საკონსტიტუციური კონტროლი საქართველოში
სარჩევი:
1..საქართველოს საკონსიტიტუციო სასამართლოს ფორმირების წესი, შემადგენლობა და სტრუქტურა
2..საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები
1..საქართველოს საკონსიტიტუციო სასამართლოს ფორმირების წესი, შემადგენლობა და სტრუქტურა
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო
კონტროლის ორგანოა. საკონსტიტუციო
სასამართთლოს დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობს სახელმწიფო
ხელისუფლების სამივე შტო. საკონსტიტუციო სასამართლო 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამს - სიითი შემადგენლობის უმრავლესობით
ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამს - ნიშნავს უზენაესი
სასამართლოს პლენუმი.
საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის უფლებამოსილების
ვადა 10 წელია და იგი იწყება მის მიერ ფიცის დადებისთანავე,
ამასთან აკრძალულია პირის ერთზე მეტი ვადთ სასამართლოს წევრად
გამწესება. სასამართლოს წევრად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს
მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდული განათლება.
სასამართლო
შედგება: ა)პლენუმისა და ბ)ორი კოლეგიისგან.
პლენუმში შედის სასამართლოს ყველა წევრი და მას
თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
კოლეგიების შემადგენლობა 4-4 წევრით განისაზღვრება
და თითოეულს ხელმძღვანელობს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
კოლეგიის
შემადგენლობას საკონსტიტუციო საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით ამტკიცებს
პლენუმი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თავდმჯდომარის
ორი მოადგილე აირჩევა პლენუმის მიერ, სრული შემადგენლობის
უმრაქვლესობით, 5 წლის ვადით.
საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა პლენუმს წარედგინება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით,
ხოლო მოადგილეებს ასახელებს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს
საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას, ანაწილებს განსახილველ საქმეებს, განკარგავს
სასამართლოს ფინანსებს, ხელმძღვანელობს პლენუმს და ა.შ.
საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი აირჩევა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 5 წლის ვადით. მისი დანიშნულებაა
სასამართლოს მუშაობის ორგანიზაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფა,
ოფიციალური დოკუმნტების წარმოება და
სასამართლოს გადაწყვეტილებების
აღსრულებაზე ზედამხედველობა.
2..საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო
კონტროლის ორგანოა. მისი უფლებამოსილებები
განისაზღვრება ა) კონსტიტუციითა და ბ)„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
ორგანული კანონით“.
საკონსტიტუციო სასამართლო
უფლებამოსილია განიხილოს:
1. საქართველოს კონსტიტუციასთან ა)კონსტიტუციური
შეთანხმების, ბ)კანონის, გ)პრეზიდენტის, მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს
ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხებზე;
2. იხილავს დავას სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის
შესახებ;
3. იხილავს მოქალაქეტა პოლიტიკური
გაერთიანებების[პარტიების] შექმნისა და
საქმინობის კონსტიტუციურობის საკითხებს;
4. იხილავს რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი
ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების
(რეფერენდუმის) კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავებს;
5. იხილავს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების
კონსტიტუციურობის საკითხს;
6. პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების
კონსტიტუციორობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის
ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით;
7. იხილავს დავას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის
შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე.
8. თვითმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს -
საკრებულოს სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის
საკითხს კონსტიტუციის მეშვიდე1 თავთან მიმართებით.
9. იუსტიციის უმღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე
იხილავს ნორმატიული აქტების შესაბამისობას კონსტიტუციის 82-ე, 86-ე, 861-ე,
87-ე, 90-ე მუხლებთან;
10. იხილავს
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ტავმჯდომარის,
საქარტველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორისა და საქართველოს ეროვნული
ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან მათ ქმედებაში
დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხს;
11. საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხი.
საკონსტიტუციო
სასამართლოს ფუნქციებისგან უმთავრესი მის მიერ საკონსტიტუციო ნორმათა
დაცულობისკონტროლის განხორციელებაა.
საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად
ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდულ ძალას.
კანონის ან
მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად მიჩნევისას,
სასამართლო აუქმებს მას, რითაც
ახორციელებს „ნეგატიური კანონმდებლის“ ფუნქციას.
საქმის
განხილვისას სასამართლო შეზღუდულია მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნით და არ
შეუძლია გასცდეს ამ ფარგლებს.
საკონსტიტუციო
სასამართლოს თვითინიციატივით
არ შეუძლია საქმის განხილვის წამოწყება.
Комментарии
Отправить комментарий