიდარი საბადოები იყო.ქართველური ტომი ხალიბები სახელგანთქმულნი იყვნენ რკინის დამუშავებით.

 

                 სასპერები

 

·             ძვ წ. მე-6-ში ხალიბებს სასპერები ცვლიან - შემდეგში აღმოსავლეთ ქართველური ტომი.(იბერები)

·             ძველი ქართული პროვინცია სპერი ჭოროხის ზედა წელზეა.სასპერი დაკავშირებულია იბერთან(აღმოსავლეთ  ქართველთა ეთნოსი).სასაპერები ტომთა დიდი გაერთიანება და ადრეკლასობრივი სახელმწიფო იყო.მდებარეობდა კოლხებს და მიდიას შორის.მოიცავდა სამხრეთ-დასავლეთს,აღმოსავლეთ საქართველოს და არაქსის ზედა და სუა დინებას.ჩრდილო დასავლეთით შავ ზღვას აღწევდა რომელსაც სპერის ზღვა ქვია ქართულ წყაროებში

          სასპერების ჩამოყალიბება ხდება ჯერ მიდიასთან ურთიერთობის პირობებში

·        ძვ. წ.590 წელს ურარტუს სახელმწიფო  გაანადგურეს მიდიელებმა.

 

სახელმწიფო მიდია ჩამოყალიბდა ირანის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.მიდიელები ერთ-ერთი ირანული ტომი იყო.

·        მანამდე ძვ.წ. მე 7- ს ბოლოს მიდიამ და ბაბილონმა გაანადგურეს ასურეთის იმპერია და გაიყვეს მისი ტერიტორიები.ასურეთის  ჩრდილო პროვინციები მიდიამ შეიერთა.

·        ძვ.წ. 590-ში მიდიელებმა,ანუ მე-6-ს დასაწყისში, ბოლო მოუღეს ურარტუს სამეფოს.ურარტუს ცენტალური ნაწილი მიდიაში შევიდა.

·        ურარტუს განადგურებაში დიდი წვლილი შეიტანეს სკვითებმა.ასევე სამხრეთ კავკასიის  ტომებმა ,შეიძლება ქართველურმა ტომებმაც.

სომხები

 

·        ურარტუს განადგურებით ისარგებლეს სომხებმა.სომხური ტომები  მაშინ ურარტუს დასავლეთ პერიფერიაზე იყვნენ .ურარტუს დაშლის მერე კი დაიწყეს აღმოსავლეთისკენ ექსპანსია. აღმოსავლეთში  მცხოვრები ბევრი ტომის ასიმილაცია მოახდინეს

·        ურარტუს მოსახლეობის ნაწილი კი ჩრდილოეთით „საქართველოსკენ ‘’ გადმოსახლდა.

·        ისინი შეერივნენ იქ მცხოვრებ „ქართულ’’ ტომებს და მათ კულტურაში და ენაში მრავალი ელემენტი შეიტანეს.

მაგ. ამ დროს არის შემოსული ქართულ ენაში მოსავლიანობის ღვთაების -არალეს კულტი.

ეს სახელი ისმის ქართულ სამეურნეო სიმღერებში:ოროველა,კალოსპირული და სხვ.

ამ სიმღერებში არალეს ასე მიმართავენ „ივრი არალე“, ურარტულად ნიშნავს“მეუფეო არალე „; ხოლო “თარი არალე’’ურატულად ნიშნავს „დიდო არალე ‘’ ;

ქართულში გვაქვს სიტყვები :ყირამალა,თავდაყირა,ყირაზე გადასვლა და სხვ.

          „ყირა“- ურარტულში მიწას აღნიშნავდა.

                             სპარსეთი

 

·        მცირე აზიაში მიდიელების ჰეგემონია დიდხანს არ გაგრძელებულა.

·        მიდიას პირველობა წაართვა სამხრეთ ირანული ტომების მიერ შექმნილმა სპარსეთის სახელმწიფომ.

·        სპარსეთის სახელმწიფოს აქემენიდები ჩაუდგნენ სათავეში

·        ძვ.წ. მე-6-ძვ.წ. მე-4 საუკუნეების ირანს აქმენიდების ირანი ჰქვია.(შემდგომში ის გაანადგურა მაკედონელმა).

·        სპარსეთის მეფე კიროსმა ძვ.წ.(558-529) დაიპყრო და შეიერთა მიდია,მერე მთელი მცირე აზია,სირია,პალესტინა,ბაბილონი და სხვ.

·        კიროსის ვაჟმა კამბისმა ეგვიპტე.

·        დარიოს პირველიც 521 -486 ძლიერი მეფე იყო სპარსეთის.

·        ამიერკავკასიის ტომები(მათ შორის სასპერები/იბერები)  აქემენიდთა იმპერიაში აღმოჩნდნდნენ.

(კოლხების ტომი მხოლოდ ხარკს უხდიდა სპარსეთის იმპერიას მაგრამ  რომელიმე სატრაპიაში არ შედიოდა)

 

                              სპარსეთის იმპერია(აქემენიდების იმპერია)

 

·          ძვ.წ. 614-612 წ--დან იწყება (!) სპარსული ტომების დომინირების ეპოქა ახლო აღმოსავლეთში

·          დინასტიის დამფუძნებელი აქემენი(!) მეთაურობდა სპარსული ტომების გაერთიანებას.

·          ძვ. წ.  558-წ-ს  კი სპარსულ-აქემენურ სამეფოს სათავეში ჩაუდგა

კიროს ƖƖ დიდი( ძვ.წ. 558-530 წ)(!)

·          ძვ. წ.  550 წ კიროს ƖƖ-მ დაამარცხა მიდია და შემოიერთა მიდიის უზარმაზრი სამეფოს ტერიტორიები(!)

·          ძვ. წ.  539 წ კიროს ƖƖ-მ დაიპყრო ბაბილონის სამეფო(!).კიროსმა დააბრუნა ბაბილონში იძულებით გადმოსახლებული ებრაელები სამშობლოში და სახსრები გამოუყო იერუსალიმის ტაძრის აღსადგენად( იხ.ვერდის ოპერა ნაბუკო).ამის გამო ბიბლიაში არც ერთ არაებრალ მმართველს ისე არ მიეგება პატივი როგორც კიროსს.

·          კიროსის ეს გადაწყვეტილება იმპერიის ფარგლებში რელიგიური ავტონომიის შემოღების პირველი ნიმუშია(!) კაცობრიობის ისტორიაში(!)

·          შენიშვნა :იმპერიაში შემავალი ტერიტორიული ერთეულების მოწყობის და მართვის ამ საფუძველს შემდეგში სხვა იმპერიებიც იყენებდნენ. მაგ. რომის იმპერიაში იყო „religio licita“,ანუ სახელმწიფო რელიგიის გარდა დაშვებული,ნებადართული რელიგიები.

·          კიროსმა შეძლო და ერთმანეთს შეურწყა გამარჯვებულთადა დამარცხებულთა ჩვეულებები.(!)

·          კიროსმა სათავე დაუდო დიდ სპარსულ იმპერიას.

·          დიდგვაროვანი ტომის ბელადები სახელმწიფოს სამსახურში ჩადგნენ,სპარსელების ტომი კი  სამხედრო ელიტარულ ფენად ჩამოყალიბდა;ისინიცხოვრობდნენ სამხედრო თემებად,მათ მიწებს კი არენდატორები ამუშავებდნენ;თვითონ ცხოვრებას ლაშქრობებში ატარებდნენ.

·          კიროსის მემკვიდრემ კამბისეს ƖƖ-მ( ძვ.წ. 530-522) დაიპყრო ეგვიპტეც.სპარსელთა სამეფო უზარმაზრ იმპერიად იქცა.ცენტრალური აზიიდან მაკედონიამდე იყო გადაჭიმული

·          სპარსულ იმპერიაში შედიოდნენ:

       მცირე აზიის ოლქები,ელამი,ბაბილონი,ფინიკია,ეგვიპტე(ყოფილი სამეფოები) აგრეთვე არაბული,სკვითური და სხვა ტომები რომლებიც განვითარების უფრო დაბალ სტადიაზე იმყოფებოდნენ.

