ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლი

 

სარჩევი:

1.ძირითადი უფლებების დამცველი კონსტიტუციური სარჩელის’’ მოსარჩელე. 1

ძირითადი უფლებების დამცველი კონსტიტუციური სარჩელის’’ მოსარჩელეს შეზღუდვები. 2

ძირითადი უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის უფლების მქონეთანამდებობის პირი’’- „ სახალხო დამცველი. 3

II.“ძირითადი უფლებების დამცველი კონსტიტუციური სარჩელის’’- მოპასუხე. 3

III. „ძირითადი უფლებების დამცველი კონსტიტუციური სარჩელის’’ - დავის საგანი’’ 4

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის ან წარდგინების დავის საგნით’’ შეზღუდვა. 5

საკონსტიტუციო სასამართლოს  მიერ „ძირითადი უფლებების შემზღუდავი ნორმის“  შემოწმების  ფარგლები[მასშტაბი’’] 6

საკონტიტუციო სასამართლოს მიერ „ძირითადი უფლების შეზღუდავი ნორმის’’ [ანუ სარჩელში მითითებული „სადავო ნორმის“]  შემოწმება’’ 8

)ძირითადი უფლების შეზღუდავი ნორმის’’ “ ფორმალური შემოწმება. 9

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძირითადი უფლების შემზღუდველი  ნორმის’’  შინაარსის’’ შემოწმება[ანუ მატერიალური შემოწმება“] 11

1.      სადავო ნორმის’’ თანაზომიერების პრიციპთან  ’’ შესაბამისობის შემოწმება. 12

2.სადავო ნორმის’’ განსაზღვრულობის  პრიციპთან  ’’ შესაბამისობის შემოწმება [„მატერიალური შემოწმებაა’’ ესეც] 15

‘’ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელის’’ დაკმაყოფილების შედეგები. 16

 

 

 

 

·        ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლი ეს არის კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტში გათვალისწინებულ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების’ სახელწოდება

·        ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციური კონტროლის[როგორც საკონსტ. სასამართლოს უფლებამოსილების]  კონსტიტუციურისაფუძველია  საქ.კონსტიტუციიის -მე-60 მუხ. მე-4 ნაწ.“’’ ქვპ

·        საკონსტიტუციო სასამართლოს საქ.კონსტიტუციიის მე-60 მუხ. მე-4 ნაწ.“’’ ქვპ-ით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისი "კონსტიტუციური სარჩელის'' სახელწოდებაა -„ძირითადი უფლებების დამცველი  კონსტიტუციური სარჩელი''

 

I.                ძირითადი უფლებების დამცველი კონსტიტუციური სარჩელი''  დასაშვებობა

 

1)მოსარჩელე

2)მოპასუხე

3) დავის საგანი

 

1.ძირითადი უფლებების დამცველი კონსტიტუციური სარჩელის’’ მოსარჩელე

 

)„ძირითადი უფლებების დამცველი კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის უფლების მქონე ფიზიკური პირები  და მათთვის დაწესებული შეზღუდვები

 

·        ასეთი სარჩელის შეტანის ულების  მქონე ფიზიკური პირები არიან : საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა“ ფიზიკური პირები

·        ყურადღება: ოღონდ  ყველა ფიზიკურ პირს’’ არ შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი ძირითადი უფლების დარღვევის გამო. მოსარჩელე უნდა იყოსშესაბამისი ძირითადი უფლებით დაცული სუბიექტი’’. აგ.  „მოქალაქის უფლებების, სუბიექტები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი დარღვევის გამო უცხოელი ვერ იდავებს.

·        მოსარჩელე ფიზიკურ პირთა წრე შეზღუდულია არა მხოლოდ ა)მოქალაქეობის’, არამედ ბ)ასაკობრივი“,  გ)პროფესიული თუ  დ)სხვა ნიშნებით“[ მაგ. ამ უკანასკნელი  შეზღუდვის ‘’მაგალითია კონსტიტუციის 24- მუხლის მე-2 ნაწილი  ,რომელიც  ეხება პატიმრებს რომლებიც სასჯელს იხდიან]

 

)„ძირითადი უფლებების დამცველი კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის უფლების მქონე იურიდიული პირები  და მათთვის დაწესებული შეზღუდვები

·        ძირითადი უფლების დამცველი კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის უფლება აქვთ  ა)საქართველოს იურიდიულ პირებს’’, 

ბ) ასევე  უცხო ქვეყნების  იურიდიულ პირებს ვისზეც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებ’’

·        მოსარჩელე შეიძლება იყოს :

ა)კერძო სამართლის იურიდიული პირები’’

ბ) ის „საჯარო სამართლის იურიდიული პირი [სსიპ] რომლის ძირითადი ფუნქცია ინდივიდთა ძირითადი უფლებების რეალიზაციაა.[მაგ.საზოგადოებრივი მაუწყებელი’’“,“უნივერსიტეტი’’ დარელიგიური გაერთიანება’’]

ყურადღება:ოღონდ ასეთმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმაშეიძლება, იდავოს მხოლოდ იმძირითადი უფლებისდარღვევაზე, რომლის რეალიზაციასაც ის ემსახურება.

 

·        იურიდიული პირივერ გაასაჩივრებს იმ ძირითადი უფლების დარღვევას, რომლის სუბიექტიც მხოლოდ ფიზიკური პირია“.

 

ძირითადი უფლებების დამცველი კონსტიტუციური სარჩელის’’ მოსარჩელეს შეზღუდვები

 

·        ფიზიკურ და იურიდიულ პირს „ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელისშეტანის უფლება წარმოეშობა, თუ მას მიაჩნია, რომ მისი ეს თუ ის ძირითადი უფლება’’:

 

1)     დარღვეულია’’, ანუ ის მსხვერპლია

ან

2) შესაძლებელია, უშუალოდ მის მიმართ დაირღვეს’’, ანუ ის პოტენციური მსხვერპლია’’.

  ამრიგად მოსარჩელემ   ამ სახის საკონსტიტუციო სარჩელში აუცილებლად უნდა ასაბუთებდეს’’, რომ ის მსხვერპლი’’ ან პოტენციური მსხვერპლია’’.

·        გარა ამისა  მოსარჩელესთვის დაწესებულია შემეგი  შეზღუდვები :  

 

ა)ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ დავა მხოლოდსაკუთარი ძირითადი უფლებების დარღვევაზე,

ბ)თუ მოსარჩელე მისიძირითადი უფლებების’’ წარსულში დარღვევაზე’’ აპელირებს, მაშინ მან საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა წარუდგინოს შესაბამისიფაქტის’’ დამადასტურებელი მტკიცებულებები.

გ)ძირითადი უფლებების’’ სამომავლო დარღვევაზე მითითებისას კი  მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ ესსაფრთხე’’ ა)უშუალო[ანუ პირდაპირ მის მიმართაა], ბ)რეალური და გ)გარდაუვალია.

 

ყურადღება :

 

ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელი“ ,რომელიც გ)ძირითადი უფლებების’’ სამომავლო დარღვევაზე აპელირებს   ასევე დასაშვებია’’ თუ:

)უფლებების სამომავლო შეზღუდვის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია,

) სადავო ნორმის შინაარსიდან აშკარად გამომდინარეობს ძირითადი უფლებების დარღვევის შესაძლებლობა

და

 )ეჭვგარეშეა, რომ მოსარჩელე ამ საფრთხის პირისპირ რეალურად შეიძლება, აღმოჩნდეს.

 

ძირითადი უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის უფლების მქონეთანამდებობის პირი’’- „ სახალხო დამცველი’’ 

·        სახალხო დამცველი არ საჭიროებს მტკიცებულებების მოტანას, რომ სადავო ნორმამ ვინმეს უფლებები დაარღვია ან მომავალში რეალურად დაარღვევს.

·        ის არ არის ვალდებული, დაელოდოს ძირითადი უფლების კონკრეტულ დარღვევას და მერე შეშეიტანოს ძირითადი უფლებების დამცველი  კონსტიტუციური სარჩელი’’

·        სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი’’ ითვლება  აბსტრაქტული კონსტიტუციური კონტროლის’’ განხორციელების ფორმად, რაც მას ათავისუფლებ წარსულში ან მომავალში ზირითადი უფლებების კონკრეტული დარღვევის მტკიცების ვალდებულებისგან.

 

·         სახალხო დამცველს შეუძლია , ნებისმიერ შემთხვევაში მიემართოს  საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მიიჩნევ, რომ სადავო ნორმა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არღვევ ძირითად უფლებებს.

 

 

II.“ძირითადი უფლებების დამცველი კონსტიტუციური სარჩელის’’მოპასუხე

 

·        ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის სარჩელში მოპასუხე ის ორგანო ან თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც[გამოცემულმანორმამ’’] , მოსარჩელის[იხ ზემოთ] აზრით, გამოიწვია  მისი „ძირითადი უფლების დარღვევა.

·        ნორმატიული აქტის გამომცემი სუბიექტის არარსებობისას[აღარარსებობისას], მოპასუხე უნდა იყოს მისი უფლებამონაცვლე ორგანო ან თანამდებობის პირი“.

·        თუ უფლებამონაცვლეც არაა სახეზე, საკონსტიტუციო სასამართლომ მოპასუხედ უნდა განსაზღვროსპარლამენტი პრეზიდენტი, მთავრობა ან ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოები.

III. „ძირითადი უფლებების დამცველი კონსტიტუციური სარჩელის’’ - დავის საგანი’’

 

·        ამ სახის  კონსტიტუციური სარჩელის -„დავის საგანია’’ -ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის კონსტიტუციურობა’’ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებასთან ან უფლებებთან მიმართებით

·        ძირითადი უფლებების დამცველი კონსტიტუციური სარჩელისდავის საგანი’’, ორნაწილიანია:

 

1)     სადავო ნორმა’’ [ორგანოს ან თანამდებობის პირის გამოცემული

 

და 

 

2) „ძირითადი უფლების ნორმა რომელიც დაირღვა’’[ან სავარაუდოდ დაირღვევა]“

 

 

ყურადღება:

 

დავის საგნის [ ე.ი. სადავო ნორმის და დარღვეული ძირითადი უფლების ნორმის]  მითითების გარდა

მოსარჩელემკონსტიტუციურ სარჩელში’’ უნდა მიუთითოს  წარსულში ძირითადი ნორმის’’ დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები 

ან მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ მომავალში ძირითადი უფლების დარღვევის  „საფრთხე’’  ა)უშუალოა[ანუ პირდაპირ მას ემუქრება ], ბ)რეალური და  გ)გარდაუვალია.

 

 

ა)სადავო ნორმა’’[ ანუ სარჩელის დავის საგნის’’ პირველი ნაწილი]

 

ყურადღება:

·საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს მხოლოდ იურიდიული ძალის მქონე, ანუმოქმედი ნორმისკონსტიტუციურობას.

 

 · თუ ნორმა ჯერ არ ამოქმედებულა, ის ვერ ხელჰყოფს ძირითად უფლებას.

 · ამდენად, არ განიხილებაპრევენციული კონსტიტუციური სარჩელები’’- „ნორმატიული აქტების’’ პროექტებთან დაკავშირებით.

 

 · თუ სადავო ნორმამ საქმის განხილვისას დაკარგა ძალა, ითვლება,რომ მოსარჩელის სუბიექტური მიზანი მიღწეულია.

მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, გააგრძელოს მისი კონსტიტუციურობის შემოწმებათუ საკითხის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარღვეული ძირითადი უფლების უზრუნველყოფისთვის.

 

 

ბ)ძირითადი უფლების კონსტიტუციური ნორმის ‘’დარღვევა (ან სავარაუდო დარღვევა ) “ [ ანუდავის საგნის’’ მე-2 ნაწილი ]

 

·       სასამართლო უნდა შემოიფარგლოს მხოლოდმოსარჩელის მიერ მითითებული ძირითადი უფლების’’ დარღვევის შემოწმებით

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ ამოწმებს სადავო ნორმას’’ იმ ძირითად უფლებასთან მიმართებით, რომელიც წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მითითებული. [ეს დაიმახსოვრე]

 

ხხხხ

 

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის ან წარდგინების დავის საგნით’’ შეზღუდვა

 

ყურადღება :

საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, იმსჯელოს მთლიანი კანონის’’ ან  „მთლიან ი  ნორმატიული აქტის’’ კონსტიტუციასთან შესაბამისობაზეთუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან  ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის’ [ანუ მხოლოდ მათინაწილის’’] არაკონსტიტუციურად ცნობას.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს  მიერ „ძირითადი უფლებების შემზღუდავი ნორმის“  შემოწმების  ფარგლები[მასშტაბი’’]

 

საკონსტიტუციო სასამართლოს  მიერ „ძირითადი უფლებების შეზღუდვის’’ შემოწმების „მასშტაბი’’ [ფარგლები] განსაზღვრულია:

1.      კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ძირითადი უფლებებით

2.      კონსტიტუციის პრინციპებით

3.     საერთაშორისო ხელშეკრულებებით

 

1.    კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ძირითადი უფლებები“

·        მოსარჩელე ვერ დააყენებს სადავო ნორმის კონსტიტუციისნებისმიერ’’ დანაწესთან შესაბამისობის საკითხს.

     შესაძლებელია აპელირება მხოლოდ იმ უფლების დარღვევაზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით. 

     აქედან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შემოწმების მასშტაბი’’ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში გათვალისწინებულიძირითადი უფლებებია

 

2.      კონსტიტუციის პრინციპები“

 კონსტიტუციური პრინციპები არ ადგენს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი’’

აუცილებლად უნდა გადამოწმდეს კონსტიტუციურ პრინციპებთან მიმართებით,

)ასევე კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში

  და  მსჯელობა ერთიან კონტექსტში უნდა წარიმართოს.

 სასკონსტიტუციო  სასამართლოს აზრით, მხოლოდასეა’’ შესაძლებელი სადავო ნორმის სრული განმარტება, რაც ხელს უწყობს მისი კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას

 

3.    საერთაშორისო ხელშეკრულებები“

 

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ამა თუიმ საკითხის გადაწყვეტა უნდა განხორციელებულიყო საერთაშორისო სამართლის, პირველ რიგში - „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისმოთხოვნათა მაქსიმალური პატივისცემითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

·        ამავდროულად, ეს არ გულისხმობდარომელიმე საერთაშორისო ხელშეკრულების აყვანას კონსტიტუციის რანგშიდაკონსტიტუციური ნორმების ჩანაცვლებას საერთაშორისო სამართლის ნორმებით

·        ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შინაარსს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას დამხმარე ფუნქცია აქვს ძირითადი უფლებებისშინაარსისა და ფარგლების, ასევე კონსტიტუციისსამართლებრივ - სახელმწიფოებრივი მოთხოვნების“ განმარტებისას.

·         საქართველო საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკაში აქტიურად იყენებს საერთაშორისო გამოცდილებას, რაც დადებით გავლენას ახდენს ძირითადი უფლებების დაცვასა და მისი გადაწყვეტილებების ხარისხზე.

 

მაგალითად,  ადამიანის უფლებათა ევროპულმა  სასამართლომ განიხილა საკითხი, „თუ რამდენად იყო არარელიგიური ხასიათის რწმენა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამოსამხედრო სამსახურის გავლაზე უარის’’ საფუძველი“.

 

მოიშველია რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საქმეებზე: „აროუსმითი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგდალე კურ გრანდმეზონი და ფრიტცი საფრანგეთის წინააღმდეგ“, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა: „რწმენა და შეხედულებები, რომელიც წარმოადგენს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველს, თავისი შინაარსით, არ არის აუცილებელი, იყოს რელიგიური ხასიათის. ამიტომ ,მაგალითადპაციფიზმი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რწმენად იქნა აღიარებული მაშინაც, როდესაც ის გარკვეულ რელიგიას არ უკავშირდება.“

 

 · „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებორგანულმა კანონმა 2015 წლის 29 მაისის ცვლილების შედეგად გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის’’ საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვის ინსტიტუტი.

· მისი შემოღების საფუძველი გახდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №16 ოქმი (2013 წლის 2 ოქტომბერი).

 

 · საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვა’’ ემსახურება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ეროვნულ სასამართლოებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის ინსტიტუციონალიზაციასა და გაღრმავებას, ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანობის ზრდას, მკაფიო სტანდარტების დადგენას და ..

· საკონსულტაციო დასკვნისთვის , მიმართვა ფაკულტატიურია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია, რა შემთხვევაში გამოიყენებს მას.

 · მიმართვა შესაძლებელია, განხორციელდეს:

1)     ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლებში;

 2) კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ;

 3) საქმესთან დაკავშირებულ იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიცადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი ოქმებით“’ გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას შეეხება.

 

· საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვა საჭიროებს  ა)დასაბუთებას და ბ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საქმესთან დაკავშირებული სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების წარდგენას.

· ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნას სავალდებულო ხასიათი არ აქვს.

 · მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ მის უდიდეს ავტორიტეტს და იმ გარემოებას, რომ მიმართვის ინიციატორი თვით საკონსტიტუციო სასამართლოა, დასკვნის ყურადღების მიღმა დატოვება ნაკლებად სავარაუდოა.

 

საკონტიტუციო სასამართლოს მიერ ძირითადი უფლების შეზღუდავი ნორმის’’ [ანუ სარჩელში მითითებული „სადავო ნორმის“]  შემოწმება’’  

 

ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელითგასაჩივრებული ნორმის’’ კონსტიტუციურობის დადგენისას საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს:

 

1.      კონსტიტუციასთანგასაჩივრებული ნორმის’’   შინაარსისშესაბამისობას კონსტიტუციასთან[ე.წ. „მატერიალური’’ შემოწმება]

 

ამ დროს მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო  

 

)სიტყვასიტყვით მნიშვნელობას,

 

არამედ:

 

 )მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა

 

)მისი გამოყენების პრაქტიკას,

 

) ნორმის მიერ დარღვეული ძირითადი უფლების  კონსტიტუციური ნორმის არსს

 

 

2.   ასევე მოწმდება    რამდენადაა დაცული საკანონმდებლო აქტისა და პარლამენტის დადგენილებისმიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედებისკონსტიტუციით დადგენილი წესი.[ანუ ფორმალური ‘ მხარე ]

 

 

როგორც ვხედავთ, კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოსგან  მოითხოვსსადავო ნორმის ‘’არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ მატერიალურ შემოწმებასაც.

 

 

  ამდენად, ძირითადი უფლების სუბიექტს[მოსარჩელეს] შეუძლია მოითხოვოს, რომმისი ძირითადი უფლება  შეიზღუდოს მხოლოდ და მხოლოდ  ისეთი ნორმის საფუძველზე, რომელიც

ფორმალურადაც და მატერიალურადაც კონსტიტუციურია

 

 

)ძირითადი უფლების შეზღუდავი ნორმის’’ “ ფორმალური შემოწმება

 

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებორგანული კანონი საკანონმდებლო აქტისა და პარლამენტის დადგენილების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების  ე.წ.კონსტიტუციურ პროცედურაზე“ [!] მიუთითებს.

 

· აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებული წესების [!] დაცვის’’ შემოწმება შეუძლია.

· მაგალითად, თუ ორგანული კანონი პარლამენტმა მიიღო დამსწრეთა უმრავლესობით, [სრული შემადგენლობის ერთი მესამედით], დაირღვევა კონსტიტუციის  „ფორმალური მოთხოვნა, რომლითაც ორგანული კანონის მიღებისთვის პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობაა[!] საჭირო.

 

·  მაგრამ  კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნები მხოლოდ პროცედურის დადგენით’’ არ შემოიფარგლება.

 · საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს ძირითადი უფლებების შეზღუდვის’’  ფორმალურ კონსტიტუციურ სტანდარტებსაც“.[!]  

 · ძირითადი უფლების შეზღუდვის „ფორმალური სტანდარტები’’  ან პირდაპირაა მოწესრიგებული ამ ძირითადი უფლების დამდგენი ნორმით“| ან ირიბად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან’’ და „ამ  ძირითადი უფლებების ნორმდან“.

 ·   ძირითადი უფლების შეზღუდვის’’ ფორმალური კონსტიტუციური  სტანდარტის დარღვევა იწვევს სადავო ნორმის’’ არაკონსტიტუციურად ცნობას შესაბამის ძირითად უფლებასთან მიმართებით, მიუხედავად ამ სადავო  ნორმის შინაარსისა.

 · ძირითადი უფლებებისშეზღუდვის ფორმალურ სტანდარტებს შორის გამოსაყოფია 

ა)“კანონის დათქმები’’  და  ბ) „სასამართლოს დათქმები“  [ანუ „ძირითადი უფლებების შეზღუდვისას’’  არც ამ „დათქმებს“  უნდა არღვევდეს „სადავო ნორმა’’]

 

 

„კანონისა’’ და  „სასამართლოს’’ დათქმები

 

„კანონისა და  სასამართლოს დათქმები“   ძირითად უფლებებშისახელმწიფო ორგანოების ჩარევის უმნიშვნელოვანესი ფორმალური წინაპირობებია და იცავს ინდივიდის თავისუფლებას აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან თვითნებური შეზღუდვებისგან

„კანონის დათქმა’’

აქ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ა)კანონის ზოგადი დათქმა’’ და ბ)კანონის სპეციალური დათქმა’’.

ა)კანონის „ზოგადი“ დათქმა

· ძირითადი უფლებებისშემთხვევაში, კანონის ზოგადი დათქმა მაშინაა აქტუალური[, როდესაც

კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა’’ არ შეიცავს „სპეციალურ დათქმას’’, [ანუ მითითებას კანონით ან კანონის საფუძველზე ძირითად უფლებაში ჩარევის შესაძლებლობაზე „], 

და  

შესაბამისი ძირითადი უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის [ანუშეიძლება’’,რომ შეიზღუდოს. ]

 

ბ) კანონის „სპეციალური ‘’ დათქმა

კანონისსპეციალური დათქმებისიდენტიფიცირება შედარებით მარტივია.

 

· ამ შემთხვევაშიძირითადი უფლების დამდგენი ნორმის ტექსტი „ პირდაპირ’’ ანირიბად’’ მიუთითებს - კანონზე“.

მაგალითადადამიანის დაკავება დასაშვებია: „კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ

 

კანონის სპეციალური დათქმები’’, როგორც წესი, მიუთითებს ჩვეულებრივ კანონებზე, თუმცა გვხვდება ისეთი დათქმებიც, რომლებიც უფლებაში ჩარევას მხოლოდ ორგანული კანონის საფუძველზე უშვებს. მაგალითადგადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევები და წესი“ ორგანულმა კანონმა უნდა დაადგინოს.

თუ ამ საკითხებსჩვეულებრივი კანონიმოაწესრიგებსის ფორმალურად არაკონსტიტუციური იქნება.[!]

 სავარაუდოდორგანული კანონის  თაობაზე დათქმის მიზანია, „გაართულოს ძირითადი უფლებების შედარებით მძიმე შეზღუდვების განხორციელება“, ასევეფორმალურად გააძლიეროს შესაბამისი უფლების დაცვა

. ამასთანავეორგანული კანონის დათქმ ძირითად უფლებას არ ანიჭებს მაღალ რანგს სხვებთან მიმართებით.

ხხხხხხ

 · გაითვლისწინეთ რომ ე.წ. კანონის დათქმას“ არ აქვს ტოტალური ხასიათი. ანუ  „კანონის დათქმა’’ არ მოითხოვსძირითადი უფლებების შეზღუდვის’’ ნებისმიერი დეტალის მოწესრიგებას კანონმდებლის მიერ

„სასამართლო დათქმა’’

კონსტიტუციის  ძირითადი უფლებებისდამდგენი რამდენიმე ნორმა შეიცავს ე.წ. სასამართლოს დათქმას,რაც იმას გულისხმობს, რომ ძირითადი უფლების შეზღუდვა’’ ანშეზღუდვის რომელიმე ფორმა’’ ექვემდებარება  სასამართლო კონტროლს და ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 მაგალითადთავისუფლების აღკვეთის’’ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვისშეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

· საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციითსასამართლოს დათქმა, როგორც უფლების შეზღუდვის დამატებითი ფორმალური კრიტერიუმიგანპირობებულია: „შესაბამისი უფლების ან მისი ცალკეული კომპონენტების ბუნებით და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის საფრთხით.“

 

· სასამართლოს, როგორცნეიტრალური ორგანოს’’, ჩართულობა ამცირებსაღმასრულებელი ხელისუფლების’’ შეცდომის ან თვითნებობის რისკს და კანონის სწორი გამოყენების მნიშვნელოვანი გარანტიაა.

· ის ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსებასაც.

 · ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს დათქმა არ ნიშნავს შესაბამისი უფლების მაღალ რანგს სხვა უფლებებთან მიმართებით

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძირითადი უფლების შემზღუდველი  ნორმის’’  შინაარსის’’ შემოწმება[ანუ მატერიალური შემოწმება“] 

 

·        „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებორგანულ კანონში ჩამოყალიბებული მოთხოვნებითუ რა უნდა მიიღოს მხედველობაში საკონსტიტუციო სასამართლომ“, “ „სადავო ნორმის  შინაარსისა’’ და მისი მოქმედების შედეგების’’ სწორად გაგებისკენაა მიმართული, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრმსადავო ნორმის’’ მატერიალური შემოწმებისას’ მთავარი მაინც თანაზომიერების პრინციპისმოთხოვნებთან სადავო ნორმის’’ შესაბამისობის შემოწმებაა

 

1.   სადავო ნორმის’’ თანაზომიერების პრიციპთან  ’’ შესაბამისობის შემოწმება  

 

·        ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმლეგიტიმური მიზნისმნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.“[კონსტ. 34- მუხლი მე-3 ნაწილი] - ესაა „თანაზომიერების’’ კონსტიტუციური პრინციპი 

·        თანაზომიერების პრინციპი ძირითადი უფლების შეზღუდვას[ძირითად უფლებაში ჩარევას] რამდენიმე მოთხოვნას უყენებს:

 

ა)ძირითად უფლებაში’’ ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის’’ მიღწევას

ბ)ძირითად უფლებაში’’ ჩარევა უნდა იყოს ამისთვის გამოსადეგი (ანუ მიზნის მისაღწევად გამოსადეგი]

გ)ძირითად უფლებაში’’ ჩარევა უნდა იყოს აუცილებელი (ჩარევა/შეზღუდვა  უნდა იყოს შესაძლებელთაგან  მინიმალური)

დ)უნდა იყოს შესატყვისი’ ( ანუ „პროპორციული“,არ უნდა იყოს გადამეტებული   ].

 

 

ყურადღება:

თანაზომიერების პრინციპისთითოეული ეს მოთხოვნა’’ მომდევნოსთვის განმსაზღვრელია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე მათგანს სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს, აღარ ხდებამომდევნო მოთხოვნასთან’’  ამ სადავო ნორმის შესაბამისობის შემოწმება და ნორმა არაკონსტიტუციურად ითვლება[ეს დაიმახსოვრე კაზუსის ამოხსნისას გამოგადგება ]

 

 

ახლა განვიხილოთ თანაზომიერების პრინციპისთითოეული  ეს მოთხოვნა’’ ცალ-ცალკე:

 

)“მიზანი’’ [რომელსაც ესწრაფვისძირითადი უფლების ‘’ შეზღუდვა] უნდა იყოს - ლეგიტიმური’’

·        ძირითადი უფლების’’ დამდგენი ზოგიერთი კონსტიტუციური ნორმა თავად მიუთითებს იმ ლეგიტიმურ მიზნებზე, რომელთა მისაღწევადაც შეიძლება, შეიზღუდოს შესაბამისი ძირითადი უფლება.

 

 მაგალითად, „მიმოსვლის თავისუფლების’’[კონსტ. მუხ. მე-14] შეზღუდვადასაშვებია დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი

 

)სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან

)საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ან

 )ჯანმრთელობის დაცვის ან

 )მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.’’[მუხ.მე14- ნაწ. მე-2]

 

 · შესაბამისად  სხვა მიზნების’’ მისაღწევად მიმოსვლის თავისუფლებაში’’[მუ. მე-14] ჩარევა არაკონსტიტუციური იქნება,

[ეს იმიტომ,რომ რადგანაც კანონმდებელს არ აქვს კონსტიტუციისგან განსხვავებული მიზნების ჩამოყალიბების უფლებამოსილება.]

 · ხოლო  როდესაც უშუალოდ კონსტიტუციურ ნორმაში ძირითადი უფლების შეზღუდვის მიზნები მითითებული არ არის, მასში ჩარევა შეიძლება, მიზნად ისახავდეს სხვათა უფლებებისა’’ და კონსტიტუციური სიკეთეების’’ , მაგრამ არა ნებისმიერი საჯარო ინტერესის’’ დაცვას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდვის „ლეგიტიმური მიზნის დადგენისას ძირითადად სადავო ნორმის )განმარტებასა’’ და )„კანონის ნების გარკვევაზეა’’   ორიენტირებული

,

 

) „ძირითადი უფლების შეზღუდვა’’ უნდა იყოსგამოსადეგი’’[ანუ ხელს უნდა უწყობდესლეგიტიმური მიზნის’’ მიღწევას]

 

ყურადღება:

საქრთველოშისადავო ნორმის’’ არაკონსტიტუციურობის საფუძვლად არ ითვლება გარემოება, რომ ის მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალება’’ არ არის.

 საქრთველოში გამოსადეგად’’ მიიჩნევა საშუალება, რომელიც იძლევა“ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისშესაძლებლობას’’

გამოსადეგი“  არაა   ის ძირითადი უფლების შეზღუდვა’’, რომელიც არათუ შესაძლებელს ხდის, არამედ საერთოდ გამორიცხავს ლეგიტიმური მიზნის’’ მიღწევას.

 

) ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა იყოსაუცილებელი ’’[რომ მიღწეულ იქნეს დასახულილეგიტიუმური’’ მიზანი]

 

ძირითადი უფლებისშეზღუდვააუცილებელია“, თუ ის არ სცდება ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის აუცილებელ ზღვარს[ საგნობრივი, სივრცობრივი, დროისა და პირთა წრის თვალსაზრისით]

· ეს სტანდარტი დარღვეულია, როდესაც ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელიაალტერნატიული’’: ანუ უფრო მსუბუქი ან მსგავსად ქმედითი’’ საშუალებით“.

 · უფრო მსუბუქია საშუალება, რომელიც ძირითად უფლებაში არ ერევა ან მას მნიშვნელოვნად ნაკლებად ზღუდავს.

· ხოლო მსგავსად ქმედითისაშუალება ანალოგიური მიზნის მიღწევის აშკარად მსგავს პერსპექტივას ქმნის

· „აუცილებლობი’’ შემოწმებისას მხედველობაში მიიღება

 ) „შესაბამისი  ძირითადი უფლების სპეციფიკა’’,

  )“შეზღუდვის ინტენსივობა’’,

 ) „შეზღუდვის შედეგები’’ და

 )“შეზღუდვას დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა’’

· საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკაში იყენებს უფრო მსუბუქი საშუალებისზემოაღნიშნულ პირობას და ამოწმებს, თურამდენად არსებობდა ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების გამოყენებით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობ“.

 · ის თავის ამოცანად მიიჩნევს არა კანონმდებლისთვის საკითხის კონკრეტული გზით გადაწყვეტის დავალდებულებას, არამედ შესაძლო ალტერნატიული საშუალებების გაანალიზებას.’’

 · „საკონსტიტუციო სასამართლო მსგავსად ქმედითი’’ საშუალების სტანდარტსაც იზიარებს - რომლის თანახმადალტერნატიულ’’, „ნაკლებად მზღუდველ საშუალებასუნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ისეთივე რესურსი, როგორც სადავო ნორმას.’’

 

) ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა იყოს- „შესატყვისი ’’[რომ მიღწეულ იქნეს დასახულილეგიტიუმური’’ მიზანი]

თანაზომიერების პრინციპის’’ მოთხოვნების შემოწმების’’ ბოლო საფეხურს თეორიასა და პრაქტიკაში სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებენ - ა)შესატყვისობა’’, ბ)თანაზომიერება ვიწრო გაგებით’’, გ)გადამეტებული ზომების აკრძალვა“, დ)დასაშვებობა’’,“ე) პროპორციულობა“, ვ)სიკეთეთა აწონ-დაწონვა’’ 

· მიუხედავად ტერმინთა მრავალფეროვნებისა, მათ შორის არსებითი შინაარსობრივი განსხვავება არ არის.

 

· ძირითადი უფლების შეზღუდვისშესატყვისობისმოთხოვნა დაცულია, თუ ძირითადი უფლების შეზღუდვით გამოწვეული ზიანი’’ არ აღემატება ’’ ან უმნიშვნელოდ’’ აღემატება ძირითადი უფლების შეზღუდვის  შედეგად მიღებულსხვა’’სიკეთეს.[ეს ზეპირად

 

 · საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ:“პირის ძირითად უფლებაში ჩარევის ინტენსივობა საჯარო მიზნის“ პროპორციული უნდა იყოს[ანუ შესატყვისი უნდა იყოს] და მისი მიღწევა არ უნდა მოხდესძირითადი უფლების’’ მომეტებული[გადაჭარბებული] შეზღუდვის ხარჯზე.

 · „ ძირითადი უფლებისთვისმიყენებული ზიანი არ უნდა იყოს იმ საჯარო ინტერესზე აღმატებული, რომლისთვისაც ის იზღუდება’’

· ანუ დასაცავიაგონივრული ბალანსი’’ „ლეგიტიმურ მიზანსა’’ დაშეზღუდულ უფლებას შორის.’’

 

 · სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს რომელიმეძირითადი უფლების’’ დაცვას მისთვის „ სხვა ძირითად უფლებასთან’’ მიმართებით უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით.

 

 

· გამოყოფენ “  შეზღუდვის შესატყვისობის შემოწმების’’ სამ საფეხურს:

 

1) ძირითადი უფლების შეზღუდვის )სახის, )სიმძიმის, )ინტენსივობისა და ) მასშტაბების -შეფასება;

 2) ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის ძირითადი უფლების შეზღუდვის მნიშვნელობის’’ შეფასება. [ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება შეზღუდვის შედეგად დასაცავი სამართლებრივი სიკეთის რანგსა’’ და მის წინააღმდეგ მიმართული საფრთხის ინტენსივობაზე

 3) ძირითადი უფლების შეზღუდვის სიმძიმისა და ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობის - შედარება, სიკეთეთა აწონ-დაწონვა. [გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო ამ საფეხურზე იყენებს .. „რაც უფრო - მით უფრო ფორმულას“ (Je-destoFormel).“ რაც უფრო მძიმეა ჩარევა ძირითად უფლებაში, მით უფრო წონადი უნდა იყოს მისი მიზანი.მსგავს მიდგომას პრაქტიკაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც ავითარებს]

 

 

2.სადავო ნორმის’’ განსაზღვრულობის  პრიციპთან  ’’ შესაბამისობის შემოწმება [„მატერიალური შემოწმებაა’’ ესეც]

 

 

·          კანონი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხობრივ მოთხოვნებს და არ ახდენდეს მისივე დარღვევის პროვოცირებას.

·         ბუნდოვანი და გაუგებარი კანონმდებლობა ქმნის სამართალშემფარდებლის თვითნებობის რისკებს, ამიტომგანსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს ისეთისაკანონმდებლო სისტემის’’ შექმნას, რაც შეამცირებს ამ საფრთხეს და დაიცავს ინდივიდს სამართალშემფარდებლის[ ანუ სახელმწიფო-ადმინისტრაციული ორგანოების] თვითნებობისგან

·        განსაზღვრულობის პრინციპის უნივერსალური განმარტება არ არსებობს

·        აქედან გამომდინარეყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრულობისმოთხოვნები’ შეიძლება, განსხვავებული იყოს. 

 

·        თეორიასა და სასამართლო პრაქტიკაში გავრცელებული მოსაზრების მიხედვითგანსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს: სამართლის ნორმების ისე ჩამოყალიბებას, რომ მათმა ადრესატებმა აღიქვან სამართლებრივი მდგომარეობის არსი და შესაბამისად იმოქმედონ’’

 

·          ამ პოზიციას იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოცადამიანს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა“.

 

·        განსაზღვრულობის მოთხოვნა   განსაკუთრებით მკაცრდება ძირითადი უფლების’’ შეზღუდვის ინტენსივობის ზრდასთან ერთად

 

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვსსამართლებრივი მდგომარეობისნათლად და გასაგებად ჩამოყალიბებას არა მხოლოდ ცალკეული პირებისთვის, არამედ სამართალშემფარდებელისთვისაც [სახელმწიფო-ადმინისტრაციული ორგანოებისთვისაც].

 

·          ერთი მხრივშეზღუდვის ადრესატებმა ზუსტად უნდა იცოდნენ მათძირითად უფლებაში’’ ჩარევის მიზანი, წესი, დრო, ფორმა და განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი.

        მეორე მხრივსამართალშემფარდებელი[ადმ. ორგანო]  საჭიროებს მკაფიო ინსტრუქციებსძირიტდ უფლებაში’’ ჩარევის საფუძვლის, მიზნის, წესისა და ინტენსივობის თაობაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული უფლების თვითნებური შეზღუდვა.

 

 განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს საკმარის’[ და არა ოპტიმალურ ან მაქსიმალურ] განსაზღვრულობას.

 

 

‘’ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელის’’ დაკმაყოფილების შედეგები

ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელის’’ დაკმაყოფილება იწვევს 

სადავო ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის’’ ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.[ეს დაიმახსოვრე]

 იქედან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ასევე დამკვიდრებულია სადავო ნორმის კონკრეტული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაასეთ  შემთხვევაში, ძალადაკარგულია არა მთლიანად ნორმა, არამედ მისი  კონკრეტული ‘’არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი’’.

 

 

 საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არ აქვს უკუძალა.

[ ამგვარი მიდგომა, სავარაუდოდ, გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის უპირობო უპირატესობის მინიჭებიდან.]

 ანუ ფაქტობრივად, ძალაში რჩება ის ნეგატიური სამართლებრივი შედეგები, რაც სადავო ნორმამ მისი ამოქმედებიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად ცნობის მომენტამდე გამოიწვია.

 

· თუ გავითვალისწინებთ, რომ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა პრაქტიკაში საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ამგვარი შედეგების დადგომის რისკი კიდევ უფრო იზრდება.

· მათი ნაწილი შეიძლება, გამოსწორებას არ დაექვემდებაროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკუძალის, ანუ სადავო აქტის მისი ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობის გარეშე. 

 მის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ „ძირითადი უფლების დამცავი’’ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებამ აზრი დაკარგოს მოსარჩელისთვის და ვერ მოხერხდეს მისი დარღვეული უფლებების აღდგენა.

 

 · გონივრული იქნებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მიეღო გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმის ძალის დაკარგვის მომენტის შესახებ

.

· საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არა მხოლოდ მხარეთა შორის (inter partes), არამედ საზოგადო (erga omnes) მოქმედება აქვს და სცდება კონკრეტული საქმის ფარგლებს.

· ის არა მხოლოდ აუქმებს ძირითადი უფლებების დარღვევებს არამედ იცავს, განმარტავს და ავითარებს ობიექტურ საკონსტიტუციო სამართალს, რითაც ერთგვარისაგანმანათლებლო ეფექტიცაქვს


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები