რომი - მოვლენები,თარიღები
რომის დაარსება ·
აპენინის ნახევარკუნძულზე
ძვ.წ.Ɩ ათასწლეულის პირველ
ნახევარში გაჩნდა ქალაქ-სახელმწიფო(ანუ პოლისი) -რომი; ·
რომი ლეგენდის თანახმად დაარსეს ძმებმა რომულუსმა და რემუსმა ძვ.წ. 753 წ-ს; ·
ქალაქ-სახელმწიფო ალბა ლონგას მეფემ
ახალშობილი რომუსის და რემუსის დაღუპვა განიზრახა;(წინასწარმეტყველების შეეშინდა); ·
ღმერთებმა არ გაწირეს ტყუპები ისინი ძუ მგელმა იპოვა
და გამოკვება; ·
ამიტომ რომის სიმბოლოა ძუ მგელი ბავშვებით; ·
ბიჭები გაიზარდნენ და ალბა ლონგას მეფეზე
შური იძიეს; ·
ალბა-ლონგას მეზობლად საკუთარი
ქალაქი რომი დაარსეს; |
ქალაქ-სახელმწიფო რომი და მისი მეფეები;
რომის რესპუბლიკის წარმოშობა ძვ.წ.509
წ ·
რომის პირველი მეფე რომულსი
ყოფილა;ძვ.წ. 753 წ ხ ·
მეორე მეფეს ნუმა პომპილიუსს
შეუქმნია კანონები რომაელთათვის ; ხ ეტრუსკები ·
ქალაქ-სახელმწიფო რომს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა
ეტრუსკთა(ტომია) მიწები; ·
ეტრუსკები
დომინანტი ტომი იყო ნახევარკუნძულზე;მათ
12 ქალაქ-სახელმწიფო ჰქონდათ და ამ პოლისებს ჰქონდათ
კავშირი ერთმანეთთან ;თავიდან ეტრუსკებს დიდი გავლენა ჰქონდათ
რომზე; ხ ·
რომის ბოლო სამი მეფე ეტრუსკული წარმოშობის იყო; ·
რომის უკანასკნელი მეფე იყო ეტრუსკი ტარკვინიუს სუპერბუსი; ძვ. წ. 509 წელს რომაელებმა ეს ამპარტავანი
მეფე დაამხეს და რომის რესპუბლიკა(!)
დაამყარეს; ·
ლათინურად რესპუბლიკა
დაახლოებით იგივეს ნიშნავს რასაც დემოკრატია(ხალხის მმართველობა)(!) |
სახალხო კრება
რომში -ანუ ლაშქარი ·
მეფობის ხანაში
რომში პირველი პირი იყო მეფე;ტრადიციის თანახმად
მეფის ძალაუფლება ღვთიური წარმოშობის იყო;ის ითვლებოდა უზენაეს მთავარსარდლად,ქურუმად
და მსაჯულად; ·
მეფის სათათბირო ორგანო
იყო უხუცესთა საბჭო- სენატი; სენატი შედგებოდა წარჩინებული
გვარების 300 მეთაურისგან; ·
სახალხო კრება ანუ
ლაშქრის კრება კი ყველა მეომარს აერთიანებდა(!); რომის მეომრები 3 ტომად(tribus)
და 30 კურიად(წარჩინებული გვარების გაერთიანებები) იყვნენ დაყოფილი; დაიმახსოვრე :ლაშქრი იღებდა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს
რომში რომის მთელი ისტორიის მანძილზე;(!) განსაკუთრებით
დიდი იყო სახალხო კრების როლი რესპუბლიკის ხანაში; |
|
ლაშქარი რესპუბლიკის ხანაში ·
რომში მეფობის გაუქმების შემდეგ სახალხო კრება ანუ ლაშქარი ღებულობდა
კანონებს; ·
ირჩევდა მოხელეებს; ·
სხვადასხვა
მებრძოლების ხმას
სხვადასხვა წონა ჰქონდა(!) და განისაზღვრებოდა მებრძოლის სტატუსით;(!) (შენიშვნა:“კაი
ყმის „ ხმას სხვა ფასი ჰქონდა ყოველთვის დაიმახსოვრე) ხ ·
რაიმე საკითხის კენჭისყრა ცენტურიების ანუ ასეულების მიხედვით
ხდებოდა;(!) ·
ცენტურია-
პირობითი ერთეული იყო;ის აერთიანებდა 100 მძიმედ შეჭურვილ ქვეითს და 20-30 მძიმედ
შეჭურვილ მხედარს;ცენტურიაში შედიოდა რამდენიმე
ათასი ცუდადშეიარაღებული ან შეუიარაღებელი ქვეითიც; მათ ხმებს განსხვავებული წონა ჰქონდა; ·
აღჭურვილობა თავად მეომრის ფინანსურ შესაძლებლობაზე
იყო დამოკიდებული; ·
დაწესბული
ქონებრივი
ცენზი იცავდა
შეძლებული და საშუალო ფენის უფლებებს(!) ღარიბი უმრავლესობისაგან და ქონების რევოლუციური
გადანაწილებისაგან; |
რომის რესპუბლიკის სენატი · სენატის
ფუნქციაში შედიოდა კანონების მომზადება და მათ აღსრულებაზე ზედამხედველობა,აგრეთვე
კანონების აღმასრულებელი მოხელეების კონსულტაცია · სენატორთა
რაოდენობა თანდათან იზრედებოდა;300 წარჩინებულს
(სენატორს) დროთა განმავლობაში ემატებოდა
ყოფილი კონსულები და უაზნო გვარების(პლებეების) აღზევებული წარმომადგენლები; |
მაგისტრატები ·
რომის რესპუბლიკაში აღმასრულებელი ხელისუფლება არჩეული მოხელეების-მაგისტრატების
ხელში იყო; ·
მაგისტრატებს ირჩევდნენ ერთი
წლით;(!) ·
ერთ თანამდებობაზე ირჩევდნენ
ორ პირს(!);ეს განაპირობებდა
კოლეგიალობას და გამორიცხავდა ძალაუფლების უზურპაციას(ბოროტად გამოყენებას); |
კონსულები ·
რომის რესპუბლიკაში უმაღლესი
აღმასრულებელი თანამდებობა იყო -კონსული(!); ·
კონსულები
სარდლობდნენ ლაშქარს ომში; ·
კონსულები განაგებდნენ რომის ფინანსებს; ·
განსაკუთრებული შემთხვევებში მაგ ომის დროს(!) კონსულებიდან ირჩევდნენ დიქტატორს(!); ·
დიქტატორს განუსაზღვრელი ძალაუფლება ენიჭებოდა მაგრამ არაუმეტეს 6 თვის ვადით;(!) |
ცენზორები ·
კონსულობის ვადის გასვლის სემდეგ,ექს-კონსული შეიძლებოდა აერჩიათ ცენზორად;(!) ·
ცენზორი თვალყურს ადევნებდა რომაულ ადათების
და ქონებრივი ცენზის დაცვას; ·
შეეძლო მოეთხოვა რომაელი მოქალაქის დასჯა(!)
რომში დადგენილი ნორმების დარღვევისთვის; |
პრეტორები(მოსამართლეები) ·
პრეტორები აწარმოებდნენ
სასამართლო პროცესებს; ·
განიხილავდნენ დავებს
რომის მოქალაქეებს შორის;ასევე დავებს არამოქალაქეთა მონაწილეობით; |
კვესტორები ·
კვესტორები პასუხს აგებდნენ ხაზინაზე;კრეფდნენ გადასახადებს; |
ედილები · ედილები
პასუხსაგებდნენ ქალაქის სხვადასხვა სამსახურებზე; |
რომის
რესპუბლიკაში დიქტატორები,კონსულები და პრეტორები შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობდნენ
თავიანთ სფეროში; სხვა
მოხელეების უფლებები კი შეზღუდული იყო; ხ რომის რესპუბლიკაში მაღალი თანამდებობების მიღწევა მხოლოდ გარკვეული
ასაკის მიღწევის და შედარებით დაბალ თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ იყო შესაძლებელი; თანამდებობის პირი ემორჩილებოდა მხოლოდ კანონს,სენატს და
სახალხო კრებას და არა მასზე ზემოთ მდგომ თანამდებობის
პირს; ხ რომის რესპუბლიკური წყობის ელემენტები შენარჩუნებული იყო რომის იმპერიის ხანაშიც პირველი საუკუნეების მანძილზე(!)
ანუ პრინციპატის
ეპოქაში; ხ ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა
ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის
!!!! ძალიან ქმედითი აღმოჩნდა რომისთვის და აღებულია ნიმუშად დღევანდელი დროის სახელმწიფოებისთვის;(!) დღევანდელი
ე.წ. „დემოკრატიული სახელმწიფოები“ ემყარებიან
რომაელთა მიერ შემუშავებულ სამართლის პრინციპებს,ძირითად ცნებებსა თუ საქმის წარმოების
ძირითად პრინციპებს; !!!! ხ ჩვენამდე
მოღწეულია მრავალფეროვანი იურიდიული ლიტერატურა რომის რესპუბლიკის და რომის იმპერიის
დროინდელი; აქედან
განსაკუთრებით აღსანიშნავია: მარკუს ტულიუს ციცერონი(ძვ.წ.1 საუკუნე)-რესპუბლიკის ხანა; ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე ახ.წ. მე-6 საუკუნე- იმპერიის ხანა ხ ·
კარგად
ორგანიზებული სახელმწიფო,ძლიერი ჯარი,მოქნილი საგარეო პოლიტიკა
გახდა რომის წარმატების საფუძველი; ·
რომი თანდათან ზრდიდა გავლენას მეზობლებზე(ექსპანსია) ,რიგრიგობით
ამარცხებდა და იმორჩილებდა მათ; ·
რომაელების საგარეო პოლიტიკას უკავშირდება გამოთქმა „დაყავი და იბატონე ‘’ ·
ამ პოლიტიკამ შეაძლებინა რომს თავისი ტოლი ქალაქ-სახელმწიფოების და ბევრად დიდი ერთობების დაპყრობა მაგ.ეტრუსკების !!!!; |
პუნიკური ომები ·
რომი ოდითგანვე მილიტარისტული
სახელმწიფო იყო; ·
რომს ჰყავდა კარგად ორგანიზებული ჯარი; ·
მეზობლებთან მრავალსაუკუნოვანი ბრძოლების შედეგად
რომი მცირე ქალაქ-სახელმწიფოდან დიდ რეგიონალურ ძალად იქცა
და თითქმის მთელ იტალიას დაეუფლა; ·
მსოფლიო ლიდერობის გზაზე რომის მეტოქე კართაგენი
იყო; ·
კართაგენი აფრიკაში,დღევანდელი
ტუნისის ტერიტორიაზე მდებარეობდა და ის თავიდან ფინიკიური კოლონია იყო; ძვ,წ, მე-3 საუკუნისთვის კი დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთს აკონტროლებდა; ·
რომაელები კართაგენის სახელმწიფოს „პუნიკურს’’ უწოდებდნენ;ეს
მის ფინიკიურ წარმოშობაზე მინიშნება იყო; ·
რომსა და კართაგენს შორის სამ სისხლისმღვრელ ომს- პუნიკური ომები ეწოდება |
· პირველი პუნიკური ომი (ძვ.წ.
264-241)(!) სიცილიის ქალაქ-სახელმწიფოებს
შორის ომში კართაგენის და რომის ჩარევას მოჰყვა; · ბრძოლები
გარდამავალი უპირატედობით მიმდინარეობდა სიცილიაზე,აფრიკაში
და ზღვაზე.საბოლოოდ კი რომის გამარჯვებით
დასრულდა; · რომაელებმა
დიდი კონტრიბუცია დააკისრეს კართაგენს და კონტროლი დაამყარეს სიცილიაზე,მოგვიანებით
სარდინიაზე და კორსიკაზე ხ · კართაგენი
ვერ ეგუებოდა მარცხს და რევანშისთვის
ემზადებოდა; · ჯერ
ჰამილკარ ბარკას და შემდეგ ჰასდრუბალის სარდლობით კართაგრნელებმა განიმტკიცეს პოზიციები
იბერიის(პირენეს) ნახევარკუნძულზე. · ჰამილკარის
ვაჟი ჰანიბალი ძვ.წ. 219-ში თავს დაესხა რომის მოკავშირეს საგუნტუმს ესპანეთში,რითაც
დაიწყო მეორე პუნიკური ომი(ძვ.წ.
218-201)(!) · ჰანიბალმა
ესპანეთიდან ლაშქრის იტალიაში გადასროლა განიზრახა ამისათვის სრულად წარმოუდგენელი გზა აირჩია თოვლიანი ალპების გადალახვა;(სპილოებით) · იგი
მოულოდნელად გამოჩნდა იტალიაში და უკვე ამით მოახდინა დემორალიზება;(!) · შემდეგ
ჰანიბალმა არაერთ ბრძოლაში დაამარცხა რომაელები; · განსაკუთრებული
მნიშვნელობა ჰქონდა ბრძოლას კანესთთან ძვ,წ,
216 წ. ჰანიბალმა ხაფანგში შეიტყუა და გაჟლიტა
რომაელთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი; · ამის
შემდეგ რომაელები გაურბოდნენ გადამწყვეტ ბრძოლას ჰანიბალთან
და მის გამოფიტვას ცდილობდნენ;(დასავლეთი რუსეთის
გამოფიტვას ცდილობს უკრაინაში) · მართლაც
ჰანიბალს პრობლემები გაუჩნდა ჯარის მომარაგებაში და შევსებაში; რომაელებმა კი შეძლეს და ბრძოლა აფრიკაში გადაიტანეს; · რომაელებმა
პუბლიუს კორნელიუს
სციპიონის(სციპონ უფროსის) სარდლობით(!) უშუალოდ კართაგენს შეუტიეს;(!) · ჰანიბალი იძულებული გახდა რომს დახსნოდა და აფრიკაში დაბრუნებულიყო;
მაგრამ იქ ზამასთან
გენერალურ ბრძოლაში დამარცხდა;(!) · სციპიონმა ამ წარმატებისათვის“აფრიკელის“ ზედწოდება და რომაელთა დიდი პატივისცემა დაიმსახურა;(!) · კართაგენი
დათანხმდა ზავის უაღრესად მძიმე პირობებს და დაკარგა ზესახელმწიფოს
სტატუსი; · ჰანიბალი
აღმოსავლეთში გაიქცა და თავს აფარებდა ელინისტურ სახელმწიფოებს;მან
აისევ არაერთხელ გამოიჩინა თავი სახმელეთო და საზღვაო ბრძოლებში; · სანამ
ჰანიბალი ცოცხალი იყო რომაელები თავს მშვიდად ვერ გრძნობდნენ და დიპლომატიური გზებით
ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას; · ძვ.წ. 183/2 წელს ,როდესაც მისი დაკავების და რომისთვის გადაცემის საფრთხე რეალური გახდა,ჰანიბალმა თავი მოიკლა(!)(ისე
:გამსახურდიამაც ამიტომ მოიკლა თავი) ხ · კართაგენის
დამარცხების შემდეგ რომს ხმელთაშუა ზღვის დასავლეთში კონკურენტი აღარ ჰყავდა და მთელი
ძალა აღმოსავლეთისკენ მიმართა; · რომი
მეორე პუნიკური ომის დასაწყისში რომი პარალელურად ებრძოდა
მაკედონიას და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დამკვიდრებას
ცდილობდა;(!) · ძვ
წ, მე-2 საუკუნის პირველ ნახევარში მან ბალკანეთში საგრძნობლად წაიწია წინ,მაგრამ
კართაგენის არსებობა ზურგში რომს არ ასვენებდა; · კართაგენის-
ამ ქალაქ-სახელმწიფოს უზარმაზატი რესურსები რომისთვის საფრთხეს შეიცავდა; რომს ეს
საფრთხე სულ ახსოვდა; · კართაგენის საწინააღმდეგო განწყობით
განსაკუთრებით გამოირჩეოდა რომაელი სენატორი კატონი;რომელიც
ნებისმიერ საჯარო გამოსვლას ასე ასრულებდა „კართაგენი უნდა
დაინგრეს“ (აშშ-სთვის დღეს კართაგენი რუსეთია) · რომის
მოკავშირე ნუმიდიასთან კართაგენელთა კონფლიქტი(!)
გახდა მესამე პუნიკური ომის
საბაბი; ძვ.წ.149-146;(!) · რომაელებმა
სციპიონ ემილანიუსის სარდლობით საბოლოოდ
დაამარცხეს კართაგენი და დაანგრიეს კართაგენი;(!) |
რომის რესპუბლიკის დაპყრობები ·
ძვ.წ. 229-228 და 219 წ-ს რომი აწარმოებდა ორ ილირიულ ომს შედეგად რომმა ხელში ჩაიგდო ადრიატიკის სანაპირო;(!) ·
სამი მაკედონური ომის
შემდეგ ხელში ჩაიგდო ბალკანეთი(!); ·
ძვ.წ. 200-190 წლებში კელტებთან ომის შემდეგ რომმა
დაასრულა ჩრდილოეთ იტალიის დაპყრობა(!); ·
ძვ. წ. 190 წელს რომმ დაამარცხა სელევკიდების მეფე
ანტიოქოს მე-2 და ხელში ჩაიგდო მცირე აზია(!) ·
ძვ.წ. 146 წელს დაასრულა
საბერძნეთის დაქვემდებარება(!) ·
ძვ. წ 133 გადაიბარებს
პერგამონის ელინისტურ
სამეფოს; ძვ. წ. 129 წელს ახშობს აქ აჯანყებას
და ანატოლიის ამ რეგიონში ქმნის რომის პროვინციას სახელწოდებით-აზია(!); ექსპანდიონისტური ომების შედეგად რომი გადაიქცა უძლიერეს
ძალად ხმელთაშუაზღვისპირეთში; |
რომი პონტოს სამეფოს წინააღმდეგ ·
რომის სამი ომი პონტოს სამეფოს
მეფე მითრიდატე
მე-6 პონტოელის(!)
წინააღმდეგ; ·
რომის და პონტოს ომები (ძვ.წ. 89-84 ძვ.წ. 83-82 ; ძვ წ. 74-64 ;) ·
ძვ..წ.
88 წელს მითრიდატესთან გამართულ პირველ ომში რომმა სასტიკი დარტყმა განიცადა;80
ათასი რომაელი დახოცეს; ეს ბრძოლა ისტორიაში შესულია „ეფეოსის საღამოს ‘’ სახელით; ხ ·
ყურადღება: 1 ომში დამარცხებამ რომში სამოქალაქო ომის საფუძველი წარმოქმნა; ·
კონსული
სულა რომელსაც მარცხი ბრალდებოდა(!) გადააყენეს
და ძალაუფლება კონსულ
მარიუსს(!) გადასცეს; ·
სულამ ააჯანყა თავისი ერთგული
ჯარი და რომი დაიპყრო;(ასეთი
რამ პირველად სულამ მოახდინა) ·
სულამ აღადგინა თავისი მომხრე სენატის ძალაუფლება და ისევ ბრძოლის ველს მიაშურა;(!) ·
ამით ისარგებლეს
მარიუსმა და მისმა მომხრეებმა
და კვლავ რომში დაბრუნდნენ;(!) ხ ·
სულამ საბერძნეთში და აზიაში
ომი წარმატებით დაასრულა ;შემდეგ
კი სამოქალაქო ომიც თავის სასარგებლოდ დაასრულა(ე.წ. ოპტიმატების და პოპულარების სამოქალაქო ომი);რომში
დაამყარა დიქტატურა;(!) ·
ძვ. წ. 82-79 წ
ესაა რომში სულას დიქტატურის წლები(3 წელი) ·
დიქტატურის პერიოდში
სულამ განახორციელა მარიუსის მომხრეების რეპრესიები; ·
გამოქვეყნდა
ე.წ. პროსკრიპციები ანუ კანონგარეშე გამოცხადებულ მოქალაქეთა სიები(!); ·
მათი მოკვლისთვის მატერიალურად ახალისებდნენ
მკვლელებს;(!) ·
დიქტატურის
პერიოდში მოკლული იქნა 90-მდე სენატორი და 1600-2600 მხედარი; ·
ამ პოლიტიკურმა კრიზისმა რომის გავლენის სფეროდან
უზარმაზარი ტერიტორიების გამოსვლის საფრთხე წარმოქმნა; სულას ოპოზიციონერი მარიუსის მომხრეები სწორედ
ასეთ ტერიტორიებს აფარებდნენ თავს; ·
ძვ. წ.
79 წსლს სულამ თავისი ნებით მოიხსნა დიქტატორის უფლებები;
ერთ წელიწადში კი
გარდაიცვალა; ·
რომს კი უამრავი მოსაგვარებელი პრობლემა დარჩა; ხ ·
ერთ-ერთი პრობლემა იყო ესპანეთში
თავშეფარებული და გაძლიერებული მარიუსის მომხრეების დამარცხება;მათ იქ შექმნეს საკუთარი ხელისუფლება ,თავისი სენატით
და დედაქალაქით;(!) ·
ესპანეთის პრობლემის მოგვარებას 7 წელიწადი დასჭირდა(ძვ.
წ. 77-71) ·
საბოლოოდ რომის ეს პრობლემა მოაგვარა პომპეუსმა(!); ხ ·
რომისთვის საკმაოდ რთული
აღმოჩნდა მესამე ომი მითიდრატესთან;ბოლოს და ბოლოს სისხლისმღვრელიბრძოლები
რომის გამარჯვებით დასრულდა ძვ. წ 64 წ. შენიშვნა: მითიდრატესთან
მე-3 ომის დროს სულა მკვდარია; |
პომპეუსი,კრასუსი,იულიუს კეისარი ·
ძვ. წ. 70 წლიდან რომში პომპეუსის და კრასუსის კონსულობის პერიოდი დაიწყო; ·
პომპეუსი ძვ.წ 67-ში საგანგებო სამხედრო
ძალაუფლებით აიჭურვა და ბრწყინვალე საბრძოლო ოპერაციები ჩაატარა კილიკიელი მეკობრეების წინააღმდეგ(გაიხსენე სპარტაკის აჯანყება;
ნახე ფილმი „სპარტაკი“ სერიალი „სპარტაკი“) ·
ძვ.წ.
66-64 წლებსი პომპეუსი მითიდრატეს
წინააღმდეგ ილაშქრებს;პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ აღმოსავლეთში
ყალიბდება რომის პროვინციების ანუ რომის ვასალური სამეფოების მთელი სისტემა;(!) ·
ამ ახალი აღმოსავლელი ვასალების სისტემაში შედიან : პონტო,სირია,კილიკია,არმენია,კაპადოკია,გალატია,კოლხიდა,იუდეა,იბერია,ალბანეთი
;(ანუ პონტო და რაც პონტოს სამეფოს ჩამოაშორა
პომპეუსმა) ხ ·
ყურადღება: რომში ძვ.წ. 62 წელს გამოაშკარავეს
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ე.წ. კატილინას
შეთქმულება;(!) ეს შეთქმულება გამოაშკარავა
და ამხილა ციცერონმა; ·
ციცერონი
კონსულად აირჩიეს(!) და სამშობლოს
მამა უწოდეს; ·
კატილინა და მისი 3000 მომხრე გაანადგურეს;(!)(იომეს) ხ ·
ამავე წელს რომში დაბრუნებულ
პომპეუსს ტრიუმფი მოუწყვეს; ·
ძვ.წ. 60
წელს რომში შეიქმნა კონსულთა
პირველი ტრიუმვირატი: პომპეუსი,კრასუსი,კეისარი;(!) ·
გავლენის სფეროები ასე ჰქონდათ განაწილებული : კეისარს-გალია(დღევანდელი საფრანგეთი);
პომპეუსს-ესპანეთი;კრასუს-სირია; ხ ·
კრასუსი ძვ. წ. 53- ში
დაიღუპა პართებთან ბრძოლაში; ხ ·
ძვ. წ. 58-51 წლებში კეისარმა სრულიად გალია მოაქცია რომის ძალაუფლების
ქვეშ;ისტორიაში ეს პერიოდი შესულია გალებთან ომის სახელით; ხ ·
ძვ.წ.
52 წელს რომში მოხდა არეულობა(!); ·
სხვადასხვა
პარტიები თუ ბანდები ერთმანეთს ქუაში უპირისპირდებოდნენ;(კეისარის
მომხრეები იყვნენ დებოშის ორგანიზატორები) ·
სენატმა კონსულად პომპეუსი დაამტკიცა;რათა მას აღედგინა
წესრიგი რომში; ·
სენატმა იმავდროულად მოუწოდა კეისარს მოეხსნა უფლებამოსილება
და დაეშალა ლაშქარი; ·
ძვ.წ.
49-ში სენატმა დაადგინა რომ პომპეუსს უნდა დაეცვა რომი კეისარისაგან;(!) ·
ძვ.
წ. 49-46 წლები რომისათვის დრამატული წლებია(!); ·
ესაა მეორე სამოქალაქო ომი (!)ამჯერად პომპეუსის და კეისრის მომხრეებს შორის; შენიშვნა:დაიმახსოვრე
რომის რესუბლიკა ამ ორმა სამოქალაქო ომმა დაანგრია ·
ძვ. წ. 49 წელს კეისარმა გადალახა მდინარე რუბიკონი(რომის საზღვარი) ფრაზით „წილი ნაყარია“
და დაიპყრო რომი და იტალია;(სულას მიერ რომის აღების შემდეგ იკრძალებოდა ჯარისთვის რომის საზღვრის
გადაკვეთა) შენიშვნა: ფრაზა
“ რუბიკონის გადალახვა’’ მას შემდეგ ნიშნავს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას,რომლის
უკან წაღება უკვე შეუძლებელია .(!) მაგ. აფხაზეთის
და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთმა „გადალახა რუბიკონი’’ ;ან უკრაინაში შეჭრით „გადალახა რუბიკონი’’
და ა.შ. ხ ·
პომპეუსი და სენატის ერთი ნაწილი საბერძნეთში გაიქცა; ·
კეისარმა დაიმორჩილა პომპეუსის ესპანეთი და და საბერძნეთს მიაშურა; ·
ძვ.წ.
48-ში მან ფარსალუსთან
(!)დაამარცხა პომპეუსის 20 000-იანი ჯარი; პომპეუსი ეგვიპტეში გაიქცა ოჯახთან ერთად;
პომპეუსი იქ მოკლეს და თავი კეისარს დაახვედრეს; ·
ძვწ.
49-47-ში კეისარი გადავიდა ეგვიპტეში(ალექსანდრიაში) და იქ
ტახტზე დედოფალი კლეოპატრა
დასვა;(ნახე ფილმი „კლეოპატრა“ -ელიზაბეთ ტეილორის მონაწილეობით) ხ ·
სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ შემდეგ კეისარმა
აღმოსავლეთში დაამარცხა ფარნაკე
პონტოელი(!) (მითიდრატეს მოღალატე ვაჟი) აქ წარმოთქვა ცნობილი სენტენცია:
veni.vidi,vici- „მიველ,ვნახე,გავიმარჯვე“ ·
შემდეგ აფრიკაში დაარეგულირა ვითარება ·
ძვ. წ.
46 წელს გაუსწორდა პომპეუსის უკანასკნელ მომხრეებს თაფსუსთან ·
რომში დაბრუნდა ტრიუმფატორად და 10 წლით დასახელდა დიქტატორად
და ცენზორად; ·
ამით ფაქტიურად რომში დამყარდა
ერთმმართველობის ფორმა; ·
ძვ.წ 45-ში
კეისარმა ესპანეთსი პომპეუსის შვილებზე
მოიპოვა გამარჯვება; ·
შემდეგ კი მოითხოვა და მიიღო
კიდეც სრული ძალაუფლება; ·
ის გამოაცხადეს სიცოცხლის ბოლომდე დიქტატორად,იმპერატორად;კონსულად
10 წლის განმავლობაში,ომაღლეს ქურუმად,ტრიბუნთა ძალაუფლების მატარებლად;(!) ·
კეისარმა უარი თქვა იმაზე რომ ძალაუფლებაში ვინმე
მოცილე ჰყოლოდა; ·
მისმა სარდალმა ანტონიუსმა შესთავაზა თავზე დაედგა სამეფო დიადემა;კეისარმა ეს უარყო;(!) ხ ·
კეისრის ერთმმართველობის ასეთი აშკარა და დაუფარავი
ზრდა სენატის დიდ
უკმაყოფილებას იწვევდა; ·
ძვ. წ. 44 წლის 15 მარტს
სენატორთა შეთქმულება(!) „წარმატებით“ დასრულდა;
კასიუსმა,ბრუტუსმა და სხვა სენატორებმა კეისარი სენატის შენობაში
მოკლეს;(!) ·
ისტორიაში დარჩა ღალატით
გაკვირვებული კეისრის სიტყვები „ და შენც,ბრუტუს ?“ შენიშვნა: ღალატზე
და ღალატის მსხვერპლზე ან ტერორიზმზე ესეს წერისას გამოიყენე ფრაზა :“და შენც ბრუტუს
?“ გაიხსენე სულხან-საბა რას ამბობს „მცირე მტრბზე“ შეადარე
: ასასინების ძლიერ მტრთან ბრძოლის ტერორისტული
მეთოდები |
. რომი იმპერიის ეპოქაში იმპერატორი ოქტავიანე-ავგუსტუსი ·
იულიუს კეისრის მკვლელობის შემდეგ სენატს რესპუბლიკის
აღგენა უნდოდა,მაგრამ საამისო რესურსი უკვე ამოწურული იყო; ·
ჯარმა კეისრის მემკვიდრეს და მის სარდლებს დაუჭირა
მხარი; ·
კეისრის მემკვიდრედ კი მისი დის შვილი-ოქტავიან ავგუსტუსი გამოცხადდა; ·
ოქტავიანემ აღადგინა წესრიგი რომში,შემდგომ კი (ძ.წ.
81 წელს ) სძლია მარკუს ანტონიუსს;ანტონიუსი ოქტავიანეს აღმოსავლეთხმელთაშუაზღვისპირეთს
ეცილებოდა ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრასთან
ერთად; ·
ოქტავინემ ერთპიროვნული მმართველობა დაამყარა; ·
კეისრისგან განსხვავებით ,რომელიც ხისტად იქცეოდა ოქტავიანემ დიდი პოლიტიკური ნიჭი გამოავლინა და რომაული ელიტის რეალური ინტერესების
და რესპუბლიკური ტრადიციების გათვალისწინებით მოქნილი პოლიტიკური სისტემა შექმნა; ·
ეს სისტემა
ითავსებდა რესპუბლიკურ და მონარქიულ მმართველობას; ·
სისტემა საუკუნეების მანძილზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა;(!) ·
ოქტავიანემ
შეინარჩუნა სენატი;არჩევითი სამოხელეო აპარატი და რესპუბლიკის ზოგი სხვა ნიშან-თვისება; ·
რეალური ხელისუფლება კი იყო ჯარის მთავარსარდლის- იმპერატორის ხელში; ·
იმპერატორსვე ეკავა პირველი სენატორის ანუ პრინცეპსის თანამდებობა; ·
ამის გამო ავგუსტუსის პოლიტიკურ სისტემას პრინციპატი
ეწოდება; ·
ავგუსტუსის
მმართველობა (ძვ.წ. 31-ახ.წ.14 წლები)
რომის ოქროს ხანად იქცა;(!) ·
ეს ეხება როგორც პოლიტიკას,ისე კულტურას; ·
ავგუსტუსმა
დაამყარა მშვიდობა და სახელმწიფო წესრიგი;(რომის ნაპოლეონი და სტალინია) ·
ამას ე.წ.
„რომაული მშვიდობა“ ეწოდა;(დაიმახსოვრე) ·
ამ დროს არნახული აყვავება განიცადა კულტურის მრავალმა
სფერომ; ავგუსტუსის კარზე მოღვაწობდნენ დიდი რომაელი პოეტები ვირგილიუსი,ოვიდიუსი
და სხვები; შენიშვნა: ნახე
კარგი სერიალი „რომი’’ |
იმპერატორი ტრაიანე ·
მომდევნო კეისრების დროს რომი აგრძელებდა ზრდას და
მეზობლების დაპყრობა დამორჩილებას; ·
აღმოსავლეთით
ყველაზე შორს რომმა ტრაინეს(ახ.წ. 98-117 წ.) დროს წაიწია და შუამდინარეთიც დროებით
დაიმორჩილა(!); ·
ტრაიანეს
დაღუპვის შემდეგ რომმა საგარეო პოლიტიკა შეცვალა და ახალი დაპყრობების ნაცვლად
არსებულის შენარჩუნებაზე და მმართველობის სრულყოფაზე გადავიდა; |
მარკუს ავრელიუსი ·
კეისრის ხელისუფლება თავდაპირველად მემკვიდრეობით
გადადიოდა; ·
თანდათან გაირკვა რომ კეისრის უახლოესი ნათესავი ყოველთვის
საუკეთესოშემცვლელი ვერ ხდებოდა; ·
კეისრებმა მემკვიდრეების შერჩევა და შვილად აყვანა დაიწყეს;(!) ·
ეს მეთოდი საკმაოდ წარმატებული გამოდგა; ·
„ნაშვილებ
კეისართა“ რიცხვს განეკუთვნებოდნენ სარდალი
ზემოთ ხსენებული ტრაიანე და ფილოსოფოსი
მარკუს ავრელიუსი ახ.წ.
161-180 წ.(გაიგე მასზე მეტი) |
იმპერატორ კარაკალას ედიქტი(ბრძანება) ·
რომის იმპერიასი განვითარებულ პოლიტიკურ და სოციალურ
პროცესებს შედეგად მოჰყვა იმპერატორ კარაკალას(ახ. წ.
198-217) ედიქტი
რომლის თანახმადაც იმპერიის
ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა თავისუფალ ადამიანს
რომის მოქალაქეობა მიენიჭა;(!) ·
ამით დასრულდა დაპყრობილ-დამეგობრებული ქვეყნების ელიტების და საზოგადოებების რომაულ საზოგადოებაში ინტეგრაციის გრძელი პროცესი; |
იმპერატორი დიოკლეტიანე ·
ახ. წ. მე-3 საუკუნის შუა
ხანებში რომის იმპერიაში კრიზისია; ·
გამართულად ვეღარ ფუნქციონირებს მმართველობის აპარატები ადგილებზე; ·
რომის იმპერიის საზღვრებთან და საზღვრებზე იწყება
ხალხების გადაადგილება
(!) და სიმშვიდე
ირღვევა იმპერიაში;(!) შენიშვნა: შეადარე დღევანდელ მიგრანტებს ევროპაში გაიხსენე ხალხთა „დიდი გადასახლება“ მიგრამტებზე ესეს წერის დროს ხ ·
ხდება უმნიშვნელოვანესი იდეოლოგიური
ძვრები,რაც პირველ რიგში ქრისტიანობის გავრცელებას გულისხმობს(!) რომის იმპერიის ტერიტორიაზე; ხ ·
რომის პრობლემების მოგვარებას შეეცადა იმპერატორი დიოკლიტიანე
(284-305)(!) მისი რეფორმები მრავალ სფეროს შეეხო; ·
დიოკლეტიანემ
შეცვალა მმართველობის სისტემა,გააუქმა რესპუბლიკური
მმართველობის ელემენტები და იმპერატორი ქვეყნის აბსოლუტურ ბატონად(დომინუს)
აქცია(!) ; ·
აქედანაა სიტყვა დომინატე- რითაც დიოკლიტიანეს შემდგომ
პერიოდს მოიხსენიებენ; ·
კეისრის ხელისუფლების ზრდასთან ერთად მოხდა იმპერიის დეცენტრალიზაცია; ·
რომის იმპერია დაიყო
ოთხ ნაწილად,რომლებსაც დიოკლიტიანეს თანაკეისრები
განაგებდნენ-აქედანაა ტერმინი -ტეტრტარქია; ·
ეს ტეტრარქიები დაყოფილი იყო 12 ოლქად; ·
რომში გატარდა სამხედრო რეფორმა; ·
გაძლიერდა ქრისტიანთა დევნა; ·
დიოკლიტიანეს რეფორმებს ჰქონდა
გარკვეული დროებითი ეფექტი(!); ·
მაგრამ „დიოკლიტიანეს რეფორმებმა“ საფუძველი ჩაუყარა რომის იმპერიის გაყოფას,რამაც საბოლოოდ იმპერიის დაშლა გამოიწვია (შეადარე - დიოკლეტიანეს რეფორმების და გორბაჩოვის
პერესტროიკის შედეგები-ორივემ გამოწვია იმპერიების დაშლა); |
რომის იმპერიის ეკონომიკა ·
ეკონომიკის ძირითად დარგებს სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა
წარმოადგენდა; ·
გარკვეული წილი ხელოსნობასაც
ეჭირა მაგრამ მან ვერ მიაღწია ინდუსტრიულ დონეს; ·
ფულის ბრუნვა ძალიან დიდი იყო
განვითარებული ვაჭრობის და განვითარებული ადმინისტრირების სისტემის(გადასახადების
აკრეფა) გამო; ·
ძირითადი სამუშაო ძალა თავისუფალი და
ნახევრად თავისუფალი მიწათმოქმედი იყო; ·
თუმცა დიდ მეურნეობებში
ფართოდ გამოიყენებოდა მონათა შრომა; |
მონობა რომში. სპარტაკის
აჯანყება ·
მონა სამუშაო ძალის გარდა, ქონებას და ვაჭრობის ობიექტს
წამოადგენდა; ·
მონების უშრეტი წყარო
იყო წარმატებული ლაშქრობები; ·
შინამოსამსახურე მონები
ოჯახის წევრებად აღიქმებოდნენ და საგვარეულო კულტმსახურებაშიც მონაწილეობდნენ; ·
ტყვეების გარკვეულ ნაწილს საგანგებოდ წვრთნიდნენ რომაელთა საყვარელ
საცირკო სანახაობებში ერთმანეთთან ან გარეულ მხეცებთან საბრძოლველად.მათ გლადიატორები ეწოდებოდათ; ·
გლადიატორს თუ გაუმართლებდა
შეეძლო დიდი სახელი და ქონება მოეხვეჭა და საბოლოოდ თავისუფლებაც მიეღო; ხ ·
ძვ.წ.
1 საუკუნის პირველი ნახევრისთვის(!)
რომში მონათა დიდი რაოდენობა დაგროვდა; ·
გაუსაძლისი მდგომარეობა მონებს აჟანყებებისკენ უბიძგებდა; ·
მონათა ყველაზეცნობილი აჯანყება რომის რესპუბლიკაში ძვ.წ.
73-71 წლებში სპარტაკის(!) ხელმძღვანელობით
მოხდა ; ·
სპარტაკმა,თრაკიელმა
გლადიატორმა(!) მხედართმთავრული ნიჭიც გამოავლინა
და არაერთხელ დაამარცხა რომაელთა ლაშქარი;(!) ·
რომს ძალთა მაქსიმალური მობილიზაცია და პროვინციებიდან
საუკეთესო სარდლების მოხმობა(კრასუსი,პომპეუსი) დასჭირდა
რათა აჯანყებულ მონებს გამკლავებოდა; ·
სპარტაკს და მის თანამებრძოლებს
სასტიკად გაუსწორდნენ;რომისკენ მიმავალ გზაზეათასობით მონა
ჯვრებზე გააკრეს; ·
რომაელებმა
ამაჯანყების გაკვეთილები გაითვალისწინეს;რათა მსგავსი რამ არც კი დაეშვათ მომავალში; კერძოდ: ერიდებოდნენ ბრძოლისუნარიან მონათა კონცენტრაციას
მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებში; მონების მიმართ დამოკიდებულება ოდნავ ჰუმანური გახდა; გავრცელდა მონების გათავისუფლების პრაქტიკა; ·
გათავისუფლებულ მონებს-ლიბერტინები ეწოდებოდათ; ·
ლიბერტინები რომის იმპერიის მოსახლეობის გარკვეულ
ნაწილს წარმოადგენდნენ და მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ იმპერიის და ქალაქ რომის
ცხოვრებაში ;ისინი იყვნენ იმპერატორის კარზეც კი; ხ ·
იმპერიის ხანაში რომაელებმა სოფლად მიწებზე მონების დასახლება დაიწყეს და ისინი ნახევრადთავისუფალ გლეხებად- კოლონებად აქციეს; ·
საკუთარი ნაკვეთით და მოსავლით დაინტერესებული გლეხის შრომა ბევრად უფრო რენტაბელური
იყო,ვიდრე უქონელი და უუფლებო მონისა; |
რომაული კულტურა ·
ხელოვნების და მეცნიერების მრავალ დარგში რომაელები
ბერძნების ბეჯითი მოსწავლეები იყვნენ; ცდილობდნენ მიჰყოლოდნენ ბერძნულ ნიმუშებს; ·
ბერძნული ხელოვნების ნიმუშის ხარისხიანი ასლის დამზადება რომაელ ოსტატებს სასახელოდ
მიაჩნდათ; ·
ბევრ სფეროში კი მათ განვითარების საკუთარ გზას მიაგნეს; ·
აღსანისნავია რომაული არქიტექტურა;(!) ·
მას გამოარჩევს დიდი ზომები,ხშირად
გრანდიოზულობა; ·
შენების
საკუთარი რომაული ტექნიკა(ხერხები) ხ ·
დიდ სიმაღლეები დაიპყრეს რომაელებმა- პორტრეტული ქანდაკების(!) სფეროში;(ბიუსტები) ხ ·
მოზაიკის დარგში; ხ ·
მხატვრული ლიტერატურის მრავალ ჟანრში; ხ ·
მაგრამ როდესაც რომაული კულტურის ზოგადსაკაცობრიო
მნშვნელობაზე ვსაუბრობთ,პირველ რიგში ხსენების ღირსია რომაული სამართალი(!) და სახელმწიფო მართვის პრინციპები(!); ამათში რომაელებმა განსაკუთრებულ სიმაღლეებს მიაღწიეს; |
ქართლის სამეფო
რომაელთა შემოჭრის წინ ·
ძვ.წ. მე-2 საუკუნეში ქართლის სამეფოში
კრიზისია;მეფე და ერისთავები ებრძვიან ერთმანეთს.ამ ბრძოლებში
საგარეო ძალები ერეოდნენ; ხ ·
ქართლს
ფარნავაზის დროიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა სელევკიდების
ელინისტურ სამეფოსთან. ·
სელევკიდების სამეფო თანდათან დასუსტდა;მას გამოეყო
და ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბდა -პართია; ·
პართიას სათავეში არშაკიანთა
დინასტია ჩაუდგა.პართია წინა აზიაში უძლიერეს სახელმწიფოდ
იქცა; ·
ამავე პერიოდში დასავლეთიდან სელევკიდების სამეფოზე
შეტევები დაიწყო რომმა; ·
ძვ.წ.
190 წელს რომაელებმა დაამარცხეს სელევკიდები; ხ ·
სელევკიდების მარცხით ისარგებლეს სომხებმა და მათგან
თავი გაითავისუფლეს; ·
შეიქმნა ორი სომხური სახელმწიფო სოფენეს სამეფო და დიდი
არმენია; ·
ამ სამეფოებში საქართველოს სამხრეთი ტერიტორიების
ნაწილიც შევიდა; ხ ·
ქართლის სამეფოს აღმოსავლეთით დღევანდელი აზერბაიჯანის
ტერიტორიაზე წარმოიქმნა-ალბანეთის
სამეფო;(!) ხ ·
პონტოს სამეფო-კი
შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს მოიცავდა და მისი მოსახლეობის დიდ ნაწილს ლაზები,ჭანები,კოლხები,ხალიბები,მოსინიკები (ე.წ.დასავლურ-ქართული
) ტომები შეადგენდნენ; ·
პონტოს
სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა მითრიდატე მე-6 პონტოელის
დროს;(ძვ.წ. 111-63) ·
მითიდრატემ დაიპყრო შავი ზღვის ჩრდილო და აღმოსავლეთ სანაპიროებიც;
ანუ კოლხიდის ტერიტორიაც; ·
მითიდრატემ დიდი არმენიის მეფე ტიგრან-მე-2-სთან
ერთად დაიწყო ბრძოლა რომის აღმოსავლეთით ექსპანსიის წინააღმდეგ; ·
ამ ბრძოლაში ქართლიც და ალბანეთიც-პონტოს
და სომხეთის მოკავშირეები(ვასალები) იყვნენ; x ·
რომაელებმა რამდენჯერმე დაამარცხეს მითრიდატე და სომხეთში
შეიჭრნენ; ·
შემდეგ რომაელების ლაშქარს სათავეში ჩაუდგა გნეუს პომპეუსი; ·
მან აიძულა ტიგრან-მე-2
შეეწყვიტა წინააღმდეგობა და დამორჩილებოდა რომს;(ჩამოაშორა მითიდრატეს ეს მოკავშირე) ·
ამის შემდეგ პომპეუსი საქართველოს დასამორჩილებლად
და დასასჯელად დაიძრა;(რადგან ეხმარებოდა მითიდრატეს) |
პომპეუსი ქართლში ·
რომაელები ქართლს პირველად ძვ.წ. 65 წელს მოადგნენ(დასაჯელად) ·
ქართლში ამ დროს მეფობდა არტაგი ·
ქართლის მეფე კარგად ხედავდა,რომ ძალები უთანაბრო
იყო და მას არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია რომაელთა უძლეველი არმიისთვის; ·
არტაგმა პომპეუსს დესპანი მიუგზავნა და ზავი შესთავაზა; ·
რომაელი სარდალი დაზავებს არ დათანხმდა;არმაზის ციხე აიღო და გადალახა ჯერ მტკვარი შემდეგ არაგვი მცხეთასთან ; ·
პომპეუსი არაგვის ხეობაში
შეიჭრა; ·
ქართველების წინააღმდეგობის მიუხედავად რომაელებმა
მოახერხეს მათი დამარცხება; ·
ისტორიული წყაროების მონაცემებით:ბრძოლებში 9 ათასამდე ქართველი დაღუპულა,10 ათასი კი ტყვედ ჩავარდნილა; ·
არტაგმა რომაელთა სარდალს მძევლები და ძვირფასი საჩუქრები
გაუგზავნა და ზავი ითხოვა; ·
პომპეუსმა გაითვალისწინა საქართველოს სტრატეგიული
და პოლიტიკური მნიშვნელობა და ამჯერად დაზავებაზე
დათანხმდა; ·
ზავის პირობების თანახმად რომაელებმა ქართლში მეფობა
ხელუხლებლად დატოვეს; ხ ·
ქართლის მეფეს რომაელთა „მეგობრობა და მოკავშირეობა“ და კავკასიონის უღელტეხილების შეკვრა,ჩრდილოეთ
კავკასიიდან მეომარი-მომთაბარე ტომების შეკავება დაევალა; ·
თავის მხრივ რომაელები საქართველოს მიმართ არავითარ ვალდებულებას არ კისრულობდნენ;(მაგ. დაცვას გარეშე მტრებისგან) ·
ეს ხელშეკრულება არ იყო თანასწორუფლებიანი; ·
ქართლის სამეფო რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა; შენიშვნა: ასეა დღევანდელი საქართველო დასავლეთის
პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცეული; x ·
სომხეთი რომაელებმა უფრო დასაჯეს; ·
სომხეთმა დაკარგა ტიგრან მე-2 -ის დროს დაპყრობილი ყველა ოლქი
და მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ იქცა; ·
ეს ქართველებისთვის სასარგებლო
გამოდგა,რადგან დიდი არმენიის მეზობლობა საქართველოს პოლიტიკურად ზღუდავდა და ზოგჯერ
მასზე დამოკიდებულიც კი იყო; ·
ქართლის სამეფო
კარმა კარგად გამოიყენა შექმნილი პოლიტიკური ვითარება და რომთან კავშირით დიდი პოლიტიკური სარგებელი ნახა;(!)(სომხების
ხარჯზე) |
საქართველო-რომის
ურთიერთობა ǀ-ǀǀ საუკუნეებში; იბერიის სამეფო და რომი ·
ძვ. წ. ǀ
საუკუნეში ქართლის სამეფო გაძლიერდა;ამას ხელი შეუწყო ხელსაყრელმა საგარეო პოლიტიკურმა
ვითარებამ.კერძოდ,სომხეთი ამ დროს დასუსტებული იყო
და მის ხელში ჩაგდებისათვის რომი და პართია ერთმანეთს
ებრძოდნენ; ·
ამ ბრძოლაში ქართლიც ჩაერთო;ქართლმა არა მარტო დაიბრუნა
ადრე სომხეთისთვის დათმობილი ტერიტორიები,არამედ თავად სომხეთის დაუფლებაც სცადა; ·
ქართლის
მეფემ მითრიდატემ დაამარცხა პართიელები და სომხეთში მეფედ თავისი შვილი დასვა; ·
მომდევნო ქართლის მეფემ ფარსმან 1 -მა სომხეთის უშუალოდ შემოერთება დააპირა და იქ თავისი ვაჟი
რადამისტი გაამეფა (ახ.წ 52),მაგრამ საბოლოოდ ეს
გეგმა ჩავარდა და სომხეთი რომმა და პართიამ გაინაწილეს;(!) x ·
რომი ცდილობდა ქართლთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას; ·
მცხეთასთან აღმჩენილია ბერძნულენოვანი წარწერა,რომელშიც
რომის იმპერატორი ვესპასიანე(69-79 წწ) ქართლის მეფეს
თავის „მეგობარს „ უწოდებს; ხ ·
მე-2 საუკუნეში ქართლის მეფეებს რომის მიმართ თავი
საკმაოდ დამოუკიდებლად ეჭირათ. ·
128 წ. იმპერატორმა ადრიანემ
მცირე აზიაში ყოფნისას თავისთან დაიბარა აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნების მეფეები
და მმართველები; ·
ადრიანემ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ქართლის
მეფე ფარსმან მე-2-ის
მიმართ(!) და მას გულის მოსაგებად საომარი
სპილო და 50 კაციანი რაზმი გგაუგზავნა; ·
ქართლის მეფე მაინც არ გამოცხადდა მასთან და მხოლოდ
სამაგიერო საჩუქრები-ოქროქსოვილი მოსასხამები გაუგზავნა; ·
განაწყენებულმა იმპერატორმა ფარსმანის საჩუქრების
აბუჩად აგდების მიზნით ბრძანა,ამ მოსასხამებით გლადიატორები
შეემოსათ და ისე გამოეშვათ ცირკის არენაზე; ·
ამ შეურცხყოფაზე საპასუხოდ ქართლის მეფემ გახსნა დარიალის კარი,გადმოიყვანა ალან-ოსთა მეომარი ტომები და რომის იმპერიის აღმოსავლეთ
პროვინციებს შეუსია; ·
ამით ქართლის მეფემ აგრძნობინა იმპერატორს თავისი
მნიშვნელობა; ·
დაპირისპირება
ადრანესა და ფარსმან მე-2-ს შორის იმ გარემოებამ წარმოქმნა,რომ ქართლის
მეფემ დაიკავა გასასვლელი შავ ზღვაზე; კერძოდ, დაიქვემდებარა
ძიდრიტთა ტომი რომელიც დღევანდელი აჭარის ტერიტორიაზე ცხოვრობდა; ·
რომის იმპერატორს ამის ცნობა არაფრით არ სურდა; ·
რომსა და ქართლს შორის დაძაბული ურთიერთობა მოწესრიგდა
ადრიანეს სიკვდილის შემდეგ; რომის საიმპერატორო ტახტზე ასულმა ანტონიუს პიუსმა
ცნო ქართლის სამრფოს
მიერ შავი ზღვისპირა ტერიტორიების(აჭარის) შეერთება ·
ანტონიუს პიუსმა ფარსმან მე-2 რომში მიიწვია; ·
ფარსმან მე-2 დიდი ამალით და ცოლ-შვილით ჩავიდა რომში; ·
მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა დიდი ასპარეზობა.
მასში მონაწილეობა მიიღეს ქართლის მეფემ და მისი ამალის წევრებმა; ·
იმპერატორს იმდენად მოეწონა ქართველ მხედართა ხელოვნება,რომ
ნება დართო ქართლის მეფეს კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა,რაც დიდი პატივი იყო უცხოელთათვის; ·
ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება რომში ომის ღმერთის,მარსის ველზე დაიდგა; |
დასავლეთ საქართველო და რომი ·
განსხვავებული ვითარება იყო დასავლეთ საქართველოში ·
დასავლეთ საქართველოში რომაელებმა თავიდანვე(პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ)
თავიანთი პირდაპირი
მმართველობა(!) დააწესეს; ·
მოსახლება ჯანყდებოდა; ·
დასავლეთ საქართველოზე თავისი გავლენის გაძლიერებას ცდილობდა ქართლის გაძლიერებული სამეფოც; ·
ქართლის მოსაზღვრე არგვეთში
უკვე ქართლის მეფის ერისთავი იჯდა; ·
ასევე აჭარა-გურიის
ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი შავ ზღვამდე ქართლს ემორჩილებოდა; ·
დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დარჩენილი ნაწილიც
ქართლთან დაახლოებას ესწრაფოდა; ·
საიმპერატორო კარი იძულებული გახდა გარკვეულ დათმობებზე
წასულიყო და ადგილობრივი მმართველობა აღედგინა; ·
მე-2 საუკუნეში რომაელთა თანხმობით დასავლეთ
საქართველოში ქართლის სამეფოს შესაკავებლად რამდენიმე სამთავრო ჩამოყალიბდა:
ლაზების,აფშილების,აბაზგების
და სანიგების;(!) ·
ამ სამთავროებს
ადგილობრივი მთავრები ჩაუდგნენ სათავეში; ·
მაგრამ ზღვისპირა ქალაქებში : ფაზისში(ფოთი) დიოსკურია(სოხუმი)
და სხვა რომაელებს ჩაყენებული
ჰყავდათ მეციხოვნე ჯარები (გარნიზონები) ანუ ეს იყო მათი სამხედრო ბაზები დასავლეთ საქართველოში; |
„ხალხთა დიდი გადასახლება“ ·
„ხალხთა დიდი გადასახლების“ ტერმინით ისტორიაში ცნობილია
მე-4- მე-7 საუკუნეებში(!) დასავლეთ რომის იმპერიის ტერირტორიაზე გერმანული მოდგმის
ტომთა(გოთები,ფრანკები,ვანდალები,ანგლები და სხვ.) გადასახლება. ·
თუმცა ეს გადასახლება გლობალური
მიგრაციის პერიოდის მხოლოდ ნაწილი იყო,რადგან „ხალხთა დიდი გადასახლების’’ პროცესმა ბევრად უფრო დიდი სივრცე აზიის,ევროპისა
და აფრიკის უდიდესი ნაწილი მოიცვა,რითაც მთლიანად შეიცვალა ძველი მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. ·
„ხალხთა დიდი გადასახლების“ უმთავრესი მიზეზი დიდი იმპერიების დასუსტება იყო(!),რომლებიც
უკვე ძნელად იგერიებდნენ იმპერიის სიმდიდრეს დახარბებულ ბარბაროს ტომთა შემოსევებს. ·
ამას დაემატა მოსახლეობის მატება,ე.წ. დემოგრაფიული აფეთქება,იმპერიების მიღმა ვრცელ ტერიტორიებზე,რამაც
იქ მოსახლე ტომებს საცხოვრებელი არეალის გაფართოებისკენ უბიძგა; ხ ·
ხალხთა გადასახლებას თან სდევდა კულტურული,ენობრივი და რელიგიური კონფლიქტები. ·
ხალხთა დიდ გადასახლებაში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ
გერმანული,სლავური,თურქული და არაბული მოდგმის ტომები. ხ ·
გერმანულ ტომთა გადასახლებამ,რომელიც საუკუნეების
მანძილზე გრძელდებოდა,დიდი არეულობა გამოიწვია რომის იმპერიაში. ·
ხალხთა გადასახლებაში გარკვეულ როლს ასრულებდა ასევე
კლიმატური პირობებიც-გერმანული ტომები ჩრდილოეთის
სიცივეს სამხრეთის უფრო რბილ ჰავას ამჯობინებდნენ. ·
გერმანელები თანდათან სულ უფრო ღრმად მოიწევდნენ სამხრეთით. ·
მათ რომის იმპერიის ნაყოფიერი
მიწები,მდიდარი ქალაქები და კარგი კლიმატი იზიდავდათ. |
რომი და ბარბაროსული სამყარო ·
ევროპა ალპების ჩრდილოეთით ეკავა მრავალრიცხოვანი
ტომების 3 დიდ ჯგუფს:კელტებს,გერმანელებს და სლავებს; ·
მათ არ ესმოდათ ერთმანეთის ენა,მაგრამ კელტების,გერმანელების და სლავების
ენები ერთსა და იმავე ენათა ჯგუფს-ინდოევროპულს მიეკუთვნება,რაც იმაზე მიუთითებს,რომ
ამ ხალხთა წინაპრები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. ·
კელტები ევროპაში ბევრად უფრო ადრე გამოჩდნენ,ვიდრე
გერმანელები და მით უმეტეს სლავები. ·
შესაბამისად,რომაელები
ყველაზე ადრე კელტებს გაეცნენ-გალების ტომს. ·
გალების
მიწები ჩრდილოეთ იტალიას და დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიას მოიცავდა. ·
ადგილობრივმა მოსახლეობამ რომანიზაცია განიცადა(გალებმა
შითვისეს რომაელთა ენა და წეს-ჩვეულებები) ხ ·
გალიის დასავლეთით რაინის გადაღმა,ახ.წ.-მდე რამდენიმე
საუკუნით ადრე განსახლდნენ ჩრდილოეთიდან მოსული,გერმანელთა
მრავალრიცხოვანი ტომები; ·
მათი
ძველი სამშობლო,როგორც ვარაუდობენ,ბალტიის ზღვის ჩრდილოეთი და სამხრეთ სანაპირო,ბალტიის ზღვის კუნძულები
და სკანდინავიისა და იუტლანდიის ნახევარკუნძულებია. ·
დაახლოებით 3000 წლის წინ,როგორც ჩანს მკვეთრი აცივების
გამო,გერმანელები იძულებულნი გახდნენ,სამხრეთისკენ გადასახლებულიყვნენ; |
რომი და გერმანელები ·
რომაელთა პირველი შეტაკებები
გერმანელებთან ძვ.წ. მე-2 საუკუნის დამლევს მოხდა. ხ ·
ჩრდილოელი მეზობლების გამოჩენამ რომის ტერიტორიაზე
ანტიკური ავტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. ·
პირველმა იულიუს კეისარმა განასხვავა გერმანელები
კელტებისაგან. ·
კეისარმა აიძულა გერმანელები,დაეტოვებინათ დაკავებული
ტერიტორიები,მოგვიანებით,მან გერმანული ტომებისაგან დაქირავებული
ცხენოსანი რაზმები ჩამოაყალიბა. ხ ·
ძვ.წ. 1 ს-ში,მართალია,რომაელებმა მნიშვნელოვან წარმატებას
მიაღწიეს გერმანელებთან ბრძოლაში,მაგრამ უკვე ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისისათვის
იძულებულნი გახდნენ,თავდაცვაზე გადასულიყვნენ. ხ ·
გერმანელებს ძვ. წ. 1 საუკუნის
დამდეგისათვის დაკავებული ჰქონდათ მდინარეების : რაინის,ოდერისა და დუნაის შორის მდებარე სივრცეები. ხ ·
რომაელებს გერმანელები ველურებად,ბარბაროსებად მიაჩნდათ;ეშინოდათ მათი
გახშირებული თავდასხმებისა. ·
რომაელებს აოცებდათ გერმანელთა შეუპოვრობა,რომელსაც
ისინი რომის გამაგრებული საზღვრის გარღვევისას ყოველი დამარცხების შემდეგ იჩენდნენ. ·
მაგრამ ეს აიხსნებოდა არა მათი შეუპოვრობითა და სიკერპით,არამედ
იმით,რომ გერმანელები განვითარების დაბალ საფეხურზე იდგნენ და,შესაბამისად,მარბიელი
ლაშქრობები და ომი მათთვის ბუნებრივ და აუცილებელ საქმეს წარმოადგენდა. ·
გერმანელებისგან თავდასაცავად რომაელებმა ჯერ კიდვ
პირველ საუკუნეში დაიწყეს რაინისა და ზემო დუნაის გასწვრივ თავდაცვითი ზღუდეების
აგება,გაამაგრეს მრავალკილომეტრიანი საზღვარი(ე.წ. „რომის ზღუდეს’’ საერთო სიგრძე
500 კმ-ზე მეტი იყო) ·
სასაზღვრო სიმაგრეებს რომაელები
ლიმესს უწოდებდნენ; ხ ·
დროთა განმავლობაში რომაელთა და გერმანელთა ურთიერთობები
სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა; ·
გერმანულმა ტომებმა,რომლებიც ლიმესის მახლობლად ცხოვრობდნენ,გადაიღეს
რომაელთა ცალკეული ჩვევები. ·
რომაელები გერმანელებს სამხედრო სამსახურისთვის იწვევდნენ,აერთიანებდნენ
მათ რომაულ ლეგიონებში; ·
მოგვიანებით გერმანელებმა რომის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც
მოიკიდეს ფეხი ხ ·
დროთა განმავლობაში გერმანია რომაელთათვის და რომი
და მისი პროვინციები გერმანელებისთვის აღარ იყო უცხო ·
უშუალოდ იმპერიის საზღვრებთან მცხოვრები
ბარბაროსები რომანიზებულნი იყვნენ,ხოლო ჩრდილოეთთა და აღმოსავლეთით
მცხოვრებ ტომებზე რომის გავლენა უმნიშვნელო იყო. ხ ·
ლიმესი საუკუნეებზე იყო გათვლილი.მაგრამ მე-4 საუკუნის
ბოლოს და მე-5 საუკუნის დასაწყისში ძალთა
თანაფარდობა იმპერიასა და ბარბაროსებს შორის სწრაფად იცვლებოდა და საზღვარიც გაქრა ·
ლიმესი დაინგრა. |
რომის კატასტროფა ·
რომის კატასტროფა ევროპაში ჰუნების მომთაბარე ტომის
გამოჩენით დაიწყო; ·
ჰუნები ჩინეთის მოსაზღვრე სტეპებიდან მოვიდნენ;(!) ხ ·
375 წელს
ჰუნები თავს დაესხნენ გოთების გერმანულ ტომებს,რომლებიც
იმ დროს რომის იმპერიის მიღმა ,ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთში ბინადრობდნენ; ·
გოთების ერთი ნაწილი -ოსტგოთები
ჰუნებს დამორჩილდნენ და მათთან ერთად დაიწყეს დასავლეთზე შეტევა; ·
გოთების მეორე ნაწილმა, ვესტგოთებმა
კი რომისკენ დაიხიეს(!), საზღვრები გადმოლახეს და ჰუნებიგან
გადარჩენას რომისადმი დამორჩილების გზით ცდილობდნენ;(!) ·
ვესტგოთები რომის იმპერატორს
სრულ მორჩილებას და სამხედრო დახმარებას აღუთქვამდნენ;(!) ·
რომაელებმა
ვესტგოთები შეუშვეს იმპერიაში(!) და საზღვართან
დასახლების უფლება მისცეს მაგრამ მცირე და უვარგისი
მიწები მისცეს(!). პასუხად ვესტგოთები აჯანყდნენ და დაიძრნენ კონსტანტინეპოლისკენ(!); ·
378
წელს ქალაქ ადრიანოპოლის მახლობლად ვესტგოთებს დახვდა
იმპერატორი ვალენტინიანი საუკეთესო ჯარით;რამდენიმე საათში რომის ჯარი განადგურდა;იმპერატორი
ბრძოლის ველზე დაიღუპა;(!) ·
ახალმა იმპერატორმა ვესტგოთებთან ზავი დადო
; ·
382
წ.ვესტ
გოთები იმპერიის სამხედრო და სამოქალაქო სამსახურში მიიღეს; ·
დაიმახსოვრე : ადრიანოპოლის ბრძოლის შემდეგ დაიწყო რომის იმპერიის
დაცემა;(!!!) ·
ნამდვილი რომაული ჯარი აღარ არსებობდა; ხ ·
მომდევნო ბრძოლებში იმპერიას დაქირავებული მეომრები
იცავდნენ ძირთადად გერმანელები;ისინი დიდი საზღაურის
ფასად თანხმდებოდნენ დაეცვათ იმპერიის საზღვრები სხვა გერმანული ტომებისგან; ·
ეს დაქირავებულები არ იყვნენ სანდო და საიმედო; ხ ·
395
წელს რომის იმპერია გაიყო(!) ხ ·
დასავლეთი რომის იმპერია
იმპერატორ ჰონორიუსს
ერგო;ის არასრულწლოვანი იყო;მისი
მეურვე ნიჭიერი მხედართმთავარი სტილიქონი
იყო; ·
სტილიქონი
გერმანელი იყო მაგრამ თავდაუზოგავად იგერიებდა ბარბაროსთა შემოსევებს; ·
რომაელებს არ მოსწონდათ ბარბაროსის აღზევება
საიმპერატორო კარზე ჰონორიუსს შთააგონეს, რომ სტილიქონს თავად სურდა იმპერატორობა; ·
ჰონორიუსის ბრძანებით საუკეთესო მხედართმთავარი სიცოცხლეს
გამოასალმეს;(!) ·
რომში ბარბაროსების
სასტიკი რბევა მოაწყეს; ·
ჰონორიუსი რომიდან გაიქცა და რავენაში გამაგრდა; ხ ·
რომის კედლებს ვესტგოთები მოადგნენ ალარიხის
მეთაურობით; ·
ალარიხმა ქალაქის ხანგრძლივი
ალყა დაიწყო; ·
თავდაპირველად ვესტგოთები და რომაელები შეთანხმდნენ
და გამოსასყიდის
მიღების შემდეგ ალარიხმა ალყა მოხსნა; ·
2 წლის შემდეგ კვლავ ალყაში მოაქცია რომი; ·
410
წელს რომი დაეცა(!);რომის დაარსებიდან მოყოლებული ეს პირველად მოხდა; ·
3 დღე ძარცვავდნენ
რომს ვესტგოთები(!);ათასობით რომაელი მონებად
გაყიდეს; ·
ალარიხი
იტალიის ჩრდილოეთისკენ გაემართა(!); ·
იმპერატორმა
ჰონორიუსმა შეუთვალა იტალიას გაეცალეთ და სამხრეთ გალია თქვენთვის
დამითმიაო; ·
ვესტგოთებმა
დატოვეს იტალია და გალიაში შეიჭრნენ; ·
გალიიდან კი ესპანეთში
და შექმნეს ვრცელი სახელმწიფო; ეს იყო პირველი ბარბაროსული სამეფო,რომრლიც რომის იმპერიის ტერიტორიაზე შექმნეს გერმანელებმა-
ვესტ გოთებმა;(სამხრეთ გალია
და ესპანეთი) |
ჰუნები ევროპაში ·
მე-4
საუკუნის შუა ხანებში შორეული აზიიდან ევროპაში
შემოიჭრნენ ჰუნები. ·
მათ საბოლოოდ
შეცვალეს ძალთა თანაფარდობა რომის იმპერიის საწინააღმდეგოდ; ხ ·
ჰუნების ტომთა გაერთიანება განსაკუთრებით გაძლიერდა
„ღვთის რისხვად“ წოდებული ატილას მმართველობისას;ატილა რკინის ხელით მართავდა ჰუნებს და ჰუნებს
დამორჩილებულ ტომებს; ·
ატილას მთავარი ბანაკი თანამედროვე
უნგრეთის ტერიტორიაზე
იყო ·
ატილას წინამძღოლობით ჰუნებმა გაანადგურეს ქვემო რეინზე
გერმანული ტომის ბურგუნდების სამეფო; ხ ·
ატილამ დალაშქრა და დახარკა აღმოსავლეთ რომის იმპერია;(!) ხ ·
451 წწელს ატილამ თავისი ურდოები გალიისკენ
დაძრა ·
მათ შესახვედრად გამოვიდა სხვადასხვა გერმანულ ტომთა დიდი გაერთიანება
რომაელი მხედართმთავრის აეციუსის ხელმძღვანელობით; ·
ბრძოლა ქალაქ ტრუასთან
თანამედროვე საფრანგეთის შამპანის პროვინცია -კატალაუნის
ველებზე(!) გაიმართა; ·
სატიკ ბრძოლაში ვერც ერთმა მხარემ გადამწყვეტ უპირატესობას
ვერ მიაღწია; ·
ატილამ უკან დაიხია,მაგრამ გამარჯვებულს ძალა აღარ
შესწევდა დადევნებოდა; ხ ·
452 წელს
ატილას ჰუნთა ურდოები იტალიაში შეიჭრნენ და რომისკენ დაიძრნენ; ·
იმპერატორი ვალენტინიანე
მე-3 მხდალი და სუსტი პიროვნება იყო; ჰუნებს ვერ შეებრძოლა. ·
რომის მოხუცი პაპი ლეო 1
ძვრფასი ძღვენით გაემართა მრისხანე დამპყრობელთან შესახვედრად ·
მოლაპარაკების შედეგი მოულოდნელი და შთმბეჭდავი იყო; ·
ატილამ აიღო გამოსასყიდი
და პირველად უბრძოლველად უკან გაბრუნდა; რომში ეს ღვთის სასწაულად აღიქვეს(!) |
ვანდალები ·
მაგრამ 4 წელიწადში რომი ისევ ბარბაროსებმა დაიპყრეს
ამჯერად ვანდალების გერმანულმა ტომმა; ·
ვანდალები ჯერ ესპანეთში
შეიჭრნენ; ·
შემდეგ ისინი ჩრდილო აფრიკის რომაელმა მმართველმა დაიქირავა თავისდა საუბედუროდ; ·
ვანდალებმა რომის აფრიკის
პროვინციაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს და იქ თავისი სამეფო შექმნეს;(!) ·
455
წელს ვანდალთა ფლოტი მეფე ჰაიზერიხის მეთაურობით იტალიის ნაპირებს მიადგა აუყვა მდინარე ტიბრს
და რომაელთათვის მოულოდნელად ქალაქის კედლებთან აღმოჩნდა; ·
ბარბაროსებთან კვლავ რომის პაპი ლეო 1 გაემართა; ·
პაპმა დაითანხმა ჰაიზერიხი
არ დაეხოცა მოსახლეობა არ გადაწევა ეკლესიები არ გაეპარტახებინა რომის მთავარი ტაძრები
და ქალაქის ძარცვა მხოლოდ 14 დღით შეეზღუდა; ·
ამ ორ კვირიანი რბევის შემდეგ ისტორიას შემორჩა სიტყვა
„ვანდალიზმი’’,როგორც კულტურულ ფასეულობათა უგუნური განადგურების
და სასტიკი რბევის სინონიმი; |
ოდოკარი წერტილს უსვამს დასავლეთ რომის იმპერიას
476 წელი(გორგასალის დროა) ·
დასავლეთ რომის იმპერიის არსებობის უკანასკნელ წლებში
იმპერატორის კარზე ერთ გადატრიალებას მეორე მოსდევდა; ·
475 წელს იმპერატორად
რომულუს ავგუსტუსი გამოაცხადეს;არასრულწლოვანი იმპერატორის
ნაცვლად მამამისი მართავდა; ·
მოხდა ისე რომ მამა-შვილმა დაქირავებულ ბარბაროსებს მიწების და სხვა სახის ჯილდოების გადაცემაზე
უარი განუცხადეს;(!) (გადაგდება დაუპირეს) ხ ·
ამის გამო, ერთ-ერთმა ბარბაროსმა მხედართმთავარმა
-ოდოკარმა 476 წელს აჯანყება მოაწყო; ოდოკარმა მოკლა იმპერატორის
მამა თავად იმპერატორი კი ჩამოაგდო; ·
476
წლის გადატრიალება იმით განსხვავდებოდა სხვა გადატრიალებებისგან
რომ ოდოკარმა თავი იმპერატორად არ გამოაცხადა; ·
ოდოკარმა აიძულა სენატი
გამოეცხადებინა რომ იმპერიის დასავლეთ ნაწილს
იმპერატორი არ სჭირდებოდა;(!) ·
ამიერიდან იმპერატორი მხოლოდ
აღმოსავლეთში კონსტანტინეპოლში იქნებოდა; ·
ოდოკარმა იქ საიმპერატორო
ნიშნები დიადემა და
მეწამული მანტია გაგზავნა კონსტანტინეპოლში. ·
საპასუხოდ ბიზანტიის იმპერატორისგან პატრიციუსის ტიტული(!) მიიღო; ·
ამით დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა
შეწყვიტა; ·
დასავლეთ რომის იმპერიის ნანგრევებზე გერმანელთა სამეფოები წარმოიქმნა; |
ქრისტიანობა მსოფლიო რელიგია ·
ქრისტიანობა ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიაა; ·
დაფუძნებულია იესო ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებაზე; ·
ქრისტეს ცხოვრება და სწავლებები აღწერილია „ახალ აღთქმაში’’ ·
ქრისტიანობა უდიდესი მსოფლიო რელიგიაა;ჰყავს ორ მილიარდზე
მეტი მიმდევარი;მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჰყავს ერთი მიმდევარი თემი მაინც; ·
ქრისტიანობა 1 საუკუნეში წარმოიშვა რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში-პალესტინაში(„წმინდა
მიწაზე“) ·
ქრისტიანული რელიგიის ფესვები-იუდაიზმშია; ·
ქრისტიანობა ადამიანებს შორის
ურთიერთსიყვარულს და შენდობას ამკვიდრებდა,ჩაგრულებს
ამქვეყნიური ტანჯვის სანაცვლოდ სიკვდილის შემდეგ სასუფეველს და სამოთხეს
ჰპირდება; ·
ქრისტეს მოძღვრებას მრავალი მიმდევარი განსაკუთრებით
მისი ჯვარცმის შემდეგ გამოუჩნდა;როდესაც ხმა გავრცელდა იესოს მკვდრეთით აღდგომის
და ზეცად ამაღლების შესახებ; ·
ქრისტიანობა ადამიანთა სულიერი
სიმტკიცის წყარო გახდა; ·
ქრისტიანობამ ადამიანებს თანასწორობის იდეა შთაუნერგა და მოვალე მხოლოდ ღვთის წინაშე გახადა; ·
ქრისტიანული რელიგიისთვის მიუღებელია შურისძიება,იგი მიუტევებს ყველაშეცდომილს
და ასწავლის,რომ მონანიებას ახლად მონათვლის ძალა
აქვს მინიჭებული; ·
მოგვიანებით მათემ.მარკოზმა,ლუკამ
და იოანემ ქრისტეს
ცხოვრება და მოღვაწეობა ცალ-ცალკე წიგნებად აღწერეს; ·
ამ წიგნების კრებულმა ოთხთავი
შეადგინა;(წაიკითხე) ·
ქრისტეს მოწაფეები
ხალხს ამ წიგნების მეშვეობით „ახარებდნენ“/აცნობდნენ ქრისტეს ცხოვრებას და მოღვაწეობას; ·
ამიტომ ოთხთავს სახარება ეწოდება,ხოლო მის ავტორებს-მახარებლები; ·
ქრისტიანული რელიგიის საღვთო წიგნების კრებული ესაა
- ბიბლია;ის ძველი და ახალი აღთქმისაგან შედგება; ·
ძველი აღთქმა იუდაიზმის და ქრისტიანობის საერთო წმინდა ტექსტია;ის უფრო ძველია ვიდრე ახალი აღთქმა; ·
ახალი აღთქმა
მათეს.მარკოზის,ლუკას და იოანეს სახარებებია მათში აღწერილია ქრისტეს ცხოვრება
და მოღვაწეობა; ·
თავდაპირველად ქრისტიანობა იუდეველთა(ებრაელთა) მცირე ჯგუფმა აღიარა; ·
არსებობის პირველივე ათწლეულებში რომის იმპერიის სხვა
პროვინციებსა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებში გავრცელდა; ·
მე-5 საუკუნემდე ქრისტიანობა რომის იმპერიის ფარგლებში
და რომის კულტურული გავლენის მქონე ქვეყბებში ვრცელდებოდა(საქართველოა მათ შორის) ·
ქრისტიანობის გავრცელებას დიდი სირთულეები შეხვდა; ·
პირველ რიგში ქრისტიანობას წარმართი ქურუმები და იმპერიული
ხელისუფლება დაუპირისპირდა(მაგ. პილატე პონტოელი რომის პროკურატორი იყო იუდეაში) ·
ახალი რელიგიის დამკვიდრებით ქურუმები გავლენას და
კეთილდღეობას კარგავდნენ .(ამიტომ ებრძოდნენ ქრისტიანობას) ·
იმპერიული ხელისუფლება კი ახალი რელიგიის მიმდევრებში
სახელმწიფოში სიმშვიდის დამრღვევებს(დესტაბილიზაციის გამომწვევებს) და დაუმორჩილებლობის
წამქეზებლებს ხედავდა; ·
ამიტომ მე-4 საუკუნემდე ვიდრე ქრისტიანობა სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადდებოდა რომის კეისრები პერიოდულად ქრისტიანთა რბევას აწყობდნენ;(მაგ.
დიოკლეტიანე და სხვები) ·
რომაელთა მსხვერპლი ათასობით ქრისტიანი გახდა; ბრბოს
გასართობად ცირკში ქრისტიანებს მხეცებს აგლეჯინებდნენ,ცოცხლად წვავდნენ,ჯვარზე აცვამდნენ; ·
ქრისტიანები ღვთსმსახურებისთვის კატაკომბებში(კლდეში
გამოჭრილ მაღაროებში) საიდუმლოდ იკრიბებოდნენ;ამიტომ ეკლესიის ამ პერიოდს კატაკომბური ეწოდა; ·
სავარაუდოდ მაშინ გაჩნდა პირველი ქრისტიანული ხატები(ეიკონ
ბერძ.-გამოსახულება,სახე) ქრისტეს,ღვთისმშობლის და წმინდა
მოწამეთა გამოსახულებით; ·
ასეთი დევნის გამო მრავალმა ქრისტიანმა მათ შორის
მოციქულებმაც(ქრისტეს მოწაფეები) მოწამეობრივად დაასრულეს
სიცოცხლე; ·
ახალი წელთაღრიცხვის 1 საუკუნეს მოციქულების ეპოქას
უწოდებენ; ·
მოციქულები მთელ მსოფლიოში ქადაგებისთვის გაეშურნენ; ·
სახარების მიხედვით ქრისტეს 70 მოწაფე ჰყავდა;აქედან
12 რჩეული მისი მუდმივი თანამგზავრი იყო; ·
იესო ქრისტემ ზეცად ამაღლების შემდეგ საეკლესიო გადმოცემით
თავისი მოციქულები სულიწმინდით აღავსო სიბრძნით და ძალით;სამისიონერო
მოღვაწეობისკენ მოუწოდა“სამკალი ბევრია,მუშაკი კი ცოტა „ დააწყვილა ერთმანეთთან
დაახლოებული ორ-ორი მოწაფე და წინასწარვე მიავლინა იმ ადგილებში სადაც თვითონ აპირებდა
მისვლას; ·
მოციქულებს უნდა ექადაგათ ცათა სასუფეველის შესახებ;მოემზადებინათ
ხალხი მესიანისტური(მაცხოვრის მეორედ მოსვლის მოლოდინი)
იდეისათვის;მოეწოდებინათ წესრიგისაკენ და ყველაფერეი
ეს უნდა გაეკეთებინათ უდიდესი უბრალოებით; ·
უბრალოებას და სიკეთის ქადაგებას უნდა გამოერჩია ისინი
სხვა ცრუ მქადაგებლებისაგან; ·
ეს იყო ურთულესი პროცესი,ამ პროცესს უამრავი დამაბრკოლებელი
გარემოება ახლდა თან ებრაელებისგან ცალკე
და წარმართებისგან ცალკე; ამ პროცესს შეეწირა ყველა მოციქული(!),გარდა
იოანესი; ·
მიუხედავად დიდი მსხვერპლის და დანაკარგებისა ქრისტიანობის
შეჩერება უკვე აღარავის შეეძლო; ·
მოციქულთა დროის შემდეგ პირველი ადგილი რომის ეკლესიამ დაიკავა; ·
რომი იმპერიის დედაქალაქი იყო; ქალაქი რომი გახდა მოციქულთა პეტრეს და პავლეს მოწამეობრივი აღსასრულის
ადგილი; ამიტომ რომი ქრისტიანთა შორის განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა; ·
დაიმახსოვრე : სწორედ ამ მოციქულთა(პეტრეს და პავლეს)
მოღვაწეობა გახდა რომის პაპებისთვის არგუმენტი მე-4-მე-5 საუკუნეებში, რათა რომის
ეკლესიისთვის გაეზარდათ უფლებების იურიდიული საფუძველი;(!) ·
ქრისტიანთა დევნამ რომის იმპერიაში ყველაზე მწვავე
ხასიათი დიოკლეტიანეს იმპერატორობისას 284-305 წ. მიიღო;მე-3-
მე-4 საუკუნეების მიჯნაზე; ·
შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა; უამრავი ქრისტიანის
მოწამებრივმა სიკვდილმა ხელი შეუწყო ქრისტიანობის პოპულარიზაციას და გავრცელებას; ·
ქრისტიანობას რომში გავლენიანი დამცველები გაუჩნდნენ;(!) ·
იმპერატორი
კონსტანტინე 1 დიდი(307-337“) მიხვდა რომ ახალ სარწმუნოებასთან ბრძოლას მისი სახელმწიფო ინტერესებისთვის გამოყენება სჯობდა;(!) ·
კონსტანტინე 1 ნგრევის პირასმისული იმპერიის შენარჩუნებას და განახლებას ქრისტიანობით ცდილობდა;(!) ·
მე-4 საუკუნის დამდეგს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში
ქრისტიანებს უკვე ჰყავდათ ქრისტიანული თემების ზედამხედველები- ეპისკოპოსები; ·
დაიმახსოვრე : კონსტანტინე 1-მა
313 წელს გამოსცა რჯულშემწნარებლობის აქტი
- ე.წ. მილანის ედიქტი(!) ·
ამ ედიქტით ქრისტიანობა რომის იმპერიაში ნებადართულ რელიგიად იქცა(!); ·
რომის იმპერიაში შეწყდა ქრისტიანთა დევნა(!) და იგი წარმართულ რელიგიებს გაუთანაბრდა; ·
324
წელს კი კონსტანტინე 1 -მა ქრისტიანობას
რომის იმპერიაში გამოჩენილი ადგილი მიანიჭა; ხ აპოლოგეტები ·
აპოლოგეტები ეწოდებათ -გამოჩენილ ღვთისმეტყველებს ,რომლებიც იცავდნენ ქრისტიანული რწმენას ებრაელი და წარმართი ღვთისმეტყველებისგან
ყოველნაირად ეწეოდნენ ქრისტიანობის აპოლოგიას(გამართლებას
და უპირატესობის დამტკიცებას) . ·
ამ აპოლოგეტებმა დიდი როლი შეასრულეს ქრისტიანობის ჩამოყალიბების საქმეში; ·
აპოლოგეტიკა განსაკუთრებით გაიფურჩქნა ე.წ. კაპადოკიელი მამების:
ბასილ დიდის,გრიგოლ ნაზიანზელის,გრიგოლ ნოსელის საღვთისმეტყველო შრომებში; ·
კაპადოკიელი მამების ქრისტიანულ-ფილოსოფიური მოძღვრება
გახდა შემდეგში ის საფუძველი რაზეც დაეყრდნო და განვითარდა
შემდეგში ქართული კუტურა; შენიშვნა:
აპოლოგეტებს დღეს პროპაგანდისტები ჰქვიათ(!) მაგ . ჰებელსი |
Комментарии
Отправить комментарий