 

                                        იმპერიის მმართველობა.დარიოს 1-ის რეფორმები

 

·          დაპყრობილი ქვეყნების მმართველობაში სპარსელები დიდ პრობლემებს წააწყდნენ თუმცა შემდეგ იპოვეს გამოსავალი

·          თავიდან კიროს ƖƖ-მ და კამბისეს ƖƖ-მ შეინარჩუნეს ადგილობრივი მმართველობის სისტემები.

·          მომდევნო აქამენიანებს კი რეფორმების გატარება დასჭირდათ რადგან დიდი იყო სეპარატისტული( გამოყოფის) ტენდენციები

,

·          დარიოს Ɩ-მა (ძვ.წ. 522-486 წ) მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-ფინანსური რეფორმები ჩაატარა(!)

 

·          დარიოს პირველმა ჩამოაყალიბა იმპერიის მყარი მმართველობის სისტემა,გაზარდა დაპყრობილი ქვეყნების კონტროლი,მოაწესრიგა გადასახადებისაკრეფა,გაზარდა სამხედრო კონტიგენტი,ამასთანავე შეინარჩუნა ადგილობრივი მმართველობის და სამართალწაერმოების ზოგიერთი ფორმა;

·          აქამენიანთა პერიოდში „ბაბილონური  სამართალი ‘’ ითვლებოდა ახლო აღმოსავლეთის სამართლებრივი ნორმებისთვუის ნიმუშად

·          ახალმა ადმინისტრაციულმა სისტემამ აქამენიანთა იმპერიის დამხობამდე

·          თითქმის უცვლელად იარსება

      იმპერიის სატრაპიებასდ დაყოფა

 

·          დარიოს Ɩ-მა სახელმწიფო დაყო ადმინისტრაციულ-საგადამხდელო ოლქებად,რომლებსაც სატრაპიები ეწოდებოდა.

·          სატრაპიების საზღვრები ემთხვეოდა აქამენიანთა იმპერიაში შემავალი ქვეყნების ძველ სახელმწიფოებრივ და ეთნიკურ საზღვრებს;

·          ჰეროდოტე ჩამოთვლის 20 სატრაპიას და 70 ხალხს რომლებიცაქამენიანთა იმპერიაში იყვნენ გაერთიანებული

·          მე-19 სატრაპიაში სედიოდა კოლხეთის სამეფოს სამხრეთ ნაწილი.კოლხეთის სამეფოს ჩრდილოეთი ნაწილი კი აქმენიანებს ხარკს უხდიდა;

·          სპარსეთს ემორჩილებოდნენ სამხრეთში მობინადრე ქართველური ტომები.

·          სატრაპიების,ანუ ადმინისტრაციული ოლქწბის სათავეში იდგნენ სატრაპები.

·          სატრაპებად და სხვა ადმინისტრაციულ პოსტებზე სპარსელები ინიშნებოდნენ

·          სატრაპებს ეკისრებოდათ სამოქალაქო ფუნქციების შესრულება.(!)

·          სატრაპები და მხედართმთავრები საიდუმლო პოლიციის მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ

 

·          აქმენიანთა იმპერია ემყარებოდა არმიას.

·          სახელმწიფო დაყოფილი იყო ტოპარქიებად(სამხედრო ოლქებად),მათი რიცხვი იცვლებოდა მაგრამ ყოველთვის ნაკლები იყო სატრაპიების რიცხვზე

·          არმია ძირითადადდაკომპლექტებული იყო სპარსელებისა და მიდიელებისგან

·          არმია სედგებოდა კავალერიისა და ქვეითი ჯარისაგან

·          კავალერიის რეკრუტირება ხდებოდა დიდგვაროვნებისგან ,ქვეითებისა კი- მიწათმოქმედთაგან.

·          არმიის ბირთვს შეადგენდა 10 000 „უკვდავი’’ მეომარი.ისინი წარმოადგენდნენ უშუალოდ მეფის პირად დაცვას.(იხ. ფილმი სპარტა)

 

·          დარიოს Ɩ- მა თავი მეფეთ-მეფედ გამოაცხადა.მართლაც სპარსელთა ძალაუფლება ვრცელდებოდა მთელ მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროზე;მხოლოდ შორს დასავლეთში ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას ბერძნული პოლისები.

·          ამ უზარმაზარი იმპერიის ცენტრად და ძლიერების სიმბოლოდ იქცა აქამენიანთა სატახტო ქალაქი პერსეპოლისი.

              დედაქალაქი პერსეპოლისი

 

·          ეს ქალაქი-სასახლე(!) აშენებული იყო უზარმაზარ ხელოვნურ ტერასაზე და ზემოდან დაჰყურებდა დაბლობს;ქალაქში შედიოდა ფართო სადღესასწაულო კიბე მორთული 33 ხალხის გამოსახულების რელიეფებით,მათ ხარკი მიჰქონდათ მეფისათვის;უზარმაზარი კარიბჭე ხსნიდა გზას აპადანიისკენ იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი სასახლისკენ.მისდარბაზში 10 000ადამიანი ეტეოდა ;ჭერს იკავებდამაღალი სვეტების კოლონადა;

·          ეს ქალაქი მსოფლიო იმპერიის სიმბოლო იყო(!);აქ ინახებოდა საგანძური;აქედან მიდიოდა მოკირწყლული გზები იმპერიის სხვადასხვა პროვინციაში;

        გზებზე ყოველ 20 კმ-ში სასტუმრო და საფოსტო სადგური იდგა;შიკრიკები სამეფო ბრზანებებს სამეფო მწერლებს გადასცემდნენ;

 

            არამეული სახელმწიფო ენა

 

        კიროს ƖƖ-ისდროიდან აქამენიანთა სახელმწიფოს კანცელარიაში იყენებდნენ არამეულ ენას.ამ ენაზე ლაოპარაკობდნენ ახლო აღმოსავლეთის სემიტური ტომები; არსებობდა არამეული დამწერლობა(!),არამეელთა ენა  ქცეული იყო დიპლომატიისა და ვაჭრობის ენად,დარიოსის რეფორმების შემდეგ არამეული იქცა მთელი იმპერიის  კანცელარიებისთვის ოფიციალურ ენად ანუ სახელმწიფო ენად;(ქართლშიც არამეული იყო სახელმწიფო ენა)

                                   აქმენიდების იმპერიის დაკნინება და დაშლა

 

·        ძვ.წ. მე-5 საუკუნის დასაწყისში მცირე აზიის ბერძნული ქალაქები აქმენიანთა იმპერიას ექვემდებარებოდნენ,მაგრამ ხშირად უჯანყდებოდნენ

·        სპარსელები მიიჩნევდნენ რომ მათ სრულადდასამორჩილებლად საჭირო იყო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ბერძნული-ქალაქ სახელმწიფოების დამორჩილება. მათ შორის უძლიერესები ათენი და სპარტა იყვნენ

·        დარიოს Ɩ- მა და ქსერქსემ( ძვ.წ. 486-465) მოაწყეს ლაშქრობები ბერძენთა წინააღმდეგ

·        ძვ..წ. 490 წ მარათონის ბრძოლაში

 ძვ.წ. 480 წ. სალამინის საზღვაო ბრძოლაში

ძვ.წ.479 პლატეასთან ბრძოლაში და იმავე წელს მიკალის კონცხთან ბრძოლაში ბერძნებმა გაიმარჯვეს

სპარსელებს მოუწიათ უარის თქმა საბერძნეთის დაპყრობაზე

·        ათენმა და სპარტამ საბრძოლო მოქმედებები სპარსელების წინააღმდეგ მცირე აზიაში გადაიტანეს ომი ძვ.წ. 449 წ-მდე გაგრძელდა და შემდეგ დაიდო ზავი.

·        აქამენიანები აქტიურად ერეოდნენ ბერძნების საშინაო საქმეებში,განსაკუთრებით პელოპონესის ომის დროს(!)(როცა ერთმანეთს ეომებოდნენ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები).

·        აქმენიანთა სამეფო კარის ინტრიგებმა,სახელმწიფო გადატრიალებებმა,დაპყრობილი ხალხების პერიოდულმააჯანყებებმა;სატრაპთა სეპარატიზმმა დაასუსტეს იმპერია და მას აღარ ეყო ძალა წინააღმდეგობა გაეწია- მაკედონიისთვის(!).

·        ძვ.წ. 334 წ ბერძნულ-მაკედონური არმია შეიჭრა აქმენიანთა სახელმწიფოს საზღვრებში რამდენიმე წელიწადში გამანადგურებელი მარცხების სემდეგ აქამენიანთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.მაკედონიის არმია იმ დროისათვის ყველაზე საუკეთესო შეიარაღების მქონე იყო ,მას სათავეში ნიჭიერი მხედართმთავრები და ალექსანდრე მაკედონელი ედგნენ.

 

                     შეფასება :

აქამენიანთა ეპოქამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში

ა)ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობა იყო უზარმაზარ ტერიტორიაზე(ხმელთაშუაზღვიდან ინდოეთამდე

ბ) განვითარდა საერთაშორისო ვაჭრობა და კულტურული ურთიერთობები

გ) პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტები

 

აქმენიანთა ეპოქაში შექმნილი ტრადიციები მრავალი ასეული წელი არსებობდა  : მაკედონელის იმპერიაში,ელინისტურ სახელმწიფოებში,პართიის სამეფოში,სასანიანთა სამეფოში

 

აქამენიანთა ეპოქა აღმოსავლეთის ხალხების კულტურული ურთიერთ გავლენის დრო იყო . ამას ხელს უწყობდა რამოდენიმე ფაქტორი:

 

1.       ეს იყო უზარმაზრი იმპერია რომლშიც შედიოდა ქვეყნების უმრავლესობა

2.       აქამენიანთა ტოლერანტული პოლიტიკა;

3.       ხალხთა მიგრაციები,უცხოელთა დასახლებები,შერეული ოჯახები,იცვლიდნენ რელიგიას,ხდებოდა უცხოელთ თანდათანობით ასიმილაცია,თავის მხრივ უცხოელებიც ახდენდნენ გავლენას ადგილობრივებზე;

4.       აქამენიანთა სახელმწიფომ ბევრი რამ შეითვისა ბერძნული სამყაროდან;ბერძნულ ფილოსოფიურ სისტემებზე თავის მხრივ გავლენა მოახდინა ირანელ მოგვთა ოძღვრებებმა და ზოროასტრიზმა.

                                      

                                                  

ზოროასტრიზმი ემყარებოდა სიკეთისა და ბოროტების ძალების მარადიულ ბრძოლის იდეას.

ამ რელიგიის შექმნა მიეწრება ზარათუშტრას(იგივე ზოროასტრი)

ზოროასტრიზმა მოწინავე პოზიციები მოიპოვა აქმენიანთა იმპერიაში.

მოგვიანებით  კი იგი ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად იქცა ირანის ტერიტორიაზეშექმნილ პართიის სამეფოში და შემდეგ კი სასანიანთა ირანში( გაიხსენეშუშანიკის წამება)

 

 

ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოები

 

 

    მდებარეობა

 

·        ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა ფინიკია.

·        მის ტერიტორიას დღეს 3 ქვეყანა ინაწილებს: ლიბანი,სირია და ისრაელი ასევე პალესტინის არაბული ავტონომია;

·        ქვეყანა განთქმული იყო ხილით(ფინიკი) და ხე ტყით(ლიბანის კედარი ძვირფასი ხის  მასალა იყო- გემებს აგებდნენ)

·        ზღვასა და მთებს შორის ვიწრო ზოლში ფინიკიელთა მრავალი ქალაქ-სახელმწიფო იყო,მათ შორის უმნიშვნელოვანესია:ტვიროსი,ბიბლოსი,უგარიტი და სიდონი;

·        ფინიკიელების ძრითად საქმიანობას ზღვაოსნობა და ვაჭრობა წარმოადგენდა;

 

 

სახელწოდება!!!

