საარჩევნო სამართალი და საარჩევნო სისტემები საქართველოში
სარჩევი:
3..საარჩევნო სამართლის წყაროები და კონსტიტუციური პრინციპები საქართველოში
1..არჩევნების სახეები
· არჩევნები არის ამომრჩევლის მიერ თავისი ნების გამოხატვა, რის
შედეგედაც ამომრჩეველი ზეგავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე.
· არჩევნები გულისხმობს სახელმწიფო
და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა შექმნისა და თანამდებობის პირთა არჩევის
პროცედურას, რომელიც კენჭისყრის მეშვეობით უფლებამოსილი პირები
ახორციელებენ.
ხ
· განსხვავებული საკლასიფიკაციო ნიშნის მიხედვით შესაძლებელია
შემდეგი სახის არჩევნების გამოყოფა:
არჩევნების
ორი ძირითადი სახე არსებობს ა)პირდაპირი
და ბ)არაპირდაპირი.
პირდაპირია არჩევნები, როდესაც
ამომრჩეველი უშუალოდ ირჩევს ირჩევს სასურველ კანდიდატს, აძლევს ხმას უშუალოდ
დასაკავებელი თანამდებობიოს კანდიდატს, ამომრჩეველსა და კანდიდატს შორის არ
არსეობს არანაირი შუალედური რგოლი.
არაპირდაპირია არჩევნები, როდესაც
ამომრჩეველსა და კანდიდატს შორის არის შუალედური რგოლი , ამ შემთვევაში სასურველი
კანდიდატის არჩევის საკითხვს წყვეტს არა უშუალოდ ამომრჩეველი, არამედ მათ
მიერ არჩეული პირები.
არაპირდაპირი არჩევნები თავის მხრივ იყოფა ა)ირიბ
და ბ)მრავალსაფებურიან არჩევნებად.
ირიბი
არჩევნების დროს იქმნება სპეციალური ჯგუფი ან საბჭო,
რომლიც უშუალოდ ამომრჩევლის სახელით და მისი ნების გათვალისწინებით, ირჩევს
კონკრეტულ თანამდებობის პირს. (მაგალითად აშშ-ს პრეზიდენტი აირჩევა ამომრჩევლების
მიერ არჩეული 538 წევრიანი ორგანოს მიერ.)
ხოლო
მრავალსაფეხურიანი არჩევნებისას ამომრჩველის
ნებას გამოხატავს მუდმივმოქმედი ორგანო. მაგალითად, იტალიის პრეზინდეტი აირჩევა
იტალიის პარლამენტის მიერ.
ხ
ასარჩევი
ორგანოსა და თანამდებობის პირის მიხედვით არსებობს
ა)საპრეზიდენტო, ბ)საპარლამენტო და გ)ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები.
ხ
პერიოდულობის
მიხედვით, არსებობს ა)საყოველთაო,
ბ)შუალედური, გ)მორიგი და დ)რიგგარეშე არჩევნები.
საყოველთაოა
არჩევნები, როდესაც მასში მონაწილეობას იღებს
ქვეყნის ყველა ამომრჩეველი. მაგ., საპრეზიდენტო ან ნახევრადსაპრეზიდენტო
რესპუბლიკებში პრეზიდენტის არჩევნები.
შუალედურია
არჩევნები, რომლითაც საკანონმდებლო ან
წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგელობების ნაწილობრივი განახლება ხდება, ანუ
უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე წევრების გამოკლების შემთხვევაში ხდება ახალი
წევრებით ჩანაცვლება.
მორიგი
არჩევნები ტარდება არჩევითი ორგანოს ან
თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში.
რიგგარეშე
არჩევნები ტარდება ასარჩევ ორგანოსა ან თანამდებობის პირის ვადამდე ადრე
უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.
ხ
ჩატარების
ტერიტორიის მიხედვით, არჩევნები
იყოფა ა) ეროვნულ, ბ)რეგიონულ და გ)ადგილობრივ არჩევნებად.
ეროვნულია
არჩევნები, რომლიც ქვეყნის ხელისუფლების ასარჩევად
მთელ ტერიტოიაზე ტარდება.
რეგიონული
არჩევნები ქეყნის შიგნით, კონკერეტულ რეგიონში
ტარდება, ხოლო
ადგილობრივი
არჩევნები ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში,
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს არჩევის მიზნით ტარდება.
2. საარჩევნო სისტემები
საარჩევნო სიტემა გულისხმობს
არჩევნების ზოგად წესებსა და პრინციპებს, რომელთა მეშვეობითაც
ამომრჩევლეთა ხმები გადაიყვანება მანდატებში.
გამოყოფენ ა)მაჟორიტარულ, ბ)პროპორციულ და
გ)შერეულ საარჩევნო სისტემებს.
მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემა დაფუძნებულია უმრავლესობის პრინციპზე, ამ სისტემის
მიხედვით, კანდიდატი ან პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს ამომრჩევლების ხმათა
უმრავლესობას, მოიპოვებს მანდატს ან ამ ოლქში ასარჩევი ყველა დეპუტატის
მანდატს.
მაჯორიტარული საარჩერჩევნო სიტემის სახეებია: ა)ფარდობითი,
ბ)აბსოლუტური და გ)კვალიფიციური მაჯორიოტარული სისტემები.
ფარდობითი მაჯორიტარული საარჩევნო სისტემის მიხედვით,
არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ცალკე აღებულ ყველა მოწინააღმდეგეზე მეტ
ხმას მიიღებს. ამ სისტემის უპირატესობა არის ის, რომ ყოველთვის იარსებებს
კანდიდატი რომელიც სხვებთან შედარებიტ მეტ ხმას მიიღებს და გამოირიცხება მეორე
ტურის საჭიროების ალბათობა. ხოლო უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ
შესაძლებელია რომელიმე პარტიამ მოიპოვოს უმრავლესობა, მაშინ როდესაც
მათ მხარს არ უჭერ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, ასეთი
სისტემის დროს ადგილი აქვს ხელისუფლების დაბალ ლეგიტიმაციას.
აბსოლუტური უმრავლესობის მაჯორიტარული
საარჩევნო სისტემის მიხედვით, რომელსაც ხშირად ფრანგულს
უწოდებენ, არჩეულად იტვლება ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა ამომრჩეველტა
აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ანუ
ამომრჩევლთა ნახევარზე მეტმა (50%+1). ამ სისტემის უპირატესობა არის
ის, რომ არჩეულ კანდიდატს აქვს ამომრჩეველტა უმრავლესობის მხარდაჭერა, მაღალი ლეგიტიმაციაა.
კვალიფიციური უმრავლესობის მაჯორიტარული
სისტემის დროს არჩეულად იტვლება ის კანდიდატი,
რომელიც მიიღებს ხმების კვალიფიციურ უმრავლესობას.
„კვალიფიციური ხმების უმრავლესობა
დგინდება“ კანონის მიერ და ის ხმების აბსოლუტურ უმრავლესობაზე
ყოველთვის მეტია, ხშირ შემთხვევაში ის ამომრჩევლეთა
ხმების ორ მესამედს, სამ მეოთხედს ან სამ მეხუთედს შეადგენს. კვალიფიციური
უმრავლესობის მაჯორიტარული სისტემა, როგორც წესი, იშვიათად გამოიყენება და
უმეტეს შემთხვევაში მეორე ტური გარდაუვალია.
ხ
მაჯორიტარული სისტემა განაპირობებს
მსხვილი პოლიტური ძალებისა და კოალიციის ჩამოყალიბებას, ქვეყანაში იქმნება
სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობა. [სისტემის ღირსება]
ამ სისტემის ნაკლად კი
ითველაბა ის, რომ არ ასახავს რეალურად არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების
თანაფარდობას და ამომრჩევალთა ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება.
ხხ
პროპორციული საარჩევნო
სისტემის მიხედვით, მანდატები
პარტიებს შორის ნაწილდება არა უმრავლესობის პრინციპის საფუძველზე, არამედ მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.(!)
ამ შემტხვევაში პარტიები
იყენებენ პარტიულ სიებს, რომლის მიხედვითაც ყოველი პარტიის მიერ
მიღებული მანდატები სიაში მათი კანდიდატების რიგითობის მიხედვით
ნაწილდება.
პროპორციულოი საარჩევნო
სისტემის დადებით მხარედ მიიჩნევა ის რომ
მცირეა დაკარგული ხმების რაოდენობა. პროპორციული სისტემა ქვეყანაში ძალთა
ადეკვატურ თანაფარდობას ასახავს.
თუმცა პროპორციულ
საარჩევნო სისტემას აქვს ნაკლოვანებებიც, ის ქმნის
„ზედმეტ’’ პარტიულ სიჭრელეს და დაქუცმაცებულობას პარლამენტში. ასეთ
შემტვევაში მთავრობა არასტაბილურია,რადგან მას
არ აქვს მტკიცე მხარდაჭერა პარლამენტში, ხშირია სამთავრობო კრიზისები.
პროპორციული საარჩევნო
სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია ე.წ. საარჩევნო კვოტა. ეს არის
ე..წ. „საარევნო ბარიერი“, ანუ
ხმათა რაოდენობის იმ მინიმუმი, რომელიც პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა მიიღოს,რათა
ყავდეს წარმომადგენელი წარმომადგენლობით ორგანოში
ხ
შერეული საარჩევნო სისტემა გულისხმობს
ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელშიც პარლამენტართა მანდატების ერთი
ნაწილი მაჯორიტარული, ხოლო მეორე - პროპორციული სისტემის მეშვეობით ყალიბდება.
ამჟამად ასეთი სისტემის სარგებლობს საქართველო. საქართველოს პარლანტში 150
დეპუტატიდან 77 არჩეულია მაჯორიტარული წესით, ხოლო 73 პროპორციული წესით.
ხ
[ 2024 წლის
ასაპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით.]
3..საარჩევნო სამართლის წყაროები და კონსტიტუციური პრინციპები საქართველოში
სამართლებრივ წყაროებს შორის,
რომლის საფუძველზე და რომლის შესაბამისად უნდა ტარდებოდეს არჩევნები,
უპირატესობა კონსტიტუციას ენიჭება.
თუმცა კონსტიტუციებში არჩევნებტან დაკავშირებით მხოლოდ ძირითადი პოზიციებია
დაფიქსირებული, საარჩევნო პროცესის დეტალური რეგულირება კი მიმდინარე
კანონმდებლობის საფუძველზე ხდება. საქართველოში საარჩევნო პროცესი რეგულირდება
ორგანული კანონით ‘’საარჩევნო კოდექსით.’’ [
ანუ საარჩევნო სამართლის წყაროებია ა) კონსტიტუცია და ბ) „საარჩევნო
კოდექსი’’]
სახელმწიფოს მოქალაქეს
უფლება აქვს აირჩიოს წარმომადგენელი ან თავად აირჩიონ
წარმომადგენლობით ორგანოსა და არჩევით სახელმწიფო თანამდებობაზე.
აქედან
გამომდინარე არსეობს: ა)აქტიური და ბ)პასიური საარჩევნო უფლება.
აქტიური
საარჩევნო უფლება ნიშნავს ფიზიკური პირის უფლებას
იყოს ამომრჩეველი.
ხოლო პასიური საარჩევნო უფლება არის
პირის უფლება იყაროს კენჭი ასარჩევ
თანამდებობაზე და გამრჯვების შემთხევევაში დაიკავოს ეს თანამდებობა.
ხ
საარჩევნო ცენზი არის
კონსტიტუციით ან კანონით დადგენილი
შეზღუდვა, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს იმ მოქალაქეთა წრეს, ვისაც საარჩევნო
უფლება ეზღუდება.
ასაკობრივი
ცენზის მიხედვით საარჩევნო
სამართლის სუბიექტი გარკვეულ ასაკს მიღწეული უნდა იყოს. აქტიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის
მინიმალური ასაკი საქარტველოში 18 წელია.
პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისას
კი უფრო მაღალი ასაკობრივი ზღვარი დგინდება. მაგ., საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება
აირჩეს 21 წლის ასაკიდან, ხოლო პრეზიდენტად 35 წლის ასაკიდან.
მოქალაქეობის ცენზის შემთხვევაში საარჩევნო
უფლება , როგორც წესი, მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეს აქვს. ასევე
არის შემთხვევები, როდესაც ნატურალიზებულ
მოქალაქეებს პასიური საარჩევნო უფლება შეზღუდული აქვთ.
ბინადრობის ცენზი არის
ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების მოთხოვნა, სადაც ტარდება არჩევნები. ამ
შემტხვევაშიც პასიური
საარჩევნო უფლებისთვის ეს დრო უფრო მეტია, ვიდრე აქტიური
საარჩევნო უფლებისთვის.
ასევე
არსეობს ქმედუუნარობის და მორალური
ცენზები, რომელთა შემთხვევაშიც საარჩევნო უფლების გამოყენებას
სასამართლო ზღუდავს.
ქმედუუნარობის ცენზით პირს,
რომელსაც სასამართლო ცნობს ქმდეუუნაროდ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ გააჩნია.
ხოლო მორალური ცენზით, საარჩევნო უფლება
ეზღუდებათ, იმ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
ხ
საარჩევნო
სამართლის საყოველთაობის პრინციპის შესაბამისად არჩევნებში
შეუძლია მიიღოს მოანწილეობა ყველა ზრდასრულმა ქმეუნარიანმა პირმა მიუხედავად მისი
სქესის, რასის, რწმენის და რელიგიისადმი დამოკიდებულების, ქონებრივი და
თანამდებობრივი მდგომარეობისა. თუმცა
არჩევნებში მონაწილე პირი უდნა აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნულ საარჩევნო ცენზებს.
(!!)
ხ
არჩევნების თანასწორიბის პრინციპი გულისხმობს ხმათა თანაბარ
რაოდენობას, თანაბარ საარჩევნო უფლებამოსილებეს და თანაბარ
შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია ამომრჩევლების ხმებს ტანაბარი წონა
გააჩნდეთ, თითოეულის ხმა ერთნაირად უნდა ფასდებოდეს.
სახელმწიფომ
ერთნაირი პირობები უნდა შეუქმნას არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს. ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ პარტიას უნდა
ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები სახელმწიფოს მხრიდან.
ასევე თანასწორობის პრინციპის დარღვევას წარმოადგენს საარჩევნო
გეოგრაფია, ე.წ. ჯერიმანდერინგი.
ხ
პირდაპირი არჩევნები[პირდაპირობის
პრინციპი] ამომრჩეწვლის უფლებაა შესაძლებლობაა, პირდაპირ აირჩიოს საჯარო
ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, ან თავად იქნეს უშუალოდ აარჩეული
ამომრჩევლების მიერ.
ხ
კენჭისყრის ფარულობის პრინციპი გულისხმობს,
რომ არავის აქვს უფლება, დააკვირდეს და მით უმეტეს რაიმე სახის ზეგავლენა იქონიოს
ამომრჩევლის ნებასა და საარჩევნო უფლების გამოხატვაზე.
ხ
თავისუფალი არჩევნების პრინციპი გულისხმობს,
რომ ამომრჩეველი თავად წყვეტს მივიდეს თუ არა არჩევნებზე, ვის სასარგებლოდ გააკეთოს
არჩევანი და საერთოდ ენდოს თუ არა მოცემულ მომენტში წარმოდგენილ ასარჩევ
კანდიდატებსა თუ პოლიტიკურ სუბიექტებს. ამომრჩეველი დაცული უნდა იყოს ყოველგვარი
მუქარისა და შეზღუდვისგან არჩევანის გაკეთების პროცესში.
Комментарии
Отправить комментарий