"კონსტიტუციური სამართლის'' დარგის დახასიათება.კონსტიტუციის ცნება,ფუნქციები,სახეები.საქართველოს კონსტიტუციის სტრუქტურა
სარჩევი:
„კონსტიტუციური სამართლის’’ -ცნება
კონსტიტუციური სამართალის რეგულირების საგანი
კონსტიტუციური სამართალის სამართლებრივი რეგულირების მეთოდი
2. კონსტიტუციური სამართლის ძირითადი
პრინციპები
3. კონსტიტუციურ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი.
4. საქართველოს კონსტიტუციური სამართლის -წყაროები
5.კონსტიტუციის ცნება, ფუნქციები სახეები
6..1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და მისი მნიშვნელობა
7.. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია, ზოგადი დახასიათება (მმართველობის მოდელი)
8..საქართველოს კონსტიტუციის სტრუქტურა
8. საქარტველოს კონსტიტუციის გადასინჯვის წესი, 2010 წლის ცვლილებები
9.სახელმწიფო მმართველობის მოდელები
10. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი
1.“კონსტიტუციური სამართლის“ დარგის დახასიათება, ცნება, რეგულირების საგანი.სამართლებრივი რეგულირების ,ეთოდი
„კონსტიტუციური სამართლის’’ -ცნება
კონსტიტუციური სამართალი საჯარო
სამართლის ნაწილია. ის თავის მხრივ ორ დიდ დარგად იყოფა: ა)სახელმწიფო მოწყობად და ბ)ადამინის უფლებებად.
კონსტიტუციური
სამართალი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის საფუძველია.
კონსტიტუციური სამართალი არის:
ნორმების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო
ხელისუფლების განხორციელებისას და მისი რეალიზაციის პროცესში აღმოცენებულ
ურთიერთობებს. [ცნება]
ხ
კონსტიტუციური სამართალის რეგულირების საგანი
ფართო გაგებით საქართველოს კონსტიტუციური სამართალი არეგულირებს:
1. საზოგადოებრივ
ურთიერთოებს, რომლებიც შეადგენს საქართველოს კონსიტუციური
წყობილების საფუძვლებს.
2. საქართველოს
ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ მოწყობას.
3. საქართველოს
მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებს და მოქალაქეთა ძირითად უფლებესა
და თავისუფლებებს.
4. სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანიზაციას
5. საარჩევნო
სამართალსა და საარჩევნო სისტემას.
6. ადგილობრივი
თვითმართველობის კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემებს.
7. საქართველოს
კონსტიტუციის გადასინჯვის წესსა და პრინციპებს.
კონსტიტუციური სამართლის ფარგლებში მოქცეულია
ასევე სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა.
კონსტიტუციით განმტკიცებულია სახელმწიფოს დამოკიდებულება საერთაშორისო
სამართლის პრინციპებისა და ნორმების
მიმართ.
ხ
კონსტიტუციური სამართალის სამართლებრივი რეგულირების მეთოდი
სამართლებრივი რეგულირების მეთოდის მიხედვით,
კოსნტიტუციურ სამართალში გამოიყენება: ა) აკრძალვის
მეთოდი, ანუ ამკრძალავი ნორმები,უფრო
ხშირად კი ბ)მავალებელი
ნორმები, ასევე გ) ნებადამრთველი
ნორმები.
სხვა დარგებისგან განხვავებით
გამოიყენება იმპერატიულ-მბრძანებლობითი
ზემოქმედების მეთოდი, ეს გულისხმობს ხელისუფლების პირდაპირ
განხორციელებას, ანუ ავალდებულებს სუბიექტებს შეასრულონ მის მიერ დადგენილი ქცევის წესები.
2. კონსტიტუციური სამართლის ძირითადი პრინციპები
კონსტიტუციური
სამართლის პრინციპები არის ის ფუძემდებლური იდეები და საწყისები, რომლებიც
განსაზღვრავენ მოცემული სამართლის დარგის ძირითად არსსა და ხასითს.
მნიშვნელოვანია
სამი ძირიტადი პრინციპი:
1)სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი,
2)სახალხო
წარმომადგენლობისა პრინციპი
3)ხელისუფლების
დანაწილების პრინციპი.
ხხხხხხხხხხხხ
3. კონსტიტუციურ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი.
კონსტიტუციურ
სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტს წარმოადგენენ ამ ურთიერთობათა მონაწილეები, რომლებსაც აქვთ კონსტიტუციურ
სამართლის ნორმებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
კონსტიტუციურ-სამართლებრივი ურთიერთობები არასდროს აღმოცენდება ორ მოქალაქესა
და ფიზიკურ პირებს შორის. ერთ-ერთი მხარე აუცილბლად სახელმწიფო უნდა იყოს. [ეს დაიმახსოვრე]
კონსტიტუციურ-სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტებია:
ა)სახელმწიფო,
ბ)
ხელისუფლება და ხალხი,
გ)ფიზიკური
და იურიდიული პირები,
დ)სახელმწიფო
და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები,
ე)სახელმწიფოს
ადმინისტრაციული და ავტონომიური ერთეულები,
ვ)ფედერაციის
სუბიექტები,
ზ)საზოგადოებრივი,
პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებები.
ხ
ამრიგად,
კონსტიტუციური-სამართლის უმთავრესი სუბიექტია:
ა) სახელმწიფო და მისი ორგანოები (პარლამენტი, პრეზიდენტი, პრემიე-მინისტრი,
მთავრობა).
შემდეგი უმნიშვნელოვანესი სუბიექტი არის: ბ)ადამიანთა
ერთობლიობა, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ხელისუფლების წყარო. ეს არის: ხალხი, [საარჩევნო
კორპუსი, უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად
მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხევრებაში].
გ)მოქალაქეტა
გაერთიანებები, განსაკუთრებით კი პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ
კონსტიტუციურ-სამართლებრივი სუბიექტების ასევე მნიშვნელოვან სუბიექტებს. [პოლიტიკურ
პარტიად მიჩნევა ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც გააჩნია საკუთარი სტრუქტურა და
რომლის მიზანია სახელმწიფოს ხელისუფლების, სახელისუფლებო ძალაუფლების მოპოვება,
შენარჩუნება და განხორციელება.]
დ)ქვეყნის
ტერიტორიული ერთეულები -
მართალი დღესდღეისობით ზუსტად არ არის რეგლამენტირებული მათი სამართლებრვი
მდგომარეობა, თუმცა კონსტიტუციაში არსეობს პირდაპირი მითიეთება, კონსტიტუციური
კანონი, ამის შესახებ - მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.
ე)ადგილობრივი
თვითმართველობის ერთეულები -
ქალაქის, სოფლის, დაბის საკრებულოები და გამგეობები.
ვ)ფიზიკური
პირები - მოქალაქეები, უცხოელი მოქალაქეები და
მოქალაქეობის არმქონე პირები, ანუ აპატრიდები.
4. საქართველოს კონსტიტუციური სამართლის -წყაროები
მატერილური
გაგებით სამართლის წყარო არის
ყველა ის სოციალური პირობა, საზოგადოებრივი გარემოება, არსებული მსოფმხედველობა თუ
დოქტრინალური შეხედულებები, რომლებმაც გამოიწვიეს სამართლის ნორმის
აღმოცენება და განაპირობეს მისი შინაარსი.
საქართველოს კონსტიტუციური წყაროებია:
ა)
საქართველოს კონსტიტუცია,
ბ)რეფერენდუმზე
მიღებული აქტები,
გ)საერტაშორისო
სამართლებრივი აქტები,
დ)საქართველოს
კანონები,
ე)კონსტიტუციური
შეთანხმება,
ვ)საქართველოს პარლამენტის აქტები,
ზ)საქართველოს
პრეზიდენტის აქტები და
თ)საქართველოს
კანონქვემდებარე აქტები.
ხ
საქართველოს კონსტიტუცია
ნორმატიული აქტების იერარქიაში პირველ ადგილზეა.
ის
არის ხალხის სახელმწიფოებრივი ნების უმაღლესი გამოხატულება, აქვს დამფუძნებელი ხასიათი და უმაღლესი იურიდიული ძალა.
ხ
კონსტიტუციური კანონი ნორმატიული
აქტების იერარქიაში კონსტიტუციასთან ერტად პირველ ადგილზეა.
კანონს აქვს
კონსტიტუციური კანონის
ფორმა მხოლოდ ორ შემთხვევაში: ა)საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი
მოწყობის განსაზღვრისას და ბ)კონსტიტუციის გადასინჯვისას.
ხ
ტერიტორიაული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ გვაქვს
შემდეგი კანონები:
ა)საქართველოს
კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.
[საქართველოს
ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური
კანონით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.]
ასევე მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი - აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ და
მე-3 მუხლის
მე-4 პუნქტი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
შესახებ.
რაც
შეეხება კონსტიტუციის გადასინჯვას დღემდე
კონსტიტუციური კანონია მიღებული.
ყურადღება : კონსტიტუციური კანონის
მიღებას სჭრიდება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/4.
ხ
საქართველოში ორგანულოი კანონი არეგულირებს არამხოლოდ ორგანოების საქმიანობასა და
უფლებამოსილებას, არამედ ისეთ
საკითხებსაც რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია და
მის მისაღებად საჭიროდ მიიჩნიეს რთული საპარლამეტო პროცედურა.
მაგალითად: სახელმწიფო სიმბოლიკის, მოქალაქეობის,
უზენაესი სასამართლოს, საარჩევნო კოდექსის შესახებ. სულ 26 ორგანული კანონია
მიღებული. მის მისაღებად
საჭიროა სიითი შემადგენლობის
უმრავლესობის მხარდაჭერა.
ხ
კანონი - მას ხშირად ორდინალურ[ჩვეულებრივ]
კანონს უწოდებენ, საკანონმდებლო აქტების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მის მისაღებად
საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა, თუმცა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.
ხ
კონსტიტუციური შეთანხმება - მას
ასევე კონკორდატსაც უწოდებენ.
დადებულია საქართველოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას შორის
2002 წლს. იგი განსაზღვრავს მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ
მდგომარეობასურთოერთობას სახელმწიფოსადა და საზოგადოებასთან. მასში საუბარია
საქარტველოში ეკლესიის განსაკუთრებული ადგილზე და ასევე რწმენისა და აღმსარებლობის
თავისუფლებაზე.
ხ
პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრას
პარლამენტის სტრუქტურას, საქმიანობას, ურთიერთობას ხელისუფლების სხვა ინსტიტუბთან.
მის ძალაში შესასვლელად საჭიროა არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის
ხელმოწერა.
ხ
პრეზიდენტის დეკრეტი კანონის
ძალის აქტია რომელსაც იგი იღებს საომარი ან საგანგებო სიტუაციების დროს. თუმცა ეს
არ არის დისკრეციული აქტი, გამოცემის
შემდეგ ვალდებულია დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს.
ხ
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებია: ა)
პრეზიდენტის ბრძანებულებები, ბ)პარლამენტის დადგენილებები, გ)მთავრობის
დადგენილება,ე) ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება და სხვა.
კანონქვემდებარე
აქტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს
იერარქობრივად მის მაღლა მყოფ ნორმატიულ აქტებს.
5.კონსტიტუციის ცნება, ფუნქციები სახეები
კონსტიტუცია
ლათინური სიტყვაა და „დადგენას“,
დაფუძნებას, დამყარებას ნიშნავს.
თავდაპირველად
ეს სიტყვა რომის იმპერატორის სამარტლებრივ
აქტად მოიაზრებოდა.
ხოლო
ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქიდან ის ქვეყნის
უზენაეს კანონთან ასოცირდება.
კონსტიტუცია
დამფუძნებელი ხაიათის დოკუმენტია, რადგან ქმნის მართლწესრიგს და ის მთელი
სამართლერბრივი სისტემის საფუძველია.
კონსტიტუცია არის: განსაკუთრებული
წესით მიღებული უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი,
რომელიც არეგულირებს საზოგადოებაში პიროვნების სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო
ხელისუფლების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.[ცნება]
ხ
კონსტიტუცია შედგება
ა)პრეამბულასგან, სადაც მოცემულია კონსტიტუციის მიღების მიზნები და
ამოცანები,
ბ)ძირითადი
დებულებისგან, სადაც თავმოყრილია ფუნდამენტალური ნორმები
და პრინციპები და
გ)გარდამავალი
დებულებებისგან, სადაც რეგლამენტირებულია დროებითი
საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივადაა მისაღები.
[ესაა კონსტიტუციის ტრუქტურა სტრუქტურა]
ხ
გამოყოფენ კონსტიტუციის სამ უმთავრეს ფუნქციას: სამართლებრივი, პოლიტიკური და იდეოლოგიური
ფუნქციებს.
კონსტიტუციის
სამართლებრივი ფუნქციაა მოაწესრიგოს
სახელმწიფოს ძირითად ორგანოთა და ინსტიტუტთა ურთიერთობები, შექმნას სახელმწიფოს
ერთიანი სამართლებრივი სისტემა და მართლწესრიგი.
პოლიტიკური
ფუნქცია გულისხმობს იმას,
რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს სახელმწიფოს პოლიტიკურ მოწყობასა და ქვეყანაში
პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობას, ასევე წესრიგსა და სამოქალაქო მშვიდობას.
კონსტიტუციის
იდეოლოგიური ფუნქცია ვლინდება
მის იდეებსა და პრინციპებში.კონსტიტუციაში აისახება მისი დამფუძნებლების, ხალხის
მსოფლმხედველობა, საზოგადოების მთავარი ღირებულებები და ზნეობრივი ფასეულობები
(მაგ.დემოკრატია, ადამინის უფლებების პატივისცემა და სხვა.)
ხ
შესაძლებელია კონსტიტუციების კლასიფიკაცია მაღი საერთო
ნიშნების საფუძველზე.
დროში
მოქმედების მიხედვით კონსტიტუციაა
ან დროებითია ან მიღებული განუსაზღვრელი
ვადით.
მმართველობის
ფორმის მიხედვით განასხვავებენ
რესპუბლიკურ და მონარქიულ კონსტიტუციებს.
ტერიტორიული
მოწყობის მიხედვით არსებობს
ფედერალური და უნიტარული კონსტიტუცია.
მიღების წესის მიხედვით გასნახვავებენ ა)უშუალოდ
ხალხის მიერ რეფერენდუმზე მიღებულ კონსტიტუციას, ბ)სპეციალურად ამისთვის
შექმნილი ორგანოს მიერ მიღებულს და გ) მონარქის მიერ ნაბოძებ კონსტიტუციას
თავისი ქვეშევრდომებისთვის ან კოლონიებისთვის.
ფორმის მიხედვით განსასხვავებენ ა)დაწერილ და ბ)დაუწერელ კონსტიტუციებს.
ასევე გ)კოდიფიცირებულ (სისტემატიზებულ)
კონსტიტუციებს - რომელებიც ერთი სამართლებრივი აქტია და დ)არაკოდიფიცირებულ (არასისტემატიზებულ)
კოსტიტუციებს - რომელიც შედგება რამდენიმე თანაბარმნიშვნელოვანი აქტისგან.
და
განასხვავებენ ე)მყარ და ვ) მოქნილ კონსტიტუციას.
„მყარია“ თუ ცვლილებების შტანის მექანიზმი გართულებულია,
სჭირდება სპეციალური პროცედურა და დიდი კვორუმი. ხოლო „მოქნილი’’ ცვლილებების მარტივ პროცედურას
ითვალისწინებს.
6..1918
წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და მისი მნიშვნელობა
საქართველოში
კონსტიტუციური იდეების განხორციელება XIX-XX საუკუნიის მიჯანზე იწყება.
საქართველოში კონსტიტუციონალიზმის დამკვიდრების მიზანი იყო სახელმწიფოებრიობა,
მისი აღდგენისა და დამოუკიდბლობის სურვილი, საქართველოს თავისუფალი განვითარება.
სამართლებრივი
მოდერნიზაცია კონსტიტუციონალიზმის ფარგლებში იყო ერტადერთი გზა დე ფაქტო
მოპოვებული დამოუკიდებლობის იურიდიულაი გაფორმებისთვის.
1918 წლის
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს აქვს დეკლარაციული ხასიათი.
მასში
მოკლედაა გადმოცემული საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვიტარების ისტორია,
იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება და დამოუკიდებელი განვითარების სურვილი.
შემდეგ კი
მასში განხილულია შვიდი ზოგადი
პუნქტი.
დამოუკიდებლობის
აქტის პირველი პუნქტი საქართველოს აცხადებს დამოუკიდებელ
სახელმწიფოდ, ანუ განსაზღვრავს მის სამართლებრივ სტატუს, მისი იურისდიქციის
ფარგლებსა და მოცულობას. ასევე ქართველ ხალხს აღიარებს სუვერენული უფლების
მაატარებლად. ეს პუნქტი მომავალშიც აისახა როგორც 1921 წლის ისე 1991 წლის
კონსტიტუციაში: „საქართველოში ხელისუფლების მთავარი წყაროა ხალხი“.
აქტის მეორე
პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს პოლიტიკურ წყობასა და მმართველობის
ფორმას, ესაა რესპუბლიკა მმართველოსბის დემოკრატიული რეჟიმით, ეს პუქნტიც აისახა
1921 წლისა და 1991 წლის კონსპტიტუციებში.
მესამე
პუნქტის მიხედვით საერთაშორისო
ომიანობის პირობებში საქართველო მუდმივად
ნეიტრალური სახელმწიფოა. თუმცა
სახელმწიფოსთვის ნეიტრალიტეტის მინიჭება მხოლოდ ცალმხრივი განცხადებით არ
შეიძლება. ეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მინიჭებული[ და
გარანტირებული] სამართლებრივი სტატუსია. და
რადგან არ არსებობს სხვა მტკიცებულება საქართველოს ნეიტრალიტეტისა ეს
პუნქტი თავისი შინაარსით დეკლარაციული ხასიათისაა, ხოლო დანარჩენი ნორმატიული
ხასიაათის.
მე-4
პუნქტის მიხედვით საქართველოს
სურს კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს საერთაშორისო ურთიერთობების ყველა
წევრთან და განსაკუთრებით მოსაზღვრე სახელმწიფოებთან. ამ პუნქტით
ზოგადად განისაზღვრა საქართველოს საგარეო მიმართულება.
დამოუკიდებლობის
აქტის მე-5 და მე-6 პუნქტები კონსტიტუციის მთავარი
არსის - თანასწორობის პირნციპებზეა საუბარი. საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკა უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს.
და მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ერს უხსნის განვითარების თავისუფალ ასპარეზს.
ბოლო, მე-7
პუნქტი განსაზღვრავდა ქვეყნის დროებით ხელისუფლებას და მმართველობის
ორგანოებს, რომლებსაც დამფუძნებელი კრების მოწვევამდე უნდა უქრუნველყოთ ქვეყნის
მართვა გამგეობა. ესენია ეროვნული საბჭო და დროებითი
მთავრობა.
ეროვნული საბჭო ეს არ იყო საარჩევნო პრინციპით არჩეული
ორგანო. ის აირჩა 1917 წელს ნაციონალური საბჭოს ყრილობაზე. ეს
იყო პირველი ქართული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. რომელმაც 1919
წლამდე იარსება და შემდეგ მოწვეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრება.
საქართველოს
დამოუკიდებლობის ამ აქტს გარდა დეკლარაციული ხასიათისა აქვს ნორმატიული
ხასიათი და კონსტიტუციურ-სამართლებრივი ბუნება. ეს
აქტი 1921 წლამდე ასრულებდა ქვეყნის მთავარი კანონის როლს. ამიტომ სწორედ „დამოუკიდებლობის აქტი’’ ითვლება საქართველოში
კონსტიტუციონალიზმის ათვლის წერტილად.
7.. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია, ზოგადი დახასიათება (მმართველობის მოდელი)
ჯერ კიდევ
1918 წლის 6 ივნისს საქართველოს ეროვნული
საბჭო ქმნის ‘’საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენ კომისიას“ რომელმაც
იარსება 10 თვის განმავლობაში
საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველ
მოწვევმდე, რომელიც შედგა 1919 წლის 12 მარტს;დამფუძნებელი კრების მესამე სხდომაზე შეიქმნა ახალი საკონსტიტუცია კომისია, კონსტიტუციის პროექტის შემუშავება ხანგრძლივად
გრძელდებოდა, თითქმის 2 წელიწადი.დამპუძნებელი კრება კონსიტუციის პროექტის
განხილვას შეუდგა 1921 წლის 21 ინვარს.
1921 წლის
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია შედგება 17 თავისა და 149
მუხლისგან
პირველი თავი განამტკიცებს კონსტიტუციური წყობილების
პრინციპებს, პირველივე მუხლი აცხადებს საქართველოს თავისუფალ, დამოუკიდებელ,
განუყოფელ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ მართველობის რესპუბლიკური
ფორმით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კონსტიტუციიის მე-6 მუხლი, რომელიც
კატეგორიულად კრძალავს საქართველოს ტერიტორიის გაცემას და დანაწილებას, ისე მის
გაყიდვას. მე-8-11 მუხლი ეძღვნება კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპს.
მეორე თავი შეეხება მოქალაქეობის საკითხებს,
კერძოდ განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების წესი,მოცემულია
მოქალაქეობის შეწყვეტის ზოგადი საფუძვლების, ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვა.
სრულყოფილი
და უმნიშვნელოვანესია მესამე თავის ადამიანის
უფლებები. უნაკლოდ არის წარმოჩენილი პიროვნებსი უმთავრესი ღირებულება- სიცოცხლე,
თავისუფლება და საკუთრება, უპირობოდ გაუქმდა სიკვდილით დასჯა. სიტყვის
თავისუფლება, შეკრების თავისულფება, თავისუფალი მიმოსვლა-ბინადრობის არჩევა,
რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლება. 1921 წლის
კონსტიტუციაში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ეროვნულ უმცირესობათა
უფლებებს და მათ კონსტიტუციურ გარანტიებს.
1921 წლის
კონსტიტუციი გათვალისწინებული მმართველობის მოდელი არის ერთგვარი საპარლამეტო რესპუბლიკა. ეს
არ არის კლასიკური საპარლამენტო მოდელი, თუნდაც იმის გამო, რომ არ
არსებობს ნეიტრალური ფიგურა - სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი სახით, რომელიც
შესაბამის შემტხვევაში ან დაითხოვდა პარლამეტს ან გადააყენებდა მთავრობის მთელ
შემადგენლობას. ეს უფრო იყო
კვაზისაპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი. ასევე
ამ კონსტიტუციაში სუსტადაა წარმოდგენილი ძალაუფლების გამიჯვნა და გაუთვალის
წინებელია შეაკავებისა და გაწონასწორების მექანიზმი.
კონსტიტუციის
73-ე მუხლის თანახმად გათვალისწინებულია პარლამენტის უნდობლობის ვოტუმი,
მაგრამ არა მთლიანად მთავრობის, არამედ მთავრობის ცალკეული წევრის მიმართ, რადგან
მთავრობის თითოეული წევრი დამოუკიდებლად აგებდა პასუხს პარლამენტის წინაშე.
1921 წლის
კონსტიტუციის საპარლამენტო რესპუბლიკაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ კონსტიტუცია
აშკარად ანიჭებს პრიმატს საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი კონსტიტუციის
პირობებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას. მტავრობის წევრი იმავდროულად
შეიძლება ყოფილიყო პარლამეტის წევრიც (რაც დამახასიათებელია საპარლამენტო
მმართველობისტვის ) პარლამენტი ახორციელებს საერთო კონტროლს აღმასრულებელი
ხელისუფლების საქმიანობაზე.
ამრიგად,
საქართველოს წარმომადგენლობით ორგანო იყო საქარტველოს პარლამენტი, რომელიც აირჩეოდა 3 წლის ვადით, საყოველთაო
არჩევნებით, საქართველოს მოქალაქეები მიერ 20 წლის ასაკიდან.
1921 წლის
კონსტიტუციით საქარტველოს პარლამენტს ჰქონდა შემდეგი უფლებამოსილებები:
საკანონმდებლო, უმაღლესი გამგებლობა რესსპუბლიკის ჯარისა და საზოგადოდ ყოველი
შეიარაღებული ძალისა; ომის გამოცხადება; საზავო, სავაჭრო ხელისუფლების განმტკიცება
უცხო სახელმწიფოებთან; ამნისტია; ბიუჯეტის დამტკიცება; საშიანო და საგარეო სესხის
აღება; თანამდებობის პირთა არჩევა, კონსტიტუციით ან კანონით მიკუთვნებული;
აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი.
საკანონმდებლო
ინიციატივის უფლება ენიჭებოდა ორ სუბიექტს:
პარლამენტის თითოეულ წევრსა და 5000 ამომრჩეველს.
პარლამენტი
ყოველ წელს ირჩევდა თავის ხელმძღვანელ ორგანოს პრეზიდიუმს.
კონსტიტუციის მე-5 თავში აღწერილი იყო აღმასრულებელი
ხელისუფლების შექმნა და მისი კომპეტენცია. აღმასრულებელი ხელისყუფლება ეკუთნბოდა
მტავრობას, რომელსაც ხელმძღვანელობდა მთავრობის თავმჯდომარე, აირჩეოდა 1 წლის
ვადით.
საქარტველოს
მტავრობის პირველი თავმჯდომარე იყო ნოე ჟორდანია.
კონსტიტუციის
თანახმად საქარტველოს მთელ ტერიტორიაზე არსებობდა ერტი უმაღლესი სასამართლო
- სენატი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი. ის ასრულებდა საკასაციო ფუნქციას, ანუ
პირველი ინსტანციის საქმეებს ის არ განიხილავდა.
აღსანიშნავია
ის რომ კონსტიტუცია ითვალისწინებდა ნაფიცმსაჯულთა მონაწილეობას მძიმე
სისხლის სამართლის, პოლიტიკურ და ბეჭდვით დანაშაულის საქმეებზე.
ასევე
კონსტიტუციაში ასახულია ადგილობრივი თვითმართველობა რომელიც აირჩეოდა
საყოველთაო პროპორციოული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
1921 წლის
კონსტიტუციაში გათვალისწინებული იყო ასევე ავტონომიური მმართველობა. საქართველო იყო ე.წ. დეცენტრალიზებული უნიტარული სახელმწიფო. ამ კონცეფციის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის
განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთს, სამუსლიმანო საქარტველოს[აჭარას] და ზაქათალას
მიენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა.
ხ
მიუხედავად
ხარვეზებისა 1921 წლის კონსტიტუცია რჩება სახელმწიფოებრიობის განვითარების უმნიშვნელოვანეს
სამართლებრივ დოკუმნტად. ის
ადასტურებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ურღვევობასა და განუყოფლობას,
განსაზღვრავდა მის ტერიტორიულ შემადგენლობასა და აღიარებდა იმ ზოგადსაკაცობრიო
ღირებულებეს, რომლებიც საქარტველოს მიაკუთნებდა ცივილიზებულ სახელმწიფოს.
8..საქართველოს კონსტიტუციის სტრუქტურა
საქართველოს
კონსტიტუცია ძირითადად სამი ნაწილისგან
შედგება: ა)პრეამბულა,
ბ)ძირითადი დებულებები და გ)გარდამავალი დებულებები.
პრეამბულა წინ უძღვის ძირითად ტექსტს. მასში ჩამოყალიბებულია კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები, მიზნები და
ამოცანები. მეცნიერთა დიდი ნაწილი
პრეამბულას დეკლარაციულ მნიშვნელობას ანიჭებს , რომელიც
კონსტიტუციის სულისკვეთების გაგებაში გვეხმარება.
ძირითად დებულებებში მოცემულია ფუნდამენტალური ნორმები და პრინციპები: სახელმწიფო
მოწყობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების უმნიშვნელოვანესი საკითხები.
გარდამავლ დებულებებში მოცემულია
კონსტიტუციის ამოქმედებასთან, გარდამავალ პერიოდთან, სხვა ნორმატიული აქტების
მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები.
ხ
დღეს
მოქმედი სასქართველოს კონსტიტუციის სტრუქტურა ასე გამოიყურება:
I-ზოგადი
დებულებები,
II-
საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და
თავისუფლებები,
III-
საქართველოს პარლამენტი,
IV-
საქართველოს პრეზიდენტი,
V-
საქართველოს მთავრობა,
VI-
სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა
VII- სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი,
VIII-
სახელმწიფო თავდაცვა,
IX- ადგილობრივი თვითმართველობა,
X .კონსტიტუციის
გადასინჯვა,
XI- გარდამავალი დებულებები.
ეს კონსტიტუცია
მიღებულ იქნა 1995 ნწლის 24 აგვისტოს.
8. საქარტველოს კონსტიტუციის გადასინჯვის წესი, 2010 წლის ცვლილებები
კონსტიტუცია ცოცხალი, დინამიკური დოკუმენტია, რომელშიც
საზოგადოების მორალური და პოლიტიკური ღირებულებები აისახება. ეს ღირებულებები
დროთა განმავლობაში იცვლება და შესაბამისად კოსნტიტუციაც ითვალისწინებს მისი
გადასინჯვის წესსა და საფუძვლებს.
გადასინჯვის
საჭიროება შეიძლება განპირობებული იყოს : ა)საზოგადოებრივი ძვრებით, ბ)პოლიტიკურ
ძალთა თანაფარდობის შეცვლით, გ)მმართველი პოლიტიკური ძალის ან დ)ქარიზმატული
ლიდერის ამბიციით.
კონსტიტუციის
გადასინჯვის ინიცირების უფლება აქვს ა)საქართველოს პარლამენტის სრული
შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან ბ)200
000 ამომრჩეველს.
გადასინჯვის
ფარგლების მიხედვით ხორციელდება ა) სრული ან ბ)ნაწილობრივი გადასინჯვა.
გადასინჯვის
კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს კანონპროექტს და
დადგენილებით ქმნის კომისიას საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის. ეს პროცესი ერთი
თვის განმავლობაში მიმდინარეობს, შემდეგ კი განიხილავს პარლმამენტი. კონსტიტუციაში ცვლილებები შედის კონსტიტუციური
კანონის გზით,
რომლის დაჩქარებული ან გამარტივებული წესით საპარლამენტო განხილვა
დაუშვებელია.
კონსტიტუციური
კანონპროექტის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული
შემადგენლობის 2/3 მაინც. საგანგებო ან საომარი ვიტარება აჩერებს
კანონპროექტის განხილვას.
2010 წლის
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შედეგად ასევე იცვლება კონსტიტუციის გადასინჯვის წესიც, პარლამენტმა
ცვლილებების[გადასინჯვის] კანონპროექტი უნდა განიხილოს ორ თანმიმდევრულ სესიაზე სულ
ცოტა სამი თვის ინტერვალით და მის მისაღებად საჭიროა სრული შემადგენლობის 3/4 მხარდაჭერა.
ხ
2010 წლის
15 ოქტომბრის კონსტიტუციური რეფორმა მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფოებრივი
მოწყობის ეფექტრუი საკონსტიტუციო მოდელის ჩამოყალიბებას.არსებიტად შეიცვალა სახლმწიფოებრივი
მოწყობის მოდელი. ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკაზე ორიენტირებულ რეჟიმზე
გადავიდა.
ეს იყო
დემეტრაშვილი პროექტი, რომელიც წარმოადგენდა შერეული მმარტველობის მოდელს, სადაც
ჭარბობდა საპარლამენტო მმარტველობის ელემენტები. თუმცა იგი ჯერ ძალაში არ შესულა,
ის ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადების მომენტიდან.
კონსტიტუციური
რეფორმის დროს გათვალისწინებულ იქნა ბერლინის კონფერენციისა და ვენეციის კომისიის
დასკვნები.
ამ რეფორმით
სუსტდება პრეზიდენტის როლი სახელმწიფო ხელისუფლებაში და იზრდება მტავრობის
უფლებები.
საქარტველოს
პრეზიდენტს ჩამოერთვა საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.
მას აღარ
ექნება უფლება დანიშნოს ან გადააყენოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობა.
ასევე ის
აღარ ნიშნავს გუბერნატორებს და მისი სამართლებრივ აქტებს სჭრიდება კონტრასიგნაცია.
ასევე
კონსტიტუციას დაემატა მე-7 პრიმა ტავი ადგილობრივი
თვითმართველობის შესახებ, რომელშიც განმტკიცებულია თვითმართველობების ორგანოების
ფორმირება ზედამხედველობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტიები.
[მახე ეს საკითხი ფაილიდან ან წიგნიდან]
9.სახელმწიფო მმართველობის მოდელები
მონარქია ბერძნული სიტყვაა მონო ნიშნავს
ერთს, არხე - ხელისუფლებას, ანუ ნიშნავს ერთის
მმართველობას, ერთის ხელისფლებას. მონარქია არის მმართველობის ისეთი
ფორმ, სადაც სახელმწიფოს მეთაური არ არის ხალხის მიერ არჩეული. მონარქი ხელისუფლებას იღებს მემკვიდრეობით და ძირიტად შემთხვევაში, თავად
არის მთელი სახელმწიფო ხელისუფლების წყარო.
განასხვავენებ აბსოლიტურ, დუალისტურ და საპარლამენტო (კონსტიტუციურ)
მონარქიებს.
აბსოლიტური მონარქიის დროს
ხელისუფლების სამივე შტო მონარქის ხელშია. ასეტ სახელმწიფოებში არ არსებობს არც
კონსტიტუცია და არც არჩევითი ორგანოები. მთავრობა კი მეფის ოჯახის წევრებისგან
შედგება. ასევე მონარქი მიიჩნევა უმაღლეს სასულიერო პირად (საუდის არაბეტი,
ბაჰრეინი).
დუალუსტურ მოანარქიაში სუსტად,
მაგრამ მაინც, არსეობსსახელმწიფო ხელისუფლების დაყოფა საკანონმდებლო და
აღმასრულებლ ხელისუფლებად, ხოლო სასამართლო სისტემას ძირიტადად მონარქი
ახორციელებს. დუალისტურ მონარქიაში ერთგვარი „ორხელისუფლებიანობაა“ (მაროკო,
იორდანია) ფორმალურად გადანაწილებულია მონარქსა და პარლამენტს შორის, თუმცა
აშკარად მონარქის სასარგებლოდ.
კონსტიტუციური მონარქია ჰგავს
საპარლამენტო რესპუბლიკებს. განსხვავება ისაა, რომ სახელმწიფოს მეთაური არა გარკვეული ვადიტ არჩეული პრეზიდენტი, არამედ
მონარქია, რომლის ხელისუფლებაც მემკვიდრეობით
გადადის. მონარქი არის ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო და მას აქვს ცერემონიული როლი.
მისი აქტები ძალაში შედის პრემიერ-მინისტრის ან მინისტრის თანახელმოწერის შემდეგ.
რესპუბლიკაში ხელისუფლების
წყარო ხალხია. ამიტომ მიიჩნევენ მას ყველაზე დამოკრატიულ მმარტველობის ფორმად.
რესპუბლიკური მმართველობა ეფუძნება ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპს და
განასხვავებს ხელისუფლების სამ დამოუკიდებელ შტოს: საკანონმდებლო, აღმასრულებელი
და სასამართლო. ძალაუფლების განაწილების მიხედვით გამოყოფენ რესპუბლიკური
მმართველობის საპრეზიდენტო, საპარლამენტო და შერეულ ფორმებს.
საპრეზიდენტო რესპუბლიკის კლასიკური
მაგალითი ამერიკის შეერტებული შტატებია. პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი ან ირიბი
არჩევნებით. პრეზიდენტი არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, და ხშირ
შემთხვეში თვითონ წარმოადგენს მტავრობას, მინისტრები კი მხოლოდ
პრეზიდენტის წინაშე არიან პასუხისმგებელნი.
საპარლამენტო რესპუბლიკას მიეკუთნება
იტალია, გერმანია და სხვა. აქ ხელისუფლების წამყვანი შტო პარლამენტია.
საპარლამენტო რესპუბლიკაში მტავრობის ფორმირება ხდება პარლამენტის მიერ და
პარლამენტის საფუძველზე. მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის
წინაშე. მას შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს მტავრობას და
პრეზიდენტი მხოლოდ კონსტანტაციას მოახდენს.
რესპუბლიკური მმართველობის შერეული ფორმისთვის დამახასიათებელია საპრეზიდენტო
მოდელიდან გაზიარებული საყოველთაო წესით არჩეული პრეზიდენტის მნიშვნელოვან
უფლებათა ფართო სპექტრი, ხოლო საპარლამენტო მმართველობიდან - პრეზიდენტის უფლება
დაითხოვოს პარლამენტი და პარლამენტის უფლება მიიღოს მოანწილეობა მთავრობის
ფორმირებაში. მმართველობის ეს ფორმა დამახასიათებელი საფრანგეტისთვის. მმარტველობის
შერეული ფორმის დროს :თუ პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა ერთ
პოლიტიკურ სპექტრს წარმოადგენს, მმარტველობა ნახევრადსაპრეზიდენტოა, თუ
განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს - მმართველობა ნახევრადსაპარლამენტოა.
მმარტველობის
ეს მოდელი[ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელი] მიმზიდველი
აღმოჩნდა პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის, თუმცა არამდგრადი პოლიტიკური სიტუაციის
გამო უფრო რეზიდენციალიზმისკენ გადაიხარა და ფუნქციონირებს როგორც ე.წ. სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა.
9.ტერიტორიული მოწყობა
სახელმწიფოს
ტერიტორიაული მოწყობა გულისხმობს სახელმწიფოში ცენტრსა და მის ტერიტორიულ ერთეულებს
შორის ძალაუფლების გამიჯვნას;
პოლიტიკურ-ტერიტორიული
მოწყობის მიხედვით განასხვავებენ: ა)
უნიტარულ და ბ)ფერდერაციულ სახელმწიფოებს.
უნიტარიზმი მომდინარეობს ლათინური
სიტყვიდან unus და ნიშნავს მოძრაობას, რომელსაც მივყავართ
ერთიანობისკენ. უნიტარული სახელმწიფო იყოფა ტერიტორიულ
ერთეულებად, რომელთა უფლებამოსილებაც ადმინისტრაციული ფუნქციებით
შემოიფაგლება. უნიტარული სახელმწიფო არის განუყოფელი, ის არ ცნობს
ტერიტორიული ერთეულბის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. უნიტარულ
სახელმწიფოში მოქმედებს ერთი
საერთო კონსტიტუცია, კანონმდებლობა, სასამართლო ხელისუფლება, მმართველობის ერთიანი
სისტემა, ერთიანი მოქალაქეობა და საგადასახადო სისტემა.
უნიტარიზმის
დროს ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სამართლებრივ სტატუსს
განსაზღვრავს ცენტრალური ხელისუფლება. ის ადგენს ტერიტორიული ერთეულების
რაოდენობას და მათ გამგეობის მიკუთვნებულ კომპეტენციას.
ცენტრალური
ხელისუფლების მიერ ხოერციელდება ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის პირდაპირი ან
ირიბი კონტროლი.
უნიტარული
სახელმწიფოში შეიძლება იყოს დეცენტრალიზაცია.
რაც გულისხმობს ხელისუფლების მიერ გარკვეული უფლებამოსილების გადაცემას მისდამი
სტრუქტურულად დაქვემდებარებული ადგილობრივი ორგანოების მიერ.
დეცენტრალიზაციის
დროს უფლებამოსილება გადაეცემა ადგილობრივ ორგანოს, რომელიც არის არა სტრუქტურულად
დაქვემდებარებული ერთეული, არამედ ყალიბდება გარკვეული ავტონომიის მქონე,
სტრუქტურულად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სახით. დეცენტრალიზაციიის ერთ-ერთი გამოხატულებაა ადგილობრივი
თვითმართველობა.
ხ
ფედერალიზმი არის რთული
საკავშირო სახელმწიფო, რომელიც შედგება
ქვესახელმწიფოებრივი წარმონაქმნისგან. ფედერაციული სახელმწიფო უმსხვილესი
ტერიტორიული ერთეულების- ფედერაციის
სუბიექტებისგან შედგება. ისინი წარმოადგენენ კვაზისახელმწიფოებრივ
წარმონაქმნს, სარგებლობენ არამხოლოდ ადმინისტრაციული უფლებებით, არამედ
განსაზღვრული პოლიტიკური
ავტონომიით. თუმცა ფედერაციის სუბიექტებს არ
გააჩნიათ სეცესიის (სახელმწიფოსგან გამოყოფის) უფლება.
არსებობს
ა)სიმეტრიული და ბ)ასიმეტრიული ფედერალიზმი.
სიმეტრიის
დროს ფედერაციის სუბიექტები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, ხოლო ასიმეტრიულიდ
დროს სუბიექტებს აქვთ განსხვავებული სამართლებრივი სტატუსი და განსხვავებული
უფლებებით სარგებლობენ.
ფედერაციის სუბიექტის კვაზისახელმწიფოებრივი
ბუნება ვლინდება შემდეგი ნიშნებით: ა)სუბიექტს აქვს საკუთარი კონსტიტუცია,
ბ)პარლამენტი და მთავრობა ასევე სასამარტლო სისტემა.გ) ფედერაციის სუბიექტს ასევე
აქვს თავისი სიმბოლიკა. დ)ფედერალურ სახელმწიფოს არ აქვს უფლება პირდაპირი სახით
ჩაერიოს ფედერაციული სუბიექტის ხელისუფლების ფორმირებაში. ე)ფედერაციის
სუბიექტის ხელისუფლება არ არის პასუხისმგებელი ფედერალური ხელისუფლების წინაშე.
10. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი
ძალაუფლების
გამიჯვნის კლასიკური მოდელი მონტესკიეს
სახელს უკავშირდება, რომელმაც გაითვალისწინა
თავისი წინამორბედი მეცნიერების და იურისტების, ჰობსის,
ლოკის მოსაზრებები და
ჩამოაყლიბა ხელისუფლების დანაწილელბის დღევანდელი კონცეფცია.
მონტესკიეს დაუშვებლად მიაჩნდა აღმასრულებელი
და საკანონმდებლო ხელისუფლების ერთი პირის ქვეშ გაერთიანება, მით უმეტეს მისთვის
სასამართლო უფლებამოსილების მინიჭება. მონტესკიეს აზრით „ძალაუფლება უნდა აკავებდეს ძალაუფლებას“
ხ
ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპის შესაბამისად,
სახელმწიფო ძალაუფლება განაწილებულია ხელისუფლების სამ შტოზე: საკანონმდებლო,
აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება.
მათგან
თითოეულს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება: საკანონმდებლო ქმნის, აღმასრულებელი
აღასრულებს, ხოლო სასამართლო უფარდებს (იყენებს) კანონს.
ხ
ძალაუფლების
გამიჯვნის თეორია სამი უმთავრესი პრინციპისგან შედგება: ა)ფუნქციების
(უფლებამოსილებების) გამიჯვნა, ბ)ინსტიტუციონალური გამიჯვნა, გ)შეკავებისა და
გაწონასწორების მექანიზმი.
ფუნქციური
გამიჯვნის თანახმად, აუცილებელია,
ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებების განაწილება, ისე რომ ერთი შტოს
კომპეტენცია მეორეში არ იჭრებოდეს.
ინსტიტუციონალური
გამიჯვნის მიხედვით, სავალდებულია
ხელისუფლების თითოეულ შტოს კონკრეტული ორგანო წარმოადგენდეს (მაგ., საკანონმდებლოს
- პარლამენტი).
შეკავებისა
და გაწონასწორების სისტემის მიხედვით ხელისუფლების
შტოებს შორის არამხოლოდ ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს, არამედ თითოეულ მათგანს
მიეცეს საშუალება, აკონტროლოს დანარჩენები. მაგ, პარლამენტი უფლებამოსილია
ნდობა-უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, იმპიჩმენტის წესით გადააყენოს პრეზიდენტი,
თავის მხრივ პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი და ა.შ.
ხ
განასხვავებენ
ძალაუფლების ა) ჰორიზონტალურ და ბ)ვერტიკალურ გამიჯვნას.
ჰორიზონტალური
გამიჯვნის მიხედვით, სახელმწიფო
ძალაუფლება ნაწილდება ხელისუფლების შტოებს შორის,
ვეტიკალური
გამიჯვნის შემთხვევაში - ძალაუფლება გამიჯნულია სახელმწიფოს
ცენტრალურ და ტერიტორიულ, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს შორის.
ხ
ამრიგად, ხელისუფლების დანაწილება სახელმწიფო
ხელისუფლების მოწყობისა და ფუნქციონირების ისეთი წესების ერთობლიობაა,
რომელიც „გამორიცხავს თვითნებობას მმართველთა მხრიდან და
ანარქიას მართულთა მხრიდან“.
Комментарии
Отправить комментарий