 

·        ძვ,წ მე-3 ათასწლეულში აქადის მეფეები აწყობდნენ ლაშქრობებს „კედრის ტყეში ‘’ ასე ეძახდნენ ისინი ფინიკიას,

·        ადგილობრივი ტომები ფინიკიას „ქანაანის ქვეყანას უწოდებდნენ.ესენი იყვნენ სემიტური მოდგმის ტომები.(ქანაანი- სახარებაში  ხშირად არის ნახსენები)

·        ისინი აქ ადრე ბრინჯაოს ხანიდან  ძვ.წ მე-3 ათასწლეულში დასახლდნენ;

·        ფინიკია ბერძნული სახელია ის ძვ.წ. მე-14 საუკუნიდან იხსენიება;

 

 

ზღვაზე მეტოქეობა ბერძნებთან

 

·        ფინიკია კვიპროსთან ერთად მიკენურ საბერძნეთთან ვაჭრობდა;

·        ბერძნები და ფინიკიელები ერთმანეთს ეცილებოდნენ ზღვაზე ბატონობას(!);

·        ბერძენ ისტორიკოსებს ფინიკიელები მეკობრეებად(!) ჰყავთ გამოყვანილი;

·        ძვ.წ. მე-5 საუკუნესი ფინიკიური ფლოტი მრისხანე საზღვაო ძალა ყოფილა,რომლებსაც სხვადასხვა სახელმწიფოები ქირაობდნენ ძირითადად სპარსელები;(!)

ვის გავლენას განიცდიდა და ვიზე ახდენდა გავლენას ფინიკია ?

 

·        ძვ. წ. მე- 2 ათასწლეულის შუა  ხანებიდან ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოები ცდილობდნენ ფინიკიის ქალაქებზე გავლენის მოპოვებას; განსაკუთრებულ წარმატებას ეგვიპტემ მიაღწია(თოთმეს მე-3;ამენხოტეპ მე-2)(!)

·        ხეთებს კი ფინიკიის  ჩრდილოეთში მდებარე  უგარიტის სამეფო უქცევიათ ვასალად;

·        ეგვიპტეს და ხეთებს დაპირისპირება ფინიკიის და ჩრდილო სირიის ქალაქების გამო ჰქონდათ;(შენიშვნა:ასე იყო ჯვაროსნული ლაშქრობების ხანაშიც)

·         ძვ წ. მე-12- ში ფინიკია ასურელებმა დალაშქრეს(ტიგლათფალასარ პირველი)

·        ძვ.წ.მე-10 დან ფინიკია დამოუკიდებელი იყო. (!)

·        ფინიკიის ქალაქებში პირველობას ტვიროსი აღწევს(მეფე ჰირამი ისრელთან კეთილმეზობლობა ჰქონია)

·        ამ დროიდან მოყოლებული ფინიკიელი ვაჭრები დაცურავენ ხმელთაშუაზღვაში და მისი სანაპიროების კოლონიზაციასახდენენ;

·        ფინიკუირი ახალშენები გაჩნდა სიცილიაზე,პირენეს ნახევარკუნძულზე,აფრიკაში;

·        ფინიკიელების დაარსებულია : გენუა,პალერმო,ალიკანტე,კადისი,მალაგა,ტრიპოლი, ტანჟერი და სხვ.(!)

 

·        ძვ,წ. 814 წ დღევანდელი ტუნისის ტერიტორიაზე დაარსდა ქალაქი კართაგენი(ტვიროსის მეფე პიგმალიონი),კართაგენმა ძლიერი სახელმწიფო შექმნა და დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიდი ნაწილი გააკონტროლა;

 

(შენიშვნა:სამი სისხლისმღვრელი ომის შემდეგ რომმა დაამარცხა კართაგენი და ხმელთაშუა ზღვის პატრონი გახდა იხ. პუნიკური ომები  ფაილი „რომი’’)

 

ფინიკიელთა წვლილი ცივილიზაციაში

 

·        ფინიკიელებს მრავალი აღმოჩენა და ტექნოლოგიური სიახლე უკავშირდება;

·        მათ ააგეს სხვადასხვა ტიპის ხომალდები;გააფართოეს კუნძული ხელოვნური მიწაყრილით ტვიროსში;გამოიგონეს ანბანი კონსონანტური(თანხმოვნები) დამწერლობა(ძვ,წ, მე-2 ათასწლეულის შუა ხანები)

·        შემდეგ ბერძნებმა ფინიკიურ თანხმოვანთა ნუსხას ხმოვნებიც დაუმატეს და შეიქმნა ანბანი,რომელიდანაც  მომდინარეობს  თანამედროვე ანბანთა დიდი ნაწილი მათ შორის ქართული;!!!!!

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები