აკაკი წერეთელი - ლექსები
ლექსი - "ქებათა- ქება''
საღმრთო სსიყვარულის. ღმერთის სიყვარულის .
ქებათა-ქება
- "ნუ მიტევებ ოცნებავ,მომეც ძველი ხილვანი" -ალ. ჭავჭავაძე
- "ნუ მასმევ ღვინოს,უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით.." -გრ.ორბელიანი
- "ჰოი,საღამოვ,მყუდროვ,საამოვ,შენ დამშთი ჩემად მანუგეშებლად" - ნ. ბარათაშვილი.
ნეტარება არის ბედნიერებით თრობა და ტკბობა.(კაიფი)
"მაღლით ციურად"" -ზეცისკენ, "სამოთხისაკენ " ღმერთისკენ :იპოვე შესაბამისი ადგილები ლექსში
მე-6 სტროფში
კოსმიურ ჰარმონიას(ღმერთის ქებას) უერთდება და ბანს აძლევს დედამიწის ცოცხალი ბუნებაც. დედამიწის ცოცხალი ბუნების ბანია სწორედ "ქებათა-ქება"
"რამ ამამაღლა ?ვინ მაგრძნობინა
ეს საიდუმლო,ღვთიური ძალა ?
ადამის ცოდვით მკრთალი ბუნება
ძლევამოსილადფ გარდამიცვალა ?!
ამ კითხვაზე პოეტი თავადვე პასუხობს :
"შენ,სიყვარულო,ცისა და ქვეყნის
კავშირო და თან შუამავალო!"
იგულისხმება ღმერთის სიყვარული
დავითს
დაუკვირდი ლექსის მე-2 -მე-8 და მე-9 -მე-18 სტროფებს.
- რომელ ნაწილშია გამოყენებული შიდა რითმები და რომელში ჯვარედინი რითმები? ლექსის მე-2 ნაწილში ჯვარედინი რითმაა გამოყენებული
- შეინიშნება თუ არა ამ ორ ნაწილს შორის ინტონაციური სხვაობა ?
"რამ ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა
ეს საიდუმლო ,ღვთიური ძალა ?
შენიშვნა :ახალ ინტონაციაზე შეიძლება გადასვლა შეკითხვებით
რა ახალი თემა შემოვიდა ლექსის მე-2 ნაწილში ?
სიყვარულის თემა
შენიშვნა : ახალ ინტონაციასთან ერთად შემოდის ახალი თემა
"ადამის ცოდვით მკრთალი ბუნება
ძლევამოსილად გარდამიცვალა ?!"
რა აღავლენინებს მას "საშვილიშვილო გალობას "?
საღმრთო სიყვარული
მე მას ვუგალობ, ვისაც განგებამ
განთიადი
მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა, მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა. დადუმებულა მთაწმინდა, ისმენს დუდუნსა მტკვრისასა: მდინარე ნანას უმღერის რაინდსა, ურჩსა მტრისასა… მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს, მამადავითსა ავედრებს, აბარებს ქვეყნის მოყვარეს… მგოსანი გრძნობამორევით თვალს ავლებს არემარესა და გულის-პასუხს ნარნარად უმღერის ტურფა მხარესა: “ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო!.. „ვერ ავიტანე ობლობა, სისხლის ცრემლები ვღვარეო, წამძლია სულმა და გულმა, შენს ნახვას დავეჩქარეო. „წინ მომეგებნენ ღიმილით შენი მზე, შენი მთვარეო, გუნდი და გუნდი ვარსკვლავი მოკაშკაშ-მელვარეო. „გულში იფეთქა სიამემ, სევდები უკუვყარეო, ია და ვარდი დამჭკნარი ხელახლა გამიხარეო!.. „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, სულის ჩამდგმელო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო!.. „ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს, ზე კალთა დამაფარეო… და რო მოვკვდები, გახსოვდეს, ანდერძი დავიბარეო: „დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ: შენს მიწას მიმაბარეო, ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!“
თემა- პატრიოტულისათქმელი : სიყვარულის სანაცვლოდ მხოლოდ სამშობლოში დამარხვის უფლება შეიძლება მოვითხოვოთ სამშობლოსაგან.
ხლექსი - "სულიკო''
საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე… დაკარგულიყო!… გულამოსკვნილი ვჩიოდი: “სადა ხარ, ჩემო სულიკო?!” ეკალში ვარდი შევნიშნე, ობლად რომ ამოსულიყო; გულის ფანცქალით ვკითხავდი: “შენ ხომ არა ხარ სულიკო?!” ნიშნად თანხმობის კოკობი შეირხა… თავი დახარა, ცვარ-მარგალიტი ციური დაბლა ცრემლებად დაჰყარა. სულგანაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო; მივეხმატკბილე ჩიტუნას: “შენ ხომ არა ხარ სულიკო?!” შეიფრთქიალა მგოსანმა, ყვავილს ნისკარტი შეახო, ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, თითქოს სთქვა: “დიახ, დიახო!” დაგვქათქათებდა ვარსკვლავი, სხივები გადმოსულიყო; მას შევეკითხე შეფრქვევით: “შენ ხომ არა ხარ სულიკო?!” დასტური მომცა ციმციმით, სხივები გადმომაყარა და იმ დროს ყურში ჩურჩულით ნიავმაც ასე მახარა: “ეგ არის, რასაც ეძებდი, მორჩი და მოისვენეო! დღე დაიღამე აწ ტკბილად და ღამე გაითენეო! სამად გაშლილა ის ერთი: ვარსკვლავად, ბულბულ-ვარდადო, თქვენ ერთმანეთი რადგანაც ამ ქვეყნად შეგიყვარდათო”. მენიშნა… აღარ დავეძებ საყვარლის კუბო-სამარეს, აღარც შევჩივი ქვეყანას, აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს! ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ, ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა, და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს, ვერ გამომითქვამს ენითა! ისევ გამეხსნა სიცოცხლე, დღემდი რომ მწარედ კრულ იყო, ახლა კი ვიცი, სადაც ხარ, სამგან გაქვს ბინა, სულიკო!..1. რას ეძებს ლექსის ლირიკული გმირი ?
2. როგორია მისი სულიერი მდგომარეობა ?
3. როგორ ეხმაურება ბუნება ლირიკული გმირის განცდებს ?
4. როგორ თანაუგრძნობენ მას ვარდი ,ბულბული და ვარსკვლავი ?
5. სად იპოვა ლირიკულმა გმირმა თავისი „სამად დაშლილი“ სიყვარული?
6. როგორ ფიქრობ ,რას შეიძლება გამოხატავდეს ეს სამეული ?
7. საიდან ჩანს ,რომ პოეტი სიყვარულს მიიჩბნევს სიცოცხლისა და გადარჩენის საიდუმლოდ ?
8. დააკვირდით ლირიკული გმირის მიერ გამოყენებულ ლექსიკურ ეთეულებს( „სულიკო“,“მივეხმატკბილე „) და დაახასიათეთ იგი მისი მეტყველების მიხედვით.
ლირიკული გმირი არ არის მგზნებარე,ვნებიანი,მებრძოლი,თავგანწირული ჭაბუკი.ის სევდიანი,წყნარი,ალერსიანი და დაფიქრებული მოწიფული ადამიანია;
9. ცნობილი შესიტყვება“ცვარ-ნამი ‘’ აკაკიმ „ცვარ-მარგალიტით „ შეცვალა.კიდევ რომელი ორიგინალური ლექსიკური ერთეულები გვხვდება ამ ლექსში ?
10. როგორ ფიქრობთ,რას უნდა გამოხატავდეს სატრფო-საყვარლის ალეგორიული სახე აკაკის ამ ლექსის მიხედვით?
11. თუკი პოეტი მე-19 საუკუნის ლიტერატურაში დამკვიდრებულ ტრადიციას აგრძელებს და სატრფოში სამშობლო იგულისხმება,როგორ ეიძლება აიხსნას „დაკარგული საფლავის“ ძიება ?
12. გაიხსენეთ ამ ლექსზე შექმნილი ცნობილი სიმღერა და იმსჯელე,რამდენად მიესადაგა ვარინკა წერეთელის მელოდია აკაკის სათქმელს ?
ხ
ლექსი - აღმართ-აღმართ"
აღმართ-აღმართ
აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა.
მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.
შემიდუღდა მაშინ სული და გული,
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.
გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,
ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.
ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,
რომ დღეის-დღის ხმა ისმინოს გაისმა.
ცის მახლობლად ფეხქვეშ ვიგრძენ მიწა მე,
ვსთქვი: „ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!"
და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?"
გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: „მტერს როგორ მონებდა?
მოხიბლულა, შემცდარია, ის არი!..
ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!"
მივაძახე: „ჭინჭარში ნუ ვარდები!..
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!
შეიბრალე თავი შენი, იცოდე!
მაგ შარბათში საწამლავს ჰსვამ, იცოდე!"
არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,
და დამასვა საუკუნოდ დანა გულს!
აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,
თუ მაღლობზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?
ჩემო თავო! ვეღარ გკურნენ წამალით!
დაღმართ-დაღმართ დაუყევი, წა მალით!
იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,
ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!
დაივიწყე, ვინც გახსოვდა მარად, ის!
ხელდაკრებფით განისვენე მარადის!
1876
· დააკვირდი ლექსის გარითმვის ხერხს და რითმების ბგერით შემადგენლობას .რას ამჩნევთ ?
გარითმულია ორ-ორი სქტრიქონი;
რითმების ბგერითი შემადგენლობა იგივეა;
· დაიმახსოვრე:
ისეთ რითმას,რომლის წევრები ფორმით ერთი და იგივეა,ხოლო შინაარსით განსხვავებული,ომონიმური რითმა ეწოდება;
ფორმით და შინაარსით იდენტური წევრებისგან შედგენილ რითმას კი ტავტოლოგიურს უწოდებენ;
დააკვირდი თითოეულ სარითმო წყვილს და უპასუხე,ომონიმური რითმებითაა გაწყობილი ლექსი თუ ტავტოლოგიურით ?(პასუხი დაასაბუთე)
ომონიმურით;
მე ნელა- მე აუჩქარებლად
მენელა- შემიმსუბუქდა,მოცილდა,მომეფონა
მაშინა- მაშინ,იმ მომენტში
მაშინა- შემაშინა
და გული- და(კავშირი) გული (ორგანო)
დაგული- დამწვარი,დაბუგული
დამიწყო- სტარტი მისცა
დამიწყო-დამილაგა
გაისმა- მოისმა
გაისმა-მომავალმა
მიწა მე- ხმელეთი მე
მიწამე- მაღიარე,მენდე,დამიჯერე
სად არი ?- კითხვა
სადარი- დარიანი,მოწმენდილი,სასიამოვნო
ჰმონებდა -ემონებოდა
მონებდა-დანებდა,დამორჩილდა
ის არი- ეგაა
ისარი- ბასრი წვეტიანი იარაღი
ვარდები-ზემოდან ქვევით გადავარდნა
ვარდები -ყვავილები
იცოდე- გაფრთხილება
იცოდე-შეიცოდე
დანაგულს- დადაგულს
დანა გულს - ბასრი მჭრელი იარაღის გულში
ნეტა რად ?- კითხვა რატომ ?
ნეტარად- სულიერი კმაყოფილება
წამალით- სამკურნალო საშულება
წამალით -წადი სწრაფად
ლოდებით- მოლოდინით,დალოდებით
ლოდებით- ქვებით
მარად, ის- მუდმივად ის
მარადის-სამუდამოდ
· როგორ ფიქრობ,ხალისიანი და მაჟორულია ლექსის დასაწყისი,თუ სევდიანი და ლირიკული ?
მაჟორული „გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!“-მდე
· რას გულისხმობს,თქვენი აზრით აღმართ-აღმართ სვლა,საით მიემართება პოტი ?
ცხოვრების კიბეზე სვლას .
· ძბელია თუ არა ამ გზაზე სიარული ლექსის მიხედვით ?(პასუხი დაასაბუთე )
საკმაოდ ძნელი და რთულია ,სწრაფად ასვლა თითქმის შეუძლებელია:
"აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,"
პოეტი ცხოვრების კიბეს მძიმედ მიუყვება ზევით
· რა შვება მოჰგვარა პოეტს აღმართის დაძლევამ ?
აღმართის დაძლევას ,გავაკებას,მიზნის მიღწევას შვება და კმაყოფილება მოჰყვა
"სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა".
· როდის ივსება სიხარულით მისი გული ?
როცა პირველი წარმატება იქნა მიღწეული
„მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.“
· რა უქარვებს მას სიკვდილის შიშს ?
სასიცოცხლო ენერგიის მომატება,საკუთარი თავის რწმენა
„გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.“
· რა შეიძლება ვუწოდოთ ლექსის მესამე სტრიქონში აღწერილ სულიერ მდგომარეობას ?
ამაღლებული,ოპტიმისტური
· რაზე მიგვანიშნებს სიტყვა „შფოთვა“ ლექსის მე-4 სტროფში ?
„შფოთვა“ აქ ნიშნავს სულიერ მღელვარებას,ძლიერ დადებით ემოციურ განწყობას
· რომელ სტრიქონში აღწევს ლექსის აღმავალი ტონი კულმინაციას ?
„ცის მახლობლად ფეხქვეშ ვიგრძენ მიწა მე“
· როგორ გესმით სიტყვები „ცის მახლობლად ფეხქვეშ ვიგრძენ მიწა მე‘’?
პოეტმა იგრძნო საყრდენი ცხოვრებაში იპოვა საკუთარი
ცხოვრების გზა და საკეთებელი საქმე;
· რამ განაპირობა „დაღმართ’’ სვლა ?
სამშობლოს უიმედო მდგომარეობამ;
· როგორ ფიქრობ,რისი ალეგორიაა „ალერსით მთვრალი სატრფო ‘’?
რუსეთის იმპერიას საკუთარი ნებით დამორჩილებული საქართველოსი
· კიდევ რომელი პოეტის შემოქმედებაში შეგხვდა მსგავსი ალეგორიული სახე ?
ალ.ჭავჭავაძის
· როგორ არის ლექსში გამოხატული იმედის გაქრობით გამოწვეული ტკივილი ?
აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,თუ მაღლობზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?
· რა შეიცლებოდა,ეს ლექსი აკაკი წერეთელს სხვაგვარად,რომ დაესათაურებინა ?(მაგ. დაღმართ-დაღმართ“ ;“არ მისმინა „ და სხვა.)
ლექსში გადმოცემულია იმ კაცის განწყობა,რომელმაც რაღაც წარმატებას მიაღწია, მაგრამ ხედავს ,რომ სამშობლო უიმედო მდგომარეობაშია და პირადი წარმატება სიამოვნებას ეს შეიცვლებოდა სხვაგვარად ,რომ დაესათაურებინა;
ლექსის სათქმელი:
პირადი წარმატება ,როცა სამშობლო თავისუფალი არ არის სრულ სიამოვნებას ვერ მოგიტანს.
ხხხხხხხხხხხხხხხ
ლექსი - "ჭაღარა"
ის აღარა ვარ, რაც ვიყავ,
ძნელი ყოფილა ჭაღარა...
ვეღარ გაჰკივის თამამად
ჩემი დაფი და ნაღარა.
გული არ იშლის გულობას,
მაგრამ ვერ მოსდევს ძალ-ღონე!..
ვარ ბევრი “ვაის” მნახველი
და ბევრი “უის” გამგონე.
ამევსო გული წვეთ-წვეთად
ნაღველითა და შხამითა,
ისე, ვით საუკუნები -
სხვადასხვა მრავალ წამითა.
მაშ რაღად მინდა სიცოცხლე
მე, აწმყო-გამწარებულსა,
თუ, ვისაც ვეტრფი, ვინც მიყვარს,
ვხედავ მას აოხრებულსა?
მაგრამ იმედი, ცის ნიჭი,
რომ გამიელვებს გლახ-გულსა,
თავი ტარიელ მგონია,
ოცნებით გარემოცულსა.
ვუხმობ ფრიდონს და ავთანდილს,
მხარი მხარს მივცეთ, ხელი ხელს,
ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს,
მოელის ტურფა გამომხსნელს!
რა ვუყოთ, თეთრი მერიოს!?
სისხლით შევღებავ ჭაღარას
და სულ სხვა ხმაზე დავუკრავ
ამ ჩემს დაფსა და ნაღარას.
მაგრამ ვაიმე, რომ ეჭვი
მოუგზავნია ჯოჯოხეთს:
მაცდურ სარკეში მახედებს,
ოცნებას მიკლავს... გულს მიხეთქს!..
ამბობს: “ფრიდონ და ავთანდილ
ჯერ ვერ გადიხდის ომსაო!...
და შენც ტარიელს მოჰგავხარ
ისე, ვით კატა ლომსაო”.
მართალი არის, მაგრამ რა?
რისთვის დავკარგო იმედი?
გმირს წინა-უძღვის ყოველთვის
უძლური წინამორბედი!..
არა! აყვავდეს იმედი!...
გულს ვერ გამიტეხს ჭაღარა!..
გმირებს უძახის... უყივის
ჩემი დაფი და ნაღარა!
1886 წ.
1. როგორ წარმოგვიდგენს ლირიკული გმირი საკუთარ თავს ლექსის დასაწყისში ? ვინ არის იგი,ვინ ესაუბრება მისი სახით მკითხველს ?
თავს წარმოგვიდგენს ხანში შესულ ადამიანად;
ლირიკული გმირი თავად აკაკია
2. რისი ალეგორიაა შენი აზრით „დაფი „ და „ნაღარა ‘’
ახალგაზრდული მოჯანყე სულის;
3. რატომ მიიჩნევს ლექსის ლირიკული გმირი თავს „აწმყოგამწარებულად''იმიტომ რომ
„ვისაც ვეტრფი, ვინც მიყვარს,
ვხედავ მას აოხრებულსა?“
ანუ ხედავს გაუხარელ და აკლებულ სამშობლოს
4. რომელი ცნობილი პერსონაჟის სახით წარმოგვიდგება ამჯერად „ტყვე სატრფო- სამშობლო’’ ?
„ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს“
5. რა არის ლირიკული გმირის ოცნება ?
სამშობლოს გამოხსნა,განთავისუფლება;
6.
„ტყვე სატრფო- სამშობლოს’’ გარდა,კიდევ რა მოტივი იჩენს თავს ამ ლექსში,რომელიც ასევე რომანტიკული პოეზიიდან იღებს სათავეს? (ვის უხმობს „დაფი“ და „ნაღარა“).
გმირის ძიება და მოლოდინი.
რომანტიკული პოეზიის გარდა,კიდევ სად იჩინა თავი ამ მოტივმა ?
პატრიოტულ ლირიკაში,ხალხურ პოეზიაში
7. იმსჯელეთ,რატომ არის იმედი „ცის ნიჭი „,ხოლო ეჭვი „ჯოჯოცეთის მოგზავნილი’’?
იმედი - რწმენაა ; ეჭვი- ურწმენობა
კიდევ რომელ ნაწარმოებში შეგხვდათ ეჭვის,საკუთარ არჩევანში დაეჭვების მსგავსი გააზრება ?
ილიას "განდეგილში''
8. მიაჩნია თუ არა ლირიკულ გმირს თავი სატრფოს გამომხსნელად ?
არ მიაჩნია:
"შენც ტარიელს მოჰგავხარ ისე, ვით კატა ლომსაო”.
10. რაში ხედავს იგი თავის დანიშნულებას ?
მოამზადოს ხალხი გმირისთვის:
"მართალი არის, მაგრამ რა?
რისთვის დავკარგო იმ
გმირს წინა-უძღვის ყოველთვის
უძლური წინამორბედი!.."
ალუზია წინასწარმეტყველებსა და მესიაზე
11. კიდევ სად,რომელ ცნობილ ნაწარმოებში შეგხვდათ მსგავსი აზრი ?
ნიკოლოზ ბარათაშვილის"მერანში"
" ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს, და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!"
12. რა განწყობით მთავრდება ლექსი ?
ოპტიმისტური
13. როგორია ლექსის ინტონაცია-აღმავალი თუ დაღმავალი ?
აღმავალი

Комментарии
Отправить комментарий