ელექტრონული საჯარო მმართველობა

 

სარჩევი:

ელექტრონული საჯარო მმართველობა -ცნება. 1

ელექტრონული საჯარო მმართველობის ძირითადი მიზნები და სარგებელ. 1

ელექტრონული საჯარო მმართველობის  ძირითადი მიმართულებებ. 1

ელექტრონული საჯარო მმართველობის’’  სამართლებრივი საფუძველები. 1

საქართველოს კანონი ელექტრონული დოკუმენტის და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ. 3

 

 

 

ელექტრონული საჯარო მმართველობა -ცნება

 

·        ელექტრონული საჯარო მმართველობა (E-Governance) არის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენება, რომელიც მოქალაქეებს უმარტივებს საჯარო სერვისების მიღებას, ზრდის მართვის ეფექტურობას და უზრუნველყოფს ხელისუფლების საქმიანობის ღიაობასა და გამჭვირვალობას.

 

 

ელექტრონული საჯარო მმართველობის ძირითადი მიზნები და სარგებელ

 

·        სერვისების გამარტივება და დროის დაზოგვა ონლაინ პლატფორმების მეშვეობით.

·        ბიუროკრატიული ბარიერებისა და ხარჯების შემცირება.

·        გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა.

·        კორუფციული რისკების მინიმუმამდე დაყვანა გამჭვირვალობის ზრდის ხარჯზე.

 

 

ელექტრონული საჯარო მმართველობის  ძირითადი მიმართულებებ

 

·        G2C (Government-to-Citizen): სახელმწიფო სერვისები მოქალაქეთათვის (მაგალითად, ელექტრონული საბუთების აღება და განაცხადები).

·        G2B (Government-to-Business): ურთიერთობა და სერვისები ბიზნესსექტორისთვის (გადასახადები, ლიცენზიები, რეგისტრაცია).

·        G2G (Government-to-Government): უწყებათშორისი ელექტრონული თანამშრომლობა და მონაცემთა გაზიარება.

პრაქტიკული მაგალითები

 

 

საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების მთავარი სივრცეა my.gov.ge, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ასობით სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისი ონლაინ მიიღონ.

ხოლო  სხვადასხვა უწყების ციფრული პლატფორმები ამარტივებს ბიზნესის რეგისტრაციას, ქონების აღრიცხვასა და სოციალურ დახმარებებზე განაცხადების შეტანას.

 

ელექტრონული საჯარო მმართველობის’’  სამართლებრივი საფუძველები

 

·        ელექტრონული საჯარო მმართველობის’’  სამართლებრივ საფუძველს ქმნის სზაკ-ი  და საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტის და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ’’

·        სზაკის 351 მუხლის თანახმად: ადმინისტრაციულ ორგანოსა და მოქალაქის ურთიერთობაში   დოკუმენტების გადაცემა ელექტრონული ფორმით შესაძლებელია ორივე მხარის მხრიდან.

·        კანონის ნორმით დადგენილი უფლებამოსილება  გულისხმობს,რომ „ელექტრონული ფორმით’’ გაგზავნილ დოკუმენტს  იგივე ძალა აქვს როგორც ტრადიციულს-ქაღალდზე.

·        „დასაშვებობის’’ აუცილებელი წინაპირობაა,რომ დაინტერესებული პირის მიერ არჩეული არ უნდა იყოს ინფორმაციის მიღების „სხვა’’ ფორმა.

·        ეს ნიშნავს,რომ კანონი უშვებს „ფორმის’’ არჩევის თავისუფლებას და ივარაუდება რომ,რამდენადაც ფაქტობრივი შესაძლებლობები ამის შესაძლებლობას იძლევა ,მხარე თანახმაა მიიღოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით თუ კი  ის არ განაცხადებს ამის საპირისპიროს.

·        ელექტრონული ფორმით დოკუმენტების მოძრაობას ახლავს გარკვეული რისკი.

·        განსაკუთრებით,ელექტრონული ფოსტის შემთხვევაში არის  მისი გაყალბების შესაძლებლობა.

·        ცალკეულ კანონებში შესაძლებელია დოკუმენტებისთვის დადგინდეს ელექტრონული ხელმოწერის აუცილებლობა.

 

 

·             ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ[განვასხვავოთ]  ა) ელექტრონული საშუალებებით და ბ)ავტომატური საშუალებებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტები.

·             მათ შორის განსხვავება მდგომარეობს: ა)გასხვავებულ მოწესრიგებაში და ბ)ფაქტობრივ საფუძვლებში

 

 

 

·        „ელექტრონული ინდაქტი’’ მისი ელექტრონული ფორმით გავრცელებაში გამოიხატება ,ანუ ის იკავებს ტრადიციული ქაღალდის ადგილს.   მისი შინაარსი კი არა ტექნიკის საშუალებით,არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქმნება

 

·        „ავტომატური  ინდაქტი’’  კი გამოიცემა ტექნიკური საშულებების  მიერ.ადამიანის ჩარევა გამოიხატება მხოლოდ პროგრამული  დავალების განსაზღვრაში,ხოლო პროცესი მიდის ავტომატურად.[მაგ. ვიდეოთვალი აფიქსირებს ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას,რეაგირება ხდება ტექნიკური საშუალების მიერ და ავტომატურად გამოიცემა „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი’’ დამრღვევი სუბიექტის მიმართ.

 

 

·        ელექტრონული საჯარო მმართველობის ფარგლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „პერსონალურ მონაცემთა’’ დაცვა.[რამდენადაც ელექტრონული საჯარო მმართველობის განხორციელება ითხოვს  დიდი ოდენობით ინფორმაციის მოპოვებას,შენახვას და დამუშავებას.

·        საფრთხის ქვეშ დგება პიროვნების კონსტიტუციით გარანტირებული პირადი და თავისუფალი სფეროების დაცვის ინტერესი.

·        აღნიშნულ ორ ინტერესს შორის ბალანსის დაცვა უნდა უზრუნველყოს „პერსონალური მონაცემების დაცვის’’ კანონმა.

 

 

საქართველოს კანონი ელექტრონული დოკუმენტის და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

·        თანამედროვე საჯარო მმართველობაში ფართოდ არის დანერგილი ურთიერთობის და დოკუმენტების ელექტრონული ფორმები.

·        საქართველოს კანონით „ელექტრონული დოკუმენტის და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ’’  შეიქმნა მყარი სამართლებრივი საფუძველი  ელექტრონული დოკუმენტების [!]გამოცემისთვის და სანდო მომსახურების[!] დანერგვისათვის.

·        სწორედ ეს კანონი განსაზღვრავს ა)ელექტრონული დოკუმენტის ,ბ)ელექტრონული ხელმოწერის გ)ელექტრონული სანდო მომსახურების  გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

·        აღნიშნული კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს ელექტრონულ დოკუმენტს [ლექტრონული დოკუმენტიელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა-კანონის მე-2 მუხლი „ა’’] და მატრიალურ დოკუმენტს [მატერიალური დოკუმენტიქაღალდის ან სხვა მატერიალური ფორმით წარდგენილი ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა;-კანონის მე-2 მუხლი „ბ’’]

·        „ელექტრონული დოკუმენტის’’ ფორმის შემოტანა არ კრძალავს „მატერიალური დოკუმენტების’’ გამოყენებას.

·        „ელექტრონული დოკუმენტის’’ თავისებურება ისაა ,რომ: „ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი.’’- კანონის მე-4 მუხ. ნაწ. 1-ლი]

·         ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება წერილობითი ფორმის მატერიალური დოკუმენტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.-კანონის მე-4 მუხ. ნაწ. მე-2 ]

·        ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.-კანონის მე-4 მუხ. ნაწ. მე-3 ]

·        მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ასლს ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ ანდა ელექტრონული შტამპით არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.--კანონის მე-4 მუხ. ნაწ. მე-4 ]

 

·        ელექტრონულ დოკუმენტზე დაისმის „ელექტრონული ხელმოწერა’’[ელექტრონული ხელმოწერაელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის ხელმოსაწერად გამოიყენება იხ.  მე-2 მუხ „ე’’] და „ელექტრონული შტამპი’’[ელექტრონული შტამპიელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად გამოიყენება - მუხ. მე-2 „ვ’’]  

 

·        ეს კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს: ა)ელექტრონულ ხელმოწერას ,ბ)“განვითარებულ ელექტრონულ ხელმოწერას’’ [ მუხ. მე-2 „ლ’’] და გ)“კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას’’ [მუხ. მე-2 „მ’’]

·        ეს კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს: ა)ელექტრონულ შტამპს ბ)“,ბ)“განვითარებულ ელექტრონულ შტამპს’’ [ მუხ. მე-2 „ნ’’] და გ)“კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპს ’’ [მუხ. მე-2 „ო’’]

·        ეს ტერმინები უშუალო გავლენას ახდენს „სანდო მომსახურების’’[ მუხ. მე-2 „ტ’’] და „კვალიფიციური სანდო მომსახურების’’ [მუხ. მე-2 „უ’’ ]შინაარსზე

·         სანდო მომსახურება  არის ელექტრონული მომსახურება, რომლის მიზანია ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის ან დროის აღნიშვნის შექმნა, შემოწმება, ნამდვილობის დადგენა ან/და შენახვა

·        კვალიფიციური სანდო მომსახურება არის  სანდო მომსახურება, რომლის მიზანია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ან დროის კვალიფიციური აღნიშვნის და მათთან დაკავშირებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის შექმნა, შემოწმება, ნამდვილობის დადგენა ან/და შენახვა;

·        სანდო მომსახურებასა’’ და  კვალიფიციური სანდო მომსახურება’’ ერთმანეთისგან განსხვავდება  სანდოობის ხარისხით,შესაბამისად განსხვავდება მათი გამოყენების სფეროებიც [!]

 

·        „თუ ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი  ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობისას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმას აირჩევს და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ხემოწერას ან/და შტამპს საჭიროებს ,სავალდებულოა დოკუმენტზე „კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის’’ შესრულება და ან/და „კვალიფიციური ელექტრონული შტამპის’’ დასმა.

ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე ,როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს  დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას.[ იხ. კანონის მუხ.3 ნაწილი 3]

·         ასევე:

 

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება სავალდებულო არ არის ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურულ ერთეულებსა/ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის ან/და მათ ფარგლებში ურთიერთობისას. ამ შემთხვევაში გამოყენებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.დასმას.[ იხ. კანონის მუხ.3 ნაწილი 5]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები