შუა საუკუნეები ევროპაში - ფეოდალიზმი,პაპიზმი,ქალაქები,უნივესიტეტები,სქოლასტიკა,მისტიკა,წარმომადგენლობითი ორგანოები
ფეოდალიზმის ჩამოყალიბება ევროპაში
ბარბაროსები მიწათმფლობელები ხდებიან ·
რომთან ხანგრლივმა კონტაქტებმა კვალი დააჩნია ბარბაროსებს. ·
გალიაში დამკვიდრების შემდეგ მიწების დანაწილებამ
და გალო-რომანულმა კულტურულმა გავლენამ ბარბაროსებში თემური
წყობილების რღვევა დააჩქარა. ხ ·
მე-6
საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა გოთური წარმოშობის მსხვილ მიწათმფლობელთა ფენა; ხ ·
მე-7 საუკუნიდან
მსხვილ მიწათმფლობელთა უფლებების ზრდა უფრო ინტენსიური გახდა; ·
გაღატაკებული გოთი მეთემეები
სულ უფრო
მეტად ექვემდებარებიან
მიწათმფლობელებს და რომაელ „კოლონებს“ (ანუ
თავისუფალ მოჯამაგირეებს
) ემსგავსებიან.(!) ხ ·
ეს პროცესი მომავალი ფეოდალური ურთიერთობის საფუძველს ამზადებდა. ·
დასრულებული
სახე პროცესმა
ფრანკთა მონარქიაში მიიღო;(!) |
კარლ მარტელის
ბენეფიციარული რეფორმა-ფრანკთა სამეფოში ·
გადატრიალება(რევოლუცია) მიწათმფლობელობაში კარლოს(ფრანგ.
შარლ) მარტელს უკავშირდება(737-741 წ.) ხ ·
კარლოსამდე
მეფის სამხედრო სამსახურისთვის გასამრჯელოს
გადახდა მიწის ნაკვეთების გადაცემით ხდებოდა.ეს იყო მიწის გადაცემა კერძო საკუთრებად სამუდამო მფლობელობაში,რომელიც
მიმღებს არაფრით ავალდებულებდა სამომავლოდ. ·
ეს
წესი სწრაფად ამცირებდა მეფის მიწებს(!) ხ ·
კარლოსმა საერო და სასულიერო დიდებულებს ადრე მიღებული
მიწები ჩამოართვა. ·
შემდეგ კი ისევ დაუბრუნა
,მაგრამ არა კერძო,სამუდამო მფლობელობაში,როგორც ეს ადრე ხდებოდა,არამედ დროებით და პირობით მფლობელობაში.(!) ·
მიწის ასეთ გადაცემას beneficium –„წყალობა“ ეწოდებოდა;(!) ·
მიწა ეძლეოდათ სამხედრო სამსახურისთვის.(!) ·
ბენეფიციუმის მიმღები ვალდებული იყო
თავისი შეიარაღებული რაზმით და საკუთარი ხარჯით გამოცხადებულიყო ბენეფიციუმის გამცემის სასარგებლოდ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. ეს იყო სავალდებულო პირობა;(!) ·
თუ ის ამ
პირობას დაარღვევდა ბენეფიციუმი ჩამოერთმეოდა.(!) ·
დროთა
განმავლობაში ბენეფიციუმი მემკვიდრეობით სამფლობელოდ
გადაიქცა; მე-9 - მე-10 საუკუნეებში ფეოდის(ლენის) თვისება შეიძინა, ანუ ბენეფიციუმი გადაიქცა მემკვიდრეობით
პირობით მფლობელობად(!)
- ანუ ფეოდად(!). პირობა,როგორც ვთქვით,
დაკავშირებული იყო სამხედრო ვალდებულებასთან. ·
ბენეფიციუმის გამცემს სენიორი
ეწოდებოდა. ·
მიმღებს ვასალი(კელტური
სიტყვა „გვას“ ლათნიზირებული ფორმაა“ვასსუს „ ან „ვასალუს „-აღნიშნავს ყმას.) ·
კარლოს მარტელის ბენეფიციალურმა
რეფორმამ გააძლიერა
საშუალო და წვრილი ფეოდალების ფენა.(!) ·
აქცია ისინი პროფესიონალ ცხენოსან მოლაშქრეებად-რაინდებად;(!) ·
გლეხებისგან შემდგარ ქვეით
ლაშქარს მნიშვნელობა დაეკარგა. ·
ბენეფიციუმის მიმღები მიწას იღებდა მასზე დასახლებულ
ადამიანებთან ერთად.ისინი იხდიდნენ ღალას და ასრულებდნენ ბეგარას.(!) ·
ბენეფიციუმების დამკვიდრება ხელს უწყობდა კავშირის
განმტკიცებას მიწის გამცემსა და მიმღებს შორის.განამტკიცებდა მფარველურ ურთიერთობებს( ანუ ვასალიტეტს
ანუ პატრონყმობას) კარლოსის
ბენეფიციალური რეფორმა ხელს უწყობდა ფეოდალური
ურთიერთობების გაღრმავებას ფრანკთა სამეფოში(!) |
კარლოს დიდის კაპიტულარი ·
კარლოს დიდის
კაპიტულარმა(დადგენილებაა,ბრძანებაა)
808 წ. თავისუფალი გლეხები სულ ჩამოაშორა სამხედრო
სამსახურს.(!) ·
ჯარში მხოლოდ იმათ იწვევდნენ,ვისაც იმპერატორისგან
მიღებული ჰქონდა 3-4 მანსი(მანსი მიწის პატარა ნაკვეთი,ნადელი).(!) ·
ასეთები კი იყვნენ რაინდები;(!) ·
ვინც
უარს იტყოდა სამსახურზე,მათ მიწა ჩამოერთმეოდთ;(!) ·
ამრიგად კარლოს დიდის დროს
სამხედრო სამსახური
ფეოდალთა პრივილეგიად იქცა. შენიშვნა: მიწა უნდა გქონდეს,რომ იმისთვის იბრძოლო და „იპატრიოტო’’ |
კაროლინგების ხანა · მსხვილი
მიწათმფლობელობა(სენიორიები),რომელიც კაროლინგების ხანაში ჩამოყალიბდა არ იყო ერთგვაროვანი · განასხვავებდნენ
სენიორიას და ჩვეულებრივ
ფეოდს(!) · სენიორია ისეთ ფეოდს
ეწოდებოდა,რომლის მიღება,გარდა სამხედრო მოვალეობისა,დაკავშირებული იყო,აგრეთვე
ადმინისტრაციულ,სახელმწიფოებრივ ან პოლიტიკურ
საქმიანობასთან(საქართველოში სენიორია შეიძლება შევადაროთ საერისთაოს) სენიორიის პატრონი ,სენიორი(!) ,მეფის რომელიმე დიდი მოხელის
ვალდებულებასაც ასრულებდა.(ანალოგიით-ერისთავის ვალდებულებებს) ხ · ჩვეულებრივი ფეოდი- სამხედრო მოვალეობის შემსრულებელს(რაინდს)
ეძლეოდა ხ · ფეოდალური მამული ორ ნაწილად იყოფოდა: საბატონო
მიწად ანუ დომენად(dominus-ბატონი),რომელზედაც ფეოდალის მეურნეობა იწარმოებოდა და მიწად
,რომელიც გლეხების
სარგებლობაში(!) იყო; |
ფეოდალური საზოგადოების ფენები ·
მე-10- მე-12
საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში საბოლოოდ ყალიბდება შუა საუკუნეების საზოგადოების ორი მთავარი ფენა:
დამოუკიდებელი გლეხები და მეომარი-მიწათმფლობელები-რაინდები. ·
ევროპაში ქრისტიანობის მიღების მერე გაჩნდა ბევრი
სასულიერო პირი,რომლებმაც დაიკავეს განსაკუთრებული ადგილი გლეხებსა და მეომრებს შორის და ჩამოყალიბდნენ
მე-3 ფენად; ·
ამრიგად
ევროპაში მე-11 საუკუნისათვის ჩამოყალიბდა
საზოგადოებრივი წყობის ახალი სტრუქტურა-ფეოდალური წყობა.(!) (დაიმახსოვრე საუკუნე) ·
ფეოდალური
წყობა ძალიან განსხვავდებოდა ძველ გერმანელთა პირველყოფილი წესრიგისაგანაც
და ძველი რომის საზოგადოებისაგანაც. |
ფეოდალიზმის
„სამი წოდების თეორია ‘’ ·
შუა საუკუნეებში ევროპაში შექმნეს ე. წ. „სამი წოდების“ თეორია ·
ეს თეორია საფრანგეთის დიდი
რევოლუციის დროსაც კი აქტუალური იყო; ·
ამ თეორიის(კონცეფციის) თანახმად ღმერთს თითოეული ადამიანისთვის განსაზღვრული
აქვს ადგილი მლოცველთა,მშრომელთა და მეომართა
ჯგუფებიდან ერთ-ერთში; ·
ერთი ჯგუფია
სასულიერო პირების, მეორე
-სენიორების, მესამე -გლეხების; ·
თეორიის თანახმად საზოგადოებრივი მდგომარეობა მემკვიდრეობით გადაეცემა
: გლეხის ვაჟი გლეხი უნდა გახდეს,რაინდის ვაჟი-რაინდი; კათოლიკე მღვდლებს-
ოჯახის შექმნის უფლება არ ჰქონდათ ; ხ ·
ამ თორიის თანახმად ყველაზე
დაბალი მე-3 წოდებაა გლეხი. ·
მაგრამ
გლეხი ფეოდალური საზოგადოების აუცილებელი ნაწილია(!); ·
თუკი ანტიკურ რომში ფიზიკური
შრომა თავისუფალი ადამიანისთვის უღირს საქმედ მიაჩნდათ,შუა საუკუნებში ადამიანი
,რომელიც ფიზიკური შრომით იყო დაკავებული,საზოგადოების საპატიო
წევრი იყო. ·
ასეთი დამოკიდებულება
გლეხისადმი მნიშვნელოვნად დაეხმარა შუა საუკუნეების ევროპის
სამეურნეო აღმავლობას |
როგორ აქციეს ყმებად თავისუფალი მეთემეები ევროპაში ? ·
მე-10 მე-11 საუკუნეებისთვის
თავისუფალი მეთემები ფეოდალებს ძირითადად
უკვე დაყმევებული ჰყავდათ;(!) ·
ყველაფერი იმით დაიწყო ადრეულ შუა საუკუნეებში ,რომ
თავისუფალი-მეთემეები რომლებიც მიწაზე რჩებოდნენ,სურსათითა და ყოველივე აუცილებლით ამარაგებდნენ იმ ნათესავებს ,რომლებმაც
თავიანთ საქმიანობად ომი აირჩიეს. ·
ასე ჩნდებოდა გლეხთა
გამოსაღებები და სხვა ბეგარა-გადასახადები ფიზიკურად „ძლიერ“ თანატომელთა სასარგებლოდ; ხ ·
შემდეგში გლეხისთვის
რთული იყო თავისი მეურნეობის,ოჯახის და საკუთარი სიცოცხლის
დაცვა.(!) ·
აუცილებელი ხდებოდა რომელიმე ძლიერი მეზობლის,სენიორის ან მონასტრის,მფარველობის მოპოვება; (ამას ჰქვია კრიმინალურ ჟარგონზე „კრიშა’’-რუსულად) ·
მაგრამ დაცვის სანაცვლოდ გლეხს უხდებოდა მიწის საკუთრებასა და თავისუფლებაზე უარის თქმა თავისი
„მფარველის“ სასარგებლოდ .(!) ·
ასეთი მფარველი შეიძლებოდა ყოფილიყო სენიორი,ცალკეული მონასტერი,ეპისკოპოსი
ან თავად მეფე.(!) ხ ·
დაიმახსოვრე : ყველა მსხვილი
მიწათმფლობელი ერთიანდება კატეგორიაში- ფეოდალები.(!) ·
ფეოდალები მათზე დამოკიდებულ გლეხთა შრომის ხარჯზე ცხოვრობდნენ;(!) · შუა საუკუნის ევროპის მთელი მოსახლეობის
95 %-ს დამოკიდებული გლეხები, 5%-ს კი ფეოდალები შეადგენდნენ;(!) |
ფეოდალური მეურნეობა ·
ფეოდალიზმის ეპოქაში ყველაფერს რაც საჭირო იყო სოფელი იქვე სოფელში აწარმოებდა; ·
ვაჭრობა სუსტად
იყო განვითარებული(რადგან არ აწარმოებდენ ჭარბ პროდუქციას გასაყიდად) ·
ფულიც დიდად არ ჭირდებოდათ ·
გლეხს რაც ჭირდებოდა ან თვითონ აწარმოებდა ან ცვლიდა ·
შუა საუკუნეების ევროპაში ე.წ. „ნატურალური მეურნეობა“ და „სასაქონლო გაცვლა“ ანუ „ბარტერული გაცვლა“ ბატონობდა. |
თემური თვითმმართველობა
ფეოდალიზმის ეპოქაში ·
ფეოდალიზმის ხანაში ევროპულ სოფელს თვითმმართველობა ჰქონდა ·
სოფლის გლეხები ერთიანდებოდნენ თემში(საქართველოშიც
ასე იყო ხევში ან სვანეთში ან ხევსურეთში ან თუშეთში სადაც არ იყვნენ ბოლომდე დაყმევებულები) ·
თემის
ყრილობაზე წყდებოდა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი; ·
თემი წყვტდა რომელი მინდორი დაეთესათ საგაზაფხულოდ
და რომელი საშემოდგომოდ ·
თემი განაგებდა ე.წ. სავარგულებს:
ანუ ტყეებს,საძოვრებს,სათიბებს ·
სავარგულები(ტყეები,საძოვრები,სათიბები)
სახნავი მიწებისგან განსხვავებით არ იყოფოდა ცალკეულ ოჯახებს შორის და საერთო იყო. ·
თემი ეხმარებოდა ღატაკებს,ქვრივ-ობლებს,ანუ სოციალურად იცავდა მათ; ·
თემი ანაწილებდა
სენიორის დანიშნულ გადასახადებს ცალკეულ ოჯახებზე;(ვის
რამდენი უნდა გადაეხადა) ·
თემი ირჩევდა
მამასახლისს ·
თემი აგებდა თავის ეკლესიას,ინახავდა მღვდელს ·
თემი
უვლიდა გზებს ·
თემი აწესებდა
წესრიგს თავის ტერიტორიაზე ·
თემი აწყობდა
დღსასწაულებს ·
ნებისმიერი გლეხის ქორწილში ან დაკრძალვაში თემის
ყველა წევრი მონაწილეობდა ·
ყველაზე საშინელი სასჯელი დამნაშავისთვის თემიდან განდევნა(მოკვეთა) იყო.ასეთი ადამიანი ყველა უფლებას
კარგავდა.(გაიხსენე ვაჟა ფშაველას : ალუდა ქეთელაური, მოკვეთილი)
შენიშვნა: თემური წყობილებაა სწორედ
„მაღალ სოფელში“ საიდანაც დომენიკო მიდის ჯერ ლამაზ-ქალაქში,მერე კამორაში ,შემდეგ
კანუდოსში და ბოლოს ისევ ბრუნდება „მაღალ სოფელში’’-გ.დოჩანაშვილი „სამოსელი პირველი’’ |
„ფეოდალური კიბე“ ევროპაში ·
„ფეოდალური
კიბის“ მწვერვალზე ევროპაში იდგა
მეფე. ·
მეფეს შეეძლო თავისი ერთგულები დაეჯილდოვებინა ვრცელი
სამფლობელობით. ·
ეს არ იყო საჩუქარი.
ფეოდის მიმღები ვასალი ხდებოდა; ·
ვასალის
მთავარი მოვალეობა მისი სუზერენის(მეფის)
ან სენიორის ერთგული მსახურება იყო. ·
სენიორისგან ფეოდის მიღების დროს ვასალი მისი ერთგულების
ფიცს დებდა ·
ფიცის
დადებისას სრულდებოდა საზეიმო რიტუალი;(!) ხ ·
მეფის ვასალიც ასევე გადსცემდა თავის სამფლობელოს
ნაწილს რანგით მასზე დაბლა მდგომს ფეოდალურ იერარქიაში.და,ამდენად, თვითონ ხდებოდა სენიორი,სხვა კი მისი ვასალი; ·
მეფის
ვასალებს(!) შეეძლოთ
ყოფილიყვნენ ვასალებიც და სენიორებიც ერთდროულად; ·
ყველას სენიორი
მეფე იყო,მაგრამ ისიც ღმერთის ვასალად ითვლებოდა;(!) ·
ზოგჯერ რომელიმე მეფე თავს რომის პაპის ვასალად აცხადებდა ევროპაში;(!) ხ ·
გერმანიაში
ითვლებოდა,რომ „ფეოდალური კიბის „ ნებისმიერ საფეხურზე მდგომი ვადებული იყო, მეფეს დამორჩილებოდა(!) ·
საფრანგეთში
მოქმედებდა წესი :“ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არის“ ეს ნიშნავდა რომ ვასალი
მხოლოდ თავის უშუალო სენიორს ემორჩილებოდა და არა მეფეს;(!) ხ ·
ომის დროს
სენიორის მოწოდებით მისი ვასალები მისი დროშის ქვეშ იყრიდნენ
თავს ·
ვასალების შეკრების შემდეგ სენიორი თავად დგებოდა ლაშქრის სათავეში ·
ამრიგად,ფეოდალური არმია,როგორც წესი, მსხილ ფეოდალთა ცალკეული რაზმებისგან შედგებოდა.(!) ·
არ არსებობდა მყარი სამხედრო ერთმმართველობა ·
გადაწყვეტილებებს იღებდნენ სამხედრო საბჭოზე
მეფის და ყველა მთავარი სენიორის თანდასწრებით(გაიხსენე მარაბდის ომი) ხ ·
შეუთნხმებლობის შემთხვევაში -ყოველი რაზმი თავისი
პასუხისმგებლობით მოქმედებდა და მხოლოდ თავისი „სენიორის“ ბრძანებებს ემორჩილებოდა
(მაგ. სააკაძის რაზმი ბაზალეთის ომში) ხ ·
ზოგიერთი ვასალი საკუთარ სენიორზე უფრო მდიდარი ი
ყო,მათ შორის,მეფეზეც კი.(სადუნ მაკანბერდელი დიმიტრი თავდადებულის დროს) ·
ერთგულების ფიცი არ უშლიდა ხელს ფეოდალებს,მოეწყოთ
შეთქმულება და ამბოხება მეფის წინააღმდეგ,თუ
მისი მხრიდან უფლებების შეზღუდვის საფრთხე დაემუქრებოდათ; ·
მოღალატე ვასალისთვის ფეოდის ჩამორთმევა არც ისე იოლი
იყო; ·
საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ძალით წყდებოდა;(გაიხსენე ლიპარიტ ბაღვაში) ·
გაუთავებელი ამბოხებები,შინაომები ჩვეულებრივი ამბავი იყო ფეოდალური დაქუცმაცებულობის არსებობის პირობებში. |
საღვთო ზავი ·
ეკლესია მიისწრაფოდა ფეოდალური შინაომების შეზღუდვისაკენ მე-10 საუკუნიდან დაწყებული ეკლესია დაჟინებით მოუწოდებდა(!) საღვთო ზავისაკენ
და მძიმე ცოდვად აცხადებდა
თავდასხმას,განხორციელებულს,მაგალითად,დიდი ქრისტიანული
დღესასწაულების დროს. (!) ·
საღვთო ზავის დამრღვევებს საეკლესიო სასჯელი ემუქრებოდა; ხ ·
შემდეგში ფეოდალური შინაომების შეზღუდვები სამეფო ბრძანებითაც ხორციელდებოდა;(!) ·
თავად ფეოდალებმაც დაიწყეს ერთმნეთთან მოლაპარაკებები; ·
თანდათან ჩამოყალიბდა „ომის წესები“(!) გაიხსენე: „მე-19-მე-20 საუკუნეებში გამომუშავებული „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი
‘’-„ჟენევის კონვენცია“ და ა.შ. ხ ·
ომის წესები „სარაინდო ქცევის კოდექსის“ ნაწილი გახდა. ·
მე-12-მე-14 საუკუნეების ევროპელმა რაინდებმა
გამოიმუშავეს ქცევის ნორმები „ღირსების წესები“ ,რომლებიც უნდა დაეცვა ჭეშმარიტ რაინდს (გაიხსენე :როგორ ექცევა ტარიელი დტყვევებულ ხატაელებს შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის გამო ესე ამ თემაზე მოვიდეს ამიტომ კარგად დაამუშავე
ეს საკითხი) ·
რაინდი სენიორის ერთგული უნდა ყოფილიყო;(ყმის
ვალდებულებები) ·
სენიორი ვალდებული იყო დაეცვა თავისი ვასალი
და გულუხვად დაესაჩუქრებინა იგი.(პატრონის ვალდებულებები) ·
რაინდი ორთაბრძოლაში ვერ
შეხვდებოდა საზოგადოებრივი მდგომარეობით მასზე ბევრად დაბლა მდგომს.(თავს არ უყადრებდა) ·
რაინდისთვის სამარცხვინო იყო მახვილის გაშიშვლება მდაბიოთა
წინაშე.(გაიხსენე: ტარიელის მათრახი) ·
სიძუნწე
უღირსი თვისება იყო რაინდისთვის. ·
რაინდები ცდილობნენ(ყოველთვის არა) დაეცვათ „კურტუაზულობის წესები“ (რაინდული ქცევის კოდექსით განსაზღვრული ნორმების ერთობლიობა) ·
ეს იყო დარბაისლობა,საზოგადოებაში ქცევის წესების ცოდნა,სატრფოზე ზრუნვა.(დონ
კიხოტი) ·
არაკურტუაზულობაში ბრალდებული რაინდი
კარგავდა საყოველთაო პატივისცემას.(!) გაიხსენე ავთანდილის ანდერძი ,როგორ ასაბუთებს
ავთანდილი თავის გაპარვას რაინდული წესების ერთგულებით; მე-13 საუკუნის ბოლოდან რაინდობის
„ღირსების კოდექსი“ კნინდება,კარგავს საზოგადოებრივ მნიშვნელობას და რაინდებიც აღარ
მისდევენ მას. |
ვინ არის რომის პაპი ? ·
პაპის(ბერძ. მამა)ტიტული მე-5
საუკუნის ბოლომდე ყველა ეპისკოპოსის საპატიო სახელწოდება იყო. ·
მე-5 საუკუნის დასასრულიდან კი ამ სახელით უმთავრესად რომის არქიეპიკოპოსს მოიხსენიებდნენ(!) ·
1075
წლიდან კი იგი მხოლოდ რომის არქიეპისკოპოსს
ეკუთვნოდა(!) ხ რატომ
მაინცდამაინც „რომის“ პაპი ??? ·
ქრისტიანობის გავრცელების პირველ ხანებში რომის ეპისკოპოსი არ ფლობდა რაიმე განსაკუთრებულ უპირატესობას,მაგრამ მე-13 ს-ის შუა ხანებში მისი ავტორიტეტი უკვე
აღიარეს ცენტრალური იტალიის
ეპისკოპოსებმა. მიზეზი 1 ·
რომის
ეპისკოპოსის პრიმატი(primatus-უპირატესობა,პირველობა) რომის პოლიტიკურ და კულტურულ
მნიშვნელობას ეყრდნობოდა ·
პაპი ცხოვრობდა „მარადიულ’’ რომში-მსოფლიოს დედაქალაქში.(!) ·
რომის იმპერატორები უმაღლესი ქურუმებიც იყვნენ წარმართულ რომში:
მათი სახელწოდება Pontifex
maximus -პაპებზე გადავიდა,რომლებმაც თითქოსდა
თავის ხელში აიღეს იმპერატორთა მემკვიდრეობა;(!) მიზეზი 2 ·
კიდევ უფრო მეტი ძალა ჰქონდა რომის ეკლესიის პირველობის
რელიგიურ დასაბუთებას, რომის ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულების
(!)დაარსებულია. საიდანაც გამოჰქონდათ ტენდენციური
დასკვნა,რომ ქრისტეს სწავლება „სრული სიწმინდით „ მხოლოდ რომში შემორჩა.(!) ·
მიაჩნდათ,რომ
რადგან პეტრე მოციქულია პირველი
მოციქულებს შორის და ქრისტეს მოადგილე დედამიწაზე,ამიტომ რომის პაპი უნდა იყოს ეპისკოპოსების მეთაური.(!) ხ ·
აფუძნებდნენ რა პაპები თავის სახელმწიფო უფლებებს
ძალაუფლების მემკვიდრეობითობაზე პეტრეს მოციქულობიდან,თავის სამფლობელოებს პეტრეს მემკვიდრეობას(Patrimonium
Petri) უწოდებდნენ. ·
პაპების ავტორიტეტი განსაკუთრებით გაიზარდა სხვადასხვა
„მწვალებლობის „ წარმოშობასთან ერთად,რომლებსაც ისინი
დაუნდობლად ებრძოდნენ. ხ მიზეზი
3 ·
პაპების აღზევებას ხელი შეუწყო რომის გეოგრაფიულმა მდებარეობამაც.რომი იყო ცენტრი დასავლეთსა
და აღმოსავლეთს შორის. ხ ·
დაიმახსოვრე : პაპობამ დიდი სამსახური გაუწია რომსა
და იტალიას მე-4 -მე-8 საუკუნეებში;ამიტომ რომის პაპმა
სწრაფად შეიძინა პოლიტიკური გავლენა;(!) ხ · მე-5 საუკუნის დასაწყისში პაპმა ინოკენტი 1-მა(401-417) საფუძვლიანად დაამკვიდრა რომის ეკლესიის რელიგიური ავტორიტეტი(!),ის
ხაზს უსვამდა,რომ პაპის ხელისუფლების სათავე-პეტრე მოციქულის
უზენაესობაა და რომ,შესაბამისად,ნებისმიერი
სადავო საეკლესიო საკითხის გადაჭრის უფლება მხოლოდ რომის პაპს აქვს.(!) |
პაპების ბრძოლა პოლიტიკური ძალაუფლებისათვის და ნეტარი ავგუსტინე -მე4-მე-5 საუკუნები ·
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ქრისტიანული ეკლესია(!)
იყო ის ინსტიტუტი,რომელმაცშეძლო რომაული კულტურული,სამეურნეო და პოლიტიკური ტრადიციების შენარჩუნება
(!)და როგორც ამ ტრადიციის გამტარებლებმა,გარდამტეხი(!) ზეგავლენა
მოახდინა ბარბაროსული ევროპის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური,საზოგადოებრივი
თუ ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.(!) ხ ·
რომის ეკლესიის
ბრძოლა პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად მე-4 საუკუნის ბოლოდან დაიწყო.(!!!!) ·
რომის
იმპერატორ თედოსიუს 1-ის(შემდეგ
ეკლესიის მიერ „დიდად „ წოდებულის) მიერ ქრისტიანობის ერთადერთ
რელიგიად აღიარების(383 წ) შემდეგ(!),მე-4-
მე-5 საუკუნეებში ძლიერ გაიზარდა რომის საეპისკოპოსოს პოლიტიკური როლი.(!) ხ ·
მაღალი საეკლესიო პირები სახელმწიფო თანამდებობებსაც იღებდნენ. ·
იზრდებოდა საეკლესიო მიწათმფლობელობა. ·
ეკლესითვის მნიშვნელოვანი იყო საერო ხელისუფლებასთან დამოკიდებულების საკითხი(!) ·
.ამას ეკლესიის
შემდგომი ბედი უნდა განესაზღვრა.(!) ხ ·
ნეტარმა
ავგუსტინემ(354-430 წ)
თხზულებაში „ღვთიური ქალაქის შესახებ“ ჩამოაყალიბა
აზრი იმის თაობაზე,რომ მიწიერი ხელისუფლებაც ღვთისაგან მომდინარეობს,მაგრამ ის ეკლესიაზე
დაბლა დგას,რადგან გაუმაძღარია ბატონობისა და სიმდიდრისკენ ლტოლვაში. ·
შესაბამისად,საერო ხელისუფლება უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს ეკლესიას.(!) ·
მისთვის მისაღები იყო მმართველობის მხოლოდ ის ფორმა,რომლის
დროსაც ძალაუფლება სამღვდელოების ხელში იქნებოდა-ანუ თეოკრატია.(!) ·
დასავლეთის ქრისტიანობაში ნეტარი ავგუსტინეს
იდეებმა დიდი აღიარება ჰპოვა. ხ ·
პაპი ლეო
1 (440-461 წ) ჰუნებისგან(ატილა) რომის მხსნელი,რომის ეკლესიის მეთაურს განიხილავდა,როგორც პეტრე მოციქულის(ქრისტეს მოწაფე და რომის პირველი ეპისკოპოსი)
მემკვიდრეს. (!) ·
ამ
კონკრეტული პაპის ავტორიტეტის გავლენით რომის მაშინდელმა იმპერატორმა ყველა დასავლელი ეპისკოპოსი რომის პაპს დაუქვემდებარა(455 წ)(!) ·
ლეო 1
შეეცადა,რომის საყდრისთვის დაემორჩილებინა სხვა სამოციქულო ეკლესიებიც.თუმცა აღმოსავლეთის პატრიარქებმა აღკვეთეს მისი განზრახვა. ხ ·
რომის ეპისკოპოსების(პაპების) დამოუკიდებლობას ხელი შეუწყო
დასავლეთ რომის იმპერიის დამხობამ(476 წ.)(!)(რადგან ეკლესია განთავისუფლდა საერო
ხელისუფლეის -იმპერატორის დიქტატისგან) ხ ·
მე-5 საუკუნის მიწურულიდან წოდება „პაპი“,რომლითაც
მანამდე ყველა ეპისკოპოსი მოიხსენიებოდა,მხოლოდ რომის ეპისკოპოსზე გავრცელდა.(რომის
პაპი) ხ ·
რომის პაპი გელასიუსი(492-496),ორი ძალაუფლების მოძღვრებიდან
გამომდინარე,პრეტენზიას აცხადებდა სასულიერო ხელისუფლების
უპირატესობაზე აღმოსავლეთ რომის საიმპერატორო
ხელისუფლებასთან მიმართებაში(ბიზანტია),რაც თავისთავად გულისხმობდა აღმოსავლეთ
საპატრიარქოების დაქვემდებარებას.პაპ გელასიუსის ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. |
ურთიერთობები რომის ეკლესიასა და ბარბაროს
საერო მმართველებს
შორის ადრეულ შუა საუკუნეებში. ხლოდვიგი -მე-5 საუკუნე ·
ადრეულ შუა საუკუნეებში,პირველი ბარბაროსული სახელმწიფოებრივი
წარმონაქმნების ჩამოყალიბებასთან ერთად საფუძველი ეყრება ურთიერთობას რომის ეკლესიასა და ბარბაროს მმართველებს შორის, ·
პირველი ბარბაროსული
დიდი პოლიტიკური გაერთიანება
ევროპაში ადრეულ შუა საუკუნეებში ფრანკთა სახელმწიფო
იყო. ·
ფრნკთა მმართველმა,მეორვინგთა სამეფო დინასტიის დამაარსებელმა-ხლოდვიგმა,რომელსაც სურდა დაეძლია თავის თანატომელთა წინააღმდეგობა და მოეგვარებინა ურთიერთობა
ადგილობრივ,დაპყრობილ გალურ-რომაულ მოსახლეობასთან საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისათვის მოკავშირედ,რომის ეკლესია გაიხადა და ქრისტიანობა მიიღო.(498-499) ·
რომის ეკლესია,რომელმაც
შეძლო ორგანიზაციული სტრუქტურის შენარჩუნება, ქმედით,დახმაებას უწევდა ხლოდვიგს სახელმწიფო მოწყობასა და მართვაში. ·
ხლოდვიგის
ძალაუფლების ლეგიტიმაციას რომის ეკლესიის მხრიდან(!)(ლეგიტიმურობა - მმართველობის უფლებრივი აღიარება და მიღება.)
საფუძვლად დაედო
ქრისტიანული სწავლება- „ყოველგვარი ძალაუფლება
ღვთისგანაა ’’,ეს მკვეთრად განსხვავდებოდა
გერმანული ტომების ადათწესებისგან,რომლის მიხედვით მეფეს სახალხო კრება ირჩევდა. ·
ეკლესიასა და საერო ხელისუფლებას
შორის ხლოდვიგის დროს ჩამოყალიბებულ კავშირს ფრანკთა სამეფოს შემდეგი მმართველებიც ინარჩუნებდნენ;(!) |
პიპინ მოკლე - მე-8 საუკუნე ·
ეს კავშირი უფრო განმტკიცდა მეროვინგთა სამეფო დინასტიის კაროლინგებით
შეცვლისას(751 წ)(!) ·
კაროლინგთა
სამეფო დინასტიის პირველი წარმომადგენლის,პიპინის(დაბალი ტანის გამო
„მოკლედ „ წოდებულის) გამეფება
რომის პაპის უშუალო ხელშეწყობით მოხდა.(!) ·
ახალი დინასტიის ლეგიტიმურობის დასამტკიცებლად პაპმა პიპინი მეფედ აკურთხა(!), რის შემდეგაც პიპინ მოკლე
ატარებდა ტიტულს- „ღვთის წყალობით ფრანკთა მეფე“.(!) ·
სანაცვლოდ პიპინმა პაპს რავენას
საეგზარქოსო(ბიზანტიის იმპერატორის ნაცვლის სამფლობელოები იტალიაში) ქალაქები და რომის ოლქი
უბოძა. ·
ასე
ჩაეყარა საფუძველი პაპების საერო
ხელისუფლებას იტალიაში(!) და შეიქმნა „პაპების საეკლესიო სამეფო “,რომელიც შემდეგ,მთელი
შუა საუკუნეების მანძილზე,საერთაშორისო ცხოვრებაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებდა.(!)
იხ. პაპის ოლქი ·
პაპების სახელმწიფო გაუქმდა 1870 წ-ს ერთიანი იტალიური სამეფოს შექმნის შემდეგ(!).(იხ. გარიბალდი) ·
1929
წელს ლატერანის კონკორდატით(!)
ბენიტო მუსოლინიმ აღადგინა პაპის სახელმწიფო-ვატიკანის სახით.(ნახე სერიალი „ახალი პაპი ‘’ ჯუდ ლოუს
მონაწილეობით) |
კარლოს დიდი
-მე-9 საუკუნე ·
ეკლესიასა და ფრანკთა საერო ხელისუფლებას შორის ძალაუფლების
განსამტკიცებლად დამყარებული ურთიერთკავშირი 800 წელს
პიპინ მოკლეს შვილის,კარლოსის(შემდეგში „კარლოს დიდად“ წოდებულის (768-814 წ) იმპერატორად კურთხევის
აქტით დაგვირვინდა,მაგრამ აქვე გამოვლინდა საერო და საულიერო ხელისუფლებას შორის პირველი წინააღმდეგობაც (!) ·
კარლოსს საკუთარი მოსაზრება ჰქონდა ძალაუფლების ლეგიტიმაციაზე. მისთვის ძალაუფლება ღვთისგან იყო ბოძებული და არა პაპისგან. ·
კარლოს დიდს,ძლევამოსილ მმართველს არ სურდა დამოკიდებული ყოფილიყო
სასულიერო ხელისუფლებაზე და ეცნო პაპის,როგორც შუამავლის როლი. ხ ·
ეს წინააღნდეგობა სასულიერო და საერო ხელისუფლებასა
შორის ძალაუფლებისათვის
ბრძოლაში(!) გადაიზარდა,რომელიც შუა საუკუნეების ეპოქისათვის
დამახასიათებელ მუდმივ კონფლიქტად იქცა;(!) ხ ·
კარლოს დიდის
იმპერიაში სასამართლო
და ადმინისტრაციულ ფუნქციებს მეფის მიერ დანიშნული ეპისკოპოსები ასრულებდნენ ·
ეპისკოპოსების
დანიშვნაში რომის პაპებს აღარ შეეძლოთ ჩარევა ·
კარლოს დიდის
დროს სასულიერო პირები საერო ხელისუფლებაზე იყვნენ დამოკიდებული.(!) ·
კარლოს დიდის დროს საეკლესიო თანამდებობები ყიდვა-გაყიდვის
საგანი იყო.(!) |
კლიუნური მოძრაობა-
მე-10 საუკუნე ·
მე-10 საუკუნეში
დაიწყო ეკლესიის ბრძოლა საერო ხელისუფლების გავლენისგან
გასათავისუფლებლად(!),რაშიც მან განსაკუთრებულ წარმატებას მე-11-მე-13 საუკუნეებში მიაღწია.(!) ხ ·
ბრძოლა აღმოსავლეთ ბურგუნდიაში კლიუნის მონასტერში(!) დაიწყო.ამიტომ ამ მოძრაობას კლიუნური(!) ეწოდა. ·
თავდაპირველად მოძრაობას მრავალი ხელმწიფე
უჭერდა მხარს,რადგან მასში ეკლესიის ადგილობრივი სენიორების ძალაუფლებისგან
გათავისუფლების და შესაბამისად ამ ადგილობრივი სენიორების
დასუსტების საშუალებას ხედავდნენ; ·
მაგრამ მოგვიანებით მონარქებისა და ეკლესიის ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა
ეპისკოპოსების დანიშვნის საკითხში. ·
მრავალსაუკუნოვან
დავას(!) ამ საკითხის გარშემო ინვესტიტურისთვის ბრძოლა (!)ეწოდა. |
ინვესტიტურა · ინვესტიტურა(ლათ.
შემოსვა) იყო ეპისკოპოსის არჩევის მე-10 საუკუნეში
დადგენილი წესი,მეფის ან მთავრის მიერ ახლადარჩეულისათვის
ბეჭდისა(როგორც ეკლესიასთან ნიშნობის სიმბოლოს) და სამღვდელმთავრო კვერთხის(სამწყსოზე ბატონობის ნიშნად) გადადაცემის რიტუალით. · ინვესტიტურის
უფლებასთან ერთად მეფეებმა და მთავრებმა ეპისკოპოსების გასამართლების
და გადაყენების უფლებაც მოიპოვეს. ამრიგად, გაძლიერდა საერო ხელისუფლების
გავლენა ეკლესიაზე.(!) |
·
კლიუნიელები
კი იბრძოდნენ მეფეებისა
და მთავრებისისათვის საეკლესიო ქონების განკარგვის,ინვესტიტურისა
და მასთან დაკავშირებული საეკლესიო თანამდებობებით
ვაჭრობის(სიმონია) უფლებების
ჩამოსართმევად(!) ·
ბრძოლა კლიუნიელების
გამარჯვებით დასრულდა(!!!) ·
ლატერანის საეკლესიო
კრებაზე 1059 წ სამღვდელოებას აეკრძალა სასულიერო თანამდებობების მიღება საერო პირთა ხელიდან.(!) ·
ამავე საეკლესიო კრებამ კლიუნის ბერის,ჰილდენბრანდის(მომავალი პაპი გრიგოლ მე-7-ის) წინადადებით განსაზღვრა
პაპის არჩევის ახალი წესი(ე.წ. „პაპის დეკრეტი
„) ·
თუკი მანამდე პაპს არისტოკრატთა
ჯგუფები ან იმპერატორები ნიშნავდნენ(!),ამიერიდან ეკლესიის მეთაური მხოლოდ
კარდინალებს,ე.ი. რომის ეკლესიის უმაღლეს სამღვდელოებას,უნდა
აერჩიათ.(!) |
პაპი გრიგოლ მე-7 „პაპის დიქტატი“
-მე-11 საუკუნე ·
საერო ხელისუფლების გავლენისგან განთავისუფლებისათვის
ბრძოლაში ეკლესიის კიდევ ერთი წარმატება იყო პაპ გრიგოლ მე-7-ის(1073-1085) რეფორმა. ·
რეფორმის ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებულია „პაპის დიქტატში ‘’(!) ხ ·
„პაპის დიქტატი
‘’ საერო ხელისუფლებას ეკლესიის
ძალაუფლებას უქვემდებარებდა ·
გრიგოლ მე-7-ის
აზრით,როგორც ეკლესია აღემატებოდა სახელმწიფოს,ასევე სასულიერო
ხელისუფლება საეროზე მაღოლა უნდა მდგარიყო (გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენე საბას ეპიზოდი,როცა ის მეფესთან არ ცხადდება) ხ ·
ბრძოლა საერო
და სასულიერო ხელისუფლებას შორის(!) განსაკუთრებული სიმძაფრით გამოვლინდა
რომის პაპსა და გერმანელ
იმპერატორებს შორის დაპირისპირებაში.(!) ·
დაპირისპირება საბოლოოდ დასრულდა 1112 წელს რომის
პაისა და იმპერატორ ჰაინრიხ მე-5-ის (1106-1126) შეთანხმებით ე.წ. ვორმსის კონკორდატით;(!) ·
ვორმსის კონკორდატი კომპრომისულ შეთანხმებას წარმოადგენდა.ამიერიდან
ინვესტიტურის უფლებას
საერო და სასულიერო ხელისუფლება ინაწილებდა.(!) ·
ეპისკოპოსებს საერო უფლებამოსილებას იმპერატორი,სასულიეროს კი რომის
პაპი გადასცემდა. ·
ახლადარჩეული ეპისკოპოსი ორივე ხელისუფალს ემორჩილებოდა.(!) |
Vicarus-რომის პაპი მე-13 საუკუნეში ·
მე-13 საუკუნეში ღრმავდება წინააღმდეგობა
საერო და სასულიერო ხელისუფლებას
შორის; ორივე მხარეცდილობს დაიმკვიდროს თავი,როგორც ერთპიროვნულმა
ხელისუფალმა. ·
შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პაპის,ინოკენტი მე-3-ის
პონტიფიკატის(პაპის მმართველობის ხანას ჰქვია) დროს
(1198-1216 ) რომის ეკლესია ძლიერ საერო ხელისუფლად იქცა;(!) ·
თუ მისი წინამორბედები თავს წმინდა პეტრეს მოადგილეებად
მიიჩნევდნენ,ინოკენტი მე-3-,მ თავი ქრისტეს ვიკარად(vicarus-მოადგილე,ნაცვალი),დედამიწაზე
ღმერთის ნაცვალად გამოაცხადა.(!) ·
ყველა მონარქი მისთვის პაპის ვასალი იყო.(!) ·
ბრძოლამ საერო და საეკლესიო ხელისუფლებას
შორის მთელი კათოლიკური ევროპა
მოიცვა.(!) ·
პაპები ცდილობდნენ თავიანთი პოლიტიკური უპირატესობის
განმტკიცებას. ·
ნაწილობრივ ამ მიზანს ემსახურებოდა მათ მიერ წარმოებული
ჯვაროსნული ლაშქრობებიც;(!) ·
წმინდა მიწის და მაცხოვრის საფლავის გათავისუფლების
გარდა,ჯვაროსნებს პაპისთვის აღმოსავლეთის მიწებიც უნდა დაემორჩილებინათ.(!) ·
რომის პაპი ეროდა როგორც ევროპის სახელმწიფოთა
საშინაო საქმეებში,ასევე სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში.(!) ·
სამეფო დინასტიებს შორის დაპირისპირებებს თუ ეროვნულ
სახელმწიფოთა შორის დავებს,პაპი რომის კურიის(პაპის ხელისუფლების
ორგანოები) სასარგებლოდ იყენებდა.(!) მაგ.
სასულიერო ხელისუფლება უკრძალავდა მეფეებს გადასახადების აკრეფას ეკლესიიდან შეთანხმების
გარეშე. |
ავინიონის ტყვეობა მე-14 საუკუნის დასაწყისი ·
მე-13 საუკუნის მიწურულს
პაპობამ თითქოსდა გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწია საერო ხელისუფლებასთან პირველობისთვის
ბრძოლაში,მაგრამ ევროპაში ცენტრალიზებულ სახელმწიფოთა ჩამოყალიბებასთან
ერთად პაპის გავლენა
მნიშვნელოვნად ეცემა.(!) ·
საფრანგეთის მეფემ ფილიპე მე-4 ლამაზმა(1285-1314) შეძლო პაპის რეზიდენციის
რომიდან საფრანგეთში(ავინიონში) გადატანა და პაპის სრული დამორჩილება(ე.წ. „ავინიონის
ტყვეობა „)(!) ·
ავინიონში მყოფი პაპები უწინდებურად ვერ ატარებდნენ
დამოუკიდებელ თეოკრატიულ პოლიტიკას,მაგრამ მათ მეტი თავისუფლებები
მიეცათ კურიის შემოსავლის გასაზრდელად.(!) ·
ავინიონში პაპებმა შექმნეს მუდმივმოქმედი საფინანსო უწყება,გაზარდეს გადასახადთა რაოდენობა. ·
პაპების პროფრანგულმა პოლიტიკამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია
იტალიაში,ინგლისსა და გერმანიაში; ხ ·
ამას მოჰყვა რომში მეორე პაპის არჩევა(1376 წ)(!) ·
ორი
პაპის არსებობამ დასავლეთ საქრისტიანოში დიდი საეკლესიო განხეთქილება(სქიზმა) გამოიწვია. ·
ევროპის სახელმწიფოთა ნაწილი( იტალია,გემანია,ინგლისი)
რომის პაპს მიემხრო; ·
ავინიონის პაპს
კი საფრანგეთი უჭერდა მხარს ·
საეკლესიო განხეთქილების აღმოფხვრის მიზნით,ევროპის
ქვეყნების უმაღლეს სასულიერო პირებსა და საერო არისტოკრატიაში
ჩაისახა მიმდინარეობა,რომელიც საეკლესიო კრებებს(!) პაპზე უზენაესობას
ანიჭებდა;(!) ·
ასეთი კრება მოიწვიეს კონსტანცაში(1414-1418),რომელმაც
საერთოდ ახალი პაპი აირჩია
და ბოლო მოუღო საეკლესიო განხეთქილებას.(!)(შენიშვნა საფრანგეთის მეფე როგორც კი
მოკვდა) · ერთიანი
კათოლიკური ეკლესიის ერთადერთი მეთაურის რეზიდენციად
კვლავ რომი იქცა.(!) |
ქალაქი შუა საუკუნეების ევროპაში · ქალაქი შუა საუკუნეების ევროპაში განსაკუთრებული,ფეოდალურ სისტემაში განცალკევებით მდგარი მოვლენაა. · ქალაქისათვის დამახასიათებელი გალავანი არა მარტო თავდაცვითი ნაგებობა იყო,არამედ შემოსაზღვრავდა განსხვავებულ სამართლებრივ სივრცეს; · ევროპის ქალაქებში თავისუფალი მოქალაქეები ცხოვრობდნენ. · ქალაქი იყო თვითმმართველობისა და და პოლიტიკური ავტონომიის(დამოუკიდებლოვის) მქონე ერთეული. · მოქალაქეთა თემში გაწევრიანებით მთავრდებოდა ადამიანის ფეოდალზე დამოკიდებულება (ყმობა) · ამიტომ ქალაქი შუა საუკუნეების რევოლუციური მოვლენაა; · შუა საუკუნის ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო ბაზარი-ეკონომიკური ცხოვრების გული · ქალაქის სამეურნეო საქმიანობას ვაჭრობა და ხელოსნობა წარმოადგენდა. |
ქალაქების აღორძინება ევროპაში · დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ,"ხალხთა დიდი გადასახლების " პროცესში,ევროპის ტერიტორიაზე არსებული რომაული ქალაქები ძირითადად განადგურდა ;შეწყდა საქალაქო ცხოვრება. · ადრეულ შუა საუკუნეებში,ევროპაში რომაული ქალაქების ნანგრევებზე,ქალაქების მმართველობის სისტემა ნაწილობრივ შენარჩუნდა საეპისკოპოსო რეზიდენციებში,სადაც ქალაქის თავის ფუნქციას ადგილობრივი ეპისკოპოსი ასრულებდა. ხ · მე-7- მე-9 საუკუნეებში ასეთ საეპისკოპოსო ქალაქებთან(!) თანდათან ჩნდება ვაჭართა დასახლებები(!) · თავისუფალი ვაჭრები დამოუკიდებლადაც ქმნიან სავბაზრო ადგილებს(ე.წ. "ვიკებს " ეს სახელწოდება დღემდე შემორჩენილია ზოგიერთი ევროპული ქალაქის სახელწოდებაში.მაგ. ნარვიკი,ბრაუნშვაიგი ) · თავდაპირველად ასეთი საბაზრო ადგილის(ბაზრობის) მოწყობა მეფეთა პრივილეგია იყო. · მე-9- მე-10 საუკუნეებში ადგილობრივმა
საერო და სასულიერო მმართველებმაც(ეპისკოპოსები,მთავრები) მოიპოვეს ბაზრის დაარსების,ფულის მოჭრისა და ბაჟის დაწესების უფლება.(გულანშარო "ვეფხისტყაოსანი ") · ყველა ახლად დაარსებული ქალაქი ამა თუ იმ სენიორის სრულ მფლობელობაში იყო(სენიორს შეეძლო საკუთარი ქალაქი გაეჩუქებინა,გაეყიდა,მემკვიდრეობით ვინმესთვის გადაეცა.ლენად მიეცა და სხვა,)(სადუნ მაკანბერდელი) |
ვაჭართა გილდიები ·
პირველ ხანებში ვაჭართა ფენას ევროპაში ძირითადად ებრაელები შეადგენდნენ რომაული საეპისკოპოსო ქალაქებიდან.(საქართველოს ქალაქებში მცხეთელი ებრაელები და მოგვიანებით სომხები) ·
ვაჭრობა შუა საუკუნეებში რთული საქმე იყო (ზღვაზე მეკობრეობა,ხმელეთზე ყაჩაღობა)("ვეფხისტყაოსანი ";თემურ ლენგი- ქარავნების ყაჩაღი) ·
სახმელეთო სავაჭრო მიმოსვლა დაკავშირებული იყო უამრავ საბაჟო გადასახადთან ,რაც აფერხებდა ვაჭრობის განვითარებას.(ყვარყვარე ჯაყელის ისტორია) ·
ვაჭრობის რთულმა პირობებმა,ვაჭრები აიძულა შეექმნათ კავშირები- ე.წ. გილდიები. ·
გილდიის სათავეში იდგა საბჭო(!),რომელსაც გილდიის წევრთა საერთო კრება ირჩევდა ·
ვაჭართა თითოეულ გილდიას თავისი წესდება ჰქონდა(!) ·
ვაჭრები გილდიაში გაწევრიანების დროს ურთიერთდახმარების ფიცს დებდნენ(ჰქონდათ საკუთარი რიტუალი) ·
პირველი სავაჭრო გილდიები ევროპაში მე-10 საუკუნეში იქმნება. ·
მოგვიანებით სამხრეთის ზღვებში იტალიელი ვაჭრები ბატონობდნენ; ჩრდილოთის
ზღვებში - გერმანელი ვაჭრები ·
ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების სანაპიროზე დაარსებული გერმანული ქალაქები გაერთიანდნენ სავაჭრო კავშირში,რომელსაც ჰანზა ეწოდებოდა(!) ურთიერთობა ფეოდალებსა და ვაჭრებს შორის შუა
საუკუნეებში ·
პირველ ევროპულ ქალაქებში თავიდანვე წინააღმდეგობაში მოდის მმართველობის ორი ფორმა : ვაჭართა გილდიების თვითმმართველობა და სენიორების ფეოდალური მმართველობის წესი; ·
მოგვიანებით წინააღმდეგობები მოქალაქეებსა და ქალაქის მეპატრონე სენიორებს შორის კონფლიქტებში გადაიზარდა(!) ·
ვაჭრების გილდიები იწყებენ ბრძოლას უფლებების და თავისუფლებების მოსაპოვებლად(!) ·
ევროპის მთელ რიგ ქალაქებში მოქალაქეთა საძმოებმა(coniuratio) შეძლეს უფლებების და თავისუფლებების მოპოვება(!) ·
შუა საუკუნეებში მოქალაქეთა საძმოებიდან წარმოდგა ქალაქის თემი(კომუნა),რომელიც ქალაქის თვითმმართველობის ორგანოდ იქცა(!) ·
ამ ბრძოლაში ევროპული ქალაქებისთვის მისაბაძი ნიმუში იყო იტალიის ქალაქების სამართლებრივი წყობა;(!) ·
იტალიის ქალაქებს ჰქონდათ საკუთარი კანონმდებლობა,ერთგვარი საქალაქო კონსტიტუცია |
ქალაქების
დაარსების ციებ-ცხელება ევროპაში-
მე-12 საუკუნე · მე-12 საუკუნეში ევროპაში მნიშვნელოვნად იზრდება ქალაქების რაოდენობა.ამ პროცესს "ქალაქების დაარსების ციებ-ცხელებას " უწოდებენ(!)(ქალაქების დაარსების ბუმი ყოფილა მე-12
საუკუნეში) · ქალაქი ,უპირველეს ყოვლისა,ეკონომიკური ცენტრი იყო,ამიტომ სავაჭრო კომუნიკაციისთვის მოსახერხებელ ადგილას არსდებოდა(მდინარის ან ზღვის პირას; სავაჭრო გზების შესაყარზე ) · ქალაქი მის დამაარსებელს დიდ ეკონომიკურ კეთილდღეობას უქადდა.(!)(ამიტომ ატყდა ციებ-ცხელება დაარსების) · სენიორები(მეფე,მთავარი.ეპისკოპოსი) მათთვის მისაღები ანაზღაურების სანაცვლოდ ქალაქებს და მოქალაქეებს ანიჭებდნენ გარკვეულ უფლებებსა და თავისუფლებებს · აქედან მთავარი ბაზრის მოწყობის უფლება(!) იყო · თითოეულ ვაჭარს ეძლეოდა მიწის ნაკვეთი საკუთარი სახლის ასაგებად;(!) · სენიორი იღებდა ვალებულებას უზრუნველეყო ქალაქის და ბაზრის უსაფრთხოება სამხედრო ძალით.(!) · სენიორი არეგულირებდა საბაჟო გადასახადებს.(!) · ქალაქს მიეცა მოსამართლის არჩევის უფლება(!) · მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო ბოძებული მიწის მემკვიდრეობით გადაცემის უფლება(!) · დროთა განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქალაქმა მეტ-ნაკლებად განსხვავებული თავისუფლება მოიპოვა(!) ·
მაგრამ ქალაქების საერთო ნიშანი ის იყო რომ ადამიანს ქალაქი თავისუფლებას ანიჭებდა.(!) გაიხსენე: პაოლო იაშვილის ლექსი „წერილი დედას“ ·
კაცი რომელიც ქალაქში დაყოფდა წელიწადსა და ერთ დღეს,ბატონის ყმობისაგან თავისუფლებოდა(!) ხ · ხოლო სენიორის ძალაუფლებისგან განთავისუფლებული ქალაქები ორი ფორმით არსებობდნენ: ზოგან ქალაქი სრულ დამოუკიდებლობას აღწევდა(ე.წ. თავისუფალი ქალაქები,რომლებსაც ჰქონდათ პოლიტიკური ავტონომია მაგ. ნიურბერგი ) ზოგან კი ქალაქი მემამულეზე ნაწილობრივ დამოკიდებული რჩებოდა(უხდიდა მას გადასახადებს ან მემამულე გარკვეულ შეზღუდვებს უწესებდა) |
ქალაქების სოციალური სტრუქტურა(ანუ მოსახლეობის ფენები) · შუა
საუკუნეების ევროპული ქალაქის სოციალური სტრუქტურა მკაცრად იერარქიული იყო · პრივილიგირებული მდგომარეობა(!) ეჭირათ მდიდარ ვაჭრებს · საშუალო ფენას(!) ხელოსნები წარმოადგენდნენ · ბოლო საფეხურზე (!) ქალაქის ღარიბი მოსახლეობა იდგა ხ · დაიმახსოვრე
: ქალაქის ყველა მცხოვრები სრულუფლებიან "მოქალაქედ" არ ითვლებოდა; · შუა საუკუნეების ევროპული ქალაქის სრულუფლებიანი მოქალაქე რომ ყოფილიყო ადამიანი უნდა უნდა ჰქონოდა უძრავი ქონება(სახლი) ან პროფესიულად დამოუკიდებელი (ხელოსანი)უნდა ყოფილიყო.(!) · სრულუფლებიან მოქალაქეებს ჰქონდათ თავიანთი უფლებები და პრივილეგიები; · მათ შეეძლოთ მონაწილეობა ქალაქის მმართველობის ორგანოებში;(!) · ჰქონდათ შეღავათები გადასახადების გადახდისას;(!) · ქალაქი მათ დახმარებას უწევდა ავადმყოფობის ან მატერიალური გაჭირვების შემთხვევაში;(!) · თავისუფალ მოქალაქეებს უფლებების სანაცვლოდ ქალაქი მოვალეობებსაც აკისრებდა; · ასეთი მოქალაქეები ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ ქალაქის კანონები;(!) · გადაეხადათ გადასახადები(!),გაეწიათ სამხედრო სამსახური(!),უზრუნველეყოთ ქალაქის თავდაცვა(!). · ქალაქის მოსახლეობის ნაწილი მოკლებული იყო სამოქალაქო უფლებებს; ამ კატეგორიას განეკუთვნებოდნენ ხელოსანთა ნაწილი,მსახურები და სხვა. |
შუა საუკუნის
ქალაქის მოქალაქეთა ზედა ფენა ·
მოქალაქეთა ზედა ფენა ქმნიდა ქალაქის პატრიციატს(მდიდარი ვაჭრები,გამდიდრებული ხელოსნები ) ·
ქალაქის თვითმმართველობის ორგანო იყო ქალაქის საბჭო(ამას
ახლა საკრებულო
ჰქვია) ·
ქალაქის საბჭოს ფუნქციებში შედიოდა : ქალაქის თავდაცვა,ქალაქის ეკონომიკის კონტროლი(ბაზრის,მონეტის სრულფასოვნების,ფასების და საბაჟო გადასახადების კონტროლი) ·
ქალაქების მმართველობა ძირითადად ოლიგარქიული იყო.(დღესაც ასეა
მაგ.თბილისში) ·
ქალაქის საბჭოს პატრიციატი შეადგენდა (მდიდრები) ·
მათი რიგებიდან ირჩევდნენ ქალაქის თავს(მერი); ხ ·
გვიან შუა საუკუნეებში(ანუ უფრო ჩვენი დროისკენ) ქალაქის მმართველობაში გილდიაში გაერთიანებული ხელოსნები და ვაჭართა საშულო ფენაც მონაწილეობდა.(!) ·
ქალაქის საშულო ფენების ბრძოლა თვითმმართველობაში თანამონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად განსაკუთრებით გააქტიურდა მე-14 საუკუნეში.(!) ·
ამ პერიოდის ამქართა ამბოხებებს აფასებენ,როგორც ქალაქის მმართველობის "დემოკრატიულობის " ამაღლებას.(!) ·
ფაქტობრივად კი"ამქართა მღელვარებების " შემდეგაც ქალაქის საბჭოს მმართველობაში მხოლოდ წარჩინებული ხელოსნები(ანუ ხელოსანთა ელიტა) ხვდებოდა; |
ხელოსნები და ამქარი ·
ქალაქის სრულუფლებიან მოქალაქეთა უმრავლესობას ხელოსნები წარმოადგენდნენ,რომლებიც ხელოსანთა კავშირში- ხელოსანთა გილდიებში (ამქრებში) ერთიანდებოდნენ;(ნახე "რაც გინახავს ვეღარ ნახავ" ქართული ფილმი) ·
ამქრები ქალაქების დაარსებასთან ერთად ყალიბდება; ·
ამქარი არა მხოლოდ პროფესიული კავშირი იყო,იგი სოციალური დაცვის ფუნქცუასაც ასრულებდა(!) ·
ამქარი იყო ჩაკეტილი,მკაცრი შინაგანაწესის მქონე ორგანიზაცია(!) ·
ამქრის სათავეში იდგა საბჭო,რომელსაც ამქრის წევრების საერთო კრება ირჩევდა ·
ამქარში გაწევრიანებისას ხელოსნები ურთიერთდახმარების ფიცს დებდნენ; ·
ამქარმა ჩამოყალიბებისთანავე ხელოსნობა თავის მონოპოლიად გამოაცხადა; ·
ამქრის წევრი შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ ის ხელოსანი,ვისაც შეგირდობის და შემდეგ ქარგლობის(ეს საფეხური გვიან შუასაუკუნეებში შემოიღეს) გამოცდილება ჰქონდა და ბოლოს კი ოსტატის წოდებას მიიღებდა; ·
ამქარი იცავდა მასში შემავალ ხელოსნებს კონკურენციისგან,ახდენდა წარმოების მკაცრ რეგლამენტაციას(კვოტებს აწესებდა და ანაწილებდა
ხელოსნებს შორის)(!)(ამით უზრუნველყოფდა შემოსავალს
თითოეული ამქრის წევრი თითოეული ხელოსნისათვის) |
ახალი წელთაღრიცხვის
პირველი საუკუნეები საქართველოში (სამეურნეო-ეკონომიკური
განვითარება) · ახ. წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში(!) ქართლის(იბერიის) სამეფო აქტიურად იყო ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში; · მას მჭიდრო პოლიტიკური,კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული მაშინდელი მსოფლიოს უძლიერეს და მოწინავე ქვეყნებთან რომის იმპერიასთან და ირანთან ; · ეს გავლენას ახდენდა ქართლის განვითარებაზე ; · რკინის სამუშაო იარაღების საყოველთაო გავრცელება ქართლში მეურნეობის დაწინაურებას იწვევდა; · ამ დროს სულ უფრო ვითარდებოდა მეურნეობის შემდეგი დარგები: მებაღეობა-მევენახეობა; სარწყავი მიწათმოქმედება,სელის მოყვანა-დამუშავება,მესაქონლეობა(განსაკუთრებით მეცხვარეობა სეზონური მომთაბარეობით ამის საშუალებას იძლევა საქართველოს ბუნებრივი პირობები,სადაც უხვადაა როგორც მაღალმთიანი საზაფხულო,ისე ბარის საზამთრო საძოვრები) · ქართული მეურნეობის აუცილებელი საზრუნავი იყო მსხვილფეხა მესაქონლეობის განვითარებაც,რადგან ძირითად გამწევ-გადამზიდავ ძალას ხარი წარმოადგენდა ; · ხარის კულტი ფართოდ იყო გავრცელებული წარმართულ საქართველოში,ხარი მთვარის ღვთაების არმაზის წმინდა ცხოველი იყო; · სამხედრო საქმის განვითარებასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მეცხენეობას; ხ · მეურნეობის გაფართოება და იმ დროისთვის ახალი დარგების დანერგვა ისეთ მუშახელს მოითხოვდა,რომელიც შრომის შედეგებითა და მოსავლიანობის გაზრდით იქნებოდა დაინტერესებული; · ვერც მონა,ვერც თავისუფალი მეთემე და ვერც დამოკიდებული მეთემე ასეთ ინტერესს ვერ იჩენდა; · მონას იძულებით ამუშავებდნენ და მოსავლიდან არაფერს აძლევდნენ; · მეთემე მხოლოდ მეურნეობის მარტივ მამაპაპურ დარგებს მისდევდა,არაფრის ახლის დანეგვა მას არ სურდა.ამავე დროს იგი მცირე მოსავლითაც კმაყოფილდებოდა,რაც მხოლოდ მისი და მისი ოჯახის გამოკვებისათვის იქნებოდა საკმარისი. ხ ანტიკური პერიოდის საქართველოს ბარის მიწათმოქმედი მოსახლობა შედგებოდა: 1.თავისუფალი მიწათმოქმედებისაგან,რომლებიც გაერთიანებულები იყვნენ სასოფლო(ტერიტორიულ) თემებში და ამავე დროს ქვეყნის სამხედრო ძალის(სახალხო ლაშქრის) ძირითად მასას ქმნიდნენ. მათი საერთო სახელი იყო-"ერი " 2.ქვეყნის მიწათმოქმედი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ სამეფო გვარისადმი დაქვემდებარებული მეთემეები,რომლებსაც სტრაბონი"ლაოებს " ანუ "სამეფო მონებს " უწოდებს. 3.სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ნაწილობრივ ჩართული იყვნენ- მონებიც;მათ ასაქმებდნენ სხვადასხვა მძიმე სამუშაოებზე |
ფეოდალიზმის ჩასახვა საქართველოში თემების დაშლა ·
სარწყავი მიწათმოქმედების,ბაღ-ვენახის კულტურების და ტექნიკური მცენარეების (სელის) მოყვანა-დამუშავების განვითარება მოითხოვდა მიწის უფრო ინტენსიურ დამუშავებას(!),რისთვისაც აუცილებელი იყო მიწის მრავალწლიანი და მემკვიდრეობითი მფლობელობა(!) ; ·
მეთემე ამიტომ ეწინააღმდეგება მის სარგებლობაში(!) არსებული მიწის ხელახლა გადანაწილებას; ·
მიწის ხელახლა გადანაწილება (!)კი თემური მიწათმფლობელობის აუცილებელი პირობაა; ·
მეთემე მის მიერ დამუშავებული მიწის ნაკვეთის სამუდამო დაუფლებას ცდილობს. ·
ეს კი იწვევს საერთო-თემური მიწათმფლობელობის დაშლას(!) და მიწაზე კერძო საკუთრების დამკვიდრებას.(!) ·
თემური მიწათმფლობელობა მაინც დიდ გამძლეობას იჩენდა და საქართველოს ცალკეულ კუთხეებში მე-19 საუკუნემდე შემორჩა.(მთაში) ხ აზნაურების და გლეხების
გაჩენა ·
თემები დაშლის შემდეგ ცალკეულ ოჯახებს შორის ქონებრივი განსხვავება სულ უფრო მკვეთრ ხასიათს იღებდა; ·
ცალკე გამოეყო ეკონომიკურად დაწინაურებული მცირერიცხოვანი ფენა(!),რომელიც მეურნეობას უფრო უნარიანად წარმართავდა და მდიდრდებოდა. ·
უმრავლესობა კი სამეფო და სხვა გადასახადების სამოხელეო,ქურუმთა სასარგებლო,სარიტუალო) გადახდას ვერ აუდიოდა ·
ამ ნაწილს მეთემებიისას მძიმე მოვალეობად აწვა სხვადასხვა საზოგადოებრივი სამუშაო და მოლაშქრეობა,რაც მას ხანგრძლივი დროით თავის მეურნეობას სწყვეტდა; ·
ყოველივე ამის შედეგად მეთემე თანდათან ღარიბდებოდა. ·
გაღარიბებული მეთემე იძულებული ხდებოდა,თემის დაშლის შედეგად მისი კუთვნილი მიწაც გაეყიდა.(!) ·
მის მიწას შეძლებული და დაწინაურებული ყოფილი თანამეთემე ეუფლებოდა.(რუსთაველი:
„ღმერთმა ერთი ვით აცხონოს, თუ მეორე არ წაწყმიდა“) ·
ხდებოდა ისეც,რომ უკეთ შეიარაღებული და მხარდაჭერილი წარჩინებული(ანუ აზნაური) ყოფილ თანამეთემე-მეურნეზე ძალადობდა და მის მიწას ხელთ იგდებდა.(!) ·
გაღარიბებული მეთემე ვერც სამხედრო სამსახურს ახერხებდა.ახალი ტიპის საომარი იარაღი(რკინის აბჯარი,მით უმეტეს ჯავშანი,რკინის ხმალი,სატევარი დასხ.) მეტად ძვირი იყო და მისი შეძენა მხოლოდ შეძლებულ პირებს შეეძლოთ.ამიტომ სამეფო ჯარის ძირითადი ნაწილიც ასეთი შეძლებული პირებისგან შედგებოდა.(!) ·
ერთგულებისთვის მეფე მთელ რიგ შეღავათებს(პრივილეგიებს) ანიჭებდა მათ,ათავისუფლებდა გადასახადებისგან,ასაჩუქრებდა მიწის ნაკვეთით,რომელზედაც ხშირად დამოკიდებული მეთემეები "სამეფო მონები " ისხდნენ;(!) ·
ასე იქმნებოდა,ერთი მხრივ,შეძლებულ,პრივილეგირებულ მიწათმფლობელთა ფენა,რომლებსაც წარჩინებულები ანუ აზნაურები ეწოდებოდა.(!) ·
"აზნა " ძველ სპარსულად დაწინაურებულს ,წარჩინებულს ნიშნავს ·
"ური " ქართული სუფიქსია,რომელიცთვისებას,ან წამომავლობას,ამა თუ იმ ჯგუფისადმი კუთვნილებას აღნიშნავს. ·
ყოფილ თავისუფალ მეთემეთა,ანუ ერისგანთა ფენიდან აზნაურთა გამოყოფასთან ერთად(!) და მის პარალელურად,ამ ერისგანთა უმრავლესობა თანდათან კნინდებოდა,მდაბლდებოდა.ისტორიულ წყაროებში მათ მოიხსენიებენ აშკარად კნინობითი სახელით "წურილი ერი " (წვრილი
ერი)(!) ·
მართალია ძველი გვაროვნული წყობის ისეთი ნიშანი,როგორიცაა პირადი თავისუფლება,მათ ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ,მაგრამ სხვა პოლიტიკური უფლებები აღარ გააჩნდათ. ·
აზნაურთა დაწინაურება ისე არ შეიძლებოდა,უმრავლესობის გაღარიბება-გაღატაკება რომ არ გამოეწვია. ·
სასოფლო თემის დაშლა და მიწაზე კერძო საკუთრების შემოსვლა ამ პროცესს უსათუოდ გულისხმობდა(იწვევდა); ·
წარჩინებულთა ხელში მიწის ფონდის გაფართოება და დაგროვება ნიშნავდა სწორედ იმას,რომ ერისგანთა დიდმა ნაწილმა ეს მიწა დაკარგა. ·
ამრიგად ,წარმოიქმნა,ერთი მხრივ,ეკონომიკურად შეძლებული და პოლიტიკურად დაწინაურებული ფენა,რომელსაც წყაროებში "წარჩინებულ" ან სპარსულ-ქართული ტერმინი "აზნაური " ეწოდება. ·
ერისგანთა დიდ ნაწილს კი შეადგენდნენ მიწადაკარგული,ეკონომიკურად შევიწროებული,ზოგჯერ კი სრულიად არაფრის მქონე პირნი,რომლებიც თავიანთი არსებობის შენარჩუნებისათვის იძულებულნი იყვნენ,ამ აზნაურ-წარჩინებულებისათვის მიემართათ,მათ მფლობელობაში (ყმობაში) შესულიყვნენ და მათგან მიეღოთ მიწა გარკვეული ბეგარა-გადასახადების გამოღების პირობით.(!) ·
ასეთ პირებს ძველ წყაროებში "გლეხებს" უწოდებენ. ·
გლეხი(გლახა) თავდაპირველად არაფრისმქონეს,უპოვარს,მათხოვარს ნიშნავდა.(!) ·
ის შეიძლება ქალაქის მცხოვრებიც ყოფილიყო; ·
გლეხსა და აზნაურს შორის მყარდბა გარკვეული ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობა,რაც ფეოდალური ურთიერთობის შინაარსს იძენს; ·
აზნაური უკვე მიწას თვითონ აღარ ამუშავებს და ძირითადად სამხედრო საქმიანობით არის დაკავებული ·
მისი და მისი ოჯახის შენახვა კი გლეხებს ევალებათ;(!) |
მსხვილი მიწათმფლობელობა საქართველოში მეფის ყმები-ლაოები ·
ფეოდალური ურთიერთობის ჩანასახს წარმოადგენდა მეფის საგვარეულოს და ლაოების(სამეფო მონების) ურთიერთობა ·
ლაოების ფენის თავისებურება ის იყო ,რომ ის შედგებოდა სხვადასხვა გზით დამორჩილებული თუ დაპყრობილი თემებისაგან(!) (ძალით დაყმევება- მე-2 გზა გლეხებად ხალხის
გადაქცევის) ·
ამ თემებს უკიდურესად შეზღუდული ჰქონდათ თავისუფალი ეკონომიკური განვითარება; ·
სწორედ ამიტომ მათში დიდხანს შემორჩა თემური მიწათმფლობელობა(არ დაიშალა თემი) და თემური მმართველობის ტრადიციები(ხევისბერები); ·
მაგრამ ეს დამოკიდებული მეთემენი მხოლოდ სამეფო გვარის მფლობელობაში აღარ რჩებიან; ·
აზნაურთა ერთგული სამსახურის უზრუნველსაყოფად მეფე უხვად ურიგებდა მათ თავის სამფლობელო მიწებს ზედ მსხდომი მეთემეებითურთ; ·
ლაოები თავიანთი მდგომარეობით ყმა- გლეხებს უთანაბრდებოდნენ. ხ (ყმა- წარმოდგება სიტყვიდან "ყრმა ",რაც ახალგაზრდას,არასრულწლოვანს,ჯერ კიდევ მამის მფლობელობაში მყოფს ნიშნავდა.ტერმინი "ყმა" კი სხვის მფარველობაში მყოფ პირს ნიშნავს.) ხ ·
ფეოდალზე დამოკიდებულ მიწათმოქმედთა ფენის წარმოქმნის მესამე გზა იყო ყოფილი მონებისა და სამხედრო ტყვეების მიწაზე დასმა;(ანუ მონების გაგლეხება) ·
ეს გამოწვეული იყო სოფლის მეურნეობაში მონის შრომის უაღრესად არარენტაბელურობით; ·
მონის გადაყვანა ყმა-გლეხისკატეგორიაში შრომის ნაყოფიერებასაც ზრდიდა და ხელს უწყობდა უფრო პროგრესული და შემოსავლიანი დარგების-მებაღეობა-მევენახეობის განვითარებას,მცენარეული კულტურების მოშენებას,მიწის ინტენსიურ დამუშავებას ხ ·
გაგლეხების პროცესები ხანგრძლივი დროის მანძილზე ვითარდებოდა და ახ.წელთაღრიცხვის მე-3-მე-4 საუკუნეებისთვის უკვე ფართო ხასიათი მიიღო;(!) ·
თუმცა საქართველოში იყო ადგილები,სადაც მოსახლეობა კვლავ თემური წესებით ცხოვრობდა.ასეთი ყო მთის რეგიონები,განაპირა საზღვრისპირა კუთხეებში;(სადაც
ფეოდალებს ხელი ნაკლებად მიუწვდებოდათ) ხ მსხვილი
ფეოდალები-დიდ აზნაურები ·
ფეოდალიზმის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ნიშანია მსხვილი ფეოდალური მიწათმფლობელობის ჩამოყალიბება,გაბატონებული ფენების იერარქიული სტრუქტურა და საზოგადოების ფენებად დანაწილება;(!) ·
ქართლი გაბატონებულმა ფენებმა(სეფეგვარი,სამოხელეო არისტოკრატია,ქურუმობა დასხვ) დიდი ცვლილებები განიცადა და ახალი შევსება მიიღო. ·
ერისაგან გამოყოფილმა აზნაურებმა პროფესიონალური სამხედრო ძალა შექმნეს,მათი მთავარი საქმე მოლაშქრეობა გახდა ·
სამეფო ხელისუფლება ამ კარგად შეიარაღებულ და გაწვრთნილ სამხედრო ძალას ეყრდნობა; ·
აზნაურთა ცალკეული წარმომადგენლები იკავებენ მაღალ სამხედრო და სამოქალაქო თანამდებობებს; ·
ისინი ერთგული და უნარიანი სამსახურის სამაგიეროდ მეფისაგან იღებენ მიწებს ზედ მსხდომი დამოკიდებული მეთემეებით; ·
ასეთი აღზევებული აზნაურები ქმნიან დიდ აზნაურთა ფენას("აზნაურნი დიდ-დიდნი "),ხელთ იგდებენ ერისთავის,პიტიახშის,ციხისთავის და სხვა გავლენიან თანამდებობებს; ·
ისინი იქვემდებარებენ ერისგანებს და სხვა უფრო წვრილ აზნაურებსაც; ·
ასე თანდათან წარმოიშვა საქართველოში ფეოდალური ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი ფეოდალური იერარქია; ·
ასეთი მდგომარეობა იყო არა მარტო ქართლის(იბერიის) სამეფოში,არამედ დასავლეთ საქართველოშიც,სადაც სამეფო-სამთავროების მეფე-მთავრები ჯერ რომის ვასალები იყვნენ,ხოლო ლაზიკის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ ისინი ლაზიკის მეფების ვასალებად იქცნენ |
ფეოდალიზმი შუა
საუკუნეების საქართველოში · იერარქიული კიბის არსებობის პირობებში ზოგიერთი აზნაური მაღალ სამხედრო და სამოქალაქო თანმდებობას იკავებდა,რაც
გამდიდრების მნიშვნელოვანი წყარო ხდებოდა
; ხ · მოხდა გლეხების მიმაგრება მიწაზე-მათ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის უფლება არ ჰქონდათ; · გლეხს შიძლებოდა ჰქონოდა: საკუთარ ყანა,ბაღ-ვენახი,სახლი; · გარდა იმისა,რომ გლეხი ბატონის მიწას ამუშავებდა,ის ვალდებული იყო,საკუთარი მიწიდან მოწეული მოსავლიდანაც გადაეხადა ბატონისათვის ღალა და
შეესრულრბინა ბეგარა ; ხ · ფეოდალურ ფენას,რომლებიც მიწებს ფლობდნენ შეადგენდნენ მეფე(ან ერისმთავარი) დიდი და მცირე აზნაურები; · მსხვილი მიწათმფლობელი იყო აგრეთვე ეკლესიაც ; · მეფე ხშირად "წყალობით " გადასცემდა მიწებს აზნაურებს,ამის საფასურად კი მათ ეკისრებოდათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება(უპირველესად სამხედრო); · ამგვარი სამფლობელო მემკვიდრეობით გადაეცემოდა მამიდან შვილს; · ასეთივე ხასიათის იყო ევროპული "ფეოდი"-ფეოდალური მიწისმფლობელობის წესი ; · მიწებზე მემკვიდრეობით უფლებისა და "შეუვალობის"(იმუნიტეტის) მოპოვებით,ქართლი ერისმთავრები ევროპელ "სენიორებს" ემსგავსებოდნენ ; · ბევრ მთავარს საკუთარი სამხედრო რაზმიც ჰყავდა და გაძლიერების შემთხვევაში,ისინი ესწრაფოდნენ მეფი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას; · ფეოდალები აშენებდნენ ციხე-სიმაგრეებს.ისინი მუდმივად ექიშპებოდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ მოწინააღმდეგის მიწებისა და ყმების დაუფლებას ; · ზოგჯერ ძლიერი უფრო სუსტს იქვემდებარებდა და მათშორის ე.წ. პატრონყმური ურთიერთობები მყარდებოდა. მცირე სამთავრო ამგვარად უფრო დიდი სამთავროს ნაწილი ხდებოდა.ამგვარი ურთიერთობაც ევროპაში არსებული ვასალიტეტის სისტემის მსგავსი იყო. ხ განვითარებული ფეოდალიზმის ხანა საქართველოში ფეოდალური სეპარატიზმის დათრგუნვა ძლიერი მეფის მიერ · ქართული ფეოდალური სახელმწიფოს გაძლიერების პირობებში,განსაკუთრებით დავით აღმაშენებლის მეფობის ხანაში,მოხდა ფეოდალების დამოუკიდებლობისკენ მისწრაფების ჩახშობა(!).(დავითმა
დაამყარა აბსოლუტიზმი) · დავითის მიერ ჩამოყალიბებული ჯარის ბირთვს მეფის ერთგული წვრილი და საშუალო აზნაურები შეადგენდნენ.ამ პერიოდში განხორციელებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა რეფორმებმა საქართველო ერთ-ერთ უძლიერეს ფეოდალურ სახელმწიფოდ აქცია. · გაიზარდა ქალაქები და განვითარდა საქალაქო ცხოვრება ხ ვაჭართა ფენის გაჩენა საქართველოში · თამარის მეფობის დასაწყისში,თბილისის მდიდარ,მაგრამ არაწარჩინებულ მოქალაქეთა ნაწილმა,ყუთლუ არსლანის მეთაურობით,მოინდომა საკუთარი როლის გაზრდა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში · მათ მოთხოვნათა შორის იყო საკანონმდებლო ორგანოს-დარბაზის(კარავის) შექმნა და მეფის უფლებების შეზღუდვა. · მათი მოთხოვნები მხოლოდ მცირედ დაკმაყოფილდა; · მაგრამ ეს გამოსვლა ადასტურებდა საქართველოში განვითარებული ფეოდალიზმის პირობებში ახალი საზოგადოებრივი ფენის(ვაჭრთა) წარმოქმნას.(!) ხ ფეოდალიზმის ხელისშემშლელი ფაქტორი · საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობებს,უპირლესად კი მიწისმფლობელობას დიდ ზიანს აყენებდა საუკუნეთა მანძილზე მომთაბარეთა შემოსევები
;(!) · მომთაბარეები უკვე კულტივირებულ მიწებს საძოვრებად აქცევდნენ. · მიუხედავად ამისა საქართველოში ფეოდალურმა ურთიერთობებმა შეინარჩუნა თვითმყოფადი ხასიათი და ამასთან ერთად ამ ურთიერთობებს გარკვეული მსგავსება ჰქონდა ევროპულ ფეოდალიზმთან. განათლება და მეცნიერება. "უნივერსიტეტების ხანა " ევროპაში. ბიზანტია ანტიკური კულტურის მემკვიდრე ·
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ მთავარი,რის შენარჩუნებაც ბიზანტიამ შეძლო-ეს იყო ანტიკური,ბერძნული განსწავლულობა(!) ·
განათლების ყველაზე განთქმული კერა იყო ათენის აკადემია,რომელიც ძ. წ. მე-4 საუკუნეში დაარსა პლატონმა და სადაც სახელგანთქმული წარმართი ფილოსოფოსები ასწავლიდნენ ·
სტუდენტები,რომლებიც ათენში სწავლობდნენ,იმდენად ამაყობდნენ თავიანთი განათლების სიღრმითა და ბრწინვალებით,რომ მე-5 საუკუნის ერთ-ერთი ავტორის შენიშვნით"თავის თავს ნახევრად ღმერთებად მიიჩნევენ,ყველა დანარჩენს ნახევრად-ვირებად"(!)(ამპარტავნება,სნობიზმი) გაიხსენე
ეს ციტატა ,როცა ცოდნით ამპარტავნობაზე დაწერ ესეს; ხ ·
მე-2 საუკუნიდან ყალიბდება(!) ქრისტიანული თეოლოგია(ანუ ღვთისმეტყველება-ცოდნა ღმერთზე),რომელიც ანტიკური ფილოსოფიის მიღწევებს ძველი და ახალი აღთქმის განმარტებებისთვის იყენებდა(!) ·
ქრისტიანი ღვთისმეტყველები მიიჩნევდნენ,რომ წარმართი ფილოსოფოსები ფლობდნენ სამყაროს შესახებ ცოდნის მხოლოდ ნაწილს; ·
მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენა ახსნის და მოაწესრიგებს იმ აღმოჩენებს,რაც გააკეთეს წარმართებმა ფილოსოფიაში,ელინური სიბრძნე ქრისტიანული ხდებოდა(!) ·
დროთა განმავლობაში წარმართული აკადემიები დაქვეითდა,ხოლო ფილოსოფია ისევ აღორძინდა საღვთისმეტყველო აკადემიებში(!) და ქრისტიანული თეოლოგიის მთავარი იარაღი გახდა(!) ხ ·
ქრისტიანი ბიზანტიელები ფილოსოფიის
გარდა ავითარებდნენ სხვა მეცნიერებებსაც-მათემატიკას,ასტრონომიას,მედიცინას(!) |
სქოლასტიკა ·
შუა საუკუნეებში მეცნიერება ქრისტიანული ფილოსოოფიით იყო გაჟღენთილი ·
მე-8-მე15 საუკუნეებში თეოლოგიური მიმდინარეობა- სქოლასტიკა(lლათ.scholastica-სკოლისა; სწავლული) გაბატონდა, რომლის დროსაც რელიგიამ ეკლესიის დოგმათა თეორიული დასაბუთების შესაძლებლობა დაუშვა(!) ·
სქოლასტიკა სამყაროსა და ღმერთის შეცნობის მეთოდი იყო ·
სქოლასტი გამოდიოდა იქიდან,რომ რწმენა და ცოდნა,ანუ ზეშთაგონება და გონება,შეიძლება არა მხოლოდ შეუთავსო ერთმანეთს,არამედ შესაძლებელია ასწავლო მათ ერთმანეთის დახმარება.(!) ·
გონება,მკაცრი ლოგიკა-აი ძალა,რომელსაც შეუძლია პასუხი გასცეს უამრავ შეკითხვას. ·
მაგრამ ყველაზე მთავარია,რომ ფილოსოფოსებმა განსჯისას არ გადაუხვიონ საღმრთო წერილს !!!!
(შეადარე მსგავს რამეს ითხოვდა სოციალისტური რეალიზმი ,ოღონდ იქ
მწერლებს და მეცმიერებს არ უნდა გადაეხვიათ მარქსიზმ-ლენინიზმისთვის) ·
სქოლასტიკა განსაკუთრებით მას შემდეგ განვითარდა,რაც ევროპელები არისტოტელეს ფილოსოფიას და ლოგიკას გაეცნენ ; ·
სქოლასტიკოსებმა ზუსტი აზროვნების, ლოგიკურად მსჯელობის უნარი გამოიმუშავეს,რამაც დიდი როლი შეასრულა მეცნიერების შემდგომ განვითარებაში; ·
მაგრამ ზოგჯერ მათ ნაშრომებში ერთი და იგივე დებულება სხვადასხვანაირად იყო გაგებული,რაც მათ მიმართ კრიტიკას იწვევდა;(!) ·
სქოლასტიკოსთა მიზანი ამ წინააღმდეგობების დაძლევა და სხვადასხვა მოსაზრებების შეთანხმება იყო; ·
მათთვის მთავარი იყო არა ახალი ცოდნის მოპოვება,არამედ ავტორიტეტების მიერ გამოთქმული აზრის კომენტირება და ლოგიკური გააზრება(!) ·
სქოლასტიკოსისათვის დამახასიათებელი იყო ძველი ავტორიტეტების თაყვანისცემა; ·
უმთავრესი ავტორიტეტი კი იყო საღვთო წერილი,ასევე არისტოტელე ; ხ ·
ადრეული სქოლასტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო პიერ აბელარი(1079-1142)წ,რომელიც უარს აცხადებდა ავტორიტეტების უსიტყვო თაყვანისცემაზე ; ·
მისი აზრით,მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნა შეიძლება იყოს რწმენის ურყევი საფუძველი; ·
სქოლასტიკური დებულება "ირწმუნე,რათა შეიცნო " აბელარმა შემდეგნაირად შეაბრუნა "შეიცან,რათა ირწმუნო "(!) ·
ადამიანს აქვს გონება,მას შეუძლია მწყობრად,ლოგიკურად იაზროვნოს, და რახან ასეა,ფილოსოფოსს შესწევს უნარი თავად,წმინდა ტექსტებზე დაყრდნობის გარეშე,ჩასწვდეს ახალ ცოდნას; ·
აბელარმა დაწერა წიგნი "ჰო და არა ",რომელშიც შეკრიბა და ერთად მოათავსა ეკლესიის მამების ერთმანეთთან სრულიად შეუთანხმებელი აზრების ათეულობით მაგალითი; ·
რაც იმას ნიშნავდა,რომ საბოლოო ჯამში ადამიანი მხოლოდ საკუთარ გონებას,ლოგიკას და მსჯელობის უნარს უნდა დაეყრდნოს.(!) ·
აბელარის მსჯელობამ მრავალი ღვთისმეტყველი და ეკლესიის მაღალი მოხელე აღაშფოთა; ·
"აბელარს ეჭვი ეპარება იმათი აზრების ჭეშმარიტებაში,ვისი წერილებიც ღვთივშთაგონებულია.აბელარის სიახლეებს მწვალებლობის ელფერი დაჰკრავს’’-ამბობდნენ ისინი ·
აბელარისთვის მძიმე დრო დაიწყო,რომელიც თავად აღწერა თავის ავტობიოგრაფიაში"ამბავი ჩემი უბედურებისა " ·
ყველაზე დაუნდობლად აბელარს სდევნიდა ცნობილი ფრანგი ღვთისმეტყველი,კლერვოს მონასტრის აბატი ბერნარ კლერვოელი (1090-1153) ·
ის მისტიკოსთა მიმდინარეობის ფუძემდებელი იყო · მისტიკა სქოლასტიკის პარალელურად ვითარდებოდა(!) ·
ბერნარმა მისტიკოსთა მთელი სკოლა შექმნა ·
მათი მიზანი იგივე იყო რაც სქოლასტიკოსებისა-ღვთაებრივი ჭეშმარიტების შეცნობა.,მაგრამ შეცნობის გზები იყო განსხვავებული ·
სქოლასტიკა გონების საშუალებით ცდილობდა შეცნობას ; ·
მისტიკა კი უარყოფდა ადამიანის გონების როლს. მისტიკოსები ამტკიცებდნენ,ადამიანის გონება იმდენად სუსტია,რომ იგი ვერ შესწვდება ღვთაებრივ ჭეშმარიტებას; ·
სამყარო,დამით უმეტეს,მისი შემქმნელი ღმერთი-ეს გონებით ამოუხსნელი საიდუმლოა,რომლის გაგებაც საკუთარი ძალებით მოკვდავებს არ ძალუძთ; · დავა აბელარსა და ბერნარს შორის ევროპული კულტურის შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა !!! ·
ეს იყო სამყაროსადმი,ცოდნისადმი,ადამიანისადმი ორი სხვადახვა მიდგომა; ·
აბელარისთვის,როგორც რაციონალისტისათვის,მთავარი იყო ჭეშმარიტების მიღწევა გონებით,თანმიმდევრული ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე; ·
ბერნარს,როგორც მისტიკოსს,გონებრივი დასკვნები ძალიან ზედაპირული ეჩვენებოდა; ·
იმ ეტაპზე კამათში წარმატებას მისტიკის წარმომადგენელმა მიაღწია. ბერნარმა გაილაშქრა აბელარის წინააღმდეგ და იგი მწვალებლად გამოაცხადა; ·
სქოლასტიკამ აყვავებას მიაღწია მხოლოდ მე-13 საუკუნეში.(!) ·
ეს დაკავშირებულია ქალაქების განვითარებასთან და უნივერსიტეტების დაარსებასთან ·
ანტიკური ხანის ბერძნულ-რომაელ ფილოსოფოსთა ნაშრომები ლათინურ ენაზე ჯერ არაბულიდან ითარგმნა,შემდეგ ორიგინალიდან ; ·
ითარგმნებოდა უპირველეს ყოვლისა არისტოტელეს თხზულებები. |
არისტოტელეს
„დაბრუნება’’ ·
შუა საუკუნეების დასწყისში ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე (ძვ. წ.
384-322) დავიწყებული ჰყავდათ; ·
დიდ იშვიათობას წარმოადგენდა ბერძნული ენის კარგი ცოდნაც; ·
ხოლო არისტოტელეს კარგი თარგმანი ლათინურად თთქმის არ არსებობდა; ·
შედარებით უკეთ იცნობდნენ პლატონს და მისი მიმდევრების იდებს,რადგან მათ ნეტარი ავგუსტინე იყენებდა; ·
დასავლეთ ევროპელებს არისტოტელე არაბებმა გააცნეს; ხ ·
ბიზანტიის დაპყრობილ ტერიტორიებზე არაბებმა ბიბლიოთეკებში ანტიკურ ფილოსოფოსთა შრომები აღმოაჩინეს; ·
არაბ ბრძენთა განსაკუთრებული ყურადღება არისტოტელეს ნაშრომებმა მიიქცია; ·
ისლამური სამყაროს ბევრი გამოჩენილი მოაზროვნე მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა; ·
მათ გადათარგმნეს არისტოტელეს მრავალი ნაშრომი და დაწერეს უამრავი კომენტარი მათ შესახებ; ·
მე-12 საუკუნეში არაბული ენის მცოდნე ესპანელებმა,ტოლედოს არქიეპისკოპოსის ბრძანებით,ლათინურ ენაზე თარგმნეს არისტოტელე ; ხ ·
დიდი ბერძენის ყველაზე ცნობილი მიმდევარი იყო მუსლიმი ფილოსოფოსი,იბნ რუშდი 1126-1198 წ, არაბული ესპანეთის დედაქალაქ კორდობას უნივერსიტეტის პროფესორი; ·
ევროპაში იბნ რუშდის ავეროესის სახელით იცნობდნენ; ·
იბნ რუშდის ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო,რომ ასეთი გამოთქმაც არსებობდა:"არისტოტელემ ახსნა ბუნება,ხოლო ავეროესმა ახსნა თავად არისტოტელე " ·
ევროპელთა ნაწილი მუსლიმურ ესპანეთში სასწავლებლად და მის მოსასმენად მიემგზავრებოდა,ავეროესის თხზულებები ევროპაში ლათინური თარგმანებით ვრცელდებოდა; ·
არაბთა წყალობით არისტოტელეს გაცნობილი ევროპელები გაოგნებულები იყვნენ მისი ინტერესების ყოვლის მომცველობით და სიღრმით. ·
მაგრამ არისტოტელე წარმართი იყო,რის გამოც მას დიდი დროის მანძილზე სიფრთხილით ეკიდებოდნენ ; ·
ურთულესი ამოცანა- "არისტოტელეს ქრისტესთან დაკავშირება "- გადაწყვიტეს ალბერტ მაგნუსმა (1193-1280) და თომა აკვინელმა. ხ ·
გერმანელი მეცნიერი ალბერტ მაგნუსი(ანუ
დიდი) პირველი დიდი სქოლასტიკოსი იყო,რომელმაც შეისწავლა არისტოტელე და დაწერა კომენტარები; ·
ალბერტ მაგნუსი აღნიშნავდა " ცოდნა იძლევა რწმენის უკეთ შეთვისების საშუალებასო "; ·
ანტიკური მწერლების გავლენით მაგნუსი მრავალ საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამდა,მაგალითად მას მიაჩნდა რომ დედამიწა მრგვალია; ხ ·
ალბერტ დიდის მოწაფის,თომა აკვინელის (1125-1274) შემოქმედება შუა საუკუნეების სქოლასტიკის მწვერვალადაა მიჩნეული; ·
თომა აქვინელი აღიარებდა გონის ფასეულობას და მის დიდ შესაძლებლობებს; ·
მას მიაჩნდა,რომ არის რაღაც ზეგონიერი მოვლენები,რომელთა ლოგიკური ახსნა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება; ·
კერძოდ ეს ეხება სამყაროს გაჩენას,ძე ღვთისას ადამიანის სახით გამოცხადებას და ა.შ. ·
ასეთ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს რწმენას- ჭეშმარიტებას,რომელიც მიიღება არა ცოდნით,არამედ ზეშთაგონებით; ·
მას ეკუთვნის მრავალი თხზულება,რომელთა შორის აღსანიშნავია"თეოლოგიის ჯამი ",სადაც განხილულია რელიგიის,ფილოსოფიის,ისტორიის,ეკონომიკის,მეურნეობის საკითხები
; ხ ·
ამ ნაშრომის ყველა საკითხი განხილულია დასაბუთების ერთი მეთოდით,რომელიც 4 ნაწილისგან შედგება: 1. საკითხის დასმა; 2. ორი ციტატა ავტორიტეტული ავტორებიდან; 3. კომენტარი-განმარტება ;(მსჯელობა) 4. დასკვნა(ერთი დებულების მიღება ,მეორის უარყოფა) ·
ესაა ენციკლოპედიური ნაშრომი,სადაც თომა აკვინელი ეყრდნობა რა არისტოტელეს,ადამიანის მისწრაფებათა შორის უმაღლესად მიიჩნევს სიბრძნისაკენ სწრაფვას. ეს მისი აზრით,არის უმაღლესი ჭეშმარიტებისკენ,ანუ ღმერთისკენ სწრაფვა; ·
მისთვის რწმენა პირველადია,თუმცა მარტო რწმენა არ კმარა,მის დასასაბუთებლად გონებასაც უნდა მოვუხმოთ; ·
ასეთია თომა აკვინელის ფილოსოფია,ე.წ. თომიზმი; ·
თომიზმი მე-14 საუკუნის დამდეგიდან კათოლიკური ეკლესიის ოფიციალურ დოქტრინად გამოცხადდა;(!) |
როჯერ ბეკონი · სქოლასტიკის ბატონობის პერიდში გაჩნდნენ მეცნიერები,რომლებიც კრიტიკულად იყვნენ განწყობილი თავად სქოლასტიკის მიმართ (!) · მათ ცენტრს ოქსფორდის უნივერსიტეტი წარმოადგენდა · ამ მეცნიერთა შორის ყველაზე სახელგანთქმული იყო როჯერ ბეკონი 1214-1294 წ · ბეკონი ილაშქრებდა ავტორიტეტების უსიტყვო და გაზვიადებული თაყვანისცემის წინააღმდეგ ;(!) ·
იგი აღნიშნავდა,რომ არსებობს ცოდნის სამი წყარო: ავტორიტეტული მეცნიერი,საკუთარი გონება და ექსპერიმენტი ; · ავტორიტეტი არ არის საკმარისი თუ იდეას გონებრივი საფუძველი არ გააჩნია და გონებაც ვერაფერს შეძლებს თუ იდეა არ დამტკიცდა ცდით ; · იგი წერდა საჭიროა,პატვი ვცეთ არისტოტელეს და სხცვა ბერძნებს,მათ გააკეთეს ყველაფერი რისგაკეთებაც შეიძლებოდა,მაგრამ ისინიც ადამიანები იყვნენ და მათაც შეეძლოთ შეცდომების დაშვება ; · ბეკონი ამტკიცებდა,რომ მეცნიერების მიზანია შეისწავლოს ბუნება და ადამიანის სამსახურში ჩააყენოს ის; · მიზანს მეცნიერული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირება წარმოადგენსო;(!) შენიშვბა : უფრო გვიანდელი სქოლასტიკა კი აღორძინების ეპოქის მსოფლმხედველობას უპირისპირდებოდა და ამის შემდეგ ღირებული აღარაფერი შეუქმნია; |
სკოლები და უნივერსიტეტები შუა საუკუნეების ევროპაში ·
შუა საუკუნეების დასაწყისში ევროპაში სკოლების რაოდენობა დიდი არ იყო ; ·
ანტიკური საერო სკოლის ტრადიციები აქა-იქ იყო შემორჩენილი,ძირითადად იტალიაში ; ხ ·
ალპების ჩრდილოეთით კი სამონასტრო და საეკლესიო სკოლები არსებობდა
(როგორც საქართველოში) ·
სკოლების ხელმღვანელები და მასწავლებლები სასულიერო პირები იყვნენ ; ·
ეკლესია ადგენდა სკოლებისთვის პროგრამას
; ·
სწავლება ლათინურ ენაზე ტარდებოდა ; ხ ·
ქალაქების ზრდამ-განათლების განვითარებას,თავისუფალი აზროვნების გავრცელებას მისცა ბიძგი ·
ახალგაზრდა ქალაქებში სწრაფად ჩნდებოდა სკოლები ; ·
ეს სკოლები ისე ძლიერად აღარ იყვნენ დამოკიდებულნი ეკლესიაზე,რადგან კერძო საკუთრებას წარმოადგენდნენ(!) ან ქალაქის საბჭოს თანხმობით არსებობდნენ (!) ·
ზოგიერთი ქალაქის სკოლებმა სწრაფად მოიპოვეს აღიარება მთელ ევროპაში ; ·
მე-12-ის ბოლოდან ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად საჭირო გახდა სპეციალური განათლების მქონე პირთა მომზადება (!) ·
დიდ ქალაქებში ტაძრებთან არსებული სკოლები თანდათან გადაკეთდა ჯერ ზოგად და მოგვიანებით კი უმაღლეს სკოლებად- უნივერსიტეტებად(!) ·
დასავლეთ ევროპაში უნივერსიტეტები ჩნდებოდა იმ ქალაქებში ,სადაც განთქმული მეცნიერები მოღვაწეობდნენ ; ·
მე-12 მე-13 საუკუნეებში,როდესაც დასავლეთ ევროპაში ქალაქი კულტურის ცენტრი ხდება,,რასაკვირველია იქ კულტურის კერას უნივერსიტეტები და მათი პროფესურა წარმოადგენდა (!) ხ ·
მე-13 მე-15 საუკუნეებში უნივერსიტეტები თვითმმართველ კორპორაციებს წარმოადგენდნენ.(!)რაც იმას ნიშნავდა ,რომ არავინ ერეოდა მათ საქმიანობაში. ·
ანუ უნივერსიტეტი თვითონ ადგენდა სასწავლო გეგმას,ირჩევდა ლექტორებს,ანიჭებდა სამეცნიერო ხარისხებს და წოდებებს ; ·
ყველა უნივერსიტეტში სწავლება ლათინურ ენაზე მიმდინარეობდა; ხ ·
თანდათან უნივერსიტეტებმა სამღვდელოებასა და ფეოდალური სამყაროს მესვეურებს დიდი პრობლემები შეუქმნეს.(!) ·
ევროპის პირველ უნივერსიტეტად ითვლება იტალიის ქალაქ ბოლონიის უნივერსიტეტი 1088 წელი(!).მისი დაარსების აქტშია პირველად მოხსენიებული სიტყვა "უნივერსიტეტი ". ხ ·
აღსანიშნავია რომ,პირველი ევროპული უნივერსიტეტები გილდიების(ამქრების ) სახით იქმნებოდა: ·
რომელიმე ოსტატი (პროფესორი ) იღებდა ლიცენზიას(უფლებას) ესწავლებინა შეგირდისათვის(სტუდენტისათვის) ·
გილდიის ლათინური შესატყვისია - universitas ხ ·
პარიზელმა ოსტატებმა სწავლების უფლება დაახლოებით 1200 წელს მეფის ქარტიით,ხოლო 1231 წელს პაპის ბულით მიიღეს ·
დადასრტურდა გილდიის ავტონომიურობა და მისი უფლება თვითონვე მიენიჭებინა ლიცენზია მასწავლებლისათვის ; ხ ·
ანტიკურ სამყაროშიც არაერთი სახელგანთქმული სკოლა არსებობდა,მაგრამ არასოდეს შექმნილა შუა საუკუნეების ევროპს მსგავსი უნივერსიტეტების სისტემა-ანუ უმაღლესი განათლების დაწესებულებების ქსელი, ცოდნის შეგროვების,შენახვის ,გაზრდის და გადაცემის მიზნით; ·
უნივერსიტეტების რაოდენობის ზრდა ევროპაში ახალი სოციალური კლასის გაჩენის მომასწავებელი იყო; ·
ამ კლასის პროფესიული დანიშნულება გახდა ცოდნის შეგროვება,გამდიდრება და გადაცემა;(იგულისხმება პროფესორ-მასწავლებლები) ·
უნივერსიტეტები და მათთან დაკავშირებული ადამიანები ამიერიდან დასავლური აზროვნეების განვითარების მთავარ წყაროდ იქცნენ ; ხ ·
სკოლების და უნივერსიტეტების ქსელის გაფართოებასთან ერთად იზრდებოდა მოთხოვნილება წიგნებზე ; ·
მე-16 საუკუნიდან წიგნის წარმოებაში ფართოდ გამოიყენება ქაღალდი.ის ევროპაში აზიიდან ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ შემოვიდა
; ·
წიგნის გავრცელებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ბეჭდვის გამოგონებას ; ·
პირველი წიგნი გერმანელმა გამომგონებელმა გუტენბერგმა დაბეჭდა 1445 წელს ·
ამ გამოგონებამ უდიდესი ბიძგი მისცა განათლებისა დამეცმნიერული ცოდნის შემდგომ განვრცელებას . |
ქართული კულტურის "ოქროს ხანის" განათლება
და მეცნიერება ·
შუა საუკუნეების ქართული განათლების და მეცნიერების ცენტრებს ეკლესია- მონასტრები წარმოადგენდა( როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ) ·
მონასტრებთან არსებულ სკოლებში ასწავლიდნენ თეოლოგიას,ჰიმნოგრაფიას,ლიტურგიას,ისტორიას და ქართულ მწიგნობრობას ; ·
სამეფო კარისა და დიდგვაროვანთა ოჯახების შვილებისათვის არსებობდა კერძო სკოლებიც ; ხ ·
არის ცნობა,რომ მე-6 საუკუნეში ფაზისის მახლობლად არსებობდა რიტორიკის სკოლა ; ხ ·
მე-11-მე-12 საუკუნეებში ქართველი ახალგაზრდები ბიზანტიაშიც იღებდნენ განათლებას ; ·
ზოგიერთი მათგანი იქვე ,ივერთა ქართულ მონასტერში აგრძელებდა შემდგომ მოღვაწეობას ; ·
უცხოეთში არაერთი ქართული მონასტერი არსებობდა; ·
ივერთა მონასტერთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ·
პეტრიწონის მონასტერი ბიზანტიაში(დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე) ·
ამ მონასტრებში ფართო სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობა მიდიოდა. ·
დავით აღმაშენებლის მოღვაწეობაში განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვას განსაკუთრებული ადგილი ეკავა; ·
მის მიერ აგებულ გელათის მონასტერში დაარსდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება- გელათის აკადემია. ·
აქ მოღვაწეობდნენ ქართველი სწავლულები : იოანე პეტრიწი,არსენ იყალთოელი და სხვები ·
გელათის აკადემიაში მეცნიერების 7 დარგს ასწავლიდნენ: ფილოსოფიას,რიტორიკას(ანუ მჭევრმეტყველების ხელოვნება),არითმეტიკას,გეომეტრიას,მუსიკასა და ასტრონომიას ·
დასტურდება,რომ უმაღლესი განათლების ცენტრი არსებობდა იყალთოშიც, |
წოდებრივ-წარმომადგენლობითი
ორგანოები ევროპაში ·
წოდებრივ-წარმომადგენლობით ორგანოებს
ევროპაში საფუძველი მე-12-მე-13 საუკუნეებიდან ეყრება(!) ·
მანამდე არსებობდა სამეფო
საბჭოები ·
წოდებრივ-წარმომადგენლობით
ორგანოები მეფის ხელისუფლების შეზღუდვას ცდილობდნენ(!) ·
წოდებრივ-წარმომადგენლობით
ორგანოებში შედიოდნენ
: მსხვილი ფეოდალები,მღვდელმთავრები და ვაჭარ-ხელოსანთა ელიტარული ფენები |
პირველი პარლამენტი
ინგლისში. „თავისუფლების დიდი ქარტია’’ ·
თავიდან ინგლისიის მეფეები შეზღუდულები იყვნენ ადათებით
და ე.წ. „ჩვეულებათა სამართლით’’. ·
ჩვეულებათა სამართალი -იყო გვარ-ტომობრივი სტადიიდან მოყოლილი და განვითარების
პროცესში ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ურთიერთობების წესების ერთობლიობა. ·
ჩვეულებათა სამართლის
აღსრულებაში-„ბრძენთა საბჭო“
მონაწილეობდა.ეს საბჭო სეფე გვარის წარმომადგენლებისგან
შედგებოდა. ·
მე-11-მე-12 საუკუნეებში „ბრძენთა საბჭო“ შეცვალა „სამეფო საბჭომ ‘’(curia regis) ·
თანდათან ყალიბდება
სხვა ინსტიტუტებიც : სასამართლოები; “საიდუმლო საბჭო „ „ლორდთა პალატა“ ·
დროთა განმავლობაში სასამართლოებმა
დაადგინეს ადგილობრივი სამართლის ნორმები ე.წ. „ჩვეულებრივი სამართალი ‘’-Common Law’’) ხ ·
ინგლისში
მე-12 -მე-13 საუკუნეებში ჩამოყალიბდა სწავლულ იურისტთა წოდება(ფენა) ,რომელიც თავს ანგარიშვალდებულად თვლიდა სამართლის(!) და არა მეფის წინაშე. ·
მეფე ჯონ
უმიწაწყლომ (1192-1216) ტრადიციუილი სამართლის მორჩილება არ ისურვა ·
სამეფო დიდებულებმა აიძულეს
მეფე,მიეღო „თავისუფლების დიდი ქარტია’’(!) (Magna Charta Liberatum ,1215) ·
დადებინეს კანონის ერთგულების ფიცი ; ·
ასევე განისაზღვრა „საერთო საბჭოს’’ მოწვევის წესი ხ ·
1265
წელს მოწვეულ იქნა ასეთი საბჭო(!),რომლებშიც
შევიდნენ ცალკეული სოფლებისა და ქალაქების წარმომადგენლები(ორი რაინდი და ორი მოქალაქე
თითოეული ერთეულიდან) ამ საბჭოს - „პარლამენტი’’ ეწოდა.(!) ·
დაიმახსოვრე :
ეს 1265 წლის პარლამენტი არის ინგლისის თანამედროვე „თემთა პალატის’’ წინამორბედი.(!) ·
ხოლო
1295 წლის პარლამენტი კი იყო პირველი
წარმომადგენლობითი ორგანო ინგლისის ისტორიაში(!), დელეგატები უფლებამოსილნი იყვნენ
მათ მიერ, ვისაც ისინი წარმოადგენდნენ ხ ·
შემდეგ საუკუნეებში ინგლისის პარლამენტმა
საკანონმდებლო ინიციატივის უფლება მოიპოვა(!)(თავდაპირველად მეფისადმი
წარდგენილი პეტიციის ფორმით,მოგვიანებით უკვე მზა კანონპროექტის-
ბილის სახით ) |
გენერალური შტატები საფრანგეთში ·
საფრანგეთში წოდებრივ-წამომადგენლობითი
ორგანო მე-14 საუკუნის
დასაწყისში შეიქმნა ·
რომის პაპმა ბონიფაციუს მე-8 კათოლიკურ სამღვდელოებას
აუკრძალა გადასახადების გადახდა საფრანგეთის მეფისთვის; ·
საპასუხოდ ფილიპ მე-4(1302 წ) ფრანგი ხალხის წარმომადგენლობითი კრება მოიწვია ·
ესენი იყვნენ 3 წოდების : სამღვდელოების,თავადაზნაურობისა
და მოქალაქეების წარმომადგენლები ·
ამ შეკრებას გენერალური შტატები ეწოდა.(!) ·
გენერალურმა შტატებმა მეფეს დაუჭირა მხარი
და რომის პაპის საფრანგეთის საქმეებში ჩარევის წინააღმდეგ გამოვიდა; ·
გენერალური შტატები
1302-1789 სათათბირო ორგანო იყო,რომელსაც საფრანგეთის
მეფის ინიციატივით
იწვევდნენ ხელისუფლების დასხმარებლად კრიტიკულ სიტუაციებში.(!) ·
მისი წინამორბედი
იყო სამეფო საბჭოს გაფართოებული სხდომები,რომლებშიც
ქალაქების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ ·
გენერალური
შტატების მთავარი ფუნქცია გახდა გადასახადების რაოდენობის დადგენა(!) ·
გენერალურმა
შტატებმა საფრანგეთში ვერ მოიპოვა ის უფლებები,რაც ინგლისის
პარლამენტს გააჩნდა;(ანუ საკანონმდებლო უფლება) ·
გენერალური შტატების მნიშვნელობა
გაიზარდა(!)
ასწლიანი ომის დროს(1337-1453),როდესაც
სამეფო ხელისუფლებას განსაკუთრებით ჭირდებოდა ფინანსური სახსრები; ·
მე-14 საუკუნის არეულობის დროს (პარიზის 1357-58 წწ)
აჯანყება,1358 წლის „ჟაკერიის“ სახელით ცნობილი ამბოხი ) გენერალური შტატების წევრები
ცდილობდნენ,გაეზარდათ ამ ორგანოს როლი მმართველობაში,მაგრამამ მცდელობებმა შედეგი
ვერ მოიტანა ·
მე-16 საუკუნის მიწურულიდან გენერალურ შტატებს სულ
უფრო იშვიათად იწვევდნენ ·
მას ჩაენაცვლა დიდგვაროვანთა(ნოტაბლების) კრებები. ·
გენერალური ტატები უკანაკნელად მოიწვია
1614 წელს მარია მედიჩიმ,თავისი
ვაჟის ახალგაზრდა ლუი მე-13 -ის სახელით,რადგან მაშინ
წოდებებმა მონარქის ძალაუფლების შეზღუდვა სცადეს. ·
საფრანგეთის რევოლუციამდე
ფრანგ მონარქებს გენერალური
შტატების მოწვევის სურვილი აღარ გასჩენიათ |
კორტესები ესპანეთში ·
შუა საუკუნეებში ესპანეთში სამეფო ხელისუფლებასთან
ერთად მოქმედებდა ე.წ. კორტესები-რეგიონალური წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოები.(!) ხ ·
კასტილიის
მეფეებს მე--11 საუკუნიდან
ჰქონდათ ტრადიცია მოეწვიათ ასამბლეები(სათათბირო
ორგანოები) უმაღლესი სასულიერო და საერო არისტოკრატიის მონაწილეობით მნიშვნელოვანი
საკითხების განსახილველად; ხ ·
ლეონის სამეფოში
კორტესებს 1188 წელს ჩაეყარა საფუძველი და ეს იყო პირველი წოდებრივ-წარმომადგენლობითი
ორგანო ევროპაში. ხ ·
1230 წელს შეიქმნა კასტილიისა და ლეონის სამეფოს ერთიანი კორტესები,თუმცა მისი ძალა დიდი არ იყო; ხ ·
მეფეს ჰქონდა კორტესის მოწვევის და დათხოვნის
უფლება ხ ·
კორტესებში წარმოდგენილი თავად-აზნაურობა აკონტროლებდა
ჯარებსა და ფინანსებს,მეფე ჩვეულებრივ, შეთანხმებას დებდა კორტესებთან ომის წარმოებისთვის
დასტურის მისაღება,სამაგიეროდ კი,ფეოდალები გარკვეულ სარგებელს იღებდნენ ხ ·
მე-12 საუკუნის ესპანეთში მომძლავრდნენ ქალაქები; ·
რეკონკისტას(არაბთა ბატონობისაგან ესპანეთის
გათავისუფლებას ჰქვია) პერიოდში მეფემ დაუშვა კორტესებში მდიდარი თავისუფალი მოქალაქეები,რადგან
მათგან ფინანსური დახმარება მიეღო. ·
მეფის ფინანსური
დახმარების სანაცვლოდ,ქალაქები თვითმმართველობას იღებდნენ ·
ამდენად რეკონკისტას
პერიოდში კორტესების მნიშვნელობა გაიზარდა ხ ·
შემდეგ ესპანეთის იმპერიის პერიოდში,მათი როლი კვლავ
შემცირდა; ·
კორტესებს მაინც დარჩათ გარკვეული ძალაუფლება
საგადასახადო სფეროში- (განასაკუთრებით ამერიკის საქმეებში ) |
ლანდთაგები ·
შუა საუკუნეებში წოდებრივ-წარმომადგენლობითი საკრებულოები-
ე.წ.„ლანდთაგები’’
არსებობდა გერმანულ სახელმწიფოებშიც(!) ·
ეს იყო ამა თუ იმ „მიწის
„(გერმანულად „ლანდ’’)ე.ი. საგრაფოს,საჰერცოგოს,თუ
სხვა, მმართველი წარმომადგენლობითი ორგანო; ·
ეს „ მიწები“ ანუ სახელმწიფოებრივი ერთეულები იქმნებოდა
დროთა განმავლობაში დაპყრობების და შემოერთებების გზით ·
დამორჩილებული „ მიწები „ უზენაესი ხელისუფლის მფარველობის
ქვეშ გადადიოდა ·
ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად(
მა. გადასახადების აკრეფის წესი და სხვა) „ლანდთაგების ‘’ წამომადგენლები იკრიბებოდნენ სხდომაზე და გამართული
თათბირის მერე იღებდნენ ერთობლივ გადაწყვეტილებას; ·
ყურადღება : შუა საუკუნეების ლანდთაგები ტრადიციას
ეფუძნება თანამედროვე გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის ადგილობრივი საკანონმდებლო
ორგანოების „ბუნდესლანდების“ მმართველობის წესი.მათ დღესაც ლანდთაგები ეწოდებათ. |
წოდებრივ-წარმომადგენლობითი
ორგანოს შექმნის ცდა საქართველოში ·
თამარის მეფობის დასაწყისში არადიდგვაროვანი წარმოშობის
მოქალაქეებმა ყუთლუ
არსლანის მეთაურობით,მოინდომეს სამეფოს მმართველობის საქმეებში აქტიური ჩართვა ·
მეფეს მოსთხოვეს მათთვის აეგო ცალკე „კარავი „(სასახლე),რომელსაც
გაცილებით მეტი უფლებები ექნებოდა ვიდრე „სამეფო დარბაზს(საბჭოს)“ ·
ამ ახალ ორგანოს უნდა მიეღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ·
მეფე კი უნდა გამხდარიყო ამ გადაწყვეტილებების აღმსრულებელი ·
ყუთლუ არსლანის დასის წინააღმდეგ
გაილაშქრა თავადაზნაურობამ ·
დასი დამარცხდა,მაგრამ მათ მცდელობას
უკვალოდ არ ჩაუვლია ·
ვინაიდან საკომპენსაციოდ გაფართოვდა სამეფო დარბაზის უფლებები; ·
და ამიერიდან მეფეს გადაწყვეტილებები
სამეფო დარბაზთან ერთად უნდა მიეღო. |
ბრძოლა გავლენისათვის(ჰეგემონობისთვის) ქრისტიანულ სამყაროში, შუა საუკუნეებში · იმპერიის გადატანა(Translatio imperi) -გვიანანტიკური და შუასაუკონოებრივი ევროპული იდეაა. · ეს არის მსოფლიო სამეფოს(!) გადატანა,მონაცვლეობით ერთი ქვეყნიდან მეორეში; · ევროპულ კულტურაში ამ იდეას ორი ძირითადი წყარო ასაზრდოებდა · ვირგილიუსის (ძვ.წ. 1 საუკუნე) "ენეიდას " სიუჟეტის მიხედვით,ტროას სამეფოს გადანაცვლება იტალიაში(რომი ,როგორც ახალი ტროა) · და ფრაგმენტი ბიბლიური წინასწარმეტყველის დანიელის წიგნიდან "ოთხ სამეფოზე ",რომლებიც თამიმდევრულად ენაცვლებიან ერთმანეთს მსოფლიო ისტორიაში; · კაცობრიობის ისტორიის ოთხ მსოფლიო მონარქიად დაყოფის (!)და რომის იმპერიიის მარადიულობის პრინციპი მე-3 -მე 4 საუკუნეების მიჯნაზე მიიღო და დააკანონა ქრისტიანულმა ეკლესიამ ;(!) · ამან დიდი გავლენა იქონია შუასაუკუნეების ევროპაზე ; ბიზანტიის
იმპერია ·
ბიზანტია გახდა რომის იმპერიის პირველი მემკვიდრე-"ახალი რომი" ·
კონსტანტინე დიდმა ოფიციალურად "ახალი რომი " უწოდა მის მიერ დაარსებული იმპერიის ახალ დედაქალაქს,რომელსაც არაოფიციალურად"კონსტანტინეპოლად " მოიხსენიებდნენ; ·
ახალ რომს(კონსტანტინეპოლს) მსოფლიოს ცენტრად და ქრისტიანობის დედაქალაქად აცხადებდნენ;(!) ·
ეს უარყოფით რეაქციას იწვევდა რომის ეკლესიასა და სხვა დიდ საპატრიარქოებში; ·
თავდაპირველად კონსტანტინოპოლში თვალს ხუჭავდნენ რომის პაპის და მისი წარმომადგენლების გამონათქვამებზე,რომის უპირატესობის შესახებ; ·
საბოლოოდ დაპირისპირება დასრულდა ქრისტიანული ეკლესიის გაყოფით ¾ მართლმადიდებლური(ორთოდოქსული) და კათოლიკური ეკლესიის ჩამოყალიბებით; ·
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ მე-5 საუკუნეში,ბიზანტიელებმა ირწმუნეს რომ ისინი იყვნენ რომის იმპერიის კანონიერი მემკვიდრეები ;(!) ·
როცა გერმანელმა ,მხედართმთავარმა,ოდოკარმა რომში უკანასკნელი დასავლელი
იმპერატორი რომულუსი ტახტიდან ჩამოაგდო(476)იმპერატორის გვირგვინი კონსტანტინეპოლში-ახალ რომში გაგზავნა. ·
კონსტანტინეპოლმა,როგორც ახალმა რომმა განსაკუთრებული მნიშვნელობა იმპერატორ იუსტინიანე 1-ის მმართველობისას შეიძინა (მე-6 საუკუნე) ·
იუსტინიანე დიდმა უკანასკნელად აღადგინა რომის იმპერია ძველ საზღვრებში; ·
კონსტანტინეპოლი ,როგორც ახალი რომი,თავადაც იმპერია იყო ; ·
იმპერიის არსებობა განისაზღვრა კონსტანტინეპოლის არსებობის ხანით 330 წლის 11 მაისიდან- 1453 წლის 29 მაისამდე-თურქების მიერ კონსტანტინეპოლის აღებამდე; |
ფრანკთა
იმპერია ·
რომის მემკვიდრეობა ძალია მომხიბვლელი იყო ; ·
ბიზანტიას დასავლეთში კონკურენტი გამოუჩნდა ფრანკთა სამეფოს სახით. ·
ფრანკთა პირველი სამეფო დინასტია -მეროვინგები,ბიზანტიას რომის მემკვიდრედ ცნობდა ·
მაგრამ ფრანკთა მეფის კარლოს დიდის რომში 800 წლის 25 დეკემბერს იმპერატორად კურთხევით გაჩნდა ორი იმპერია
; ·
აღმოსავლეთში ბიზანტია,ხოლო დასავლეთში ფრანკთა იმპერია. ·
კარლოს დიდს რომი არ გამოუცხადებია იმპერიის ცენტრად,თუმცა ის პაპების რეზიდენცია და იმპერატორად კურთხევის ადგილი იყო. ·
სწორედ ამ დროიდან რომის პაპები წყვეტენ ურთიერთობას ბიზანტიის იმპერატორთან და აღიარებენ ფრანკთა იმპერატორებს.(!) ხ ·
კარლოს დიდის მიერ ფრანკთა იმპერიის გამოცხადება დიდი კადნიერება იყო,რადგან ერთადერთი ხელმწიფე,რომელსაც იმპერატორის ტიტულის ტარების კანონიერი უფლება ჰქონდა,რომეების(ბიზანტიელების) ბასილევსი იყო. ·
მაგრამ ბიზანტია იმ დროს მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეეძლო სერიოზული წინააღმდეგობა გაეწია კარლოს დიდისათვის
; ·
გარედან რომეების სახელმწიფოს არაბები უტევდნენ
; ·
შიგნით იმპერიას ხატმებრძოლებსა და ხატის თაყვანიმცემლებს შორის არსებული შუღლი არყევდა. ·
თანდათან ხდება კულტურული და პოლიტიკური ცენტრის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადატანა(Translatio) ·
დასავლეთ ევროპაში რომის იმპერია კაროლინგების ფრანკთა იმპერიის დაშლის შემდეგ(843) ისევ აღდგა მე-10 საუკუნეში. ხ ·
ამჯერად მემკვიდრეობის იდეა განახორციელეს გერმანელებმა ოტო 1-ის მეთაურობით. ·
სახელმწიფო რომის საღვთო იმპერიად იწოდებოდა |
რომის საღვთო იმპერია ·
ბიზანტიელებისთვის მიუღებელი იყო ტიტული, რომელიც მიიღო გერმანიის მეფემ რომში. ·
თუმცა ოტო 1-მა შეძლო პოლიტიკური ქორწინების მიღწევა თავის ვაჟსა და ბიზანტიის იმპერატორის ძმისწულს შორის,ამ ქორწინებით ბიზანტიის იმპერატორებმა ფაქტობრივად ცნეს მეორე რომის არსებობა დასავლეთში ·
იმპერიის გადატანასთან ერთად,დადგა სარწმუნოებრივი საკითხიც. ·
იმპერატორის "გვირგვინის გადატანამ" აღმოსავლეთ რომის იმპერიიდან- ბიზანტიიდან-დასავლეთში,რომელიც დაიწყო კარლოს დიდის დროიდან,საფუძველი ჩაუყარა რომის პაპისა და ბიზანტიის იმპერატორის დაშორებას; ხ ·
„საღვთო რომის იმპერიიის" იმპერატორის დოქტრინა მიმართული იყო პაპების წინააღმდეგ,რომლებიც თავიანთ თავს იმპერატორზე მაღლა აყენებდნენ და მიაჩნდათ,რომ იმპერატორის ხელისუფლება მათზე იყო დამოკიდებული ; ·
იმპერატორი, თავის მხრივ,ამტკიცებდა რომ თვით იმპერიაა წმინდა და პაპები მხოლოდ ფორმალურ როლს ასრულებენ გვირგვინკურთხევის ცერემონიალზე ; ·
რომ იმპერატორი ემორჩილება მხოლოდ ღმერთს და არავინ დგას მასზე მაღლა გარდა ღმერთისა. ხ ·
1442 წლიდან,კარლ მეოთხის მეფობისას გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერია გამოცხადდა ;(!) ·
ჯერ ფრანკთა და შემდეგ მოგვიანებით გერმანელთა საღვთო რომის იმპერია ანტიკური რომის მემკვიდრეობის პრეტენზიით იქმნებოდა; შენიშვნა: დასავლეთ ევროპის ჩამოყალიბებას და კონსტანტინეპოლიდან მის დაშორებას ხელი შეუწყო ასევე არაბთა შემოსევებმა ევროპის კონტინენტზე. |
რუსეთი მესამე რომი · ბიზანტიის მემკვიდრეობისთვის ბრძოლა,მისი დაცემის დღიდან,წარმოადგენდა ბრძოლას რომის მემკვიდრეობისათვის,ანუ მსოფლიოს უპირველესი იმპერიისათვის ; · რომის მემკვიდრეობისთვის ბრძოლის საუკეთესო ნიმუშია მე-15 ს-ში რუსეთში ჩამოყალიბებული "მესამე რომის " ანუ "ბოლო იმპერიის " იდეა ; · ამ დროისათვის რუსეთი აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში ერთადერთ მართმადიდებელ ქვეყანად რჩებოდა,რომელშიც არ ბატონობდნენ ოსმალები და სპარსელები ; · "მოსკოვია- მესამე რომი" რუსული ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების დროს წარმოქმნილი თეორიაა,რომელიც რუსეთს მესიანურ მნიშვნელობას აკუთვნებდა,რომლის მიხედვითაც რუსეთის მმართველები რომის და ბიზანტიის მემკვიდრეებად ცხადდებოდნენ (!) შენიშვნა:
შეადარე ბიზანტიის რუსეთის გერბები -
ორივე ორთავიანი არწივებია; ხ · მოსკოვის დიდმა მთავარმა ივანე მე-4 მრისხანემ გაერთიანებული რუსეთის პირველმა რუსმა მეფემ(1547-1584),რუსეთი "მესამე რომად " გამოაცხადა და რომის კეისრის,იგივე ცეზარის,რუსული გამოთქმით- ცარის ტიტული მიიღო ; · "მესამე რომის " თეორია მოიცავდა ღვთისაგან გამორჩეულობის და ნაციონალური გამორჩეულობის საფრთხეებს
; · "მოსკოვი-მესამე რომი "თეორიის ფორმულირება ხდება ფსკოვის მონასტრის ბერის ფილოფეის(1465-1542) მოსკოვის დიდი მთავრის ვასილი მე-3-სადმი მიწერილ წერილებში. · მისი სიტყვებით "ორი რომი დაეცა,მესამე(რომი-მოსკოვი) დგას, მეოთხე(რომი) აღარ იქნება ";(!) · იმ დროს,რუსეთი ახალი გათავისუფლებული იყო მონღოლებისგან და სულ უფრო ძლიერდებოდა ; · "მესამე რომი" ანუ მოსკოვი თავს ყველა მართმადიდებლის მფარველად აცხადებდა ; · რუსეთის ხელისუფლებას სურდა "მესამე რომში-მოსკოვში,თავი მოეყარა ქრისტიანული სიწმიმდეებისათვის ; · რუსეთის სამეფო კარის მისწრაფება ცნობილი იყო მეზობელ ქვეყნებში,მათ შორის საქართველოშიც ; · რუსეთში დიპლომატიური მისიით წასულ ქართველებს მფარველობის მოპოვების იმედით თან მიჰქონდათ რელიკვიები, ოქროს ბუდეში ჩასმული წმინდანთა სხეულის ნაწილები,რომელთა შორის იყო 1688 წელს მეფე არჩილ მე-2-ის მიერ მოსკოვში წაღებული მაღალი ჭედური ხელოვნებით შესრულებულ ბუდეში მოთავსებული უფლის "სამსჭუალი " (ლურსმანი რითაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე ) ; |
Комментарии
Отправить комментарий