სელჩუკები ,დავით აღმაშენებელი,თამარ მეფე - მოვლენები თარიღები

 



 

                                            სახალიფოს დაშლა

 

·     აბასიანთა დინასტიამ ორი საუკუნის მანძილძე შეძლო პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლების შენარჩუნება და შესაბამისად,სახალიფოს ერთიანობის გარანტირება;

·     ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანობის გაზრდაზე გამუდმებული ზრუნვის მიუხედავად,უზარმაზარი სახალიფოს ერთიანობის შენარჩუნება უფრო ხანგრძლივი დროით ვერ მოხერხდა;

·     ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კონტროლის სირთულის პირობებში,პროვინციები სულ უფრო მეტად ამჟღავნებდნენ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას;

·     მიუხედავად იმისა,რომ ბაღდადი კვლავაც უპირობოდ ითვლებოდა ისლამური სამყაროს ცენტრად მე-9 ს-ის მიწურულიდან პროვინციებმა თანდათანობით გააცნობიერეს საკუთარი აღმავალი კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობა,მათ საქალაქო ცენტრებს კი საშუალება მიეცათ,მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინათ ისლამური სამყაროს ევოლუციაში;

·     ომაიანთა და პირველ აბასიანთა მიერ მიღწეული ისლამური სამყაროს  დროებითი გაერთიანების შედეგად ახალი ხალხების ჩართვამ იმპერიაში შექმნა საკმაოდ რთული სიტუაცია;(!)

 

შენიშვნა: ასეთივე რთული სიტუაცია შეიქმნა ამჟამად ევროპაში ნატოს და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების შედეგად;

 

·     ირანელებს  ეკავათ არაბთა  იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილი;

·     ცენტრალურ აზიაში  კი ირანული ელემენტი(ეთნოსი) ერწმოდა თურქულ მომთაბარულს

·     მომთაბარე თურქები  თანდათანობით დასავლეთისკენ მოიწევდნენ  ;მათი რიგებიდან  ხდებოდა სახალიფოს არმიაში მეომართა რეკრუტირება(გაწვევა);

·     სახალიფოში გაერთიანებულ ხალხებს გააჩნდათ საკუთარი ,არაბებისგან განსხვავებული კულტურული ტრადიციები,რის შედეგადაც ხშირი იყო უთანხმოება არაბებსა და არაარაბებს შორის;

·     თუ აღმოსავლეთის  პროვინციებში  წინააღმდეგობა არსებობდა,უპირველეს ყოვლისა ,ირანელებსა და არაბებს შორის,ესპანეთში დაპირისპირება ხდებოდა არაბებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის;

·     არაბულ კულტურას ,რომელიც მე-9 საუკუნის მანძილზე მთელ ისლამურ სამყაროში დომინირებდა,ივსებოდა ამა თუ იმ ნიუანსით ლოკალური კულტურისგან,იმპერიის საბოლოოდ დაშლის პირობებში დამოუკიდებელი განვითარების საშუალება მიეცა;

·     ეს ადგილობრივი  კულტურები,აბასიანთა დაკნინებულ სახალიფოში არსებული რელიგიური,ტომობრივი და პოლიტიკური ქიშპის წყალობით,ამიერიდან წარმოდგენილი იყო ახალი,მეტ-ნაკლებად ავტონომიური დინასტიებით;

·     ამ დინასტიებს  გადანაწილებული ჰქონდათ ისლამური სამყარო ;ეს დინასტიები   ხშირ შემთხვევაში თავბრუდამხვევი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს;

·     მათგან ყველაზე ძლიერი  და ხანგრძლივი აღმოჩნდა ომაიანების დინასტია ესპანეთში;

·     ფატიმიანების დინასტია ეგვიპტესა და ჩრდილოეთ აფრიკაში;

·     თურქ-სელჩუკებისა(სარდელების)  სახალიფოს ცენტალურ  რეგიონებში;

·     მე-11 საუკუნისთვის აშკარად იჩინა თავი ისლამური სახელმწიფოს(ანუ ხალიფატის) დაკნინების ნიშნებმა;

·     არაბთა  იმპერია პრაქტიკულად დაშლილი იყო ავტონომიურ რეგიონულ სახელმწიფოებად;

·     მოხდა ისლამური იმპერიის პოლიტიკური და ამინისტრაციული სტრუქტურის(რომელიც ბიზანტიურ და სასანურ საფუძველებს ეყრდნობოდა) კოლაფსი;(!)

 

კოლაფსი- სისხლის წნევისა და გულის მოქმედების დაქვეითება ერთბაშად, რასაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა. ტერმინი ნასესხებია მედიცინიდან;

 

·     ბაღდადელი ხალიფების ხელისუფლება მხოლოდ ნომინალურ(ფორმალურ) ხასიათს ატარებდა,რეალური ძალაუფლება კი სამხედრო მეთაურების(ძირითადად თურქული მოდგმის მეთაურების) ხელში იყო.

·     გაჩნდა ეკონომიკური დაკნინების ნიშნებიც;მხოლოდ სახალიფოდან გამოყოფილმა ეგვიპტემ შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდის ტემპი;

·     ჩინეთთან,რუსეთთან და ბალტიის ქვეყნებთან მომგებიანი ვაჭრობა ფაქტობრივად შეწყდა;

·     სწორედ ამგვარ ვითარებაში არაბთა ახლო აღმოსავლეთში  იწყება თურქული მოდგმის ხალხების დომინირების ეპოქა ;

შენიშვნა : მე-11 საუკუნე თურქების საუკუნეა

 

თურქების შემოსევები ახლო აღმოსავლეთში

 

·     მუსლიმები(არაბები ) თურქებს პირველად იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრებზე შეხვდნენ და მალე დაიწყო მათი რეკრუტირება ხალიფას არმიაში;

·     უკვე პირველი აბასიანების დროს თურქი მეომრები ხალიფათა მნიშვნელოვან დასაყდენად იქცნენ;

·     მე-11 -ს -ის დასაწყისისათვის თურქი ხალხების ორმა დიდმა მიგრაციამ შეცვალა ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია და ასევე დიდი გავლენა მოახდინა აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ვიტარებაზე ;

 

·     ცენტრალურ აზიაში,მდ.სირდარიის მიდამოებში ოღუზი თურქები მომთაბარეობდნენ;

·     უფრო აღმოსავლეთით,მდ.ირტიშის სანაპიროებზე კი ბინადრობდნენ  თურქი ყივჩაღები;(!)

 

·     ყივჩაღები დასავლეთისკენ დაიძრნენ და შეავიწროვეს ოღუზები;

 

 

·     შემდეგ კი განაგრძეს სვლა სამხრეთ რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპისაკენ,სადაც სხვადასხვა სახელებით,მათ შორის პოლოვცების და კუმანების,იყვნენ ცნობილნი;

·     საკუთარი ტერიტორიიდან გამოდევნილი ოღუზები კი ისლამურ ტერიტორიებზე(ხალიფატის ტერიტორიებზე) შემოვიდნენ;

·     თურქთა მიგრაცია   არაერთი ტალღის სახით განხორციელდა( გაიხსენე სკვითები და კიმერიელების ტალღები)

·     ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თურქ -სელჩუკთა(სელჯუკთა) მიგრაცია დასავლეთის მიმართულებით;

 

·     სახელწოდება სელჩუკი მომდინარეობს ერთ-ერთი თურქული საგვარეულოს მეთაურის სახელისგან,რომელმაც მოახერხა თურქი ტომების გაერთიანება;

·     სელჩუკები დასახლდნენ ხალიფატის ბუხარის პროვინციაში და მიიღეს ისლამი;

·     ისინი საკუთარი ჯარით ემსახურებოდნენ სხვადასხვა მუსლიმურ დინასტიას,მათ შორის თურქული წარმომავლობის ღაზნევიანებს;

 

·     მალე კი სელჩუკის შვილიშვილებმა თორღულ ბეგმა და ჩაღრი ბეგმა თავად ღაზნევიანების წინააღმდეგაც გაილაშქრეს და განდევნეს ისინი ირანიდან;(!)

 

·     მე-10 საუკუნეში იწყება თურქული ტომების ისლამიზაციის პროცესი;

 

·     მომთაბარე თურქები,რომლებსაც ირანელებისა და არაბებისგან განსხვავებით,არ გააჩნდათ წინაისლამური ხანის კულტურული სახელმწიფოებრივი ტრადიციები,ისლამს თავიანთი ეროვნული იდენტობის მთავარ წყაროდ მიიჩნევდნენ;

 

 

·     სახელი თურქი იქცა მუსლიმის ეკვივალენტად როგორც თავად თურქებისთვის ,ისე მოგვიანებით დასავლური სამყაროსთვის;(!)

 

·     თურქებმა სუნიზმი მიიღეს და მალე იქცნენ სუნიზმის თავგადაკლულ დამცველებად სხვადასხვა შიიტური მიმდინარეობის წინააღმდეგ ბრძოლაში;

 

·     მომთაბარე თურქული ტომების ცენტრალური აზიის სტეპებიდან დასავლეთისაკენ დაძვრის ძირითადი მიზეზი საძოვრების ნაკლებობა იყო;(!)

 

·     თურქების ელჩები მომავალ მოწინააღმდეგეებთან მოლაპარაკებების დროს აღნიშნავდნენ ,რომ „მათ დედამიწაზე ადგილი არა აქვთ’’;(!)

 

·     ბინადარი მიწათმოქმედი მოსახლებისთვის თურქების შემოსევებს მეტად მძიმე შედეგები მოჰქონდა;

·     მომთაბარე თურქები ინტენსიური მეურნეობისთვის გამოყენებულ მიწებს საძოვრებისთვის იყენებდნე,ხოლო დამარცხებული ბინადარი მოსახლეობა მთებსა და ხეობებში იხიზნებოდა;

·      თორღულ-ბეგმა 1038 წელს დაიკავა  აღმოსავლეთ ირანის ქალაქი ნაშიბური;(!)

 

·     1040 წელს,ღაზნევინების დამარცხების შემდეგ,გახდა აღმოსავლეთ ირანის უდიდესი პროვინციის,ხორასნის მბრძანებელი;

 

·     ბაღდადის ხალიფა,რომელიც ამ დროსათვის შიიტების მძევლად იყო ქცეული (პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლება დაკარგული ჰქონდა), მიესალმა სუნიტი თურქების წინსვლას დასავლეთისაკენ,რადგან იმედოვნებდა მათი საშუალებით საკუთარი ძალაუფლების თუნდაც ნაწილობრივ აღდგენას;

 

·     1055 წელს თორღულ ბეგი უბრძოლველად შევიდა ბაღდადში;!!!(დაიმახსოვრე)

 

·     მალე ბაღდადის  ხალიფამ მას უბოძა სულთნის ტიტული ,შემდეგ კი თორღულმა დამატებით მიიღო „აღმოსავლეთის და დასავლეთის“ ამირას ტიტულიც,რომელიც მის ძალაუფლებას  ფორმალური თვალსაზრისით ავრცელებდა იმ ტერიტორიებზეც,რომლებიც ეგვიპტის ფატიმიანების სამფლობელოს წარმოადგენდა;

 

·      დაიმახსოვრე :სწორედ თორღულ ბეგი(1037-1063) ითვლება  „დიდ სელჩუკთა“ სახელმწიფოს დამაარსებლად;(!)

 

 

                                    

·     თურქების ძლევამოსილი წინსვლისა და თავბრუდამხვევი სამხედრო წარმატებების განმაპირობებელი ფაქტორებიდან უპირველესად აღსანიშნავია მათი მობილურობა-თვისება,რომელიც დაკარგული ჰქონდათ მათ მოწინააღმდეგეებს;

·      ორგანიზებულ სახელმწიფოთა თავდაცვა დამოკიდებული იყო საყრდენ პუნქტებზე,სადაც ხდებოდა სურსათ-სანოვაგისა და მათი არმიის აღჭურვილობის მარაგის თავმოყრა;

·     სწორედ ამიტომაც ძლიერი და კარგად შეიარაღებული,მაგრამ ნაკლებად მობილური ღაზნევიანთა არმიები არაერთხელ დამარცხდნენ სწრაფ და მსუბუქ თურქულ მხედრობასთან ბრძოლაში,რომელიც ერთი დარტყმით ანადგურებდა ყოველივეს,რაც გზად შეხვდებოდა და აიძულებდა მოწინააღმდეგეს,ემოქმედა გაუკაცრიელებულ  სივრცეებზე;(!)

 

·     დიდი ქალაქების მოსახლეობა, ჩვეულებრივ,უბრძოლველად ემორჩილებოდა სელჩუკებს,რადგანაც არ ჰქონდა ყოფილი მბრძანებლისგან დახმარების მიღების იმედი;ამასთან ეს უკანასკნელნი,მაღალი გადასახადების დაწესების გამო,არ სარგებლობდნენ მოსახლეობის მხარდაჭერით;

 

·     მიწათმოქმედებს და ვაჭრებს,დამორჩილების გარდა სხვა გზა არ რჩებოდათ და იმ იმედით ნებდებოდნენ მომთაბარე თურქებს ,რომ შეინარჩუნებდნენ სავაჭრო კავშირებს ცენტრალურ აზიასთან,რაც საუკუნეთა მანძილზე მათი კეთილდღეობის წყაროს წარმოადგენდა;(!)

 

 

 

                                         „დიდ სელჩუკთა „ სახელმწიფოს აღზევება და დაცემა

                                         (სელჯუკთა იმპერია  არსებობის წლები  1037-1194)

 

 

·     სელჩუკთა იმპერია კიდევ უფრო გაფართოვდა სულთნების  ალფ არსლანის(1063-1072)  და მალიქ შაჰის (1072-1092) მმართველობის პერიოდში;

ალფ არსლანი

 

·     ალფ არსლანის მთავარ „დამსახურებას“ წარმოადგენს ბიზანტიის თავდაცვითი ხაზის განადგურება,რომელიც უკვე მორყეული იყო თურქული ბანდების რეგულარული თავდასხმების შედეგად;

 

·     1071 წელს ალფ არსლამა(!) მანაზკერტთან გაანადგურა ბიზანტიის არმია,თავად კეისარი კი ტყვედ ჩაუვარდათ თურქებს;(!)

 

 

·     ამის შემდეგ, ანატოლია ღია აღმოჩნდა მომთაბარეთა შემოსევებისათვის,რომლებმაც თანდათანობით ფეხი მოიკიდეს დეზორგანიზებულ ქვეყანაში,რომელსაც უკვე აღარ ჰყავდა ადმინისტრაცია და ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ის უკვე მიეტოვებინა;

·     შენიშვნა: ამგვარად ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე თურქეთის თურქებით დასახლებას;

რუმის საულთნო

 

·     მთელ რიგ რეგიონებში შეიქმნა საამიროები,რომელთაც სათავეში ედგნენ დიდ სელჩუკთა ნათესავები ან მათი მხედართმთავრები;

·     თუმცა,სელჩუკთა დინასტიის დასუსტების პირობებში ეს რეგიონიც ანარქიამ მოიცვა;

·     მხოლოდ მე-12 საუკუნის შუა ხანებში მოახერხა სელჩუკიანმა ყილიჩ არსლანმა რუმის სელჩუკიანთა სახელმწიფოს(სასულთნოს) დაარსება;

·     რუმი ეწოდებოდა ტერიტორიას,რომელიც ოდითგანვე ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა;

·     თანდათან მოხდა რეგიონის თურქიზაცია მომთაბარე თურქების ახალი ტალღების მოდინებით;

 

მალიქ-შაჰი

 

·     მალიქშაჰის პერიოდში სელჩუკთა სახელმწიფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია.მას შორეული იემენიც კი ემორჩილებოდა;

·     “დიდ სელჩუკთა იმპერია“,რომლის მსგავსიც აღმოსავლეთში არ ყოფილა არაბთა დაპყრობების შემდეგ,თავბრუდამხვევი სისწრაფით შეიქმნა;

·     ყურადღება: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით ირანელ მოხელეთა როლი,რომლებიც სელჩუკმა სუზერენებმა მოიწვიეს და საშუალება მისცეს ამ უკვე კარგა ხნის ისლამიზებულ(არაბების მიერ) არისტოკრატიას,აღჭურვილიყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელისუფლებით და  გამოევლინა საკუთარი ტალანტი;

·     „დიდი სელჩუკების’’ სახელმწიფოს განმტკიცების საქმეში უმნიშვნელოვანესი როლო შეასრულა ალფ არსლანისა და მალიქშაჰის სპარსული წარმომავლობის ვაზირმა ნიზამ ალ-მულქმა;(!)

 

X

·     ნიაზ ალ მულქის თაოსნობით შეიქმნა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული მუდმივი ჯარი;

·     თურქები ძირითადად საზღვრისპირა რეგიონებში დასახლდნენ -მაგ., აზერბაიჯანსა და ანატოლიაში;

·     მუდმივი დაქირავებული ჯარი, ძირითადად თურქული,რომლის შენარჩუნებაც სელჩუკებს სურდათ,მკაცრ იერარქიას ემყარებოდა;

·     მისი მხედართმთავრები ვალდებულნი იყვნენ თვითონვე შეენახათ საკუთარი ჯარი და ამისთვის დროებით სარგებლობაში იღებდნენ სამფლობელოებს გადასახადების აკრეფის უფლებით;

·     ამ გზით მოხდა უზარმაზარი არმიის შენახვის პრობლემის გადაწყვეტა,რომელიც ზოგიერთი ცნობით,70 000 -ს აღწევდა;

·     სელჩუკთა იმპერიის ეს ფეოდალური სისტემა ირანულ ადმინისტრაციულ ტრადიციებს ეყრდნობოდა.სისტემა  საშუალებას  იძლეოდა დაკმაყოფილებული ყოფილიყო არმიის მოთხოვნები,უზრუნველყოფილიყო მეთაურთა ერთგულება და მომხდარიყო სოფლების აღორძინება;

·     სელჩუკთა ცენტალურმა ხელისუფლებამ ძირითადად შინარჩუნა აბასიანთა მიერ შექმნილი სტრუქტურები.

·     დაიმახსოვრე : (სელჩუკების სახელმწიფო აბასიანთა ხალიფატის მემკვიდრეა,  ისევე როგორც ბიზანტია იყო რომის მემკვიდრე)

·     კიდევ უფრო დაიხვეწა პროვინციების მართვის სისტემა სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მკვეთრი გამიჯვნით;

·     ქალაქების გარნიზონების მეთაურებს არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდათ საგადასახადო უწყების მეთაურებზე;

·     მართმსაჯულების აღსრულება,რაც ისლამური კანონებით სუზერენის პრივილეგიას წარმოადგენდა  და თურქული ტომების ტრადიციებსაც შეესაბამებოდა,ევალებოდათ სპეციალურად შერჩეულ პირებს;

·     მათი საშუალებით სელჩუკი სულთანი ახორციელებდა სასამართლო ხელისუფლებას და ასევე აქტიურად მონაწილეობდა რელიგიურ ცხოვრებაში;

·     ეს ძლიერი სამხედრო და ადმინისტრაციული სტრუქტურის სახელმწიფო სუნიტური იყო და ებრძოდა სხვადასხვა შიიტური მიმართულებების წარმომადგენლებს როგორც ქვეყნის გარეთ,ისე შიგნით;

·     სელჩუკთა სახელმწიფოს სამხედრო-ადმინისტრაციული განმტკიცების გარდა იდეოლოგიურ-პოლიტიკური განმტკიცებისათვის,ღვთისმეტყველთა და მოხელეთა მოსამზადებლად ,ნიზამ ალ-მულქმა შექმნა სასწავლებლების-მადრასეების სისტემა.მასწავლებლებს სახელმწიფო ნიშნავდა.სახელმწიფო უზრუნველყოფდა მასწავლებლებს და მოსწავლეებს ხელფასითაც და ამგვარად სრულ კონტროლს ახორციელებდა სასწავლო პროცესზე;

·     მადრასეებში ამზადებდნენ ღვთისმეტყველებს და სამართალმცოდნეებს,რომლებიც იკავებდნენ სახელმწიფო თანამდებობებს(მოსამართლის,ნოტარიუსის,მასწავლებლის და სხვა)

შენიშვნა:

·     საყურადღებოა ,რომ მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებში ,მთელ რიგ აღმოსავლურ ქვეყნებში(პაკისტანში,ავღანეთში და ა.შ) შეიქმნა სრულიად სხვა ტიპის მადრასეები ესენია ისლამური სკოლები,რომლებშიც იქადაგება რელიგიური ექსტრემიზმი და საღვთო ომის-ჯიჰადის წარმოების აუცილებლობა დასავლეთისა და მისი მოკავშირე სახელმწიფოების წინააღმდეგ;

 

შენიშვნა:ესენი იყვნენნ სსრკ-ს მოკავშირეები,ახლა კი რუსეთი ცდილობს გაიხადოს მოკავშირეებად დასავლეთთან დაპირისპირებაში;

·     სელჩუკთ სახელმწიფოს მკაცრი ორგანიზაციის მიუხედავად,არ მომხდარა ზოგიერთი თურქული ტრადიციის მოსპობა,მათ შორის ,ძალაუფლების საოჯახო კონცეფციისა,რომლის თანახმადაც ხელისუფლება შეიძლებოდა გარდაცვლილი მბრძანებლის ვაჟებს გაენაწილებინათ;

·     ამის გამო გამუდმებით მიმდინარეობდა ქიშპი და ბრძოლა ხელისუფლებისათვის;

·     ნიზამ ალ -მულქმა მოახერხა სამეფო ტახტზე ჯერ ალფ არსლანის,ხოლო შემდეგ მისი ვაჟის,მალიქშაჰის უფლებების დაცვა,მაგრამ  ვაზირის გარდაცვალების შემდეგ(ასასინებმა მოკლეს)  სულ მალე მალიქშაჰიც გარდაიცვალა,რამაც დინასტიის კრიზისი და,საბოლოოდ,ერთ დროს ძლევამოსილი იმპერიის დაშლა გამოწვია;

 

შენიშვნა: ამ კრიზისმა შეუწყო ხელი დავით აღმაშენებელს მეფობის დასაწყისში;

·     სელჩუკთა სახელმწიფოში შინააშლილობით ისარგებლეს ჯვაროსნებმაც,რომლებმაც ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს თურქულ ჯარზე,ჯერ მცირე აზიაში(1097 წ. დორილეას ბრძოლა),ხოლო შემდეგ სირიაში(1098 წ. ანტიოქიასთაბ ბრძოლა)

·     მალიქშაჰის სამი ვაჟი ხანგრძლივი დროის მანძილზე ებრძოდნენ ერთმანეთს ძალაუფლებისათვის;

·     1118 წელს ერთმა მათგანმა სანჯარმა მიაღწია სხვების მიერ ოჯახის უფროსად მის აღიარებას,მაგრამ ამასთან იძულებული გახდა,საგვარეულოს გვერდითი შტოებისათვის დაეთმო დასავლეთის რეგიონები.

·     სელჩუკთა იმპერია საბოლოოდ დაიშალა;

·     მე-12 საუკუნის მიწურულს ასევე ცენტრალური აზიიდან წამოსულმა ხორეზმელებმა  მოახერხეს თურქების მცირე პოლიტიკური ერთეულების უდიდესი ნაწილის განადგურება და მთლიანად  დაიკავეს ირანი;(!)

გაიხსენე  „ვეფხისტყაოსანი“

 

mefeman brZana: «xvarazmSa, xelmwife xvarazmelia,

Tu mogvcems Svilsa sasiZod, misebriv ar-romelia».

და

`dedofalman Tqva: «xvarazmSa mefea morWmiT mjdomeli,

 maTsamca Svilsa sasiZod CvenTvis sxva sjobda romeli?»

 

 

 

 

·     მე-12 საუკუნის ბოლოს ხვარაზმელთა მიერ ირანის დაკავების შემდეგ   სელჩუკთა  ბატონობა ისტორიას ჩაბარდა;

 

პოლიტიკური ტერორიზმის სათავეებთან: ასასინები(ისმაილიტები)

 

·     თურქ-სელჩუკებს საკუთარი სახელმწიფოს შიგნით დაპირისპირება მოუხდათ ერთ-ერთი რადიკალური შიიტური სექტის წარმომადგენლებთან-ისმაილიტებთან(!);

·     1090 წელს ირანელ ისმაილიტთა ლიდერმა ჰასან საბაჰმა დაისაკუთრა მიუვალი ციხე-სიმაგრე ალამუთი ირანის ჩრდილოეთ ნაწილში;

·     მალე ისმაილიტთა ხელში გადავიდა სხვა ციხე-სიმაგრეებიც ირანისა და სირიის ტერიტორიებზე,ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების ჩათვლით;

·     ისმაილიტები საკუთარი არსებობის და სამფლობელოების შესანარჩუნებლად აწარმოებდნენ დაუსრულებელ ბრძოლებს სელჩუკთა წინააღმდეგ;

·     ჰასან საბაჰს კარგად ესმოდა,რომ მის ხელთ არსებულ მცირე ძალებს არ შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ სელჩუკთა ძლევამოსილ არმიას;

·     მან გამოძებნა ახალი გზა,რომლითაც მცირე,მაგრამ დისციპლინირებული და თავდადებული ძალების საშუალებით შეძლო ეფექტიანად დაპირისპირებოდა მრავალრიცხოვან მტერს;

·     ეს გზა ტერორისტული მეთოდების გამოყენება იყო;(!)

 

შენიშვნა:

გაიხსენე ჰასან საბაჰი და ასასინები ,როცა ტერორიზმზე დაწერ ესეს ან ძლიერ მტერთან დაპირისპირებაზე ;

 

 

·     ისმაილიტებს ესაჭიროებოდათ „დიდ სელჩუკთა’’ სახელმწიფოს დასუსტება და დეზინტეგრაცია.ამ მიზნის მისაღწევად მათ 1092 წელს მოკლეს ვაზირი ნიზამ ალ-მულქი,რომელიც მთავარ როლს ასრულებდა სელჩუკთა სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნების საქმეში;(!)

·     ეს მკვლელობა სელჩუკთა სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი გამოდგა.

·     ამრიგად, ამ ერთი მკვლელობით ისმაილიტებმა სელჩუკებს გაცილებით უფრო მძიმე დარტყმა მიაყენეს,ვიდრე ეს რიგითი მარცხის შედეგად იქნებოდა ბრძოლის ველზე;

 

შენიშვნა:ამჟამად რუსეთ-უკრაინის ომის დროს რსეთში გაზრდილია ტერორისტული აქტების საფრთხე ასევე აშშ-ში ,ბრიტანეთში და ევროპაში;

·     პოლიტიკური მკვლელობა ისმაილიტებს არ გამოუგონიათ,მაგრამ ისტორიულად სწორედ მათ ეკუთვნით პირველობა მოწინააღმდეგის დაშინებისა და მკვლელობის პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად ქცევასა და მის სისტემატურ გამოყენებაში;

·     ნებისმიერი მკვლელობას ისმაილიტები ამართლებდნენ რელიგიით;

·     მკვლელობები რიტუალის დონემდე ჰქონდათ აყვანილი;

·     ყოველთვის იყენებდნენ ხანჯალს,არასოდეს საწამლავს,არასოდეს სატყორცნ იარაღს,თუმცა ხშირად მათი გამოყენება უფრო გაუადვილებდათ საქმეს;

·     მათ ძირითადად დანაშაულის ადგილზე კლავდნენ,ან ისინი ტყვედ ვარდებოდნენ და გაქცევის სურვილს არ ავლენდნენ;

·     ცოცხლად დარჩენა სამარცხვინოდაც კი ითვლებოდა;

·     არსებობს ლეგენდა,რომ დავალების შესრულების შემდეგ უვნებლად დაბრუნებული მებრძოლის დედამ გლოვის ნიშნად ძაძებიც ჩაიცვა;

·     ჰასან საბაჰმა გამოიჩინა შესაშური ადმინისტრაციული და სტრატეგიული ნიჭი ამ ტერორისტული აქტების დაგეგმვაში;

·     წარმატებისთვის აუცილებელი იყო მკაცრი ორგანიზაციული სტრუქტურა და იგი განმტკიცებული უნდა ყოფილიყო იდეოლოგიური საფუძვლებით;(!)

·     სასიკვდილოდ განწირული ისმაილიტი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო საკუტარი ქმედების სამართლიანობაში რელიგიური თვალსაზრისით;(!)

·     ასასინთა  მოქმედებაში შერწყმული იყო ცივი გაანგარიშება და ფანატიკური თავგანწირვა;(!)

·     ევროპულ ისტორიულ წყაროებში ისმაილიტებს „ასასინების ‘’ სახელით  მოხსენიებენ;

·     სიტყვა „ასასინი“ მთელ რიგ ევროპულ ენებში მკვლელის მნიშვნელობით შევიდა;

·     ერთი ვარაუდით,იგი მოდის არაბული ჰაშიშინიდან,ჰაშიშის მწევლიდან;(ნარკოტიკია)

·     ევროპელ და აღმოსავლელ ავტორებს უჭირდათ ასასინტ ასეთი თავგანწირვისთვის ახსნის მოძებნა;

·     იმ ხანებში შექმნილი ლეგენდის მიხედვით,დავალების შესასრულებლად გაგზავნილ ასასინებს წინასწარ აბრუებდნენ ნარკოტიკებით;(?)

·     მე-13 საუკუნის მოგზაური მარკო პოლო წერდა,რომ ისმაილიტთა მბრძანებელმა თავის სამფლობელოში შესანიშნავი,სამოთხის მსგავსი ბაღი გააშენა,რომელშიც შეჰყავდათ ჰაშიშიტ გაბრუებული ასასინები.გამოფხიზლებულები,ისინი უკვე შორს იმყოფებოდნენ იმ ბაღიდან და უდიდესი იყო მატი სურვილი  ხელახლა აღმოჩენილიყვნენ იქ; მბრძანებელი,დავალების შესრულების შემთხვევაში,ისმაილიტებს იმქვეყნად ამგვარ ბაღში მოხვედრას აღუთქვამდა;

·     ტერორისტი ისმაილიტები იწოდებოდნენ ფიდაებად;

·     სიტყვა „ფიდაიმ“ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა თანამედროვე მუსლიმ ტერორისტთა ლექსიკონში;(!)

·     არაბულად ის ნიშნავს ადამიანს,რომელიც მზად არის თავგანწირვისთვის(იგივეს ნიშნავს „შაჰიდი“)(!)

·     ასასინთა მსხვერპლების დაყოფა სამ ჯგუფად შეიძლება.

პირველში შედიან ხალიფები,სულთნები,ვაზირები,მხედართმთავრები;

 მეორეში-ის თანამდებობის პირები,ვისაც დანაშაული მიუძღვით ისლამიტთა წინაშე და ვინც ებრძოდა მათ რელიგიას.

 მესამეში კი-მოღალატე,განდგომილი ისმაილიტები;

·     მკვლელობისთვის ისმალიტები დიდხანს და გულდასმით ემზადებოდნენ,ზოგჯერ თვეობით და წლობით ელოდნენ შესაფერის მომენტს მსხვერპლის გასანადგურებლად;

·     ფიდაებს არ ეთაკილებოდათ განსხვავებული მრწამსის ვაჭრის,ხელოსნის,მატხოვრის ნიღაბქვეშ ამოფარება,რათა მოხვედრილიყვნენ თავიანთი მომავალი მსხვერპლის უახლოეს გარემოცვაში;

 

გაიხსენე“ვეფხისტყაოსანი’’:

 

isi kacni ar iWirven mgzavrsa, qalaqs Semavalsa,

savaWroda movekazmvi, saqmesa viqm me muxTalsa,

erTsa jorsa gardavhkideb muzaradsa, jaWvsa, xrmalsa.

me marto Seval vaWrulad da kargad Sevetyuebi,

malviT Cavicvam abjarsa, gavCndebi, gavecruebi,

 

 

 

·     ქრისტიან ბერებად გადაცმული ორი ფიადი 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდა ჯვაროსანთა ბანაკში,სანამ არ მიეცათ ჯვაროსანთა ერთ-ერთი მეთაურის ,მარკიზ კონრად მონფერატის მოკვლის საშუალება;სწორედ ჯვაროსანთა საშუალებით გაიცნო ევროპამ ასასინები;

·     ასასინებს იცნობდნენ საქართველოშიც.“რომელნი არიან კაცნი მკვლელნი მიპარვითა’’ წერს ჟამთააღმწერელი;

·     მაგ. ასასინების მსხვერპლთა შორის არის თბილისის მუსლიმი მოსამართლე,რომელიც  1134 წელს მოკლეს,ვინაიდან მან რამდენიმე ისმაილიტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა;

·     საბოლოოდ ისმაილიტთა სახელმწიფო გაანადგურეს მონღოლებმა,რომლებმაც ხანგრძლივი ალყის შემდეგ,1256 წელს აიღეს ალამუთის ციხე-სიმაგრე;(!)

·     აღსანიშნავია,რომ ამ ალყის დროს მონღოლთა ჯარში ქართველებიც იყვნენ;

·     მალე ასასინებმა შური იძიეს;ერთ-ერთმა გადარჩენილმა ფიდაიმ მოკლა მონღოლტა მხედართმთავარი ჩაღატა-ნოინი.

·     საინტერესოა,რომ ჰჯამთააღმწერელის ცნობით,თავდაპირველად მონღოლებმა ეჭვი ამ მკვლელობაში ქართველებზე მიიტანეს და მზად იყვნენ მათ ჩასახოცად,მაგრამ უეცრად ლერწმოვანიდან კაცი გამოვარდა,აღმართა სისხლით შეღებილი ხანჯალი და დაიძახა „მე მოვკალი ჩაღატა’’(!)

·     დატყვევებულმა მკვლელმა ამაყად განაცხადა,რომ ის იყო ფიდაი და შური იძია თანამოძმეთა გადგურებისთვის.ამით მან ქართველებიც გადაარჩინა გარდაუვალ სიკვდილს;

·     მონღოლთა დაპყრობების შემდეგ ასასინების არსებობა დასრულდა,მაგრამ მათ მიერ შემუშავებული პოლიტიკური ტერორის მეთოდი დღესაც აქტიურად გამოიყენება   მუსლიმ ტერორისტთა  და სპეცსამსახურების მიერ;(მე-19 -მე-20 საუკუნეებში  იყენებდნენ რევოლუციონერები;პირველი მსოფლიო ომის საბაბად პოლიტიკური ტერაქტი იქცა;)

 

                თურქი- სელჩუკები   და საქართველო

 

·     სამხრეთ კავკასიაში სელჩუკები 1048 წელს შემოიჭრენ და იმ დროს ბიზანტიის კუთვნილი სომხეთი დაიკავეს;

·     თავდაპირველად ბიზანტიელები წარმატებით ეწინააღმდეგებოდნენ თურქებს.

·     ამ ბრძოლაში მათ ლიპარიტ ბაღვაშიც ეხმარებოდა,მაგრამ მანაზკერტის ბრძოლამ სიტუაცია მკვეთრად შეცვალა და 1074 წლის ხელშეკრულებით(!) ბიზანტიამ თავისი აღმოსავლეთი პროვინციების დიდი ნაწილი თურქებს დაუთმო;(!)

·     სელჩუკები საქართველოში ალფ არსლანის მმართველობის დროს გამოჩნდნენ;

·     თვდაპირველად ალფ არსლანმა საკუთარი ვაჟი(მალიქ შაჰი?) გამოაგზავნა დასაზვერად,ხოლო 1064 წელს თავად ჩაუდგა სათავეში უზარმაზრ ლაშქარს და სამხრეთ     საქართველოში შემოიჭრა;

 

·     მან ქალაქის მცველთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად აიღო ახალქალაქი

და სასტიკად გაუსწორდა ადგილობრივ მოსახლეობას;(!)

·     პირველივე შემოსევის შემდეგ სამხრეთ საქართველომ დიდი ზარალი განიცადა.თურქთა დაუნდობლობის და სისასტიკის ამბავი მთელ ქვეყანას მოედო;

·     პირველი ლაშქრობა ალფ არსლანს აღარ გაუგრძელებია და ,პირიქით დამოყვრებაც კი შესთავაზა ბაგრატ მე-4-ს;(!)

·     მართლაც,ბაგრატმა საკუთარი დისწული მიათხოვა სელჩუკ სულთანს,თავისი ასული კი ბიზანტიაში გაათხოვა;

·     ბაგრატი ცდილობდა ორივე პოტენციურ მტერთან შეენარჩუნებინა კეთილმეზობლური ურთიერთობა;(!)

 

შენიშვნა: ისევ „ორცეცხლშუა“

 

·     თუმცა,სიტუაცია მალე შეიცვალ.საქართველოში ალფ არსლანის მოკავშირე,ანისის გამგებელი აბულ-სავარი შემოიჭრა,რომელსაც ალფ არსლანისგან დავალებული ჰქონდა ანისის გარშემო და მიმდებარე ქვეყნებში ელაშქრა სელჩუკთა პოზიციების დაცვის მიზნით;

·     საპასუხოდ,ბაგრატ მე-4-მ არანში გაილაშქრა და ბარდავი დაარბია;

·     ამის შემდეგ ,სავარაუდოდ,1068 წელს ალფ არსლამა მე-2-დ ილაშქრა საქართველოში.

·     როგორც ჩანს,სწორედ ამ დროიდან დაიწყო მომთაბარე თურქების ჩამოსახლება ქართულ მიწებზე,რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა საქართველოსთვის;

·     1864-1068 წლებში სელჩუკებმა საქართველოს სამხრეთ რეგიონები დაიკავეს;

·     ქართული მიწების ნაწილი სულთანმა თავის მოკავშირე განძის ამირას გადასცა;

·     ბაგრატი სათანადოდ მოემზადა განძის წინააღმდეგ სალაშქროდ;

·     ბაგრატის ცოლისძმა,ოსთა მეფე დორღოლელი,მას დიდი ლაშქრით დაეხმარა.(!)

·     ქართველებმა,რომელთაც სათავეში უფლისწული გიორგი(შემდეგში გიორგი მე-2) ედგა,მოახერხეს განძის მბრძანებლის ფადლონის დამარცხება;

·     ეს დიდი წარმატება იყო ბაგრატისთვის;

·     არც სულთან ალფ არსლანს შესწევდა ძალა კიდევ ერთი სადამსჯელო ლაშქრობის მოწყობისთვის;

·     ის მოციქულებს და ძღვენს აგზავნიდა საქართველოსთან და ხარკს ითხოვდა,მაგრამ ბაგრატიც დიპლომატიურად მოქმედებდა-ისიც ძღვენსა და მოციქულებს უგზავნიდა სულთანს და ხარკს არ კისრულობდა;მოხარკეობაზე უარის თქმით ბაგრატი დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა;

·     მართალია,ბაგრატმა სელჩუკებთან დაპირისპირებაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია,მაგრამ,როგორც ჩანს,უკვე ამ დროს დაიწყო საქართველოში თურქული ელემენტის დამკვიდრება,რასაც ხელს უწყობდა ანატოლიის დაპყრობა თურქთა მიერ და მათი იქ დასახლება;(!)

 

·     მდგომარეობა უფრო დამძიმდა მალიქშაჰის მმართველობის ხანაში. გიორგი მე-2 თავდაპირველად წინააღმდეგობას უწევდა თურქებს,მაგრამ მალე აშკარა გახდა,რომ ძალები მეტად არათანასწორი იყო;

·     1080 წლიდან საქართველოში დაიწყო ე.წ. „დიდი თურქობა“; !!!(დაიმახსოვრე)

·     სელჩუკებმა ამ პერიოდიდან წესად შემოიღეს ყოველწლიური შემოსევა საქართველოში.(!)

·     ისინი გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თარეშობდნენ და არბევდნენ ქვეყანას;

·     სამეურნეოდ ვარგისი მიწების საძოვრებად გადაქცევის  შედეგად ნადგურდებოდა საუკუნოვანი ტრადიციების მქონე სოფლის მეურნეობა;

·     თურქთა საქართველოში დასახლების ერთ-ერთი მიზეზი იყო ირანში შექმნილი სიტუაცია;

·     მომთაბარული ელემენტის სიჭარბისაგან ირანის გაწმენდის მიზნით მალიქშაჰი და მისი ვაზირი ნიზამ ალ-მულქი მომთაბარულ მასებს ბიზანტიისა და საქართველოსკენ  ერეკებოდნენ;(!)

·     გიორგი მე-2 იძულებული გახდა თავი დამარცხებულად ეცნო;

·     1083 წელს ის ეახლა მალიქშაჰს,მორჩილება გამოუცხადა მას და ყოველწლიური ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა;(!)

·     ხარკის გადახდის სანაცვლოდ მალიქშაჰი გიორგის დაჰპირდა,რომ აღკვეთდა თურქთა მარბიელი რაზმების თარეშს ქვეყანაში,ასევე უწყალობა მას ჰერეთ-კახეთი(!)

·     საქართველოში მობრუნებული მეფე გიორგი სულთანის ლაშქრით კახეთს გაემართა,მაგრამ დაწყებული ბრძოლა ბოლომდე ვერ მიიყვანა(სანადიროდ წავიდა დასავლეთ საქართველოში აჯამეთის ტყეში ).ივრისა და ალაზნის ნაყოფიერი ველები კი თურქების ხელში აღმოჩნდა;(!)

·     თავის მხრიბ,კახეთის მეფე აღასართანიც ეახლა სულთანს,გამუსლიმდა და სულთანის მფარველობაც მიიღო;

·     ამდენად .გიორგი მე-2-მ ვერ მოახერხა ვერც კახეთის შემოერთება და ვერც თურქების განდევნა ქვეყნიდან;

·     მომთაბარეთა თარეში კვლავ გრძელდებოდა;

·     დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი აღნიშნავს,რომ მომთაბარეთა რაზმები არ ექვემდებარებოდნენ სულთანს და თავიანტი ინიციატივით მოქმედებდნენ;

·     ეს ცნობა მიუთითებს იმაზე,რომ უკანასკნელი „დიდი  სელჩუკი სულთანი’’ უკვე ვეღარ აკონტროლებდა ცალკეული მომთაბარე თურქული ტომების მოქმედებას;

·     საქართველოს მეფის ხელისუფლება ამ დროს დასავლეთ საქართველოს ფარგლებს ვეღარ სცილდებოდა;(!)

·     აღოსავლეთ საქართველო კი თურქებს პრაქტიკულად საძოვრებად და სანადირო ადგილებად ჰქონდათ გადაქცეული;

·     გიორგი მე-2 მალიქშაჰთან ზავის დადებისა და ხარკის გადახდის პირობის მიცემის შემდეგ მალე იძულებული გახდა თავისი უფროსი ვაჟისატვის,16 წლის დავითისთვის დაეთმო სამეფო ტახტი;(აიძულეს)

 

                                გადატრიალება საქართველოს სამეფო კარზე

 

·     1089 წელს საქართველოს სამეფო კარზე პოლიტიკური გადატრიალება მოხდა;(!)

·     ქვეყნის მომავლით დაინტერესებულმა სახელმწიფო მოღვაწეებმა აიძულეს გიორგი მე-2 გადამდგარიყო და მეფობა თავისი 16 წლის ვაჟისთვის-დავითისთვის დაეთმო;

·     დავით მე-4-ის გამეფებით და ქვეყნის მართვის სადავეების ამ მოღვაწეთა ხელში გადასვლიტ სრულიად შეიცვალა საქრთველოს პოლიტიკური კურსი,როგორც თურქების ისე დიდგვაროვანი აზნაურების მიმართ;(!)

·     დავით მეფის ყოველ ნაბიჯში ჩანდა შორსგამიზნულობა და წინდახედულობა;(!)

·     რა თქმა უნდა ,ეს ამ ქვეყნისათვის თავდადებულ პირთა გამოცდილება და დამსახურება იყო,რომლებიც ერთგულად ამოუდგნენ გვერდში ახალგაზრდა მეფეს;(!)

·     მათ სათავეში იდგა დავითის აღმზრდელი და მისი უფროსი თანამოღვაწე გიორგი მწიგნობართუხუცესი;(!)

 

           სამხედრო ძალის რეორგანიზაცია

 

·     გადაუდებელ ამოცანად იდგა უძლიერეს ფეოდალთა თვითნებობის აღკვეთა და თურქების საქართველოდან განდევნა;

·     დავითი ,უპირველეს ყოვლისა, სამხედრო ძალის რეორგანიზაციას შეუდგა;

·     მან წვრილ და საშუალო აზნაურთაგან ჩამოაყალიბა კარგად გაწვრთნილი ჭაბუკ-რაინდთა რაზმები,რომლებითაც იგი თურქ მომთაბარეებს თავისუფალი მოქმედების საშუალებას აღარ აძლევდა;

·     აიძულებდა თანდათან დაეტოვებინათ საქართველო;

·     ქართველი მოსახლეობა მამა-პაპის ნასახლარზე ბრუნდებოდა;

 

                               ურჩი ფეოდალების ალაგმვა

·     დავითი  მტკიცე ხელით შეუდგა უძლიერეს ფეოდალთა ნახევრადამოუკიდებელი საფეოდალოების გაუქმებას და დიდგვაროვან აზნაურთა ურჩობის ალაგმვას;

·     მან საქართველოდან გააძევა ბაღვაშთა შთამომავალი ლიპარიტი; მისი  მემკვიდრის რატის გარდაცვალების შემდეგ: „დასრულდა სახლი ბაღვაშთაი,სახლი გამამწარებელთაი,რამეთუ... არღარავინ დაშთა საყოფელთა მათთა მკვიდრი,რამეთუ აღიხსენა უსჯულებაი მამათა მათთაი წინაშე უფლისა და მამული მათი აღიღო მეფემა’’;

·     ასევე დაუნდობლად გაუსწორდა დავითი მეამბოხე ძაგან აბულეთის ძეს და მის ძმას მოდისტოსს-მღვდელმთავარ-ეპისკოპოსს;

·     ამ უძლიერეს ფეოდალთა დამარცხებით მეფემ დიდგვაროვან აზნაურებს ურჩობის ყოველგვარი სურვილი დაუკარგა;

 

                       სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა

 

·     სელჩუკთა დიდი სულთანის მალიქშაჰის გარდცვალების შემდეგ 1092 წ.,თურქთა იმპერია მრავალ ურთიერთმოქიშპე პოლიტიკურ ერთეულად დაიშალა,ამას დაერთო დასავლეთიდან ევროპელი ჯვაროსნების ლაშქობის დაწყება,რამაც თურქებსის ყურადღება ძირითადად იქით გადაიტანა;

·     დავითმა თურ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა დაიწყო ბრძოლა თურქების საქართველოდან ერთიანად გასადევნად;(ხარკს საქართველო 1083 წლიდან იხდიდა)

 

 

                  კახეთის შემოერთება და ერწუხის ბრძოლა

 

·     1101—1104 წლებში მან კახეთ-ჰერეთი ადგილობრივ დიდაზნაურთა  მეცადინეობით შემოიერთა და მისი დიდი ნაწილი სამეფო დომენად აქცია;

·     1104 წელს კი ერწუხთან სასტიკად დაამარცხა განძის ათაბაგი,რომელიც საქართველოს მეფეს კახეთ-ჰერეთს ეცილებოდა;

·     კახეთ-ჰერეთის შემოერთებამ შესამჩნევად გაზარდა საქართველოს ეკონომიკური და სამხედრო ძალები;(!)

 

შენიშვნა:

        ამჟამინდელი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორება ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ასუსტებს საქართველოს;

 

 

             წმენდა ეკლესიაში

 

·     საქართველოს გაერთიანების დამთავრებისა და მეფის ხელისუფლების განმტკიცების საქმეში ერთ-ე-ერთი ძირითადი როლი ეკლესიას უნდა ჰქონოდა,მაგრამ საქართველოს ეკლესიის მმართველობის საჭე ხელთ ეპყრათ დიდგვაროვან აზნაურთა სახლისშვილებს და ისინი თანაუგრძნობდნენ სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდფეოდალთა ფრთას;

 

შენიშვნა:  გაიხსენე ამჟამინდელი  სახალხო დამცველის „თაგრძნობა“ ხელისუფლების მოწინააღმდეგე  ტიპაჟების მიმართ;

 

·     აუცილებელი იყო ეკლესიაში ძირეული წმენდა;

 

·     ასეთი წმენდის მოთხოვნას აყენებდნენ მეფის მომხრე საეკლესიო წრეები;

 

 

·     სამღვდელოების ნაწილი იბრძოდა ეკლესიის მმართველოვაში დიდგავაროვან ფეოდალთა განუყოფელი ბატონობის,საეკლესიო კათედრების(ეპისკოპოსობის) მემკვიდრეობით ან ქრთამით გადაცემის წინააღმდეგ;

·     მაღალი საეკლესიო თანამდებობის დაკავების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მისცემოდა პირად ღირსებებს და არა გვარიშვილობას;

·     მსგავს  შეხედულებებს აყენებდა მე-11 საუკუნეში გიორგი ათონელი;

·     ეკლესიის საქმეების მოწესრიგება საეკლესიო კრების საქმე იყო;

·     1104 წელს მეფის ბრძანებით მოიწვიეს სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება(!),რომელიც მიმდინარეობდა ქარტთლში,რუისისა და ურბნისის საეკლესიო კათედრალებშ,ამიტომ ეს კრება ცნობილია რუის-ურბნისის საეკლესიო კრების სახელით;

·     კრების გადაწყვეტილებით ეკლესიიდან დაუნდობლად გააძევეს უღირსი მღვდელმთავრები;

·     კრებამ მიიღი „ძეგლისწერა“(ეი.ი დადგენილება),რომლითაც აღმოფხვრა ის უწესობანი,რაც დასადგურებული იყო ქართველი ხალხის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში;

·     რუის ურნმისის კრების მნიშვნელობა ძალზე დიდია;(!) (დაიმახსოვრე თარიღი)

·     მეფემ დიდგვაროვანთა ოპოზიციას ჩამოაშორა    დიდი ძალისა და გავლენის მქონე ეკლესია;(!)

·     ხელი შეუწყო მეფის ხელისუფლების განმტკიცებას;

·     ერის ზნეობრივ განწმენდას

 

 

შენიშვნას:  ჩვენს დროშიც მიმდინარეობს  ბრძოლა ეკლესიისთვის,ჯერ-ჯერობით  ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს არაფერი ფამოსდით;

 

        ღონისძიებები მეფის ხელისუფლების განსამტკიცებლად

 

·     მეფის ხელისუფლების განსამტკიცებლად დავითმა საგანგებო ღონისძიებები გაატარა:

·     მეფის უახლოესი მრჩეველი და მისი სამწიგნობროს(კანცელარიის) განმგებელი იყო მწიგნობართუხუცესი(კანცლერი),რომელიც ,როგორც განწესდა,უბრალო ბერი იყო,მაგრამ თავისი მდგომარეობით უაღრესად ინფორმირებული და სახელმწიფო საქმეებში კარგად ჩახედული;

·     განსხვავებით სხვა დიდმოხელეთაჰგან,მას,როგორც ბერს ,საკუთარი სამამულო და სამემკვიდრეო ინტერესები არ გააჩნდა,ამიტომ უაღრესად ერთგული იყო მეფისა და ქვეყნისა;

·     დავით მე-4-მ ეს უბრალო ბერი ქვეყნის სათავეში მოაქცია და სხვა სავაზიროების თავმჯდომარეობა დააკისრა;

·     ამავე დროს მას შეუთავსა ერთ-ერთი უმაღლესი საეკლესიო თანამდებობა-ჭყონდიდის ეპისკოპოსობა-ჭყონდიდელობა;

·     არიგად,იგი უმაღლესი ადმინისტრაციული მოხელეც იყო და დიდი სასულიერო თანამდებობის პირიც;

·     ასეთი გზით მეფე აკონტროლებდა  ეკლესიას;(!)

·     შენიშვნა:შემდგომში მწიგნობართუხუცესებს სხვა საეპისკოპოსოებიც გადაეცემოდათ ბედიის,ალავერდის,უჯარმის და სხვა.

·     პირველი მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი იყო მეფის აღმზრდელი და უახლოესი მრჩეველი გიორგი მონაზონი,რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო რუის-ურბნისის კრების ჩატარებაში;

·     მწიგნობართუხუცესს-ჭყონდიდელს ევალებოდა საეკლესიო საქმების მეთვალყურეობა;

·     ამავე დროს იგი ჩაყენებული იყო უზენაესი სასამართლო ორგანოს-„სააჯო კარის“ სათავეშიც;

·     მასვე ჰქნდა მეფისადმი რჩევის უფლებაც:

·     მის უკითქხავად ქვეყანის მართვა-გამგეობაში  არაფერი კეთდებოდა;(ბიძინაა დღეს მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი))

·     ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს ყველგან და ყველაფერზე მიუწვდებოდა ხელი;

·     იგი მეფის „მამად“ და „ვაზირად „ იწოდებოდა და მისი თანამდებობა დიდგვაროვანმოხელეთა საპირწონედ იყო მიმართული;

·     დიდგვაროვან აზნაურებს სძულდათ ესოდენ გაძლიერებული ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი და ყველა საშუალებით ებრძოდნენ მის ხელისუფლებას;(!)

 

                     „ მსტოვრები“- კონტრ-დაზვერვა

 

·     მეფის მიერ გატარებული ღონისძიებები დიდგვაროვანი ოპოზიციის წინააღმდეგ,ამრავლებდა მეფის პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვს,ე.წ. „მაბრალობლებს“(!)

·     მეფემ „მაბრალობლებს“  დაუპირისპირა „მსტოვართა“(მეთვალყურეთა,მზვერავთა) ძლიერი აპარატი

 

(შეადარე : ნიზამ ალ მულქი „სიასეთ ნამე“ გვ. 281 წყარო 1 მე-11 კლ ნაწილი მე-2)

 

·     ვინც კი შემჩნეული იქნებოდა „ბოროტ სიტყვასა“ თუ მოქმედებაში,ეი. ღალატში,მათ მეფე სასტიკად უსწორდებოდა- „განპატიჟებითაც“ კი(თვალთადაწვით და დასაჭურისებით);

·     წესრიგისა და წესიერების დაცვა ყველასთვის  კანონად იქცა;

 

შენიშვნა:  დავითის მეფობა იყო აბსოლუტიზმი საქართველოში ;

დავითი იყო საქართველოს-სტალინი;

 

 

                  დავით აღმაშენებლის(დავით მე4-ის)  სხვა რეფორმები

 

·     მეფე დავითის დროსვე უნდა ჩამოყალიბებულიყო სამეფო ფინანსების საგანგებო უწყება მეჭურჭლეთუხუცესით სათავეში;

·     ასევე სამხედრო უწყება ამირსპასალარით სათავეში;ამირსპასალარი განაგებდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ლაშქრის მომზადებას და გამოყვანას;

·     მას შემდეგ,რაც დიდებული აზნაურები თანდათან კარგავდნენ „შეუვალობას“,ლაშქრის გამოყვანის მოვალეობა მოსაკარგავე-ერისთავთა განმგებლობაში გადადიოდა;

·     მოსაკარგავე-ერისთავი მკვეთრად განსხვავდებოდა მემამულე-ერისთავისგან;

·     მოსაკარგავე-ამა თუ იმ ტერიტორიის გამგებელი მოხელე იყო,მემამულე კი მემკვიდროებითი მფლობელი;

 

გაიხსენე „ვეფხისტყაოსანი’’:

 

«igi ra mohkla, euben patronsa, Cemsa mamasa,

hkadre, Tu: «sparsTa vera viqm indoeTisa Wamasa,

Cemia mkvidri mamuli, ar mivscem arca dramasa,

da ar damexsnebi, gagixdi qalaqsa viTa tramasa!

და

ar icis, Tu indoeTi upatronod ar gamxdara?!

tariel ars memamule, sxvasa hmarTebs arad ara,

 vis moiyvans, ara vici, anu igi vin momcdara?

 

 

 

·     დავითი ავიწროვებდა ან საერთოდ აქრობდა მემამულე-ერისთავებს და მათ მაგივრად მოსაკარგავეებს აწესებდა;

·     ასეთ მოსაკარგავედ ჩანს კახეთში განწესებული ერისთავი არიშიანი,რომელიც დავითის უერთგულესი  მოხელე იყო და ადრე მისი მონაწილეობით მოხდა კახეთის შეერთება ერთიან საქართველოსთან;

 

           დავით აღმაშენებელი აძევებს თურქებს  საქართველოს ტერიტორიდან

 

·     ქვეყნის შიგნით მდგომარეობის გამტკიცებისათვის დავით მეფემ გააძლიერა ბრძოლა საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებული თურქების წინააღმდეგ;

·     1110 წ. მან აიღო უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქი სამშვილდე,რის შემდეგაც თურქებმა უბრძოლველად დატოვეს ქვემო ქართლის დიდი ნაწილი;

·     1115 წ. ქართველებმა რუსთავიც გაათავისუფლეს

·     1117 წ-ს აიღეს ჰერეთის უკიდურესი აღმოსავლეთის ქალაქი გიში

·     1118 წ -ს დავითმა დაისაკუთრა უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე ლორე,რომელიც თურქთა დასაყრდენი იყო  საქართველოში;

·     საქართველოს მეფის მფლობელობის გარეთ რჩებოდა თბილისი;

 

                            ყივჩაღების    გადმოსახლება

 

·     ამ დროისათვის თბილისს მართავდნენ მოქალაქეთა მიერ არჩეული პირები-„თბილისელი ბერები’’ ანუ უხუცესები;

·     როგორც ირკვევა,მე-11 საუკუნის 80-იან წლებში ქალაქის მფლობელ ამირათა ჯაფარიანების საგვარეულოს გადაშენების შემდეგ ქალაქის მმართველობა ხელთ აუღიათ მოქალაქეთა წარმომადგენლებს,რომლების მიერ არჩეული საბჭოს წევრები თითო თვით განაგებდნენ ქალაქს;

·     მას შემდეგ,რაც თბილისისა და დმანისის მოქალაქეთა მაჰმადიანურმა ზედაფენამ თურქების სულთანს მიმართა საქართველოს მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის,დავითმა გადამწყვეტი შეტევისთვის იწყო მზადება;

·     უძლიერესი მტრის საბოლოოდ გასანადგურებლად მარტო ადგილობრივი ძალები არ იყო საკმარისი;

·     დავითმა და მისმა სამეფო კარმა მიიღო გადაწყვეტილება,გამოეყენებინათ ისეთი მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა,როგორიც ჩრდილოეთში მომთაბარე ყივჩაღთა ტომები იყვნენ;

·     საქართველოს აქამდეც გადმოჰყავდა იმიერკავკასიიდან დაქირავებული ჯარი,მაგრამ ეხლა ეს არ იყო საკმარისი.

·     გადაწყდა საქართველოში ჩამოესახლებინათ ყივჩაღთა მრავალრიცხოვანი ურდო,რომელიც რუსეთის მთავრის ვლადიმირ მონომახის მიერ შევიწროებული და გამოდევნილი იყო ჩრდილო კავკასიაში სამხრეთ რუსეთის ველებიდან;

·     ქართველები კარგად იცნობდნენ ყივჩაღებს და მათთან  ინტენსიური ურთიერთობაც ჰქონდათ;

·     დავითის მე-2 მეუღლე ყივჩაღთა მთავრის ,ათარაქა შარაღანის ძის ასული იყო;

·     საქართველოს მეფემ მოლაპარაკებები გამართა მათთან და საქართველოში გადმოსვლაზე დაითანხმა.

·     1118 წ. დავით მეფე და მისი მწიგნობართუხუცესი გიორგი დარიალის გზით ჩრდილო კავკასიაში გადავიდნენ. მათ დაიმორჩილეს ოსები,რომელთაც ყივჩაღებთან მტრობა ჰქონდათ,დაიკავეს ოსეთის ციხეები ,აიყვანეს მძევლები და უზრუნველყვეს ყივჩაღთათვის მშვიდობიანი გზა.

·     ამის შემდეგ ყივჩაღთა 40 000 ოჯახი საქართველოში გადმოვიდა;

·     დავითმა ისინი საქართველოს საზღვრისპირა რაიონებში ჩაასახლა,მიუჩინა საცხოვრებელი და სამეურნეო ადგილები და თითოეულ ოჯახს თითო შეიარაღებული მხედრის გამოყვანა დაავალა;

·     ამრიგად,ყივჩაღთაგან დავითს 40 000 ცხენოსანი ლაშქარი ჰყავდა მუდმივად,რომელიც უშუალოდ მას ექვემდებარებოდა.

·     მეფემ ასევე შქმნა საკუთარი მუდმივი მცველი ჯარი „მონასპა“,რომელიც 5000 მეომრისგან შედგებოდა;

·     მეფის ასე გაძლიერების შემდეგ ქართული ფეოდალური ლაშქარიც უფრო საიმედო და სანდო გახდა;

·     ასე,ყოველმხრივ მომზადებულმა დავითმა 1120 წელს დაიწყო  გენერალური შეტევა თურქთა წინააღმდეგ სამხრეთ კავკასიაში;

·     საქართველოს ლაშქარი დავითის ვაჟის,დემეტრეს წინამძღოლობით შეიჭრა შირვანში და ქალაქი ყაბალა აიღო;შირვანშაჰი ქართველი მეფის ყმადნაფიცი გახდა;

 

                                            დიდგორის ბრძოლა

 

·     ქრისტიანული საქართველოს ასეთმა წარმატებებმა შეაშფოთა თურ-სელჩუკთა სულთანი მაჰმუდი.

·     მან საქართველოდან მომდინარე საფრთხე შეაფასა და კოალიციური ლაშქრობის წამოწყება გადაწყვიტა;  თურქთა სულთანმა ქრისტიანული საქართველოს წინააღმდეგ ერთობლივი გამოსვლის მოწოდებით მიმართა წინა აზიის მაჰმადიან მეფე-მთავრებს და თავისი დროშის ქვეშ უზარმაზარი ჯარი დარაზმა;

·     მაჰმუდმა ამ გაერთიანებული ლაშქრის სათავეში ჯვაროსნებთან ბრძოლებში სახელმოხვეჭილი სარდალი,ბაღდადის გამგებელი ნეჯმ ად-დინ ილ -ღაზი ჩააყენა;

·     1121 წლის ზაფხულში თურქთა  მრავალრიცხოვანი ლაშქარი ქართლში რამდენიმე გზით შემოვიდა და წალკა-მანგლის -თრიალეთის მიდამოებში განლაგდა;

·     ქართველთა 56 000-იანი ლაშქარი  მტერს რიცხობრივად რამდენჯერმე ჩამოუვარდებოდა,მაგრამ მათის უპირატესობა ჰქონდათ,რომ სამშობლოსათვის იბრძოდნენ და სათავეში ავით მე-4 აღმაშენებელი ედგათ;

·     ამ ბრძოლის მნიშვნელობას მოწმობს ის ფაქტი,რომ  მისი აღწერა დაცულია არამარტო ქართულ წყაროებში,არამედ სომხურ,სპარსულ,არაბულ და ევროპულენოვან ქრონიკებშიც;

·     ეს ბრძოლა დაწვრილებითაა აღწერილი ანტიოქიის ფრანგული სამთავროს კანცლერის ,გოტიეს ქრონიკაში,რომელიც დაიწერა მომდევნო 1122 წელს;

·     მისი ცნობით,ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიუღია 200 ევროპელ რაინდს(მათე ურჰაეცი 100 რაინდს ასახელებს).

·     ევროპელი რაინდების მონაწილეობა ამ ბრძოლაში შემთხვევითი არ არის;

·     მეფე დავითს მანამდეც ჰქონდა კარგი ურთიერთობა ჯვაროსნებთან და ფაქტობრივად საქართველო ევროპელებთან ერთად ერთად გამოდიოდა თურქთა წინააღმდეგ

·     ასე თვლიდნენ ევროპელი პოლიტიკოსებიც;

·     გოტიე აღნიშნავდა რომ ილ-ღაზიმ“დავით მეფის წინააღმდეგ ივერიაში ლაშქრობა იმისთვის გადაწყვიტა..რათა მისი დაქცევის ანუ განადგურების შემდეგ თავისუფლად და სრული ძალით შეუდგეს იერუსალიმისა და ანტიოქიის დამორჩილებას და ქრისტიანთა ამოწყვეტას“ ;

·     დავით მე-4 ჩაშალა თურქ-არაბთა ეს გნზრახვა;

·     მან 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე მთლიანად გაანადგურა მაჰმადიანთა ეს კოალიციური არმია;(!)(დაიმახსოვრე დიდგორის ბრძოლის თარიღი)

·     დავითმა მტერი აიძულა,გადამწყვეტი ბრძოლა მისთვის სრულიად მოუხერხებელ ადგილას გაემართა;

·     დიდგორის ველი თრიალეთის ქედის მაღალ თხემზე მდებარეობს და თურქთა არმიას იქ გაშლის და მთელი ძალის გამოყენების საშუალება არ ჰქონდა;

·     ბრძოლაც დავითის ჩანაფიქრის მიხედვით წარიმართა.

·     თავდაპირველად ქართველ მხედართა მცირერიცხოვანი რაზმი გამოეყო ქართულ ლაშქარს,რომელიც სიმცირის გამო თურქებმა მოღალატეებად მიიღეს და დაუბრკოლებლად შეუშვეს თავიანთ განლაგებაში;

·     თავდადებულთა ჯგუფმა გაბედულად შეუტია მტრის ცენტრს და მის რიგებში არევ-დარევა შეიტანა;

·     დავითის წინამძღოლობით ქართველთა მთავარი ძალა შეტევაზე გადავიდა,რასაც დაერთო ზურგიდან დემეტრე უფლისწულის მეთაურობით ჩასაფრებული ჯარის დრტყმაც,რამაც ერთბაშად გატეხა თურქთა წინააღმდეგობა;პანიკით მოცულმა მტერმა ბრძოლის ველიდან გაქცევა იწყო;

·     ქართველებმა ტყვეებიც ბევრი ჩაიგდეს ხელთ,მათ შორის,სახელოვანი სარდლები და ამირები;

·     დავითის ისტორიკოსი აღფრთოვანებული წერდა,რომ თვიტ გლეხებსაც კი არაბთა და თურქთა მეფეები მოჰყავდათ დატყვევებულნი,ხოლო ტყვედა წამოყვანილ სხვა გოლიათებზე სიტყვის თქმა რაღა საჭიროაო;

·     თვითონ ილ-ღაზი,თავში დაჭრილი და შერცხვენილი,მხოლოდ ოციოდე მხედრის ამარა დაბრუნდა თავის ქვეყანაში;

·     ქართველებმა ანისის საზღვრამდე სდიეს  დამარცხებულ მტერს და თითქმის მთლიანად გაანადგურეს იგი;

·     დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ არა მარტო საქართველო ,არამედ მთელი სამხრეთ კავკასია იხსნა თურქ-სელჩუკთა მომთაბარე მეურნეობის,მათი სოციალური და პოლიტიკური წყობის გაბატონებისაგან;

·     გამარჯვებას კონკრეტული შედეგებიც ჰქონდა;

 

                         თბილისის განთავისუფლება

·     დიდგორის ომში გამარჯვების შემდეგ საქართველოს ძლევამოსილ მეფეს გზა გახსნილი ჰქონდა თბილისისაკენ და მართლც,მტრის ლაშქრის დამარცხების შემდეგ დავითი თბილისს ალყით შემოადგა,ხოლო 1122 წლის დასაწყისში იგი საბოლოოდ დაიმორჩილა;

·     თბილისის წინააღმდეგობით განრისხებული მეფე თავდაპირველად მკაცრად მოექცა ქალაქის დამცველებს;მათე ურჰაელის ცნობით:“ ქართველთა მეფე დავითმა აიღო ქალაქი თბილის.. და სასტიკად ამოწყვიტა ქალაქი,ხოლო 500 კაცი ძელზე გასვა და წამებით მოაკვლევინა’’,მაგრამ მეფის გულისწყრომა მალე დამცხრალა და შემდეგ,თვით მაჰმადიანი ისტორიკოსის ცნობით,მუსლიმებს მთელი რიგი შეღავათები დაუწესა;

 

                   დიდგორის ომის შემდეგ

 

·     1123 წელს დავითმა აიღო ქ.დმანისიც.

·     ამით დასრულდა მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა ქართული მიწების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებისთვის;

·     დავითმა სამეფო რეზიდენცია ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა;(!)

·     სულთანი მაჰმუდი ვერ შეეგუა საქართველოსთან მარცხს და უკვე შემდეგ წელს დიდი ჯარით შირვანში შეიჭრა და მეფე დავითს მუქარის წერილი გამოუგზავნა,მაგრამ როგორც კი შეიტყო,რომ საქართველოს მეფემ მის დასახმარებლად წამოსული რანის ათაბაგი სასტიკად დაამარცხა,სამარცხვინოდ გაიპარა „სოფლად თვისად ‘’

·     1123 წელს სომეხ თავკაცთა თხოვნით დავითმა ილაშქრა ანისზე და ადგილობრივ მოქალაქეთა მონაწილეობით გაათავისუფლა თურქთა მორჩილებაში მყოფი სომხეთის დედაქალაქი

·     ისახებოდა საქართველოს მეთაურობით მთელი კავკასიის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების პერსპექტივა;

 

დემეტრე 1   ( 1125-1156)

 

·      ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ სამხრეთ კავკასიისათვის გაგრძელდა დავით მე-4  აღმაშენებლის მემკვიდრეების,დემეტრე 1-ის(1125-1156) და გიორგი მე-3-ის (1156-1184) დროსაც;

·     ამ ბრძოლის  ველი უმთავრესად სომხეთი და შირვანი იყო;

·     დემეტრე 1-ის საგარეო პოლიტიკა უფრო თავდაცვით ხასიათს ატარებდა;

·     გიორგი მე-3 ცდილობა შეტევითი ხასიათი მიეცა ქართული სამეფოს საგარეო პოლიტიკისათვის;

·     დემეტრე 1-ს მეფობის ხანაში სელჩუკებმა არაერთხელ სცადეს სომხური ქალაქის,ანისის დაბრუნება;

·     საბოლოოდ მათი მცდელობები წარმატებით დასრულდა და ქართველები იძულებულნი გახდენ,დროებით დაეთმოთ ქალაქის გამგებლობა მუსლიმებისათვის;

·     არც განძის(ქ.განჯა  აზერბაიჯანშია) წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიებს მოუტანია საქართველოსათვის განსაკუთრებული წარმატება;მართალია 1138 წელს ქართველებმა შეძლეს განძის აღება და ჩამოხსნეს ქალაქის კარიბჭე(ეს კარი დღესაც გელათში ინახება),მაგრამ ვერ მოახერხეს ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პუნქტის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება და განძა კიდვ დიდხანს წარმოადგენდა სელჩუკთა უმთავრეს საყრდენს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში(!)

    

·     შედარებითი სამხედრო წარუმატებლობა განპირობებული იყო შიდა პრობლემებით;

·     ცენტრიდანული ძალების(ურჩი ფეოდალების) წინააღმდეგ ბრძოლაში დავით აღმაშენებლის მიერ მიღწეული წარმატებების მიუხედავად,დიდ ფეოდალებს კვლავაც შესწევდათ ძალა,ებრძოლათ რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ;

·     ამიტომაც,ძლიერი მეფის(დავითის) სიკვდილის შემდეგ ფეოდალები აახლებდნენ ბრძოლას სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ;

·     ისინი იყენებდნენ ტახტზე პრეტენზიის მქონე სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლებს და მათ აგულიანებდნენ მეფის წინააღმდეგ საბრძოლველად;

·     სეპარატისტი ფეოდალების წაქეზებით და დახმარებით ექიშპებოდნენ სამეფო ტახტისთვის ჯერ მისი ნახევარ-ძმა ვახტანგი,ხოლო შემდეგ მისი უფროსი ვაჟი დავითი.

·     დემეტრემ მოახერხა მოწინააღმდეგეთა დამარცხება და 1156 წელს ტახტზე უმცროსი ვაჟი გიორგი დასვა;(გაიგე მეტი ამ დინასტიურ ბრძოლაზე)

 

            გიორგი მე-3

 

·     გიორგი მე-3 -ს დროს გაგრძელდა დავით მე-4-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკა;

·     ქართველებმა განაახლეს ომი თურქებთან და წარმატებასაც მიაღწიეს;

·     1161 წელს ანისი ისევ ქართველების ხელში გადავიდა;გიორგი მე-3 განდევნა ქალაქიდან მუსლიმი მმართველები და ანისის გამგებლობა თავის ამირსპასალარს ივანე ორბელს ჩააბარა;(!)

·     1162 წელს ქართველებმა კიდევ უფრო სამხრეთით წაიწიეს და აიღეს დვინი,სომხეთის ძველი დედაქალაქი არარატის მთის მახლობლად;

·     სელჩუკთა სასულთნოები კოალიციაში გაერთიანდნენ და სცადეს ქართველთა განდევნა,მაგრამ არ გამოუვიდათ;

·     ქართველებმა და სომხებმა შეძლეს მტრის მოგერიება და 1173 წლიდან დვინი ,ანისი და მიმდებარე რეგიონები ისევ ქართული სამეფოს შემადგენელი ნაწილი გახდა;(!)

·     ამავე ხანებში გიორგი მე-3 აქტიურად იყო ჩართული აღმოსავლეთით,შირვანში მიმდინარე პროცესებში;შირვანის შაჰი  აღასართანი,ქართველი მეფის ვასალი იყო(ყმადნაფიცი).შირვანს ჩრდილო კავკასიელები უტევდნენ,აღასართანმა დახმარებისათვის თავის სუზერენს მიმართა,დახმარებამ არ დააყოვნა,ამან განამტკიცა მეფის პოზიციები შირვანში;

·     ბრძოლა ტახტისთვის გაგრძელდა გიორგის მმართველობის პერიოდშიც.

·     დემეტრეს უფროსი ვაჟის,დავითის შვილი დემნა(!) თავს ტახტის კანონიერ მემკვიდრედ მიიჩნევდა;

·     მეფის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა დემნას გარშემო იწყეს შემოკრება;

·     დემნას  და მისი მომხრეების აჯანყება 1177 წელს დაიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდა;(!)

·     გიორგი მე-3-მ დაამარცხა აჯანყებულები და სასტიკად გაუსწორდა მათ;

·     აჯანყებულთა და მათი მხარდამჭერი  ფეოდალების ნაცვლად(მათ შორის იყო ამირსპასალარი ივანე ორბელი) გიორგი მე-3-მ მაღალ თანამდებობებზე დანიშნა მისი ერთგული საშუალო და წვრილი აზნაურები.(!) (დაიმახსოვრე)

 

 

                                    საშინაო  ვითარება სამეფოში  თამარის გამეფებისას

 

·     გიორგი მე-3-ს ვაჟი არ ჰყავდა;(როსტევანივით)

·     ამიტომაც,პოლიტიკური გართულებებისაგან თავის ასარიდებლად,მან სიცოცხლეშივე,1179 წელს,ტახტზე თავისი ქალიშვილი თამარი აიყვანა(!) და მასთან ერთად მეფობდა სიკვდილამდე,1184 წლამდე;(!)

·     გიორგის გარდაცვალებას მაინც მოჰყვა პოლიტიკური შინაარეულობა-ფეოდალების ნაწილს მიუღებლად მიაჩნდა თამარის გამეფება-არ არსებობდა ქალის მიერ ტახტის დაკავების პრეცედენტი,მაგრამ დარბაზმა(სამეფო საბჭომ) დაადასტურა თამარის გამეფების კანონიერება;

·     თუმცა,თამარი ერთპიროვნული მეფობის დასაწყისში იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო გიორგი მე-3-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებთან და მათ დასაშოშმინებლად თანამდებობებიდან დაითხოვა მამამისის მიერ ერთგულების საფუძველზე დაწინაურებული არადიდგვაროვანი მოხელეები(!)

·     მეფის ხელისუფლების შეზღუდვას განსაკუთრებით ითხოვდა „ყუთლუ არსლანის დასი“

·     მეჭურჭლეთუხუცესი  ყუთლუ არსლანი და სხვა არადიდგვაროვანი  „სიმდიდრით აღლაღლებულები“ მეფისაგან მოთხოვდნენ  ისანში სასახლის მახლობლად,ცალკე  კარავის(სასახლის) აგებას თავიანთი დასისთვის;

·     ყუთლუ არსლანი და მისი დასი აპირებდა შეექმნათ ახალი  სამეფო დარბაზისგან განსხვავებული დარბაზი; ამ ორგანოს თავისი გადაწყვეტილებები უნდა ეცნობებინა მეფისთვის,მეფისთვის ,მეფე კი ამ გადაწყვეტილებებს აღასრულებდა ;

·     დასის პროგრამა ითვალისწინებდა მეფის აბსოლუტური ხელისუფლების შეზღუდვას;(!)

·     ფაქტიურად,უნდა გადანაწილებულიყო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება;

·     საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა გადასცემოდა კარავს;მეფე კი უნდა დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებით;

·     ეს იმ ეპოქისთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ინოვაციას(სიახლეს წარმოადგენდა)

·     პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებისა და სუვერენის უფლებების შეკვეცის ყუთლუ არსლანის  პროგრამას ზოგჯერ ადარებენ ოდნავ უფრო გვიან,მე-13 საუკუნის დასაწყისში ინგლისში შედგენილ „თავისუფლების დიდ ქარტიას“,რომლითა მნიშვნელოვნად შეიზღუდა მეფის ხელისუფლება ინგლისში;(!)

·     ყუთლუ არსლანს ჯარის ნაწილიც უჭერდა მხარს და ყველაფერი მზად იყო აჯანყებისათვის;

·     თამარმა გონივრული ტაქტიკით და გარკვეული დათმობებით მოახერხა ქვეყნისათვის სამოქალაქო ომის თავიდან აცილება

·     მაგრამ „სიმდიდრით აღლაღებულთა“ დასის მოძრაობას საქართველოს წესწყობილებისათვის უნაყოფოდ არ ჩაუვლია;

·     მიუხედავად იმისა,რომ არ შექმნილა დასის მიერ შემოთავაზებული კარავი,არსებული დარბაზის უფლებები მნიშვნელოვნად გაფართოვდა;(!)

·     ამ დროდან მოყოლებული,უმნიშვნელოვანეს სამეფო ბრძანებებს ყოველთვის ახლდა მინაწერი,რომ იგი მიღებული იყო მეფის მიერ დიდებულებთან ერთად და მათი თანხმობით;,“თანადგომისა და ერთიანობის“ პრინციპის საფუძველზე;

         

·     თამარის მეფობის საწყის ეტაპზე,მეფის  ხელისუფლების სისუსტის ნიშანი იყო ისიც ,რომ   დიდებულებმა თამარის დაუკითხავად შეარჩიეს მისთვის საქმრო;(!)

·     დარბაზის გადაწყვეტილებით,თამარის ქმარი(სავარაუდოდ 1185 წელს) გახდა რუსული სამთავროების,ვლადიმირისა და სუზდალის მთავრის,ანდრეი ბოგოლუბსკის ვაჟი,საკუთარი სამშობლოდან გამოძევებული იური.(ქართული წყაროები მას გიორგი რუსს უწოდებენ);

·     ორ წელიწადში ქორწინება გაუქმდა;(გაიგე მეტი)

·     ამის შემდეგთამარმა თავად ამოირჩია საქმრო-ოსი უფლისწული,ბაგრატიონთა მონათესავე და საქართველოს სამეფო კარზე გაზრდილი დავით სოსლანი;(ტარიელი)

შენიშვნა : თამარის დედაც ოსი იყო ;

·     კონსტანტინეპოლში გადახვეწილმა გიორგი რუსმა(ხვარაზმშას შვილი) მისი მომხრე დიდებულების დახმარებით სცადა საქართველოში შემოჭრა,მაგრამ თამარის ლაშქარმა ადვილად დაამარცხა ამბოხებულთა ჯარი;

·     დატყვევებული გიორგი რუსი და მისი მომხრეები,იმ დროს მიღებული წესების მიხედვით არ დაუსჯიათ;

·     გიორგი რუსი ისევ გააძევეს ქვეყნიდან,ბევრ ამბოხებულს კი აპატიეს,თუმცა ფეოდალების ნაწილმა დაკარგა თანამდებობები;

·     ამ შიდა პრობლემების მოგვარების შემდეგ,გაძლირებულმა სამეფო კარმა აქტიურად წარმართა საგარეო პოლიტიკა;

 

                             შაქმქორის ბრძოლა

 

·     თურქები არ ურიგდებოდნენ საქართველოს დომინირებას სამხრეთ კავკასიაში ;

·     სულთანმა აბუ ბაქრმა შეძლო სელჩუკების დიდი ძალების თავმოყრა,1192 წელს შეიჭრა შირვანში და განდევნა ქართველების ყმადნაფიცი შირვანშაჰი;

·     შემდეგ აბუ ბაქრმა მუსლიმური სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან დდიდი ლაშქარი შეკრიბა.მას ხალიფაც ეხმარებოდა;

·     ბრძოლა შამქორის ველზე,კავკასიის სამხრეთ-აღმოსავლრთით გაიმართა და ქართველებმა მძიმე მარცხი აგემეს თურქებს;

·     შამქორის ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ქართველმა მხედართმთავრებმა შალვა და ივანე ახალციხელებმა;

·     შამქორის ველზე გამარჯვების შედეგად სელჩუკები განიდევნენ კავკასიის აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან;(!)

·     შირვანშაჰმა დაიბრუნა თავისი სამფლობელო

   

·     შამქორის ბრძოლამ დაადასტურა საქართველოს სამხედრო უპირატესობათურქულ სასულთნოებზე,მათ კოალიციაზეც კი,საქართველოს მეზობელი თურქი სულთნები იძულებული გახდნენ,ეღიარებინათ საქართველოს მეფის ვასალობა და ხარკი ეხადათ მისთვის;

 

                        ბასიანის ბრძოლა

 

·     ქართველების გაძლიერება მიუღებელი იყო რუმის სასულთნოსათვის(!),რომელიც თამარის ეპოქაში უძლიერეს თურქულ   სახელმწიფოდ იქცა;

·     სულთანმა რუქნ ად -დინმა(!) გადაწყვიტა,ბოლო მოეღო საქართველოს დომინირებისათვის რეგიონში,შეკრიბა დიდი ლაშქარი და ელჩობაც გაუგზავნა თამარს შეურაცხმყოფელი წინადადებით;

·     ბრძოლა 1203 წელს ბასიანის ველზე გაიმართა(!).ქართველებმა დავით სოსლანისა(ოსი) და ზაქარია მხარგრძელის(სომეხი) მეთაურობით,მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს რუქნ ად -დინის ლაშქარი;

·     ბასიანში გამარჯვებას დიდი გამოძახილი მოჰყვა; პალესტინაში მუსლიმებისგან შევიწროვებული ჯვაროსნები იმედოვნებდნენ,რომ საქართველო მათ დაეხმარებოდათ;ხოლო სელჩუკი სულთნები და ამირები ერთიმეორის მიყოლებით ხდებოდნენ საქართველოს სამეფოს ყმადნაფიცები და მოხარკეები;

·     ბასიანის ბრძოლას საქართველოსთვის არ მოუტანია ახალი ტერიტორიები,მაგრამ გამარჯვებამ საქართველოს სამეფო კარს საშუალება მისცა განემტკიცებინა თავისი პოზიციები ჩრდილოეთ სომხეთში.

·     მცირე აზიის სელჩუკთა სწრაფვა კავკასიისკენ წარუმატებლად დასრულდა;(!)

 

 

 

 

                                             ტრაპიზონის იმპერია

·     მე-13 საუკუნის დამდეგისათვის საქართველოს სამეფო კარზე მომწიფდა აზრი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე ქრისტიანული სამეფოს შექმნის აუცილებლობის შესახებ,რომელიც დაეხმარებოდა საქართველოს სელჩუკებთან ბრძოლაში;

·     ბიზანტია იმ ხანებში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა: მის აღმოსავლეთ ნაწილში თანდათან მკვიდრდებოდნენ თურქები,რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საქართველოსაც;(!)

·     1204 წელს კი კონსტანტინეპოლი ჯვაროსნებმა დაიკავეს(!) და ბიზანტია დაანაწილეს;(ნახე ფაილი „ჯვაროსნები“ -„ლათინთა იმპერია“)

·     ასეთ ვითარებაში საქართველოს სამხრეთ საზღვრებს საფრთხეს უქმნიდნენ,როგორც სელჩუკები,ისე ჯვაროსნები;(!)

·      ამიტომ იმავე 1204 წელს ქართულმა ჯარმა დაიკავა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო;

·     აქ ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდნენ ლაზურ-ჭანური ტომები;

·     ქართული სამეფოს ნებით შეიქმნა ტრაპიზონის (ტრაპეზუნტის) იმპერია;,ხოლო მის ტახტზე თამარმა ბიზანტიის ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი,საქართველოს სამეფო კარზე აღზრდილი უფლისწული ალექსი კომნენოსი დასვა.მას იმპერატორის ტიტული მიანიჭეს.საქართვრლო ამ ახალი იმპერიის პროტექტორი გახდ;(!)

 

 

                  ყარსის  აღება

 

·     1204 წელს ქართულმა ჯარმა აიღო გამაგრებული ქალაქი კარ(ყარსი);

·     ამ ქალაქის დაუფლება მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური და ეკონომიკური ტვალსაზრისით;

·     ყარსი წარმოადგენდა თურქ-სელჩუკთა საყრდენ პუნქტს კავკასიაზე თავდასხმებისას;(!)

·     ქალაქი ასევე მდებარეობდა ანის-არზრუმის სავაჭრო გზაზე და დიდი შემოსავალი მოჰქონდა საქართველოსთვის;

 

                 თამარის   საშინაო პოლიტიკა

·     დავით აღმაშენებლის საგარეო პოლიტიკა ახალი ტერიტორიების უშუალოდ საქართველოს სამეფოსთვის მიერთებაზე იყო ორიენტირებული

·     თამარის ეპოქაში უმეტესწილად ვასალური დამოკიდებულების პრინციპი გამოიყენებოდა; რატომ ?

·     იმიტომ რომ  სამეფო ხელისუფლება ცდილობდა შემოერთებული ქვეყანა არ მიეცა სამართავად რომელიმე გაძლიერებული ქართველი ფეოდალისთვის და ისევ ძველი მფლობელის ხელში დაეტოვებინა ყმადნაფიცობის და ხარკის გადახდის პირობით;წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ფეოდალები და შესაბამისად სეპარატისტული ძალები და განწყობილებები  ძალიან გაძლიერდებოდნენ ქვეყანაში;(!)

 

                                                   ლაშქრობა ირანში

·     თამარის  მეფობის ბოლოს ქართულ სამეფოს ჰქონდა ისეთი სამხედრო ძალა,რომ შეეძლო შეეტია მუსლიმური სასულთნოებისთვის ყმადნაფიცების ტერიტორიების მიღმა;

·     თამარმა ლაშქარი გაგზავნა ირანში ქალაქ არდებილის დასარბევად;ეს იყო პასუხი ამ ქალაქის სულთნის მოქმედებაზე,რომელიც აღდგომის დღეს შეიჭრა სომხურ ქალაქ ანისში,დაარბია ეკლესიები და ამოხოცა ქალაქის 12 ათასი ქრისტიანი მცხოვრები;

·     ქართველები არდებილში მუსლიმთა წმინდა ტვის,რამადანის დროს შეიჭრნენ,დაარბიეს ქალაქი,სულთანი და მისი ოჯახი დაატყვევეს;

·     სელჩუკთა თავდასხმების საბოლოოდ აღსაკვეთად ქართულმა ლაშქარმა ზაქარია და ივანე მხარგრძელების მეთაურობით ახალი შეტევა განახორციელა ირანის ტერიტორიაზე,აიღო მრავალი ქალაქი და მიაღწია კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს;

·     ეს იყო ქართული ჯარის ყველაზე შორეული ლაშქრობა საქართველოს ისტორიაში;(!)

·     თამარის ისტორიკოსის სიტყვებით,“ესდენად სიშორესა შინა მივიდნენ,რომელ არცა თუ სახელი ქართველობისა ისმოდა’’

 

·     თამარის დროს მთლიანი კავკასია ან საქართველოს შემადგენლობაში შევიდა ,ან ვასალურ დამოკიდებულებაში აღმოჩნდა

·     ქართული სამეფო მთლიანად აკონტროლებდა შავზღვასა და კასპიის ზღვას შორის ტერიტორიას

·     ძალაუფლება ვრცელდებოდა კავკასიის ჩრდილოეთსა და და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე;

·     ქართული სამეფო მრავალეროვან სახელმწიფოდ იქცა;

·     მე-13 საუკუნისთვის საქართველო ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იმდროინდელ მსოფლიო პოლიტიკაში;

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები