სიგუა–კიტოვანის დაჯგუფების როლი 1991–1992 წლების პუტჩში- ბესარიონ გუგუშვილი

 




ნეოპუტჩისტური, ნაცური ხელისუფლების ერთგული მასმედია ინტენსიურად ნერგავს სიცრუეს, თითქოს ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ პუტჩი მოაწყეს თვით ეროვნული ხელისუფლების მოღალატე ძალებმასიგუაკიტოვანის დაჯგუფების სახით.

 

 ამით პუტჩისტები და ნეოპუტჩისტები ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალება საკუთრივ ეროვნულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას დააკისრონმისიშეცდომებითგანაპირობონ.როგორც ნეოპუტჩისტური, ნაცური იდეოლოგიის ყველა სხვა არგუმენტიესეც მტკნარი სიცრუეაგაუცნობიერებელ და ბნელ, უბირ მასსაზე გათვლილი ხრიკია.სიმართლე კი ისაა, რომროგორც ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლებისარაერთ დოკუმენტიშია აღნიშნულიპუტჩის დამგეგმავი და აღმსრულებელი ძალებიიყვნენ:

 

1.მთავარი მოქმედი პუტჩისტური ძალა იყო საბჭოთა ერთიანი კომუნისტური ნომენკლატურარომელიც კოლოსალური ფინანსური რესურებით, ათწლეულობით გამოზრდილგაწვრთნილი კომუნისტურიკადრებით“, კაგებეთი და რაც მთავარიასაბჭოთა არმიის უძლიერესი მხარდაჭერით სარგებლობდა. კომუნისტური ნომენკლატურა ამზადებდა იმას, რასაც ზვიად გამსახურდიამ უზუსტესადნომენკლატურის რევანში უწოდა.

 

2.ნაკლებ ძლიერი, მაგრამ დასავლეთის უძლიერესი მხარდაჭერით აღჭურვილი ძალა იყო გლობალისტური, ტრანსნაციონალისტური დისიდენტურდემოკრატიული მოძრაობა რომელსაც ეროვნული ძალების წინააღმდეგ არსებითწილად უჭერდა მხარს აგრეთვე საკუთრივ კომუნისტური ნომენკლატურა. ხშირ შემთხვევაში დისიდენტური ძალები არსებითწილად თვით კომუნისტური ნომენკლატურის წევრებისაგან შედგებოდა, რომელთა ლიდერი იყო ნობელის პრემიის ლაურეატი სახაროვი ასეთები იყვნენ მაგალითად მამარდაშვილი, ბაქრაძე და სხვები.

 

კომუნისტური ნომენკლატურის ისევე როგორც გლობალისტური დისიდენტური მოძრაობის მიზანი იყო

საბჭოთა კავშირის შენარჩუნება და მისიგარდაქმნასაბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებულ ერთიან სახელმწიფოდ

. როგორც კომუნისტურნომენკლატურას, ასევეგლობალისტურ დისიდენტურ მოძრაობას ამ თვალსაზრისითსაერთო უძლიერესი სტიმული გააჩნდათ: საბჭოთა სახალხო ქონების მტაცებლური,პრივატიზება კომუნისტური ნომენკლატურისა და მათთან დაკავშირებული დისიდენტური  წრეების მიერ.

 

 ამრიგადეროვნული მოძრაობის მოწინაა მდეგე ძალებს  უძლიერესი მომხვეჭელური, მძარცველური სტიმული ამოძრავებდათ

 – რაც იმ დროს მიმალული იყო, მაგრამ ძალზე ნათლად გამოჩნდანომენკლატურის რევანშის შემდგომ პერიოდში, როდესაც პუტჩისტების დიდი უმეტესობა მყისიერად უზარმაზარი ქონებების პატრონები გახდნენ.

 

როდესაც 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა აზვირთდა, გაძლიერდა და მან გეზი საქართველოს სრული და უპირობო დამოუკიდებლობისაკენ აიღომის წინააღმდეგ ერთიან მძლავრ ფრონტადგაერთიანდნენ კომუნისტური ნომენკლატურა და გლობალისტური დისიდენტურიმოძრაობები

.

ამ ანტიეროვნულ ძალებს მხარდაჭერას უწევდა როგორც საბჭოთასისტემა, აგრეთვედასავლეთის გლობალისტური ძალები.

 

ძლიერნი ამა ქვეყნისანიგაერთიანდნენ ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის წინააღმდეგ.გაერთიანებული ანტიეროვნული ძლების ქმედებანი ეროვნული ხელისუფლების მომავალი დამხობისათვის განსაკუთრებით გაძლიერდნენ და გააქტიურდნენ 1990 წლისარჩევნების წინა პერიოდიდანროდესაც ნათელი გახდა, რომ ეროვნული ძალები შეძლებდნენ არჩევნებში გამარჯვებას.

ეს საქმიანობა შემდეგი უმთავრესი მიმართულებით ვითარდებოდა:

 

1.ინტენსიურად იქმნებოდნენ

ეროვნული ხელისუფლების მოწინაა მდეგეშეიარა ებული დაჯგუფებები

 – რომელთა შორის მთავარი იყომხედრიონი“ –რომელსაც აფინანსებდა შევარდნაძის კადრი, საქართველოს ყველაზე კორუმპირებული და მდიდარი დარგისაგრომრეწველობის მინისტრი მგელაძე.მგელაძემ ღვინის, ხილეული წვენების, კონსერვების, ურფუნთუშეულისა და კვების მრეწველობის სხვა დარგების ასობით ქარხნევისათვისშეწერილიასობით მილიონიანი ფულადი რესურსები მიმართამხედრიონისათვისსაზარბაზნე ხორცის მობილიზებას კრიმინალურ წრეებში და მათს შეიარაღებას.

 

 

2.ინტენსიურად ხდებოდა აგრეთვე სხვა ფორმალური თუ არაფორმალური დაჯგუფებების იატაკქვეშა შეიარაღებული რაზმების შექმნაასეთი რაზმები გააჩნდათ როგორც ეგრეთწოდებულ პოლიტიკურ პარტიებს ჭანტურიასარიშვილისნაციონალდემოკრატიულ პარტიას“, წერეთლის პარტიას, „სახალხო ფრონტს“,მრავალ ტერიტორიულრეგიონალურსაძმოს (რომლებიც საოცარი სისწრაფით მრავლდებოდნან) და მათ შორის უძლიერესსსაძმოთბილისელს“.

 

1991 წლისდამდეგისათვის ანტიეროვნული ძალების იატაკქვეშა შეიარაღებული დაჯგუფებებისსაერთო რიცხოვნობამ ათასამდებოევიკსმიაღწიარაც იმ დროს საკმაო შეიარაღებულ ძალას წარმოადგენდა (თუ გავითვალისწინებთ საბძოლო იარაღზეუმკაცრეს კონტროლს საბჭოთა სისტემების მხრივ).

 

3.გაერთიანებულმა კომუნისტურმა მოძრაობამ და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა გლობალისტურმა დისიდენტურმა ძალებმა ჩაატარეს ეგრეთწოდებულიეროვნული კონგრესისფალსიფიცირებულიარჩევნები“.

 

ამით ანტიეროვნულმა ძალებმა შექმნეს ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლებიაპარალელურიხელისუფლება

  – რომელიც თავს ხალხის არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებად აცხადებდა!

 

4.როგორც გლობალისტური დისიდენტური მოძრაობა სახაროვისტების სახით, ასევეკომუნისტური ნომენკლატურისგავლენის აგენტებიდასავლეთში და პირველ რიგშიკი გორბეჩოვშევარდნაძის აგენტურა დასავლეთში აქტიურად ეწეოდა ეროვნული მოძრაობის, ეროვნული ხელისუფლების დისკრედიტირებას და ამითი

დასავლეთშინერგავდა აზრს ეროვნული ხელისუფლების როგორცფაშისტური დიქტატურისძალისმიერი დამხობის აუცილებლობის მიხედვით

 

 

.5.გაერთიანებული ანტიეროვნული ძალები ინტენსიურად ეწეოდნენ ეროვნულიხელისუფლების მომხრეების დევნას, ტერორიზებასა და შანტაჟს

გაზეთებისა და სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობითრომელებიც კომუნისტური ნომენკლატურის გავლენისა და უშუალო მართვის ქვეშ რჩებოდნენგამუდმებით გაისმოდა მოწოდებები ეროვნული ხელისუფლების ძალისმიერი დამხობისაკენ, ინერგებოდა აზრი, რომ

 ზვიად გამსახუდიას ეები დათვლილია

, რომსაჭიროა ზვიადგამსახურდიას მომხრეები დროზე მოეგონ ჭკუას“. განსაკუთრებული მასშტაბებიმიიღო ეროვნული ხელისუფლების მომხრეებზე პირადულმა ტერორიზებამ.

მაგალითად არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ გატაცებული იქნენ ეროვნული ხელისუფლების წევრები ვაჟა ადამია, თბილისის მერი ვაშაკიძე და არაერთი სხვა.

 

ჯერ კიდევ 1987 წელს, საბჭოთა გასამხედროებული ორგანიზაციადოსააფ“–ის მთლიანი ქონება, სადაც შედიოდა სასწავლო ავტომანქანებიდან დაწყებული იარაღით დამთავრებული, გადაეცა მაშველთა კორპუსს, რომელიც მოგვიანებით "მხედრიონად"გადაინათლა. დოსსააფის ქონებაში შედიოდა ჯავშნიანი ტექნიკაბეტეერები,ბეერდეემები, რამდენიმე ჰაუბიცა, ათობით რადისადგური, და ასეული ავტომატური იარაღი.

 

1991 წლის მაისში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა დადამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ რამდენიმე თვეში დაიწყო ლეგიტიმურიხელისუფლების დამხობის ოპერაციის პრაქტიკული რეალიზებაქრონიკული, „მცოცავი პუტჩებისმეშვეობით.

 

ეროვნული ხელისუფლების არაერთმა წევრმა ვერ გაუძლო შანტაჟსა დატერორიზებას, დაშინდა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში მკაცრისასჯელის წინაშე და უღალატა ეროვნულ ხელისუფლებას, გადავიდა ანტიეროვნულიძალების მხარეს.

 

როდესაც დაარსდა რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა და არჩეული იქნა პრეზიდენტიშეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია: პრეზიდენტი გახდა სახელმწიფოსა დამთავრობის მეთაური (რამაც გამოიწვია სიგუას ჩამოხურდავება) და შეიარაღებულიძალების მთავარსარდალი (რამაც გამოიწვია კიტოვანის ჩამოხურდავება).

 

 

ეროვნულ ხელისუფლებაში ჩანერგილმა ანტიეროვნულმა ძალებმა ამითი დაკარგეს მათი (გავლენის) აგენრტურის (სიგუას სახით) გავლენა და ამის გამო ღია, დაუფარავ კონფრონტაციაზე გადავიდნენ.

 

1991 წლის აგვისტოში ანტიეროვნული ძალების მხარეს გადავიდა, ანტიეროვნულძალებს მიემხრო, შეუერთდა სიგუაკიტოვანის დაჯგუფებაც.

 

ამდენადსიგუაკიტოვანის დაჯგუფებამ კი არ შექმნა ლეგიტიმურ ხელისუფლებასთანდაპირისპირებული პოლიტიკური ან შეიარაებუილი ძალები (როგორც უნდა წარმოადგინოს ევანდელმა ნეოპუტჩისტურმა ძალებმა), არამედ – მათ ალატიჩაიდინეს და ძლირი მტრის მხარეს გადავიდნენ

 – ისევე, როგორც შემდგომ ვაჟა ადამიასა, ყარყარაშვილისა  და ბესიკ ქუთათელაძის შეიარაღებული დაჯგუფებები.

 

როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამხედრო თვალსაზრისით სიგუაკიტოვანის დაჯგუფება ანტიეროვნულ ძალებში, რომლებიც ეროვნული,ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობისათვის ემზადებოდნენ

 უმცირესობას შეადგენდნენ!

 

 

ამის დასამტკიცებლად საკმარისია გადავხედოთ პუტჩის შემდგომ შექმნილისამხედრო საბჭოს შემადგენლობას, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა სახელმწიფოსაბჭოდ.

 

 პუტჩის შედეგად შექმნილ ხუნტაში სიგუაკიტოვანის დაჯგუფების როლი სავსებით უმნიშვნელოა, სამაგიეროდ თვალნათელია რომ ეს ორგანოები პრაქტიკულად მთლიანად დაკომპლექტებულია კომუნისტური ნომენკლატურითა და გლობალისტური დისიდენტური წრეების წარმომადგენლებით.

 

ნიშანდობლივია, რომ სიგუაკიტოვანის სამხედრო დაჯგუფება პუტჩის პირველსავე სამოთხ დღეში გაანადგურეს ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრე ძალებმ და პუტჩის გამარჯვება მთლიანად საბჭოთა შეიარაღებული ძალების მიერმხარდაჭერილი მხედრიონისწილად მოვიდა.

 

მეტიცპუტჩის შემდგომ სულ სამ თვეში, ხუნტას სათავეში ოფიციალურად ჩაუდგამისი მთავარი დამგეგმავი და მეთაურიშევარდნაძე და ამის შემდგომ სიგუა– კიტოვანის დაჯგუფება არსებითად გაქრა პოლიტიკური სცენიდან (სამხედრო სფეროდანკი როგორც აღვნიშნეთ იგი პუტჩის დღეებშივე გაქრა).

 

 

დასკვნა:

 

სიგუაკიტოვანის დაჯგუფებამ კი არ მოაწყო პუტჩი, არამედეს დაჯგუფება შეუერთდა იმ პოლიტიკურ და მრავალრიცხვოვან შეიარა ებულ დაჯგუფებებს,რომლებიც უკვე მზად იყვნენ იარაით დაპირისპირებებისათვისპუტჩისათვის.

 

.სიგუაკიტოვანის დაჯგუფების როლი ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაში ნაკლებმ ნიშვნელოვანი იყო და მისი როლის გადაჭარბება არის მცდელობა პასუხისმგებლობა ააცილონ პუტჩის მთავარ მომწობ ძალებსკომუნისტურ ნომენკლატურასა და გლობალისტურ დისიდენტურ–„დემოკრატიულძალებს,რომლებიც დღესაც მართავენ საქართველოს.

მცირერიცხოვანი სიგუაკიტოვანის დაჯგუფების მიერ ეროვნული ხელისუფლების ღალატი და ძლიერი მტრის მხარეზე გადასვლა არავის უნდა უკვირდეს იმის შემდგომ,რაცვარდების რევოლუციისპერიოდში შევარდნაძის მიერ შექმნილგამოწვრთნილიმოქალაქეთა კავშირისპრაქტიკულად მთლიანი შემადგენლობა შევარდნაძის მიმართ პუტჩისტი აღმოჩნდა.

იგივე მოხდებაროდესაც დადგებავარდოსნებისხელისუფლების ისტორიის სანაგვეზე გადაგდების დროც.

 

ხოლოეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების წევრების დიდი ნაწილისმრავლწლიანი, თავგანწირული და შეუპოვარი ბრძოლარომელსაც არაერთმა მთგანმა სიცოცხლე შესწირასაქართველოს ისტორიის ნათელ ფურცელად დარჩებარომლისგაშავებასაცყოველმხრივ შეეცდებიან ყველა დროის ანტიეროვნული ძალები

 

 

 

                                        ბესარიონ გუგუშვილი  გასაუბრება გულისყურთან

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები