ნაციონალისტების ისტერია(პოლიტიკა) -2008 წლის ომის წინ

 


მიმდინარე ნაციონალისტური ისტერია და მისი შესაძლო შედეგები

 

2006 წლის 2 ნოემბერი   ბესარიონ გუგუშვილი.

 

 

ეროვნულად განწყობილ ქართველობას კარგად ახსოვს, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ეროვნული ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად პუტჩის შემდგომ შევარდნაძის მიღალატე ხელისუფლების მიერ ხელოვნურად გაღვივებული ნაციონალისტური ისტერიის ფონზე საქართველო ჩათრეული იქნა დამარცხებისათვის განწირულ, „გაყიდულსამხედრო კონფლიქტებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთშიაფხაზეთის ხაფანგში“.

 

გარკვეული თვალსაზრისით მსგავსი მოვლენები ვითარდება ახლაც...ნაციონალების ანტიეროვნულმა მმართველმა კასტამ დასავლეთის წაქეზებით ახლაუკიდურესობამდე გააძლიერა ნაციონალისტური ისტერია საქართველოსა და უცხოეთში.დასავლეთი, რომელსაც საკუთარიანგარებითი ინტერესები გააჩნია რუსეთის მიმართბოროტად იყენებს რა ქართველობის ბუნებრივ მისწრაფებას დაიბრუნოს შევერდნაძის ხუნტის მიერ გაყიდული აფხაზეთი და სამაჩაბლოაიძულებს საქართველოს უკიდურესობამდე და სერიოზული დადებითი პერსპექტივის გარეშე  გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან.

 

საქართველოს ხელისუფლებაში ხელახლა მოსული გველივით პერანგშეცვლილი ნომენკლატურული ხუნვეიბინების კასტა პირადი ანგარების მიზნით ნერგავს ქართველობის შორის ცრუ იმედებს, დეზინფორმაციას და ამით უსინდისოდ მანიპულირებს ხალხის აზრით. პარალელურად მიმდინარეობს ყველაფერ ეროვნულზე სასტიკი შეტევა და ყოველგვარი ეროვნული ფასეულობის განადგურება –„ხუნვეიბინური ანტიეროვნული კულტურული რევოლუცია.

 

ნაციონალისტური ისტერიის ფონზეროდესაც საზოგადოების ყურადღება გარეპოლიტიკურ ფაქტორებზეა მიპყრობილიხდება ეროვნული დოვლათისა და სიმდიდრის არნახული დატაცებაპრივატიზება მმართველი კასტის მიერ.

 

 ქართველიობა ერიპროლეტარიგახდახოლო მთელს მწარმოებლურ კაპიტალს უცხოელი დააპატრონეს. ეროვნული ბურჟუაზიაბიზნესი, საშუალო ფენა პრაქტიკულად აკვანშივე ჩაკლეს. ეს ნაციონალისტური ისტერიის ერთერთი მთავარი მიზანია.საქართველოში მოშლილია პოლიტიკური პერსპექტივებისა და პროცესების დემოკრატიული, საზოგადოებრივი ანალიზისა და თავისუფალ პაექრობაში საუკეთესოგზების ძებნის მექანიზმი იმ პირობებში როდესაც მასმედიის მთელი სიმძლავრეები მმართველი კასტის პროპაგანდისტული მანქანის როლს არსულებსპრაქტიკულად დამყარებულია ტიტალიტარული ერთპარტიული დიქტატურის სისტემა.

 

ნაციონალების პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების ვითარებაშიარ არისგამორიცხული საქართველოში უარესი სახით განმეორდეს 1992–1993 წლებში აფხაზეთის ავანტიურის მსგავსი მოვლენებიროდესაც საქართველო ნაციონალისტური ისტერიისა და სიბრმავის ვითარებაში ჩათრეული იქნება სამაჩაბლოსა ან აფხაზეთში ახალ დამღუპველ ომში.

 

ამ ახალ ომში წარუმატებლობა ან დამარცხება კი გამოიწვევს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნაციონალისტური მტრობის გაღრმავებასაფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოო და სავსებით უიმედო დაკარგვას.

 

ნიშანდობლივია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ძალით შემოერთების მუქარის ფონზე საქართველოს მმართველი კასტა არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მტკიცდებოდეს და ფართოვდებოდეს აფხაზ და ოს ხალხთან ნდობამეგობრობა,კულტურული ურთიერთობები.

 

 ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური პარტიები არ აწარმოებენ ადამიანურჰუმანიტარულ ურთიერთობებს აფხაზურ და ოსურ მხარესთან,ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან.

 

საქართველოს მმართველი კასტა წამლავს ქართველობას დეზინფორმაციით რუსეთის სამხედროპოლიტიკურისისუსტისა და უძლურობისშესახებ,გადაჭარბებულად წარმოადგენს საქართველოს სამხედროსაბრძოლო პოტენციალსრომელიც არსებითად მხოლოდ მოძველებული რუსული ტექნიკითაა შეიარაღებული; არ უმხელს ხალხს სიმართლეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შესაძლო კონფლიქტში რუსეთის მიერ ჩრდილოკავკასიური კრიმინალური ელემენტებისა დაგადაცმულირუსი სამხედრო მოსამსახურეების ფართომასშტაბოვანი ჩარევის პერსპექტივებზე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სამოქალაქო მოსახლეობისქალების, ბავშვების, მოხუცებისმოსალოდნელი ინსპირირებულპროვიცირებული მასობრივი ჟლეტის თითქმის გარდუვალობაზე.

 

ქართველობას უნდა შევახსენოთ როგორი სისატიკით დათრგუნა სულ ახლახან სრუსეთმა საბრძოლოსამხედრო სულისკვეთებითა და შეიარაღებით საქართველოზე გაცილებით ძლიერი ჩეჩნეთი (რომელსაც საქართველოსაგან განსხვავებით თავგანწირული ხელმძღვანელობა ჰყავდა) საბრძოლო ტექნიკის მხრივ უდიდესი უპირატესობის ხარჯზეროგორ დაანგრია და გაანადგურა ჩეჩნეთის ეკონომიკა,ჩეჩნეთის ქალაქები და დაბასოფლები, სისხლისაგან გაცალა ჩეჩენი ერი.

 

ამავე დროს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დასავლეთს არ აქვს რაიმე დასტური ან შეთანხმება რუსეთის მხრივ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში კვლავ რეალური გაერთიანების შესახებ (გარდა ლიტონი დეკლარაციებისა,რომ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას) და დასავლეთი საქართველოს ყოველგვარი რეალური გარანტიების გარეშე უბიძგებს რუსეთს ხისტად, მწვავედ,სარისკოდ დაუპირისპირდეს.

 

ყოველივე ეს ძალზე ჩამოჰგავს მაგალითად ვიეტნამის ომის პერიოდს, როდესაც დასავლეთის ერთი მხრივ და რუსეთჩინეთის მეორე მხრივ დაპირისპირების მთელი მუხტი ვიეტნამელ ხალხს დაატყდა თავს.

 

ამავე დროს საქართველოს მმართველი კლანი არაფერს რეალურსა და მტკიცედ არ აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო გავიდესდსთ“–დან (იმისდამიუხედავად რომ რუსეთის მხრივ სრული ეკონომიკური ბლოკადა აქვს) და მოითხოვოს რუსისამშვიდობოებისდაუყონებლივი გაყვანა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდანთუმცაპიარკამპანიებისპერიოდებში არაერთხელ გააკეთა შესაბამისი ლიტონიგანცხადებები.

 

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაბრმავებულია მიმდინარე ნაციონალისტური პროპაგანდით, ცრუ შეპირებებით და ვერ ახერხებს მოსალოდნელი კატასტროფული შედეგების განჭვრეტას და პროგნოზირებას.

 

ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ:დასავლეთის დაკვეთით სააკაშვილის წარუმატებელმა გამოხდომებმა ბელორუსიის არჩევნებში ჩარევისა და ბელორუსიაშიჯინსების რევოლუციისმომწყობის როლშიროდესაც მან მის საჯარო გამოსვლებში არაერთი უხეში თავდასხმა განახორციელა რუსეთის მიმართგამოიწვია რუსეთის მხრივ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის მკვეთრი შემცირება. ბელორუსიაში რევოლუციის წარუმატებელი მოწყობის ცდისათვის დაისაჯა საქართველო!

 

დასავლეთის დაკვეთით საქართველოსათვის არაფრისმომტანიშპიონური პიარ– კამპანიისმოწყობითრომლის მიზანი იყო დასავლეთისათვის არგუმენტების მიცემა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ფორუმებზერუსეთი ინსპირირებული იყო მოეწყო საქართველოსათვის პრაქტიკულად ტოტალური ბლოკადადა ათასობით რუსეთში მომუშავეთა ხარჯზე მცხოვრები ქართული ოჯახი დარჩა შემოსავლების გარეშე.

 

მმართველი ხროვის მუქარის, თითქოს2007 წლის 1 იანვარს ცხინვალში შეხვდებიანსაპასუხოდ რუსეთმა დაიწყო მასშტაბური სამხედროსტრატეგიული  მშენებლობები ჩრდილო ოსეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ..–შიკერძოდ:ძაურიკაუცხინვალის გაზსადენის, ზარის ავტოშარაგზის, ახალი მაღალი ძაბვის ელგადამცემი ხაზისა.

 

.საქართველოს მმართველი კასტა ავრცელებს დეზინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესახებ ენგურჰესის ენერგობლოკების რეაბილიტაციის შედეგადმაშინ როდესაც ეს სიმძლავრეები აფხაზი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეასაბერიოში!

 

კოდორის ხეობის ვითომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ჩართვისა და იქ ვითომაფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისდაფუძნებას სინამდვილეში მოჰყვა ამხეობაში რუსისსამშვიდობოებისკონტროლის აღდგენა და ნაშთად დატოვა  უკიდურესად გამძაფრებული ურთიერთობები აფხაზ სეპარატისტებთან.


ნატოში გაურკეველ მომავალში და სათუო გაწევრიანების პერსპექტივებით  ნაციონალების მმართველი კასტის მიერ ისტერიული პოლიტიკური სპეკულაციების შედეგადრეალურად და ამჟამად საქართველოს აქვს ამ სპეკულაციებით   პროვოცირებული რუსეთული სადამსჯელოდრაკონული მეთოდების გამოყენება  საქართველოს მიმართარსებითად სრულ ბლოკადა, ქართველობის რუსეთიდან დეპორტაცია, შესაბამისადსაქართველოს მოსახლეობისათვის და ეკონომიკისათვის ნაციონალთა მიერ ხელოვნურად პროვოცირებულ სირთულეები.

 

ამასთანავე:ნატო სამხედრო ბლოკში საქართველოს შესვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდიმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შიგნით არ იარსებებებს კონფლიქტები. ეს კი ორიგზით შეიძლება მოხდეს:საქართველო ნებით თუ ძალით შემოიერთებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს (ძლიერ სათუო და ეფემერული)საქართველო საბოლოოდ დაკარგავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს (ძალზე შესაძლებელი და მოსალოდნელი)დასავლეთისათვის სულ ერთიაშევა საქართველო ნატოში აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, თუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეამიტომ, დასავლეთი არც იმშემთხვევაში იქნება წაგებული, თუ საქართველო სამუდამოდ დაკარგავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.

 

ძალზე მოსალოდნელია, რომ აფხაზეთში და განსაკუთრებით სამაჩაბლოშიქართული მხარის მცდელობებს ძალოვანი და სხვა ავანტიურისტული მეთოდებით გადაწყვიტოს პრობლემაშეიძლება მოჰყვეს თვით რუსის მიერ მოწყობილ– პროვოცირებულისისხლის კალოოსი და ქართველი მოსახლეობის მიმართ, სხვასისხლიანი პროვოკაციებირაშიც შემდგომ დადანაშაულებული იქნება ქართული მხარე და რაც შემდგომ გამოყენებული იქნება ამ ტერიტორიების საქართველოსაგან სამუდამო ჩამოშორებისათვის!

 

გასათვალიწინებელია ისიც, რომ რუსეთი შეიძლება წავიდეს იმაზეცკი რომსისხლიან კალოშიდაკარგოს გავლენა სამაჩაბლოზესამაგიეროდ სამუდამოდ და უიმედოდ ჩამოაშოროს საქართველოს აფხაზეთირომელსაც გაცილებით დიდი სამხედროპოლიტიკური და გეოპოლიტიკური ფასეულობა აქვს!

 

გამოსავალი იყო, არის და იქნება ლეგიტიმურობის აღდგენაში ანუ ზოგადად იმ პოლიტიკური და სამართლებრივი ნეგატივის აღმოფხვრაში რაც 1991–1992 წლებისსახელმწიფო გადატრიალებამ დატოვა საქართველოში.საქართველოსდსთ“–ში ყოფნაარალეგიტიმურია!

 

 

ყველა აქტი, რომლითაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსის მიერ ოკუპაცია დაანექსიაადაკანონებული“ – არალეგიტიმურია!

 

რუსის ჯარი ნებისმიერი ფორმითსაოკუპაციო ჯარია საქართველოს ტერიტორიაზე1991 წლიდან!

 

აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთსაქართველოს ომის (და არა რაღაც მოჩმახულიეთნოკონფლიქტების“) შედეგადაა რუსის მიერ ოკუპირებული და საჭიროა მათი დეოკუპაციისათვის გარჯა!

 

ყველა უბედურება, რაც საქართველოს დაატყდა თავს 1992 წლიდან ლეგიტიმურობის დარღვევითაა გამოწვეული და დღესაც არ ძალუძთ ლეგიტიმურობაზე დაბრუნება...

 

უკანონობას შეიძლება მოვერით მხოლოდ კანონით!უსამართლობას შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სამართლით!

 

სიცრუეს კი შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სიმართლით!

 

             ბესარიონ გუგუშვილი გასაუბრება გულისყურთან

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები