არგუმენტირებული ესე
არგუმენტირებული ესე არ არის თხზულება ან თავისუფალი თემა.
ეარგუმენტირებულ ესეში გვევალება
ა)წარმოვაჩინოთ საკუთარი მოსაზრება ჩვენს მიერვე დასმულ საკითხზე,
ან
ბ) წარმოვაჩინოთ საკუთარი მოსაზრება /პოზიცია დასმულ/მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
ანუ არგუმენტირებულად ( ანუ დამაჯერებელი მსჯელობით
!!!!) დავეთანხმოთ ან უარვყოთ რაიმე თვალსაზრისი(დებულება ,აზრი).
გ)დავალაგოთ ჩვენი ნააზრევი გარკვეული სტრუქტურის გათვალისწინებით.
დ) ესეში არ გვევალება „მივაგნოთ ერთადერთ სწორ პასუხს“
მივაკვლიოთ „ჭეშმარიტებას“
ან
თავი მოვაწონოთ ვინმეს ჩვენი „სწორი“ და „მორალურად გამართლებული“ მსოფლხედველობით.
ესე წარმოაჩენს ავტორის უნარს, გასაგებად, ნათლად, მკაფიოდ, დამაჯერებლად გადმოსცეს საკუთარი მოსაზრებები მოცემულ სადავო საკითხთან დაკავშირებით.
ესეს შეფასებისას ყურადღებას აქცევენ:
§ რამდენად სწორად გაიგო და გაიაზრა ავტორმა მოცემული თვალსაზრისი;
§ როგორ ააგო და მოაწესრიგა სათქმელი წერილობით ( ანუ არის თუ არა გამოყოფილი აბზაცები, დაცულია თუ არა ესეს სტრუქტურა – შესავალი/ძირითადი ნაწილი/დასკვნა, არის თუ არა ლოგიკური კავშირი აბზაცებს შორის…);
§ როგორ ესმის ავტორს დასმული საკითხი
§ რამდენად ავლენს ის ერუდიციას(ზოგად
ცოდნას),
§ ესმის თუ არა პრობლემის აქტუალობა
§ რამდენად შეუძლია ამის წარმოჩენა;
§ დამაჯერებელია თუ არა მსჯელობა? ანუ არის თუ არა მოშველიებული არგუმენტები და მათი შესაფერისი მაგალითები?
§ ხომ არ არის მსჯელობა შაბლონური, პლაკატური?
§ რამდენად ზუსტია მოშველიებული არგუმენტები?ხომ არ არის დაშვებული ფაქტობრივი შეცდომა?
§ მოწმდება ავტორის ლექსიკური მარაგი და წერილობით ნააზრევის გადმოცემის სტილი;
§ ამოწმებენ ასევე გრამატიკული გამართულობას ( პუნქტუაცია, ორთოგრაფია, სინტაქსი,
მორფოლოგია).
ყურადღება:
ესე განსხვავდება სხვა ტიპის პროზაული ტექსტებისგან ფორმით და შინაარსით.
წინასწარ განსაზღვრულია
·
სტრუქტურა,
·
მსჯელობის თანმიმდევრობა,
·
თემა.
იმისთვის, რომ დავწეროთ არგუმენტირებული ესე, აუცილებელია ჟანრობრივი თავისებურებების გათვალისწინება.
წერის პროცესი
დაბრკოლება 1-ლი
–
ამაზე რა დავწერო?
ხშირად სწორედ ესაა პირველი რეაქცია სამსჯელო თეზისის გაცნობისთანავე.
·
რჩევა – არ დაკარგო დრო და ენერგია იმაზე დარდში, რა „ცუდი“ და „უვარგისი“ თეზისი მოგივიდა. სულაც რომ „ლურსმანი რბილია“ იყოს სამსჯელო თეზისი, ესე დასაწერია და ამას ვერსად წაუხვალ.
· რა გიშველის:
ამოიცანი საკვანძო სიტყვები.
განმარტე ეს საკვანძო სიტყვები.
გაიაზრე ცნებების მნიშვნელობა.
მოიშველიეთ ასოციაციური აზროვნება.
ატრიალე გონებაში საკვანძო სიტყვები.
მოიშველიე თავისუფალი წერის ტექნიკა – შავ ფურცელზე დაიწყე წერა და გადმოიტანე ფიქრის ნაკადი ფურცელზე.
გონებაში ან სამუშაო ფურცელზე დახატე ასოციაციური რუკა.
მაგალითად, თეზისში ნახსენებია რაიმე ცნება, ვთქვათ, ქსენოფობია.
„აუშვი აფრები“
– ქსენოფობია ->უცხოსა და განსხვავებულის მიუღებლობა->პროტესტი და აგრესია->რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი->რა პრობლემებს/შედეგებს იწვევს…და ა.შ. –
საბოლოო ჯამში, საფიქრალი და სამსჯელო ჩარჩო შემოიხაზება.
არ არსებობს ცნება და სიტყვა, რომელზეც ( თუ, ცხადია, მნიშვნელობა გვესმის)ასოციაციები არ აღგვეძვრება.
ენდე გონებას და ფანტაზიას.
დაბრკოლება მე-2
– როგორ დავიწყო?
რჩევა:
§ ესეს შესავალი
მოკლედ, ორიოდე წინადადებით მიმოიხილე სამსჯელო საკითხი, ოღონდ სხვა სიტყვებით (პერიფრაზირებით)– ზუსტი ციტირება დაუშვებელია ( არ გაიმეორო იგივე, რაც წერია, მაგალითად, თუ გამოყენებულია ფრაზეოლოგიზმი, ვთქვათ, „ფეხს იკიდებს“ ან „ხელს უწყობს“, თქვი სათქმელი სხვაგვარად. ანუ „გაშიფრე“ სიტყვათშეთანხმება);
§ დასვი კორექტული კითხვა, რომელზეც ააწყობ მსჯელობას – ეს მარტივი და კარგი გამოსავალია. (დასმულ კითხვაზე მსჯელობას ძირითად ნაწილში ააწყობ ანუ მე-2 აბზაცში და არა შესავალ აბზაცში);
§ მიმოიხილე საკითხის აქტუალობა, წარმოაჩინე, რამდენად მნიშვნელოვანი და აქტუალურია პრობლემა დღეს;
§ თუ მაინც ვერაფერი მოიფიქრე, გადადი ძირითად ნაწილზე და შესავალი ბოლოს დაწერე.
ხ
დაბრკოლება მე-3
-როგორ გადმოვცე აზრი გასაგებად, ნათლად, მკაფიოდ და როგორ მოვაწესრიგო ნაწერი?
რჩევა:
§
წარმოიდგინე, რომ გონიერ, ცნობისმოყვარე მერვეკლასელ მოსწავლეს ესაუბრები. ადრესატის წარმოდგენამ, შესაძლოა, გაგიიოლოს წერის პროცესი.
§ მოსაზრებები გადმოეცი მოკლე და გრძელი წინადადებების მონაცვლეობით და მოერიდე წინადადების „ჩახლართვას“.
ჩახლართულია წინადადება, რომელიც აბზაცის დასაწყისში იწყება და ნახევარ/მთელ აბზაცს იკავებს;
§ „შეიყვარე“ წერტილები. დასვი წერტილი და თანმიმიდევრულად გააგრძელე აზრი.
რთული ქვეწყობილი წინადადება მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. „მიეძალე“ თანწყობას ან მარტივ წინადადებებს;
§ მნიშვნელოვანი რჩევა: მოერიდე უცხო სიტყვებს, ტერმინებს, ფილოსოფიურ ცნებებს.
თუ მაინცდამაინც გამოიყენებ, ძალიან კარგად უნდა იცოდე, რას ნიშნავს და რა კონტექსტში გამოიყენება.
§ მოერიდე შაბლონურ, პლაკატურ,
პათეტიკურ, „სადღეგრძელო“ ფრაზებსა და მოწოდებებს.
დაბრკოლება მე-4
-აბზაცი
არ არსებობს ზუსტი რეცეპტი, რომელიც ესეში აბზაცების რაოდენობას განგისაზღვრავს.
მაგრამ ის კი ზუსტადაა განსაზღვრული, თუ რა არის აბზაცი და რას უნდა მიაქციო ყურადღება ახალ აბზაცზე გადასვლამდე.
აბზაცი წინადადებების ჯგუფია. აბზაცი არ არის წინადადებების კალეიდოსკოპი, სადაც შემთხვევითი შერჩევითაა წინადადებები თავმოყრილი. აბზაცში მსჯელობა ერთი თემის, საგნის, საკითხის ირგვლივაა კონცენტრირებული. აბზაცის თითოეული წინადადება თემატურად განსაზღვრულია ამ თემითა და საკითხით.
რჩევა:
§
მოერიდეთ აბზაცის ბოლოს ახალი შინაარსის მქონე წინადადების ჩამატებას.
§
არ დაასრულოთ აბზაცი ახალი მოსაზრების შემცველი წინადადებით.
§ ტექსტის აბზაცები ორი და სამი წინადადებისგან არ უნდა შედგებოდეს (იგულისხმება, რომ პატარა აბზაცები დასაშვებია, მაგრამ თუ მთელი ტექსტი ორ-სამ წინადადებიანი აბზაცისგან შედგება, ე.ი. მსჯელობა არასაკმარისადაა გაშლილი).
ყველაფერი, რაც თეორიულად უნდა იცოდე ესეს შესახებ ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია.
ამ წერილშიც და სხვა არაერთ თეორიულ მიმოხილვაშიც დეტალურადაა გაწერილი ესეს სტრუქტურა, ჟანრის სპეციფიკა, მოცემულია რჩევები.
თუ მაინც გგონია, რომ ესეს ვერ წერ, რომ ეს „შეუსრულებელი მისიაა“ და რომ შენ ამის ნიჭი, უბრალოდ, არ გაქვს, აიღე კალამი, მოიძიე რომელიმე სამსჯელო თეზისი და დაიწყე წერა ( გამოიყენე ტექნიკა „თავისუფალი წერა“ – ანუ ჩაწერე ყველაფერი, რაც თავში მოგივა, თუნდაც, ის, რომ „ ამ თეზისზე თავში არაფერი მომდის, რა უნდა დავწერო, როცა სიტყვების მნიშნელობასაც ვერ ვხვდები, რას უნდა ნიშნავდეს ეს წინადადება?..“
ან ტექნიკა
„ასოციაციური რუკა“ – გამოყავი საკვანძო სიტყვები, შემოხაზე და გაუკეთე „სხივები“, ამ სხივებზე მიაწერე ის ასოციაციები, რაც გიჩნდება. მაგალითად,
ამგვარი სავარჯიშოების სისტემატურად შესრულების შედეგად მალევე დარწმუნდები, რომ წერილობითი მეტყველება ნაფიქრის, ნააზრევის მოწესრიგების საშუალებაა.
თუ თავში რაიმე აზრები გებადება რომელიმე სიტყვის გაგონებისას, ე.ი. წერასაც შეძლებ.
წერას აუცილებლად შეძლებ, თუ დროს არ დაიშურებ და ვარჯიშს არ დაიზარებ.
ხ
არგუმენტირებულ ესეის აქვს მკაცრად ორგანიზებული სტრუქტურა.
გარდა
სტრუქტურისა ის მოითხოვს
·
სხვადასხვა ტიპისა და თემატიკის საზოგადოებრივ, საკაცობრიო, პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ, სოციალურ მოვლენებზე, ჰუმანისტურ ღირებულებებზე ინფორმირებულობას
·
პრობლემების ფიქსირების უნარს
·
ანალიზის უნარს
·
არგუმენტირებული მსჯელობის უნარს
·
პრობლემის გადაჭრის გზების მიგნების უნარს
შთამბეჭდავი ესეის დასაწერად უმნიშვნელოვანესია ორი რამ:
§ საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების მონიშვნა, წვდომა, ღრმად გააზრება, ანალიზი და სინთეზი, არგუმენტირებული მსჯელობა და რეზიუმირება, აგრეთვე ადეკვატური და კანონიერი რეკომენდაციების შემუშავება;
§ ესეის მკაცრი სტრუქტურის დაცვა, მდიდარი ლექსიკა, წერის ტექნიკის ფლობა, სტილური ერთგვაროვნების დაცვა, ორიგინალური, არაშაბლონური აზროვნება, განსხვავებული პოზიციების გააზრებისა და პოლემიკის უნარი, პოზიციების შეჯერება.
ხ
ესეი პრობლემურ, საკამათო თვალსაზრისებზე იწერება, მთავარია, რომ დაცული იყოს შემდეგი მოთხოვნები:
·
შესავალში მიმოხილული იყოს პრობლემის აქტუალურობა,
·
სწორად იყოს დეფინიცირებული თეზისი და ანტითეზისი,
·
დამაჯერებლად იყოს წარმოდგენილი ორივე თეზისის არგუმენტები და კონტრარგუმენტები,
·
გამოკვეთილი იყოს ავტორის პოზიცია,
·
მსჯელობა იყოს რეზიუმირებული და დასკვნებთან ერთად წარმოდგენილი იყოს მიგნებული რეკომენდაციები პრობლემის გადაჭრის გზებზე.
მასწავლებლებს არაერთხელ გვიკამათია ესეის სტრუქტურაზე და მომისმენია აზრი, რომ ავტორმა ესეის სადავო თეზისებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია თავშივე უნდა გააცხადოს და შემდეგ ყველა თვალსაზრისსა თუ მაგალითს უნდა დაუპირისპიროს საკუთარი არჩევანი, რაც არასწორად მიმაჩნია
. ესეის ტექსტი უნდა იყოს დამაინტრიგებელი, მიმზიდველი, ჩამთრევი, საინტერესო, უნდა ეფუძნებოდეს ევრისტიკულ სტრატეგიებს და თუკი თავშივე გავაცხადებთ საკუთარ პოზიციებს, მკითხველი წარმოდგენილი მსჯელობის მიმართ ინტერესს დაკარგავს.
სასურველია, რომ ესეის ავტორმა წარმართოს მსჯელობა აზრობრივი ჯაჭვებით, წარმოაჩინოს მკვეთრი არგუმენტები და კონტრარგუმენტები ანტაგონისტური თეზისების გარშემო და ლოგიკურად მივიდეს საკუთარი თვალთახედვის წარმოჩენამდე.
ბოლოს წინა აბზაცი-ყურადღება !!!!
გზადაგზა, მსჯელობების პროცესში ის შეფარულად ისედაც მიანიშნებს საკუთარ აქცენტებს და სანამ რეზიუმირებაზე გადავა, წინა აბზაცში უკვე ჩამოაყალიბებს საკუთარ არჩევანს:
·
დაეთანხმება ერთ თვალსაზრისს და მეორეს კატეგორიულად უარყოფს
·
, ან ნაწილობრივ ერთს დაეთანხმება და ნაწილობრივ – მეორეს,
·
ან არცერთ თვალსაზრისს არ გაიზიარებს და ახსნის, რომ საკითხის ასე დასმა აცდენილია სწორ აქცენტებს.
ხ
ზოგჯერ გვხვდება ესეები, სადაც წარმოდგენილი თეზისების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება საკამათოა და ორივე თვალსაზრისს ახლავს დამაჯერებელი და სანდო არგუმენტაცია, ხოლო ზოგჯერ გვხვდება ესეის თემა, სადაც ერთი თვალსაზრისი ცალსახად მცდარია და შეუძლებელია მის სასარგებლოდ იმსჯელოს საღად მოაზროვნე ადამიანმა.
მაგალითად, ერთიანი ეროვნული გამოცდების 2018 წლის ტესტებში მოცემული ესეების თემები, რომ
„როდესაც ადამიანები ცდილობენ გაამართლონ ძალადობრივი ქმედებები, უნებურად ხელს უწყობენ ტერორიზმის გაძლიერებას“,
ან რომ „ქსენოფობია ფეხს ვერ მოიკიდებს თავისუფალ და განათლებულ საზოგადოებაში“.
ხ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული ესეის შეფასების კრიტერიუმებში მაქსიმალური 24 ქულიდან ყველაზე მეტი – 5 ქულა ენიჭება მსჯელობის დასაბუთებას, ხოლო 3-3 ქულით ფასდება პრობლემის გააზრება და ლექსიკა-სტილი.
ეს ქულებიც მიუთითებს, რომ კარგი ესეის დასაწერად უმთავრესია არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, პრობლემის ღრმად წვდომა-გააზრება, ინდივიდუალური ხელწერა, ლექსიკური და სტილური მრავალფეროვნება.
როგორც ზემოთაც აღვნიშნე, მასწავლებელი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, რომ მოსწავლეს აარიდოს შაბლონური აზროვნება, არ მოახვიოს თავს საკუთარი პოზიციები, მხოლოდ რჩევისა და რეკომენდაციის სახით შესთავაზოს ისინი, რადგან ესეის ენა, აკადემიურობასთან ერთად, სადა, გულწრფელი და გარკვეულწილად ემოციურიც უნდა იყოს.
ესეიზე მუშაობის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგი მოსწავლე ითხოვს მითითებებისა და წინასწარ კონსტრუირებული სქემებისგან, ხარაჩოებისგან თავისუფლებას, რათა მიეცეს საკუთარი შეხედულებისამებრ მსჯელობის წარმართვის შესაძლებლობა, ხოლო მეორე ნაწილი ითხოვს სქემებსა და ხარაჩოებს, რადგან მათ გარეშე უჭირს ლოგიკური თაანმიმდევრულობის დაცვა.
აქვე შემოგთავაზებთ ესეის კონსტრუირების ერთ-ერთ ვერსიას, რომელიც არც ზედმეტად თავსმოხვეულია ნაკლებად გამოცდილი მოსწავლისთვის და თან იძლევა შესაძლებლობას, რომ ხარაჩოს ფუნქცია შეასრულოს და ნამდვილად შეუწყოს ხელი მოსწავლეს ნაშრომის აგებაში.
არგუმენტირებული (ანალიტიკური) ესეის სტრუქტურა:
§ I აბზაცი:
შესავალი –
ზოგადად არის მიმოხილული პრობლემის არსი, აქტუალობა, პრობლემის წარმოშობის მიზეზები, საზოგადოებრივი აზრი პრობლემაზე.
§ II აბზაცი:
თეზისისა და ანტითეზისის მარკირება-დეფინიცირება – ორი ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისი წარმოჩენილია მოკლედ, მაგრამ ნათლად, გასაგებად, თანმხლები აუცილებელი განმარტებების მოშველიებით.
§ III აბზაცი:
არგუმენტები და კონტრარგუმენტები თეზისების გარშემო –
მსჯელობა
ატარებს პოლემიკის ხასიათს, არის მკვეთრი, დამაჯერებლად არგუმენტირებული, დასაბუთებული საილუსტრაციო მაგალითებით, ცოცხალი და აკადემიურია.
§ IV აბზაცი:
ავტორის პოზიცია –
გამოყენებულია პრობლემის ანალიზისა და სინთეზის შემაჯამებელი სტრატეგიები, ლოგიკური ჯაჭვებით დაკავშირებულია ზემოთ წარმართულ მსჯელობებთან, არაშაბლონური და დამაჯერებელია.
§ V აბზაცი:
დასკვნა-შეჯამება (რეზიუმე) –
მოიცავს ზედა აბზაცებში წარმართული მსჯელობების მთავარ გზავნილებსა და რეკომენდაციებს პრობლემის დასაძლევად.
Комментарии
Отправить комментарий