ჩართული,მიმართვა,შორისდებული,დადასტურება-უარყოფის ნაწილაკები

 

·        წინადადებაში ისეთი სიტყვები და გამოთქმებიც შეგვხვდება,რომლებიც,მართალია,თავიანთი მდგომარეობით ძალზე ჰგვანან წინადადების განკერძოებულ წევრებს,მაგრამ წინადადების წევრების შინაარსი არ აქვთ(კითხვა არ დაესმით);

·        ამიტომაც შეიძლება ვუწოდოთ გ ა ნ კ ე რ ძ ო ე ბ უ ლ ი   ს ი ტ ყ ვ ე ბ ი და გამოთქმები( გ ა ნ კ ე რ ძ ო ე ბ უ ლ ი   წ ე ვ რ ე ბ ი ს გ ა ნ განსხვავებით.)

განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები :

 

ჩ ა რ თ უ ლ ი

·        ჩართული არის სიტყვა ან გამოთქმა,რომელიც მოლაპარაკის რაიმე სახის (მეტად ნაირგვარ) დამოკიდებულებას გვიჩვენებს წინადადებით გადმოცემული ამა თუ იმ აზრისადმი(ამბისადმი);

·        ჩართული სიტყვები და გამოთქმები მრავალფეროვანია:

ცხადია,რა თქმა უნდა,უეჭველია,უთუოდ,მართლაც,სამწუხაროდ...,როგორც ამბობენ,ჩემი აზრით, ვთქვათ,ვგონებ,წარმოიდგინეთ,დამეთანხმებით..., ჯერ ერთი,მეორეც, მაშასადამე ,ერთი სიტყვით, სხვათა შორის, მაგალითად,ასე რომ ,დასასრულ   და  სხვ.

მაგ.

ამ მოჩვენებასაც,რა თქმა უნდა,თავისი ძალა ჰქონდა.

ის,სამწუხაროდ,ორი წელიწადია  აღარ ჩანს თბილისში.

მან კი,ეტყობა, უკვე დამინახა.

 

მ ი მ ა რ თ ვ ა

 


მიმართვა არის ისეთი სიტყვა ან გამონათქვამი,რომელიც წოდებითი ბრუნვის ფორმით გამოხატავს იმ პირს(საგანს),რომელსაც მიმართავენ

მაგ.

ისმინე,სწავლის მძებნელო,მოყევ დავითის მცნებასა !

ღიმილი მაინც მაჩვენეთ თქვენი,კარგებო !

 

შ ო რ ი ს დ ე ბ უ ლ ი

 

შორისდებული არის ისეთი გამონათქვამი,რომელიც გამოხატავს მოლაპარაკის დამოკიდებულებას ვიღაცის ან რაღაცის მიმართ:

 

 ყოჩაღ,არიქა,ვაშა,ვახ,ვიშ.. და სხვ.

მაგ.

არიქა,ყველამ თავს უშველეთ !

„არიქა’’ = „სასწრაფოდ’’

დ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ ა -უ ა რ ყ ო ფ ი ს ნაწილაკები

 

ჰო,კი,დიახ,არა,ვერა,ნუ..   და სხვ.

მაგ.

დიახ,ტყეში ვიჯექი ჩასაფრებული.

 

·        ჩართული და მიმართვა  შეიძლება იდგეს წინადადების ნებისმიერ ადგილას;

·        ისინი მძიმეებით გამოიყოფა წინადადების დანარჩენი წევრებისგან;

·        მიმართვის შემდეგ(ან მიმართვიანი წინადადების ბოლოს) ხშირად დაისმის ძახილის ნიშანი.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები