აბსტრაქტული ნორმათკონტროლი

 

სარჩევი:

 

აბსტრაქტული ნორმათკონტროლი-ცნება. 1

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის    ნქციები. 1

) „გაბატონებული პოლიტიკური უმრავლესობის“ ხელყოფისაგანკონსტიტუციის დაცვის ’’ ფუნქცია. 1

)“სამართლებრივი უსაფრთხოებისა’’ დასიცხადის’’ უზრუნველყოფის ფუნქცია. 2

)პოლიტიკური უმცირესობის დაცვის ფუნქცი. 2

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის’’  „ ობიექტური ‘’ ბუნებ. 2

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის’’კრიტიკა. 3

მოსარჩელეები აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებში. 4

მოპასუხეებიაბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში. 5

დავის საგანი’’ „აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებში. 5

)“სადავო ნორმა’’[„დავის საგნის 1-ლი ნაწილი] 6

)“კონსტიტუციის ნორმა’’ [ რომელთან მიმართებაშიც მოწმდებასადავო ნორმის’’ კონსტიტუციურობა] [„დავის საგნის’’ მე-2 ნაწილი] 6

შემოწმების’’  ფარგლები  აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებში. 6

სადავო ნორმის’’ შემოწმებ  აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში. 7

აბსტრაქტული კონსტიტუციური სარჩელის’’ დაკმაყოფილების შედეგები. 9

 

 

აბსტრაქტული ნორმათკონტროლი-ცნება

 

აბსტრაქტული ნორმათკონტროლი საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთიუფლებამოსილებაა

კონსტიტუციის მიხედვით[მე-60 მუხლი მე-4 ნაწილი’’], საკონსტიტუციო სასამართლო ა)პრეზიდენტის, ბ)პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან გ)მთავრობის სარჩელის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის ‘’ საკითხზე

საკონსტიტუციო სასამართლო ამ უფლებამოსილებას აბსტრაქტული ნორმათკონტროლი შეიძლება ვუწოდოთ,

 [„აბსტრაქტული’’ რადგანაც ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სამართალწარმოება არ უკავშირდება  სადავო ნორმის გამოყენებიდან (ან შესაძლო გამოყენებიდან) გამომდინარე დავას და მოსარჩელის სუბიექტურ  ინტერესების დაცვას.]

 

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის    ნქციები

 

გაბატონებული პოლიტიკური უმრავლესობის ხელყოფისაგანკონსტიტუციის დაცვის ’’ ფუნქცია

 

·        კონსტიტუცია განამტკიცებს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპს და მოითხოვს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებასუზენაესი კანონით’’ დადგენილ ფარგლებში.[!]

·        აბსტრაქტული ნორმათკონტროლისდაცვითი ფუნქცია’’ სწორედ კონსტიტუციის უზენაესობაზე’’ დამყარებული მართლწესრიგის’’ უზრუნველყოფაში მდგომარეობს.

·         „აბსტრაქტულ ნორმათკონტროლი’’ იცავსკონსტიტუციის ფუნდამენტურ ელემენტებს’’გაბატონებული პოლიტიკური უმრავლესობისმიერ პოლიტიკურ-პრაქტიკული გაუქმებისგან.

·        ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის, არამედ დემოკრატიის პრინციპის განმტკიცებისთვის, რადგანაც პოლიტიკურიუმრავლესობის’’ უკონტროლო, კონსტიტუციის ჩარჩოებს მიღმა გასული ბატონობადემოკრტიას’’ ეწინააღმდეგება

·        „ აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს’’ შეუძლიახელისუფლების შტოების კონსტიტუციით დადგენილ ფუნქციონალურ ფარგლებში დარჩენასა და მათ დაბალანსებაში შეიტანოს წვლილი.

)“სამართლებრივი უსაფრთხოებისა’’ დასიცხადის’’ უზრუნველყოფის ფუნქცია

 

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლი იძლევა შესაძლებლობას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათელი მოეფინოს გაურკვეველ და საკამათო კონსტიტუციურსამართლებრივ საკითხებს, დამკვიდრდეს და შენარჩუნდეს სამართლებრივი სტაბილურობა

ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას- „აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს’’ აქვსსამართლებრივი უსაფრთხოებისა და სიცხადის უზრუნველყოფის ფუნქცია

 

)პოლიტიკური უმცირესობის დაცვის ფუნქცი

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს პოლიტიკური უმცირესობის დაცვის ფუნქციაც აქვს.

 · ის უმცირესობის დაცვისა და უმრავლესობის გადაწყვეტილებების კონსტიტუციურსამართლებრივი კორექციის საშუალებაა.

 · ქართულ მოდელში ეს ფუნქცია იკვეთება პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის’’ უფლებამოსილებაში

 · საუბარია სულ ცოტა 30 დეპუტატზე, რაც ოპოზიციას აძლევს შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს აბსტრაქტული ნორმათკონტროლი საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებული კანონების კონსტიტუციურობის შესამოწმებლად და პოლიტიკური უმრავლესობის მიერ დომინირებული აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების გასაკონტროლებლად.

 · სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილების საპარლამენტო ფრაქციისთვის,[ რომლის შექმნა პარლამენტის 7 წევრს შეუძლია], მინიჭების თაობაზე.

 

· ეს მართლაც გონივრული იქნებოდა და გააძლიერებდა აბსტრაქტული ნორმათკონტროლის პოლიტიკური უმცირესობის დაცვის ფუნქციას’’ [მგონი ფრაქციებს  უკვე მიანიჭეს ეს უფლებამოსილება]

 

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის’’  „ ობიექტური ‘’ ბუნებ

 

· აბსტრაქტულ ნორმათკონტროლსობიექტური’’ ხასიათი აქვს .

 · აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის მიზანი კონსტიტუციის დაცვა  და არა მოსარჩელეთა სუბიექტური კონსტიტუციურსამართლებრივი პოზიციების დაცვაა.

 · აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ობიექტური ბუნება’’ არ გულისხმობს მის გამოყენებას „სუფთა თეორიული პოლემიკისთვის’’,ასევე „ამა თუ იმ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციის გასარკვევად’’

 · ამასთან, აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებშიკონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებას სუბიექტურსამართლებრივად რელევანტური შედეგებიც’’ შეიძლება მოჰყვეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დადგინდა რომელიმე ძირითადი უფლების დარღვევა

 

 

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის’’კრიტიკა

 

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს კრიტიკოსებიც ჰყავს. მათი აზრით, ამ უფლებამოსილების ფარგლებშისაქმე შეეხება პოლიტიკურად განსაკუთრებით საკამათო ნორმებს. [და ამას თვლიან კრიტიკოსები  ამ უფლებამსილების ნაკლად]

 

ეს გარემოება აიძულებს საკონსტიტუციო სასამართლოს, განახორციელოს კონკრეტული სამართალგამოყენებიდან აბსტრაჰირებული’’ დაყოვლისმომცველი’’ შემოწმება. [ამასაც თვლიან ნაკლად]

 

· ასევეგაურკვეველია, თუვინ საჭიროებს საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებას’’, რადგანაც აბსტრაქტული ნორმათკონტროლის წინაპირობა არ არის „მოსარჩელის’’ უფლებების დარღვევა.[ამასაც თვლიან ნაკლად]

 

 · კრიტიკულ მოსაზრებებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ განსახილველი საკითხის პოლიტიკური აქტუალობა’’ ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს ამა თუ იმ უფლებამოსილების შეფასებისა და მით უმეტეს, მისი არსებობა-არარსებობისთვის გადამწყვეტი კრიტერიუმი.

 

მთავარიასაკონსტიტუციო სასამართლომ შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალობა, რაც მიიღწევა საქმის გადაწყვეტისასკონსტიტუციურსამართლებრივი მასშტაბების’’ გამოყენებით და არა პოლიტიკურად რელევანტური უფლებამოსილებებისგაუქმებით’’.

 

· რაც შეეხება შემოწმებისაბსტრაქტულ’’ დაყოვლისმომცველ’’ ხასიათს, კონკრეტული სამართალგამოყენებიდან აბსტრაჰირება ხშირად აუცილებელიცაა, მით უმეტეს, თუ სახეზე არ არის ან არასრული სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკის სურათი.

 

 · გარდა ამისა,აბსტრაქტული კონტროლისას საკონსტიტუციო სასამართლოს არ ეზღუდებ სამართალგამოყენების პრაქტიკის ანალიზის შესაძლებლობა

 

მოსარჩელეები აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებში

 

კონსტიტუცია[იხ.კონსტ. მე-60 მუხ. მე-4 ნაწილი’’ ქვეპუნქტი] და ორგანული კანონისაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მკაფიოდ [ამომწურავადგანსაზღვრავს მოსარჩელე სუბიექტებს აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებში.

 

 · აბტრაქტული’’ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება აქვს:

 

1) საქართველოს პრეზიდენტს;

 

 2) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს;

 

3) საქართველოს მთავრობას.

 

 

 

·        პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და პოლიტიკურად ნეიტრალურ ფიგურას, შეუძლია, პოზიტიური და ობიექტური როლი შეასრულოს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის საქმეშიარაკონსტიტუციურ კანონებზე რეაგირებისთვის მის განკარგულებაში ვეტოს მექანიზმიცაა, თუმცა პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევისას, ასევე სხვა ნორმატიული აქტებით კონსტიტუციის დარღვევისასპრეზიდენტს რჩება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება.

    

·     მთავრობის, როგორც საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, რომ იმოქმედოს კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში. მთავრობა კანონითაა შეზღუდულიმაგრამ ეს არ გულისხმობს არაკონსტიტუციური კანონების უსიტყვო აღსრულებას, რადგანაც მათ საფუძველზე მოქმედებით მთავრობაც გასცდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

       

·     რაც შეეხება პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, ოპოზიციამ თავისი მაკონტროლებელი ფუნქციის ეფექტიანი განხორციელება უნდა მოახდინოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებითაც

       აბსტრაქტული ნორმათკონტროლით შეგნებულად ხდება ამ ფუნქციის გააქტიურება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტო სისტემის პირობებში, სადაც მთავრობა და მისი მხარდამჭერი საპარლამენტო უმრავლესობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

       

       

     

·     აბსტრაქტული კონტროლისობიექტური ხასიათის’’ მიუხედავად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების წარმართვა ძირითადად მაინც მოსარჩელის ნებაზეა დამოკიდებული.

       

·    ოსარჩელეს მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმ იწვევს საქმის შეწყვეტას ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.[ეს დაიმახსოვრე]

       

·    არსებობს იმის ალბათობა, რომ კონსტიტუციის დაცვის ნტერესი კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელესა და სადავო ნორმის ავტორს შორის პოლიტიკურ შეთანხმებას[გარიგებას] ემსხვერპლოს.

   

·      აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ჰქონდეს სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილება, თუ საქმე შეეხება ძირითადი უფლებების უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს

 

 

მოპასუხეებიაბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში

 

·        აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში, მოპასუხეა ისადმინისტრაციული ორგანო’’, რომლისნორმატიული აქტიც’’ არის გასაჩივრებული.

       

    

  

·       თუ სარჩელი კონსტიტუციის ამოქმედებამდე მიღებულ/გამოცემულ ნორმატიულ აქტს შეეხებამოპასუხეა ამ ნორმატიული აქტის მიმღების/გამომცემის უფლებამონაცვლე ადმინისტრაციული ორგანო.

 

  

·        ხოლო როდესაც უფლებამონაცვლე ორგანო არ არსებობსსაკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საკითხს, ვინ იქნება მოპასუხე - პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა თუ ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოები.

 

 

დავის საგანი’’ „აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებში

 

დავის საგანი’’ „აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებში ორნაწილიანია:

1) სადავო ნორმა’’

და

2)’’კონსტიტუციის ის  ნორმა  რომელთან მიმართებაშიც მოწმდებასადავო ნორმის’’ კონსტიტუციურობ

 

 

)“სადავო ნორმა’’[„დავის საგნის 1-ლი ნაწილი]

 

 · კონსტიტუცია [მე-60 მუხლი მე-4 ნაწილი’’] გასაჩივრებად აქტებს’’ არ აკონკრეტებს და მიუთითებს ზოგადად ნორმატიული აქტის „კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის’’ გადაწყვეტაზე.

 

ანუ კონსტიტუციის თანახმად მოსარჩელე სუბიექტებს[იხ. ზემოთ ვი არიან] შეუძლიათ ნებისმიერი ნორმატიული აქტის გასაჩივრებარომელიც მოქმედებს’’.

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის წესით[მე-60 მუხლი მე-4 ნაწილი’’] განხილვას  ექვემდებარება:

 

)ნორმები, რომლებიცგამოქვეყნდა’’, თუმცა ჯერიურიდიულ ძალაში’’ არ შესულა.[!]

 ასევე

)საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას გაუქმებული ან ძალადაკარგული ნორმა,[იმ პირობითთუ ამ ნორმის  კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია :’’ კონსტიტუციური ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად’’]

)“კონსტიტუციის ნორმა’’ [ რომელთან მიმართებაშიც მოწმდებასადავო ნორმის’’ კონსტიტუციურობა] [„დავის საგნის’’ მე-2 ნაწილი]

 

მოსარჩელემ’’[იხ. ზემოტ ვინ შეიძლება იყოს]  შეიძლება დააყენოს სადავო ნორმის’’ არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი კონსტიტუციის ნებისმიერ ნორმასთან’’  მიმართებით

 

შემოწმების’’  ფარგლები  აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებში

 

·        აბსტრაქტულ ნორმათკონტროლზეც’’ ვრცელდება დათქმა, რომ :

საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არ აქვს, იმსჯელოს მთლიანად’’ კანონის ან  „მთლიანად’’ სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ანწარდგინების ავტორი’’ ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის’’

[ანუ მხოლოდ კანონის ან აქტისნაწილის’’ არაკონსტიტუციურად ცნობას.’’ ]

 

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოაბსტრაქტულ ნორმათკონტროლის კომპეტენციის ფარგლებშიც, მკაცრადაა შეზღუდული სასარჩელო მოთხოვნით’’

 

·        აბსტრაქტული ნორმათკონტროლის [უფლებამოსილების] ფარგლებში, მოსარჩელემ შეიძლება, იდავოს კონსტიტუციის ნებისმიერი ფორმალური თუ მატერიალური მოთხოვნის დარღვევის’’ თაობაზე.

 

·         შესაბამისადსადავო ნორმის შეფასების[ანუ შემოწმების] ობიექტი  შეიძლება იყოს სარჩელში მითითებული -„კონსტიტუციის ნებისმიერი დანაწესი’’, [მათ შორისძირითადი უფლების დამდგენი ნორმები’’, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც ადასტურებს.]

 

 

·        საკონსტიტუციო სასამართლო აბსტრაქტული ნორმათკონტროლის განხორციელებისას არა მხოლოდკონსტიტუციის ცალკეულ ნორმებს’’ იყენებს შეფასების[შემოწმების] ობიქტებად არამედ ხაზს უსვამს მათი გაანალიზების მნიშვნელობას ძირითადი კონსტიტუციური პრინციპებისა და ღირებულებების’’ გათვალისწინებით.

 

·        იგი სრულად იზიარებს იმ სტანდარტსრაც ჩამოყალიბდაძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლისფარგლებში[კონსტ მე-60 მუხ. მე-4 ნაწ. „’’] და გულისხმობს, რომშემოწმების მასშტაბიკონსტიტუციის კონკრეტულ ნორმებთან ერთად’’, მისი [კონსტიტუციის]ფუნდამენტური პრინციპებიცაა’’[ეს დაიმახსოვრე]

 

·         ამ თვალსაზრისით, სასამართლო წარმართავს მსჯელობას ერთიან კონტექსტში და ადგენს, თუ რამდენად თავსდება„სადავო ნორმა’’ კონსტიტუციურსამართლებრივი წესრიგისა’’ და კონსტიტუციის სულისკვეთებისფარგლებში .

 

·       „ აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ დროს შემოწმების მასშტაბია[ფარგლებია]  მხოლოდ კონსტიტუცია და არასხვა საკანონმდებლო აქტები’’ [ანუ სადავო აქტს’’ მხოლოდკონსტიტუციის’’ ნორმებთან და პრინციპებთან მიმართებითამოწმებენ’’] .[ეს დაიმახსოვრე]

 

     მაგ. საკონსტიტუციო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კანონთა შორისკოლიზიაზე მსჯელობა’’, [ანუ სადავო კანონის შემოწმება სხვა კანონთან მიმართებით], არ შედიოდა მის კომპეტენციაში და ის წყვეტდა მხოლოდ კონსტიტუციურსამართლებრივ საკითხებს.

 

სადავო ნორმის’’ შემოწმებ  აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში

 

 

·        აბსტრაქტული ნორმათკონტროლისას სადავო ნორმა შეიძლება, დაექვემდებაროს შემოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური[ანუ შინაასობრივი] კუთხით.

·        ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური „კონსტიტუციურობის’’ თვალსაზრისით.

  

·       ფორმალური კონტროლის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს: სადავო ნორმატიული აქტების )მიღების, )ხელმოწერის, )გამოქვეყნებისა და ) ამოქმედების მხოლოდ იმ წესების დაცვას, რაც დადგენილია კონსტიტუციით.

 

·      ამდენადის ვერ იმსჯელებს იმაზე, თუ რამდენადაა დაცული მიმდინარე საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები’’. [ეს დაიმახსოვრე]

 

·         წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო შეიჭრება საერთო სასამართლოების კომპეტენციაში.

 

  

 

·     გარდაკონსტიტუციით დადგენილი პროცედურებისა, მოწმდება სადავო ნორმის კონსტიტუციის სხვა ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაც.

 

·     ამ კუთხით, გამოსაყოფია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ისეთი ფორმალური ელემენტები, როგორიცაა: ) „ხელისუფლების დანაწილება’’, )“მმართველობის კანონიერება’’, )“ სასამართლოს დამოუკიდებლობა’’ და .შ.

 

      

 

·         საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარეკანონის დათქმის პრინციპი’’ „აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ დროსაც აქტუალურია.

 

·      კონსტიტუცია პირდაპირ ითვალისწინებს ამა თუ იმ საკითხის მოწესრიგებას კანონით’’ ან დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე’’, როცა ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის პარლამენტმა უნდა დაარეგულიროს.

 

·        მაგალითად, კონსტიტუციის მიხედვითსაგადასახადო კონტროლს’’ ახორციელებენ მხოლოდ კანონით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოები. 

           თუ მთავრობის დადგენილება, [ანუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი], „საგადასახადო კონტროლის’’ უფლებამოსილებას მიანიჭებს რომელიმე სხვა ორგანოსდაირღვევა კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნა და ასეთიმთავრობის დადგენილება’’ სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა ცნოს.

 

   

 

·        საკონსტიტუციო სასამართლო მატერიალური კონტროლის ფარგლებში ამოწმებს სადავო ნორმის „შინაარსის’’ [!]კონსტიტუციურობას.

 

·      ამ დროს მხედველობაში მიიღება: 

        )ნორმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა,

         ) მასში გამოხატული ნამდვილი აზრი

        )მისი გამოყენების პრაქტიკა,

         ) იმ კონსტიტუციური ნორმის არსი, რომლის მიმართაც ის არის გასაჩივრებული.

           

        [ეს დაიმახსოვრე]

 

·        

 

     ყურადღება:

 

·       აბსტრაქტული ნორმათკონტროლისას სადავო ნორმით’’ ძირითადი უფლებისდარღვევის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს თანაზომიერების პრინციპს’’.

 

·        ლოგიკურია, რომ ის, საჭიროების შემთხვევაში, სადავო ნორმის განსაზღვრულობის პრინციპთან’’ შესაბამისობასაც შეამოწმებს.

 

·         

 

·        აღსანიშნავია, რომ თანაზომიერებისა და განსაზღვრულობის პრინციპების გამოყენება, გარდაძირითადი უფლებებისა’’, სხვა კონტექსტშიცაა შესაძლებელი.

         

·        მაგალითად, თანაზომიერების პრინციპი მოქმედებს სახელმწიფო ორგანიზაციის სამართალშიც.’’ იგივე შეიძლება ითქვას განსაზღვრულობის პრინციპზეც.

   

     მაგალითად, ის მოითხოვს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციის განსაზღვრულობას’’

         

·     მართალია,“უფლებამოსილებათა შესახებ დავა’’ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელი კომპეტენციაა, [ორგანული კანონის მწ-19 მუხლის 1-ლი მაწილის’’ ქვპ] თუმცა აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებშიცაა შესაძლებელი ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირის უფლებამოსილების დამდგენი ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება, ოღონდ მააშინ  როდესაც სადავო ნორმით უშუალოდ მოსარჩელის კონსტიტუციურ კომპეტენციაში შეჭრა არ ხდება’’ [ეს დაიმახსოვრე]

 

 

 

აბსტრაქტული კონსტიტუციური სარჩელის’’ დაკმაყოფილების შედეგები

 

·        აბსტრაქტული ნორმათკონტროლის დროს გასაჩივრებული ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს სადავო ნორმის’’ ძალადაკარგულად ცნობას[!] საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან (ex nunc).

 

·        სასამართლოს არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ სადავო აქტი მისი გამოცემის მომენტიდან ცნოს არაკონსტიტუციურად.

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები