იგნორირება
ადამიანის აღქმა სელექციურია; ადამიანი ინტერესდება და ყურადღებას აქცევს იმას რაც (ან ვინც) შესაბამისობაშია მის მოლოდინებთან და ინტერესებთან ,რაც (ან ვინც) არ შეესაბამება მის მოლოდინებს და ინტერესებს , იგნორირებას უკეთებს(ყურადღებას არ აქცევს).
იგნორირება-ესაა რეალურად არსებული ინფორმაციის ან კონკრეტული ადამიანის უბრალოდ არ აღქმა.
იგნორირება-ხშირად განზრახი ქმედებაა.
იგნორირება ურთიერთობაში ანუ ადამიანის იგნორირება ერთ-ერთი უხეში კონფლიქტოგენია(კონფლიქტის გენერატორია)
იგნორირება ემოციური ძალადობაა.
ის ვინც იგნორირებას მიმართავს ,განზრახ არ იმჩნევს,არ ითვალისწინებს სიტყვებს და მოქმედებებს
რომლებიც მისი მისამართით იგზავნება .
იგნორირებას მიმართავენ როცა:
·
სურთ ვინმესთვის სამაგიეროს გადახდა(შენ ცუდად მომექეცი და მე ამიტომ ხმას არ
გაგცემ)
·
სურთ ხაზი გაუსვან საკუთარ ზიზღს (შენ ჩემთვის ცარიელი ადგილი ხარ )
·
სურთ ხაზი გაუსვან ,რომ ურთიერთობა
დასრულებულია (მე
უკვე ყველაფერი გითხარი,შენთან მეტი ლაპარაკის აზრს ვერ ვხედავ)
ვინმეს იგნორირებას
პრაქტიკული აზრი აქვს როცა:
· თუ ვინმე გადაჭარბებულად სარგებლობს შენი დროით და შენს თხოვნას შეამციროს ურთიერთობა ან გადაიტანოს სხვა დროისთვის ყურადღებას არ აქცევს
·
თუ შენშეგნებულად განიზრახე გააჩაღო
კონფლიქტი ვინმესთან და ჩაითრიო ის მასში .ამასთან მომავალში მასთან ურთიერთობის
ინტერესი არ გაქვს.
·
შენს გვერდზე ვიღაც არაცივილიზებული ტიპი(შეუგნებელი ტიპი) აღმოჩნდა და გინდა შეწყვიტო მასთან
ურთიერთობა,გინდა თავიდან მოიშორო იგი.
იგნორირება
უადგილოა როცა:
·
როცა შენს გვერდით ახლობელი და იმავდროულად გონიერი ადამიანია. მისი იგნორირება საჭირო არაა.მასთან
მოლაპარაკება შეიძლება და საჭიროცაა.
·
როცა ინტერესი გაქვს ვიმნმესთან
კონტაქტის .(როგორც წესი არ ხდება საინტერესო ადამიანების იგნორირება.ადამიანები როგორც
წესი ახდენენ მათთვის უინტერესო ადამიანების იგნორირებას.თუმცა იგნორირებას ხშირად განგებ მიმართავენ .მაგ.გამოცდილი დონ ჟუანები მათთვის საინტერესო ქალების დასაბმელად ურთიერთობის რაღაც ეტაპზე.მათთვის იგნორირება მანიპულაციის ინსტრუმენტია )
·
როცა შენს გვერდზე ცივილიზებული ადამიანია(ასეთ ადამიან მოსმენა და გაგება შეუძლია)
Комментарии
Отправить комментарий