შედეგობითი დამოკიდებული წინადადება


 

·      შეიძლება ითქვას,შედეგობითი დამოკიდებული წინადადება შებრუნებული სახეა მიზეზის გარემოებითი წინადადებისა.

დააკვირდი:

რაჭაში იმიტომ ჩავრჩი,რომ გადაუღებლად თოვდა.(მიზეზის გარემოებითი დამოკიდებული)

კითხვა: რატომ ჩავრჩი რაჭაში?

პასუხი:   [იმიტომ რომ] გადაუღებლად თოვდა.

 

გადაუღებლად თოვდა,ამიტომ რაჭაში ჩავრჩი.(შედეგობითი დამოკიდებული წინადადება)

კითხვა: რა შედეგი მოჰყვა გადაუღებელ თოვას?

პასუხი: რაჭაში ჩავრჩი.

 

·      პირველი წინადადება მიზეზის გარემოებითია,ხოლო მეორე შედეგობითი;

·      მათ შორის განსხვავება ის არის ,რომ პირველი წინადადების მიზეზი(დამოკიდებული წინადადება- „გადაუღებლად თოვდა’’) მეორე რთული წინადადების მთავარი წინადადებაა.

დაიმახსოვრე:

შედეგობითი დამოკიდებული წინადადების ძირითადი კავშირებია :

ამიტომ,ამის გამო, რის გამოც , ასე რომ..

 

 

მაგ.

კერაზე ცეცხლი ოდნავ ბჟჰუტავდა,რის გამოც ოთახში ბნელოდა.

სამომავლოდ დიდი გეგმები მქონდა,ამიტომაც ვცდილობდი დროის მოგებას.

კუნაპეტი ღამე ჩამოწვა,ასე რომ იმ ღამეს იქ დავრჩით.

 

დაიმახსოვრე:

შედეგობითი ქვეწყობილი წინადადება მნივნელოვნად განსხვავდება სხვა ქვეწყობილი წინადადებებისგან; კერძოდ,გასათვალისწინებელია:

1.    დამოკიდებული წინადადება მხოლოდ მთავრის მომდევნო ადგილს იკავებს;

2.    მთავარ წინადადებაში არასოდეს შეგხვდება მისამართი სიტყვა;

3.    დამოკიდებული წინადადების ამოსაცნობად კითხვის დასმა ფაქტობრივად არ ხერხდება,რადგან მას შეუძლია მცდარი გზით(მიზეზის გარემოებისკენ ) წაგვიყვანოს .ამიტომაც შედეგობითი დამოკიდებულის ამოსაცნობად უნდა დაეყრდნო მითითებულ კავშირებს(იხ. კავშირები) და თავისებურებებს(იხ,  1 და მე-2 პუნქტები)

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები