„უფლებამოსილების შესახებ დავის“ განხილვის უფლებამოსილება [კონსტ. მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ პუნქტი

 

 

სარჩევი:

უფლებამოსილების შესახებ  დავის“  განხილვის  ფლებამოსილება [კონსტ. მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის  პუნქტი  და ორგანული კანონისსაკონსტიტუციო სასამარტლოს შესახებ’’  მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის ’’ პუნქტი] 1

უფლებამოსილების შესახებ დავის’’  -არსი. 1

მოსარჩელე’’- „უფლებამოსილების შესახებ დავის’’ ფარგლებში. 2

მოსარჩელეს’’ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვისწინაპირობები. 3

მოპასუხე’’ –„ უფლებამოსილების შესახებ’’ დავის ფარგლებში. 4

დავის საგანი’’  უფლებამოსილების’’[კომპეტენციის]  შესახებ დავის  ფარგლებში. 4

სადავო ნორმა’’[დავის საგნის 1-ლი ნაწილი] 5

)“კონსტიტუციის ნორმა’’, რომელთან მიმართებაშიც მოწმდებასადავო ნორმის’’ კონსტიტუციურობა’’[დავის საგნის მე-2 ნაწილი] 5

საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვა’’ „დავის საგნით’’ 6

შემოწმების მასშტაბი[ფარგლები]’’ უფლებამოსილების შესახებ დავის’’ დროს. 6

„სადავო ნორმის“   შემოწმება. 7

ამ სახის  კონსტიტუციური სარჩელის’’ დაკმაყოფილების შედეგები. 9

 

 

 

უფლებამოსილების შესახებ  დავის“  განხილვის  ფლებამოსილება [კონსტ. მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის  პუნქტი  და ორგანული კანონისსაკონსტიტუციო სასამარტლოს შესახებ’’  მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის ’’ პუნქტი]

 

·        კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის’’ პუნქტის შესაბამისად:

 

საკონსტიტუციო სასამართლო  ა)პრეზიდენტის, ბ)პარლამენტის, გ)მთავრობის, დ)იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ე)გენერალური პროკურორის, ვ)ეროვნული ბანკის საბჭოს, ზ)გენერალური აუდიტორის, თ)სახალხო დამცველის ან ი)ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს [საკონსტიტუციო] სარჩელის[!] საფუძველზე 

იხილავს დავას  შესაბამისი  ორგანოს უფლებამოსილების შესახებ.’’

 

უფლებამოსილების შესახებ დავის’’  -არსი

·        დავა უფლებამოსილების შესახებ, პირველ რიგში, ემსახურება ხელისუფლების დანაწილების’’ პრინციპის უზრუნველყოფას.

 · ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს მიკუთვნებულ ორგანოებს ეძლევა საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით მათი’’ „კონსტიტუციური კომპეტენციის’’[ანუ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილების] დაცვის შესაძლებლობა სხვა სუბიექტების’’ მხრიდან ჩარევებისგან.

· ამასთან, „ორგანოებს’’ შორის დავას წყვეტს პოლიტიკურად ნეიტრალური’’ სასამართლო ორგანო’[კერძოდ,საკონსტიტუციო სასამართლო]

 · რადგან ამ უფლებამოსილების განხორციელება რომელიმეპოლიტიკური ორგანოსთვის’’ რომ იყოს მინდობილი, ამით ის სხვა სახელმწიფო ორგანოებზე მაღლა დადგებოდა, რაცსახელისუფლებო ბალანსსშეუქმნიდა საფრთხეს. ყურადღება:

· სახელმწიფო ორგანოთა შორის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით მიმდინარედავას“, როგორც წესიდიდი პოლიტიკური დატვირთვა[მნიშვნელობა] აქვს.საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური დაპირისპირება’’ „სამართლებრივ კალაპოტში’’ გადაჰყავს და მასსამართლებრივი’’ მასშტაბების საფუძველზე აგვარებს.

· ეს აძლიერებსუმაღლესი სახელმწიფო ორგანოების’’ მიერ კონსტიტუციის უზენაესობის   პატივისცემას და უზრუნველყოფს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას.

· საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილების შესახებ’’ დავების გადაწყვეტით ხელს უწყობს პოლიტიკური და სამართლებრივი სტაბილურობის განმტკიცებას’’ 

 

· საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი ამოცანა [მისიამ  კომპეტენციის’’ განხორციელებისასსახელმწიფო ორგანოთა’’ შორისუფლებამოსილებათა გამიჯვნა’’ და უფლებამოსილებასთან  დაკავშირებული კონკრეტული დავის’’  გადაწყვეტაა’’ 

· ამ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო ზოგადი კონსტიტუციურსამართლებრივი საკითხების გარკვევით’’ იმ დოზითაა დაკავებულირაც აუცილებელია იმ კონსტიტუციური ნორმის განმარტებისთვის, რომლის საფუძველზეც უნდა გადაწყდეს ამ სახის დავა.

· უფლებამოსილების შესახებ დავა’’ შეეხება არა პირის სუბიექტურ უფლებებს’’, არამედსახელმწიფო  ორგანოთა’’ ობიექტურ უფლებამოსილებებს’’.

· „სუბიექტური უფლებებით’’ სარგებლობა ან უარი სარგებლობაზე მათიმფლობელი სუბიექტის’’ [პირის] გადასაწყვეტია.

 რაც შეეხება სახელმწიფო ორგანოთა (კონსტიტუციურ) უფლებამოსილებებს’’, მათიგამოყენება- არ გამოყენება’’  არ შედისშესაბამისი ორგანოს’’ „თავისუფალი მიხედულების სფეროში’.

· სახელმწიფო ორგანოთა (კონსტიტუციურ) უფლებამოსილები ქმნიან კომპეტენციათა მყარ წესრიგ,რომელიცთანამედროვე სახელმწიფოს’’, [რომელშიც ხელისუფლება დანაწილებულია], ფუნქციონირებისა და ქმედითობის საფუძველია.

· მიუხედავად ამისა, „უფლებამოსილებების’’ სასამართლო წესით დაცვა მაინც იწვევს საკონსტიტუციოსამართლებრივი ურთიერთობების გარკვეულ სუბიექტივიზაციას’.

 უფლებამოსილების შესახებ დავისას’’ სუბიექტურად განსაზღვრული დავის საგანი[რაც არის ორგანოს რაიმე უფლებამოსილება]  და   ამ   კომპეტენციის“[უფლებამოსილების]  ობიექტური ბუნება“ და  მიზანი’’ ერთგვარად ავსებენ ერთმანეთს

·        საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით’’ სარგებლობს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი.

· ამდენად, დავა უფლებამოსილების შესახებ’’  ასევე შეიძლება მოგვევლინოს პოლიტიკური უმცირესობის’’  [ანუსაპარლამენტო ოპოზიციის’’] დაცვის მექანიზმად.

ამ სახის  კონსტიტუციური სარჩელით  საპარლამენტო ოპოზიციას’’ ეძლევა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იბრძოლოს)არა მარტო თავისი პოლიტიკური ინტერესების, არამედ )“კონსტიტუციის ნორმებისა და პრინციპების დასაცავად.’’

 

მოსარჩელე’’- „უფლებამოსილების შესახებ დავის’’ ფარგლებში

·        მოსარჩელეთა წრე’’ ნათლადაა განსაზღვრული.

უფლებამოსილების შესახებ დავაზე’’ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილებით სარგებლობს ანუ მოსარჩელე შეიძლება იყოს მხოლოდ:

1) პრეზიდენტი

2) პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი; 

3) მთავრობა;

4) იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

5) გენერალური პროკურორი;

 6) ეროვნული ბანკის საბჭო;

7) გენერალური აუდიტორი;

8) სახალხო დამცველი;

9) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანო

 

 

მოსარჩელეს’’ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვისწინაპირობები

 

საკონსტიტუციო სასამართლოსთვისმიმართვაშესაძლებელია[დასაშვებია] გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში

1) პირველ რიგში, საქმე უნდა შეეხებოდეს მოსარჩელე სახელმწიფო ორგანოს  კონსტიტუციური უფლებამოსილების’’ ფარგლების სავარაუდო დარღვევას

[შენიშვნაკონსტიტუციის გარდა, „სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი უფლებამოსილებებისხელყოფის საკითხის განხილვა სცდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.]

 2) მოსარჩელეს დავა შეუძლია მხოლოდთავისი უშუალო კონსტიტუციური კომპეტენციის[უფლებამოსილების]’’ დარღვევის გამო.

 [ ამ სახის კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის  ეს 2 წინაპირობა  დავიმახსოვროთ კაზუსისთვის]

ამრიგად, უფლებამოსილების შესახებ დავის წარმოშობის  წინაპირობაა, რომმოსარჩელესა’’ და მოპასუხეს’  შორის არსებობდეს კონსტიტუციურსამართლებრივი ურთიერთობა’’. [ იხ. 1-ლი წინაპირობა]

ამგვარი ურთიერთობა კი არ არის სახეზე, თუ საქმე უშუალოდ მოსარჩელის უფლებამოსილების დარღვევას არ შეეხება.[ იხ. მე-2 წინაპირობა 

 

გარდა ამისა, საეჭვოა სხვა ორგანოთა კომპეტენციაზე დავის’ ფორმალური შესატყვისობაც კონსტიტუციასთან. რადგან უზენაეს კანონში[მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის’’ პუნქტში] საუბარია დავაზე შესაბამისი ორგანოს’’ უფლებამოსილების შესახებ, საიდანაც შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მოსარჩელეს შეუძლია  მხოლოდ თავისი’’ დაარა სხვათა’’ კომპეტენციის დაცვა.

 

ყურადღება:

სხვა ორგანოთა უფლებამოსილების ხელყოფასთან დაკავშირებით’’ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილებით სარგებლობს მხოლოდ პრეზიდენტი და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედი. 

თუ პრეზიდენტს ან  პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ექნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვისსხვა ორგანოთა’’ კომპეტენციის დამდგენი კონსტიტუციური ნორმების შემოწმების თაობაზე მიმართვისნება’’[სურვილი], მათ მისი რეალიზება აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებშიც’’ შეუძლიათ[იხ. ფაილი „აბსტრაქტული ნორმათკონტროლი’’

 

მოპასუხე’’ –„ უფლებამოსილების შესახებ’’ დავის ფარგლებში

 

უფლებამოსილების შესახებ’’ დავისასმოპასუხეა’’ ის სახელმწიფო ორგანო, რომლის ნორმატიულმა აქტმაც,მოსარჩელისაზრით, გამოიწვია მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა

კანონმდებლობა ითვალისწინებს საქსაქმეში მოპასუხის ჩაბმის’’ ინსტიტუტს.

კომპეტენციის შესახებ’’ კონსტიტუციური სარჩელის მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო მის ასლს უგზავნის  ა)პრეზიდენტს, ბ)მთავრობას, გ)პარლამენტს და დ)ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს.

ამსუბიექტებს’’ ეძლევა ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადა, განაცხადონ, რომ:

კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მათი კომპეტენციის ფარგლების დარღვევას“.

თუ ისინი ამასგანაცხადებენ’’ , საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია[!], მაგრამ არა ვალდებული, რომ განმცხადებელი’’ „ მოპასუხედ ჩააბას’’ საქმეში.   

[ეს დაიმახსოვრე კაზისისთვის ]

 

დავის საგანი’’  უფლებამოსილების’’[კომპეტენციის]  შესახებ დავის  ფარგლებში

 

·        „დავის საგანი უფლებამოსილების შესახებ დავის ფარგლებში ორნაწილიანია:

 

1)     სადავო ნორმა’’;

და

 2)  ის კონსტიტუციის ნორმა’’, რომელთან მიმართებაშიც მოწმდება სადავო ნორმის“   კონსტიტუციურობა

 

სადავო ნორმა’’[დავის საგნის 1-ლი ნაწილი]

 

ა) სადავო ნორმა’’ უნდა იყოს ნორმატიული აქტი’’;

არანორმატიული აქტით სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის დარღვევის შეფასება სცილდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს’’.

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო არ განიხილავს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით’’ „კომპეტენციის დარღვევის’’ შემთხვევებს[დაიმახსოვრე]

 

)    დაცული უნდა იყოს ამ სადავო ნორმატიული აქტის მომზადების, გამოქვეყნების, რეგისტრაციისა და ძალაში შესვლის წესები.

 

 საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლებელია მხოლოდ იმ   ნორმატიული აქტის გასაჩივრება, რომელიც : )ფაქტობრივად მოქმედებს და )იწვევს სამართლებრივ შედეგებს და  გ)მოსარჩელის აზრით, არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას

 

მოსარჩელე უფლებამოსილია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს მხოლოდ მაშინ, თუ მისი კონსტიტუციური კომპეტენციის ფარგლები უკვე დარღვეულია.

· თუ ნორმა არ ამოქმედებულა, უფლებამოსილების დარღვევაც არ იქნება სახეზე.

· ანუ მოსარჩელე ჯერ უნდა დაელოდოს ნორმატიული აქტის  ძალაში შესვლასმისი კომპეტენციის ხელყოფას და მერე შეიტანოს კონსტიტუციური სარჩელი.

 

·        უფლებამოსილების შესახებ დავის’’ დროს საკონსტიტუციო სასამართლო  არ ამოწმებს იმნორმატიულ აქტს’’ რომელიცგამოქვეყნდა’’, მაგრამჯერ ძალაში არ შესულა’[!][დაიმახსოვრე]

   

·        უფლებამოსილების შესახებ დავის’’ განხილვის პროცესში  სადავო  ნორმატიული აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. [დაიმახსოვრე]

          

      ანუ ამ შემთხვევაზე არ ვრცელდება სამართალწარმოების გაგრძელების’’ საგამონაკლისო წესი, რადგანაც ის მხოლოდძირითად უფლებებს’’ შეეხება,

 

)“კონსტიტუციის ნორმა’’, რომელთან მიმართებაშიც მოწმდებასადავო ნორმის’’ კონსტიტუციურობა’’[დავის საგნის მე-2 ნაწილი]

 

დავის საგნის მეორე ნაწილია : „კონსტიტუციის ნორმა, რომელთან მიმართებაშიც მოწმდებასადავო ნორმის’’ კონსტიტუციურობა’’.

· ის შემოიფარგლება კონსტიტუციური დანაწესების’’ გარკვეული კატეგორიით,[ ეს გამომდინარეობს კომპეტენციის’’ სპეციფიკიდან].

 · სწორედკომპეტენციის ფარგლებში’’, მიმდინარეობს დავა კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევის თაობაზე.

 

 · აქედან გამომდინარესადავო ნორმის შემოწმება შესაძლებელია კონსტიტუციის მხოლოდ იმ ნორმებთან მიმართებით, რომლებიც განსაზღვრავენ შესაბამისი ორგანოების’’ კომპეტენციებ[უფლებამოსილებებს]

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვა’’ დავის საგნით’’

 

·        საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით სადავო ნორმის’’ ნაწილში.[ანუ დავის საგნის 1-ელ ნაწილში]

·საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს მთლიანად კანონის ან მთლიანად სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე, თუ მოსარჩელე ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის [ნაწილის] არაკონსტიტუციურად ცნობას.

ყურადღება:

მოსარჩელე უფლებამოსილია, შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა’’ ან უარი თქვას მოთხოვნაზე’’, [ეს უკანასკნელი  იწვევს საქმის შეწყვეტას]. ეს დისპოზიციურობის პრინციპის გამოხატულებაა.

 

 

შემოწმების მასშტაბი[ფარგლები]’’ უფლებამოსილების შესახებ დავის’’ დროს

 

·        სადავო ნორმატიული აქტის’’ კონსტიტუციურობისშემოწმების მასშტაბი’’ გამომდინარეობს დავის საგნიდან.

·      როგორც აღინიშნა, ნორმის გასაჩივრება შესაძლებელია კონსტიტუციურ  „კომპეტენციის დამდგენ’’ ნორმებთან მიმართებით’’.

·     აქედან გამომდინარე, „შემოწმების მასშტაბი’’, პირველ რიგშიკონსტიტუციის ის დანაწესებია, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად განსაზღვრავს შესაბამისი სუბიექტის[მოსარჩელეს]  კომპეტენციას’’.

 · თავის „უფლებამოსილებას’’ მოსარჩელე შეიძლება ახორციელებდეს დამოუკიდებლად ან სხვა სუბიექტის თანამონაწილეობით.

 

ამიტომ ,რელევანტურია[და შესამოწმებელია] „კონსტიტუციის ის ნორმებიც, 

რომელთა დაცვა აუცილებელია იმისთვის,

რომ მოსარჩელემ მოახდინოს თავისი უფლებამოსილებების რეალიზაცია[!]

 

·        საკონსტიტუციო სასამართლოუფლებამოსილების შესახებ დავის’’ გადაწყვეტის პროცესში ახდენს კონსტიტუციის ინტერპრეტაციას.[განმარტებას]

· ის, „ამა თუ იმ ცალკეული სუბიექტის უფლებამოსილების დაცვასთან ერთად’’, „კონსტიტუციურ წესრიგსაც’’ იცავს.

· ამ კომპლექსური ამოცანის სრულყოფილი განხორციელება შეუძლებელი იქნება, თუკომპეტენციის დამდგენი ნორმების’’ განხილვა მოხდება კონსტიტუციისსხვა ნორმებისა’’ და კონსტიტუციის პრინციპებისგან’’ იზოლირებულად.[!]

 · აქედან გამომდინარესაკონსტიტუციო სასამართლომ უფლებამოსილების შესახებ დავებზეც’’ უნდა გაავრცელოს დამკვიდრებული პრაქტიკა და სადავო აქტის’’ კონსტიტუციურობა შეამოწმოს ერთიან კონტექსტში  არა მხოლოდ კონსტიტუციის ნორმებთან’’, არამედ, იმავდროულად,კონსტიტუციის  „ფუნდამენტურ პრინციპებთანმიმართებითაც.

 

 

„სადავო ნორმის“   შემოწმება

 

·        დავაზე უფლებამოსილების შესახებ’’ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებორგანული კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმების „ზოგადი წესი’’.

· კერძოდსაკონსტიტუციო სასამართლო ფორმალური კუთხით’’ არკვევს, დაცულია თუ არა საკანონმდებლო აქტისა და პარლამენტის დადგენილების [ანუ სადავო ნიორმატიული აქტის’’მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების კონსტიტუციით დადგენილი წესები.

·  ხოლო „ მატერიალური თვალსაზრისით’’ , სასამართლო ამოწმებს სადავო ნორმის’’ „შინაარსის’’ შესაბამისობას კონსტიტუციასთან.

მატერიალური შემოწმების პროცესში ის მხედველობაში იღებს:

 )სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ

 ბ)მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და

)მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე,

) შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს

 

სადავო ნორმის „ფორმალური ‘’  კუთხით შემოწმება

· ფორმალური კონტროლის’’ განხორციელებისას საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმის დადგენით, თუ რამდენადაა დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურა“. 

თუმცა, ნორმატიული აქტის მიღების „პროცედურის’’   შემოწმების პროცესშიც შესაძლებელია, რომ გამოიკვეთოს მოსარჩელის უფლებამოსილების ხელყოფა.

მაგალითადპარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც არ გადასცემია პრეზიდენტს ხელმოწერისა და გამოქვეყნებისთვისმას ხელი მოაწერა და გამოაქვეყნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ამ დროს სახეზე იქნება არა მარტო კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების პროცედურის, არამედ ასევეპრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების უფლებამოსილების დარღვევა.]

 

ფორმალური კონსტიტუციურობის’’ სხვა კომპონენტისსადავო აქტის ფორმის დაუცველობამაც’ შეიძლება, გამოიწვიოს უფლებამოსილების დარღვევა.

 მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობამ გამოსცა დადგენილება’, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდისთვის შეიზღუდა რამდენიმე ძირითადი უფლება. ამავდროულადპრეზიდენტის დეკრეტი უფლებების შეზღუდვის შესახებ არ გამოცემულა.

 

 ამ შემთხვევაშიპრეზიდენტის, [რომელიც გამოსცემს შესაბამის დეკრეტს] და პარლამენტის, [რომელიც ამტკიცებს მას], უფლებამოსილებების გარდა, ირღვევაკონსტიტუციის მოთხოვნა ფორმასთან დაკავშირებით’’, რადგანაცსაგანგებო მდგომარეობის დროს’’ ძირითადი უფლებები შეზღუდა არაპრეზიდენტის დეკრეტმა’’, არამედ სხვა სახის ნორმატიულმა აქტმა - მთავრობის დადგენილებამ’’.

 

 · ზემოაღნიშნული მაგალითებიც მეტყველებს, რომ ფორმალური კონტროლის’’ მთავარი კომპონენტიუფლებამოსილებაა’’, რადგანაც დავა სწორედ მის დარღვევას შეეხება.

 აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი ამოცანაა, შეამოწმოს

ა)რამდენად მოქმედებდა მოპასუხე თავისი კომპეტენციის ფარგლებში’’ 

და 

 ბ)ხომ არ მიითვისა მან მოსარჩელის რომელიმე  კონსტიტუციური უფლებამოსილება

 

 

სადავო ნორმის „მატერიალური  ‘’  კუთხით შემოწმება

 

·        უფლებამოსილების შესახებ დავის’’ არსიდან გამომდინარესადავო ნორმისშემოწმებისას წამყვანიფორმალური კონტროლია’, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუჭირდება შესაბამისი დასკვნების გამოტანა სადავო ნორმის’’ მატერიალური შინაარსის’’ სათანადო გაანალიზებისა და შეფასების გარეშე.

 

·         ამ თვალსაზრისითგანსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება იმის გარკვევას:

 

ა)“ რამდენადაა დაცული განსაზღვრულობის პრინციპი’’ 

 

და 

 

ბ)ხომ არ არის გამოწვეული მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა ნორმის ბუნდოვანებითა და ორაზროვნებით’’.

 

 

ამ სახის  კონსტიტუციური სარჩელის’’ დაკმაყოფილების შედეგები

 

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისადუფლებამოსილების შესახებ დავაზე’’ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს კომპეტენციის დამრღვევი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობას მისი ამოქმედებიდან’’ (ex tunc).

 

ყურადღება:

 

  ეს წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რომელიც ადგენსარაკონსტიტუციურად ცნობილი აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის’’ სხვა მომენტს - კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტს , [თუ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, უფრო გვიანდელი’’ ვადა.]

 

·         აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ფორმულირებასსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებორგანული კანონიც შეიცავს

 

             ამდენადკოლიზია ორგანული კანონის ნორმებს შორისაც არის.

 

·        სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა მისი ამოქმედებიდან’’ სამართლებრივი უსაფრთხოების კუთხითაც შესაძლოა, გახდეს პრობლემური.

 

·         შეიძლება, უფლებამოსილების დამრღვევი ნორმის სამართლებრივი შედეგები არ იყოს ისეთი მასშტაბისა და შინაარსის, რომ მათმა რევიზიამსამართლებრივი უსაფრთხოება და სტაბილურობა’’ სერიოზულად დააზიანოს. თუმცა, ეს ვარაუდი, კონკრეტული შემთხვევების სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველთვის არ გამართლდება.

 

·        აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ კომპეტენციის ფარგლებშიც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ შეაფასოს ვითარება და თავად გადაწყვიტოს, თუ რა მომენტიდან დაკარგავს ძალას არაკონსტიტუციური ნორმა.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები