დიალოგის უნარი

 


რა არის დიალოგი ?

დიალოგი  ორი ადამიანის საუბარს ნიშნავს  ნებისმიერ თემაზე;

დიალოგის დროს მხარეებს თანაბრად უნდა ჰქონდეთ აზრის გამოთქმის საშუალება

დიალოგის მსვლელობისას ხან მოსაუბრე ხარ(იხ.საუბრის წესები) ხან მსმენელი (იხ. აქტიური მოსმენის წესები) და ამიტომ უნდა ფლობდე ამ ორივე  წესებს

როგორ მოიქცე როცა ხარ ინფორმაციის გამცემი და გსურს რომ საწყისი ინფორმაცია საბოლოოს დაემთხვეს ?

(ანუ როგორ უნდა მოიქცე როცა გინადა სწორად გაგიგონ)

·         საუბრის დასაწყისშივე მოუხსენი მსმენელს დაძაბულობა(მაგ.რაიმე ხუმრობით)

·         განსზღვრე  რას იტყვი დასაწყისში და ბოლოში .მსმენელს ესენი  უფრო ამახსოვრდება.

·         კარგად დაალაგე შენი სათქმელი(ანუ რას რის მერე იტყვი უნდა იცოდე,ანუ უნდა საუბრობდე სტრუქტურირებულად)

·         ინფორმაციის გაგებას და დამახსოვრებას ხელს უწყობს კონკრეტული,ცხოვრებისეული მაგალითები მოიყვანე ისინი;

·          არ ისაუბრო ზოგადი ფრაზებით, ისაუბრე კონკრეტული ფრაზებით;

·         ამოწურე საკითხი, რათა შენს მსმენელს არ დასჭირდეს შეკითხვების დასმა;

·         გამოკვეთე მნიშვნელოვანი(მსმენელს რომ არ დაავიწყდეს მნიშვნელოვანი და მის ნაცვლად უმნიშვნელო რომ არ დაიმახსოვროს) 


 ხოლო როცა ხარ ინფორმაციის მიმღები ანუ როცა დაინტერესებული ხარ მოსაუბრეს სწორად გაუგო  უნდა გამოიყენო ე.წ. აქტიური მოსმენის წესი:

·         მოსმენილის შეჯამება: ჩამოაყალიბე მოსმენილის დასკვნა,დასკვნაში გაიმეორე  მის მიერ ნათქვამი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები და ბოლოს კითხე შენს მოსაუბრეს"ნამდვილად ამას გულისხმობდი ?"

·         მოსაუბრის წახალისება: როცა ვინმე გესაუბრება შეეცადე მოიპოვო ამომწურავი ინფორმაცია გაიგო მეტი  დეტალეი.წაახალისე ის ვინც გესაუბრება ,აგრძნობინე რომ ყურადღებით უსმენ. როგორ?საუბრის პროცესში  თავი უქნიე ,გაამხნევე სხვადასხვა სიტყვებით(მაგ.საინტერესოა ,რა კარგია და ა.შ.)

·         მოსმენილის დაზუსტება საუბრის პროცესში: დაუსვით მოსაუბრეს საუბრის პროცესში დამაზუსტებელი კითხვები მაგ.როდის?,როგორ? რამდენი ? რატომ ? და ა.შ.

·         მოსმენილის პერიფრაზირება:საუბრის პროცესში საკუთარი სიტყვებით  გამოთქვით იგივე აზრი რასაც მოსაუბრე გადმოგცემთ ასევე საკუთარი სიტყვებით გადმოეცით იგივე ემოციები რასაც მოსაუბრე თავისი სიტყვებით გადმოგცემთ.პერიფრაზირება საშუალებას მოგცემთ საუბრის პროცესში დააზუსტო რომ სწორად გესმის რასაც გეუბნებიან. თუ აცდენა დაფიქსირდება ეს ასევე წაახალისებს მოსაუბრეს უფრო მეტი ისაუბროს და მეტი დეტალი მოგაწოდოს.

პერიფრაზის მოსმენის შემდეგ შენთან მოსაუბრეს უნდა ქონდეს განცდა რომ შენ მას გაუგე.არავითარ შემთხვევაში არ მისცე რჩევა.უბრალოდ შენი სიტყვებით გაუმეორე მისივე ნათქვამი და თან შენი სიტყვებით აღნიშნე რა განცდა და ემოცია აქვს მას ანუ რას გრძნობს იგი ამ რაღაცის გამო. ეს სრულიად საკმარისია.არავითარი რჩევა.(შეიძლება ჭკუის სწავლებად ჩაგითვალოს ,ადამიანებს არ უყვართ როცა ჭკუას არიგებენ )



 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები