მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლება[კონსტ. მუხ. მე-14]
მუხლი 14. მიმოსვლის თავისუფლება 1. ყველას , ვინც კანონიერად (!) იმყოფება საქართველოში , აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ა) თავისუფალი მიმოსვლის , ბ) საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და გ) საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება . 2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად , დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის , ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით . 3. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში . დაცული სფერო · საქართველოს კონსტიტუციის 14 - ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს ორ , ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ , სამართლებრივ სიკეთეს : ა) საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და ბ) საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლებას . · მათი ერთმანეთი...