კონფლიქტის ცივილიზებული მოგვარების უნარი ანუ დეპოლარიზაცია
განსხვავებული ინტერესების შეჯახებას კონფლიქტი ეწოდება.
კონფლიქტის მოგვარების უნარი ერთერთი მთავარი უნარია
ადამიანისთვის.
ადამიანის პირადი უსაფრთხოება,ნორმალური ურთიერთობები
ოჯახის წევრებთან,მეგობრებთან,კოლეგებთან,მეზობლებთან ,კლიენტებთან ან უცხო ხალხთან ამ კონფლიქტის მოგვარების უნარის
ფლობაზეა დამოკიდებული.
კონფლიქტები ჩვენი ცხოვრების თანმდევი პროცესია.
ადამიანები თვლიან რომ კონფლიქტები(ინტერესთა შეჯახებები)
ცუდია ,მაგრამ კონფლიქტს დადებითი მხარეც აქვს.
თუ ვინმესთან კონფლიქტი გაქვს შენ შეგიძლია :
·
გაიგო რაღაც ახალი საკუთარი თავის და მოწინააღმდეგის
შესახებ
·
მონახო ყველა დაინტერესებული მხარისთვის მისაღები გამოსავალი
·
მონახო თანამოაზრეები
· მოიფიქრო ახალი იდეები
კონფლიქტის ესკალაციის ეტაპები
კონფლიქტები უნიკალურია,მაგრამ თითოეული ერთნაირი სქემით ვითარდება.
ეს სქემა 6 ძირითად ეტაპს მოიცავს.კონფლიქტის დეესკალაცია კონფლიქტის ნებისმიერ
ეტაპზეა შესაძლებელი თუმცა ყოველ მომდევნო საფეხურზე რთულდება.
1. საწყისი ქმედება
ცეცხლის მსგავსად კონფლიქტის გაღვივებისთვისაც ხანდახან პატარა ნაპერწკალიც
საკმარისია.კონფლიქტის მიზეზად შეიძლება იქცეს
რაიმე სიტყვა,ჟესტი, გამომწვევი გამოხედვა ან ქმედება.
2. კონფლიქტის გაღვივება
საწყის ქმედებას მოჰყვება რეაგირება მეორე მხარის მიერ.საწყის ქმედებას
სიტყვას,ჟესტს,გამოხედვას ან ქმედებას მეორე მორეაგირე მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამით ცდილობს დაამტკიცოს რომ
კონფლიქტში უმიზეზოდ არ ჩართულა.
3. ალიანსების
ფორმირება
კონფლიქტში ჩართული მხარეები საკუთარი პოზიციების გასამყარებლად თანამოაზრეებს ეძებენ.
4. კომუნიკაციის დამახინჯება
კონფლიქტის გამომწვევი საწყისი მიზეზი აღარავის ახსოვს,მხარეები აღარ უსმენენ
ერთმანეთს,არ იზიარებენ განსხვავებულ პოზიციებს
5. უკიდურესი პოზიციების ფორმირება
მხარეების პოზიციები ვიწროვდება
6. დაპირისპირება
ერთი მხარე მეორეს მტრად აღიქვამს და ცდილობს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს
ხ
კონფლიქტის ცივილიზებული მოგვარება
კონფლიქტის ცივილიზებულ მოგვარებას
წინ უძღვის კონფლიქტის ანალიზი
კონფლიქტის ანალიზი ნიშნავს კონფლიქტის
მხარეების
ა)პოზიციების
ბ) ინტერესბის
შესწავლას.
პოზიციები -ეს კონფლიქტის
მხარეების მოთხოვნებია რომლებსაც ისინი ღიად და საჯაროდ უყენებენ ერთმანეთს.
ინტერესები-ეს მხარეთა რეალური
სურვილებია(ის რაც მათ სინამდვილეში უნდათ)
ძალიან ხშირად კონფლიქტში ჩართული მხარეები(ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები)
პოზიციების გამო დავობენ და ერთმანეთს საკუთარ ნამდვილ ინტერესებს უმალავენ
ყურადღება:
კონფლიქტისას მხარის საჯაროდ გაცხადებული პოზიცია ხშირად არ გამოხატავს მის რეალურ ინტერესს ამიტომ მის მოწინააღმდეგე მხარეს უყალიბდება მცდარი წრმოდგენა
მისი მეტოქის ინტერესებზე,შედეგად საკუთარ მოქმედებებს ამყარებს ამ არასწორ აღქმაზე.
ყურადღება:
კონფლიქტის ცივილიზებული მოგვარება
ვერ ხერხდება იქ სადაც ადამიანები პოზიციების დონეზე კამათობენ და რეალურ ინტერესებს მალავენ.
Комментарии
Отправить комментарий