·
დაიბადა სოფელ სხვიტორში ,საჩხერის მახლობლად;
·
ბავშვობა,ოჯახური გარემო და გიმნაზიაში სწავლის წლები
აღწერა ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში „ჩემი თავგადასავალი ‘’
·
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ
·
სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის
ფაკულტეტზე განაგრძო;(თავისუფალ მსმენელად)
·
უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე 1862 წ. სა-ში დაბრუნდა;
·
აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში;
·
მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა:
„ცისკარში „;“დროებაში“;“ივერიაში
‘’;“კვალში’’;“საქართველოს მოამბეში „
·
1897-1900 წ-ში გამოსცა საკუთარი ჟურნალი „აკაკის კრებული
‘’
·
აქ გამოაქვეყნა თავისი საუკეთესო ნაწარმოებები :“ბაში-აჩუკი“;
„მედეა“ ;“ჩემი თავგადასავალი“;“ნათელა „;“გამზრდელი“;“თორნიკე ერისთავი „ პუბლიცისტური
წერილები“; ფელეტონები
·
1907 წ-ს გამოსცა იუმორისტული ყოველკვირეული გაზეთი
„ხუმარა „
რომელიც პირველი ნომრიდანვე აიკრძალა;
აკაკი დააპატიმრეს;ამას მოჰყვა ხალხის ძლიერი პროტესტი და მეორე დღესვე გაათავისუფლეს;
·
არაოფიციალურად რედაქტორობდა იუმორისტულ ჟურნალებს
„ოხუნჯი „ და „ბზიკი „ ;ისინიც მალე აიკრძალა;
·
თანამშრომლობდა ქართული თატრის მუდმივ დასთან(1879 წ)
.აკაკის შემწეობით თეატრმა მუდმივი ბინა დაიმკვიდრა;
·
მისი თაოსნობით
,ილია ჭავჭავაძესთან ერთად, 1880 წ დაარსდა „ქართული დრამატული საზოგადოება
‘’,ერთხანს ხელმძღვანელობდა ამ საზოგადოებას;
·
აქტიურად მონაწილეობსდა 1882 წ. „ვეფხისტყაოსნის’’ გამოცემაში;
·
კითხულობდა ლექციებს რუსთაველის და მისი პოემის შესახებ;
·
1903 წ.“ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ „ მიიწვია
ქართული დასის რეჟისორად;
·
მის სახელთან არის დაკავშირებული ჭიათურის „სავი ქვის
„ აღმოჩენა და მის ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის შექმნა („გუნდა ქვის ამბავი
„-1880 წ.)
·
ჩაუყარა საფუძველი ქართული ზეპირსიტყვიერების შეგროვება-გამოქვეყნების
საქმეს
·
არასოდეს უმსახურია სახელმწიფო დაწესებულებაში;
·
ამჟობინებდა პოეტის თავისუფალ,დამოუკიდებელ ცხოვრებას;
·
არ დარჩენილა არც ერთი საზოგადოებრივ-კულტურული თუ პოლიტიკური
მოვლენა,რომელსაც ის არ გამოხმაურებია;
·
ილია ჭავჭავაძესთან ერთად ქართული საზოგადოების ერთ-ერთი
წინამძღოლი იყო;
·
მისი მრავალი ლექსი ხალხურ მოტივებზეა აგებული;
·
მის ლექსებზე ბევრი პოპულარული სიმღერა შეიქმნა:“სულიკო“;“ციცინათელა
„; „დაიგვიანეს „ ;“სანამ ვიყავ ახალგაზრდა „ და სხვა..
·
ქვეყნის ჭირისუფლობისმმშვენიერი ლექსების,დიდებული გარეგნობისა
და მოსწრებული სიტყვა-პასუხის გამო თანამედროვეები აკაკის თითქმის აღმერთებდნენ;
·
აკაკი ნამდვილი სახალხო პოეტი იყო;
·
1908 წ.მთელმა საქართველომ იზეიმა მისი სამწერლო მოღვაწეობის
50 წლის იუბილე;
·
1912 წ. პოეტმა რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა,რაც დიდ დღესასწაულად
იქცა,შემორჩენილია ამ მოგზაურობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი;(იძებნება იუთუბზე)
·
აკაკი წერეთელი 1915 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა მშობლიურ
სოფელში;
·
სამგლოვიარო მატარებელს საჩხერიდან თბილისამდე ზღვა
ხალხი ხვდებოდა;
ა აკაკის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე გადაღებულია ფილმი "აკაკის აკვანი''
ხ
პერსონაჟის დახასიათება
დახასიათება არის ადამიანის, საგნის ან რაიმე მოვლენის განმასხვავებელი თვისებების ჩამოთვლა.
დახასიათება შეიძლება იყოს მხატვრული და არამხატვრული.
მხატვრულ დახასიათებას თვითონ მწერალი გვაძლევს.
მხატვრულია ი. ჭავჭავაძის მიერ ლუარსაბისა და მისი კარ–მიდამოს მხატვრული დახასიათება.
მხატვრულ დახასიათებაში მწერალი სარგებლობს მხატვრული გამონაგონით და მეტი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით უხვად იყენებს მეტყველების პოეტურ ფორმას – ტროპებს, ფიგურებს, არ ერიდება გაზვიადებას და სხვ.
ხ
არამხატვრულ დახასიათებაში ჩვენ ვგულისხმობთ, უმთავრესად, მეცნიერულ და საქმიან დახასიათებას. მწერლის მიერ მოქმედი პირის დახასიათება (პირდაპირი ან არაპირდაპირი – მისი სულიერი ცხოვრების, მოქმედების, გარემოს, სხვებთან ურთიერთობის და სხვა საშუალებით) მხატვრულია, მაგრამ, როდესაც ჩვენ თვითონ ვახასიათებთ მწერლის პერსონაჟს ამავე მონაცემების საფუძველზე, ის უკვე - მეცნიერულია.
ლიტერატურის შესწავლასთან დაკავშირებით ხშირად საჭირო ხდება მხატვრული ნაწარმოების მოქმედი პირების დახასიათება.
ასეთ შემთხვევაში მხატვრულ ნაწარმოებში, მოცემული მასალების მიხედვით, ჩვენ დახასიათების საშუალებით ვაცნობთ მკითხველს
მოქმედი პირის გარეგნობას (პორტრეტს)
და მის მთავარ ფსიქიკურ (სულიერ) თვისებებს.
მაგ.როდესაც ვახასიათებთ არსენა ოძელაშვილს ხალხური „არსენას ლექსის” მიხედვით,
ჩვენ დასაწყისში განვმარტავთ მის ვინაობას (როდის ცხოვრობდა ან რით იყო ცნობილი)
და ყურადღებას ვამახვილებთ მის სულიერ თვისებებზე. ხალხური არსენას მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო მამაცი, ხალხის მოყვარე, გამჭრიახი, უხვი, სულგრძელი და სხვ.
ყურადღება:ყველა ეს თვისება დასაბუთებული უნდა იქნეს თვით მხატვრული ნაწარმოებიდან მოყვანილი შესაფერი ადგილების საშუალებით. ამ შემთხვევაში დახასიათება ლიტერატურული ნაწარმოების განხილვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სახეობაა.
ხხხხხ
საქმიანი დახასიათება (ანუ რეკომენდაცია) ზუსტი მნიშვნელობით გულისხმობს ამა თუ იმ მოქალაქის დახასიათებას მისი პირადი საქმის შესავსებად, ან რაიმე ორგანიზაციაში წარსადგენად გარკვეული მიზნით.
პოეტ ი. დავითაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ი. ჭავჭავაძე მას ასე ახასიათებს:
„საკვირველი თავმდაბალი; უწყინარი, უბოროტო კაცი იყო განსვენებული. იმისაგან წყენა, ავი სიტყვა, ავი საქმე არავის ახსოვს. დიდი მოყვარული იყო თავის ქვეყნისა, ქართული ლიტერატურისა და სიტყვიერებისა რაც კი რამ დაწერილა და დაბეჭდილა ამ უკანასკნელს ათს–თხუთმეტს წელიწადში, ყველა გულმოდგინეობით ჰქონდა გადაკითხული ბევრი არა უწერია–რა, მაგრამ რაც კი დაწერა, იმათში ისეთი მარგალიტები ამოირჩევა, რომ კაცს დაატკბობს აზრითაც და სიტყვიერებითაც. აქეთ–იქით ბევრს დადიოდა განსვენებული, მონასტრებსა და ძველს ნაშთებსა სინჯავდა. საცა–კი რაიმე შესამჩნევს ან ჩუქურთმას, ან წარწერილს ნახავდა, გადმოიღებდა ხოლმე. არა ერთი და ორი კორესპოდენციაც მოუწერია გაგონილისა და თვალით ნახულის თაობაზედ. მეტად საყვარელი, ტკბილი, ჩუმი კაცი იყო. ქალაქის ხელოსნებს და სხვაგანა, საცა იცნობდნენ, ყველას უყვარდა და ყველა პატივსა სცემდა.”
ხ
პოემა "გამზრდელის '' პერსონაჟების დახასიათება:
საფარ ბეგის დახასიათება
ავტორისეული დახასიათება :
- მორდუობის გამტეხი და ჩვეულების გადამდეგი.
პორტრეტი :
1.ვეცნობით თავიდან-ფეხებამდე გალუმპულს
2.სახეს ყაბალახი უფარავს
3.მოსხმული აქვს მხრებზე ნაბადი
ყოფაქცევაში გამოვლინებული თვისებები:
1.გამომხედეთ!... ვინა ხართ შინა?
სტუმარი ღვთის კარზე ვდგავარ,
ცხენს და კაცსა გვინდა ბინა!"
დაუპატიჟებლად და უდროო დროს მიდის სტუმრად- მოურიდებელია
1ჯერ -ვინაობას არ ამჟღავნებს
ხმას არ იღებს ჯერ სტუმარი,
ნაბდის თასმებს ნელა იხსნის...
თავ - პირი აქვს შებუდნული
ყაბალახით და იცინის!...
ჯერ ნაბადი მიაყუდა,
ბნელ კუთხისკენ მიდგა წყნარა
და, ბაშლიყი რომ გადიძრო,
მოტრიალდა უკან ჩქარა:
პაუზას იჭერს ,მერე ვითომ ხუმრობს- ეფექტის მოხდენას ცდილობს,თავისი პერსონის მიმართ ინტერესს აღვივებს
" მასპინძელო! სიცილით სთქვა
წახდა ჩემი ხუმრობაო!...
ვერ მიცანი, თუ გეწყინა
ეს უდროვო სტუმრობაო?"
2.უარს ამბობს ვახშამზე.
რატომ ?რაღაც ჭია უღრნის გულს .რაღაც პრობლემით არის მოსული მასპინძელთან,მასპინძლის დახმარების იმედი აქვს
არა, ბათუ, ვახშამს არ ვჭამ,
არ მცალია იმისთვისო!
მე სხვა მადა მაქვს აშლილი,
სხვანაირი გულისთქმისო...
უპასუხა და მოუყვა:
" მინდა გითხრა ჩემი ჭირი:
დღემდის მტკიცე პირიანსა,
დღეს მიტყდება, ძმაო, პირი!
3.საუბარს ჩამოაგდებს მეტოქეზე;ახასიათებს კარგად ჩანს ,რომ პატივს სცემს;მეტოქე მისი წრის წარმომადგენელია;
ალმასხიტს ხომ კარგად იცნობ,
თავმომწონე ინალიფას?
მის ცხენსა და მის იარაღს
ვერვინ დასდებს ღირსეულ ფასს.
ვაჟკაცია თვალ - ტანადი,
ცხენოსანი უებარი!...
მეტოქეა ჩემი მხოლოდ,
ერთადერთი საშიშარი.
შორს გაისმის მისი ქება,
ჩვენიც ხშირი სტუმარია;
ბიჭობით და სილამაზით
ქალებიც კი გადარია.
4.საუბრობს საკუთარ შეყვარებულზე და ახასიათებს მას, როგორც მაცდურს ჩანს ,რომ ხორციელი ჟინი აქვს იმ ქალის
ზია - ხანუმ, შენც კი იცი,
რომ მშვენებით განთქმულია;
ბევრი კარგი ახალგაზრდა
მისი ეშხით დაბმულია;
მთვარესავით ხელუხლები, -
სხივებს ჰფენს და არვის ათბობს;
მომხიბლავი შორეულად
თანასწორად ყველას ატკბობს.
ჯერ გაჰღალავს, მიიბირებს,
დაიმონებს, იგდებს ხელში,
მერე უნდა გამოსცადოს:
აგდებს მის მსხვერპლს განსადელში!
მეც მომხიბლა ჯადოსანმა,
დამამარცხა, დამიმონა!...
და, ქალი მაჯობებდა,
არ ვფიქრობდი, არ მეგონა...
დამაჩემა: თუ გიყვარვარ
და ხარ ჩემი მოგვარეო,
ინალიფას ლურჯი ცხენი
ამ სამ დღეში მომგვარეო!
6.აცნობს თავის გადაწყვეტილებას ცხენის ქურდობაზე ,ცხენის ქურობა "სავაჟკაცო" საქმედ იყი მაშინ მიჩნეული;
ინალიფა მის ბედაურს
არ დაუთმობს ნებით გამჩენს
და, თუ ვინმე ძალას იხმარს,
შეაკვდება, არ შეარჩენს!
სხვა გზა არ მაქვს: მოპარვაა
მხოლოდ ერთადერთი ღონე,
თუმც - კი სხვა დროს არ იკადრებს
ამას კაცი თავმომწონე.
ხ
ეპიზოდი 3
ხ
- გრძელ ნაბადში გამოხვეულს
- სტუმარს სძინავს იქვე თბილად.
ჩადენილი დანაშაული არ აწუხებს,თანაგრძნობის უნარი არ აქვს ,ეგოისტია.
- წამოვარდა ზეზე საფარ
- შემკრთალი და დარცხვენილი!...
- მაგრამ როცა მშვიდ სახეზე
- შეამჩნია მას ღიმილი,
- გაიფიქრა: " მადლობა ღმერთს!
- არაფერი შეუტყვია,
- თვარა გულ - მკერდს გამიხვრეტდა
- ხანჯლის წვერი და ან ტყვია!
- არ უთქვამს ქალს, რაც შევცოდე,
- ჩანს, ნამუსი შეუნახავს.
- ჩემ საქციელს, სამარცხვინოს,
- ვინ გაიგებს, ვინ დამძრახავს?"
მშვენივრად იცის ,რაც ჩაიდინა და რაც ეკუთვნის ღალატისა და ძალადობისათვის
ხ
- მერე უთხრა მის ძიძიშვილს:
- " გატყობ, რომ ხარ კმაყოფილი,
- შეასრულე განა ჩემი
- ძნელი ნატვრა და სურვილი?"
თავხედი და უნამუსოა
ხხხხ
- შეკრთა საფარ,
- გაშრა, ფერი დაედვა მკვდრის,
- ჩაუვარდა ენა პირში,
- გაქვავდა და აღარ იძვრის...
მოღალატე და მოძალადე მხილებას აღარ მოელოდა,რთულ სიტუაციაში იბნევა და შიში იპყრობს,პასუხისმგებლობის ეშინია.
ხ
- აი, ამ უსუბთან მიდის ახლა საფარ - ბეგი
- ეუბნება ყოველისფერს, უნებურად რაც შეემთხვა; ცრემლები სდის და ეჩრება ბურთად ყელში მწარე სიტყვა.
აღიარებს დანაშაულს
- მორჩილებით გულ - მკერდს უშვერს საფარ, მისი გამოზრდილი.
სასჯელის მისაღებად მზადაა.
საფარ ბეგის ხასიათი:
1.საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენისაა ,საკუთარ თავს უწოდებს "მტკიცეპირიანს " ..
მინდა გითხრა ჩემი ჭირი:
დღემდის მტკიცე პირიანსა,
დღეს მიტყდება, ძმაო, პირი!
2.მეტოქეს ჩანს რომ პატივს სცემს . ხედავს მის ღირსებებს და ადეკვატურად აფასებს.
ალმასხიტს ხომ კარგად იცნობ,
თავმომწონე ინალიფას?
მის ცხენსა და მის იარაღს
ვერვინ დასდებს ღირსეულ ფასს.
ვაჟკაცია თვალ - ტანადი,
ცხენოსანი უებარი!...
მეტოქეა ჩემი მხოლოდ,
ერთადერთი საშიშარი.
შორს გაისმის მისი ქება,
ჩვენიც ხშირი სტუმარია;
ბიჭობით და სილამაზით
ქალებიც კი გადარია.
3.უნებისყოფოა მაცდურ ქალს ემორჩილება და აპირებს მისი დავალების შესრულებას.იჩენს ქალთან ერთგვარ სისუსტეს.
მეც მომხიბლა ჯადოსანმა,
დამამარცხა, დამიმონა!...
და, ქალი მაჯობებდა,
არ ვფიქრობდი, არ მეგონა.
4.არ აპირებს მეტოქესთან პირისპირ შებრძოლებას .რატომ? იმიტომ რომ იცის უსისისხლოდ დაპირისპირება არ დამთავრდება და ამიტომ ერიდება. ირჩევს ნაკლებად სარისკო მაგრამ უკადრის საქმეს- ქურდობას
ინალიფა მის ბედაურს
არ დაუთმობს ნებით გამჩენს
და, თუ ვინმე ძალას იხმარს,
შეაკვდება, არ შეარჩენს!
სხვა გზა არ მაქვს: მოპარვაა
მხოლოდ ერთადერთი ღონე,
თუმც - კი სხვა დროს არ იკადრებს
ამას კაცი თავმომწონე.
ქურდობას კადრულობს მიუხედავად იმისა რომ
საკუთარი თავი თავმომწონე კაცად მიაჩნია თავი, ამორალურია მისთვის "მიზანი ამართლებს საშუალებებს''
ხ
ბათუს მცდარი აზრი საფარ ბეგზე ,ვიდრე ის უღალატებდა:
.ბათუს საფარ ბეგი მიაჩნია გამოცდილ,უშიშარ,უდრეკ ვაჟკაცად.
ეს შენც იცი, - არ ხარ ქვეყნის
უცადი და უმეცარი, -
სავაჟკაცოდ გამოსული,
უდრეკი და უშიშარი!
ჩემი აზრი საფარ ბეგზე :
ჩემი აზრით საფარ ბეგი არის :თავმომწონე,საკმაოდ გამოცდილი,რისკიანი,უნებისყოფო,გულისთქმას და ვნებებს აყოლილი ეგოისტი ავანტიურისტი. ვნებების აყოლას და საკუთარი თავის ვერ გაკონტროლებას იგი მიჰყავს უმძიმეს ცოდვებამდე: ქურდობამდე,გაუპატიურებამდე,მეგობრის ღალატამდე,მორდუობის რჯულზე უმტკიცესი ადათის დარღვევამდე; მის არაკაცურ საქციელზე პასუხს აგებს მთელ ყაბარდოში ცნობილი ვაჟკაცობის და რაინდობის მასწავლებელი ჰაჯი უსუბი.
საფარ ბეგის შესაფერისი ანდაზა ან აფორიზმი:
"მაგრამ მარტო წვრთა რას იზამს,
თუ ბუნებამც არ უშველა? "
"კუმ ჰკითხა : ძმაო რასა იქმო ?
მორიელმან უპასუხა: რა ვქმნა,არც მე მნებავს,მაგრა ასეთის გვარისანი ვართ,მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო" ,- სულხან -საბა ორბელიანი "კუ და მორიელი''
"არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა"-ანდაზა
"გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან"-ანდაზა
"ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო"-ანდაზა
"ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარეც იქ არის"-ანდაზა
"ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს"-ანდაზა
"კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო"
"
- ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა"
- სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო"
- სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ორივე ერთად კი ჯოჯოხეთიაო
- ცოდვა კაცს არ მოასვენებსო
ხ
ბათუ აფხაზის დახასიათღება:
ავტორის დახასიათება : ახალგაზრდაა,ეროვნებით აფხაზი,რთული ცხოვრების უარმყოფელი,მცირედითაც კმაყოფილი,კარგი ვაჟკაცი და ყველაფერთან ერთად ბედნიერია სიყვარულში. მისი "ნეტარება არის სრული".
პორტრეტი:
- მარჯვე თვალი, მტკიცე გული
- ერთი ვინმე ახალგაზრდა აფხაზია, ამ მთის შვილი
- ჰყავს :"რაში ცხენი, მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი;კლდიდან კლდეზე გადამფრენი, უშიშარი და თან ფრთხილი."
- "კარგი თოფი, კარგი ხმალი, კარგი ცხენი და ნაბადი!.."
ყოფაქცევაში გამოვლენილი თვისებები:
1.კარს მომდგარ უდროო დროს მოსული უცნობი სახლში უშიშრად შეჰყავს- ზედმეტად თავდაჯერებულია
.გაუკვირდა აფხაზს და სთქვა:
" ამ თავსხმაში ეს ვინ არი?!"
შეუკიდა ცეცხლს და უცად
გამოაღო ფაცხის კარი.
გავიდა და შემოუძღვა
ფეხებამდე დასველებულს,
მიიყვანა ცეცხლის პირად,
უდგამს სამფეხს სკამს დ დაღალულს.
2. გულღიად და სიხარულით ხვდება მოსულს ცოლსაც აღვიძებს ,რომ სტუმარს ვახშამი შესთავაზოს- სტუმართმოყვარეა.
საფარ, შენ ხარ?... ენაცვალოს
ძიძის შვილი მაგ შენ თავსო...
ეს თვალები რაღას ნახვენ
შენს უკეთეს სანახავსო?
მოეხვია, გადაკოცნა,
როგორც ძმა და თვისი ტოლი,
და მერე კი გააღვიძა
შიგნით მწოლი მისი ცოლი.
შეეხვეწა: აბა ჩქარა
მოამზადე ვახშამიო:
შორი გზა აქვს გამოვლილი,
არ ექნება ნაჭამიო.
3.არ სიამოვნებს უკუღმართი და ცუდი საქმე - აქვს საკუთარი შეხედულებები ღირსებაზე
მოუსმინა ძიძიშვილმა,
ყველა კარგად გაიგონა,
მაგრამ საქმემ უკუღმართმა
შეაწუხა, დააღონა.
უთხრა: " ვწუხვარ, რომ ეგ საქმე
უკადრისი გიკისრია,
,მაგრამ გამართლებს მაინც უძებნის.რატომ ? საფარ ბეგთან ძიძიშვილობა აკავშირებს ("თავისიანია")და სიყვარულის გამო("საფარ ბეგი შეყვარებულია" და ამით "ჰგავს" ბათუს)
მაგრამ, რადგან სიყვარულის
ტკბილი სენი შენც შეგყრია,
გზა აღარ გაქვს!... უნდა გული
დაუდვა და ემსახურო,
რომ სატრფოს წინ შენ სირცხვილის
ოფლი აღარ მოიწურო:
მის ოცნებას, მის გულისთქმას
უნდა მიჰყვე, დაემონო,
გინდ სიცოცხლეც შენი ტკბილი
მწარე სიკვდილს შეუწონო.
ეს შენც იცი, - არ ხარ ქვეყნის
უცადი და უმეცარი, -
სავაჟკაცოდ გამოსული,
უდრეკი და უშიშარი!
4. მთლიანად საკუთარ თავზე იღებს სტუმრი პრობლემის მოგვარებას,მიუხედავად იმისა რომ საქმე ძალიან სახიფათო და უკადრისია.- მორდუობის ადათის დამცველია.
მაგრამ ჩვენში როგორც უცხოს,
აგებნევა გზა და კვალი.
შენ ეგ საქმე მე მომანდე,
მე ვიზამ შენს მაგივრობას:
ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს
შევწირავ შენს მეგობრობას!
შენ აქ დარჩი, დაიძინე,
გამოშუშდი ცეცხლის პირას!...
და, თუ დამრჩა გამარჯვება,
მაშინ მოგთხოვ ფეხის ქირას ".
გაეხუმრა, გამოეწყო
სამგზავროდ და გავლო კარი.
ხ
- ლურჯ ბედაურს მოაგელვებს
- მეგობრისთვის მეგობარი.
მეგობრისთვის თავგანწირულია;
ხ
- შინ შევიდა წყნარად, ფრთხილად.
- მიდის იქ, სადაც ის ეგულება,
- ვინც სიცოცხლეს ურჩევნია,
- სულს სწირავს და თავს ევლება.
- გულში ამბობს: " ერთს დავხედავ
- ტკბილად მძინარ ნაზიბროლას,
- თუ გავუძელ გულის ძგერას,
- სულის ბრუნვას, ხორცის ჟრჟოლას "....
- სასოებით შედის ქვაბში
ცოლი უყვარს
ხ
- ზარმა დაჰკრა, ელდა ეცა!...
- და, რომ კრინტიც არ დაუძრავს,
- იქვე უხმოდ ჩაიკეცა.
- დიდხანს იჯდა რეტდასხმული,
- უყურებდა ცოლის ტანჯვას;
- ბოლოს ღონე მოიკრიფა
- და მოეგო ისევ ჭკუას.
- მივიდა და უთხრა მტირალს:
- " ჩუ, ნუ ტირი, გენაცვალე!
- რაც გინახავს სიზმარია,
- დაივიწყე ისევ მალე!
- ყოველგვარი მოსავალი
- კაცის თავზე უნებური,
- ღვთის რისხვაა ტყვილად ბედს
- რას უჩივი, რით ემდური?
- გადაიგდე გულიდან ეგ
- ცრუ ზღაპარი და სიზმარი!...
- მე და შენი სიყვარული
- წმინდა არის, ვით ლამპარი."
- მოეხვია და ცრემლები
- ამოუშრო თვალში კოცნით,
- დააწყნარა, დაამშვიდა
- ალერსით და ბევრი ხვეწნით.
თავს დამტყდარ უბედურებას ღისეულად ღებულობსდა თანაგრძნობას უმჟღავნებს გაუბედურებულ ცოლს.
ხ
- მაგრამ როცა მშვიდ სახეზე
- შეამჩნია მას ღიმილი,
- გაიფიქრა: " მადლობა ღმერთს!
- არაფერი შეუტყვია,
შეუძლია ემოციების გაკონტროლება და თავის ხელში აყვანა
ხხხხ
- შევასრულე: მოგიყვანე,
- დროა აწ - კი გაეშურე!
- ნუ დამძრახავ, საკმარისად
- თუ რომ ვერა გემსახურე!"
- ხან ესა სთქვეს, ხან ისა სთქვეს,
- ისაუბრეს ჯერ ერთხანად,
- მერე წყალიც მოუტანა
- მის ხელ - პირის დასაბანად.
- გამოაწყო, არ დააკლო,
- რაც წესია, სამსახური,
- რომ სტუმარი არ გაუშვას
- გულნაკლი და უმადური.
- შეუკაზმა ცხენი, შესვა,
ბოლომდე იხადის ძიძიშვილის, მასპინძლის და მეგობრის ვალს- ტრადიციების ერთგული დამცველია
ხხხხ
- მასპინძელმა შეაჩერა
- ცხენი და ხმა აიმაღლა:
- -" საფარ - ბეგო! პირშავობა
- შენი ვიცი, შემიტყვია!...
- და დღეიდან ჩვენ ორს შუა
- მოციქული არის ტყვია!
- არა სთქვა რა!... არც მე გკითხავ:
- არის ზოგი შეცოდება,
- რომ სათქმელად საძნელოა...
- არც შენდობა უხერხდება!
- ახლა წადი! დამეკარგე!
- ფრთხილად! არსად შემეყარო,
- რომ ცუდ გულზე უცაბედად
- შენი სისხლი არ დავღვარო!"
მტერთან პირდაპირია
ხხხხხ
- გადმოხტა და ლურჯი ლაფშა
- მისცა ხელში, ჩააბარა,
- მოტრიალდა და აღმართი
- ძლივს ბარბაცით აიარა.
სისხლით არ აგებინებს პასუხს ,დამნაშავეს მორალურად სჯის, მაინც იმედი აქვს რომ მოღალატეს მისი სინდისი დასჯის
ბათუს ხასიათის თვისებები :
1.უშურველია,
2.სტუმართმოყვარეა
3. სიყვარული შეუძლია
4.უკუღმართი და უკადრისი არ სიამოვნებს
5.საიმედოა .თანადგომა იცის.
6. მეგობრობისთვის თავგანწირულია.
7. მეგობარს ენდობა
8.გამოუცდელია
9. თავშეკავებულია
10.ღირსეულია
11. თანაგრძნობა შეუძლია
12.პირდაპირია
13.სხვისი განკითხვა არ შეუძლია
ნაზიბროლას აზრი ბათუზე: ცა და ქვეყბის შუამავლად მიაჩნია.ანუ ნაზიბროლა აღმერთებს აფხაზს.
საფარ ბეგი მეგობრად მოიხსენიებს,მაგრამ მათ შორის წოდებრივი განსხვავება საფარი ბეგია, ბათუ კი გლეხი;აქ "მეგობარო " პირდაპირ არ უნდა გავიგოთ;ისინი არ არიან თანასწორნი(ამიტომაც ბედავს საფარ ბეგი იმას ,რასაც ბედავს)
აი, რისთვის მოვსულვარ აქ,
ჩემო კარგო მეგობარო!
მე მინდა, რომ ალმასხიტის
ლურჯი ლაფშა მოვიპარო ".
ხ
ჩემი აზრი ბათუზე : შემექმნა აზრი, რომ: ბათუ არის სტუმართმოყვარე,გულღია,მეგობრისთვის თავგანწირული ვაჟკაცი,რომელსაც ცოლი ძალიან უყვარს. ბათუ ბოლომდე იხდის მასპინძლის და ძიძიშვილის ვალს პირად მტერთან.ის თავად არ არღვევს ძიძიშვილობის წმინდა წესს:
არა! შენ ვერ შეგეხება
სასიკვდილოდ ჩემი ტყვია:
დედაჩემის გაზრდილი ხარ,
მისი ძუძუ გიწოვია...
ბათუ პასუხისმგებლიანი ღირსეული პიროვნებაა,რომლის ნდობით ბოროტად ისარგებლა მეგობრად მოსულმა მტერმა .
ბათუს შესაფერისი ანდაზა ან აფორიზმი:
"კაი კაცი გლახა კაცთან წახდება"- ანდაზა
"ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ჰყავდეს ძაღლი ფრთხილი, ან თითონ უნდა ფრთხილობდეს, ან იმისი დედამთილი "
"მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია"
"რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო "
"ფათერაკს თვალი არ უჩანს"
"ყველაზე უბედური ის არის, ვინც უბედურებას ვერ აიტანს"
"შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო."
"ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო"
"ცხენს მისივე ფეხები იპარავსო"
"ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო"
ხ
ჰაჯი უსუბის დახასიათება:
ავტორის დახასიათება:
- ჰაჯი - უსუბ ცნობილია
- მხოლოდ ჭკუით და გონებით.
- ხელის გულზე უწერია
- თვით მაჰმადის წმინდა მცნება
- სადაც კია გვარიშვილი,
- ყველა მისი გაზრდილია
- ზღვა და ხმელი მოვლილი აქვს,
- მნახველია ცა და ქვეყნის
პორტრეტი:
- ჯერ ისევე ჭარმაგია,
- თუმც არ არის კი მცირე ხნის.
- ხელ - ფეხს ერჩის, თვალსაც უჭრის
- ჭირში, ლხინში საზოგადოდ
- უმისობა არ იქნება;
ყოფაქვევა:
- ყურს უგდებდა ჰაჯი - უსუბ,
- სახე მოინაღვლიანა:
- სიდიადე ამ მუხთლობის
- თვალწინ გაისიგრძეგანა.
- ოხვრით ჰკითხა: " მერე? მერე?
- რომ გაიგო, რა სთქვა ქმარმა?"
ჩემი აზრი ჰაჯი უსუბზე:
ჰაჯი უსუბმა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე
შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!
ჩემი აზრით ჰაჯი უსუბის პერსონაჟის თვითმკვლელობა ,ყოველთვის შეგვახსენებს დამნაშავის გამზრდელის პასუხისმგებლობის საკითხს .
ადამიანები დამნაშავეებად არ იბადებიან,დამნაშავეები ხდებიან საკუთარი არჩევანით და გამზრდელთა თვალისდახუჭვით , წაყრუებით , მფარველობით , მხარდაჭერით და მაგალითით.
ხ
გამზრდელის,ჰაჯი უსუბის , შეესაბამისი აფორიზმი ან ანდაზა:
"ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყმა ნახო ავად ზრდილი“
ხ
ლიტერატურული პარალელები :
"დაბალსტატუსიანი "მეგობრის" ღალატი ქალის გამო"-ს მიხედვით:
ალ.ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა''
ილია ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი''
ხ
კითხვები:
1. რომელი ნაწარმოების დასაწყისს გაგონებთ „ გამზრდელის“ დასაწყისი ?
2. რაზე მიგვანიშნებს მწერლის მიერ მოქმედების ადგილის საგანგებო აღწერა,რისთვის გვამზადებს იგი ?
3. რა არის ამ გარემოს არსებითი მახასიათებელი ?
4. როგორ გვიხასიათებს ავტორი ამ გარემოში მცხოვრებ ადამიანებს ?
5. „კაცია-ადამიანში „ ილია ამბობს,რომ „ კმაყოფილება მომაკვდინებელი სენია „. „გამზრდელის „ მიხედვით კი ბათუს ერთ-ერთი დადებითი თვისება ის არის,რომ იგი „მცირედითაც კმაყოფილია’’. ერთსა და იმავე მნიშვნელობას ანიჭებენ ილია და აკაკი სიტყვა „კმაყოფილებას “ ?(პასუხი დაასაბუთეთ)
6. რომელი სიტყვებით გამოხატავს მწერალი ნაზიბროლას დამოკიდებულებას ბათუსადმი ?
7. რა მიგვანიშნებს იმაზე,რომ აღწეილი იდილია მალე დასრულდება ?
8. რა ამძაფრებს ავის მოლოდინს მე-2 თავის დასაწყისში ?
9. ვინ აღმოჩნდა უამინდობაში მოსული სტუმარი ?
10. როგორ შეხვდა მას მასპინძელი ?
11. ბათუს ხასიათის რა თვისებები იკვეთება სტუმართან დამოკიდებულებაში?(დააკვირდი, როგორ უსმენს იგი სტუმარს,რა რეაქცია აქვს პირველად,რას ამბობს შემდემრა გადაწყვეტილებას იღებს საბოლოოდ ,როგორ უადვილებს სტუმარს ამ გადაწყვეტილების მიღებას ?
12. საფარ- ბეგის რა ხასიათის თვისებები იკკვეთება ამ ეპიზოდიდან ?(დააკვირდით,როგორ საუბრობს ის საყვარელ ქალზე,რა ადვილად თანხმდებაიმას,რომ მის მაგივრად სხვამ ჩიგდოს თავი საფრთხეში).
13. შეიძლება თუ არა ითქვას,რომ სტუმარმა თავისი მოსვლით უკვე დაარღვია მთის მწვერვალზე მდგარი „ფაცხის „ იდილია“ ?(პასუხი დაასაბუთეთ)
14. როგორ წარმოგიდგენიათ მოქმედების შემდგომი განვითარება ?
1. ბათუს ხასიათის რა თვისებები იკვეთება შეურაცხყოფილ ცოლთან და ახლად გამოღვიძებულ საფარ-ბეგთან დამოკიდებულებაში ?
2. საიდან ჩანს,რომ საფარ-ბეგი მშვენივრად შეირგებდა ამ ცოდვას,თუკი ის დაფარული დარჩებოდა ?
3. გულწრფელია თუ არა,თქვენი აზრით,საფარ-ბეგის სინანული ?(პასუხი დაასაბუთეთ.)
4. სწორად მოიქცა თუ არა ბათუ,როცა მხოლოდ მორალურად დასაჯა საფარ-ბეგი ?
5. რა უფრო დიდი სასჯელი იყო,საფარ-ბეგისათვის,ტყვია თუ სიტყვა ? ?(პასუხი დაასაბუთეთ.)
6. „წადი ჩემგან შენდობილი ‘’-ეუბნება ბათუ საფარ-ბეგს.თქვენი აზრით მართლა შეუნდო მან ძიძიშვილს ?
7. რას უფრო მეტი ვაჟკაცობა სჭირდება შენდობას თუ დაუცველი შეურაცხმყოფლის დასჯას ?
8. თქვენი აზრით,რა მიზნით აგზავნის ბათუ საფარს მოძღვართან ?
9. ბათუს რომ შეძლებოდა,რაც მოხდებოდა,იმის გათვალისწინება,მაინც გაგზავნიდა საფარ-ბეგს ჰაჯი-უსუბთან ?
10. როგორ მიგვანიშნა მწერალმა ბათუს უმძიმეს სულიერ მდგომარეობაზე საფარ-ბეგთან განშორების შემდეგ ?
11. ვინ არის ჰაჯი-უსუბი ? რატომ აღნიშნავს მწერალი საგანგებოდ,რომ ყაბარდოში ყველა გვარიშვილი მისი გაზრდილი იყო ? რისი თქმა სურს მას ამით ?
• მიუხედავად იმისა,რომ ბათუ ამას ვერ შეამოწმებდა,საფარ-ბეგი მართლა მივიდა თავის მოძღვართან(ზია-ხანუმი არც კი გახსენებია) და მკერდი სასიკვდილოდ მიუშვირა.რაზე მეტყველებს ეს ფაქტი ?
• მართალია,საფარ-ბეგმა მომაკვდინებელი ცოდვა ჩაიდინა,მაგრამ შეიძლება თუ არა ითქვას,რომ ჰაჯი-უსუბის ამაგს მისთვის მთლად უკვალოდ არ ჩაუვლია ?
• როგორ ფიქრობთ,რატომ მოიქცა მოძღვარი ასე,ვინ დასაჯა მან, საკუთარი თავი თუ საფარ -ბეგი ?
• თქვენი აზრით,ყოველივე ამის შემდეგ,რა უფრო დიდი საჯელი იქნებოდა საფარ-ბეგისათვის სიკვდილი თუ სიცოცხლე ?(ანდაზა)
• პოემაში ორი აზრია გამოთქმული:
„მარტო წვრთნა რას იზამს,
თუ ბუნებამაც არ უშველა ‘’
და
„სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ „
შეაფასეთ ორივე მათგანი; იმსჯელეთ რა უფრო ძლიერია : ბუნება(გენეტიკა,ხასიათი) თუ აღზრდა ?
დანაშაულის გენის არსებობა დღემდე არ დადასტურებულა,შესაბამისად მნიშვნელოვანია აღზრდა,(ხასიათის აღზრდაც შესაძლებელია)
• ერთ-ერთმა ცნობილმა კრიტიკოსმა აკაკის „გამზრდელი ‘’ შეაფასა,როგორც „კლასიკური ნიმუში ქართული რეალიზმის პოეტური ხელოვნებისა ‘’.როგორ გესმით ეს სიტყვები ?
ქართული რეალიზმისათვის დამახასიათებელი რა კონცეპტუალური საკითი აისახა ამ პოემაში ?
(გაიხსნეთ,რა მნიშვნელობას ანიჭებდა რეალისტური ხელოვნება ადამიანის აღზრდას )
·
რეალისტმა მწერლებმა იცოდნენ რომ გარემო გავლენას ახდენს
ცალკეულ პიროვნებაზე,თავისმხრივ გარემოს ქმნიან სხვადასხვა პიროვნებები საკუთარი აზროვნებით და მოქმედებებით.(ასეთ კავშირს დიალექტიკური კავშირი ჰქვია
·
ადამიანზე დაკვირვება სხვადასხვა გარემო პირობებში,გარემო პირობების შესწავლა და გამოსავლის ძიება მე-19 საუკუნის რეალისტური მწერლობის საერთო-ნიშნ თვისებაა;
·
კრიტიკული რეალიზმი გვიჩვენებს როგორ იმსგავსებს ადამიანს გარემო;
·
კრიტიკულ რეალიზმს ბოროტების სათავედ უსამართლო სოციალური წყობა მიაჩნია;
·
კრიტიკული რეალიზმი გამოსავალს ადამიანის პირად თვისებებში ხედავს;
·
საზოგადოების თითოეული წევრი უნდა ცდილობდეს გახდეს
უკეთესი თავის სოციალურ გარემოში თვლიდნენ რეალისტი მწერლები;
·
გარემოს და პიროვნების მოჯადოებული წრე უნდა გაარღვიოს პიროვნებამ,რომელიც ამაღლდება თავის გარემოზე და გარდაქმნის მას;
·
იბადება კითხვა როგორ უნდა წარმოიშვას გარემოზე ამაღლებული პიროვნება ?
კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლებმა უმთავრესი როლი ადამიანის ზნეობრივ აღზრდას დააკისრეს;
ხ
მთავარი თემა :
უპატიებელი დანაშაული და სასჯელი -
არის ზოგი შეცოდება, რომ სათქმელად საძნელოა... არც შენდობა უხერხდება და არც სასჯელის გამოტანა
ავტორი იდეა:
მორდუბის ადათის გადამგდები, ძიძიშვილის(ძმის) მოღალატე, სიკვდილის ღირსიც არაა.
"ადათის ამოწყვეტას – გვარის ამოწყვეტა სჯობია."- ანდაზა
ეპიზოდები:
1.შორეული ფაცხის ბინადრების იდილია ,რომელსაც რაღაც საფრთხე ემუქრება.
2.ყაბარდოდან მოსული ფაცხის იდილიას არღვევს
3.ყაბარდოელმა მორდუობას უღალატა და არაკაცური საქციელი ჩაიდინა;
აფხაზი მორდუ(ძიძიშვილი) მორდუობის წესებს ბოლომდე იცავს;
4.არაკაცის გამზრდელი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და განაჩენი საკუთარი თავისთვის გამოაქვს;
მორდუობის გადამგდები არაკაცი ორმაგი ტანჯვისთვისაა განწირული.
დიალოგები:
ძლივს წარმოსთქვა: " მართალი ხარ!...
აღარა მაქვს მე სათქმელი!...
შემაცდინა თვით ეშმაკმა
და დამრია ცოდვილს ხელი!...
შენი ტყვე ვარ!... ჰა, ხომ ხედავ,
იარაღი დამიყრია...
სასიკვდილოდ ჩემი ნებით
შენ წინ თავი დამიხრია...
ჩემ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს,
მომკალ... ტანჯულს რამ მიშველე,
მაზღვევინე, რაც შეგცოდე,
სინიდისი გამიმრთელე!..."
-" არა! შენ ვერ შეგეხება
სასიკვდილოდ ჩემი ტყვია:
დედაჩემის გაზრდილი ხარ,
მისი ძუძუ გიწოვია...
რაც ქვეყანას მიაჩნია
რჯულზე უფრო უმტკიცესად,
რომ გასტეხე, ის გეყოფა
სიკვდილამდე შენ საკვნესად.
წადი ჩემგან შენდობილი,
მაგრამ შორს კი... და მშვიდობით!...
დღეიდან ჩვენ წმინდა გულით
ერთმანეთს ვერ მივენდობით!
მაგრამ ერთს კი დაგავალებ,
ამისრულე უეჭველად:
რომ მიხვიდე ყაბარდოში,
იცოდე, რომ სულ პირველად,
წადი, ნახე ის მოძღვარი,
ვინც შვილივით გამოგზარდა,
და უამბე შენი პირით,
რა სირცხვილი დაგემართა!"
ხ
ოხვრით ჰკითხა: " მერე? მერე?
რომ გაიგო, რა სთქვა ქმარმა?"
-" მაპატივა შეცოდება,
როგორც ძმამ და მეგობარმა!...
მხოლოდ ეს - კი დამავალა:
ნახე შენი გამზრდელიო
და მაგ შენი საქციელის
პასუხს მისგან მოველიო!"
-" მესმის, მესმის და პასუხიც
ჩემი მხოლოდ ეს არიო,
რომ ნამუსის გასაწმენდად
ჩემი ხელით სისხლს დავღვრიო!...
ხ
ტროპები:
შედარებები:
- მერცხლის ბუდედ
- ფიანდაზად
- განასხვავა, ვით რჩეული...
- ელფერობით ვარდი არის,
- სინაზით-კი მორცხვი ია...
- ხორცს ეწმახვის სურო-ვაზი!
- მთვარესავით ხელუხლები
მეტაფორები:
- თვალთ ისარი
- ფაცხაც ღრუბელს გარს იბურავს, ეკრძალება ჭექა-ელვას.
- გულის კარი
- გულში გულს სდებს, სულში სულსცვლის
- ცა მრისხანებს,
- აიტანა შიშის ქარმა
- სხივებს ჰფენს და არვის ათბობს
- რომ სატრფოს წინ შენ სირცხვილის ოფლი აღარ მოიწურო:
ეპითეტები:
- მოწნული და მიგრეხილი
- გზა მიუძღვის საცალფეხო,
- მიხვეული, მოხვეული;
- მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს
- მარჯვე თვალი, მტკიცე გული;
- რაში ცხენი,
- მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი:
- უშიშარი და თან ფრთხილი.
- შორეულ ფაცხა-მღვიმეს
- საამო კარ-მიდამოს
- კარგი თოფი, კარგი ხმალი,
- კარგი ცხენი და ნაბადი!..
- ნეტარება არის სრული.
- და მათ უხმო აღსარებას!.
- თითი, თვალთან მიტანილი!.
- ლურჯი ცხენი
- კაცი თავმომწონე
- ჩემო კარგო მეგობარო!
- მაგრამ საქმემ უკუღმართმა
- ტკბილი სენი შენც შეგყრია,
ჰიპერბოლები
- კლდიდან კლდეზე გადამფრენი
- მოწყვეტილი ცით ვარსკვლავი
- ედემს ალვად ასულია!..
- ცა და ქვეყნის შუამავლად
- მიაჩნია მას აფხაზი!...
Комментарии
Отправить комментарий