საქართველოს პარლამენტი

 

სარჩევი:

1.საპარლამენტო არჩევნები. 1

2.საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი. 2

3..პარლამენტის სტრუქტურა [ეს საკითხი კარგად ისწავლე] 3

4. საკანონმდებლო პროცესი პარლამენტში. 6

5. კანონპროექტის განხილვა. 8

დაჩქარებული და გამარტივებული წესით[სხვადასხვა წესებია] 8

6.საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობის კონტროლი და მისი ფორმები. 8

8. თანამდებობის პირთა იმპიჩმენტით გადაყენების წესები. 9

 

 

1.საპარლამენტო არჩევნები

პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმოამდგენლობითი ორგანო, რომელიც ახორცილელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებას, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებეს.

საქართველოს პარლამენტი აირჩევა, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით აირჩევა 77, ხოლო მაჯორიტარული სისტემით - 73 დეპუტატი. [აქვე უმდა თქვა რომ 2024-ში არჩევნები ჩატარდება მხოლოდ სრულად პროპორციული სისტემით]

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.[ანუ ჩატარდება 2024-ის ოქტომბერში]

 არჩევნების თარიღს ნიშნავს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.[2 თვით ადრე] თუ არჩევნების ვადა ემტხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩვნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 60 დღისა.

საქართველოს პარლმანტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან. რომელმაც იცის ქართული ენა. პარლამენტის წევრად არ შიეძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წელი არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქარტველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი მოქალაქე. [სხვადასხვა ცენზები]

პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუტავსებლობისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, საქარტველოს უშიშროების საბჭოს წევრები, გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები -  გუბერნატორები და მათი მოაადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მოსამართლეები, პროკურორები და სხვ.

პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას[პოლიტიკურ პარტიას], რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩევლეთა ხელმწოწერებით (არაუმეტეს 1%), ან რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დროისათვის.

პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველტა 5%-ს მაინც.

მაჯორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ: დამოუკიდებალდ მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს და ამომრჩეველთა ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს. მაჯორიტარული არჩევნების დროს იქმნება 73 ერთმანდატიანი მაჯორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის თბილისში - 10 მაჯორიტარული საარჩევნო ოლქი. მაჯორიტარული წესით გამართულ საპარლამნტო არჩევნებში, გამარჯვებულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც საარჩევნო ოლქში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების 30%-ისა. [ამ წესით აღარ ცატარდება 2024-ში]

 

 

2.საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი

 საქართველოს პარლამენტის წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით, ის არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისი გამოწვევა დაუშვებელია.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება მის მიერ ფიცის დადებისთანავე და მთავრდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე.

პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, თუ:

ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განხადებით;

 ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

 გ) სასამართლოს აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

 დ) დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა მასთან შუუთავსებელ საქმიანობას;

 ე) დაკარგა საქარტველოს მოქალაქეობა;

 ვ) არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში; ზ) გარდაიცვალა.

პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სახელოვნებო საქმიანობისა.

საქართველოს პარლამენტის წევრი სარგებლობს სადეპუტატო იმუნიტეტითა და ინდემნიტეტით.

იმუნიტეტი გულისხმობს, რომ პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშოა ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშუალზე წასწრების შემტხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

სადეპუტატო ინდემნიტეტის მიხედვით დაუშვებელია პარლამენტის წევრის პასუხისგებაში მიცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისთვის. გარდა ამისა, პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

 

3..პარლამენტის სტრუქტურა [ეს საკითხი კარგად ისწავლე]

საქართველოს პარლამენტი, პირველივე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, ირჩევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საკმაოდ მაღალი პოლიტიკური სტატუსი აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია: ა) წარმოადგინოს პარლამენტი ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში, ბ)წარუძღვეს პარლამენტის მუშაობას, გ)გაუწიოს საერთო ხელმძღვანელობა პარლამენტის ორგანოებსა და თანამდებობის პირთა საქმიანობას, დ)თავმჯდომარეობს პარლამენტის პლენარულ სხდომებს, ე)იწვევს და თავმჯდოამრეობს პარლამენტის ბიუროს სხდომებს, იგი ვ)ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის  რეგლამენტსა და პარლამენტის მიერ მიღებულ სხვა აქტებს.ზ) ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას პრეზიდენტის მიერ ტავისი უფლებამოსილების განხორციელების ან მისი უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში.  თ) ხელს აწერს კანონს და აქვეყნებს, თუ მას საქართველოს პრეზიდენტმა არ მოაწერა ხელი.

პარლამენტის მუშაობის ორგანიზაციისთვის იქმნება პარლამენტის ბიურო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ბ)თავმჯდომარის მოადგილეები, გ)პარლამენტის კომიტეტებისა და დ)საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები.

პარლამენტის ბიურო : ა) შეიმუშავბს  და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგის პროექტს. ბ)განიხილავს პარლამენტის პლენარულის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტების შესახებ დასკვნებს. გ)კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დასკვნებს, რეზოლუციებსა და მიმარტვის პროექტებს. დ)განიხილავს საქართველოს მთავრობის ნდობის გამოცხადების, ე)საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანამდებობების პირთა არჩევისა და მათი დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შესაბამისი კომიტეტების დასკვნებს და მათ საფუძველზე შეიმუშვებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.ვ) ამტკიცებს კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დასკვნებს.

პარლამენტის ბიუროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ მის წინაშე ანგარიშველდებული ორგანოების და მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტში იქმნება კომიტეტები.

საქართველოს პარლამენტში დღეს-დღეისობით ფუნქციონირებს 15 კომიტეტი:

ა)ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქაქო ინტეგრაციის; ბ)განათლების, მეცნიერებათა და კულტურის; გ)ევროპასთან ინტეგრაციის; დ)თავდაცვისა და უშიშროების; ე)იურიდიულ საკითხთა; ვ)საგარეო ურთიერთოების; ზ)დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და სხვა.

კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმოამდგენლებისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.

თითოეული კომიტეტი შედგება არანალებ 10 პარლამენტის წევრისგან, ამათანავე თითოეული დეპუტატი ვალდებულია გაერთიანდეს ერთ კომიტეტში მაინც.

კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

კომიტეტი შეიმუშავებს, განიხილავას და პარლამენტის პლენარული სხდომებისთვის ამზადებს კანონებს, პ-არლამენტის დადგენილებებსა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; მონაწილეობს პარლამენტში შესული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს კანონპროექტებზე;

საქართველოს მტავრობის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, აგრეთვე, იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს და რომელტა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა პარლამენტი, და დასკნებს გადასცემს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროსთვის წარსადგენად.

კომიტეტი აკონტროლებს საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებისა და სხვა გდაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნებს წარუდგენს პარლამენტს. ახორციელებს კოტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების და მთავრობის საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში დასკვნებ წარუდგენს პარლამენტს.

პარლამენტის კომიტეტი სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით.

ფრაქცია არის პარლამენტის წევრთა გაერთიანება საერთო პოლიტიკური მინზების მისაღწევად.  ფრაქცია შედგება არანაკლებ ექვსი დეპუტატისგან.

ერთი პარტიული სიით არჩეულმა პარტიის წევრებმა შეილძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქციაპარლამენტის წევრს, [გარდა მაჯორიტარი პარლამენტის წევრისა], თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი.

ფრაქციის მიზანია: გამოხატოს და გაატაროს თავისი პოლიტიკური კურსი საკანონმდებლო ორგანოში, ხელი შეუწყოს პარლამენტია და მისი ორგანოების საქმინობის სრულყოფას, გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისას. ფრაქციას აქვს: ა) საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, აგრეთვე უფლება ბ)შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს.

საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა თუ რომელიმე ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრტა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს, ფრაქცია ავტომატურად იძენს უმრავლების სტატუსს.

უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ აგრეთვე ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ ისეთ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებული პარლამენტი წევრების საერთო რაოდენობა აღემატება სიითი შემადგენლობის ნახევარს.

თუ რომელიმე ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლემნტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია თავისი მოთხოვნის საფუძლევზე იძენს უმცირესობის სტატუსს.

 უმცირესობის შექმნა შეუძლიათ აგრეთვე ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ ისეთ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებული პარლამენტი წევრების საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრტა რაოდენობის ნახევარს.

უმრავლესობა და უმცირესობა უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ.

კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებში, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5 მოთხოვნით პარლამენტში იქმნება საგამოძიებო ან სხვა დროებითი საგამოძიებო კომისიები.

რეგლამენტის ტანახმად საქართველოს პარლამენტში შესაძლებელია შეიქმნას დროებითი ან დროებითი საგამოძიებო კომისიები.

დროებითი საგამოძიებო კომისიები შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონდარრვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხის შესასწავლად.

დროებითი საგამოძიებო კომიის შექმნის საუძველია ინფორმაცია:

 ა) სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ. ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ, გ) [ინფორმაცია]რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება შიქმნას არაუმეტეს 3 თვისა, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით[3-ჯერ] კომიის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

დროებითი საგამოძიებო კომიის გარდა შესაძებელია შეიქმნას დროებითი კომისიაც:

ა) ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებტან დაკავშირებით; ბ) პეტიციის ან საჩივრის შესასწავლად, თუ საქმე ეხება საერთო სახელმწიფოებრივ პრობლემებს;

გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას შესახებ.

ზემოაღნიშნული კომისიები მნიშვნელოვან ბერკეტს ქმნიან საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას.

 

4. საკანონმდებლო პროცესი პარლამენტში

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. საკანონმდებლო პროცესი არის კანონპროექტის ,მომზადებისა და მიღების ერთიანი პროცედურა. [ცნება]

საკანონმდებლო პროცესის საწყის სტადიას წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივა -  ანუ საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტების მიერ კანონპროექტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა.

საკანონდმებლო ინიციატივის უფლება აქვთ: ა)საქართველოს მთავრობას,ბ) პარლამენტის წევრს,გ) საპარლამენტო ფრაქციას, დ)პარლამენტის კომიტეტს, ე)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ვ)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, ე)არანაკლებ 30000 ამომრჩეველს.

საკანონმდებლო აქტის პროექტს[კანონპროექტს] ამზადებს ტავად საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონდე სუბიექტი.

ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი ეგზავნება  ა)პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ კანონპროექტს გადასცემს ბ)პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და გ)პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს დასკვნების მოსამზადებლად.

დასკვნის მირების შემდეგ საორგანიზაციო დეპარტამენტი კანონპროექტს გადასცემს დ)ბიუროს, რომელიც უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და კანოპროექტს გადასცემს ე)წამყვან კომიტეტს, ვ)სხვა კომიტეტებს, ზ)ფრაქციებს, თ)უმრავლესობას, ი)უმცირესობას, კ)პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს  და ლ)საქართველოს მტავრობას.

კანონპროექტის მიღებიდან[  3 დღეში წამყვანი  კომიტეტი იწყებს კანონპროექტის განხილვას და არაუგვიანეს სამი კვირისა ვალდებულია დაასრულოს განხილვა, რის შედეგადაც, კანონპროექტი გადაეცემა კვლავ ბიუროს, პირველი მოსმენით განხილვისთვის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

პარლამენტი კანონის პროექტს განიხილვს სამი მოსმენით.

კანონპროექტის პირველი მოსმენისას პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები. პირველი მოსმენით დასრულების შემდეგ  პარლამენტი კენჭისყრით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა)კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შესახებ ან ბ)გამოთქმული  შენიშვნების გათვალისწინებით ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ.

პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, კანონპროექტი მასზე გამოთქმული შენიშვნების პროექტში ასახვისა და მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად გადაეცემა წამყვან კომიტეტს.

პირველი მოსმენისას არსებული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებიდან 3 კვირის ვადაში წერილობითი ფორმით წარედგინება საორგანიზაციო დეპარტამენტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების, მუხლების, თავების, კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანადმეორე მოსმენით დასრულების შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილება: ა)კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შესახებ ან ბ) დამატებითი დამუშავებისთვის  კანონპროექტის წამყვან კომიტეტში დაბრუნების შესახებ.

კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა. მესამე მომსმენისას პარლამენტის წევრებს ურიგდებათ კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტი, რომელშიც ასახულია მეორე მოსმენისას გათვალისწინებული შენიშვნები. მესამე მოსმენისას კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს მთლიანად ეყრება კენჭი.

რაც შეეხება კანონპროექტის მისაღებად საჭირო კვორუმს, ორდინალური[ჩვეულებრივი] კანონი მიღებულად ითვლება  თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეტა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-სა,

 ორგანული კნონი მიღებულად ითვლება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო კონსტიტუციური კანონი სრული შეამდგენლობის 3/4-ის მხარდაჭერით.

 პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 7 დღის ვადაში ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.

პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს კნონპროექტს და აქვეყნებს კანონს.

თუმცა პრეზინდენტი უფლებამოსილია დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწეროს კანონპროექტს და მოტივირებული შენიშვნებით (ჩამოყალიბებული კანონპროექტის სახით) დაუბრუნოს იგი პარლამენტს. [პრეზიდენტის ვეტო]

პარლამენტი განიხილავს შენიშვნებს და თუ მიიღებს პრეზინდეტის შენიშვნებს, კვლავ გადაეცემა პრეზინდეტს ხელის მოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. თუ პარლამენტი არ მიიღებს შენიშვნებს, კენჭი ეყრება კნონის პირვანდელ რედაქციას.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის განსაზღვრულია შემდეგი კვრომი: ა)ორდინალური კანონის შემთხვევაში სიითი უმრავლესობის მხარდაჭერა, ბ)ორგანული კნონის შემტხვევაში სრული შემადგენლობის უმრავლესობა და გ)კონსტიტუციური კანონის შემთხვევაში არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-სა.

თუ საქართველოს პრეზიდენტმა[ვეტოს დაძლევის შემდეგ] დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში აქვეყბს პარლამენტის თავმჯდომარე.

კანონი ოფიციალურად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თავად ამ კანონით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

5. კანონპროექტის განხილვა 

დაჩქარებული და გამარტივებული წესით[სხვადასხვა წესებია]

კანონპროექტი შეიძლება განიხილოს და მიიღოს დაჩქარებული წესით, რაც კანონპროექტის სამივე მოსმენით  განხილვასა და მიღებას პლენარული სხდომების 1  კვირის განმავლობაში გულისხმობსპლენარული სხდომის ერთ დღეს კანონპროექტის ერთზე მეტი მოსმენით განხილვა და მიღება დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.

დაჩქარებული წესით კანონპროექტი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ იგი ითვალისწინებს მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანას და არა ახალი კანონპროექტის მიღებას.

გამარტივებული წესით კანონის მიღება გულისხმობს პარლამენტის სხდომაზე კანონის მიღებასა და განხილვას გამარტივებული წესით -  ანუ ერთი მოსმენით.

 გამარტივებული წესით მაგ.  შეიძლება მიიღონ კანონპროექტი ა)საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, აგრეთვე, ბ)იმ კანონში ისეთი ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც შეეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას.

კანონპროექტის დაჩქარებული და გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო, კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინანადადების საფუძველზე.

დაჩქარებული და გამარტივებული წესით დაუშვებელი საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება.

 

6.საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობის კონტროლი და მისი ფორმები

პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს მექანიზმს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ინსტიტუტი წარმოადგენს.

ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე,  ძველი მტავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება და საქართველოს პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მტავრობის ახალი შემადგენლობის შექმანმდე.

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის მიერ უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგნელობას ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამა.

საქართველოს პარლამენტი მთავრობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

აგრეთვემთავრობის თავდაპირველი შეამადგნელობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას  ნდობის მისაღებად.

პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობის მოქმედ შემადგენლობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხი აღიძვრება პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/5 მხარდაჭერით. რის შემდეგადაც კენჭი ეყრება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ პარალმენტის დადგენილების პროექტს. აღნიშნული დადგენილების პროექტი მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

პარლამენტი ასევე უფლებამოსილია კითხვის მიმართოს მთავრობას და მტავრობის წევრს და მიიღოს მათგან პასუხი. კითხვა შეიძლება დაისვას მხოლოდ წერილობით.

მთავრობის წევრი, რომლსაც კითხივით მიმართეს, ვადლდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს წერილობითი პასუხი.

გარდა კითხვისა, პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს და ფრაქციას უფლება აქვთ  შეკითხვით მიმართონ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას ან მტავრობის წევრს.

კითხვის ადრესატები ვალდებული არიან, დასმულ შეკითხვას უპასუხონ პარალმენტის პლენარულ სხდომაზე ყოველი თვის ბოლო პარასკევს, სამთავრობო საათის დროს.

 

 

8. თანამდებობის პირთა იმპიჩმენტით გადაყენების წესები

საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს იმპიჩმენტის ინსტიტუტი.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი დასკვნისთვის გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები ან კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

საქართველოს პრეზიდენტის გარდა, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს: ა)საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის,ბ) საქართველოს მთავრობის წევრების, გ)გენერალური აუდიტორის და დ)ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების იმპიჩმენტით თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას  . თუმცა ამ შემთხვევაში თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

დაუშვებელია იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები