თავი XVI. კლინიკური ფსიქოლოგია
სარჩევი:
„მანიაკალურდეპრესიული ფსიქოზი[„ბიპოლარული აშლილობა“ ]
„პიროვნების აშლილობები“ [ფსიქოპათია]
„ფსიქიკური აშლილობის“ ცნება
· „ფსიქიკური აშლილობების“ დროს ხდება არატიპური, სხვებისთვის ხელისშემშლელი, დეზადაპტური და საფუძველს მოკლებული ქცევა.
· „აშლილი’’ ადამიანები ყველა დროში არსებობდნენ.
· ძველად ანომალური ქცევა, სიგიჟე ავადმყოფობად არ განიხილებოდა. ითვლებოდა, რომ ადამიანში “ბოროტი სული” დამკვიდრდა და “მკურნალობაც” ამ დემონის დაწყნარებაში ან განდევნაში მდგომარეობდა, რაც მკაცრ და ხშირად სასტიკ მოპყრობასაც კი გულისხმობდა.
· ანდა პირიქით, გიჟი ზეშთაგონებულ ადამიანად მიიჩნეოდა და მას რიდით ეპყრობოდნენ, ზოგჯერ კი მას ამკითხავებდნენ კიდეც.
· მედიცინამ ფსიქიკური დარღვევები ავადმყოფობად მხოლოდ XVIII საუკუნეში ცნო.
· XIX საუკუნეში უკვე აღწერა სულით ავადმყოფთა ჩივილები,[ ანუ სიმპტომები] და მათი თანმხლები ობიექტური გამოვლინებები [ანუ ნიშნები].
· ერთმანეთთან მყარად დაკავშირებული სიმპტომებისა და ნიშნების ნაკრების, [ანუ სინდრომის ]საფუძველზე გამოიყო დაავადებათა სახეები [ანუ ნოზოლოგიები] და შემუშავდა მათი კლასიფიკაციის პრინციპები, რაც ყეელაზე მეტად გამოჩენილი ფსიქიატრის ე. კრეპელინის სახელს უკავშირდება.
· ითვლებოდა, რომ დაავადების მიზეზი ორგანულ[შინაგან] დარღვევებში უნდა ვეძებოთ, კერძოდ ტვინისა და საზოგადოდ ნერვული სისტემის დაზიანებაში, ბიოქიმიურ და გენეტიკურ ფაქტორებში.
· ბუნებრივია, რომ ამ მოდელის ფარგლებში გამოყენებულია ისეთი საშუალებები, რომლებიც უშუალოდ სხეულზე ზემოქმედებს (ფარმაკოლოგიური და ქირურგიული).
ხ
· მალე ამ ბიოსამედიცინო მიდგომასთან ერთად გაჩნდა ფსიქოლოგიური მიდგომა, რომელსაც საფუძველი ფროიდმა ჩაუყარა.
· ფსიქიკური დაავადების თავდაპირველი გაგება ფროიდმა ნევროზების, უმეტესად ე.წ. კონვერსიული ისტერიის მკურნალობის გამოცდილებაზე დააფუძნა.
· ამ დროს ადამიანს აწუხებს მოტორული, სეკრეტორული, სენსორული თუ სხვა ფუნქციების დარღვევები რაიმე ორგანული მიზეზის გარეშე.
· ეს არის ფსიქოტრავმატული სიტუაციებით გამოწვეული ფსიქოფიზიკური რეაქციები.
ტიპური შემთხეევაა გამუდმებული მენსტრუალური ციკლის მქონე პაციენტი ქალის
მაგალითი, რომელსაც ქმარი არ უყვარდა და მასთან გაყრის შემდეგ ეს სიმპტომი გაუქრა.
· ფროიდი ზოგჯერ ახერხებდა მსგავსი სიპტომების მოხსნას ჰიპნოზში, მატრამვირებელ შემთხვევებთან დაკავშირებული ემოციების “გამოთავისუფლების” (ე.წ. კათარსისის) მეშვეობით.
· შემდგომში მან შექმნა ფსიქოანალიზური მკურნალობის პრინციპები და ხერხები, მიმართული ავადმყოფობის მიზეზების [შინაგანი არაცნობიერი კონფლიქტების] გამოვლენასა და მოხსნაზე.
· ფროიდის თანახმად არაცნობიერი კოფლიქტები უფრო ხშირად წარმოიქმნება ადამიანის ადრეულ ასაკში, როცა ერთმანეთს უპირისპირდება ა)ინსტინქტური არაცნობიერი ლტოლევები და ბ)რეალობასა და ზნეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები.
ხ
· ფსიქოლოგიური მიდგომის ფარგლებში არსებობს „ფსიქიკური აშლილობის“ ბუნების და მკურნალობის სხვაგვარი გააზრებაც , მაგალითად ბიჰევიორისტული, კოგნიტივისტური, ჰუმანისტური და ა.შ. მათ უფრო დაწვრილებით ქვემოთ შევეხებით.
· ყველა მათგანში ანომალური ქცევის ესა თუ ის ფსიქოლოგიური მიზეზი და მექანიზმია გათვალისწინებული.
· ამჟამად უფრო გავრცელებული მიდგომის თანახმად, „ფსიქიკური აშლილობა“ 1)ბიოლოგიური, 2)სოციოკულტურული და 3)ფსიქოლოგიური ფაქტორების შეჯერებისა და ურთიერთქმედების შედეგია. [ეს ბოლო განმარტება დაიმახსოვრე]
ხ
· ტრადიციულ კლასიფიკაციაში ფსიქიკურ დაავადებათა რამდენიმე დიდი ჯგუფი გამოიყოფოდა;
· მათ შორის მაინც უმთავრესი იყო „ფსიქოზებისა“ და „ნევროზების“ ჯგუფების გამიჯვნა.
· „ფსიქოზის“ დროს ავადმყოფს ა)ეკარგება რეალობასთან კონტაქტი, ბ)უჭირს რაციონალური აზროვნება და გ)აქვს დამახინჯებული აღქმა.
· „ნევროზის“ შემთხვევაში ადამიანი ა)იტანჯება, მაგრამ ბ)ინარჩუნებს რაციონალური აზროვნებისა და სოციალური ურთიერთობების უნარს.
ხ
· თანამედროვე კლასიფიკაციებში აქცენტი გაკეთებულია დაავადების ნიშნებისა და სიმპტომების უფრო დეტალურ აღწერაზე, რასაც „ფსიქიკური აშლილობების“ უფრო მრავალრიცხოვანი ჯგუფების გამოყოფა მოჰყვა.
· მაგალითად, “ფსიქიკურ აშლილობათა და სტატისტიკის ცხობარში” ანუ ე.წ. 05M-IV-ში 230 ფსიქიკური აშლილობა 17 კატეგორიად არის დაჯგუფებული.
ხ
„შიზოფრენია“
· შიზოფრენია არის სერიოზული ფსიქოტური დარღვევების[!] ჯგუფის საერთო სახელი
ხ
· შიზოფრენია ხასიათდება ა)დეზორგანიზებული ან ბოდვითი აზროვნებით, ბ)დამახინჯებული აღქმით, გ)არაადეკვატური ემოციებითა და ქცევით.
ხ
· ამ დაავადების პროცესი, როგორც წესი, იწყება ჭაბუკობის ასაკში, ერთნაირად შეეხება ქალებსა და მამაკაცებს, გავრცელებულია ყველა კულტურაში ღა აღენიშნება მოსახლეობის I1%-ს.
ხ
· შიზოფრენია ფსიქიკური დარღვევების ფართო სპექტრს მოიცავს, მაგრამ პაციენტების უმრავლესობას ყველა დარღეევა ერთდროულად არ აღენიშნება. ეს ყოველთვის უქმნიდა სირთულეს დიაგნოსტიკას, ვინაიდან არ იყო დადგენილი, რამდენი და რა სახის სიმპტომი უნდა გააჩნდეს ადამიანს, რომ იგი შიზოფრენიით დაავადებულად ჩაითვალოს.
· მიუხედავად ამისა, არსებობს შიზოფრენიის ე.წ. „ძირითადი სიმპტომები“.
ხ
· შიზოფრენიის უმთავრეს ნიშნად პიროვნების აზროვნების დეზინტეგრაციას[!] ასახელებენ.
1)ავადმყოფს დაკარგული აქვს უნარი, შეინარჩუნოს აზრთა წყობა, [ანუ არალოგიკურად
გადადის ერთი მტკიცებიდან მეორეზე, რის გამოც მსჯელობა აბსურდულ სახეს იღებს]. 2)დარღვეულია აზროვნების ოპერაციული მხარეც; მაგალითად, განზოგადება არაარსებითი
ნიშნების მიხედვით ხდება.
ხ
შიზოფრენიის სახეები
·
ე.წ. პარანოიალური შიზოფრენიის
შემთხვევაში აზროვნება ბოდვის
ხასიათს იძენს, [ე.ი
აღმოცენდება რეალობასთან შეუსატყვისი აკვიატებული წარმოდგენები
და დასკვნები, რომელთა
სიმცდარეში სუბიექტის დარწმუნება შეუძლებელია (მაგ. არსებობს „დევნის“, „თვალთვალის“
ან „განდიდების“ ბოდვები[ მანიები] .
ბოდვის[მანიის] დროს ირღვევა
მთელი კოგნიტური სფერო (მეხსიერების გარდა). ავადმყოფი
ქმნის „ბოდვით სისტემას“
და ამყარებს თავის
„ბოდვით რწმენას“
ერთ აკვიატებულ “ლოგიკურ კონცეფციაში” გაერთიანებული მსჯელობებით.
ეს ხშრად ჩაირთავს აღქმის სფეროსაც: აღინიშნება
ილუზიები – ანუ აღქმულ მოვლენებში სუბიექტი „თავისი
ბოდვიდან“ გამომდინარე შინაარსს დებს.
ხდება აგრეთვე
ჰალუცინაციები,
ანუ აღქმები რეალური სენსორული გამღიზიანებლის გარეშე;
ჰალუცინაციების დროს
პაციენტს ეჩვენება, რომ ესმის სხვადასხვა ხმა, რომელიც აძლევს ბრძანებებს, აშინებს,
შეურაცხყოფს, ადანაშაულებს და ა.შ.
ხ
ყურადღება: „ბოდვის სამყაროს“
შექმნა კი
მას
მერე იწყება, რაც თანდათან იკარგება კონტაქტი გარემოცვასთან, ადამიანი იკეტება საკუთარ
თავში. ამას აუტიზმი ეწოდება.
აუტიზმი უკიდურესი ეგოცენტრიზმია.
ავადმყოფობის[აუტიზმის]
საწყის
სტადიას ახლავს
ემოციების მკვეთრი გაძლიერება, რასაც მალე მოჰყვება ემოციური გაცივების სიმპტომები
ახლობლებისა და უშუალო გარემოცვის მიმართ, ძველი ინტერესების
დაკარგვა, აპათია და ზოგადი ემოციური დაჩლუნგება.
ემოციურ სფეროსთან ერთად ირღეევა ქცევითი (ნებელობითი)
სფერო. ამის გამოვლინებაა აბულია, ანუ ქცევის რეგულაციის პათოლოგიური დაქვეითება: ადამიანი ვერ აიძულებს თავს, მიიღოს გადაწყვეტილება
და საჭიროებისამებრ რაიმე გააკეთოს.
მძიმე შემთსვევებში მას ელემენტარული თვითმომსახურებაც კი აღარ ძალუძს.
ხ
· ე.წ. კატატონიური შიზოფრენიის დროს თავს იჩენს ქცევის მოტორული ფუნქციის თავისებური შეცვლა – დაწყებული გადაჭარბებული, ზოგჯერ ბობოქარი სამოძრაო აქტივობიდან, დამთავრებული სრული დამუხრუჭებით, სტუპორით – ერთ პოზაში ხანგრძლივი გაშეშებით.
· კატატონიური შიზოფრენიის სიმპტომებში შედის აგრეთვე ნეგატივიზმი – უაზრო წინააღმდეგობის გაწევა, მოქმედებაზე არამოტივირებული უარის თქმა.
· ვერბალური ნეგატივიზმი ე.წ. მუტიზმის სახით ვლინდება. ამ დროს ავადმყოფი სულ არ ლაპარაკობს, თუმცა მეტყველების უნარი შენარჩუნებული აქვს.
ხ
· ე.წ. დეზორგანიზებული შიზოფრენიის სიმპტომებია: უთავბოლო მეტყველება და ქცევისა და ემოციის შეუსატყვისობა.
· შიზოფრენიის ეს მესამე ფორმა ყველაზე მეტად წააგავს სიგიჟის გავრცელებულ სტერეოტიპს.
· ავადმყოფი რაღაცას ბურტყუნებს, ხითხითებს, სულელურად იღიმება და იმანჭება, საკვირველ პოზებს იღებს, შეუძლია უცებ ახარხარდეს ან ატირდეს.
ხ
· ე.წ. არადიფერენცირებული შიზოფრენია კი მოიცავს დაავადების ყველა იმ ფორმას, რომელიც შიზოფრენიის ზემოთ აღნიშნულ სამ სახეობას არ განეკუთვნება.
ხ
· ავადმყოფობას[შიზოფრენიას] ზოგჯერ პერიოდული შეტევების ფორმა აქეს, მაგრამ დაავადებულები ცხოვრების დიდ ნაწილს სოციალურ იზოლაციასა და საკუთარ სამყაროში ჩაკეტილები ატარე ბენ.
· იშვიათია, როცა შიზოფრენიას ერთჯერადი ეპიზოდის სახე აქვს. რომელიც “განიკურნება” და აღარ გამეორდება.
ხ
· შიზოფრენიის ნამდვილი ბუნების, მისი რეალური გამომწვევი მიზეზების შესახებ შეთანხმებული აზრი არ არსებობს.
· თანამედროვე მკელევარების უმეტესობა მას აბსოლუტურად სომატოგენურ დაავადებად თვლის და ტვინის სტრუქტურულ დაზიანებებს [იქ მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს ]და გენეტიკურ ანომალიას უკავშირებს. სხვები ამასთან ერთად ფსიქოლოგიური მიზეზების არსებობასაც აღიარებენ.
· ის, რომ შიზოფრენიის აღმოცენებაში გენეტიკური ფაქტორი მონაწილეობს, ეჭეს აღარ იწვევს: ალბათობა იმისა, რომ მონობიგოტური ტყუპი შიზოფრენიით დაავადდება, თუ მისი ტყუპისცალი ავადაა, თითქმის 50%-ს უტოლდება;
· დაახლოებით ასეთივე პერსპექტივა აქვს შიზოფრენიით დაავადებული მშობლების შვილსაც. [ანუ ალბათობა იმისა, რომ შიზოფრენიით დაავადდებული მშობლის შვილი , შიზოფრენიით დაავადდება, თითქმის 50%-ს უტოლდება]
·
ისევე როგორც სხეა ფსიქიკური თეისებების (მაგ, ინტელექტის)
შემთხვევაში, მემკვიდრეობა არც შიზოფრენიას განსაზღერავს
ცალსახად. გარემოს
უთუოდ მიუძღვის თავისი წელილი, თუმცა ჯერ ვერ მოინახა თუნდაც ერთი ისეთი გარეგანი მიზეზი, რომელიც შეძლებს
ამ დაავადების გამოწეევას მასში, ვისაც არ ჰყავს შიზოფრენიით დაავადებული ნათესავი.
ხ
„აფექტური აშლილობები“
·
„შიზოფრენიის“
დროს, უპირატესად, კოგნიტური სფერო ზიანდება,
ხოლო „აფექტური აშლილობის“ შემთხვევაში
მთავარი დარტყმა ემოციურ და ნებელობით სფეროზეა.
ხ
·
ძირითადად განასხვავებენ 1)“ბიპოლარულ აფექტურ აშლილობებს“ (სხვანაირად „მანიაკალურდეპრესიულ ფსიქოზს“) და 2)“დიდ დეპრესიას“.
ხ
·
„ბიპოლარული აფექტური აშლილობები“ ხასიათდება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო
ემოციური მდგომარეობის – მანიაკალურის და დეპრესიულის მონაცვლეობით.
ხ
·
„დიდი დეპრესიის“, [ანუ „მონოპოლარული დარღვევისას“], ემოციური სფერო კი მხოლოდ ერთი
მიმართულებით არის შეცვლილი.
ხ
·
„ბიპოლარული აშლილობა“ მოიცავს ა)შეტევების ფაზას
და ბ)ამ შეტევათა შორის ინტერვალებს
(რემისიებს).
·
შიზოფრენიისაგან განსხვავებით, ბიპოლარული აშლილობისას
პიროვნება არ იცვლება;
·
აქ მნიშვნელობა არა აქვს გადატანილი შეტევების რაოდენობას.
·
ფაზების სიხშირე განსხვავებულია: ზოგს შეტევა ყოველ წელს და, უმეტესად,
სეზონურად ემართება (განსაკუთრებით შემოდგომა-გაზაფხულზე), ზოგს კი უფრო იშვიათად. ცვალებადია „შეტევის’’ ფაზის სანგრძლიობაც – რამდენიმე დღიდან
რამდენიმე თვემდე. ეს დაავადება მოსახლეობის 1%-ს აღენიშნება,
უფრო მეტად ქალებს.
[გაცილებით
გავრცელებულია „დიდი დეპრესია“;
ზოგიერთი შეფასებით, ამერიკელი მამაკაცების დაასლოებით 10% და ქალების 20% ცხოვრების
რაღაც მონაკვეთში გაივლის „დიდი დეპრესიის“ პერიოდს. ]
ხ
„მანიაკალურდეპრესიული ფსიქოზი[„ბიპოლარული აშლილობა“ ]
·
„მანიაკალურდეპრესიულ ფსიქოზის “ მანიაკალურ მდგომარეობას ახასიათებს : ა)აგზნებულობა, ბ)ჰიპერაქტიურობა, გ)ჭარბსიტყვაობა, დ)ზედმეტი ოპტიმიზმი.
მსუბუქ ფორმაში (ე.წ. ჰიპომანია) მისი გარჩევა
უბრალო ეიფორიისაგან
არ არის ადვილი.
მდგომარეობის დამძიმების შედეგად ყალიბდება საკუთრივ მანია.
ასეთ დროს მატულობს არაადეკვატურობა: პაციენტები ავლენენ
უსაზღვრო ენერგიას, მოქმედებისა და ლაპარაკის დაუოკებელ წყურვილს; ამასთან, ისინი უსასრულოდ
გადადიან თემიდან თემაზე, ვერ ახდენენ ერთ შინაარსზე ყურადღების კონცენტრაციას, რაც
მკვეთრად აქვეითებს ინტელექტუალურ პროდუქტულობას.
ავადმყოფები ვეღარ ერკვევიან, თუ რა არის მისაღები და რა მიუღებელი
სოციალურ და პერსონალურ პლანში (მაგ. სექსუალურ სფეროში).
ისინი თავს ყოელისშემძლედ თვლიან. თანდათან უქრებათ რეალობის განცდა, ქცევა ხდება
ავანტიურისტული და სოციალურად სახიფათო.
გამოკვეთილ შემთხვევებში ყალიბდება „განდიდების ბოდვა[მანია]“, თუმცა მას არა აქვს ისეთი უცნაური და ახირებული ფორმა,
როგორც შიზოფრენიის დროს.
ხ
·
„მანიაკალურდეპრესიულ ფსიქოზის ‘’ დეპრესიული მდგომარეობა
ხასიათდება განსაკუთრებულად გამოკვეთილი უარყოფითი
ემოციური ფონით, ცვლილებებით მოტივაციურ-ნებელობით სფეროში და საერთო ქცევითი პასიურობით.
სუბიექტურად, დეპრესიაში მყოფი ადამიანი უარყოფითი, ხშირად უაღრესად მძიმე ემოციური
მდგომარეობის ტყვეობაშია, დაკარგული აქვს ცხოვრების ხალისი, ტანჯავს დათრგუნულობა,
უიმედობა, სევდა, სასოწარკვეთილება. საფუძვლიანად არის შეზღუდული სურვილები; მოშლილია
მოტივაციური მექანიზმები (მაგ, ძილი, მადა, სექსუალური ლტოლვა); მკვეთრად არის დაქვეითებული
ნებელობა – ადამიანს ძალიან უჭირს აიძულოს თავი რაიმე გააკეთოს, მით უფრო ის, რაც არ
სურს, მაგრამ საჭიროა.
ხ
„დიდი დეპრესია’’
„დიდი დეპრესიის“ დროს ხშირად თავს იჩენს კოგნიტური სფეროს ფუნქციონირების ზოგადი
დაქეეითება: აზროვნება
შენელებულია, ყურადღების კონცენტრაცია გართულებული, დამახსოვრება და გახსენება გაძნელებული.
„დიდი დეპრესიისთვის“ დამასასიათებელია აკვიატებული აზრები საკუთარ პასუხისმგებლობაზე უარყოფით მოვლენებთან დაკავშირებით,
რომლებიც მოხდა მისი ან ახლობლების ცხოვრებაში.
უსუსურობის გრძნობას ცხოერებისეული სირთულეების წინაშე თან ერთვის პერსპექტივის უქონლობის მწვავე განცდა.
მკვეთრად არის დაქვეითებული,
ზოგჯერ კი თითქმის
განადგურებულია სუბიექტის თვითშეფასება.
შეცვლილია დროის აღქმა – დრო წარმოუდგენლად ნელა მიიზლაზნება, განსაკუთრებით
დილის საათებში, როდესაც სევდა და შფოთვა ახალი ძალით ეუფლება.
საღამოს მცირე შვება იგრძნობა.
ქცევა ხდება შენელებული და უინიციატივო; ადამიანი დასუსტებულია, მალე იღლება,
რაც, საბოლოოდ, მოქმედების პროდუქტულობის შესამჩნევ კლებას იწვევს.
მძიმე და ხანგრძლივი დეპრესიის
დროს ავადმყოფს არ ტოვებს თვითმკელელობასთან დაკავშირებული
აზრები.
როცა სევდა
უსაშველო ტანჯვის სახეს იღებს, სულიერი ტანჯვისა, რომელიც ფიზიკურ ტკივილზე გაცილებით
მძიმეა, ადამიანმა შეიძლება
თვითმკვლელობის მცდელობა განახორციელოს.
დეპრესიის მსუბუქ ფორმებს შეიძლება დაწეული ფუნქციონალური
მდგომარეობის ხასიათი ჰქონდეს, რასაც პერიოდულად თითქმის ყველა განიცდის.
ხ
ცალკე გამოყოფენ
აგრეთვე ე.წ. „ნევროზულ დეპრესიასაც“, რომელიც
ნაკლებ მძიმეა და უპირატესად
დაღლილობის ან სტრესის
შედეგად აღმოცენდება.
იგი გამოიხატება
ადამიანის მიერ ყოველგვარი ქცევის მეტ-ნაკლებად ცნობიერ [!] უარყოფასა
და აქტიურობის აზრის დაკარგვაში.
„შფოთვითი აშლილობები“
·
„შფოთვით აშლილობას“ აქეს რამდენიმე ფორმა, რომელთა საერთო
სიმპტომებია ირაციონალური[გაუცნობიერებელი] შფოთვის ან შიშის გრძნობა
და მისგან თავის დაღწევის მცდელობა.
ხ
·
ირაციონალური შფოთვის ან შიშის გრძნობისგან თავის დაღწევას ჩვეულებრივი გზით სუბიექტი ვერ ასერხებს, მაგრამ
რეალობასთან კავშირი დაკარგული არა აქვს.
ხ
·
საზოგადოდ, „შფოთვითი აშლილობების“ სიმპტომები პიროვნებას არ ანგრევს, ამიტომ ფსიქოტურად არ მიიჩნევა.
·
ძველი კლასიფიკაციით მათ ნევროზებს მიაკუთვნებდნენ.
ხ
·
შფოთვას
და შიშს შეიძლება კონკრეტული მისამართი ჰქონდეს ან ფართოდ იყოს გავრცელებული.
·
შესაბამისად, პირველ შემთხვევაში საუბრობენ „ფობიებზე“, მეორეში – „გენერალიზებულ შფოთვით აშლილობებზე“.
ხ
·
ფობია არის კონკრეტული ობიექტების,
ქცევებისა და სიტუაციების ძლიერი და უსაფუძვლო შიში. ე.წ. სპეციფიკური ფობიების
ჩამოყალიბება საკმაოდ ადრე, ჩვეულებრიე, გარდამტეხ ასაკში იწყება და ეხება ღია (აგორაფობია) ან დახშულ
(კლაუსტრფობია) სივრცეს, სიმაღლეს (აკროფობია), ცხოველებს
(ზოოფობია) და ა.შ.
·
ამ შიშების უსაფუძვლობა
ადამიანს კარგად ესმის, მაგრამ თავს ვერ ერევა და გაურბის მისთვის ,სახიფათო“ ვითარებებს, ხშირად
წარმატებითაც; მაგალითად, თვითმფრინავის
შიშს, ბოლოს და ბოლოს ეშველება, თუ სხვა სახის ტრანსპორტს გამოიყენებს.
ხ
·
ე.წ. სოციალური ფობიების შემთხვევაში ადამიანს ეშინია, რომ უუნარო ან დამცირებული გამოჩნდება სხვების თვალში.
·
ამიტომ იგი ცდილობს განერიდოს პოტენციური
უხერხულობის შემცველ სოციალურ სიტუაციებს: ოფიციალურ შეხეედრებს, საჯარო გამოსელებს,
წვეულებებს და ა.შ.
ხ
·
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობების დროს შფოთვა არ
არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულთან – იგი ყოვლისმომცველი: და უსასრულოა.
·
შფოთვით დარღვევებში ის ყველაზე მეტად არის
გავრცელებული.
·
ამ დარღვევის მქონე პირები მუდამ დაძაბული არიან, რაღაც ცუდის
მოლოდინი აქვთ, ახასიათებთ ჭირვეულობა, ზემგრძნობელობა, უჭირთ კონცენტრაცია და გადაწყვეტილების
მიღება, აწუხებთ უძილობა.
·
მათ აღენიშნება ფიზიოლოგიური გამოვლინებებიც; გაძლიერებული გულისცემა, ოფლიანობა, კუჭის აშლილობა
და სხვა.
ხ
·
„შფოთვითი აშლილობების“ პანიკური ფორმის დროს შფოთვა პერიოდულად იღებს ე.წ. პანიკური შეტევის
სახეს;
·
ის მოულოდნელად და უცაბედად იწყება, რამდენიმე წუთს
გრძელდება და თან ახლავს გამოხატული ფიზიკური სიმპტომები – გახშირებული სუნთქვა, თავბრუსხვევა, კანკალი, ტაქიკარდია, გულყრაც
კი.
·
ფსიქოლოგიურად ეს არის უძლიერესი შიში იმისა, რომ მოხდება რაღაც
საშინელი და დამღუპველი.
·
ეს განცდა იმდენად არაპაროგნოზირებადი და დამაფრთხობელია, რომ ავადმყოფებს
ხშირდ უვითარდებათ თვით პანიკური შეტევის ძლიერი შიში, განსაკუთრებით – ხალხმრავალ ადგილებში
(რადგან ისინი თაეს უხერხულად გრძნობენ) და სახიფათო ვითარებებში (მაგ., მანქანის მართვისას).
·
შედეგად, ადამიანი ერიდება, დატოვოს „,უსაფრთსო“ ადგილები
(თავისი ბინა, შესაძლოა
ოთახიც კი) და გავიდეს ქუჩაში, იმოგზაუროს და ა.შ.
·
ყოველივე ამის კერძო შედეგია ე.წ. აგორაფობია ანუ სახლის გარეთ, განსაკუთრებით
ხალსმრავალ ადგილებში, მარტო ყოფნის შიში.
ხ
„აბსცესური“ და „კომპულსური“ შფოთვითი აშლილობები
·
„აბსცესური“ და „კომპულსური“ აშლილობების
შემთხვევაში ადამიანს
აწუხებს აკვიატებული
აზრები (აბსცესია) ან რაიმე მოქმედების შესრულების დაუძლეველი სურვილი
(კომპულსია), რომელთაც არავითარი რაციონალური
გამართლება არა აქვთ.
ხ
·
აკვიატებული აზრები უფრო სშირად ეხება გაჭუჭყიანებას
და დასნებოვნებას, აგრესიას და ძალადობას, რელიგიას, სექსს, გამოყოფის პროცესს, წონასწორობისა
ღა სიმეტრიის დაცვას (მაგ, ადამიანს შეიძლება აეკვიატოს აზრი, რომ დაეკარება შეილები,
ან რომ ვიღაც გაიტანა მანქანით და ვერ შეამჩნია ეს).
·
აბსცესური[აკვიატებული] აზრები ძლიერ შფოთვას იწვევს.
ხ
·
„კომპულსიების“ ნაწილი შეიძლება
გავიგოთ, როგორც „ინდივიდის
მცდელობა დაძლიოს შფოთვა“ ან „წინ
აღუდგეს მასში ნაგულისხმევ ხიფათს“.
·
მაგალითად, გაჭუჭყიანების
იდეით შეპყრობილი პირი შეიძლება გამუდმებით იბანდეს ხელებს, ბავშვების დაკარგვის აბსცესიის მქონე – სულ თავისი შვილების
თვალთვალში იყოს.
·
ასეთი დაუძლეეელი აზრები და მოქმედებები აწუხებს ადამიანს
და მნიშვნელოვნად ართულებს მის ცხოვრებას.
·
ხელის დაბანა ნორმალური მოვლენაა, მაგრამ ყოველ
ხუთ წუთში ამის კეთება კანის გადაყვლეფამდე – ანომალიაა, აბსცესური
და კომპულსური აშლილობა ბავშეობაში იჩენს თავს და მოსახლეობის 2-3%-ს ახასიათებს.
·
თუ არ ჩატარდა მკურნალობა, მდგომარეობა ჩვეულებრივ
მძიმდება და ამას თან ერთვის დიდი დეპრესიის[იხ. ზემოთ] შეტევები.
·
სხვათა შორის, ამ „ფსიქიკური აშლილობის“ ნევროლოგიური
მექანიზმი წააგავს დეპრესიისას; მასში ჩართულია
გარკვეული ნივთიერების (სეროტონინის) დეფიციტი.
·
ამ ნეირომედიატორის[სეროტონინის] დონის ამწევი პრეპარატები ამცირებენ აბსცესურ და კომპულსურ
გამოვლინებებს.
ხ
·
სხვა ფსიქიკური დარღვევების მსგავსად, „ფსიქიკური აშლილობებს
“ განაპირობებს გენეტიკური ფაქტორი. იგივე ითქმის ფობიებზეც.
·
მაგრამ შფოთვას, კერძოდ კი შფოთვით აშლილობებს,
ფსიქოლოგიური მიზეზებიც აქვს
·
ფროიდი, მაგალითად, ფიქრობდა, რომ შფოთვა
ჩნდება მაშინ, როდესაც ძლიერი არაცნობიერი
იმპულსები წინააღმდეგობას აწყდება პიროვნების სხვა შიდა სტრუქტურების ან გარე ვითარების
მხრიდან.
·
ამჟამად გავრცელებული შეხედულების მიხედვით , ფობია უფრო ხშირად
„დასწავლის“
შედეგად აღმოცენდება.
·
კლასიკური განპირობების
ან პირობითი რეფლექსის სქემის შესაბამისად, მყარდება
ახალი კავშირი რაიმე სტიმულსა
(ფობიის ობიექტი) და შიშის ქცევის
სხვადასხეა გამოვლინებებს შორის (განრიდება, გულისცემის გახშირება და სხვა).
·
ბევრი ფობია მართლაც ასე წარმოიქმნება, მაგალითად ძაღლების შიში იმის შემდეგ. რაც ძაღლი დაგკბენს, სიმაღლის შიში – კიბიდან ჩამოვარდნის შემდეგ.
·
„შეძენილი შიში“ მისი გამომწვევი ვითარების დავიწყების
შემდეგაც რჩება[!].
მეტიც, ის შეიძლება სხვა სტიმულებზეც გავრცელდეს, ანუ გენერალიზაცია განიცადოს.
მაგალითად, ბავშვობაში ძაღლის მიერ დაკბენილ ადამიანს
შესაძლოა ზოგადად ცხოველების
შიში განუვითარდეს,
კიბიდან ჩამოვარდნის გამო სიმაღლის შიშით შეპყრობილს
– თვითმფრინავის შიში
და ა.შ
·
გენერალიზებულ „აფექტურ აშლილობათა“ დროსაც არსებითად იგივე მექანიზმი
მოქმედებს, ოღონდ ამ შემთხვევაში შიში სტიმულების ძალიან ფართო წრეზე ერცელდება.
„დისოციაციური აშლილობები ‘’
·
„დისოციაციურ
აშლილობებს“ ახასიათებს სუბიექტის მთლიანობის
დარღვევა – სინდრომების ჯგუფი, რომელიც მოიცავს ა)ფსიქიკური ფუნქციების, ბ)მე-ს რეალურობის
ან გ)მოტორული ქცევის ინტეგრირებულობისა და ერთიანობის
უეცარ დარღვევას,
რის გამოც ამ ფუნქციების ნაწილი იკარგება.
·
„დისოციაციურ აშლილობათა“ სახეებია:
ა)ფსიქოგენური ამნეზია,
რომლის დროსაც ადამიანს, რაიმე ორგანული მიზეზის გარეშე, ეკარგება უნარი, გაიხსენოს
მნიშენელოვანი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ. პაციენტს შენარჩუნებული აქვს ახალი
ინფორმაციის დამახსოვრების უნარი, მაგრამ არ
ახსოვს ცხოვრების სხვადასხვა, შესაძლოა საკმაოდ დიდი პერიოდები, რომლებიც, სავარაუდოდ,
გარკვეულ ფსიქიკურ ტრავმებს უკავშირდება.
ბ)ფსიქოგენური გაქცევა ან
დისოციაციური ფუგა. ამ დაავადებისას ადამიანი გარბის სახლიდან, რათა სხვაგან, ხშირად საკმაოდ
შორს, დაიწყოს ახალი ცხოვრება, როგორც სხვა პიროვნებამ. რამდენიმე დღეში, ან შესაძლოა
თეეში, იგი უეცრად გააცნობიერებს თავის ნამდვილ მე-ს, იმას, რომ იმყოფება სრულიად სხვა
გარემოში, თუმცა ცნობიერებიდან სრულიად წაშლილი აქვს ის, თუ როგორ მოხვდა ამ გარემოში, ასევე
ყველაფერი, რაც გაქცევასთან არის დაკავშირებული.
გ)კიდევ უფრო
დრამატულია პიროვნების
იდენტურობის დარღვევა, რაც ე.წ. მრავალი პიროვნების
სახით იჩენს თავს.
ამ შემთხვევაში დისოციაცია იმდენად ძლიერია, რომ ერთ სუბიექტში თითქოს ორი და მეტი სხვადასხვა პიროვნება აღმოცენდება და ყოველი
მათგანი, თავისი დომინირების პერიოდში, განსაზღვრაეს ინდივიდის ქცევებსა და განწყობებს.
ორიგინალური პიროვნება ან რეალური სუბიექტი იმ პერიოდში, როდესაც სხვა პიროვნება დომინირებს,
ჩვეულებრივ, ამნეზირებულია. ადამიანი მთლიანად აიგივებს თავს
სხვა პიროვნებასთან, ხშირად სხვა სახელით და რეალური
პიროვნების ყველა მახასიათებლით – სამყაროსა და თავის თავის ინდივიდუალური აღქმითა
და შესედულებათა სისტემით.
დ)დისოციაციურ
აშლილობათა კიდევ ერთი სახეა დეპერსონალიზაცია. ეს არის
საკუთარი თავის აღქმის დარღვევა იმ დონემდე, რომ საკუთარი თავის რეალურობის განცდა
დროებით ქრება.
დეპერსონალიზციის
ძირითადი დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია:
ა) საკუთარი ფსიქიკური პროცესებისა და სხეულისაგან დაშორებულობის გრძნობა, იმის
განცდა, თითქოს ამ პროცესების გარეგანი დამკვირვებელი ხარ
და
ბ) იმის განცდა, რომ ხარ ავტომატი, მექანიზმი, რომელიც შენი კონტროლის გარეშე
მოქმედებს და თითქოს ყველაფერი სიზმარში ხდება.
„სომატომორფული აშლილობები“
·
„სომატომორფული აშლილობებისას“ წინა პლანზეა არა ფსიქიკური, არამედ ფიზიკური
სიმპტომები.
·
ავადმყოფს აღენიშნება სხვადასხვა სახის სხეულებრივი ჩივილები ისე, რომ არ არსებობს ავადმყოფობის არავითარი ორგანული ნიშანი, რომელიც
შეიძლება მიაკუთვნო მედიცინაში ცნობილი დაავადებას.
·
ამ ანომალიებში შედის: „კონვერსიული
აშლილობები“, რომელთაც ფროიდმა უწოდა კონვერსიული
ისტერია.
·
ზემოთ აღინიშნა, რომ ფსიქოანალიზურ მიდგომას სწორედ
„კონვერსიულმა აშლილობებმა“
დაუდო სათავე.
·
ამ შემთხვევაში პაციენტს მართლა აქვს მოშლილი ორგანიზმის ესა თუ ის ფუნქცია,
რაც გამოიხატება კიდურების პარალიზებაში, ნერვულ ტიკებში,
მსედველობის, სმენის, ხმის ნაწილობრივ ან სრულ დაკარვვაში და ა.შ.
ავადმყოფი ამ სიმპტომებს არ იგონებს,
არ სიმულანტობს, თუმცა მათ რაიმე ორგანული საფუძველი არ გააჩნია.
ფროიდი თვლიდა, რომ დათრგუნული ენერგია, რომელიც
არაცნობიერ კონფლიქტებს კვებავს, კონვერსირდება ანუ გარდაიქმნება
სომატურ სიმპტომებად, იმის მსგავსად, როგორს, ვთქვათ ორთქლის ძრავა გარდაქმნის
სითბურ ენერგიას მექანიკურ
ენერგიად.
ხ
·
იპოქონდრია „კონვერსიულ აშლილობებში“
ყველაზე მეტად არის გავრცელებული.
იგი ვლინდება
გადამეტებულ წუხილში
საკუთარ ჯანმრთელობაზე.
·
პაციენტი დარწმუნებულია, რომ მას სერიოზული და კონკრეტული
დაავადება სჭირს, თუმცა სინამდვილეში ორგანულად სრულებით ჯანმრთელია.
·
იგი გამუდმებით დადის ექიმებთან, ეძებს წამლებს, ინფორმაციას
ამ დაავადების შესახებ და ა.შ.
ხ
·
დაახლოებით იგივე ხდება ე.წ.
სომატიზებული აშლილობის დროსაც.
·
პაციენტი უჩივის ტკივილს ან დისკომფორტს სხეულის სხვადასსვა
ნაწილში; მისი ჩივილები სომატური მედიცინის არც ერთ ცნობილ სინდრომში არ თავსდება.
·
ავადმყოფი აღწერს ტკივილებს, რომელთაც არა აქვთ არავითარი
ფიზიოლოგიური საფუძველი.
ხ
·
ყოველგვარი სომატომორფული აშლილობის მიზეზი ფსიქიკის სფეროშია საძებნელი.
·
ის შინაგან კონფლიქტებში, სხვადასხვა
მძიმე განცდებშია ჩანერგილი.
ხ
·
ზოგი ადამიანი სულიერ ტკივილს
უშუალოდ განიცდის (მაგ., დეპრესია), ზოგი მისგან დისტანტირდება (მაგ. დისოციაცია), ზოგსაც ის სხეულებრივ
ჩივილებში გადაუდის.
·
ასეთია სომატურ აშლილობათა ყველაზე ზოგადი ახსნა.
ხ
„პიროვნების აშლილობები“ [ფსიქოპათია]
· „პიროვნების
აშლილობა“ [ანუ ფსიქოპათია],
არსებითად, ადამიანის ხასიათის თვისებათა პათოლოგიური ცელილება,
ანუ ადამიანის „ხასიათის თავისებურების“ ავადმყოფური გამწვავებაა;
· ფსიქოპათიის დროს ხდება
ხასიათის რომელიმე ნიშანთვისების მეტისმეტი
გამძაფრება, რომელიც, ნორმის ფარელებში, მრავალ ჯანსაღ ადამიანს ახასიათებს.
· ამიტომ
პიროვნების აშლილობათა შემთხვევაში განსაკუთრებით ჭირს ზღვრის
გავლება ნორმასა და პათოლოგიას შორის.
ხ
· ფსიქოპათიის
დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია:
ა) ხასიათის პათოლოგიური
ნიშნების ტოტალურობა
– ისინი ვლინდება ყველგან: სახლში, საზოგადოებაში, მუშაობის, დასვენებისას და ა.შ.
ბ) ამ პათოლოგიური ნიშნების სტაბილობა – ბაეშვობიდან, უმეტესად მოზარდობიდან მოყოლებული, ისინი ადამიანს მთელი
ცხოვრების განმაელობაში
მიჰყეება.
·
განასხვავებენ პიროვნული აშლილობის[ფსიქოპათიის] რამდენიმე სახეობას:
1)“პარანოიდული პიროვნებისთვის“ დამახასიათებელია ზღვარგადასული ეჭვიანობა, სხვებისთეის ბოროტი
ზრახვების მიწერა;
2)“შიზოიდურ პიროენებას“ არ გააჩნია სოციალური ურთიერთობის სურვილი და ორიენტირებულია
თვითიზოლაციაზე;
3)“ისტერიულ პიროვნებას“ ახასიათებს ქცევის თეატრალურობა და ექსპრესიულობა, დემონსტრაციული
ემოციურობა, საკუთარი პერსონისადმი ყურადღების მიპყრობის მუდმივი სწრაფვა;
4)“ნარცისული პიროვნება“ გადაჭარბებულად აფასებს საკუთარი პერსონის მნიშენელობას და
არაფრად აგდებს სხეების უფლებებს;
5)“დამოკიდებული პიროვნება“ უკიდურესად მორჩილია
და განიცდის მფარველობის ქეეშ ყოუნის მუდმივ მოთხოვნილებას;
6)“განრიდებული პიროვნება“ არის უაღრესად
მორცხვი და მორიდებული, შეპყრობილია სოციალურ სიტუაციებთან დაკაეშირებული შიშებით;
7)“პასიურ-აგრესიული პიროვნება“ არაპროდუქტიულია,
უზომოდ ჯიუტი, ჯიბრიანი, მუდმივად მოკამათე.
8)განსაკუთრებით
აღსანიშნავია ე.წ. „ანტისოციალური პიროვნება“, ანუ სოციოპათი. მას[სოციოპათს] ფაქტობრივად არ გააჩნია
უნარი, მოიქცეს სოციალური ნორმების შესაბამისად, დაამყაროს მტკიცე სოციალური ურთიერთობები,
შეასრულოს სოციალური ვალდებულებები, არა აქვს დანაშაულის განცდა. ახასიათებს უაღრესად
თავშეუკავებელი, ფიცხი, ფეთქებადი ხასიათი.
სოციოპათია
უფრო გავრცელებულია მამაკაცებში.
ციხეების ბინადართა
75% სოციოპათია.
სოციოპათია,
ისევე როგორც პიროვნების აშლილობების დიდი ნაწილი, აშკარად არის განსაზღვრული
გენეტიკურად.
ნაწილობრივ ამიტომაც, ბევრი კლინიცისტი საკმაოდ სკეატიკურად აფასებს მათი მკურნალობის
პერსპექტივებს.
ხ
·
სავსებით შესაძლებელია, რომ პიროვნების აშლილობების აღნიშნული ნიშნები შევიცნოთ საკუთარ
თავში ან ახლობლებში.
·
ეს გასაგებიცაა, ვინაიდან ყველა ჩვენგანში აქცენტირებულია[გამოკვეთილია] ესა თუ ის ხასიათობრივი ნიშანი და იგი შეიძლება
„პიროვნების აშლილობად“
იქნას კვალიფიცირებული.
·
მაგრამ, მაშინ სად გადის ზღვარი გამოხატული თავისებურებების
მქონე „ნორმალურ პიროვნებასა“
და „პიროვნულ აშლილობას“, ანუ დაავადებას შორის?
·
როგორ გავარჩიოთ „ჩვეულებრივი დამნაშავე“ სოციოპათისაგან?
·
პრინციპში, ანალოგოური კითხვები დაისმის DSM-ში მოცემულ სხვა ფსიქიკური აშლილობების მიმართ, როგორიცაა “ნარკოტიკული დამოკიდებულება”, “ალკოჰოლიზმი” და სვა არატიპური ან არასამართლებლივი ქმედება.
·
ძალიან ხომ არ ფართოვდება ტერმინ „ფსიქიკური აშლილობის“
მნიშვნელობა, როდესაც იგი მიეყენება ადამიანის ყოველგვარ მავნე ან მტკივნეულ ქცევას?
ასე შეიძლება ადამიანის ინდივიდუალობის ყოველგვარი გამოვლინება სიმპტომად ჩაითვალოს,
მას დიაგნოზი დაესვას და „ავადმყოფის იარლიყი“ მიეკეროს. ეს პრობლემა გადაჭრილი თუ
არა, გაცნობიერებულია თანამედროვე
ფსიქოპათოლოგიაში.
ხ
·
რაც შეეხება მკურნალობას, ის დამოკიდებულია როგორც
თვით დაავადების ხასიათზე, ისე ზოგად თვალსაზრისზე ფსიქიკურ აშლილობათა ბუნების შესახებ.
·
თუ ეს თვალსაზრისი ბიოლოგიურ მიდგომას შეესაბამება,
მკურნალობაც ბიოლოგიური
მეთოდებით წარიმართება. ამაში ძირითადად იგულისხმება მედიკამენტები, ნეიროქირურგია და ელექტროშოკური თერაპია.
·
თუ დაავადების ბუნება
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არის გააზრებული, მაშინ აქცენტი ფსიქოთერაპიაზე კეთდება.
·
კლინიკური პრაქტიკა და თვით დაავადების „ობიექტური“
ხასიათი, ხან უპირატესად სამედიცინო მეთოდების გამოყენებას
გვკარნახობს (მაგ, შიზოფრენია), ხანაც ფსიქოლოგიურის
(მაგ. ნევროზები).
·
ისე კი, უმეტეს შემთხეევაში, ეს მეთოდები კომპლექსურად [ერთდროულად] გამოიყენება.
x
x
Комментарии
Отправить комментарий